განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2019
საქმის ნომერი
010100118002758139
დავის ტიპი
362 1
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100118002758139

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - თორნიკე გოგეშვილი

 

ბრალდებული - რო-–--დ და-----ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: რო-–--დ და-----ძე

მამის სახელი: ზუ----ი

დაბადებული: 3--0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 61--------6

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ახ--––-ნი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 30 მაისს, ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით R- 1-- L-, რომელსაც მართავდა რო-–--დ და-----ძე, მოძრაობის წესების დარღვევისათვის შეჩერებული იქნა აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, რა დროსაც რო-–--დ და-----ძემ გამოიყენა რა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა მის სახელზე დამზადებული ყალბი N7--------- მართვის მოწმობა.

 

2. 2018 წლის 18 ოქტომბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მოძრავი ,,ბმვ’’-ს მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით R- 1-- L-, რომელსაც მართავდა რო-–--დ და-----ძე, სარფის საკონტროლო-გამტარ პუნქტში, საპასპორტო კონტროლის გავლისას შეჩერებული იქნა აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ, რა დროსაც რო-–--დ და-----ძემ გამოიყენა რა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა მის სახელზე დამზადებული ყალბი N7--------- მართვის მოწმობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3. სასამართლოს დასკვნა რო-–--დ და-----ძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, მართვის მოწმობის დათვალიერების ოქმს, განჩინებას საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის თაობაზე, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის Nდტ/154 დასკვნას, მოწმეების ნუ-----------–---------–---–---------------------–--–ის გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.

 

5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

6. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რო-–--დ და-----ძემ გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

7. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების შემთხვევაში დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დადგენილი იქნას დოკუმენტის სიყალბე და ადგილი ჰქონდეს მის გამოყენებას.

 

8. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ რო-–--დ და-----ძემ გამოიყენა რა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა მის სახელზე დამზადებული ყალბი მართვის მოწმობა.

 

9. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რო-–--დ და-----ძემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული - ყალბი ოფიციალური დოკუმეტის გამოყენება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

10. რო-–--დ და-----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების მონანიება.

 

11. რო-–--დ და-----ძის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

12. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლეინა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

13. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რო-–--დ და-----ძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ჯარიმა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება თანაზომიერია ბრალდებულის მატერიალურ მდგომარეობასთან, ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და რო-–--დ და-----ძის პიროვნების გათვალისწინებით მითითებული სასჯელი სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

14. ამასთან, რო-–--დ და-----ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა უნდა შთანთქოს მეორე სასჯელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რო-–--დ და-----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ თითეულ ეპიზოდში დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1 ნაწილით (2018 წლის 30 მაისის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1 ნაწილით (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდით) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ რო-–--დ და-----ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

რო-–--დ და-----ძის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი