განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
#0-----------
თ---–---ს საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 დეკემბერი, 2018 წელი თ---–---
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ--------------–-–--ა
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლ-------------–---–ი
ბრალდებული - ს----------–---ი, დაბადებული 1--- წლის 6 მ------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, სა--------–-------- #------------ში, ამჟამად პატიმარი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის
თარჯიმანი - ი------------ე
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევმა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ს----------–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 2,3805 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘.
2018 წლის 12 მ------ ს----------–----–-----------------–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 2,3805 გრამი ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება, ფხვნილისა და გრანულების სახით.
იმავე დღეს ს----------–---ს, ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულ ს----------–---ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, როდესაც პირველად დააკავეს, გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და გაათავისუფლეს, რის შემდეგაც შესთავაზეს თანამშრომლობა და ინფორმატორობა, რასაც ის არ დათანხმდა. ამის შემდეგ, 2018 წლის 12 მ------, როდესაც გადაადგილდებოდა თ---–---დან ფ-------–-–- ტაქსით, 5 წუთით შევიდა მარკეტში, საიდან გამოსვლის შემდეგაც, ტაქსამდე დაახლოებით 8 მეტრში, უკნიდან ხელში ხელი სტაცა ერთმა პოლიციელმა, ხოლო მეორემ მეორე ხელში მოკიდა ხელი. გაეცნენ კ--------–----- პოლიციის თანამშრომლებად, პარალელურად უკნიდან მიუახლოვდა ორი თანამშრომელი, როგორც ახსოვს, ერთი იყო გ------------------ე, ხოლო მეორე - კ-------------, რომლის გვარიც არ ახსოვს. ისინი ჩაენაცვლნენ თავდაპირველად შემჩერებელ პოლიციელებს და ჰკითხეს, კანონსაწინააღმდეგო ხომ არაფერი ჰქონდა, რაზეც უარყოფითად უპასუხა. ამის შემდეგ უთხრეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა. ერთ-ერთმა პოლიციელმა უკანა მხრიდან ორივე ხელი შეუცურა ჯიბეებისკენ, უნდოდა ქურთუკის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, მაგრამ ჩაიმუხლა, ხელი მიიდო სხეულზე და ვერ მოახერხა. მოითხოვა ჩხრეკის ჩატარება მოწმეების თანდასწრებით, რაზეც უპასუხეს, რომ თავად იყვნენ მოწმეები. ფეხზე წამოდგომის შემდეგ დაადეს ხელბორკილი. ამის შემდეგ მარჯვენა ხელი გაუთავისუფლეს და უთხრეს, თავად ამოეღო, ჯიბეში რაც ჰქონდა. ჩაიყო ხელი ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში, სადაც, სიგარეტ ,,კენტის‘‘ თხელი კოლოფის ნაცვლად, ამოიღო მასიური ნივთი. როდესაც დაინახა, რომ მისი არ იყო, გადააგდო. ამის შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა გამომძიებელი ქალი, ასევე, ორი პოლიციელი გაემართა მისკენ, ერთ-ერთი იყო ბატონი ზ-------, რომელიც დაიკითხა სასამართლოში. ამ უკანასკნელმა ხელთათმანიანი ხელით აიღო მის მიერ გადაგდებული კოლოფი და ისევ ჯიბეში ჩაუდო. დაახლოებით 50 წუთი ასე იყვნენ და ელოდებოდნენ თარჯიმანს. როდესაც თარჯიმანი მივიდა, წაუკითხეს ბრალდება. შემდეგ ერთმა პოლიციელმა ხელთათმანიანი ხელით ამოიღო მისი ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი, რომელშიც რამდენიმე ღერი სიგარეტი იყო, იქიდანვე ამოიღეს ორი პოლიეთილენის პაკეტი, შიგთავსით. გადაუღეს ფოტო. შემდეგ ნარკოტიკული ნივთიერებები დადეს მანქანის კაპოტზე და გადაუღეს ფოტოსურათები. ჩასვეს ავტომანქანაში ხელბორკილებით და გადაიყვანეს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტში, აიყვანეს კაბინეტში გამომძიებლთან - ქალბატონ ნ-------ან, რომელმაც მიაწოდა დოკუმენტი და უთხრა, მოეწერა ხელი დოკუმენტზე, რომელშიც ეწერა ის ნივთები, რომლებიც მას ჰქონდა, რა დროსაც მოითხოვა ადვოკატი. შემდეგ ჩაერთო თარჯიმანი, რომელმაც უთხრა, რომ ადვოკატის მისვლას შეიძლება ერთი დღე დასჭირვებოდა, დოკუმენტზე კი ხელმოწერა უნდა გაკეთებულიყო, რათა არაფერი დაკარგულიყო, ან სხვა რაიმე ნივთი არ აღმოჩენილიყო ამ ნივთებს შორის, უსაფრთხოების მიზნით, რასაც ის დათანხმდა და მოაწერა ხელი რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც თარჯიმანმა უთარგმნა. ასევე, ხელი მოაწერინეს მაგიდაზე არსებულ თეთრ ე.წ. სტიკერიან პაკეტზე. საიდან ჰქონდა ეს ყველაფერი, მისთვის შეკითხვა არავის დაუსვამს. შემდეგ წაიყვანეს ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე, რის შემდეგაც გადაიყვანეს იზოლატორში. მეორე დღეს გამომძიებელმა უთხრა, თუ აღიარებდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მისი იყო, საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ 3-4 წელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება 8-12 წელიც მიესაჯათ, რაზეც უარი განაცხადა.
მოწმე 7ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 12 მ------ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ს----------–---ი იყო ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი და იმყოფებოდა ფ-------–-–-, რუსთაველის გ-------–--–------------------ მიმდებარედ, რა დროსაც თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალებები, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე გ------------------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გავიდნენ რ------------------–--–-----ში, სადაც არის სუპერმარკეტი და სადაც ს----------–---ს თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მასთან ერთად ეკიპაჟში იყვნენ კ------------- გ-------ე და ზ-------------–---–-. მისვლისთანავე, რამდენიმე წუთში, შენიშნეს ს----------–---ი, რომელსაც წარუდგნენ, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რაზეც მას პრეტენზია არ გამოუთქვამს და ყველაფერს მოაწერა ხელი. ჩხრეკა ჩაატარეს ადგილზე, რა დროსაც ს----------–---ს ჯიბიდან ამოუღეს ორ ცალად დაფასოებული, ს---რაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსებული ჰქონდა სიგარეტის კოლოფში, რაც შემდგომში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘. ასევე, ამოიღეს მისი პირადი ნივთები, რაც ადგილზევე დალუქეს ცალ-ცალკე, ერთში - ნარკოტიკები, მეორეში - პირადი ნივთები, რომელთა შორის იყო მობილური ტელეფონები, რომლებიც დალუქვის წინ გათიშა თუ არა, არ ახსოვს. ჩხრეკას ახორციელებდნენ კ------------- გ-------ე და ზ-------------–---–-, ოქმი მისი შედგენილია. თარჯიმანიც მათი მისვლიდან მალევე მივიდა, მეორე ეკიპაჟთან ერთად, და ესწრებოდა ჩხრეკას.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს ს----------–---ის პირად ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მოწმის სახით დაკითხულმა კ------------- გ-------ემ და ზ-------------–---–მა, რომლებმაც განმარტეს, რომ ს----------–---ის პირადი ჩხრეკა მათ მიერ იქნა ჩატარებული, რა დროსაც მისი ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ იქნა სიგარეტ ,,პარლამენტის‘‘ კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში ორ ცალად დაფასოებული ნივთიერება. მოწმეთა განმარტებით, ს----------–---ს წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც რაიმე პრეტენზიას ჰქონია ადგილი მისი მხრიდან. ასევე, ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს. ჩხრეკას ესწრებოდა თარჯიმანი. მოწმე ზ-------------–---–-ს ჩვენების თანახმად, ს----------–---მა ადგილზე განმარტა, რომ ამოღებული ნივთიერება მას ეკუთვნოდა და იყო ნარკოტიკული საშუალება.
მოწმე მ-----------–----ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მარტის თვეში, საღამოს საათებში, დაურეკა მენეჯერმა და უთხრა, რომ ო--------–-- ტერიტორიაზე სჭირდებოდათ თარჯიმნის მომსახურება. გაუარეს მანქანით სახლში და მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, დაახლოებით 5 წუთში მოხდა ს----------–---ის შეჩერება. ასეთ დროს სამართალდამცავები ყოველთვის იცავენ თარჯიმნის უსაფრთხოებას და დაკავების მომენტში ის მანქანაში იმყოფებოდა. დამშვიდდა თუ არა სიტუაცია, გადავიდა მანქანიდან. დაკავებულს ზუსტად და სრულად უთარგმნა ყველაფერი. პირველად გადაუთარგმნა დადგენილება ჩხრეკის შესახებ, რაც დაუდასტურა ხელმოწერით. მერე გადაუთარგმნა ჩხრეკის ოქმი, უთარგმნა, რაც იყო ამოღებული. როგორც ახსოვს, მართლსაწინააღმდეგო ნივთი იყო ორ შეკვრად. ეს ნივთები მათ თვალწინ დაილუქა ადგილზე. შემდეგ უთარგმნა დაკავების ოქმი.
მოწმის სახით დაკითხულმა საქმის გამომძიებელმა ნ---------------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი მონაწილეობა ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. მოწმემ განმარტა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყო ი-----–-------------- პატაკი დანაშაულის შესახებ. მოწმის განმარტებით, ს----------–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და პირადი ნივთები გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე და ამჟამად ინახება მასთან, დალუქულ მდგომარეობაში. ნივთმტკიცებების გახსნა და დათვალიერება მისი მხრიდან არ განხორციელებულა და, შესაბამისად, მისთვის უცნობია, ტელეფონები ადგილზე ჩართული დალუქეს თუ გამორთული.
2018 წლის 1---------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს----------–---ის ტყავის ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ,,პარლამენტის‘‘ ფირმის სიგარეტის კოლოფი და მასში მოთავსებული, ყვითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული, ორი შეკვრა გაურკვეველი ნივთიერება. ასევე, ამოღებულ იქნა ს----------–---ის პირადი ნივთები, მათ შორის, ,,სამსუნგისა‘‘ და ,,ნოკიას‘‘ ფირმის მობილური ტელეფონები, სიმბარათებთან ერთად.
2018 წლის 1- მარტის ქიმიური ექსპერტიზის #5---------/ქრ დასკვნით დადგენილია, რომ ს----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ყვითელი ფერის თავმოლღობილ, პოლიმერული მასალის პაკეტებში მოთავსებული, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით 3,914 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ წონაა 2,3805 გრამი.
ექსპერტებმა - ნ------–---–------ა და პ-------–--–---–--ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტეს, რომ, გამომძიებლის დადგენილებასთან ერთად, წარდგენილი იყო ორი შეკვრა ნივთიერება, რომლის ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ნივთიერებები მოთავსებული იყო ყვითელ პოლიეთილენის ნაჭერში და იდო სიგარეტ ,,პარლამენტის‘‘ კოლოფში. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ მოხდა ნივთიერებების ინსტრუმენტული გამოკვლევა, რაც ჩატარდა პ-------–--–---–--ის მიერ. შედეგად დადგინდა, რომ ნივთიერება წარმოადგენს ჰეროინის ნარევს, რომელშიც ჰეროინის წონაა 2,3805 გრამი. პ-------–--–---–--ის განმარტებით, ყველა აპარატს შესაძლოა ჰქონდეს მინიმალური ცდომილება - პლიუს-მინუს 0,02 %, რაც მოცემულ შემთხვევაში არაფერს ცვლის. უშუალოდ ნივთიერებაში შეცდომა გამორიცხულია.
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6----------ის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, ს----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულ იქნა, ასევე, დაცვის მხარის მოწმე ე-------------–----, რომლის ჩვენების მიხედვითაც, წინა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მისი მეუღლის - ს----------–---ის დაკავების შემდეგ გამართულ სასამართლო სხდომაზე მის გვერდით მჯდომმა პოლიციის თანამშრომელმა, სახელად ე--------, უთხრა, რომ მის ქმართან ბევრი ილაპარაკეს და თუ ისე მოიქცევა, როგორც უთხრეს, იქ აღარასდროს მოხვდება. ს---- გათავისუფლების შემდეგ, გზაში იყვნენ, როდესაც დაურეკა ე-------- და უთხრა, სასწრაფოდ მისულიყო მასთან. აუხსნა, რომ მეუღლე შეუძლოდ იყო, თუმცა მან უპასუხა, ხვალ უკვე გვიან იქნებაო. მოაბრუნა მანქანა და მეუღლე მითითებულ ადგილზე მიიყვანა. მეუღლე ავიდა, თვითონ მანქანაში ელოდებოდა. არ იცის, კონკრეტულად სად იყო და ვისთან. ამის მერე დაიწყო ზარები ე-----------, სულ კითხულობდა, რა ხდება, როგორაა ჩვენი საქმეები, ხომ გახსოვს ჩვენი შეთანხმების, შენი თავისუფლების შესახებო, თან ეუბნებოდა, რომ ცოტა დრო რჩებოდა. ბოლოს მოხდა ისე, რომ ს--- ამ საქმეზე დააკავეს, რაშიც ის უდანაშაულოა. 2018 წლის 14 მ------ პროცესზე ჩვენების მიცემისას ს---მ განაცხადა აღნიშნული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მუქარების შესახებ. შემდეგ დღეს - 15 მ------, 3-დან 4 საათამდე პერიოდში, მისი მეუღლის ტელეფონიდან, რომელიც ,,ჯ------–--‘‘ ქსელში იყო ჩართული და ნომერი არ ახსოვს, მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება ,,ხ-----------‘‘, არადა იცის, რომ ს---- ტელეფონი გამორთული იყო, რადგან, ვიდრე მის დაკავებას შეიტყობდა, 12 მ------ ურეკავდა და გათიშული ჰქონდა. ს---- ორი ტელეფონი ჰქონდა - ,,სამსუნგის‘‘ და ,,ნოკიას‘‘ ფირმის. ნახა, რომ ბავშვს, რომელმაც იცოდა, თითქოს, მამა საბერძნეთში იმყოფებოდა, მიწერილი ჰქონდა მისთვის - ,,მომენატრე‘‘ და რამდენიმე ე.წ. ,,სმაილი‘‘. ,,Viber-ში‘‘ გამოჩნდა, რომ ეს შეტყობინებები ნანახი იყო, არადა - თუ არ გაიხსნა შეტყობინება, ისე ვერანაირად ვერ მოხდებოდა. ამ ტელეფონის ნომრებია: 5--------------------------, ხოლო მისი ნომერია 5-----------.
2018 წლის 25 აპრილის კომპიუტერული ექსპერტრიზის #0-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ,,სამსუნგის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონიდან და მასში მოთავსებული სიმბარათიდან (სააბონენტო ნომერი +9---------------), სპეციალური პროგრამის გამოყენებით, ამოღებულ იქნა 2018 წლის 15 მარტის 1---- პერიოდით დათარიღებულური მოკლე ტექსტური შეტყობინება - ხ----------- აბონენტი +9----------- ხელმისაწვდომია.
2018 წლის 19 ივლისის კომპიუტერული ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე გამოსაკვლევად წარდგენილ ტელეფონში არსებული საკომუნიკაციო პროგრამა ,,Viber-ის‘‘ დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მითითებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში რეგისტრირებულია მომხარებელი სააბონენტო ნომრით +9---------------. აღნიშნული მომხმარებლიდან 2018 წლის 19 მარტის 2-------------- 2---- სათამდე დროის პერიოდში გაგზავნილია ელ.მიმოწერები, ამავე საკომუნიკაციო პროგრამულ უზრუნველყოფაში რეგისტრირებულ მომხმარებელთან სააბონენტო ნომრით 5-----------, რაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზის მიერ.
ექსპერტმა დ--------------–---–მა სასამართლოში დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, მის მიერ სულ სამი ექსპერტიზა ჩატარდა. პირველად, ადვოკატის მიერ წარდგენილი ერთი ცალი ,,სამსუნგის‘‘ ფირმის ტელეფონიდან ამოიღო 2018 წლის 15 მარტის 1------- საათზე 5----------- ნომერზე მიღებული ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელშიც ფიქსირდება ე.წ. SMS მდივანი ,,ხ-----------‘‘, რაც, წარდგენილ ნივთმტკიცებასთან ერთად, დაერთო 2018 წლის 25 აპრილს გაცემულ დასკნას. მის მიერ ჩატარდა გამოკვლევა და გაიცა დასკვნა, ასევე, 2018 წლის 19 ივლისს, რომლის ფარგლებში ,,სამსუნგის‘‘ ფირმის ტელეფონში, საკომუნიკაციო პროგრამა ,,Viber-ის‘‘ დათვალიერების შედეგად, დადგინდა, რომ ამ პროგრამაში რეგისტრირებულია მომხმარებელი სააბონენტო ნომრით +9---------------. ამ მომხმარებლიდან 2018 წლის 19 მ------ 2---- საათიდან 2---- საათამდე გაგზავნილ იქნა ელ.მიმოწერა ამავე საკომუნიკაციო პროგრამაში რეგისტრირებულ მომხმარებელთან 5-----------. შეტყობინება მიღებისთანავე გამოისახება ეკრანზე და როდესაც მოხდება მისი გახსნა, მაშინ ეწერება პარამეტრი, რომ ნანახია. თუ არ მოხდა კონკრეტული შეტყობინების გახსნა, მაშინ მითითებული პარამეტრი არ დაფიქსირდება. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ, ადვოკატის მიერ დანიშნული ექსპერტიზის საფუძველზე, მას გამომძიბელ ნ---------------–---–-- მიერ, ასევე, წარედგინა ,,ნოკიასა‘‘ და ,,სამსუნგის‘‘ ფირმის მობილური ტელეფონები. ,,ნოკია‘‘ იყო ფ-------- და, შესაბამისად, მასში ,,Viber-ის‘‘ მიმოწერები არ ფიქსირდებოდა. ასევე, არ დაფიქსირდა მიმოწერები ,,სამსუნგის‘‘ მობილური ტელეფონის ,,Viber-ში‘‘. მოწმის განმარტებით, ,,Viber-ს‘‘ აქვს ფუნქცია, რითაც ერთი ტელეფონიდან პროგრამის მეორეში გადატანაა შესაძლებელი. ამასთან, ,,Viber-ში‘‘ მიღებული შეტყობინების ნებისმიერ აქტიურ მოწყობილობაში გახსნის შემთხვევაში ფიქსირდება, რომ წაკითხულია. ორი კომპიუტერული მოწყობილობიდან ერთ-ერთში თუ მოხდა ,,Viber-ით‘‘ მიღებული შეტყობინების გახსნა, მეორეშიც ანალოგიურად დაფიქსირდება, რომ შეტყობინება წაკითხულია.
2018 წლის 19 სექტემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: ,,... ნარკ. საშ. ჰეროინის შემცველი ნივთი...‘‘ მოთავსებულ მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს. პროფილის მინორულ წილში ს----------–---ის გენეტიკური თანამონაწილება არ ვლინდენა.
აღნიშნული დასკვნის შინაარსი და სისწორე სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა ნ--------–----ემ, რომელმაც განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა დალუქული პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო საკვლევი ობიექტი. ექსპერტის წინაშე დასმული იყო კითხვა, ს----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთმტკიცებებზე - ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ფუთის ზედაპირზე იყო თუ არა კვლევისათვის საკმარისი ადამიანის ბიოლოგიური მასალა და, დადებით შემთხვევაში, განეკუთვნებოდა თუ არა ს----------–---ს. გამოკვლევით დადგინდა, რომ პოლიეთილენის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი იყო შერეული, მაჟორული წილი ეკუთვნოდა მდედრობითი სქესის პირს, ხოლო პროფილის მინორულ წილში ს----------–---ის გენეტიკური თანამონაწილება არ ვლინდებოდა. მოწმის განმარტებით, გენეტიკური მასალის ზედაპირზე შენარჩუნებისთვის მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ფაქტორებს, კონტაქტს, გარემოპირობებს, მასალის ზედაპირს. შეუძლებელია განისაზღვროს, რამდენხნიანი კონტაქტია საჭირო გენეტიკური მასალის ზედაპირზე დარჩენისათვის.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ს----------–---ს წინა სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე სთხოვდნენ პოლიციის ორგანოებთან თანამშრომლობას და პოლიციის აგენტობას, რასაც ის არ დათანხმდა და ამის გამო მოხდა მისთვის ნარკოტიკული საშუალებების ჩადება კ--------–----- პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. აღნიშნული პოზიციის დასადასტურებლად დაცვის მხარე თავის არგუმენტებს აფუძნებს იმ გარემოებებზე, თითქოს, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოხდა ს----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტელეფონების ჩართვა, რომლებშიც დაფიქსირებული იყო ვინმე ე-------- მხრიდან განხორციელებული სატელეფონო ზარები, ტელეფონების ჩართვას კი ადასტურებს ბრალდებულის მეუღლის მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული ე.წ. SMS შეტყობინებით - ,,ხ-----------‘‘ და ,,Viber-ის‘‘ საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებების წაკითხვით ს----------–---ის ტელეფონში.
პირველ რიგში, სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა კომპიუტერული ექსპერტიზის ის დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოკვლეულ იქნა ს----------–---ისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონებში არსებული შეტყობინებები, რომელთა არსებობა ექსპერტიზის ჩამტარებელი პირის, მოწმე დ--------------–---–ის განმარტებით, მითითებულ ტელეფონებში არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ს----------–---ის მობილურ ტელეფონში არსებულ ,,Viber-ის‘‘ პროგრამაში დაფიქსირებული შეტყობინებების წაკითხვას, მოწმემ ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისთვის აუცილებელი არ იყო ს----------–---ის ტელეფონის მეშვეობით მომხდარიყო მიღებული შეტყობინებების გახსნა, რამდენადაც ,,Viber-ის‘‘ მეშვეობით მიღებული შეტყობინების ნებისმიერ აქტიურ კომპიუტერულ მოწყობილობაში გახსნის შემთხვევაში ფიქსირდება მისი წაკითხვა. მოცემულ შემთხვევაში არ არის უარყოფილი აღნიშნული შეტყობინებების სხვა მოწყობილობაში გახსნის შესაძლებლობა და შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ შეტყობინების წაკითხვა მოხდა პოლიციის თანამშრომლის მიერ.
ამდენად, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერანაირად ვერ ადასტურებს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ს----------–---ის მიმართ დაინტერესების არსებობას და არარელევანტურია ამ გარემოებაზე მითითება ს----------–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებასთან მიმართებით, რამეთუ ტელეფონის ჩართვა/არჩართვით ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამორიცხვა ლოგიკას მოკლებულია. დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, ზემოთ განხილული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, სასამართლოში წარმოედგინა ამონაწერი შესაბამისი მობილური ოპერატორიდან, როგორც ს----------–---ის, ასევე, მისი მეუღლის ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ, რაც სასამართლოს მისცემდა ვინმე ე-------- ვინაობის დადგენის შესაძლებლობას, მისი რეალურად არსებობის პირობებში, რაც არ გაუკეთებია. აღნიშნული კი მიუთითებს ასეთი პიროვნების არარსებობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაკითხული მოწმეების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, რომლებიც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტებთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე, იმ წერილობით მტკიცებულებებთან, რომლებიც, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაკითხულ სამართალდამცველთა ჩვენებებში, რადგან მათი მხრიდან ს----------–---ისთვის დანაშაულის დაბრალების მოტივი და რაიმე პირადი ინტერესი საქმის სასამართლო განხილვის დროს არ დადგენილა.
მოწმე ი-----–-------------- დაადასტურა მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და მითითებული პიროვნების ვინაობის დადგენის ფაქტი, რაშიც დაახლოებით 2 წუთი დასჭირდა, რის შემდეგაც პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და მისცა ჩვენება, რა დროსაც მოხდა საგამოძიებო ჯგუფის მისამართზე გასვლა. აღნიშნული მოწმის ჩვენება სრულ თანხვედრაშია კ--------–----- პოლიციის თანამშრომლების - გ------------------ის, ზ-------------–---–-სა და კ------------- გ-------ის ჩვენებებთან. ყველა მათგანის ჩვენება ურთიერთთავსებადია და ის ფაქტი, რომ გარკვეული დეტალები გასული დროის გამო შესაძლოა არ ახსოვდეს პოლიციის თანამშრომელს, ისევე, როგორც რიგით მოქალაქეს, არ არის უპირობოდ ეჭვის საფუძველი, რომ ცრუ ინფორმაციის გადმოცემა ხდება სასამართლოსთვის. აქ მთავარი და განმსაზღვრელია მოწმეთა მიერ გადმოცემული თუნდაც მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები და გარემოებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის ერთიან ნათელ სურათს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.
მოწმე გ------------------ემ განმარტა, რომ, ინტერნეტსაშუალებებისა და საინფორმაციო ბაზის არსებობის პირობებში, ადამიანის ამოცნობა არ არის რთული, ამასთან, ადგილზე მისვლა, სადაც მიღებული ინფორმაციით ს----------–---ი იმყოფებოდა, მოახდინეს ოპერატიულად. აღნიშნულზე მიუთითებს ი-----–-------------- გამოკითხვის ოქმის დასრულებისა და ს----------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმის დაწყების დრო, რომელთა შორის სხვაობა არ სცდება გონივრულ ფარგლებს, იმისათვის, რომ ინფორმაციაში მითითებული პირის ადგილზე ყოფნა შეუძლებელი ყოფილიყო. რაც შეეხება ს----------–---ის ჩვენების ნაწილს, რომ ტაქსით იყო და 5 წუთით შეიარა სუპერმარკეტში, რაც ადგილზე მისი ყოფნის გარკვეული პერიოდის გამოსარიცხად იქნა მითითებული, არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით. გარდა ბრალდებულისა, იმის თაობაზე, რომ იგი ტაქსით იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, არ განუცხადებია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე არცერთ პირს.
ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა ს----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთების არასრულყოფილად აღწერაზე ოქმში. სასამართლო განმარტავს, რომ ს----------–---ის პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მასში აღწერილია, თუ საიდან და რა ნივთი/საგანი იქნა ამოღებული ჩხრეკის მიმდინარეობისას, ამასთან, მითითებულია პოლიეთილენის ნაჭრის ფერი, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, მისი რაოდენობა. მითითებულია საგანი - სიგარეტ ,,პარლამენტის‘‘ კოლოფი, საიდანაც იქნა ამოღებული აღნიშნული ნივთები. რაც შეეხება სიგარეტის კონკრეტული მარკის მითითებას, აღნიშნული არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ისევე, როგორც მობილური ტელეფონების ფერის და სიმბარათების მითითება. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუკი ს----------–---ი ითხოვდა მოწმეებს ჩხრეკაზე დასასწრებად, დაუჯერებელია მისი განცხადება, რომ არ იცოდა შენიშვნის გაკეთების შესაძლებლობის არსებობის შესახებ, მით უფრო, რომ ეს არ იყო მის წინააღმდეგ პირველი სისხლის სამართლის საქმე, ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის ის გასამართლებული იყო დაკავებამდე სულ რაღაც 3 თვის წინ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ, ბრალდებულის განცხადებით, თარჯიმნის მისვლას დიდხანს ელოდნენ, რაც შეუსაბამობაშია ჩხრეკაში მონაწილე ყველა დანარჩენი პირის ჩვენებასთან, მათ შორის, თავად თარჯიმნის ჩვენებასთან, რომლის თანახმადაც, ის ს----------–---ის დაკავებისას უკვე ადგილზე იმყოფებოდა. საგულისხმოა, რომ ბრალდებულმა სასამართლოში დაადასტურა თარჯიმნის მიერ მისთვის საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის თარგმნის ფაქტი. ბრალდებულის განმარტებით, პოლიციელებმა ამ დროს წაუკითხეს ბრალდება, რაშიც, სასამართლოს აზრით, ს----------–---ი გულისხმობს მისთვის გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების გაცნობას და ჩხრეკის ჩატარების შემდეგ დაკავების საფუძვლის განმარტებას, თუ რა ბრალდების გამო მოხდა მისი დაკავება.
მოწმე მ-----------–----ემ, რომელიც არ არის პოლიციის თანამშრომელი და, შესაბამისად, არ არსებობს მის მიკერძოებულობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი, აღწერა, რომ მას მანქანით გაუარეს პოლიციის თანამშრომლებმა და ადგილზე მისვლიდან დაახლოებით 5 წუთში მოხდა ს----------–---ის შეჩერება. მისი განმარტებით, ასეთ დროს სამართალდამცავები ყოველთვის იცავენ თარჯიმნის უსაფრთხოებას და ს----------–---ის შეჩერებისას ის ავტომანქანაში იმყოფებოდა, სიტუაციის დამშვიდების შემდეგ კი გადავიდა მანქანიდან და დაიწყო მიმდინარე მოქმედებების თარგმნა, რაც ბრალდებულმაც დააფიქსირა. შესაბამისად, თარჯიმანი სრულად ესწრებოდა ს----------–---ის პირად ჩხრეკას და დაკავებას და მის მიერ სრულად ხორციელდებოდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თარგმნა. მ-----------–----ემ განაცხადა, რომ ზუსტად არ ახსოვს ამოღებული ნივთები, თუმცა ახსოვს, რაც იყო კანონსაწინააღმდეგო, კერძოდ, მოწმემ განმარტა: ,,მართლსაწინაღმდეგო რაც იყო, ორ შეკვრად იყო, თუ არ ვცდები. ეს ნივთები ჩვენ თვალწინ დაილუქა ადგილზე, ავუხსენი იმიტომ, რომ უნდა სცოდნოდა, რას ვაწერთ ხელს‘‘. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს ამოღებული მტკიცებულებების ადგილზე დალუქვას. ამასთან, მოწმის ეს სიტყვები, თავშივე უარყოფს და გამორიცხავს დაცვის პოზიციას ჩხრეკის ოქმის პოლიციის განყოფილებაში შედგენის თაობაზე, ასევე, უარყოფს ბრალდებულის მიერ დასახელებულ გარემოებას, რომ ხელი მოტყუებით მოაწერინეს. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ კანონის მოთხოვნის არსებით დარღვევას, ბრალდებულის რაიმე უფლების შეზღუდვის ან შელახვის კუთხით, ადგილი არ ჰქონია, ისევე, როგორც არ არსებობს თარჯიმან მ-----------–----ის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რაზეც ბრალდებულმა მიუთითა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულის ჩვენებაზე, თითქოს, მან იგრძნო პოლიციელის მხრიდან ხელის გაცურება, რის თავიდან ასაცილებლადაც ჩაიმუხლა, ხელი მიიდო სხეულზე, რომ ვერ ჩაეყო ჯიბეში და უკან გასწია, შემდეგ უთხრეს, რომ ცალ ხელს გაუთავისუფლებდნენ და ამოეღო ჯიბეში, რაც ჰქონდა, რის შემდეგაც ს----------–---მა ჩაიყო ხელი ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში და ამოიღო სიგარეტის კოლოფი, რომელიც მისი არ იყო, რაც გადააგდო. აღნიშნული განცხადება, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს, წინააღმდეგობაშია თავად ბრალდებულის მიერ გაცხადებულ გარემოებებთან. კერძოდ, გაუგებარია, თუკი პოლიციელმა ვერ ჩაუყო ს----------–---ს ჯიბეში ხელი, როგორ მოხვდა მასში მისთვის უცხო სიგარეტის კოლოფი, რომელშიც, სიგარეტის ღერებთან ერთად, ორ პაკეტად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება აღმოჩნდა.
ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარადაა დადგენილი, რომ ს----------–---ის მიერ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ოდენობაა 2,3805 გრამი, რაც, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის დანართი სიის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ განსაკუთრებით დიდ ოდენობას. ექსპერტმა პ-------–--–---–--ემ, ასევე, განმარტა, რომ ქრომატოგრაფს, რითაც ნივთიერების გამოკვლევა მოხდა, შესაძლოა ჰქონდეს 0,02 %-იანი ცდომილება, რაც შეეხება უშუალოდ ნივთიერებაში შეცდომას, ასეთი შეცდომა გამორიცხულია.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს დაცვის მიერ წარმოდგენილ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, მინორულ წილში კი ს----------–---ის გენეტიკური თანამონაწილება არ ვლინდება. დაცვის პოზიციით აღნიშნული გამორიცხავს ს----------–---ის შემხებლობას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან.
პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა მხოლოდ ის პოლიეთილენის ნაჭრები, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები, და არ მომხდარა იმ სიგარეტის კოლოფის წარდგენა, რომელშიც, თავის მხრივ, მოთავსებული იყო მითითებული პოლიეთილენის ნაჭრები. ამასთან, ზემოაღნიშნული დასკვნის ირგვლივ დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ საკვლევ ობიექტზე ბიომასალის შენარჩუნება დამოკიდებულია მის დაბინძურება/არდაბინძურებაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად, გასათვალისწინებელია შეხების, კონტაქტის ინტენსივობა და ბიომასალა, რამდენად არის დეგრადირებული და კატეგორიულად თქმა იმისა, თუ რამდენხნიანი კონტაქტითაა შესაძლებელი ბიომასალის ობიეტზე დარჩენა/არდარჩენა, შეუძლებელია.
სწორედ ექსპერტთა ჩვენებებზე დაყრდნობით, უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ როდესაც მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია, საგამოძიებო თუ სხვა პროცესუალური დოკუმენტები, მაგალითად, როგორიცაა ჩხრეკის ოქმი, შედგენილია კანონის დარღვევის გარეშე, ასევე, რელევანტურია სხვა მტკიცებულებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ შეიძლება კატეგორიულად დადგინდეს შეხების შემთხვევაში გენეტიკური პროფილის დარჩენა, არ არის პირის გამართლების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის #96აპ-17 გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. ამავე სასამართლოს 2017 წლის 1- ოქტომბრის #262აპ-17 გადაწყვეტილებით, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ს----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების გარეკანზე (პოლიეთილენის ნაჭერზე) არ გამოვლინდა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი, არ წარმოადგენს ამ კუთხით მისი უდანაშაულობის მტკიცების საფუძველს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის პოზიცია ემსახურება ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, ვინაიდან არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლიობაში ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს----------–---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----------–---ი თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6----------ის განაჩენით დამნაშავედაა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც არაა გაქარწყლებული, მეტიც, არ აქვს მოხდილი და იმყოფება პირობითი მსჯავრის პირობებში. ამდენად, მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდება, გარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობისა, დამძიმებულია დანაშაულის ჩადენით არაერთგზისობით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-1- ნაწილის თანახმად, გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყოს ჩადენილი ბრალდებულის მიერ და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ჩადენილია ბრალდებულის მიერ.
მტკიცებულებათა შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, რადგან, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სწორედ ასეთ უტყუარ მტკიცებულებებზეა დაფუძნებული აღნიშნული განაჩენი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, უტყუარად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს----------–---ს 2018 წლის 12 მ------ პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა 2,3805 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერება, ფხვნილის და გრანულების სახით, რაც მას, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და ინახავდა, ასევე, უკანონოდ.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ1-‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.
ამავე კანონის დანართი #2-ის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ 1 გრამის ზევით მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. ს----------–---ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ წონაა 2,3805 გრამი და, შესაბამისად, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
ამდენად, სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოთ განხილული მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს----------–---მა, რომელიც 2017 წლის 6----------ის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ უკანონო შეძენა-შენახვისათვის, ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, არაერთგზის, რამდენადაც მსჯავრდებულია ანალოგიური დანაშაულისათვის და ნასამართლობა გაქარწყლებული არ აქვს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ს----------–---ის მიერ, არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის. შესაბამისად, ს----------–---ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულ ს----------–---ის ჩვენების თანახმად, პოლიციაში მიყვანის შემდეგ გაიყვანეს ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლად, შეამოწმეს და დაადგინეს, რომ გარეგნულად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევით დაუდგინდა მეტადონის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, მეტადონის მოხმარებას არ უარყოფს, თუმცა სხვა ნარკოტიკული ნივთიერება არ მოუხმარია.
2018 წლის 1---------ს ნარკოლოგიური ექსპერტიზის #7----- დასკვნის თანახმად, ს----------–---ს, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დაუდგინდა მეტადონისა და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი.
ექსპერტმა ე-–------------ემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 12 მ------ ს----------–---ის მიმართ ნარკოლოგიური გამოკვლევის ჩატარება, მის მიერ გაცემული დასკვნა და განმარტა, რომ ფსოქონევროლოგიური სტატუსის შემოწმების შედეგად კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული კვლევით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებისა და მეტადონის მოხმარება. ოპიუმის ჯგუფის მოხმარება შეიძლება დადგინდეს უშუალოდ ოპიუმის, კოდეინის, ასევე, ჰეროინის, ე.წ. სირეცის, მოხმარების შედეგად. კვლევა ტარდება იმუნოქრომტესტით, რომლის ცდომილება შესაძლოა იყოს ძალიან მცირე, თუმცა უთანხმოების შეთხვევაში პირს აქვს უფლება, გაასაჩივროს. ამ შემთხვევაში პირს გასაჩივრების საშუალება ეძლევა, თუმცა პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ შეცდომა მომხდარიყოს. ოპიუმის ჯგუფის პრეპარატის მიღების შედეგად ბიომასალა შარდში ნივთიერება რჩება მოხმარებიდან 7 დღის განმავლობაში. მოწმის განმარტებით, გარკვეულ პრეპარატებში არის კოდეინის შემადგენლობა, თუმცა საქართველოში აკრძალულია და აფთიაქებში არ იყიდება, გაიცემა მხოლოდ სპეციალური რეცეპტით, ისიც - კონკრეტულ სპეციალურ აფთიაქებში.
თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26----------ის დადგენილებით ს----------–---ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ამდენად, მიუხედავად ბრალდებულის უარყოფისა, რომ, მეტადონის გარდა, არ მოუხმარია სხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც, სასამართლოს აზრით, მიმართულია მისი მხრიდან სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, რამდენადაც, როგორც ექსპერტმა ე-–------------ემ განაცხადა, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი (რაც ს----------–---ის პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული), მოხმარების შედეგად ადგენს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს, ზემოთ განხილული ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ჩვენებით უტყუარადაა დადასტურებული ს----------–---ის მიერ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
რაც შეეხება ს----------–---ის მიმართ ბრალდების ფორმულირებას იმ ნაწილში, რომ მას დაუდგინდა მეტადონის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამდენადაც გამოკვლეული მასალებით, კერძოდ, შპს .-------------------------–------------------------–-------------------–-------------------------–-–-----–---- 2018 წლის 22 მარტის წერილით ირკვევა, რომ ს----------–---ი იმყოფებოდა აღნიშნული ცენტრის თერაპიის სახელმწიფო პროგრამაში და 2018 წლის 12 მ------ მიიღო მისი კუთვნილი სამკურნალო პრეპარატი - მეთდონის ჰიდროქლორიდის 1 % ხსნარი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთმანეთის თავსებადი, რელევანტური და უტყუარი მკიცებულებები იძლევა გონივრულ ეჭვს მიღმა ს----------–---ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის საფუძველს მხოლოდ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, რომელიც ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე და ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 1---------ს ნარკოლოგიური შემოწმების #7----- დასკვნით უტყუარადაა დადგენილი ს----------–---ის მიერ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ამასთან, ნარკოტიკული საშუალების განმეორებით მოხმარება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ ს----------–---ის მიერ დადასტურებულია თ---–---ს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26----------ის დადგენილებით.
ამდენად, სახეზეა დანაშაულის - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების შემადგენლობისთვის ს---ლდებულო ყველა ნიშანი.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს----------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ს----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
ს----------–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ანდა თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით. შესაბამისად, ს----------–---ს სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს----------–---ის მიმართ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და საშიშროებას. მართალია, მისი ქმედებით ზიანი არავის მისდგომია, თუმცა მიუთითებს იმ საფრთხეზე, რაც საზოგადოებას, კერძოდ, ადამიანის ჯანმრთელობას, ემუქრება პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის შემთხვევაში.
სასამართლო მხედველობაში იღებს, ასევე, იმ გარემოებას, რომ ს----------–---ის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამდენად, სასამართლო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლითა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ს----------–---ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის მიმართ ამ დანაშაულისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ს----------–---ი წარმოადგენს ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, რომელსაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნარკოტიკული საშუალებები უნდა განადგურდეს, ხოლო პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს----------–---ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ს----------–---ის მიმართ თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6----------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 27 (ოცდაშვილი) დღის ვადით და ს----------–---ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ს----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 1---------დან.
ს----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს----------–---ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 15 (თხუთმეტი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ს----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ განადგურდეს, ხოლო პირადი ნივთები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე