გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330217716001218296
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1952-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველ--ნი

 

მოსარჩელე - შპს ,,მ------–--- ტ-----ა’’

წარმომადგენელი - ქ------- უ----–---–ი, ლ-- მ----ა

 

მოპასუხეები - შპს ,,კ--------- ა-----------–---------ი’’, ნოტარიუსი დ----- ო-----–--ე

წარმომადგენლები - ს-------- დ---------–---–ი, ა-----– ხ--–--ე

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს დ----- ო-----–--ის მიერ 0--------- წელს დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების (რეგ. #---------) ის ნაწილი, რომლითაც იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსს მიეცა უფლება გასცეს სააღსრულებო ფურცელი.

 

1.2. გაუქმდეს ნოტარიუს დ----- ო-----–--ის მიერ 1--------- წელს გაცემული #--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

1.3. მოპასუხე შპს ,,კ--------- ა-----------–---------ს’’ დაეკისროს ზიანის სახით 100000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

2013 წლის 5 მარტს მხარეთა შორის ნოტარიუს დ----- ო-----–--ის სანოტრო ბიუროში გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,კ--------- ა-----------–---------მა’’ გაყიდა, ხოლო - შპს ,,მ------–--- ტ-----ამ’’ იყიდა უძრავი ქონება მდებარე: ს----ის რაიონი, სოფ. თ---–---ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 1879170 კვ.მ. ს.კ. 4-----------. მყიდველის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად იმავდროულად უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა იპოთეკა შპს ,,კ--------- ა-----------–---------ის’’ სასარგებლოდ.

 

ნასყიდობის საგანი გაიყიდა 242424 აშშ დოლარად, რომლის გადახდაც უნდა განხორციელებულიყო შემდეგი პირობებით: მყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად უნდა გადაეხადა 2013 წლის 30 აპრილამდე, ხოლო აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის შესაბამისად, ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა მომხდარიყო 2015 წლის 1 მაისამდე. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, თუ მყიდველი ნასყიდობის თანხას არ გადაიხდიდა 2013 წლის 30 აპრილამდე, მაშინ თანხის გადაუხდელ ნაწილზე მოხდებოდა წლიური 10%-ის სარგებლის დარიცხვა 2013 წლის 1 მაისიდან. ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, თუ გადახდა არ განხორციელდებოდა გადახდის თარიღამდე, მყიდველი ვალდებული იქნებოდა გადაეხადა პირგასამტეხლო წლიური 15%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების შესავალი ნაწილით განისაზღვრა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც განხორციელდება იპოთეკის საგნის მიმართ იძულებითი აღსრულება. მოსარჩელის განმარტებით, ნოტარიუსს მყიდველისა და იპოთეკარისთვის არ განუმარტავს ნოტარიული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე აღსრულების შესაძლებლობისა და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის დარღვევას წარმოადგენს.

 

ნოტარიუს დ----- ო-----–--ის მიერ 1--------- წელს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს: - ნასყიდობის ფასი- 242424 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; ნასყიდობის თანხაზე დარიცხული სარგებელი - 2013 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 მაისამდე 48484,80 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; დავალ--ნების ჯამურ თანხაზე - 290908,80 აშშ დოლარზე დარიცხული პირგასამტეხლო 26779 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღისათვის), ასევე ყოველდღიურად 119,55 აშშ დოლარი სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე. სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი - 120 ლარი; აღსრულების ხარჯები. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგანი მიექცა აღსასრულებლად. მოპასუხე მხარემ 18.12.2015 წელს აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სააღსრულებო ბიუროში, სადაც დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღმასრულებლის მიერ 11.10.2015 წელს ჩაბარდათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს მიეცა 7 დღის ვადა დავალ--ნების დასაფარად. მოსარჩელის განმარტებით სააღსრულებო ფურცელი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ნოტარიუსს მყიდველისა და იპოთეკარისთვის არ განუმარტავს ნოტარიული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე აღსრულების შესაძლებლობისა და მისი სამართლებრივი შედეგების შესახებ, რაც ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის დარღვევას წარმოადგენს. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნულ ნაწილში და სააღსრულებო ფურცელიც უკანონოა და უნდა გაუქმდეს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ უკანონო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელეს მიადგა ზიანი 100000 აშშ დოლარის ოდენობით, ვინაიდან მოხდა ლარის დევალვაცია, ხელშეკრულების გაფორმების დროს ლარის კურსი იყო 1.65 აშშ დოლარი, ხოლო გადახდის დროს 2.33 აშშ დოლარი, რამაც გაზარდა გადასახდელი თანხის ოდენობა და მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნეს სარჩელი.

 

ნოტარიუს დ----- ო-----–--ის განმარტებით, სააღსრულებო ფურცელი გაცემულ-- კანონის სრული დაცვით. მხარეებს ხელშეკრულების გაფორმებისას განემარტათ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და მისი სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 5 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,კ--------- ა-----------–---------მა’’ გაყიდა, ხოლო - შპს ,,მ------–--- ტ-----ამ’’ იყიდა უძრავი ქონება მდებარე: ს----ის რაიონი, სოფ. თ---–---ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 1879170 კვ.მ. ს.კ. 4-----------.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 242 424 აშშ დოლარად, ხოლო 3.2. პუნქტით განისაზღვრა ნასყიდობის ფასის გადახდის პირობები: მყიდველს ნასყიდობის ფასი სრულად უნდა გადაეხადა 2013 წლის 30 აპრილამდე, ხოლო აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის შესაბამისად, ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა მომხდარიყო 2015 წლის 1 მაისამდე.

ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, თუ მყიდველი ნასყიდობის თანხას არ გადაიხდიდა 2013 წლის 30 აპრილამდე, მაშინ თანხის გადაუხდელ ნაწილზე მოხდებოდა წლიური 10%-ის სარგებლის დარიცხვა 2013 წლის 1 მაისიდან დავალ--ნების სრულად დაფარვის დღემდე.

 

ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, თუ გადახდა არ განხორციელდებოდა გადახდის თარიღამდე, მყიდველი ვალდებული იქნებოდა გადაეხადა პირგასამტეხლო წლიური 15%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც განხორციელდება ყოველდღიურად.

 

ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, მყიდველის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად უძრავ ქონებაზე იმავდროულად დარეგისტრირდა იპოთეკა შპს ,,კ--------- ა-----------–---------ის’’ სასარგებლოდ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-40).

 

3.1.2. 2013 წლის 5 მარტის ხელშეკრულების შესავალ ნაწილში ნოტარიუსის მიერ მითითებულ--, რომ ხელშეკრულების პროექტი წაუკითხა მხარეებს და განუმარტა მათ ხელშეკრულების შინაარსი და ამ ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილისა და ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-40-ე მუხლის შესაბამისად, იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულებების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარის მოთხოვნით ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც განხორციელდება იპოთეკის საგნის მიმართ იძულებითი აღსრულება.

 

აქვე მითითებულ--, რომ მხარეებმა წაიკითხეს წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტი, აგრეთვე ხელშეკრულების დანართები. ნოტარიუსისგან განმარტებათა მოსმენის შემდეგ მათ მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად შეესაბამება მათ ნებას და პირადად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას.

 

ამასთან, ხელშეკრულების 5.5.2. პუნქტით განსაზღვრულ--, რომ გამყიდველი უფლებამ----ლ-- მიმართოს ნოტარიუსს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილისა და ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის შესაბამისად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-40).

 

3.1.3. 2015 წლის 11 დეკემბერს ნოტარიუს დ----- ო-----–--ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაცი ნომერი №1--------) სადაც კრედიტორს წარმოადგენს შპს ,,კ--------- ა-----------–---------ი’’, მოვალეს - შპს ,,მ------–--- ტ-----ა’’. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: ნასყიდობის ფასი - 242424 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; ნასყიდობის თანხაზე დარიცხული სარგებელი - 2013 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის 48484,80 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; დავალ--ნების ჯამურ თანხაზე (290908,80 აშშ დოლარი) დარიცხული პირგასამტეხლო 26779 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღისათვის), ასევე ყოველდღიურად 119,55 აშშ დოლარი სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი - 120 ლარი; იძულებითი აღსრულების ხარჯები. ასევე დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2015 წლის 11 დეკემბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 47-50).

 

3.1.4. 18.12.2015 წელს შპს ,,კ--------- ა-----------–---------მა’’ ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სააღსრულებო ბიუროში. 25.12.2015 წელს შპს ,,მ------–--- ტ-----ას’’ აღმასრულებლის მიერ გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

18.12.2015 წლის განცხადება (ს.ფ. 51).

25.12.2015 წლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 52).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება ნოტარიუს დ----- ო-----–--ის მიერ სააღსრულებო ფურცლის კანონდარღვევით გაცემის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულ-- თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აპელირებას მასზედ, რომ ნოტარიუსის მიერ არ იქნა განმარტებული ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და მისი სამართლებრივი შედეგების თაობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2013 წლის 5 მარტის ხელშეკრულების შეფასება არ იძლევა ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს.

 

ხელშეკრულების შესავალ ნაწილში ნოტარიუსის მიერ მითითებულ--, რომ მხარეებმა ნოტარიუსს წარუდგინეს ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ნოტარიუსმა წაუკითხა მხარეებს და განუმარტა მათ ხელშეკრულების შინაარსი და ამ ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილისა და ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-40-ე მუხლის შესაბამისად, იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულებების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარის მოთხოვნით ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც განხორციელდება იპოთეკის საგნის მიმართ იძულებითი აღსრულება.

 

აქვე მითითებულ--, რომ მხარეებმა წაიკითხეს წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტი, აგრეთვე ხელშეკრულების დანართები. ნოტარიუსისგან განმარტებათა მოსმენის შემდეგ მათ მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზუსტად შეესაბამება მათ ნებას და პირადად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას.

 

ამასთან, ხელშეკრულების 5.5.2. პუნქტით განსაზღვრულ--, რომ გამყიდველი უფლებამ----ლ-- მიმართოს ნოტარიუსს და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილისა და ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის შესაბამისად.

 

შესაბამისად, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას სააღსრულებო ფურცლის უკანონოდ გაცემის თაობაზე.

 

3.2.2. არ დგინდება მოპასუხე შპს ,,კ--------- ა-----------–---------ის’’ მიერ მოსარჩელისათვის ზიანის 100000 აშშ დოლარი მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს - იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველ--.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლ--ნი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულ--, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზიანი გამოწვეულ-- ლარის კურსის ცვლილებით, რამაც თითქმის გააორმაგა გადასახდელი თანხის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ თვით მოსარჩელე წარმოადგენს მყიდველს, რომლის ვალდებულებასაც წარმოადგენდა ნასყიდობის ფასის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდა და ეს ვადა განსაზღვრული იყო 2013 წლის 30 აპრილამდე, ხოლო აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის შესაბამისად, ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა მომხდარიყო 2015 წლის 1 მაისამდე. სადავო არ არის, რომ თვით მოსარჩელის მიერ დარღვეულ-- ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები და ნასყიდობის ფასი გადახდილი არ არის. შესაბამისად, მყიდველს რომ განეხორციელებინა ნასყიდობის ფასის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდა იგი თავიდან აირიდებდა ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული გაზრდილი ოდენობით თანხის გადახდას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალ-- მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან ხელშეკრულების პირობების დარღვევა, რაც გამოიწვევდა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას დადასტურებული და დასაბუთებული არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელ-- და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 389-ე, 394-ე 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლ--ნი ხელშეკრულებაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელ-- ამ მოთხოვნის განსაზღვრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამ----ლ--, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილ--, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილ-- უძრავი ნივთის ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებულ-- სანოტარო წესით.

 

,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა.

 

2013 წლის 5 მარტს ნოტარიუს დ----- ო-----–--ის მიერ შესრულებულ-- სანოტარო მოქმედება, რომლითაც ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის საფუძველზე დადასტურდა გარიგება - უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,კ--------- ა-----------–---------მა’’ გაყიდა, ხოლო - შპს ,,მ------–--- ტ-----ამ’’ იყიდა უძრავი ქონება მდებარე: ს----ის რაიონი, სოფ. თ---–---ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 1879170 კვ.მ. ს.კ. 4-----------.

 

,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად - ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალ--ნების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულ-- სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაცემულ-- ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა დაცვით (იხ. 3.2.1. პუნქტი). შესაბამისად, არ არსებობს 2013 წლის 5 მარტის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლ--თ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. 2013 წლის 5 მარტის ხელშეკრულების 3.5. პუნქტის თანახმად, თუ გადახდა არ განხორციელდებოდა გადახდის თარიღამდე, მყიდველი ვალდებული იქნებოდა გადაეხადა პირგასამტეხლო წლიური 15%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც განხორციელდება ყოველდღიურად.

 

დადგენილ--, რომ მყიდველმა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი პირობების შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის თანახმად პირგასამტეხლო შეადგენს 26779 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს (სააღსრულებო ფურცლის გაცემის დღისათვის), ასევე ყოველდღიურად 119,55 აშშ დოლარი სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე; სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილ იქნა 18.12.2015 წელს, შესაბამისად დაემატა 7 დღის პირგასამტეხლო და ჯამში პირგასამტეხლო შეადგენს 27615.85 აშშ დოლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლ-- საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალ--, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლო - ჯამში 27615.85 აშშ დოლარი, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ვინაიდან ნასყიდობის ფასი შეადგენს 242 424 აშშ დოლარს, ასევე გამყიდველის მიერ დროულად მოხდა სააღსრულებო ფურცლის აღება და აღსასრულებლად წარდგენა, შესაბამისად, ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა არ გაზრდილა კრედიტორის მიერ აღსრულების პროცედურების გაჭიანურებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.

 

6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელ-- ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლ-- მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, პირს დაეკისრება ერთდროულად შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, სახეზე უნდა იყოს ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ზიანის დაკისრებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი შემადგენლობა (იხ. 3.2.2. პუნქტი).

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის მიხედვით, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულ-- გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

ინფლაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელ-- მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. ვინაიდან, ქართული ეროვნული ვალუტის –ლარის მიმართ ზემოთმითითებულ პროცესებს ადგილი არ ჰქონია, ფულადი ვალდებულებების შესრულების დროს, სსკ-ის 389-ემუხლის გამოყენება დაუშვებელ--.

 

შესაბამისად, ნორმის ფუნქციური დანიშნულება მდგომარეობს შემდეგში: იგი გამოიყენება მაშინ,როდესაც სახელმწიფო ფულის ნომინალს ცვლის ან კიდევ მაშინ როდესაც ადგილი აქვს ჰიპერინფლაციას (ძალ--ნ მაღალი ინფლაცია, რომელიც ხშირად განისაზღვრება, როგორც ინფლაცია, რომლის ყოველთვიური დონე, დროის ხანგრძლივიმონაკვეთის განმავლობაში აღემატება 50 პროცენტს. თუ სახელმწიფოს მიერ ნომინალის შეცვლასან ჰიპერინფლაციას არ ექნება ადგილი, 389-ე მუხლის გამოყენება დაუშვებელ-- (იხ. სუსგ№ას-130-122-2017, 24.03.2017, ას-54-54-2018, 13 თებერვალი 2018).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი მოკლებულ-- ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ------–--- ტ-----ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრისა და 2017 წლის 8 ივნისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე