განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2018
საქმის ნომერი
330100115001130289
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 22 ნოემბერი, 2018 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-----–---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ე---------–--- - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------------------–------------ში და მცხოვრები: თ---–-------–----–----–----------–-----------–---------------------------ში.

 

ადვოკატი - ი--------------–---–ი

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-- ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2013 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, შპს ,,ს-------–--------------------–------------ის“ კუთვნილი მაღაზია ,,ბ------“-ის მენეჯერმა - ე---------–---მ, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ამავე საზოგადოების კუთვნილი, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული 11200 ლარის ღირებულების საქონელი, რითაც კორპორაციას მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა შპს ,,ს-------–--------------------–------------ის“ კუთვნილი მაღაზია ,,ბ------“-ის მენეჯერის - ე---------–---ს მიერ, ამავე საზოგადოების კუთვნილი, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული 11200 ლარის ღირებულების საქონლის (70 წყვილი ფეხსაცმლის და 1 ფეხსაცმლის აქსესუარის) მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-- ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ოდექსის მე-- მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ე---------–---ს მიერ მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული შპს ,,ს-------–--------------------–------------ის“ კუთვნილი 11200 ლარის ღირებულების საქონელის მითვისების ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა შემდეგი მტკიცებულებები:

 

3.4. დაზარალებულის წარმომადგენელმა თ------------------ემ განმარტა, რომ იგი არის ,.ს-------------–--------------–------------ის“ ი-----------–-------------ს უფროსი. მისთვის ცნობილია, რომ კორპორაციის კუთვნილ მაღაზიებში აღწერები ტარდება როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად. აღწერისას დანაკლისის არსებობის შემდეგ ტარდება შიდა სამსაურებრივი გამოძიება და შედეგის შესაბამისად, ზომების მიღება. თ---–--------––- მდებარე ,,ბ------“-ში 2015 წლის პერიოდში ჩატარდა სამი აღწერა, რა დროსაც აპრილში გამოვლინდა 8 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი და 2 წყვილის ზედმეტობა, ასევე ჩატარდა გეგმიური და არაგეგმიური აღწერა ივნისში. პირველ შემთხვევაში გამოვლინდა 70 წყვილი ფეხსაცმლის, მეორე შემთხვევაში 71 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი, სულ 11200 ლარის ღირებულების. მისთვის ცნობილია, რომ საქონლის მიღებისას, ხდება მისი პროგრამაში აყვანა და შემდეგ მაღაზიების ბალანსზე გადანაწილება. მათი მაღაზიები მუშაობენ ,,მაიკროსოფტის“ ოფიციალური პროგრამით - ,,ნავიჟენით“, რომელსაც რაიმე სერიოზული ხარვეზი არ ჰქონია, რადგან მან თავად გააფორმა ხელშეკრულებები ,,მაიკროსოფტის“ ოფიციალურ წარმომადგენლებთან და შემდგომი პრეტენზია არავისგან სმენია. თუ პროგრამას აქვს ხარვეზი, მენეჯერი ვალდებულია დაუკავშირდეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს. საქონელი ინახება მაღაზიების საწყობებში, რომლებიც განთავსებულია მაღაზიების უკან და თუ ეს ფართი საკმარისი არ არის, ხდება საწყობების დაქირავება. 2015 წლის პერიოდში კამერები შეინახავდა ჩანაწერებს. საწყობი დაცული იქნებოდა და მასთან წვდომა ექნებოდათ მხოლოდ თანამშრომლებს. დანაკლისის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერი იძახებს პატრულს და კამერებიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე, იწყება ხოლმე გამოძიება. აღწერის დროს დანაკლისის გამოვლენის დროს ხდება კამერების ჩანაწერების დათვალიერება და შესაბამისად, პოლიციისთვის შეტყობინება. ივნისის აღწერის შედეგად კორპორაციას საქონლის სარეალიზაციო ღირებულებით მიადგა 11200 ლარის ზიანი, რომელიც ანაზღაურებული არ არის.

 

3.5. მოწმე მ--------------ემ განმარტა, რომ 2015 წელ იგი მუშაობდა ,,ს-------–--------------------–------------ის“ კუთვნილ მაღაზია ,,ბ------“-ში მენეჯერად. იგი იცნობს ე---------–---ს, რომელთან ერთადაც იმუშავა თბილისში, ა----–-----–-----------ზე მდებარე მაღაზია ,,ბ----–-“, რა დროსაც იგი იყო ადმინისტრატორი, (მენეჯერის შემცვლელი), ე---------–--- - ადმინისტრატორი. მისი მუშაობის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც, პროდუქცია ბაზაში ფიქსირდებოდა და ადგილზე არ ყოფილა. ყველა გაყიდვადი პროდუქტი არის პროგრამაში შეყვანილი, რაც გაყიდვის შემდეგ აკლდება პროგრამის ნაშთს და გადადის გაყიდულ რაოდენობაში. თითოეულ პროდუქტს აქვს ცამეტნიშნა უნიკალური ბარ-კოდი, თუმცა არსებობს აითემ კოდიც, რომელიც მეორდება ერთსა და იმავე მოდელზე. საქონლის აღწერა და მითვლა ძირითადად ხდება უნიკალური ბარ-კოდების საშუალებით. 2015 წლის 14-15 აპრილს, როდესაც იგი მუშაობდა ,,ბ------“-ში, მას დაურე-- ე---------–---მ, რომელიც ამ დროს უკვე მუშაობდა თ---–--------––- მდებარე ,,ბ----–-“ და უთხრა, რომ აღწერისთვის აკლდა ფეხსაცმელების რაოდენოდა და სთხოვა 21-22 ყუთი, რასაც აღწერდა მონიტორინგის სამსახური და მეორე დღეს უკანვე დაუბრუნებდა. მან, ,,ბ------“-ის ადმინისტრატორს - მ-----------ეს ჩააწერინა ის მოდელები და ზომები, რაც ე---------–---ს სჭირდებოდა და გაატანეს. ე---------–---მ მეორე დღეს უკან დაუბრუნათ მათი ყუთები ი-----ს (ს----–---–-) ხელით. იყო გვიანი საღამო, იგი მარტო იყო მაღაზიაში და თავად მიითვალა დაბრუნებული ყუთები, რადგან არ სურდა ამ ფაქტის გახმაურება. მისთვის ცნობილი იყო, რომ ე---------–---ს მაღაზიაში ჩატარდა გეგმიური კვარტალური აღწერა და საქონლის რაოდენობა მაინც არ დაემთხვა. ე---------–--- იყო კარგი მენეჯერი, რის გამოც კორპორაციამ მხოლოდ თანხა გადაახდევინა. აღწერის მეორე დღეს იგი ესაუბრა ე---------–---ს, რა დროსაც ე-- იყო ანერვიულებული და უთხრა, რომ თავად მიხედავდა ყველაფერს. მოგვიანებით, როდესაც ე---------–---ს მაღაზიაში 70 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი აღმოჩნდა, მან ისევ დაურე-- ე---, ჰკითხა, რატომ იყო ამხელა დანაკლისი და თუ მისი ბრალეულობა იყო, დალაპარაკებოდა უფროსებს. ე--მ ტელეფონი გაუთიშა. მაღაზიაში დანაკლისის შემთხვევაში, შესაძლოა კორპორაციამ თანხა საერთოდ აპატიოს თანამშრომლებს ან თანხა გადანაწილდეს თანამშრომლებზე თანამდებობების მიხედვით პროპორციულად. თ---–--------––- მდებარე ,,ბ------“-ს აქვს სხვა მაღაზიებთან ზიარი საწყობი. სულ რამდენი გასაღები აქვს საწყობს და ვისთან ინახება, მისთვის უცნობია.

 

3.6. მოწმე მ-----------ემ განმარტა, რომ 2012 წლიდან მუშაობდა ,,ს-------–--------------------–------------“-ის კუთვნილ მაღაზია ,,ბ------“-ის ადმინისტრატორად. 2015 წლის 14 აპრილს დაურე-- ე---------–---მ, რომელიც იყო ,,ბ------“-ის მენეჯერი და სთხოვა ფეხსაცმელების ყუთები, რომლებიც სჭირდებოდა აღწერისთვის. ე---------–---ს მაღაზიაში აღწერა დაგეგმილი იყო მეორე დღეს. მან ე---------–--- გადაამისამართა მაღაზიის მენეჯერთან - მ--------------ესთან. მალევე დაურე-- მას მ--------------ემ და გარკვეული კოდების მითითებით დაავალა გაეტანებინა ე---------–---სთვის 20 წყვილი ფეხსაცმლის ყუთი. ე---------–---მ, ი-----------–---–თან ერთად, იმავე საღამოს წაიღო მათთვის საჭირო ყუთები. ამ დროს არანაირი დოკუმენტაცია არ შედგენილა. ე---------–---მ გატანილი ყუთები ,,ბ------“-ში დააბრუნა მეორე დღესვე. როგორც მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, ,,ბ------“-ში აღწერის დროს გამოვლინდა რამდენიმე ფეხსაცმლის ნაკლებობა და ასევე მეტობა. ბ----- მაღაზიები მუშაობს კომპიუტერული პროგრამით, რომელიც ყოველ დილით იტვირთება. თუ პროგრამა არასრულად ჩაიტვირთა, შესაძლოა მონაცემთა ბაზა იყოს ხარვეზიანი. ამ დროს დახმარებისთვის უკავშირდებიან ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს, თუმცა მომდევნო დღეს, პროგრამის სრულყოფილი ჩამოტვირთვისას, ხარვეზიანი მონაცემები თავისთავად სწორდება. საქონლის მიღებისას ყოფილა შემთხვევა, რომ მიუღიათ მეტი ნივთი და დაფიქსირებულა ცდომილება დოკუმენტაციასთან, რა დროსაც ურე--ვენ საწყობის თანამშრომელს და სწორდება ბაზაშიც. როცა მენეჯერი ადგილზე არ არის, მის მოვალეობებს ასრულებს ადმინისტრატორი. მას ჰქონია მაღაზიაში დანაკლისი. ამ დროს ანაზღაურება ხდება გასაყიდი ფასით და არა ნივთის თვითღირებულებით. დანაკლისი თანხა ნაწილდება ყველა თანამშრომელზე. დანაკლისის თანხას იხდიან თანამშრომლები თავისი ინიციატივით ან ჩამოაჭრით მათ კორპორაცია.

 

3.7. მოწმე ი-–--------–-–---–მა განმარტა, რომ იგი 2015 წლის მაისიდან მუშაობს თ---–--------––- მდებარე ,,ბ------“-ის კონსულტანტად. ე---------–--- იყო ამ მაღაზიის მენეჯერი, მათ ერთად მუშაობა მოუწიათ 2-- კვირის განმავლობაში. მენეჯერის მოვალეობაში შედიოდა, მათ შორის, საქონლის მიღება და კონტროლი. მაღაზიის გასაღები ასევე ინახება მენეჯერთან. მენეჯერის გარდა მაღაზიის გაღებაზე, საქონლის მიღებაზე და სხვა ოპერაციებზე, მენეჯერის არყოფნისას პასუხისმგებელი იყო ადმინისტრატორი და ასისტენტი. მაღაზიაში არსებული ნივთები აღრიცხულია ელექტრონულ ბაზაში შტრიხ-კოდების და ფასის მითითებით. მისი მუშაობის პერიოდში მონაცემთა ბაზას ხარვეზები არ ჰქონია. 2015 წლის ივნისის დასაწყისში ფეხსაცმელები უნდა გადაეტანათ სხვა ფილიალში, პროგრამულად ფიქსირდებოდა მათ მაღაზიაში, თუმცა ფიზიკურად ვერ მოიძიეს. მოგვიანებით გაიგო, რომ ფეხსაცმელი, რომელსაც ეძებდნენ, საღამოს საათებში იყო გაყიდული, რა დროსაც მაღაზიაში იყვნენ მხოლოდ ე---------–--- და ლ--- (გ--------). ლ---მ უთხრა, რომ მას ფეხსაცმელი არ გაუყიდია. 2015 წლის ივნისის შუა რიცხვებში, თანამშრომლების მოთხოვნით, ჩატარდა აღწერა ,,ბ------“-ში და აღმოჩნდა 70 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი. საქონელი ბაზაში ჩანდა, თუმცა ფიზიკურად მაღაზიაში არ იყო. აღწერის დროს ე---------–--- შეუძლოდ გახდა და ბოლომდე არ დარჩენილა. მალევე ჩატარდა განმეორებითი აღწერა და იგივე დადასტურდა. მას საქონლის გაყიდვის დროს პროგრამასთან (ბაზასთან) შეხება არ ჰქონია, თუმცა მისი ერთწლიანი გამოცდილებით შეუძლია თქვას, რომ პროგრამა უხარვეზოდ მუშაობდა. მან პროგრამასთან მუშაობა იცის იმ დონემდე, რომ ბაზაში მოიძიოს საქონლის კოდები და ფასები. მათი მაღაზიის საწყობი ემსახურება სულ სამ მაღაზიას, რომელთა ტერიტორიები გამიჯნული არ არის ტიხრით და ყველა ამ მაღაზიის თანამშრომლებს აქვს პროდუქციაზე წვდომა.

 

3.8. მოწმე ნ----------------–---–მა განმარტა, რომ 2015 წელს მუშაობდა ,,ბ------“-ში კონსულტანტად. მაღაზიის მენეჯერი იყო ე---------–---, რომლის გარეშე საქონლის რეალიზაცია არ ხდებოდა. მაღაზიაში სამ თვეში ერთხელ ტარდებოდა პროდუქციის აღწერა. 2015 წლის აპრილში ჩატარდა გეგმიური აღწერა, რა დროსაც ჰქონდათ 8 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი და 2 ფეხსაცმლის მეტობა. მაღაზია მუშაობს პროგრამით და გაყიდული პროდუქცია ყოველთვის ტარდება ბაზაში. თითოეულ ფეხსაცმელს აქვს შტრიხ-კოდი, რომლითაც ხდება ბაზაში შეყვანა. კონსულტანტს შეუძლია საქონლის კოდის გადამოწმება, თუმცა გაყიდვის უფლება არ აქვს. მისი მუშაობის პერიოდში მონაცემთა ბაზას პრობლემა არ შექმნია. ე---------–---ს თქმით ბაზას ჰქონდა პრობლემები, რადგან ბაზაში მითითებული რაოდენობა არ ემთხვეოდა საწყობში საქონლის რაოდენობას, თუმცა ტექნიკური დახმარებისთვის არავისთვის მიუმართავს. ამ პრობლემების გამო მაღაზიის ადმინისტრატორმა და ასისტენტმა დატოვეს სამსახური. შემდეგი აღწერა ჩატარდა დაუგეგმავად, 2015 წლის ივნისში, რის შედეგად აღმოჩნდა 70 წყვილი, დაახლოებით 11000 ლარის ღირებულების ფეხსაცმლის, დანაკლისი. აღწერას ბოლომდე არ დასწრებია ე---------–---, რომელიც შეუძლოდ გახდა. მაღაზიას ჰქონდა საწყობი, სადაც იგი არაერთხელ ჩასულა. რამდენიმე მაღაზიის საწყობი იყო ერთ სივრცეში. სხვა მაღაზიის თანამშრომლებს, ჰქონდათ თავისუფალი წვდომა ,,ბ-----“ დასაწყობებულ საქონელზე. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას პირადად შეშლია და სხვა მაღაზიის საქონელი ამოუტანია საწყობიდან. მისი მუშაობის პერიოდში ფეხსაცმელი არ დაკარგულა, დაიკარგა სათვალე, რომლის თანხა გადანაწილდა თანამშრომლებზე.

 

3.9. მოწმე ხ--------------ემ განმარტა, რომ 2006 წლიდან 2015 წლის მაისიდან იგი მუშაობდა ,,ს-------–--------------------–------------იში“, სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის 2015 წელს იყო ,,ბ------“-ის ადმინისტრატორი. იგი ასრულებდა მენეჯერის ფუნქციას, მენეჯერის არყოფნის დროს, აკონტროლებდა საწყობს, მომსახურე პერსონალს, გაყიდვებს. ,,ბ------“-ში მისი გადასვლიდან სამ თვეში მისი მენეჯერი გახდა ე---------–---, რომელმაც დანაკლისის გარეშე გადაიბარა მაღაზია. სამ თვეში ერთხელ ცენტრალური ოფისიდან ატარებდნენ ინვენტარიზაციას. ყველა ფეხსაცმელს აქვს უნიკალური კოდი. ბაზაში ხდებოდა იმ საქონლის ასახვა, რომელიც რეალურად იყო მაღაზიაში. ბაზას ჰქონდა გადატვირთვის პრობლემა (საღამოს არ იტვირთებოდა რეალიზებული საქონელი), თუმცა მნიშვნელოვანი ხარვეზი არ ჰქონია. მან ორჯერ შენიშნა, რომ ბაზაში არსებული ფეხსაცმელი მაღაზიაში არ იყო, თუმცა მეორე დღეს პრობლემა იყო აღმოფხვრილი, ბაზა და საქონელი ერთმანეთს ემთხვეოდა. როგორც მისთვის ცნობილია ასეთი შემთხვევა ჰქონდათ მაღაზიის სხვა თანამშრომლებსაც. მან ამის შესახებ მოახსენა ე---------–---ს, თუმცა აღწერა მაღაზიაში არ ჩატარებულა. მისთვის უცნობია ბაზის ხარვეზებთან დაკავშირებით ე---------–---მ მოითხოვა თუ არა ტექნიკური დახმარება. 2015 წლის 14 აპრილს ჩატარდა აღწერა, რომელსაც იგი არ დასწრებია. მისთვის ცნობილია, რომ მაღაზიას დააკლდა რვა წყვილი ფეხსაცმელი, რომლის თანხა თანამშრომლებს ჩამოეჭრათ ხელფასიდან პროპორციულად. ამ რაოდენობის დანაკლისი იყო უჩვეულო. ჩატარდა თათბირი, რა დროსაც ე---------–---მ უთხრათ, რომ ასეთი შემთხვევა არ განმეორდებოდა, რადგან იქნებოდნენ ყურადღებით და აღწერებსაც მოუხშირებდნენ, თუმცა აღწერები არ ჩატარებულა. ე---------–---მ თანამშრომლებს უკან დაუბრუნა ხელფასიდან ჩამოჭრილი თანხა. 2015 წლის მაისში, მისი მოთხოვნით იგი გადაიყვანეს სხვა ფილიალში. აპრილის აღწერის შემდეგ, მისთვის უცნობია იყო თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც ბაზაში საქონელი ფიქსირდებოდა, მაგრამ საწყობში არ იყო. ,,ბ-----“ საწყობი იყო ------------–ზე, რომლის გასაღები თავდაპირველად ჰქონდა სამ მაღაზიას - ,,პ---------ს“, ,,გ--–-----ს“ და ,,ბ-----“, ერთად. საწყობში შესაძლებელი იყო მაღაზიის ნებისმიერი თანამშრომელი ჩასულიყო. მისთვის გადმოცემით გახდა ცნობილი, რომ ,,ბ------“-ში აღწერისას იყო 70 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი. მისთვის ცნობილია, რომ ე---------–---მ მოითხოვა კამერების ჩანაწერის ამოღება, რა დროსაც გაირკვა, რომ ჩანაწერები იყო მხოლოდ 15 აპრილიდან. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საქონელი მოუტანიათ ფილიალში იმაზე მეტი ან ნაკლები, რაზეც მოუწერიათ ხელი და მერე მიუღიათ რეალური რაოდენობა, ასევე ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბაზაში უჩანდათ 1000 პარკი, რაც რეალურად არ ჰქონდათ.

 

3.10. მოწმე ნ--------------ემ განმარტა, რომ 2014 წლიდან იგი მუშაობდა თ---–--------––- მდებარე ,,ბ------“-ის მაღაზიაში კონსულტანტად, მოგვიანებით მენეჯერის ასისტენტად. მაღაზიის მენეჯერი იყო ე---------–---, რომელიც ყველა გაყიდვის საქმის კურსში იყო. მაღაზიაში ჰქონდათ მონაცემთა ბაზა, სადაც ყოველ დილით იგზავნებოდა ინფორმაცია, რა საქონელი იყო საწყობში კოდების მითითებით. იგი პროგრამაში ნახულობდა საქონელს კოდით, რომელიც არ იყო საწყობში, რა დროსაც მენეჯერისგან და ადმინისტრატორისგან იღებდა პასუხს, რომ პროგრამას ჰქონდა ხარვეზი. ასეთი შემთხვევა იყო ხშირი. იგივე პრობლემები ექმნებოდათ სხვა კონსულტანტებსაც. ე---------–---მ მიმართა თუ არა ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს დახმარებისთვის, მისთვის უცნობია. 2015 წლის აპრილში ჩატარდა აღწერა, აღმოჩნდა 8 ფეხსაცმლის დანაკლისი და 2 ფეხსაცმლის ზედმეტობა, რაც ნიშნავს, რომ ბაზაში ჩანს გაყიდული პროდუქცია, მაგრამ იგი ისევ საწყობშია. ე---------–---სთვის იყო ცნობილი დაგეგმილი აღწერის შესახებ, რის გამოც სთხოვა მას წასულიყო ვ-–----–----–---- მდებარე ,,ბ------“-ში, პროდუქციის მოსატანად. მან უარი უთხრა, რის გამოც სხვა კონსულტანტები წავიდნენ. ე---------–---მ იცოდა რომელი მოდელები აკლდა და იცოდა რომელი ფეხსაცმელი უნდა მოეტანა. დანაკლისის აღმოჩენის შემდეგ ე---------–---მ დადო პირობა, რომ იგივე არ გამეორდებოდა, მუდმივად ჩაატარებდა აღწერებს, თუმცა არ ჩაუტარებია და იგივე პრობლემები გაგრძელდა. არ ჩანდა, რომ ე---------–---მ რაიმე სახის ზომები მიიღო ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ,,ბ------“-ს ჰქონდა დიდი საწყობი, რომელიც ემსახურებოდა, სამ მაღაზიას ერთდროულად - ,,პ---------ს“, ,,ფ----–---–--------–----ას“ და ,,ბ-----“. გასაღები ინახებოდა ,,ბ----–-“, რომელსაც სხვა მაღაზიის თანამშრონლები აბრუნებდნენ ისევ მათთან. ამ სამი მაღაზიის პროდუქციის აღრევა არ მომხდარა, რადგან საქონლის ყუთები განსხვავდებოდა. საწყობში ისიც ჩასულა და იგი არავის გადაუმოწმებია. იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, კერძოდ, ერთხელ, როცა ე---------–--- არ იყო სამსახურში, კონსულტანტებს სთხოვეს ჩაეწერათ გაყიდული საქონელი, ერთ კონსულტანტს დაავიწყდა ფეხსაცმლის შეყვანა, შეამოწმეს პროგრამულად, თუმცა გაყიდულ ორდერებში არ იყო დაფიქსირებული. ასევე, მან სხვა მაღაზიის კონსულტანტს ხურდისთვის გამოართვა 31 ლარი, რომელიც ჩადო სალაროში, თუმცა დაავიწყდა ე---------–---სთვის ამის თქმა. როდესაც ე---------–---ს ჰკითხა, სალაროში ზედმეტი თანხა იყო თუ არა, ე--მ იუარა. ერთხელ, გვიან საღამოს სალაროს დახურვისას აღმოაჩინა, რომ მას დააკლდა 50 ლარი, დაურე-- ე---------–---ს, რომელმაც უთხრა, რომ მან აიღო ეს თანხა, რაც მეორე დღეს გასწორდა. 2015 წლის მაისში იგი სამსახურიდან წავიდა.

 

3.11. მოწმე მ---------------ემ განმარტა, რომ 2015 წელს 24 მაისიდან იგი ,,ბ------“-დან გადაიყვანეს თ---–--------––- მდებარე ,,ბ------“-ში ადმინისტრატორად (მენეჯერის თანაშემწე). ,,ბ------“-ის მენეჯერი იყო ე---------–---. მუშაობის პირველსავე დღეს მომხმარებლის თხოვნით პროგრამულად შეამოწმა სასურველი მოდელი, რომელიც ბაზაში ჩანდა, თუმცა საწყობში არ აღმოჩნდა. ე---------–---მ განუმარტა, რომ მოდელი შესაძლოა საწყობში ყოფილიყო ან პროგრამის ხარვეზს ჰქონდა ადგილი. რამდენიმე დღეში, გადაამოწმა ის ფეხსაცმელი, რომელიც გაყიდული აღმოჩნდა, კონულტანტებთან მოიკითხა, თუმცა ამ ფეხსაცმლის გაყიდვა არავის ახსოვდა. ამ ფაქტის შემდეგ მაღაზიაში ბევრ უზუსტობას გადააწყდა, ხშირად ვერ პოულობდნენ საქონელს, რომელიც ბაზაში ეწერათ. ე-- ყოველთვის ეუბნებოდა, რომ პროგრამის ხარვეზის ბრალი იყო. ფილიალში მან აღმოაჩინა ბევრი ცარიელი ყუთი, რომლებიც გადაყარა. როდესაც კლიენტი ტოვებს ყუთს, მას ხაზავენ, სხვაში რომ არ აერიოთ. მოგვიანებით გაიგო, რომ ე---------–---ს ყუთები სჭირდებოდა ინვენტარიზაციისთვის. ე--- არყოფნის დროს, მან, კონსულტანტების დახმარებით ჩაატარა შიდა აღწერა და ნახა, რომ 15 ფეხსაცმელი აკლდათ. მან სთხოვა ე---------–---ს ჩაეტარებინა აღწერა, რაზეც ე--მ უპასუხა, რომ არ ეცალა ამისთვის, რადგან სხვა ბინაში უწევდა გადასვლა. ე---------–---ს არყოფნისას საჭირო გახდა ,,ბ------“-დან პროდუქციის სხვა ფილიალში გადატანა, რაც ბაზაში უჩანდათ, თუმცა რამდენიმე ფეხსაცმელი ადგილზე ვერ იპოვნა. ე---------–---მ იგივე უპასუხა, რაც სხვა დროს. მეორე დღეს ნახა, რომ ეს ფეხსაცმელი საღამოს 21:20 საათზე იყო გაყიდული. გადამოწმდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანდა რომ გაყიდვის დროს სალაროსთან ე---------–---ს გარდა არავინ იყო. მან საქმის კურსში ჩააყენა მ---------------ე, რის გამოც ჩატარდა მოულოდნელი აღწერა. აღწერის დროს ე---------–--- გახდა შეუძლოდ, მას ჩამოართვეს გასაღები და წავიდა. აღწერის შედეგად გამოვლინდა 70 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი. მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში იგი იყო მენეჯერის შემცვლელი და მას ეკისრებოდა მენეჯერის მოვალეობები ყოველდღიურად. ბ-------ში როგორ აღმოჩნდა დანაკლისი მისთვის უცნობია.

 

3.12. მოწმე ნ-------–-----ამ განმარტა, რომ 2013 წლის მარტიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით იგი მუშაობდა თ---–--------––- მდებარე მაღაზია ,,ბ------“-ში, კონსულტანტად. მაღაზიის მენეჯერი იყო ე---------–---, რომელიც იყო ძალიან მოწესრიგებული. ბოლო დროს პროგრამაში ჩანდა, რომ საქონელი იყო მაღაზიაში, თუმცა რეალურად გადამოწმებისას, ადგილზე არ აღმოჩნდა. ე---------–---სგან იღებდნენ პასუხს, რომ პროგრამა იყო არეული, თუმცა ჩააყენა თუ არა მენეჯერმა საქმის კურსში ტექნიკური სამსახური, მისთვის უცნობია. მაღაზიაში აღწერა, როგორც წესი ტარდებოდა სამ თვეში ერთხელ. 2015 წლის აპრილში ჩატარდა აღწერა და აღმოჩნდა 8 ფეხსაცმლის დანაკლისი და 2 ფეხსაცმლის ზედმეტობა, რაც ნიშნავს, რომ გაყიდული ფეხსაცმელი მომხმარებელს მაღაზიაში დარჩა ან შესაძლოა ადგილი ჰქონდა პროგრამულ ,,გადახტომას“. იგი აღწერას არ დასწრებია. დანაკლისი ყველა თანამშრომელს ჩამოეჭრა ხელფასიდან, რაც მოგვიანებით მათ ე---------–---მ აუნაზღაურათ. ე---------–--- დაპირდათ, რომ ეს აღარ განმეორდებოდა, თუმცა სიტუაცია არ შეცვლილა. ივნისში, ადმინისტრატორის, მ---------------ის თხოვნით, ჩატარდა მოულოდნელი აღწერა, რა დროსაც აღმოჩნდა 70 წყვილი ფეხსაცმელის დანაკლისი. იგი იღებდა მონაწილეობას აღწერაში. აღწერისას მას პირადად ცარიელი ყუთები არ შეხვედრია. ე---------–---მ აღწერისას მაღაზია დატოვა. ვინაიდან იყო ძალიან დიდი დანაკლისი, იფიქრეს, რომ რაღაც შეცდომა იყო და მალევე ჩატარდა განმეორებითი აღწერა, რა დროსაც დანაკლისი დადასტურდა და დაემატა ერთი აქსესუარის ნაკლებობა. მას ჰქონია შემთხვევა, რომ ბაზაში ჩანდა ფეხსაცმელი და ადგილზე არ ყოფილა, თუმცა ეს იყო წუნდებული საქონელი. შესაძლოა სხვა ყუთში ყოფილიყო სხვა ზომის ფეხსაცმელი, თუმცა ამ რაოდენობით ცდომილება არ შეხვედრია. თუ ბაზაში არის ცდომილება უნდა მოიძიო, რეალურად სად არის ფეხსაცმელი, რადგან მატერიალურად პასუხისმგებლები არიან თავად. ------------–ზე ჰქონდათ საწყობი, სადაც ,,ბ-----“ გარდა იყო კიდევ ორი მაღაზიის საწყობი. ყოფილა შემთხვევა, რომ მიღებული ფეხსაცმელები საწყობში არ დატეულა, რადგან საწყობი მარტო ,,ბ-----“ არ ემსახურებოდა. საწყობში კამერა არის თუ არა, მისთვის უცნობია. როცა ხდება საქონლის მიღება, მაღაზიაში გაყიდვას ახორციელებს ადმინისტრატორი და კონსულტანტი, რომლებსაც აქვთ წვდომა პროგრამასთან.

 

3.13. მოწმე ლ--- გ--------მ განმარტა, რომ 2015 წელს იგი მუშაობდა თ---–--------––- მდებარე ,,ბ------“-ში კონსულტანტად. მაღაზიის მენეჯერი იყო ე---------–---, რომელიც იყო მკაცრიც და მომთხოვნიც. შემთხვევას, როდესაც ბაზაში მითითებულ ნივთს მაღაზიაში ვერ პოულობდნენ და ე---------–--- პროგრამულ ხარვეზს აბრალებდა, რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი. არ ახსენდება, ტექნიკური დახმარებისთვის ვინმე მისულიყო მათ ფილიალში. 2015 წლის აპრილში ჩატარდა გეგმიური აღწერა, რომლის შესახებ მათ წინასწარ იცოდნენ, რა დროსაც აღმოჩნდა 8 ფეხსაცმლის დანაკლისი. იგი მონაწილეობდა აღწერაში. ასევე მონაწილეობდა ე---------–---. დანაკლისი გადანაწილდა ყველა თანამშრომელზე. აღწერის შემდეგ ხარვეზები ისევ გრძელდებოდა, თუმცა შიდა აღწერა არ ჩატარებულა. ივნისის თვეში ჩატარდა კიდევ ორი აღწერა, რომელშიც იგი იღებდა მონაწილეობას. ე---------–--- გახდა შეუძლოდ და წავიდა სახლში. ივნისის თვეში ბ-------დან უნდა მომხდარიყო საქონლის სხვა ფილიალში გადატანა, რა დროსაც ასევე ვერ იპოვნეს ბაზაში ფიქსირებული ფეხსაცმელი. ფეხსაცმელს ეძებდნენ მ---------------ე და ე---------–---. მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ ფეხსაცმელი, რომელიც წინა დღეს ვერ იპოვნეს, იყო გაყიდული, თუმცა მას არაფერი გაუყიდია. მაღაზიის ადმინისტრატორი - მ---------------ე დაინტერესდა ამ ფაქტით, რაზეც მან უპასუხა, რომ ფეხსაცმელი, რომელსაც ეძებდნენ, მას არ გაუყიდია. 2015 წლის ივნისში ჩატარდა კიდევ ორი აღწერა, რა დროსაც დანაკლისი იყო დიდი. ,,ბ-----“ საწყობი ემსახურებოდა კორპორაცია ,,ა----------“ კუთვნილ სამ მაღაზიას ერთდროულად. იგი საწყობში მარტოც ჩასულა და მენეჯერთან ერთადაც. როცა ხდება საქონლის მიღება, მაღაზიაში გაყიდვას ახორციელებს ადმინისტრატორი და კონსულტანტი, რომლებსაც აქვთ წვდომა პროგრამასთან.

 

3.14. მოწმე ი-----------–---–მა განმარტა, რომ იგი 2014 წლის ზაფხულიდან 2015 წლის მაისამდე მუშაობდა ,,ბ------’’-ში კონსულტანტად. მაღაზიის მენეჯერი იყო ე---------–---, რომელიც ყველაფერზე იყო პასუხისმგებელი. მენეჯერის არყოფნის შემთხვევასი მის მოვალეობას ასრულებდა ადმინისტრატორი. მაღაზიებში აღწერები ტარდებოდა კვარტლურად, რაც მათთვის წინასწარ არის ხოლმე ცნობილი. მაღაზიაში მუშაობს ,,ნავიჟენის“ პროგრამა, რომელთანაც კონსულტანტს შეხება არ აქვს. იყო შემთხვევა, როდესაც პროგრამა აჩვენებდათ, რომ ბაზაში ჰქონდათ ფეხსაცმელი, რასაც ადგილზე ვერ პოულობდნენ, რის საქმის კურსში აყენებდნენ ე---------–---ს, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობდათ, რომ პროგრამას ჰქონდა პრობლემა. 2015 წლის აპრილში ჩატარდა გეგმიური აღწერა, რომლის თაობაზე წინასწარ იცოდნენ. მას აღწერაში მონაწილეობა არ მიუღია. აღწერის წინა დღეს, ე---------–---ს თხოვნით, ამ უკანასკნელს გაყვა ვ-–----–----–---- მდებარე ,,ბ------“-ში, საიდანაც მ-----------ისგან წამოიღეს 20 წყვილი ფეხსაცმელი. ამ დროს რაიმე სახის დოკუმენტი არ შედგენილა. როგორც მისთვის იყო ცნობილი, ეს ფეხსაცმელები უნდა გამოეყენებინათ მეორე დღეს აღწერისას. თუ კონკრეტულად რა ფეხსაცმელები უნდა წამოეღოთ, ე---------–---მ გადაწყვიტა. მეორე დღეს, აღწერის შემდეგ, ე---------–---ს დავალებით, ფეხსაცმელები უკან დააბრუნეს. არც ამ დროს შედგენილა რაიმე დოკუმენტი. აღწერის შედეგად აღმოჩნდა 8 ფეხსაცმლის ნაკლებობა და 2 ფეხსაცმლის ზედმეტობა, რაც ნიშნავდა, რომ მომხმარებელმა შეძენილი ფეხსაცმელი არ წაიღო. დანაკლისის გადახდა მოუწიათ თანამშრომლებს, რაც მათ ე---------–---მ აუნაზღაურათ. ე---------–--- დაპირდათ, რომ ყოველკვირეულად გააკეთებდნენ შიდა აღწერას, რასაც ადგილი არ ჰქონია და აწყდებოდნენ იგივე პრობლემას. ბაზაში ხარვეზის არსებობას ატყობინებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს და ხდებოდა ბაზის გასწორება. მათთან ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურიდან არავინ მიდიოდა ბაზის შესასწორებლად. 2015 წლის ივნისში, იგი იყო უკვე მენეჯერის ასისტენტი, რა დროსაც თანამშრომლების მოთხოვნით, ჩატარდა აღწერა და გამოვლინდა 70 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი. ე---------–--- თავდაპირველად ესწრებოდა აღწერას, მერე ცუდად გახდა და წავიდა, თუმცა არ დაეთანხმა აღწერის შედეგებს. მას და მ---------------ეს შიდა აღწერა არ ჩაუტარებიათ.

 

3.15. მოწმე მ---------------ემ განმარტა, რომ 2013 წლიდან არის ,,ბ-----“ პ----–---------------- მენეჯერი. მაღაზიებში აღწერები ტარდებოდა კვარტალში ერთხელ, მენეჯერის/ადმინისტრატორის შვებულებაში გასვლის და დაბრუნების შემდეგ, ასევე დაუგეგმავად. ე---------–--- იყო თავდაპირველად ,,ბ------“-ის (ა----–-----–--------------) მენეჯერი, სადაც ხასიათდებოდა როგორც ძალიან ყურადღებიანი მენეჯერი და დანაკარგის შემთხვევაში საქმის კურსში აყენებდა ხელმძღვანელობას. მოგვიანებით ე---------–--- გახდა ,,ბ------“-ის მენეჯერი, სადაც თავდაპირველად ყველაფერი იყო რიგზე, თუმცა აპრილში აღწერის შემდეგ გამოვლინდა 8 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი და 2 წყვილი ფეხსაცმლის ზედმეტობა. მოგვიანებით მ--------------ემ აცნობათ, რომ ,,ბ------“-დან ე---------–---მ წაიღო გარკვეული რაოდენობით ყუთები, თან აუხსნა, რომ გაძარცვეს და სურდა აღწერის დროს ნაშთი ყოფილიყო სწორი, რითაც ხსნის იგი ბაზასთან ცდომილებას. აპრილში გამოვლენილი დანაკლისის გამო, მაღაზიის თანამშრომლებს დაეკისრათ ხელფასის პროპორციული ანაზღაურება, რაც მათ მოგვიანებით ე---------–---მ გადაუხადათ. კორპორაციის შინაგანაწესით დანაკლისის შემთხვევაში მატერიალურად პასუხისმგებელია - მენეჯერი, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში კორპორაციამ გადაწყვიტა დანაკლისის თანამშრომლებზე გადანაწილება. ,,ბ------“-ის ადმინისტრატორმა მ---------------ემ უთხრათ, რომ ბაზა აჩვენებდა ისეთ საქონელს, რაც რეალურად მაღაზიაში არ ჰქონდათ, რის გამოც 2015 წლის ივნისში ჩატარდა დაუგეგმავი აღწერა და გამოვლინდა 70 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი. აღწერას ესწრებოდა ე---------–---, რომელიც არ დაეთანხმა აღწერის შედეგებს, მოითხოვა განმეორებითი აღწერა, რომლის შედეგად იგივე დადასტურდა, ერთი აქსესუარის ცდომილებით. ე---------–--- ყველაფერს პროგრამის გაუმართაობას აბრალებდა. თუ მიღებულ საქონელსა და ზედნადებებს შორის არის ცდომილება, ხარვეზი სწორდება დაუყოვნებლივ პ----–---------------- მენეჯერის და მაღაზიის მენეჯერის მონაწილეობით. მაღაზიის მენეჯერი საქმის კურსშია ყველა გაყიდვასთან დაკავშირებით. ფეხსაცმელებს აქვთ უნიკალური კოდი, რომლითაც ხდება ბაზაში მათი შეყვანა. ბაზის მუშაობის შეფერხება მას არ ახსენდება, შესაძლოა ინტერნეტის პრობლემის გამო ბაზის გადმოწერა შეყოვნდეს. ხარვეზის შემთხვევაში მათ შეტყობინებას უგზავნის მენეჯერი და ხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის სპეციალისტების ჩართვა. იყო შემთხვევა, როდესაც ე---------–---ს 1000 ცალი პარკი უჩანდა ბაზაში და რეალურად არ ჰქონდა, რაც მოგვიანებით გასწორდა და პარკები მართლა მიიტანეს მაღაზიაში. პარკებს კორპორაცია არ ყიდის, ჩუქნის შემძენს. ,,ბ------“-სს იმ პერიოდში ჰქონდა საერთო საწყობი მაღაზიებთან ,,პ---------ი“ და ,,ფ----–--–------–-----“. მაღაზიების საქონელი ერთმანეთს არ კვეთდა, თუმცა საწყობში ვინ, როდის ჩადიოდა, მისთვის უცნობია. მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მაღაზიაში იყო მისული ქალბატონი, რომელიც ითხოვდა ე---------–---სგან ქირის ფულს. კამერების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი და ჩანაწერები ინახება ერთი თვის ვადით. იმ პერიოდის ჩანაწერებში, რომ ვიღაცას მაღაზიიდან გაეტანა 70 წყვილი ფეხსაცმელი, არ დაფიქსირებულა. ,,ბ------“-ში როგორ აღმოჩნდა დანაკლისი მისთვის უცნობია.

 

3.16. მოწმე ნ--------–--–-----ემ განმარტა, რომ 2013 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის 15 მარტამდე მუშაობდა ,,ს-------–--------------------–------------ში“, სადაც ე--ვა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის 2014 წლის აპრილიდან ე--ვა პ----–---------------- მენეჯერის თანამდებობა და მის მოვალეობაში შედიოდა ნაშთის კურირება. ,,ა--------–-“ შედიოდა სხვადასხვა ბრენდების მაღაზიები, მათ შორის იყო ,,ბ----“. 2015 წლის 14 აპრილს ,,ბ------“-ში ჩატარდა ინვენტარიზაცია, რა დროსაც დაფიქსირდა 8 ფეხსაცმლის ნაკლებობა და 2 ფეხსაცმლის მეტობა. ამ რაოდენობის დანაკლისი ,,ბ-----“ მაღაზიათა ქსელში მანამდე არასდროს დაფიქსირებულა. კამერების ჩანაწერები არ გადაუმოწმებიათ. ,,ბ------“-ის მენეჯერი იყო ე---------–---, რომელიც იყო პასუხისმგებელი მარაგებზე. ე---------–--- აღწერაში იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით გაიგეს, რომ ე---------–---ს ,,ბ------“-დან ამ აღწერისთვის ჰქონდა წაღებული ყუთები, რომლის კოდები, სავარაუდოდ არ დაემთხვა, რამაც გამოიწვია საქონლის მეტობა. კორპორაციის შინაგანაწესის მიხედვით დანაკლისი გადანაწილდა მაღაზიის თანამშრომლებზე. კორპორაციაში როგორც წესი ტარდება გეგმიური ინვენტარიზაცია, თუმცა ასევე ტარდება დაუგეგმავი აღწერებიც. აპრილის ინვენტარიზაცია იყო გეგმიური, რომლის შესახებ რამდენიმე დღით ადრე იცოდა ე---------–---მ. ,,ბ------“-ს ჰქონდა ორი საწყობი, მაღაზიაშივე და ------------–ზე, სადაც ასევე განლაგებულია ,,ს----------------–--–------–-----ს“ საწყობი, რომლის გასაღები აქვთ მაღაზიების მენეჯერებს. საწყობთან თავისუფალი წვდომა აქვს მენეჯერს და მაღაზიის თანამშრომლებს. ,,ბ------“-ის ადმინისტრატორმა (მენეჯერის თანაშემწე), რომელიც იყო დიდი ხნის თანამშრომელი და ასევე კარგი ურთიერთობა ჰქონდა ე---------–---სთან, მოითხოვა სხვა ფილიალში გადაყვანა. მის ადგილას, როტაციის წესით დანიშნეს მ---------------ე. 2015 წლის 10 ივნისს ,,ბ------“-დან ხდებოდა პროდუქციის სხვა ფილიალში გადატანა. ე---------–--- არ იყო სამსახურში, მ---------------ე ვერ პოულობდა ფეხსაცმელს, რომელიც მაღაზიას ეწერა. ე---------–---მ უთხრა, რომ პროგრამა იყო გაუმართავი. მეორე დღეს მ---------------ემ ნახა სამსახურში, რომ ის ფეხსაცმელი, რომელსაც ვერ პოულობდა, წინა საღამოს გაიყიდა. კამერების დათვალიერებით დაადგინეს, რომ იმ დროს, როცა მომხმარებელი სალაროსთან არ იდგა, ე---------–--- პროგრამულად ახორციელებდა სწორედ იმ ფეხსაცმლის გაყიდვას, რომელსაც მ---------------ე ვერ პოულობდა. გადაწყდა ,,ბ------“-ში ჩაეტარებინათ მოულოდნელი ინვენტარიზაცია. 2015 წლის 12 ივნისს დილით მან დაურე-- ე---------–---ს, შეატყობინა რომ იმ დღეს დაგეგმილი იყო ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციით გამოვლინდა 70 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი, რაზეც მატერიალურად პასუხისმგებელი იყო ე---------–---, რომელსაც არ ჰქონდა პასუხი, რატომ იყო დანაკლისი. ე---------–---მ ინვენტარიზაციის აქტს ხელი არ მოაწერა. ე---------–---ს მოთხოვნით 2015 წლის 16 ივნისს ,,ბ------“-ში ჩატარდა განმეორებითი ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად გამოვლინდა იგივე დანაკლისი, დამატებით დააკლდა ერთი ფეხსაცმლის მოვლის საშუალება, სულ 11200 ლარის ღირებულების საქონელი. პროგრამა მუშაობს გამართულად, შესაძლებელია ინტერნეტთან კავშირის გამო გაითიშოს, სხვა შემთხვევაში ხარვეზი არ ხდება. ,,ბ------“-ს საწყობებში არის კამერები, თუმცა როდის მუშაობს მისთვის უცნობია.

 

3.17. მოწმე კ------------------------–--ემ განმარტა, რომ 2005 წლის 1 მარტიდან მუშაობს ს-------–--------------------–-- ,,ა----------“ ი---------–----–----------–-------------------------- უფროსი და მის მოვალეობაში შედის ამ კორპორაციის ქოლგის ქვეშ არსებული, მათ შორის ,,ბ-----“, ინფორმაციული-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. 2011 წლიდან იყენებენ ,,მაიკროსოფტის“ ნავიჟენის პროგრამას, ,,მაიკროსოფტის“ ოფიციალური მხარდაჭერით. მაღაზიაში გაყიდვების წერტილის პროგრამაში ინახება მთლიანი საქონლის ნაშთი, რომლის საშუალებით შესაძლებელია პროდუქტის გაყიდვა, დაბრუნება, სხვა ფილიალში გადატანა და სხვა. ბაზაში მითითებულია პროდუქტების ფასი და კოდები. საქონელი დამარკულია უნიკალური შტრიხ-კოდით, რომლის დასკანერებით ხდება პროდუქტის იდენტიფიცირება და გაყიდვისას მყისიერად აკლდება ლოკალურ ბაზას. პროდუქციის მიღებისას მაღაზიის მენეჯერი იბარებს საქონელს საწყობის თანამშრომელისგან, რაზეც მენეჯერი აწერს ხელს. თუ ბაზის სინქრონიზაციისას ან კავშირის გაწყვეტის გამო, არ მოხდა ბაზის სრულად გადატვირთვა, რა დროსაც ფასები არ უჩანს საქონელს, ან ბაზა არ ჩანს, ხდება ი---------–----–----------–-------------------------- ჩარევა და ბაზის სინქრონიზაცია. ბაზაში ასახული ინფორმაცია მაღაზიამდე მიდის უცვლელად, რაზეც არის იგი პასუხისმგებელი, იგი ბაზაში არსებული თავდაპირველი შეცდომის გამო პასუხისმგებელი არ არის. თუ შემთხვევით, ბაზაში იქნებოდა ცდომილება, არის მეტი საქონელი, ვიდრე რეალურად, შემდეგი სინქრონიზაციის დროს ხდება ბაზის გასწორება. ბაზის გასწორება შესაძლებელია ცენტრალური ოფისიდან და მერე ხდება ბაზის მაღაზიაში სინქრონიზაცია. ხარვეზების გასწორებას სჭირდება 15-20 წუთი. 2011 წლიდან, რაც კორპორაცია სარგებლობს ..მაიკროსოფტის“ პროგრამით, მონაცემთა ბაზას ხარვეზები არ ჰქონია. თუ სინქრონიზაციას არაფერმა შეუშალა ხელი, მაგალითად ინტერნეტის ხარვეზმა, ბაზა სრულყოფილად გადადის კომპიუტერში. წინა პროგრამის პირობებში ადგილი ჰქონდა ე.წ. ,,გადახტომებს“, როდესაც ერთი და იგივე ფასის საქონელზე ერთი კოდი არის ნაკლები და მეორე მეტი, ამ კოდების გაყიდვა-დაბრუნების საშუალებით ბალანსდებოდა ნაშთი. ე---------–---ს 2011 წლამდე მისთვის მიუმართავს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, 2011 წლის შემდეგ - არა. 2012 წლიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ასევე ეხებოდა კამერების მუშაობის კონტროლი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩანაწერები ინახება სამი თვის განმავლობაში. მანამდე კამერების ჩანაწერები არ იყო ხარისხიანი. არ ახსოვს 2015 წელს ჩატარებული დიდი აღწერების დროს ვიდეოკამერები მუშაობდა თუ არა და ჩანაწერები მოითხოვა თუ არა ვინმემ, არ ახსოვს. მის გარეშე ვიდეოჩანაწერებს ვერავინ ნახავდა. მაღაზიის თანამშრომლებს ამის უფლება და საშუალება არ აქვთ. კამერები მხოლოდ მაღაზიაში დგას, გასასვლელ კართან, საწყობში არა. ვიდეოჩანაწერების დათვალიერება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

 

3.18. მოწმე თ----–------------ემ განმარტა, რომ 1998 წლიდან იგი არის ს-------–--------------------–------------ის მ------------------------------------, მის მოვალეობაში მათ შორის შედის მაღაზიებში აღწერების ჩატარება. კორპორაციაში ობიექტების შემოწმება ხდება პერიოდულად, დაახლოებით სამ თვეში ერთხელ გეგმიურად, თუმცა შესაძლოა ჩატარდეს მოულოდნელი აღწერაც. გემიური აღწერის შესახებ წინასწარ ცნობილია ობიექტის მენეჯერისთვის. 2015 წლის 15 აპრილს შეამოწმეს თ---–--------––- მდებარე ბ-------ის მაღაზია, რა დროსაც აღმოჩნდა 8 ფეხსაცმლის დანაკლისი და 2 ფეხსაცმლის ზედმეტობა, რამაც გამოიწვია ეჭვი, რადგან ზედმეტობა ნიშნავდა, რომ ფეხსაცმელი გაიყიდა, ფული გადახდილია და მაინც ადგილზე იყო, რის გამოც ივნისში ჩატარდა არაგეგმიური შემოწმება. ბ-------ის მენეჯერი იყო ე---------–---, რომელიც არის პასუხისმგებელი მაღაზიაში სასაქონლო მარაგებზე. აღწერაში, მონაწილეობდა მაღაზიის მენეჯერიც. აღწერის შედეგების თაობაზე შედგა შესაბამისი დოკუმენტი. დანაკლისი არის იშვიათად, თუმცა თუ მენეჯერმა დააფიქსირა დანაკლისი, ატყობინებს ხელმძღვანელობას და შესაძლოა პატრულიც გამოიძახონ. ივნისის აღწერის შედეგად ბ-------ში აღმოჩნდა 70 წყვილი ფეხსაცმლის და ერთი აქსესუარის დანაკლისი. ის ფეხსაცმელები, რაც აპრილში იყო მეტობაში, ივნისში იყო დანაკლისში. ე---------–--- ასევე ესწრებოდა მეორე აღწერას. აღწერისას ყველა ყუთი იხსნება. საწყობში ნახეს ცარიელი ყუთები. მაღაზიაში პროდუქციის შევსება ხდება პ----–---------------- ჯგუფის მიერ დაგეგმილად საწყობიდან დამატების ან მაღაზიებს შორის გადატანის გზით. საქონლის გამცემიც და მიმღებიც საბუთურად ადასტურებენ გაცემა/მიღებას ხელმოწერებით. მენეჯერი ვალდებულია აღრიცხოს ყველა გაყიდული ნივთი, რაც აისახება პროგრამულად ,,ნავიჟენის“ პროგრამაში, რომელსაც არ აქვს ტექნიკური პრობლემა. როცა მენეჯერი არ არის ობიექტზე, პასუხისმგებელი პირი არის ადმინისტრატორი. შესაძლებელია დილით, ინტერნეტის შეფერხებისას ინფორმაცია სრულყოფილად არ მიეწოდოს ობიექტს. მეორე დღეს, როდესაც იგივე პროცედურა ჩატარდება, ავტომატურად მოხდება მონაცემების შესწორება (განახლება). მენეჯერი ვალდებულია პროგრამა ყოველ დილით განაახლოს, რომ ახალი ინფორმაცია აესახოს პროგრამაში. პროგრამაში ფეხსაცმელები შეტანილია უნიკალური კოდებით. საწყობში ვიდეოკამერა დამონტაჟებული არ არის.

 

3.19. შპს ,,ს-------–--------------------–------------“-ში თემატური შემოწმების ცნობით (05.08.2015) 2015 წლის 16 ივნისის ინვენტარიზაციის დოკუმენტაციის თანახმად მაღაზია ,,ბ------“-ს პროგრამულად ერიცხებოდა 9 376 ერთეული საქონელი, რომლის საერთო ღირებულება გასაყიდი ფასებით შეადგენდა 800 776,00 ლარს. მათ შორის: აქსესუარები 1 177 ერთეული, ქურთუკები 24 ერთეული, ფეხსაცმელი 6 932 წყვილი და სხვა საქონელი (პარკები, ჩარჩოები, უნიფორმა, ერთჯერადი წინდები) 1 243 ერთეული.

 

ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ადგილზე აღმოჩნდა 9 305 ერთეული საქონელი, რომლის საერთო ღირებულება გასაყიდი ფასებით შეადგენდა 789 576,00 ლარს. მათ შორის: აქსესუარები 1 176 ერთეული, ქურთუკები 24 ერთეული, ფეხსაცმელი 6 862 წყვილი და სხვა საქონელი (პარკები, ჩარჩოები, უნიფორმა, ერთჯერადი წინდები) 1 243 ერთეული.

 

ინვენტარიზაციით გამოვლინდა სხვაობა (დანაკლისი) 71 ერთეული. მათ შორის აქსესუარი 1 ერთეული და ფეხსაცმელი 70 წყვილი. კერძოდ, აქსესუარის ღირებულება გასაყიდი ფასით შეადგენდა 10,00 ლარს, ხოლო ფეხსაცმელების ღირებულება გასაყიდი ფასებით შეადგენდა 11 190,00 ლარს.

 

ამრიგად, შპს „ს-------–--------------------–------------“-ის მაღაზია „ბ------“-ში ე---------–---ს მენეჯერად მუშაობის პერიოდში 2015 წლის 16 ივნისს ჩატარებული ინვენტარიზაციით, სხვაობამ პროგრამულად აღრიცხული საქონლის ღირებულებასა და ინვენტარიზაციით ფაქტიურად არსებულ საქონლის ღირებულებას შორის გასაყიდი ფასებით შეადგინა 11 200 (10+11190) ლარი.

 

3.20. ზემოაღნიშნული თემატური შემოწმების დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ს----------–------------------------როს ს-----------------------------–---–-------------–-----------------------------------------------------მა ო----------–-----მა.

 

3.21. შპს ,,ს-------–--------------------–------------“-ის დირექტორის ბრძანებით (25.06.2013) ე---------–--- მიღებული იქნა შპს ,,ს-------–--------------------–------------“-ის მაღაზის ,,ბ------“-ის მენეჯერის პოზიციაზე 2013 წლის 1 ივლისიდან.

 

3.22. შპს ,,ს-------–--------------------–------------“-ის დირექტორის ბრძანებით (07.05.2015), შეიქმნა მაღაზია ,,ბ-----“-ში სასაქონლო მარაგების აღწერის კომისია. 2015 წლის 15 აპრილს ჩატარდა აღწერა, რის შედეგადაც გამოვლინდა 8 წყვილის დანაკლისი და 2 წყვილის მეტობა.

 

3.23. შპს ,,ს-------–--------------------–------------“-ის დირექტორის ბრძანებით (15.06.2015), შეიქმნა სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის კომისია, მაღაზია ,,ბ-----“-ის სასაქონლო მარაგების განმეორებითი ინვენტარიზაციის მიზნით (მაღაზია ,,ბ-----“-ში 2015 წლის 12 ივნისს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების გადასამოწმებლად). 2015 წლის 16 ივნისს ჩატარდა აღწერა, რა დროსაც სისტემური ნაშთი 9376 ერთეული, სარეალიზაციო ფასის ჯამი შეადგენს 800776 ლარს. ობიექტის ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირდა დანაკლისი 71 ერთეული, სარეალიზაციო ფასის ჯამი შეადგენს 11200 ლარს.

 

3.24. შპს ,,ს-------–--------------------–------------“-ის მაღაზიის მენეჯერის, ადმინისტრატორის, კონსულტანტის და ასისტენტის თანამდებობრივ სტანდარტულ ინსტრუქციებში მითითებულია, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ თანამდებობაზე დასაქმებული დამსაქმებლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში დასაქმებული იღებს პასუხისმგებლობას ზიანის ადექვატურ ანაზღაურებაზე.

 

3.25. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად აღნიშნული მტკიცებულებები არარელევანტურია და შესაბამისად სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

3.26. ბრალდებულმა ე---------–---მ განმარტა, რომ 2007 წლიდან იგი მუშაობდა ,,ს-------–--------------------–------------ში“, სხვადასხვა მაღაზიებში, სხვადასხვა თანამდებობაზე. 2015 წელს მუშაობდა თ---–--------––- მდებარე ,,ბ------“-ში მენეჯერად. მაღაზიაში დანაკლისის შემთხვევაში, თანხას ანაზღაურებდნენ თანამშრომლები ნივთის სარეალიზაციო ფასად, ამასთან იღებდნენ საყვედურს, რის გამოც ერჩივნათ არ გაემხილათ, რადგან თანხას მაინც გადაახდევინებდნენ და შესაძლოა სამსახურიც დაე--რგათ. როდესაც თავად ანაზღაურებდნენ დანაკლისს, ჩეკებსაც ბეჭდავდნენ. ------------–ზე მდებარე საწყობთან წვდომა ჰქონდა როგორც მენეჯერს, ასევე კონსულტანტებს. მაღაზიებში კვარტალურად ტარდებოდა აღწერები, რა დროსაც ხშირი იყო დანაკლისები, მოინიშნავდნენ კოდებს და ეჭრებოდათ ხელფასები. თებერვალში ,,ბ-----“ გვერდით მაღაზია ,,ბ--------“ გახსნის შემდეგ, სალაროდან ვერ აკონტროლებდნენ ,,ბ---------“ ტერიტორიას და გახშირდა შემთხვევა, როდესაც ბაზაში ჩანდა საქონელი, თუმცა ადგილზე ვერ პოულობდნენ. იგი უკავშირდებოდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს და იღებდა პასუხს, რომ პროგრამა გადაეტვირთა და ეუბნებოდნენ სხვადასხვა მიზეზებს, თუმცა შედეგი არ იყო. საწყობი ჰქონდათ მაღაზიის უკანაც და ასევე ------------–ზე, სადაც ასევე ინახებოდა მაღაზია ,,პ---------ის“ და ,,ფ----–--–------–-----ს“ საქონელი. საწყობში ჩადიოდა ყველა მენეჯერი, ადმინისტრატორი და კონსულტანტი, როცა კი რამე დასჭირდებოდა. ამ სამი მაღაზიის თანამშრომლები ერთმანეთს არ ეკითხებოდნენ საწყობში როდის ჩადიოდნენ. 2015 წლის აპრილში, გეგმიური აღწერის ჩატარებამდე ორი დღით ადრე მან ,,ბ------“-ის მენეჯერისგან ითხოვა 20 ფეხსაცმლის ყუთი, რაც აღწერის შემდეგ უკან დააბრუნა. აღწერისას გამოვლენილი დანაკლისი მან პირადად გადაიხადა. დაფიქსირდა 6 ფეხსაცმლის მეტობა და 2 ფეხსაცმლის ნაკლებობა, რომლის თანხა ყველა თანამშრომელს ჩამოაჭრეს ხელფასის პროპორციულად. ეს თანხა მან კონსულტანტებს გადაუხადა. ასე რომ არ მოქცეულიყო, თანხას მაინც გადაახდევინებდნენ და შეიძლება სამსახურიდანაც გაეშვათ. მან სცადა გაერკვია რა ხდებოდა, ესაუბრა უშუალო ხელმძღვანელს, აიტი სამსახურს და ასევე ესაუბრა კონსულტანტებს, რომ გამოეჩინათ მაქსიმალური ყურადღება. 2015 წლის ივნისში დაურეკეს, რომ იყო დაუგეგმავი აღწერა. მას მონაწილეობა არ მიუღია აღწერაში, უბრალოდ ნაწილს დაესწრო, აღწერის მსვლელობისას, შემდეგ მ---------------ემ უთხრა, რომ იყო 70 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი და ურჩია გადაეხადა ეს თანხა, რადგან მაინც ყველაფერს გააკეთებდა და მაინც გადაახდევინებდა თანხას. მან კატეგორიული უარი განაცხადა, გახდა ცუდად, მიატოვა იქაურობა და სახლში წავიდა. მას ჩამოართვეს გასაღები. იგი ითხოვდა მაღაზიის დალუქვას და კამერების ამოღებას. კამერებზე უთხრეს, რომ არ მუშაობდა, მაღაზიის დალუქვა კი არ მომხდარა. აღწერა მეორე დღეს დასრულდა იგივე შედეგით, იყო 70 წყვილი ფეხსაცმლის დანაკლისი. მივიდნენ ოფისში, სადაც სთხოვდნენ ზიანის ანაზღაურებას. იგი ითხოვდა პატრულის გამოძახებას, რაზეც უარი მიიღო. ასევე მოითხოვა ხელახალი აღწერა. პირველი აღწერისას მას ბაზაში უჩანდა 1000 პარკი, რაც რეალურად არ ჰქონდა და ეს პარკები განმეორებითი აღწერის დროს მიიტანეს იმ საბაბით, რომ პარკი არ იყო ღირებული და მას კლიენტებს ჩუქნიდნენ. იგი სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია, თავად აღარ გამოცხადდა. ხელმეორე აღწერის შედეგად 70 წყვილ ფეხსაცმელს დაემატა ერთი ფეხსაცმლის აქსესუარი, რომელიც წინა აღწერის დროს კარგად ვერ დაითვალეს. მაღაზიაში საქონლის მიღებისას ჯერ იღებენ ბაზას, რასაც მოყვება საქონლის შემოტანა. შესაძლებელია ბაზაში მითითებული იყოს ის საქონელი, რომელიც რეალურად მაღაზიაში არ არის და ამ ცდომილების აღმოჩენა აღწერამდე ვერ ხერხდება. მისთვის უცნობია სად წავიდა სადავო ფეხსაცმელები. მისი ვარაუდით მოხდა ბაზაში იმ ფეხსაცმელების შეტანა, რაც რეალურად ფილიალში არ ჰქონიათ.

 

3.27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).

 

3.28. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს წარდგენილი ბრალდების რელევანტური მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ერთობლივად და ინდივიდუალურად, კერძოდ:

 

3.29. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2013 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, შპს ,,ს-------–--------------------–------------ის“ კუთვნილი მაღაზია ,,ბ------“-ში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა ე---------–---.

 

3.30. სასამართლოს, ასევე დადასტურებულად მიაჩნია და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „ს-------–--------------------–------------“-ის მაღაზია „ბ------“-ში ე---------–---ს მენეჯერად მუშაობის პერიოდში 2015 წლის 16 ივნისს ჩატარებული ინვენტარიზაციით, სხვაობამ პროგრამულად აღრიცხული საქონლის ღირებულებასა და ინვენტარიზაციით ფაქტიურად არსებულ საქონლის ღირებულებას შორის გასაყიდი ფასებით შეადგინა 11 200 (10+11190) ლარი.

 

3.31. ბრალდების მხარის ვერსიით ე---------–---მ, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მაღაზია ,,ბ------“-ში, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული 11200 ლარის ღირებულების საქონელი.

 

3.32. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ე---------–---ს მიერ, 11200 ლარის ღირებულების საქონლის (70 წყვილი ფეხსაცმლის და 1 ფეხსაცმლის აქსესუარის) მითვისების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, ვერც ერთი მოწმის ჩვენება, ვიდეოჩანაწერი, ექსპერტის დასკვნა, რითაც უტყუარად იქნებოდა შესაძლებელი იმის მტკიცება, რომ სწორედ ე---------–---მ მიითვისა კორპორაციის კუთვნილი საქონელი. ასეთ უტყუარ მტკიცებას ან პირდაპირ მითითებას არ შეიცავს ბრალდების მხარის არც ერთი მოწმის ჩვენება, არც თემატური რევიზიის აქტი, რითაც უტყუარად დადასტურდა, თუ რა სხვაობა დადგინდა სავაჭრო ობიექტის ინვენტარიზაციის შედეგად პროგრამულად აღრიცხული საქონლის ღირებულებასა და ინვენტარიზაციით ფაქტიურად არსებულ საქონლის ღირებულებას შორის, თუმცა ამავე აქტით, შეუძლებელია უტყუარად იმის მტკიცება, თუ რამ გამოიწვია ეს ცდომილება და ვინ არის ამაში დამნაშავე.

 

3.33. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ხაზი აგებულია მხოლოდ ვარაუდებზე (შესაძლოა დასაბუთებულზეც), რაც რა თქმა უნდა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელ უტყუარობის მაღალ სტანდარტს. ამდენად, სასამართლო შეეცდება გაყვეს ბრალდების მხარის ვარაუდებს, რაც შესაძლოა მხარეს უქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობის ილუზიას და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მის საკვანძო არგუმენტებს ე---------–---ს კონკრეტულ დანაშაულში ბრალეულობასთან დაკავშირებით.

 

3.34. ბრალდების მხარის მტკიცება, ე---------–---ს მიერ 71200 ლარის ღირებულების საქონლის მითვისების თაობაზე დაფუძნებულია შემდეგ ეჭვებსა და ვარაუდებზე: ა) ე---------–---მ, 2015 წლის აპრილის აღწერამდე, ,,ბ-----“ სხვა ფილიალიდან ითხოვა ფეხსაცმლის ცარიელი ყუთები, რათა დაეფარა მის ფილიალში არსებული პროდუქციის დანაკლისი. ბ) ე---------–---ს ფილიალში იყო რეალური პროდუქციის მონაცემთა ბაზასთან შეუსაბამობა, რასაც იგი პროგრამის ხარვეზს აბრალებდა, თუმცა მაღაზიაში არსებული პროგრამა მუშაობდა გამართულად, რაც გამორიცხავს პროგრამული შეცდომის გამო ცდომილებას. გ) ე---------–---, როგორც მაღაზიის მენეჯერი იყო საქონელზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.

 

3.35. ა) სასამართლოს დადგენილად მიაჩნია და არც თავად ე---------–--- უარყოფს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მაღაზიაში, სადაც იგი მუშაობდა, არსებობდა ცდომილება რეალურად არსებულსა და ბაზაში ფიქსირებულ საქონელს შორის, რის დასაფარად მან სხვა ფილიალიდან ითხოვა ფეხსაცმლის ყუთები, თუმცა ამ ფაქტს აქვს კონკრეტული ახსნა. კერძოდ, როგორც თავად ე---------–---მ განმარტა და ასევე ,,ბ-----“ თანამშრომლებმა - მ-----------ემ, ი-–--------–-–---–მა, ნ----------------–---–მა, ხ--------------ემ, ნ--------------ემ, ნ-------–-----ამ, ი-----------–---–მა, მ---------------ემ დაადასტურეს, დანაკლისის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება ხდებოდა თანამშრომლების მიერ პროპორციულად, თუმცა ე---------–---ს განმარტებით, გარდა მატერიალური პასუხისმგებლობისა თანამშრომლებს შესაძლოა დაკისრებოდათ დისციპლინური სახის სახდელებიც, საყვედური და სამსახურიდან გათავისუფლებაც კი. ამდენად, სავსებით ლოგიკურია ე---------–---ს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ ერჩივნა მას არსებული დანაკლისის გახმაურებისგან თავის შე--ვება და მისი ჩუმად დაფარვა, რადგან თანხის გადახდა ყველა შემთხვევაში მოუწევდა, ხოლო დამატებით, ხელმძღვანელობის საქმის კურსში ჩაყენებით, შესაძლებელია სამსახურიც კი დაე--რგა. ბ) სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ბ------“-ის არაერთმა თანამშრომელმა (კონსულტანტმა, ადმინისტრატორმა) დაადასტურა, რომ მაღაზიაში რეალურად არსებულ და პროგრამულად რიცხულ პროდუქციას შორის არსებობდა ცდომილებები, რასაც ე---------–--- პროგრამულ ხარვეზს აბრალებდა. შესაძლებელია თუ არა იმის უტყუარად მტკიცება, რომ პროგრამა ყოველთვის უნაკლოდ მუშაობს და ტექნიკური ხარვეზი გამორიცხულია? რა თქმა უნდა არა. მითუფრო მაშინ, როდესაც მაღაზიის კონსულტანტები თავადვე განმარტავენ, რომ პროგრამასთან მათ სრულყოფილი წვდომა არ ჰქონდათ და მხოლოდ მოდელების გადამოწმება შეეძლოთ, ამდენად ვერც მის გამართულობას ამტკიცებენ უტყუარად. ასევე საყურადღებოა, რომ მოწმე ხ--------------ის, ნ-------–-----ას და მ---------------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პროგრამულად ასახული მონაცემთა ბაზა იყო არასწორი. ასე მაგალითად, სწორედ ე---------–---ს ფილიალს ეწერა პროგრამულად პარკების დიდი რაოდენობა, რაც მათ ფილიალში რეალურად არ ჰქონდათ და შემდეგ მიუტანეს. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ივნისში, დროის მცირე მონაკვეთში ჩატარებულ აღწერასა და ხელახალ აღწერას შორისაც დაფიქსირდა მცირედი ცდომილება, ფეხსაცმლის მოვლის საშუალებაში, რომლის ღირებულება შეადგენდა 10 ლარს. ამდენად, იმის უპირობოდ მტკიცება, რომ კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც მუშაობდა ,,ბ-----“ მაღაზიები, იყო სრულყოფილი და გამორიცხულია ტექნიკური ხარვეზის არსებობა, არის არაგონივრული. ასევე საინტერესოა ის გარემოება, რომ მოწმეებმა მ--------------ემ, ხ--------------ემ, ნ----------------–---–მა, მ---------------ემ და კ------------------------–--ემ დაადასტურეს, რომ მონაცემთა ბაზაში პროდუქციის შეყვანა ხდებოდა უნიკალური კოდით, მაშინ გაუგებარია, იდეალური პროგრამის პირობებში, როგორ ახერხებდა ე---------–--- აღწერის დროს სხვა ფილიალიდან წამოღებული საქონლის ყუთების თავისად გასაღებას და აღწერის შედეგების შეცვლას. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოწმეების მ---------------ის მტკიცებით, ე---------–---ს მაღაზიის არაგეგმიური შემოწმების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის ფაქტი, თითქოს კამერების გადამოწმებით დადგინდა, რომ ე---------–--- საღამოს საათებში ახორციელებს იმ ფეხსაცმლის პროგრამულ რეალიზაციას, რომელიც წინა დღეს მაღაზიაში ვერ იპოვნეს, მაშინ როდესაც ი---------–----–----------–-------------------------- ხელმძღვანელის - კ------------------------–--ის ჩვენებით, სავსებით გამოირიცხა ასეთი დაშვება, რადგან მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გ) რაც შეეხება ე---------–---ს მატერიალურ პასუხისმგებლობას, სასამართლო განმარტავს, რომ მაღაზიაში მომუშავე პერსონალის - მენეჯერის, ადმინისტრატორის, კონსულტანტის და ასისტენტის თანამდებობრივ ინსტრუქციებით დასტურდება, რომ თითოეულ ინსტრუქციაში სტანდარტულად მითითებულია, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ თანამდებობაზე დასაქმებული, დამსაქმებლისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში იღებს პასუხისმგებლობას ზიანის ადექვატურ ანაზღაურებაზე. და რაც ყველაზე მთავარია, სასამართლოში დაკითხულმა ,,ბ-----“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა (მენეჯერმა, ადმინისტრატორმა, კონსულტანტმა) ცალსახად დაადასტურა, რომ ისინი სარგებლობდნენ ზიარი საწყობით, სადაც განთავსებული იყო სამი მაღაზიის საქონელი და სამივე მაღაზიის თანამშრომლებს საწყობზე ჰქონდათ თავისუფალი წვდომა. ,,ბ-----“ კონსულტანტმა ნ----------------–---–მა ასევე დაადასტურა, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მაღაზიების პროდუქცია აღრეულა და მას შეცდომით ამოუტანია საწყობიდან სხვა მაღაზიის საქონელი. ,,ბ-----“ უკლებლივ ყველა თანამშრომელმა ასევე დაადასტურა, რომ ისინი მენეჯერის ყოველგვარი კონტროლის გარეშე შედიოდნენ საწყობში პროდუქციის გამოსატანად. ასეთივე თავისუფლებით სარგებლობდნენ სხვა მაღაზიის თანამშრომლები. მოწმე ნ-------–------ის ჩვენებით ასევე გაირკვა, რომ იმ დროს, როდესაც მენეჯერი დაკავებულია საქონლის მიღებით, მაღაზიაში გაყიდვებს ახორციელებენ ადმინისტრატორი ან/და კონსულტანტები, რომლებსაც აქვთ წვდომა კომპიუტერულ პროგრამასთან. ამასთან, დადასტურებულია, რომ მენეჯერის არყოფნის შემთხვევაში (ყოველი სამუშაო დღის გარკვეულ მონაკვეთში) მენეჯერის უფლებებით სარგებლობდა და მის მოვალეობას ასრულებდა მაღაზიის ადმინისტრატორი. სასამართლოსთვის საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოწმეთა ნაწილის მტკიცებით საწყობში იყო დამონტაჟებული ვიდეოკამერა, ნაწილის მტკიცებით კი - არა. ორივე შემთხვევაში სასამართლოს სურს აღნიშნოს, თუ ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული, საინტერესო იქნებოდა რა ჩანს ჩანაწერში, რისი ნახვის საშუალება სასამართლოს არ მიეცა და თუ საწყობში კამერა დამონტაჟებული არ ყოფილა, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ,,ს-------–---–------------------–-- ა----------“ კუთვნილი საქონლის უსაფრთხოების პრობლემაზე, რადგან საწყობში, სადაც განთავსებულია სამი მაღაზიის პროდუქცია და სადაც უპრობლემოდ შედიან სამივე მაღაზიის თანამშრომლები, პროდუქციის უსაფრთხოება არ არის დაცული და დამოკიდებულია მხოლოდ ამ ადამიანების კეთილსინდისიერებაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთადერთი, რისი უტყუარად დადგენაც სასამართლოს შეუძლია არის ის, რომ პროდუქცია, რომლის მითვისებასაც ბრალდების მხარე და დაზარალებული კომპანია ედავებიან ე---------–---ს, არ იყო სათანადოდ დაცული და ე---------–---ს გარდა მასთან თავისუფალი წვდომა ჰქონდა არაერთ ადამიანს.

 

3.36. სასამართლოს აქვე სურს დასძინოს, იმ პირობებში, როდესაც კორპორაციაში დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დანაკლისს პროდუქციის სარეალიზაციო ფასით (და არა თვითღირებულებით) ანაზღაურებდნენ მაღაზიის თანამშრომლები, მეტიც 2015 წლის აპრილის აღწერის შემდეგ სწორედ ე---------–---მ დაფარა თანამშრომლებზე გადანაწილებული თანხა მთლიანად, გაუგებარია რა ფინანსური ინტერესი უნდა ჰქონოდა ე---------–---ს პროდუქციის მისათვისებლად. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გონივრული მოტივი, დაინტერესება, რითაც შესაძლოა აიხსნას ე---------–---ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

 

3.37. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ეჭვები და ვარაუდები ე---------–---ს მიერ 11200 ლარის ღირებულების საქონლის მითვისების თაობაზე დარჩა ეჭვებად და ვარაუდებად და ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით. სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა ე---------–---ს მიერ 11200 ლარის ღირებულების საქონლის მითვისების ფაქტის უტყუარად დადგენა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მითვისებისათვის. აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დანაშაულის სუბიექტს უფლება აქვს ქონება ჰქონდეს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში და მისი ქმედება მიმართული უნდა იყოს მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებული ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისკენ. პირი (დანაშაულის სუბიექტი) ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას უნდა ახორციელებდეს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის ან სპეციალური დავალების საფუძველზე. ამდენად, თუ ნივთი არ იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, ქმედება მითვისებად ვერ დაკვალიფიცირდება. მითვისება გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში მისი კანონიერი მესაკუთრისაგან და მის დაუფლებაში საკუთარი თავის სასარგებლოდ. დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას - პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამ მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს მესაკუთრისათვის აღნიშნული ზიანის მიყენება. ქმედების მითვისებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია და არც მხარეები ხდიდნენ სადავოდ, რომ 2013 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 16 ივნისამდე პერიოდში, შპს ,,ს-------–--------------------–------------ის“ კუთვნილი მაღაზია ,,ბ------“-ში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა ე---------–---.

 

4.3. ასევე უტყუარად არის დადასტურებული, რომ შპს „ს-------–--------------------–------------“-ის მაღაზია „ბ------“-ში ე---------–---ს მენეჯერად მუშაობის პერიოდში 2015 წლის 16 ივნისს ჩატარებული ინვენტარიზაციით, სხვაობამ პროგრამულად აღრიცხული საქონლის ღირებულებასა და ინვენტარიზაციით ფაქტიურად არსებულ საქონლის ღირებულებას შორის გასაყიდი ფასებით შეადგინა 11 200 (10+11190) ლარი.

 

4.4. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-- ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).

 

4.5.სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ე---------–-ეს ედავებოდა, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს ,,ს-------–--------------------–------------ის“ კუთვნილი, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული 11200 ლარის ღირებულების საქონელი.

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ სწორედ ე---------–---მ მიითვისა შპს ,,ს-------–--------------------–------------ის“ კუთვნილი, 11200 ლარის ღირებულების საქონელი.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-- ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.9. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-- ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.10. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ე---------–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-- ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: 2 ცალი CD დისკი, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე---------–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-- ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ე---------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ხოლო გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას, თ-------------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ--------–--------------–------------------–--------------------------.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ე---------–---ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. ნივთმტკიცება - 2 ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე