გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.01.2019
საქმის ნომერი
330310018002629201
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5810-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ი-ნვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგი-

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედი-ნი

 

მოსარჩელე - გი- გო----–---

წარმომადგენელი - მე---- ცუ--–---–-

 

მოპასუხე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ლე--- მუ--–---

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის №----------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გი- გო----–--ისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გი- გო----–--ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, განისაზღვრება მისი ნამსახურობა 20 წელზე მეტი პერიოდით.

 

2. მოპასუხის პოზიცი-

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემული- კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გი- გო----–--- 1988 წლის 16 მაისს სსრკ თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, გაწვეული იქნა სსრკ თავდაცვის სამინისტროს შეი-რაღებულ ძალებში, სადაც იმსახურა 1990 წლის 16 მაისამდე.

 

მოსარჩელე გი- გო----–--- 1990 წლის 1 სექტემბერს, უფლებამოსილი პირის ბრძანებით ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მილიციონერის თანამდებობაზე და იმავე დაწესებულებაში, სხვადასხვა თანამდებობზე იმსახურა 2011 წლის 7 აპრილამდე.

 

2011 წლის 7 აპრილს, მოსარჩელე გი- გო----–--- დათხოვნილი იქნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტიდან.

 

მოსარჩელე გი- გო----–---ს, პირველად, ეფრეიტორის სამხედრო წოდება მიენიჭა 1989 წლის 25 მაისს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სამხედრო ბილეთი და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი (ს.ფ. 100-109);

- სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 16-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

3.1.2. 2018 წლის 21 მაისს, მოსარჩელე გი- გო----–---მ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მისთვის, კანონის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის №----------------- წერილობითი მიმართვით გი- გო----–---ს უარი ეთქვა სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებაზე იმ საფუძვლით, რომ სამხედრო სამსახურში მისი ნამსახურობის საერთო ვადა არ აღემატებოდა 20 წელს, რადგან 1990 წელს მისი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ჩარიცხვის ბრძანებაში არ იყო აღნიშნული მისთვის წოდების მინიჭების თაობაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის №----------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლი-ნობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გი- გო----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცი-, ადამი-ნის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცი- და მისი პირველი დამატებითი ოქმი, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეცი-ლური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოცი-ლური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამი-ნის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლი-ნობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლი-ნი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის №----------------- წერილობითი მიმართვა, რომლითაც გი- გო----–---ს უარი ეთქვა სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი-, იგი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უარი.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღი-რებული და ხელშეუვალი-. დაუშვებელი- საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამი-ნის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილი-, ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტი-, როგორც მთლი-ნად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღი-რებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამი-ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამი-ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილი- (იხ. თუნდაც ადამი-ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამი-ნის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლი- პრეტენზი- ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე გი- გო----–--ის მოთხოვნა ეფუძნება, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უარი გამომდინარეობს, თუ არა კანონმდებლობიდან.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეცი-ლური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოცი-ლური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარები-ნ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეცი-ლური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადი-ნ, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში. რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

 

მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცი- ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეი-რაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეი-რაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეი-რაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი-, რომ მოსარჩელე გი- გო----–--- 1988 წლის 16 მაისს სსრკ თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, გაწვეული იქნა სსრკ თავდაცვის სამინისტროს შეი-რაღებულ ძალებში, სადაც იმსახურა 1990 წლის 16 მაისამდე, ხოლო 1990 წლის 1 სექტემბერს, იგი უფლებამოსილი პირის ბრძანებით ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მილიციონერის თანამდებობაზე და იმავე დაწესებულებაში, სხვადასხვა თანამდებობზე იმსახურა 2011 წლის 7 აპრილამდე. ამასთან, 2011 წლის 7 აპრილს, მოსარჩელე გი- გო----–--- დათხოვნილი იქნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილი-, რომ მოსარჩელე გი- გო----–---ს, პირველად, ეფრეიტორის სამხედრო წოდება მიენიჭა 1989 წლის 25 მაისს.

 

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ გი- გო----–--- შინაგან საქმეთა ორგანოებში მსახურობდა 1990 წლის 1 სექტემბრიდან, თუმცა მას სპეცი-ლური წოდება ამ დროისთვის მინიჭებული არ ჰქონდა და ამის გამო მისი ნამსახურობის ვადა სწორედ წოდების მინიჭების დროიდან უნდა აითვალოს სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეცი-ლური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოცი-ლური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნამსახურობის წელთა გამოანგარიშება ხდება არა სპეცი-ლური წოდების მინიჭებიდან, არამედ პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან, კერძოდ სასამართლო მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეცი-ლურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეცი-ლურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

 

ამრიგად, მითითებული კანონი ზუსტად და მკაფიოდ განსაზღვრავს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვა-სიტყვითი განმარტების მეთოდით შეფასება არ ქმნის ამ ნორმის ისეთი განმარტების საფუძველს, რომ მოსარჩელე გი- გო----–--ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო ვადა გამოანგარიშებული უნდა იქნეს არა შესაბამის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან, არამედ მისთვის წოდების მინიჭების დღიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით (იხ. თუნდაც საქმე №ბს-49-49 (კ-15)).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი-, რომ 2018 წლის 21 მაისს, მოსარჩელე გი- გო----–---მ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მისთვის, კანონის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშება სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის №----------------- წერილობითი მიმართვით გი- გო----–---ს უარი ეთქვა სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებაზე იმ საფუძვლით, რომ სამხედრო სამსახურში მისი ნამსახურობის საერთო ვადა არ აღემატებოდა 20 წელს, რადგან 1990 წელს მისი საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ჩარიცხვის ბრძანებაში არ იყო აღნიშნული მისთვის წოდების მინიჭების თაობაზე.

 

ამრიგად, მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონის ზემოთ აღნიშნულ ნორმებს.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებული- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი-, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეული- მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზი-ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეული- მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზი-ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი- გო----–--ის სარჩელი საფუძვლი-ნი-, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული საკუთრების უფლების, აგრეთვე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეცი-ლური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოცი-ლური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის და შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის №----------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გი- გო----–--ისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე გი- გო----–--ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი ნამსახურობის წლების გაანგარიშება 20 წელზე მეტი ვადით.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებული- სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებული- სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გი- გო----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 6 ივლისის №----------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გი- გო----–--ისათვის, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ნამსახურობის გაანგარიშების მომზადებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და წესით, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გი- გო----–--ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, განისაზღვრება მისი ნამსახურობა 20 წელზე მეტი პერიოდით.

 

4. მხარეები განთავისუფლებულნი არი-ნ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი. გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით წერეთელი