განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
330100105002438492
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: მ------ ნ-----–-–---–-

ადვოკატი: ზ------ რ-------–---–-

დაზარალებული (სამოქალაქო მოსარჩელე): ა------------

დაზარალებულის (სამოქალაქო მოსარჩელის) ადვოკატი: თ----- ქ-----–---–-

ს/ს საქმე №0-----

 

განსასჯელი (სამოქალაქო მოპასუხე): ზ---- ჯ-------

მამის სახელი: კ----–--

დაბადებული: 1-----------

მოქალაქეობა:საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ს------------ რაიონი, ს--------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 0----------–.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი საბრალდებო დასკვნით: საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლი (ძვ. რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები (ძვ. რედაქცია)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, განსასჯელ ზ---- ჯ-------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლით (ძვ. რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საბრალდებო დასკვნის თანახმად: ზ---- ჯ-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენების გზით სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცება და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა და ტარება.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ზ---- ჯ------- მსახურობდა საქართველოს შსს-ს დაცვის პ---–-–--------------------- „---------------–-----------–- ბ-----“ დაცვის პ---–-–--- განყოფილების პოლიციელად. ზ---- ჯ------- საქართველოს შს მინისტრის 1----–-–------------- N3-- ბრძანების დარღვევით, ყაჩაღობის ჩადენის განზრახვით, არასამსახურებრივ დროს, სათანადო ნებართვის გარეშე, ატარებდა სამსახურებრივ ცეცხლსასროლ იარაღს - ,,მ---------ს“ მოდელის, N---- ,,პ---------- პისტოლეტს და საბრძოლო მასალას - 5 ერთეულ ,,მ---------ს“ მოდელის პისტოლეტის ვაზნას. 1998 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 2000 საათზე, ზ. ჯ------- მივიდა თ---–-----------------–--------–------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ვალუტის გადასაცვლელ N- ჯიხურში, შეაღწია შიგნით და გაიტაცა ვალუტის გადამცვლელ ა------------ს სამუშაო მაგიდის გვერდით მოთავსებული პოლიეთილენის პარკში შენახული, ამ უკანასკნელის კუთვნილი 14000 ლარი, 12230 რუსული რუბლი და 11350 აშშ დოლარი, სულ 22256 აშშ დოლარის ექვივალენტის თანხა. ფულის გატაცების შემდეგ ზ. ჯ------- გაიქცა თბილისის „ბ-------------------–-- ბაქანზე რ--------------------------- მიმართულებით, მას დასაკავებლად დაედევნენ ა. ქ-------- მეუღლე - დ. მ-------–--, მისი მეგობარი ი. ქ----–---–- და „ბ-------------------–-- ტერიტორიაზე მყოფი ს----------------------–-–---------–---- რ--------–----------------–---- პოლიციელები ბ. ფ---------–---–- და ა. ა------–---–-, ასევე დანაშაულის შემსწრე მოქალაქეები. ბაქანზე სირბილისას ზ. ჯ------- შემოტრიალდა და დადევნებული პირების შესაშინებლად, სამსახურებრივი „მ---------ს“ სისტემის პისტოლეტიდან მოახდინა ერთჯერადი უმისამართო გასროლა, რის შემდეგაც გადახტა რ-------------------------- ღობეზე და მიიმალა.

მანვე სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა საბრძოლო მასალა - 2 ცალი ,,მ---------ს“ მოდელის პისტოლეტის ვაზნები, რომლებსაც ასევე უნებართვოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, თ---–--------–---–-------------------ში. ვაზნები ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 1999 წლის 1 სექტემბერს ტ-------------- პ---–-–--- თანამშრომლების მიერ.

 

საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მ------ ნ-----–-–---–-- სრულად დაუჭირა მხარი სახელმწიფო ბრალდებას და ითხოვა განსასჯელ ზ---- ჯ-------- საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ძვ. რედაქცია) დამნაშავედ ცნობა. ასევე, სამოქალაქო მოსარჩეელების სასარგებლოდ ზ---- ჯ--------თვის შესაბამისი თანხის გადახდის დაკისრება.

სასამართლო სხდომაზე განსასჯელი ზ---- ჯ------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი წარდგენილ ბრალდებას არ დაეთანხმნენ და ითხოვეს განსასჯელის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, დაცვის მხარე არ დაეთანხმა სამოქალაქო მოსარჩელეების მოთხოვნას ზ---- ჯ--------ათვის თანხის დაკისრების თაობაზე და ითხოვა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა------------მ და სამოქალაქო მოსარჩელეების ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----- ქ-----–---–-- მხარი დაუჭირეს სამოქალაქო სარჩელს და ითხოვეს მისი სრულად დაკმაყოფილება და სამოქალაქო მოპასუხე ზ---- ჯ--------თვის მოთხოვნილი თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------------მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები არ იცნობდნენ ზ---- ჯ-------ს. 1994 წლიდან მუშაობდა ბ----------------------- სავალუტო ჯიხურში. 1998 წლის 15 ოქტომბერს საღამოს სეიფიდან გამოიღო ფულადი თანხა და ემზადებოდა სახლში წასასვლელად. დ-------მ - მისმა მეუღლემ ჯიხურიდან გასვლისას კარი დატოვა ღია, მალევე ჯიხურში ვიღაცამ შემოირბინა, მას მეუღლე ეგონა, ამიტომ სეიფიდან გამოღებული თანხა პოლიეთილენის პაკეტით დადო მაგიდაზე, თუმცა შემობრუნებისას დაინახა, რომ ჯიხურში მყოფი უცნობი პიროვნება ფულისკენ იყო დახრილი. პიროვნებამ პირველ ჯერზე ფული ვერ აიღო, თუმცა ვერც მოწმემ მოახერხა აღება. საბოლოოდ უცნობმა აიღო პარკი და გარეთ გავარდა. მოწმე გაეკიდა ბ-----------------------კენ. დაინახა, რომ უცნობმა ფული მარცხენა ხელიდან მარჯვენა უბეში ჩაიდო. მოწმის ძახილზე თავდამსხმელს მისი მეუღლე დ-------ც დაედევნა. მოწმე მივიდა სალაროს მორიგესთან და უთხრა, რომ ფული წაართვეს. ატყდა ხმაური და დაახლოებით 50 ადამიანი გაეკიდა პიროვნებას, რომელიც სალაროებიდან ავიდა კიბეზე, დ------ს მეორე თუ მესამე საფეხურზე ფეხი დაუცდა და ფული, რომელიც ჯიბეში ედო დაუცვივდა. ამ დროისთვის პიროვნება უკვე ბოლო საფეხურზე იყო. მოწმემ განმარტა, რომ მან უცნობს დაუნახა ასევე იარაღიც, რომელიც ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა, შემდეგ ბაქნის შუა ადგილთან გასროლის ხმა გაიგო, რა დროსაც მეუღლეს თხოვა გაჩერებულიყო, რადგან შეეშინდა, არ მოეკლათ. საბოლოოდ უცნობი ლიანდაგების მხარეს გადახტა, მათი მეგობარი ი-–--, რომელიც დ-------ს უკან მირბოდა, ასევე გადახტა, თუმცა მოწმე და დ------- უკან დაბრუნდნენ, რადგან 1996 წელს მათი დაყაჩაღების შემდეგ შეშინებულები იყვნენ. დ-------მ აჩვენა ადგილი, სადაც უცნობმა გაისროლა, გადაწყვიტეს მასრა მოეძებნათ და მართლაც ლამპიონის შუქზე დ-------მ იპოვა მასრა, რის შემდეგაც მოწმეს უთხრა, არავისთვის ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დახოცავდნენ. მასრის შესახებ უთხრეს ი-–-- ქ----–---–ს. შიშის გამო, მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა დაახლოებით 1 თვის შემდეგ. მოწმემ განმარტა, რომ მას სეიფში შენახული ქონდა მამამთილის მიერ მიცემული თანხა, ასევე პირადი თანხა - 3000 ლარი. ის და მისი მეუღლე ფულს ითვლიდნენ ჯიხურში, რაც კარგად ჩანდა ჯიხურის ფანჯრიდან. იხსენებს, რომ მომხდარ ფაქტამდე 2-3 დღით ადრე ორი ბიჭი იდგა კიბეზე და იყურებოდა მისი ჯიხურის მხარეს, თუმცა მაშინ ყურადღება არ მიაქცია. 5-6 თვის შემდეგ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც წარუდგინეს 3 მოქალაქე, ამოცნობისას განმარტა, რომ არც ერთ მათგანს არ იცნობდა და არ შეეძლო ამოცნობა. მანვე უთხრა, რომ ამოცნობას შეძლებდა ზურგით და გამომძიებელს თხოვა მათი შებრუნება, რის შემდეგაც მან ამოიცნო ზ---- ჯ-------, ამოიცნო მოხრილი მხრებით, რადგან მას უკნიდან მისდევდა და დაიმახსოვრა მისი ტანი. მანვე მონაწილეობა მიიღო ქურთუკის ამოცნობაში და 3 ქურთუკიდან, ერთ-ერთი საყელოზე ჩამოძენძილი ქურთუკი ამოიცნო, თეთრ-ლურჯ ფერებში და განმარტა, რომ როდესაც გარბოდა დამყაჩაღებელი, საყელოზე ჰქონდა ჩამოძენძილი ძაფები. შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ მის მიერ ამოცნობილი ქურთუკი ეცვა პირს, რომელმაც დააყაჩაღა. მისგან წაიღეს 22256 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------ მ-------–--მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 1998 წელს მეუღლესთან ერთად მუშაობდა თ---–---------------------------- ბ----------------------- წინა მხარეს N- სავალუტო ჯიხურში. დანაშულის დღეს ჯიხურში ქონდა 11350 აშშ დოლარი, 12350 რუსული რუბლი, 11000 ლარი და 3000 ლარი ცალკე. დაახლოებით 1800 საათზე, როდესაც აპირებდნენ სახლში წასვლას, მოწმე გავიდა ა---------– ე-----------თან იმ დღეს ნასესხები 2000 ლარის გამოსართმევად. ფულის დათვლისას გაიგონა ა---- ხმა: ,,დ-------, ყველაფერი წაიღეს“, იმავდროულად დაინახა, რომ უცნობი პიროვნება შედიოდა ბ----------------------- სალაროების კარებთან დარბაზში, შესაბამისად დაედევნა, მათ შორის მანძილი დაახლოებით 3-7 მეტრი იქნებოდა, თუმცა მან კიბეზე მე-3-4 საფეხურზე წაიბორძიკა, ე---------ის მიერ მიცემული ფული, რომელიც ხელში ეკავა დაუვარდა (ან დაყარა, ვერ იხსენებს), შესაბამისად რაღაც დროით შეყოვნდა, თუმცა გააგრძელა დევნა, გამტაცებელი გვერდულად შემობრუნდა, გაისმა გასროლის ხმა. წუთიერად შეჩერდა, რადგან შეეშინდა, შემდეგ ისევ განაგრძო სირბილი, თუმცა გამტაცებელი გადახტა საავადმყოფოსა და გ------ ქუჩის მიმართულებით ღობეზე. მოწმემ განმარტა, რომ მასთან ერთად მირბოდა ა------------, ი-–-- ქ----–---–-, მორიგე გ----–- თ--–--. ი-–-- ქ----–---–- ასევე გადახტა ღობეზე, თავად კი ა----თან ერთად გამობრუნდა. გასროლის ადგილას იპოვა გამტაცებლის მიერ იარაღიდან გასროლის შედეგად დარჩენილი მასრა, ა-----ააფრთხილა, არავისთვის ეთქვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოეკლათ. ჯიხურთან დაბრუნებულებს ხალხი, მათ შორის პ---–-–--- თანამშრომლები ეკითხებოდნენ მომხდარის შესახებ. თავდაპირველად მათ არ სურდათ პოლიციაში გაცხადება, რადგან 1996 წელს უკვე იყვნენ დაყაჩაღებულები და ქონდათ შიში. ამასთან, ეუბნებოდნენ, რომ დამნაშავე სავარაუდოდ პოლიციელი იქნებოდა და აზრი არ ქონდა, თუმცა იმის გამო, რომ ქონდა მასრა, გადაწყვიტეს მიემართათ პ---–-–---ათვის. მოწმემ განმარტა, რომ მასრის შესახებ იმ დღეს არავის უთხრა, მხოლოდ მე-3-4 დღეს გაიგეს ი-–-- ქ----–---–მა და ა---------– ე---------ემ. მოწმემ განმარტა, რომ მათგან წაიღეს 22 550 დოლარის ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- მ-------–--მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ დაზარალებული ა------------ არის მისი რძალი. მან შვილს და რძალს მისცა 11 000 ლარი და 11 350 აშშ დოლარი, თუმცა ისინი დააყაჩაღეს, აღნიშნული თანხა მას გამომუშავებული ქონდა ,,ე---------–-“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ბ------–---- დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ განსასჯელი ზ---- ჯ------- იყო მისი თანამშრომელი. იარაღები ეკუთვნოდა ბანკს და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით სამუშაო საათების შემდეგ ინახებოდა ბანკში. 1998 წლის აგვისტოდან, იმავე წლის 13 ნოემბრამდე 2 ცალი ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტი ,,პ- 1---“ და ,,კ-------“ განეკუთვნებოდა ,,გ----.“ კუთვნილებას და მიმაგრებული ქონდათ პოლიციელებს. შექმნილი იყო სპეციალური მიღება-ჩაბარების ჟურნალი, რომელსაც აწარმოებდა პასუხისმგებელი პირი. 1998 წლის 13 ნოემბერს შს დ------------------ მომართვით ამოღებული იქნა ,,გ-----ის“ ის------------------–---–-------------–------- ,,მ---------ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი - პ- N---- შსს მ-----------------–---- უფროსის მ--------–-- ძ----------–---–-- მიერ. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული იარაღები 1998 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მიმაგრებული ქონდა პოლიციელებს - ზ. ჯ-------ს და ზ. ი----–---–ს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ს-------მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 1998 წელს მუშაობდა ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ დაცვის პ---–-–--- განყოფილების ოცმეთაურის პოზიციაზე. 1998 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ,,გ-----ის“ ი-------- განყოფილებაში მიმაგრებულები იყვნენ დაცვის პოლიციელები ზ. ჯ------- და დ. დ--------–---, ოქტომბერში ეს უკანასკნელი იყო შვებულებაში და მას ცვლიდა ზ. ი----–---–ი. პოლიციელები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 1000-1700 საათების შუალედში იღებდნენ ,,მ---------ს“ სისტემის ,,გ-----ის“ 8-- განყოფილების დაცვის პოლიციელებზე მიმაგრებულ 2 ცალ ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტს: კ-------- და პ- N----. 1998 წელს 15 ოქტომბერს ზ. ი----–---–ი გაეთავისუფლა სამსახურიდან და წავიდა. თანამშრომლებს იარაღის შენობიდან გატანის უფლება არ ქონდათ. 1998 წლის ნოემბერში განყოფილების უფროსის გ------- ბ------–--ს მითითებით დ-------- პ---–-–--- თანამშრომელ ძ----------–---–ს გაყვა ი---–- მდებარე ბ----- ფი-–--ლში და წარუდგინა N---- პისტოლეტი, რომელიც ჟურნალის მიხედვით უნდა ჰქონოდა და ქონდა პოლიციელ დ--------–---ს. იარაღის ამოღების შესახებ სად და რა დოკუმენტი შედგა მისთვის უცნობია და მას რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-------–- ე----------–------მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 1996 წლიდან მუშაობდა ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ ი---- ფ--–---–-- პ------–------------–--------–---–----------------------–-------------- პ----- ლ-----------სთან და სალაროს გამგე ნ---------------სთან ერთად კეტავდა ბ----- საცავს. დამოუკიდებლად საცავის გახსნა არცერთ მათგანს არ შეეძლო, რადგან თითოეული მათგანი ინახავდა თითო გასაღებს. ცალკეულ შემთხვევაში, როცა ქალაქში არ იმყოფებოდა, გასაღებს უტოვებდა ნ---------------ს. დაცვის პოლიციელები იყვნენ დ----- დ--------–--- და ზ---- ჯ-------, მათ ერიცხებოდათ 2 ცალი პისტოლეტი, რომელსაც დღის ბოლოს 1700 საათზე აბარებდნენ და ინახავდნენ საცავში, რაც ფიქსირდებოდა იარაღის აღრიცხვის ჟურნალში. მოწმე 15 ოქტომბერს წავიდა ადრე, მეორე დღეს ნ---------------სთან არ გადაუმოწმებია, ჩაიბარა თუ არა იარაღები. 1998 წლის 15 ოქტომბერს ჟურნალში მისი გვარის გასწვრივ გაკეთებული ჩანაწერი - პისტოლეტის გაცემაზე ეკუთვნის მას, ხოლო იმავე დღეს პისტოლეტის მიღებაზე მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, თუმცა 1998 წლის 16 ოქტომბერს იარაღის გაცემაზე კვლავ მისი ხელმოწერაა. მოწმე განმარტა, რომ ხშირად იყო შემთხვევა, როცა პოლიციელები თხოვდნენ ხელის მოწერას იარაღის გაცემაზე, მაშინ როცა იარაღი მასთან არ იმყოფებოდა, რასთან დაკავშირებითაც ეუბნებოდნენ, რომ დაცვის სამსახურის უფროსი უმოწმებდა ჟურნალს და ის შევსებული უნდა ყოფილიყო, ასეთი შემთხვევები იყო მხოლოდ იარაღის გაცემის დროს. შესაბამისად, 1998 წლის 16 ოქტომბერს შესაძლებელია ხელი მოაწერა იარაღის გაცემაზე ისე, რომ პოლიციელებისათვის იარაღები არ მიუცია, რადგან წინა დღეს მასთან არ იმყოფებოდა - ანუ მას არ ჩაუბარებია.

1998 წლის 15 ოქტომბერს დილით პოლიციელ ჯ-------ს მისივე თხოვნით ბ----- სეიფიდან გადასცა 2 პისტოლეტი, ამ უკანასკნელმა ორივე იარაღის მიღებაზე მოუწერა ხელი, რაც თავადაც დაადასტურა ხელმოწერით. იმის გამო, რომ სამსახურიდან უნდა გასულიყო ადრე, მოწმემ 1400-1500 საათზე ზ---- ჯ-------ს თხოვა პისტოლეტების ჩაბარება, თუმცა ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ჩააბარებდა ბ----- საცავს სამუშაოს დამთავრებისას. მე-2 დღეს 1000 საათზე ზ---- ჯ-------მ მიუტანა იარაღის აღრიცხვის ჟურნალი და უთხრა ხელი მოეწერა იარაღის გაცემაზე, მას არ უნდოდა ხელის მოწერა, მაგრამ ზ---- ჯ-------მ უთხრა, რომ მისი გვარი მიუთითა უკვე, თუმცა იარაღები აიღო ნ---------------საგან. აღნიშნულის შემდეგ 1998 წლის 16 ოქტომბერს ხელი მოუწერა იარაღის გაცემის ჟურნალში ორივე იარაღის გაცემაზე. როგორც მოგვიანებით ნ---------------სგან მისთვის ცნობილი გახდა, 1998 წლის 15 ოქტომბერს იარაღის ჩაბარების შესახებ ხელის მოწერა მოსთხოვა ზ---- ჯ-------მ, რომელმაც უთხრა, რომ იარაღები ჩააბარა ლ-------–- ე----------–------ს, რაზეც ენდო. მოწმემ დაადასტურა, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს 2 პისტოლეტი მისცა ზ. ჯ-------ს, იმავე დღეს არცერთი იარაღი არ მიუღია უკან, ამასთან 16 ოქტომბერს იარაღები არავისთვის გადაუცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ი----–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 1998 წლის 2 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით მუშაობდა ,,გ--------------–----------–-------“ ი---- რაიონის ფ--–---–-- პირველ განყოფილებაში ზ---- ჯ-------სთან ერთად. სამსახურში მისვლისას ზ---- ჯ-------მ გადასცა ,,მ---------ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი - ,,პ- N----“, ხოლო თვითონ ქონდა ,,მ---------ს“ სისტემის - ,,კ--------“. როგორც წესი იარაღს იღებდა ბ----- მოლარისაგან, თუმცა როცა აგვიანებდა სამსახურში, იარაღს აძლევდა ზ---- ჯ-------, დღის ბოლოს იარაღს აბარებდა მოლარე - ლ-------–- ე-------ს, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ზ---- ჯ-------ს უთქვამს, რომ იარაღებს თავად ჩააბარებდა და შესაბამისად, მას აძლევდა. 1998 წლის 15 ოქტომბერს იარაღის აღრიცხვის ჟურნალში გატარებულ ჩანაწერში მისი გვარის გასწვრივ შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, არც იარაღის მიღებაზე და არც იარაღის ჩაბარებაზე, რადგან 15 ოქტომბერს სამსახურში საერთოდ არ ყოფილა. ამასთან, ჟურნალს ავსებდა ზ---- ჯ-------.

 

მოწმე დ----- დ--------–--ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, 1998 წლის დასაწყისიდან მუშაობდა ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ ი---- განყოფილების ფ--–---–-- N- განყოფილებაში. იმავე განყოფილებაში მუშაობდა ზ---- ჯ-------. 1998 წლის 17 აგვისტოს დაცვის უფროსმა გ-- ბ------–---- გადასცა ,,მ---------ს“ მოდელის პისტოლეტი, რომელიც მიემაგრა ბ----- მათ ფი-–--ლს, მიღებაზე კი დ----- დ--------–---მ მოაწერა ხელი. აღნიშნული პისტოლეტი პოლიციელმა ზ---- ჯ-------მ ჩაწერა ბ----- იარაღის აღრიცხვის ჟურნალში და მე-2 იარაღთან ერთად ჩააბარეს ნ---------------ს. გ-- ბ------–--ას მითითებით სამუშაოს დასრულებისას იარაღებს აბარებდნენ ნ---------------ეს და ლ-------–- ე-------ს, მეორე დილით კი ისევ მათგან იღებდნენ და შესაბამისად, აფიქსირებდნენ ჟურნალში, კერძოდ ყოველი სამუშაო დღის 1000 საათზე ნ---------------სგან ან ლ-------–- ე-------საგან შესაბამისი აღნიშვნით იღებდნენ იარაღს და 1700 საათზე ასევე ხელმოწერით აბარებდნენ. 1998 წლის ნოემბერში ბანკში მივიდნენ დ-------- პ---–-–--- თანამშრომლები და თხოვეს მისი ,,მ---------ს“ სისტემის იარაღის წაღება. პ----- ლ-----------მ მოაწერა იარაღის ამოღების შესახებ ოქმს ხელი (მოწმემ შემდეგ დაკითხვაში დააზუსტა, რომ მას არ შეუძლია დააზუსტოს სად და ვის მიერ შედგა ოქმი, შესაძლებელია წინა ჩვენებაში უჩვენა, რომ ოქმი შედგა ბანკში, თუმცა ამის დადასტურება ამჯერად არ შეუძლია), თუმცა პ---–-–--- თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს N---- პისტოლეტი. დ-------- პოლიციაში წაიყვანეს დ----- დ--------–---, ზ---- ჯ------- და პ----- ლ-----------, იმავე საღამოს მიიყვანეს პოლიციელი ი----–---–ი. გამოკითხვის შემდეგ გაუშვეს, თუმცა რამდენიმე დღეში ბანკში მივიდნენ ტ-------------- პროკურატურის წარომადგენლები და ამოიღეს იარაღის აღრიცხვის ჟურნალი და დ----- დ--------–---, პ----- ლ-----------, ლ-------–- ე------- და ნ--------------- წაიყვანეს რ--------- პროკურატურაში, სადაც ასევე მიიყვანეს ი----–---–ი. პროკურატურაში გაიგეს, რომ რ--------- სადგურში მოხდა ყაჩაღობა. ჟურნალს ავსებდა ზ---- ჯ-------. ამასთან, არ ყოფილა შემთხვევა, იარაღი სამუშაოს შემდეგ თან წაეღოს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ------- ფ---------–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 1996 წლიდან მუშაობდა თბილისის ს----------------------–-–--- ადმინისტრაციულ პოლიციაში, მის მოვალეობაში შედიოდა ბ------------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. 1998 წლის 15 ოქტომბერს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ბ------------------–-- ტერიტორიაზე, დაახლოებით 1900-2000 საათზე თანამშრომელ ა---------– ა------–---–თან ერთად მეორე ბაქანზე ყოფნისას ვალუტის ჯიხურების მხრიდან გაიგონა ხმაური, ჯიხურებამდე მისვლამდე შეხვდნენ მოქალაქეები, რომლებმაც უთხრეს, რომ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურიდან გაიტაცეს თანხა და გაიქცნენ რ-------------------------- მიმართულებით. ბ------- ფ---------–---–- და ა---------– ა------–---–- გაიქცნენ მითითებული მიმართულებით, გაისმა გასროლის ხმა. მოწმე განმარტავს, რომ ეს იყო ,,მ---------ს“ სისტემის იარაღიდან განხორციელებული გასროლის ხმა. 20 წუთის ძებნის შემდეგ დაბრუნდნენ უკან, რადგან უიარაღოდ შეეშინდათ სიბნელეში დადევნება. მომხდარის შესახებ არ აცნობეს ხელმძღვანელობას, რადგან დაზარალებულს არ მიუმართავს, ხოლო ყაჩაღობის შესახებ პ---–-–--- უფროს კ-----–---ს მოახსენა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა განცხადება შეიტანა პოლიციაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ძ---–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ლ---- ჯ------–---სთან ერთად დაესწრო ზ---- ჯ-------- სახლის ჩხრეკას, თუმცა ,,ლოჯის“ ჩხრეკისას გავიდა ოთახიდან, რადგან საგამოძიებო მოქმედება დასრულებული ეგონა, შესაბამისად უშუალოდ ტყვიის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს, ტყვია დაინახა თანამშრომლების ხელში. როგორც ლ----სგან იცის, ამოიღეს კომოდის უჯრიდან. მოწმეს ახსოვს ტყვიები და ჯინსის ქურთუკის სახელო, ყუთს ვერ იხსენებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ჯ-----–---მ განმარტა, რომ წინა წლებში მომხდარი ამბავი ცუდად ახსოვს, რადგან დაავადებულია ინსულტით. არ ახსოვს სად ჩატარდა ჩხრეკა, მასთან ერთად ესწრებოდა თუ არა მეორე პირი, არ ახსოვს ამოიღეს თუ არა რაიმე, არ დაუნახავს პ---–-–--- თანამშრომლების მიერ ტყვიების ყუთიდან ამოღება. მოწმემ ვერ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- დ---–---მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 1999 წლის მარტში იმყოფებოდა რ--------- ს---------- ტერიტორიაზე, რა დროსაც პ---–-–--- თანამშრომელმა სთხოვა, დასწრებოდა პიროვნების ამოცნობას. წარმოდგენილი იყო სამი მსგავსი მამაკაცი, გამომძიებლის წინადადებით ამოსაცნობმა პირებმა თავის სურვილით ამოირჩიეს ადგილები. ამომცნობმა ქალმა დაათვალიერა ამოსაცნობი პირები და ერთ-ერთ პირზე თქვა: ,,ეს პიროვნება გავს ჩემს დამყაჩაღებელს ბეჭებითა და ხელებით“, ერთ-ერთზე ასევე თქვა: ,,თავით ამასაც გავს“. ამოსაცნობი პირების მობრუნება ითხოვა ამომცნობმა ქალმა, რადგან სახით ვერ ამოიცნო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- ზ----–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ადასტურებს მის მიერ 1999 წლის 29 ოქტომბერს გაცემულ დასკვნას, რომლის თანახმადაც: გამოკვლევაზე წარმოდგენილი ჯინსის ქურთუკი და ჯინსის მარჯვენა სახელო შესაძლებელია ადრე (განცალკევებამდე) შეადგენდნენ 1 მთლიან ნაწილის. ბრალდებულ ზ. ჯ-------- ბინიდან ამოღებული ცისფერი, ჯინსის ქსოვილის სახელო (მორღვეული) და კ. ჯ-------- მშობლების ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის სახელოები მორღვეული ქურთუკი, ორივე არის ერთიდაიგივე ფერის, ბამბის ბოჭკოს ჯინსის ქსოვილის, შეკერილი ერთიდაიგივე ძაფებით. მოწმემ განმარტა, რომ მის წინაშე არ იქნა დასმული ქურთუკის საყელოსთან დაკავშირებით კითხვები, შესაბამისად, მან არ გაამახვილა ყურადღება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ ქ------–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 1998 წელს მუშაობდა დ------------------ პროკურატურაში სტაჟიორ-გამომძიებლად. 13 ნოემბერს ხულიგნობის ფაქტზე წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით მიიტანეს სს მასალები, თუმცა მასალებს არ ახლდა ნივთმტკიცება - ,,პ-“ N---- ,,მ---------ს“ სისტემის იარაღი, რასთან დაკავშირებითაც გააკეთა შესაბამისი მინაწერი. როგორც უთხრეს, ორშაბათს მიუტანეს ნივთმტკიცება - დალუქული ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტი. მოწმემ განმარტა, რომ რადგან იარაღი 1998 წლის 13 ნოემბერს გვიან ღამით იქნა ამოღებული, მას გადაეცა 1998 წლის 16 ნოემბერს, რადგან 14-15 ნოემბერი იყო შაბათ-კვირა. 1998 წლის 3 დეკემბერს კი გადააგზავნა ექსპერტიზაზე, საიდანაც მიიღო დასკვნა და იარაღი დალუქული სახით, 1999 წლის 12 ივლისს კი გადაგზავნა ს------------------საგამოძიებო სამმართველოში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---------- ა--------მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 1999 წლის მარტში გამომძიებელ გ---- გ--------ის თხოვნით, სამუშაო ოთახში აიყვანა დაზარალებული ზა------------, ოთახში იმყოფებოდა რამდენიმე მისთვის უცნობი პიროვნება. მოწმემ განმარტა, რომ მას და მ----------–---ს ამოცნობაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

სასამართლო სხდომაზე განსასჯელმა ზ---- ჯ-------მ თავი არ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს იარაღის მიღება-ჩაბარების ჟურნალში ზ----- ი----–---–ის ნაცვლად მოაწერა ხელი, რადგან არ იყო ინფორმირებული, თუ ეს უკანასკნელი არ მივიდოდა სამსახურში. იარაღი ინახებოდა ლ-------–- ე-------ს სეიფში, როდესაც ბრალდებული და დ----- დ--------–--- მუშაობდნენ, ეს უკანასკნელი მიდიოდა დილის განაწესზე, თავად კი ვინაიდან ბანკთან ახლოს ცხოვრობდა, ესწრებოდა ბ----- გახსნას. საცავიდან ნ---------------ს გამოქონდა იარაღები და უდებდა მაგიდაზე, იყო ისეთი შემთხვევები, რომ დ----- დ--------–---ს ახვედრებდა იარაღს, თუმცა შემდეგ ბ----- მმართველის პ----- ლ-----------ს უშუალო მითითებით, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე იარაღი ზ---- ჯ-------- სატარებელი იყო, მისი თხოვნით ორივე იარაღი ინახებოდა ერთ მოლარესთან ცეცხლგამძლე სეიფში. შედეგად თუ მეორე პოლიციელი არ გამოცხადდებოდა სამსახურში, მისი კუთვნილი იარაღი ინახებოდა სეიფში მოლარესთან, ზ---- ჯ-------ს გაქონდა მხოლოდ მასზე განპიროვნებული იარაღი. 15 ოქტომბერს არ ჩააბარა ლ-------–- ე-------ს იარაღი იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ადრე მიდიოდა. შესაბამისად 15 ოქტომბერს იარაღი ჩააბარა ნ---------------ს, ასევე 16 ოქტომბერს იარაღი N0--- მისცა ნ---------------მ, ხოლო N---- იარაღი იყო ლ-------–- ე-------სთან სეიფში, თუმცა ორივე გრაფაზე ნ--------------- ერთიან ხელმოწერას აკეთებდა. მოწმემ განმარტა, რომ ის და ლ-------–- ე------- იმყოფებოდნენ ბანკში, ნ---------------ს ქონდა იარაღი, ზ. ი----–---–ს ლ-------–- ე-------მ გადასცა, ზ---- ჯ-------ს კი ნ---------------მ, რომელიც მან გადასვა ლ-------–- ე-------ს, ამ უკანასკნელმა კი ორივეზე ერთდროულად მოაწერა ხელი. ამასთან, მოწმეები ნ--- ჩ-------- და ლ-------–- ე------- ცრუობენ, რადგან მას ორივე პოლიციელის ნაცვლად არ აუღია იარაღი. ჩ--------ს ჩვენება, რომ მას ჯ--------გან არ ჩაუბარებია არცერთი იარაღი, განპირობებულია პროკურატურის მხრიდან მუქარით, რადგან პირველ ჩვენებაში ე-------საც და ჩ--------საც მიცემული აქვთ საპირისპირო ჩვენებები. ლ-------–- ე-------ს გვარი მითითებული ქონდა ი----–---–ის იარაღზე, როდესაც იარაღი გადასცა ლ-------–- ე-------მ, ზ---- ჯ-------მ თავის მხრივ გადასცა ი----–---–ს, ე-------მ კი ორივე იარაღზე ერთდროულად გააკეთა ხელმოწერა. სამსახურში ყოველთვის ფორმით დადიოდა, შესაბამისად 14 ოქტომბერს იმყოფებოდა ფორმით, საღამოს კი მცხეთობას აღნიშნავდა მაღაზია ,,შ---–-–-“, სადაც დალია მაღაზიის თანამშრომელ ვ------სთან ერთად. 1998 წლის დეკემბერში დაკითხვისას და 1999 წლის 9 მარტს ამოცნობისას, ჯინსის ქურთუკი არ ფიქსირდება, აღნიშნული გამოჩნდა, მხოლოდ 1999 წლის სექტემბერში სახლის ჩხრეკისას ჯინსის ძველი ქურთუკის ამოღების შემდეგ. რაც შეეხება სახლში აღმოჩენილ ტყვიებს, განსასჯელმა განმარტა, რომ მას არც შეუძენია და არც შეუნახავს აღნიშნული ტყვიები, ისინი მას არ ეკუთვნის. ყოფილი მეზობლები ლ---- ჯ------–--- და ნ--- ძ---–---–ი უშუალოდ არ შესწრებიან ტყვიების ამოღებას, მათ განმარტეს, რომ მათი მისვლისას ტყვიები უკვე ამოღებული იყო.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა მოწმეების: ნ---------------ს, ა---------– ე---------ის, ა---------– ა------–---–-ს, ლ---–- კ------–---ს, თ---------- კ-----–--ის, ე-–------- ჩ------ის, ფ--–--- ძ----------–---–-ს, პ----- ლ-----------ს, ი-–-- ქ----–---–-ს, ი--- მ--------ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები.

 

მოწმე ა---------– ე---------ის მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად: 1998 წლის 15 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში - ბ------------------–-- შესასვლელის მარჯვენა მხარეს მდებარე ვალუტის გადამცვლელ N3 ჯიხურში. დაახლოებით 2000 საათზე მეზობელი ჯიხურიდან მასთან მივიდა დ------ მ-------–--, რომლისთვისაც იმავე დღეს გამორთმეული ქონდა 2000 ლარი და უკან უბრუნებდა. ჯიხურში ასევე იმყოფებოდა ა---------– ე---------ის ნაცნობი ი-–-- ქ----–---–-. დ------ მ-------–--ს მიერ ფულის თვლისას მათ გაიგეს შეძახილები: ,,დ-------“, პაუზის შემდეგ: ,,დ------- წაიღეს ყველაფერი“. გარეთ გასვლისას დაინახეს, რომ ა------------ მირბოდა ბ------------------–-- შესასვლელი კარებისაკენ. დ------- და ი-–-- დაედევნნენ მას, თავად ა---------– ე---------ე კი დარჩა ჯიხურთან, რადგან ორივე ჯიხური არ დარჩენილიყო მეთვალყურეობის გარეშე. მალევე ნაცნობ ი-----–-- თხოვა ყურადღება მიექცია ჯიხურებისთვის, თავად კი რადგან დადევნებას აზრი აღარ ქონდა ავტომანქანით წავიდა თ-----------------–-- ქუჩაზე, რ--------------------------კენ. თავდაპირველად მისი ყურადღება მიიქცია სამმა ახალგაზრდამ, თუმცა ეჭვი მალევე გაუქრა და დაახლოებით 2 წუთის შედეგ დაბრუნდა უკან. ჯიხურთან ი-–--სგან, დ-------სგან და ა------- გაიგო, რომ გამტაცებელმა პირველ ბაქანზე სირბილისას ისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და გადახტა რ-------------------------- ეზოში. მეორე დღეს დ------- მ-------–--საგან შეიტყო, რომ შემთხვევის ადგილიდან მან ამოიღო მასრა.

 

მოწმე ი-–-- ქ----–---–-ს მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად: 1998 წლის 15 ოქტომბერს იმყოფებოდა ბ------------------–-- ტერიტორიაზე მდებარე N3 სავალუტო ჯიხურში ვალუტის გადამცვლელ ნაცნობ ა---------– ე-----------თან. დაახლოებით 2000 საათზე ჯიხურში მისული იყო გვერდზე ჯიხურის გადამცვლელი დ------- და ეს უკანასკნელი ა-----სთან ერთად დაიწყო ფულის ანგარიშის გასწორება. მათ გაიგეს ქალის ხმა: ,,დ-------“, ,,დ------- ფული წამართვეს“, შესაბამისად, გავიდნენ გარეთ და დაედევნნენ ფულის გამტაცებელს, რომელიც უკვე შესული იყო ს---------- მოსაცდელ დარბაზში, არბოდა კიბეზე და მიდიოდა ბაქნისკენ. მისგან დაახლოებით 25-30 მეტრით იყვნენ დაშორებულები. ი-–-- ქ----–---–- და დ------- გაედევდნენ, დაახლოებით 40-50 მეტრში დაინახა, რომ გამტაცებელს ხელში ეჭირა პოლიეთილენის პაკეტი და მირბოდა პირველ ბაქანზე, შუა ნაწილზე ყოფნისას, როცა დაახლოებით 50-60 მეტრით იყვნენ დაშორებულები, გამტაცებელი ნახევრად შებრუნდა უკან და ისე, რომ არ გაჩერებულა გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, აღნიშნულის გამო მათ სირბილი შეანელეს, გამტაცებელი კი გადახტა ბაქნის ბოლოში კედელზე რ-------------------------- მხარეს. დ-------მ ვეღარ გაბედა სიბნელეში დადევნება, ი-–-- აძალებდა დადევნებას, თუმცა მივიდა დ-------ს მეუღლე ა-------–--- მათ უთხრა, რომ შეეცდებოდა დაეჭირა გამტაცებელი და გადახტა კედელზე, თუმცა დამნაშავე ვერ იპოვა. მეორე დღეს გაიგო, რომ დ-------მ შემთხვევის ადგილას ამოიღო მასრა.

 

მოწმე ნ---------------ს მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად: მუშაობდა ,,გ--------------–-----------–------ს“ ი-------------–---––- სპეციალისტის თანამდებობაზე და მის მოვალეობაში სხვა ფუნქციებთან ერთად შედიოდა იარაღის მიღება-ჩაბარების პროცესი. განყოფილებას ემსახურებოდნენ დაცვის პ---–-–--- თანამშრომლები: დ----- დ--------–--- და ზ---- ჯ-------. ერთ-ერთის არყოფნის შემთხვევაში მათ ცვლიდა ზ----- ი----–---–ი და ხ---------. დაცვის პოლიციას ერიცხებოდა 2 პისტოლეტი: კ------- და პ- 1---, ეს უკანასკნელი მიიღეს 17 აგვისტოს, მანამდე განყოფილებაში იყო მხოლოდ 1 პისტოლეტი. დაცვის თანამშრომლების მიერ იარაღის აღება და დაბრუნება აღირიცხებოდა შესაბამის ჟურნალში, შესაბამისად 1000 და 1700 საათებზე. პოლიციელი პისტოლეტს იღებდა იმ პირისგან, რომელსაც ჩააბარა წინა დღის 1700 საათზე, რასაც ორივე მხარე ადასტურებდა შესაბამისი ხელმოწერით. მოწმემ განმარტა, რომ მას ჟურნალში ხელი არ მოუწერია ისე, რომ პოლიციელს შესაბამისი იარაღი არ ჩაებარებინოს, ყველა შემთხვევაში პოლიციელები პისტოლეტს უბრუნებდნენ. 1998 წლის 28 სექტემბრიდან 1982 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში იარაღის მიღება-ჩაბარებას ახდენდა ლ-------–- ე-------, რომელსაც პირად სარგებლობაში ქონდა ცეცხლგამძლე სეიფი, განყოფილების უფროსის სიტყვიერი მითითებით, რადგან პოლიციელებს იარაღები უნდა ქონოდათ 1700 საათამდე, საცავი კი ილუქებოდა საბანკო ოპერაციების დასრულებისას 1500 საათზე. ამ პერიოდში 1982 წლის 11 ნოემბრამდე ნ---------------ს იარაღთან არანაირი შეხება არ ქონდა, შემდეგ კი გადაწყდა, რომ საცავის დალუქვა დამთხვეოდა იარაღის ჩაბარების დროს. შესაბამისად, იარაღის მიღება-ჩაბარების პასუხისმგებლობა ისევ მას დაეკისრა. 1998 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 1630 საათზე მასთან მივიდა ზ---- ჯ------- იარაღის აღრიცხვის ჟურნალით და თხოვა ხელის მოწერა იარაღის ჩაბარებაზე, მის პასუხზე, რომ ის იარაღებს აღარ იბარებდა და ხელი რატომ უნდა მოეწერა, უთხრა, რომ იარაღები ჩაიბარა ლ-------–- ე-------მ, ადრე წავიდა და ხელის მოწერა დაავიწყდა, შემოწმების შემთხვევაში კი მას დასჯიდნენ. შესაბამისად, მან მოაწერა ხელი, ისე, რომ არცერთი იარაღი არ ჩაუბარებია. ასევე 16 ოქტომბერს მას ზ---- ჯ--------ათვის არც ერთი აღნიშნული იარაღი არ გადაუცია, რადგან მისგან 15 ოქტომბერს არ ჩაუბარებია. ზ---- ჯ------- დადიოდა პ---–-–--- ფორმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული არ ახსოვს.

 

მოწმე პ----- ლ-----------ს მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: 1995 წლიდან იყო ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ ი---- პ------–------------–---------------- ბანკს ემსახურებოდა დაცვის პ---–-–--- თანამშრომლები, რომლებიც ხმარობდნენ ,,მ---------ს“ სისტემის 2 ცალ პისტოლეტს, რომელთაგან ერთ-ერთი დაცვის პოლიციამ მიიღო 1998 წლის 17 აგვისტოს, მანამდე შესაბამისად სარგებლობდნენ მხოლოდ 1 ცალი ,,მ---------ს“ სისტემის იარაღით. ძირთადად ემსახურებოდნენ ზ---- ჯ------- და დ----- დ--------–---, ამ უკანასკნელის ნაცვლად მცირე პერიოდით მოვალეობას ასრულებდა ზ----- ი----–---–ი. უმეტეს შემთხვევაში იარაღის მიღება-გაცემას აწარმოებდა ნ---------------, ცალკეულ შემთხვევებში ლ-------–- ე-------. იარაღს იღებდნენ 1000-1700 საათების შუალედში, დარჩენილ დროს ინახებოდა ბ----- საცავში. მისთვის არ არის ცნობილი ისეთი ფაქტი, რომ დღის ბოლოს დაცვის თანამშრომლებს არ ჩაებარებინოთ იარაღი. ჟურნალს ავსებენ პოლიციელები. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია, რატომ ახდენდა იარაღის მიღება-ჩაბარებას 1998 წლის 28 სექტემბრიდან 11 ნოემბრამდე ლ-------–- ე-------, მისთვის მითითება მას არ მიუცია. (მომდევნო ჩვენებაში კი ადასტურებს, რომ 1998 წლის 28 სექტემბრიდან 11 ნოემბრამდე იარაღის მიღება-ჩაბარებას ახდენდა ლ-------–- ე------- მისი სიტყვიერი მითითებით, რადგან ნ--------------- 1500 საათზე ლუქავდა საცავს, ხოლო პოლიციელები მუშაობდნენ და იარაღი ჭირდებოდათ 1700 საათამდე). პოლიციელები მორიგეობდნენ ხან ფორმაში, ხან სამოქალაქო ტანსაცმელში. 1998 წლის ნოემბერში მასთან მივიდნენ პ---–-–--- თანამშრომლები და არკვევდნენ დაცვის პ---–-–--- თანამშრომლების იარაღთან დაკავშირებულ საკითხს, რის შემდეგაც წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ხელი მოაწერინეს ოქმს, რომლის თანახმადაც ბ----- დაცვის პ---–-–--- თანამშრომლისაგან დ----- დ--------–--ისაგან ამოიღეს ,,მ---------ს“ სისტემის N---- იარაღი, რადგან მისი გამოყენებით ჩადენილი იყო დანაშაული. მოწმემ განმარტა, რომ ოქმში არასწორადაა მითითებული თითქოს იარაღის მის მიერ წარდგენა მოხდა ბ----- შენობაში, იარაღის წარდგენა მართლაც შეეძლო ბ----- შენობაში, მაგრამ ძ----------–---–მა არჩია, რომ წარდგენა მომხდარიყო პ---–-–--- შენობაში. იარაღი მის თვალწინ არ დაულუქავთ. პოლიციიდან წამოსვლისას დ----- დ--------–---მ უთხრა, რომ მან მასზე გადაცემული პ- N---- ,,მ---------ს“ პისტოლეტი გადასცა დ-------- პ---–-–--- თანამშრომლებს. აღნიშნულის შემდეგ 1998 წლის დეკემბერში კვლავ მივიდნენ ტ-------------- პროკურატურისა და ტ-------------- პ---–-–--- წარმომადგენლები, როგორც გაირკვა იარაღით, რომელიც ამოღებული იყო ბანკიდან კვლავ მოხდა დანაშაულის ჩადენა, კერძოდ ჩადენილ იქნა ყაჩაღობა.

 

მოწმე ფ--–--- ძ----------–---–-ს მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად: 1997 წელს მუშაობდა თბილისის დ------------------ სს ქ------------–---–-----------------------–--- სისხლის სამართლის სამძებრო ხაზით. 1997 წლის 12 ოქტომბერს თ------------ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, 2-ჯერ იარაღიდან გასროლით. 1998 წლის 12 ნოემბერს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებული იქნა კ--------------, რომელიც მუშაობდა ,,გ--------------–-----------–- ბანკში“, ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული შემთხვევის დროს გამოიყენა ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ ი---- ფ--–---–-- პირველი განყოფილებაზე რიცხული ,,მ---------ს’ სისტემის იარაღი. შესაბამისად, იარაღის წარდგენის მიზნით ფ--–--- ძ----------–---–მა მიმართა ,,გ--------------–----------–-------ს“ დაცვის სამსახურის უფროს გ-- ბ------–--ას. ქვეგანყოფილების თანამშრომლებთან ერთად მივიდა ი---- ფ--–---–-- უფროს პ----- ლ-----------სთან, იარაღი ინახებოდა დაცვის პოლიციელთან, რომელმაც წარუდგინა ,,მ---------ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი N----, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ნივთმტკიცების წარდგენის სათანადო ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა პ----- ლ-----------მ.

 

მოწმე თ---------- კ-----–--ის მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად: 1993-1999 წლებში მუშაობდა ს----------------------–-–---------–---- რ--------–----------------–---- უფროსად. 1998 წლის სავარაუდოდ ნოემბერში განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბ-------------------–--- განლაგებული ვალუტის დასახურდავებელი ჯიხურის თანამშრომლების დ. მ-------–--ს და ა. ქ-------- დაყაჩაღების ფაქტზე, რაც მოხდა 1998 წლის 15 ოქტომბერს. გამოძიება დაიწყო აღნიშნული პირების განცხადებისა და თანდართული ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტიდან გასროლილი მასრის საფუძველზე. მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა განცხადების შესვლის დროს და მანამდე არც პ---–-–--- რომელიმე თანამშრომელს და არც დაზარალებულს არ მიუმართავს მისთვის.

მოწმე ა---------– ა------–---–-ს მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: 1998 წლის 15 ოქტომბერს მუშაობდა თ---–---------------------------- პ---–-–--- განყოფილებაში და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თ---–---------------------------- ტერიტორიაზე ბ------- ფ---------–---–თან ერთად. საღამოს დაბნელებისას იმყოფებოდნენ ბ------------------–-- მარჯვენა ბაქანზე, რა დროსაც ბაქანზე ასასვლელი კიბეებიდან გაიგეს ხმამაღალი ჩოჩქოლის ხმა, მარცხენა ბაქნის ჭიშკარში ბაქნის მიმართულებით სწრაფად გარბოდა საშუალო ტანის მამაკაცი, რომელსაც მისდევდა ხალხი და ყვიროდნენ ,,ფული წაიღო“. ა---------– ა------–---–- თავადაც გაეკიდა და 7-8 მეტრით მიახლოებისას გამტაცებელმა გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და გადახტა ღობის შენგრეული ადგილიდან რ-------------------------- ეზოში. ა---------– ა------–---–მა შეწყვიტა დევნა, რადგან თავად უიარაღოდ იყო და შეეშინდა. უკან მობრუნებულს შეხვდა ოცმეთაური ა------–--–---–-–---–-, რომელმაც უთხრა უფროსისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ. განყოფილებაში პ---–-–--- უფროს თ---------- კ-----–---სთან ა------–--–---–-–---–- შევიდა მარტო, შემდეგ შეიყვანა ა---------– ა------–---–-ც, იქ იმყოფებოდა ადმინისტრაციული პ---–-–--- უფროსი ს-------–---–-. მათ მოაყოლეს მომხდარის შესახებ.

 

მოწმე ი--- მ--------ის მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად: 1998 წლის დასაწყისში გამყიდველად მუშაობა დაიწყო შპს ,,შ---–---–-“, სადაც ასევე მუშაობდა მ---------–---, მ-------- იშვიათად მოდიოდა მეუღლე ზ---- ჯ-------. ეს უკანასკნელი ჩაცმული იყო სამოქალაქო ტანსაცმელში. 1998 წლის სექტემბერ-ოქტომბერში 2120 საათზე მაღაზიაში მ---- წასაყვანად მივიდა ზ---- ჯ-------, რომელმაც მაღაზიის თანამშრომელ ვ------სთან ერთად დაიწყო არყის სმა. ი--- მ--------ე მაღაზიის დაკეტვამდე დაახლოებით 10-15 წუთით ადრე 2145-2150 საათზე წავიდა სახლში. აღნიშნულის შემდეგ დაახლოებით 1 კვირაში ზ---- კვლავ მივიდა მაღაზიაში და ი--- მ--------ეს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ კითხავდნენ, მასზე დაემოწმებინა, რომ კონკრეტულ დღეს, იგულისხმება ის დღე, როდესაც ზ---- და ვ------ სვამდნენ მაღაზიაში, ნამდვილად იმყოფებოდა მათთან. იგივე თხოვნით ზ----მ მიმართა ვ------ს, რომელმაც ასევე თანხმობა განუცხადა.

 

მოწმე ლ---–- კ------–---ს მიერ მიცემული ჩვენებების თანახმად: 1998 წლიდან მუშაობს შპს ,,შ---–---–-“ სასმელების სექციაში, სადაც პურის სექციაში მუშაობდა მ---------–---, რომლისგანაც გაიცნო მისი მეუღლე ზ---- ჯ-------, ეს უკანასკნელი ხშირად მიდიოდა მაღაზიაში, თუმცა 1998 წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ზ---- ჯ-------ს მაღაზიიდან აეღო სასმელი და ლ---–- კ------–---ს თანდასწრებით დაელია ვინმესთან ერთად. ამასთან ჟურნალის თანახმად ცვლა ჩაიბარა 5 ოქტომბერს და მუშაობდა 20 ოქტომბრამდე.

 

მოწმე ე-–------- ჩ------ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: 1998 წელს მუშაობდა თ---–--------------------------------------- პ---–-–--- სამმართველოს მ-----------------–---- სსს ინსპექტორად. 1998 წლის 12 ნოემბერს ოპერატიული მონაცემების საფუძველზე თბილისში კაფე ,,პ----––-“ დააკავა ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ დაცვის პ---–-–--- განყოფილების პოლიციელი კ--------------, რომელიც ეჭვმიტანილი იყო 1997 წლის 12 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ბოროტი ხულიგნობის ჩადენაში. დაკავებისას მან აღიარა, რომ გამოიყენა ,,მ---------ს“ სისტემის ,,პ---------- N---- პისტოლეტი, რომელიც შემდგომ ჩააბარა დაცვის პ---–-–--- განყოფილების ხელმძღვანელობას. 1998 წლის 13 ნოემბერს ე-–------- ჩ------ე, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე და რამდენიმე თანამშრომელი მივიდნენ ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ ი---- განყოფილებაში ნივთმტკიცების N---- ,,მ---------ს“ პისტოლეტის ამოსაღებად. მოწმე განმარტავს, რომ იარაღი გ. ქ------–---–ს ჩააბარა 16 ნოემბერს, რადგან 13 ნოემბერს გვიან საღამოს იქნა ამოღებული, 14-15 ნოემბერი კი იყო შაბათი-კვირა. 1998 წლის 13 ნოემბერს N---- ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტის ლ-----------ს მიერ წარმოდგენის შემდეგ მათ მიერ დაილუქა და 16 ნოემბერს მონაკვლევ მასალებთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა გამომძიებელ ქ------–---–ს. პისტოლეტი წარედგინათ მჭიდითა და 5 ვაზნით.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების ხმარის მიერ წარმოდგენილი წერი-–--ბითი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

- 1998 წლის 18 ნოემბრის ა------------ს განცხადების თანახმად, 1998 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 2000 საათზე ბ------------------–-- N2 სავალუტო ჯიხურის N--ში მოულოდნელად შევიდა ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი და ძალის გამოყენებით გასტაცა ჩანთაში ჩალაგებული14 000 ლარი, 11 350 აშშ დოლარი და 12230 რუბლი, საერთო თანხით 22256 აშშ დოლარის ეკვივალენტი.

- 1998 წლის 18 ნოემბრის ნივთმტკიცების წარმოდგენის ოქმის თანახმად, ს----------------------–-–---------–---- რეგიონალური განყოფილებაში გამოცხადდა მოქალაქე დ------ მ-------–-- და წარადგინა პისტოლეტ ,,მ---------ს“ 1 ცალი გასროლილი მასრა და განაცხადა, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 2000 საათზე, როდესაც მისდევდა უცნობ პიროვნებას, რომელმაც მის მეუღლეს ა------------ს ჯიხურიდან გასტაცა სხვადასხვა ვალუტით ფულადი თანხა, ბ------------------–-- პირველ ბაქანზე სავარაუდოდ მისი შეშინების მიზნით, რადგან ეწეოდა, გაისროლა, რა დროსაც მასრა დავარდა ბაქანზე, მან კი ინსტინქტურად აიღო და ამ დრომდე ინახავდა.

- 1998 წლის 25 ნოემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ა------------, რომელსაც მიადგა ქონებრივი სახის ზიანი.

- დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი გ------- მ-------–--, რომელსაც რძლის ა------------ს დაყაჩაღების შედეგად მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.

- 2000 წლის 24 იანვრის დაზარალებულის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად ა------------ ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ.

 

- 1999 წლის 3 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისის, ბ----------------------- ტერიტორიაზე მდებარე სავალუტო გადამცვლელი N- ჯიხურში. ა------------ განმარტებით, 1998 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 2000 საათზე სწორედ აღნიშნული ჯიხურიდან გასტაცა უცნობმა პიროვნებამ 22256 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხა და გაიქცა მოსაცდელი დარბაზისკენ, საიდანაც აირბინა კიბეზე და გაიქცა პირველი ბაქნის მიმართულებით. მას უკან მისდევდა დაზარალებული, მისი მეუღლე დ------ მ-------–-- და რამდენიმე მოქალაქე. დ. მ-------–-- ეწეოდა მძარცველს, რომელმაც გაისროლა ამ უკანასკნელის მიმართულებით ბაქნის შესასვლელი კიბეებიდან დაახლოებით 40-45 მეტრის დაშორებით. შემთხვევის ადგილიდან დ. მ-------–--ს მიერ წარმოდგენი-–-- ტყვიის მასრა, რომელიც ამ უკანასკნელმა იპოვა შემთხვევის შემდეგ.

- 1999 წლის 9 მარტის ამოსაცნობად წარდგენის ოქმის თანახმად, ა------------ განმარტა, რომ მის წინაშე წარდგენილი სამი პიროვნებიდან მას არ შეუძლია ამოიცნოს ის პიროვნება, რომელმაც სავალუტო ჯიხურიდან გასტაცა თანხა 1998 წლის 15 ოქტომბერს.

- 1999 წლის 26 ივლისის ა------------ს განცხადების თანახმად, დაზარალებული განმარტავს, რომ ამოცნობაში მონაწილეობის მიღებისას წარდგენილი 3 მამაკაციდან სახეზე არავის იცნობდა, თუმცა მას შეეძლო ყაჩაღის ამოცნობა თავით და ზურგით და არა სახით, აღნიშნულის გამო მოითხოვა ზურგით შებრუნება, რის შემდეგაც ხელი დაადო მარჯვნიდან მესამე, მარცხნიდან პირველ ბიჭს, იმავდროულად განმარტა, რომ ის მისდევდა, როდესაც აღნიშნულმა პიროვნებამ ბ------------------–-- ჰოლში შეირბინა და კიბეზე აირბინა. გამომძიებელმა უთხრა, რომ ზურგით ამოცნობა არ იწერებოდა და შესაბამისად არ დააფიქსირა.

- 1999 წლის 5 აგვისტოს ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნივთმტკიცებად იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღი ,,მ---------ს“ მოდელის П- სერიის N---- პისტოლეტი და 1998 წლის 15 ოქტომბერს თ---–---------------------------- ტერიტორიაზე მოქალაქე ა------------ს დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიებით დაუდგენელი მძარცველის მიერ აღნიშნული პისტოლეტიდან გასროლილი მასრა.

- 1999 წლის 29 ოქტომბრის ნივთმტკიცებად ცნობისა და საქმეზე დართვის შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდებულ ზ. ჯ-------- ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის მარჯვენა (მორღვეული) სახელო, ზ. ჯ-------- მშობლების ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის სახელომორღვეული ქურთუკი საქმეზე ცნობილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებად.

- 1999 წლის 25 დეკემბრის ნივთმტკიცებად ცნობისა და საქმეზე დართვის შესახებ დადგენილების თანახმად, ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ დაცვის პ---–-–--- განყოფილების N-- საგუშაგო იარაღის და ინვენტარის აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც ასახულია 1998 წლის 15 ოქტომბერს ბრ. ზ. ჯ-------- მიერ ,,მ---------ს“ მოდელის N---- ,,პ---------- პისტოლეტის მიღება-ჩაბარება, 40 ფურცლად, დალუქული ,,გ-----ის“ დაცვის პ---–-–--- განყოფილების ლუქით საქმეზე ცნობილ იქნა ნივთმტკიცებად.

- 200- წლის 1 მარტის საგნის ნივთიერ მტკიცებულებად ცნობისა და საქმეზე დართვის შესახებ დადგენილების თანახმად ა. ქ-------- მიერ წარდგენილი სავალუტო ჯიხურების სქემა ცნობილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებად.

- 200- წლის 9 მარტის საგნის ნივთიერ მტკიცებულებად ცნობისა და საქმეზე დართვის შესახებ დადგენილების თანახმად ვ. ჩ------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ქსეროასლები: მიმართვა, კ--------- წარმოდგენის ოქმი მასალების პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ ცნობილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებად.

- 1999 წლის 1 სექტემბერს ზ---- ჯ-------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტის 2 ცალი გაუსროლელი ტყვია, პ---–-–--- სერჟანტის 2 ცალი სამხრე და ჯინსის ქურთუკის (თეთრი ღია ლურჯი) მარცხენა სახელო.

- 1999 წლის 1 სექტემბრის ს----------------------–-–---------------------------------------------–----------- და ო-----------–----------------------–---- გამოკვლევით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ორ ცალ ვაზნას გააჩნია შემდეგი ნიშნები და პარამეტრები: ვაზნების სიგრძე 24,9 მმ, მასა 10,0 გრ. მასრა: სიგრძე 17,9 მმ, მასა 3,6 გრ. კორპუსის დიამეტრი 9,9 მმ, ფლანეცი 9,9 მმ, მასრების ძირზე იკითხება საქარხნო ნიშან სადები აღნიშვნები: 38 85 და 38 78. ტყვია გარსიანი. სიგრძე 12 მმ , მასა 6,15 გრ, დიამეტრი 9,22. ზემოაღნიშნული მონაცემების შედარებისას სპეციალურ საცნობარო მონაცემებთან დადგინდა: ზემოაღნიშნული ვაზნები განკუთვნი-–-- 9 მმ კალიბრის ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტისათვის.

ვაზნების ვარგისიანობის დასადგენად მათგან ამორჩევით გასროლილ იქნა ერთი ცალი ვაზნა საშტატო ცეცხლსასროლ იარაღში. გასროლა მოხდა დაუყოვნებლივ ყოველგვარი შეფერხების გარეშე, რაც იმის მანიშნებელია, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვაზნები ვარგისია სროლისთვის.

- 1999 წლის 8 სექტემბრის საქართველოს ს----------------------–-–---------------------------------------------–----------- და ო-----------–----------------------–---- დასკვნის თანახმად: 1. ზ. ჯ-------- ბინიდან ამოღებული 2 ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა განეკუთვნება საბრზოლო მასალათა კატეგორიას.

2. ზ. ჯ-------- ბინიდან ამოღებული 2 ცალი 9 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნი-–-- 9 მმ კალიბრის მ---------ს სისტემის პისტოლეტებისათვის და ისინი ვარგისია სროლისათვის.

- 1999 წლის 1 სექტემბრის ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებით ზ---- ჯ------- მიცემული იქნა პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლითა და 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით.

- 1999 წლის 2 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ჟ--- ჯ-------- საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა უმკლავებო ჯინსის ქურთუკი, ღია ცისფერი.

- 19---–-–----------------- ნივთების ამოსაცნობად წარდგენის შესახებ ოქმის თანახმად დგინდება, რომ ჯინსის ქურთუკს საყელო აქვს მოძენძილი, ძაფებიანი. ქურთუკი არის გახუნებული, ღია ლურჯ ფერში გადასული. აღნიშნული ჯინსის ქურთუკის და სახელოს დათვალიერებისას სახელო მორგებულ იქნა ქურთუკის მარჯვენა მხარეს, სადაც ჩანდა მორღვევის კვალი. ჩანდა, რომ სახელო ქურთუკიდან იყო მორღვეული, რაც დასტურდება მორღვევის კვალის მორგებით და ფირმის სახელწოდებით - ორივე სახელო და ქურთუკიც არის იმპორტული ნაწარმი ,,ლ----–----------“ ფირმის. ა. ქ-------- მონაწილეობით ამოცნობის დაწყებამდე აღნიშნულ ქურთუკს ისე მიედო სახელო, რომ არ გამოჩენილიყო ის ფაქტი, რომ ქურთუკი იყო უსახელო, რის შემდეგაც 3 ქურთუკი დაწყობილი იქნა, ისე, რომ ჩანდა უკანა - ზურგის მხარე. ჯინსის ქურთუკი, რომელიც ამოღებული იქნა ბრალდებულ ზ. ჯ-------- მშობლების სახლიდან, ა--–--------------------–------------- დაინომრა ნომრით - N2 და იდო შუაში 2 ქურთუკს შორის. დაზარალებულმა ა------------მ დათვალიერების შემდგომ განმარტა, რომ N2 ქურთუკი არის სწორედ ის ჯინსის ქურთუკი, რომელიც 1998 წლის 15 ოქტომბერს ეცვა მითვის უცნობ დამყაჩაღებელ - ჯ-------ს. ქურთუკი ამოიცნო - სიძველით, ფერით - ღია ლურჯი ფერით, შეკერვის სტილით და საყელოთი - ჩამოძონძილი ძაფებით.

- 1998 წლის 13 ნოემბრის ნივთმტკიცების წარმოდგენის ოქმის თანახმად ოქმი შეადგინა თბილისის დ-------- შს სამმართველოს მ--------------–--------------------------–- ფ. ძ----------–---–მა, იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქე პ----- ლ-----------მ ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ ი---- ფ--–---–-- N- განყოფილების უფროსმა თბილისში, ბ------------–--–---------ში არსებულ ბანკში, წარუდგინა ,,მ---------ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი N----, ერთი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით. ოქმი ხელმოწერი-–-- პ. ლ-----------სა და ფ. ძ----------–---–-- მიერ.

- 1998 წლის 26 ნოემბრის ს----------–----–--------------------------–------------------------–------------–-----–------ ცნობის თანახმად: მასრას შიდა ზედაპირზე აღენიშნება ჭვარტლი მუქი ფერის ნაფიფქის სახით, ამასთან გამოკვლევაზე წარმოდგენილი მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლი-–-- მ---------ს კონსტრუქციის პისტოლეტში.

 

- 1998 წლის 26 ნოემბრის ს----------–----–--------------------------–------------------------–------------–-----–------ ცნობის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილი 1 ცალი მასრის შედარებისას შ--------------------------–----------------------------------–----------------------–- მოთავსებულ გაუხსნელი სისხლის სამართლის საქმეებზე ამოღებულ ობიექტებთან, დადგინდა, რომ წარმოდგენილი მასრა მარკირებით ,,38“ ,,37“ იდენტურია 1997 წელს დ-------- რაიონში თ------------ მ/ავტობუსის დაყაჩაღების ფაქტზე ამოღებული, ტყვიამასროთეკაში მოთავსებული სამი მასრიდან და ერთი ტყვიიდან სამი მასრის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი მასრა და 1997 წელს დ-------- რაიონში თ------------ მ/ავტობუსის დაყაჩაღების ფაქტზე ამოღებული ტყვიამასროთეკაში მოთავსებული სამი მასრა გასროლი-–-- ,,მ---------ს“ კონსტრუქციის ერთი და იმავე პისტოლეტში.

- 1998 წლის 9 დეკემბრის ს----------–----–--------------------------–------------------------–------------–-----–------ ცნობის თანახმად: 1-1997 წელს დ-------- რაიონში თ------------ მ/ავტობუსის დაყაჩაღების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის N0------ საქმეზე ამოღებული ტყვიამსაროთეკაში მოთავსებული სამი მასრა და 2 ტყვია და 2-1998 წლის 15 ოქტომბერს მოქალაქე ა------------ს პირადი ქონების ძარცვის ფაქტზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 მასრა გასროლი-–-- გ--------------–-----------–- ბ----- ი---- რაიონის ფ--–---–-- პ------–------------–---დან ამოღებული ,,მ---------ს“ კონსტრუქციის N П- 1--- პისტოლეტში.

- 1998 წლის 21 დეკემბრის საქართველოს შ--------------------------–------------------------–--- დასკვნის თანახმად: 1-1997 წელს დ-------- რაიონში თ------------ მ/ავტობუსის დაყაჩაღების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის N0------ საქმეზე ამოღებული ტყვიამასროთეკაში მოთავსებული სამი მასრა და 2 ტყვია და 2 – 1998 წლის 15 ოქტომბერს მოქალაქე ა------------ს პირადი ქონების ძარცვის ფაქტზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 1 მასრა გასროლი-–-- გ--------------–-----------–- ბ----- ი---- რაიონის ფ--–---–-- პ------–------------–---დან ამოღებული ,,მ---------ს“ კონსტრუქციის N П- 1--- პისტოლეტში.

- 1999 წლის 13 ოქტომბრის ს----------–----–-----------------------------------------------------–----------- მთავარი სამმართველო დასკვნის თანახმად:

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1 - № K------ პისტოლეტი არის „მ---------ს“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი საშტატო ნიმუში (П-) და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. 2 - №------- პისტოლეტი არის ,,მ---------ს“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის საშტატო ნიმუში (П-), მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.

- 1999 წლის 13 ოქტომბრის ს----------–----–-----------------------------------------------------–----------- მთავარი სამმართველო დასკვნის თანახმად:

1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი №П- 1--- პისტოლეტი არის „მ---------ს“ კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი საშტატო ნიმუში П-; მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.

2. 1998 წლის 15 ოქტომბერს მოქ. ა------------ს პირადი ქონების ძარცვის ფაქტზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ერთ მასრაზე №П- 1--- პისტოლეტში გასროლილ ექსპერიმენტალურ მასრებზე შეიმჩნევა განსხვავებები: სასხლეტის ადგილმდებარეობით, ფორმით და ზომით; ასასხლეტის კვალში მიკრორელიეფის იდენტურობით, რაც შესაძლოა პისტოლეტის საცემელის (ნემსის) გამოცვლით ან მასზე მექანიკური ზემოქმედების (გაქლიბვის შედეგად). მიუხედავად ამისა, 1998 წლის 15 ოქტომბერს მოქ. ა------------ს პირადი ქონების ძარცვის ფაქტზე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ერთი მასრა გასროლი-–-- მ---------ს კონსტრუქციის № П- 1--- პისტოლეტში.

- 1999 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს შ--------------------------–----------------------------------–--- დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილი ჯინსის ქურთუკი და ჯინსის მარჯვენა სახელო შესაძლებელია ადრე (განცალკევებამდე) შეადგენდნენ 1 მთლიან ნაწილის. ბრალდებულ ზ. ჯ-------- ბინიდან ამოღებული ცისფერი, ჯინსის ქსოვილის სახელო (მორღვეული) და ზ. ჯ-------- მშობლების ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის სახელოები მორღვეული ქურთუკი, ორივე არის ერთიდაიგივე ფერის, ბამბის ბოჭკოს ჯინსის ქსოვილის, შეკერილი ერთიდაიგივე ძაფებით.

- 2----–-–----------------- თბილისი საოლქო სასამართლოს განაჩენით ზ---- ჯ------- გამართლედა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის 23 ივლისის კანონი) და 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის კანონი). ზ---- ჯ-------- ქმედება საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ ნაწილზე (1999 წლის 23 ივლისის კანონი) და ზ---- ჯ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

- 2----–-–---------------- თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენით ზ---- ჯ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის (1999 წლის რედაქცია) თანახმად საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.

- 2----–-–---------------–-- სა---------–--------------------------–--- განაჩენის თანახმად გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენი ზ---- ჯ-------- მიმართ და საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.

- 200- წლის 2 მარტის დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ა-------------- გამოძიებას უჩვენა ,,ბ-------------------–-- კიბეზე ის ადგილი სადაც დამნაშავეს დადევნებულ მის მეუღლეს დაუსხლტა ფეხი, ასევე ბაქანზე დამნაშავის გაქცევის მიმართულება და ადგილი, საიდანაც გადახტა რ--------- საავადმყოფოში, ასევე მოაჯირი, რომელზეც გადავიდნენ დამნაშავეზე დადევნებული მოქალაქეები და ის ადგილი სადაც მისმა მეუღლემ იპოვა მასრა.

- 200- წლის 5 მარტის დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმის თანახმად, დაზარალებულმა დ------ მ-------–--მ გამოძიებას ასევე უჩვენა თ---–----------------------------–--- ვალუტის გადასაცვლელი ჯიხურები, სალაროების დარბაზში შესასვლელი კარი, საითაც გაიქცა დამნაშავე, ბაქანზე მიმავალი კიბეები, დამნაშავის მოძრაობის მიმართულებით, მასრის პოვნის ადგილი და მოაჯირის ის ადგილი, საიდანაც დამნაშავე გადახტა რ-------------------------- ეზოში.

- 2----–-–---------------–-- თბილსის საოლქო სასამართლოს განაჩენით ზ---- ჯ------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ჩაუდენლობის გამო.

- 2----–-–---------------–-- თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებით საქმე ა------------ზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს ტ-------------- პროკურატურას.

- 2----–-–------------- სა---------–--------------------------–--- განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2----–-–---------------–-- განაჩენი ზ---- ჯ-------- მიმართ გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას. იმავე გადაწყვეტილებით სასამართლოს 2----–-–---------------–-- განჩინება ა------------ზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად საქმის საქართველოს ტ-------------- პროკურატურისათვის დაბრუნების შესახებ გაუქმდა.

- 2----–-–------------ თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებით სისხლის სამართლის საქმე ზ---- ჯ-------- მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს ტ-------------- პროკურატურას.

- 2----–-–---------–---- სა---------–--------------------------–--- განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინება ზ---- ჯ-------- მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

- 2----–-–-------------- თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით ზ---- ჯ------- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებაში, ვინაიდან მის ქმედებაში არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ზ---- ჯ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

- 20---–-–---------–----- და 2-------------- სა---------–--------------------------–--- განჩინებებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თ---–----------–----------------–---------–------------–----------- კოლეგ--ს.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ განსასჯელი ზ---- ჯ------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს და ისინი არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის (ძვ.რედ.) პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.

იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

განსასჯელ ზ---- ჯ-------- მიმართ წარდგენილი ბრალდება მისი დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, იგი მხოლოდ ვარაუდებსა და ვერსიებზეა დაფუძნებული, რაც დადასტურებული ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. კერძოდ, საქმის სასამართლო განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს და პირდაპირ ვერ მიუთითეს, რომ აღნიშნული დანაშაული ნამდვილად ჩადენი-–-- ზ---- ჯ-------- მიერ. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება შესაძლოა, ჩაიდინა განსასჯელმა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ა------------ს ჩვენებასა და მისი მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობაზე, კერძოდ 1999 წლის 9 მარტის ამოსაცნობად წარდგენის ოქმის თანახმად ა------------ განმარტა, რომ მის წინაშე წარდგენილი სამი პიროვნებიდან მას არ შეუძლია ამოიცნოს ის პიროვნება, რომელმაც სავალუტო ჯიხურიდან გასტაცა თანხა 1998 წლის 15 ოქტომბერს, იგივე დაადასტურა დაზარალებულმა სასამრთლო სხდომაზე და განმარტა, რომ მას არ შეეძლო სახით ამოეცნო დანაშაულის ჩამდენი პირი, თუმცა დაადასტურა, რომ მას შეეძლო ყაჩაღის ამოცნობა თავით და ზურგით და არა სახით, აღნიშნულის გამო მოითხოვა ზურგით შებრუნება, რის შემდეგაც ხელი დაადო მარჯვნიდან მესამე, მარცხნიდან პირველ ბიჭს, იმავდროულად განმარტა, რომ ის მისდევდა, როდესაც აღნიშნულმა პიროვნებამ ბ------------------–-- ჰოლში შეირბინა და კიბეზე აირბინა. გამომძიებელმა უთხრა, რომ ზურგით ამოცნობა არ იწერებოდა და შესაბამისად არ დააფიქსირა.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შეფასებისას მნიშვნელოვანია მოწმე რ----- დ---–--ის მიერ მიცემული ჩვენება, 1999 წლის მარტში პ---–-–--- თანამშრომელის თხოვნით დაესწრო პიროვნების ამოცნობას. წარმოდგენილი იყო 3 ერთმანეთის მსგავსი მამაკაცი, გამომძიებლის წინადადებით ამოსაცნობმა პირებმა თავის სურვილით ამოირჩიეს ადგილები. ამომცნობმა ქალმა დაათვალიერა ამოსაცნობი პირები და ერთ-ერთ პირზე თქვა: ,,ეს პიროვნება გავს ჩემს დამყაჩაღებელს ბეჭებითა და ხელებით“, ერთ-ერთზე ასევე თქვა: ,,თავით ამასაც გავს“. ამოსაცნობი პირების მობრუნება ითხოვა ამომცნობმა ქალმა, რადგან სახით ვერ ამოიცნო. აღნიშნული მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულმა 3 ამოსაცნობი პირიდან 2 სხვადასხვა პიროვნება სხვადასხვა მახასიათებლებით მიამსგავსა შესაძლო დამნაშავეს.

თავსი მხრივ განსასჯელი ზ---- ჯ------- არ ადასტურებს ა------------ს მიერ მის ამოცნობას, თუმცა მისთვის უცნობია ზურგით დგომისას ვისზე მიანიშნა დაზარალებულმა.

შესაბამისად დგინდება, რომ ა------------ს კატეგორიული მტკიცება, რომ ზ---- ჯ-------მ გასტაცა ფული იწვევს გარკვეულ ეჭვს, გარდა ამისა ფულის გამტაცებელი ახლო დისტანციიდან არ დაუნახავს საქმეზე დაკითხულ არცერთ მოწმეს.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დამნაშავის ქურთუკზე ყურადღება გამახვილდა მხოლოდ ზ---- ჯ-------- საცხოვრებელ სახლიდან ჯინსის უმკლავებო ქურთუკის ამოღების შემდგომ, კერძოდ 1999 წლის 2 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად ჟ--- ჯ-------- საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა უმკლავებო ჯინსის ქურთუკი, ღია ცისფერი.

19---–-–----------------- ნივთების ამოსაცნობად წარდგენის შესახებ ოქმის თანახმად კი ა. ქ-------მ ამოიცნო ჯინსის ქურთუკი, რომელიც ამოღებული იქნა ბრალდებულ ზ. ჯ-------- მშობლების სახლიდან და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ქურთუკი ეცვა 1998 წლის 15 ოქტომბერს მითვის უცნობ დამყაჩაღებელ - ჯ-------ს. ქურთუკი ამოიცნო - სიძველით, ფერით - ღია ლურჯი ფერი, შეკერვის სტილით და საყელოთი - ჩამოძონძილი ძაფებით, თუმცა ქურთუკის აღნიშნული მაჩვენებლების შესახებ დაზარალებულს ამ დრომდე არასდროს განუცხადებია, რაც რასაკვირველია არ გამორიცხავს მისი ნათქვამის ჭეშმარიტებას, თუმცა აჩენს გონივრულ ეჭვს.

გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე სხვადასხვა დროს დაკითხული საქმის მნიშვნელოვანი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე, რომელთა შინაარსი არათუ ერთმანეთთან არამედ თითოეული მოწმის მიერ სხვადასხვა დროს მიცემული ჩვენებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და უმრავლეს შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავია, კერძოდ:

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-------–- ე----------–------მ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, თუმცა საწყის ეტაპზე ამტკიცებდა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დაცვის პ---–-–--- თანამშრომლებს იარაღი არ ჩაებარებინოთ, დღის ბოლოს 1700 საათზე აბარებდნენ იარაღს, ამასთან სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომლები არ რჩებოდნენ. ჟურნალში მის სახელზე შესრულებული ყველა ხელმოწერა მას ეკუთვნის. ლ-------–- ე-------მ ასევე განმარტა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას იარაღის აღრიცხვის ჟურნალში იარაღის გაცემაზე ხელი მოეწეროს ისე, რომ იარაღი არ გაეცა, ყველა შემთხვევაში ჟურნალში ხელის მოწერის შემდეგ სეიფიდან იარაღი გადიოდა და ბარდებოდა პოლიციელებს, ეს ეხება ორივე პისტოლეტს.

თუმცა იმავე მოწმის მორიგი ჩვენებების თანახმად, დაცვის პოლიციელები თხოვდნენ ხელის მოწერას იარაღის გაცემაზე, მაშინ როცა იარაღი მასთან არ ინახებოდა, რადგან ეუბნებოდნენ, რომ დაცვის სამსახურის უფროსი უმოწმებდა ჟურნალს და ის შევსებული უნდა ყოფილიყო, ასეთი შემთხვევები იყო მხოლოდ იარაღის გაცემის დროს. შესაბამისად 1998 წლის 16 ოქტომბერს შესაძლებელია ხელი მოაწერა იარაღის გაცემაზე ისე, რომ პოლიციელებისათვის იარაღები არ მიუცია, რადგან წინა დღეს მასთან არ იმყოფებოდა - ანუ მას არ ჩაუბარებია. ასეთი თხოვნით მასთან მიდიოდა ზ---- ჯ-------.

ასევე ნ---------------ს მიერ მიცემული პირველი ჩვენების თანახმად დაცვის თანამშრომლების მიერ იარაღის აღება და დაბრუნება აღირიცხებოდა შესაბამის ჟურნალში, შესაბამისად 1000 და 1700 საათებზე. პოლიციელი პისტოლეტს იღებდა იმ პირისგან, რომელსაც ჩააბარა წინა დღის 1700 საათზე, რასაც ორივე მხარე ადასტურებდა შესაბამისი ხელმოწერით. მოწმემ განმარტა, რომ მას ჟურნალში ხელი არ მოუწერია ისე, რომ პოლიციელს შესაბამისი იარაღი არ ჩაებარებინოს, ყველა შემთხვევაში პოლიციელები პისტოლეტს უბრუნებდნენ.

მორიგ დაკითხვისას იგივე მოწმე განმარტავს, რომ 1998 წლის 15 ოქტომბერს დაახლოებით 1630 საათზე მასთან მივიდა ზ---- ჯ------- იარაღის აღრიცხვის ჟურნალით და თხოვა ხელის მოწერა იარაღის ჩაბარებაზე, მის პასუხზე, რომ ის იარაღებს აღარ იბარებდა და ხელი რატომ უნდა მოეწერა უთხრა, რომ იარაღები ჩაიბარა ლ-------–- ე-------მ, თუმცა ადრე წავიდა და ხელის მოწერა დაავიწყდა, შემოწმების შემთხვევაში კი მას დასჯიდნენ. შესაბამისად მან მოაწერა ხელი, ისე, რომ არცერთი იარაღი არ ჩაუბარებია. ასევე 16 ოქტომბერს მას ზ---- ჯ--------ათვის არც ერთი აღნიშნული იარაღი არ გადაუცია, რადგან მისგან 15 ოქტომბერს არ ჩაუბარებია.

ზ------ ი----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ არ ახსოვს 1998 წლის 16 ოქტომბერს მან გამოიტანა თუ ზ---- ჯ-------მ იარაღი, ადვოკატის კითხვაზე კი ადასტურებს, რომ - ,,16 ოქტომბერს თუ არ ვცდები ოთახში ვიჯექით, მერე იყო შესასვლელი, სადაც ბ----- თანამშრომლები იყვნენ, ასევე, თუ არ ვცდები, მოლარე იჯდა კარებიდან ხელმარჯვნივ. ამ პერიოდში მე ვიდექი შესასვლელთან მე დავინახე, რომ მოლარემ გადააწოდა ზა---- იარაღი და მერე მოხდა ჩემი ხელმოწერა ჟურნალში“.

გარდა ამისა მნიშვნელოვანია ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ ი---- პ------–------------–---ს უფროს პ----- ლ-----------ს წინააღმდეგობრივი ჩვენებების შეფასებაც. პირველ ეტაპზე მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია, რატომ ახდენდა იარაღის მიღება-ჩაბარებას 1998 წლის 28 სექტემბრიდან 11 ნოემბრამდე ლ-------–- ე-------, მისთვის მითითება მას არ მიუცია, თუმცა მომდევნო ჩვენებაში ადასტურებს, რომ 1998 წლის 28 სექტემბრიდან 11 ნოემბრამდე იარაღის მიღება-ჩაბარებას ახდენდა ლ-------–- ე------- მისი სიტყვიერი მითითებით, რაც განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ნ--------------- 1500 საათზე ლუქავდა საცავს, ხოლო პოლიციელები მუშაობდნენ და იარაღი ჭირდებოდათ 1700 საათამდე.

ასევე საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე მიუთითებს მოწმეთა განმარტებები ,,გ--------------–-----------–- ბანკიდან“ დანაშაულის იარაღის ამოღების შესახებ, ვინაიდან თბილისის დ------------------ სს ქვეგანყოფილებაში უფროსის მ--------–-- სისხლის სამართლის სამძებროს ხაზით ფ--–--- ძ----------–---–-ს განმარტებით ქვეგანყოფილების თანამშრომლებთან ერთად მივიდა ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ ი---- ფ--–---–-- უფროს პ----- ლ-----------სთან, იარაღი ინახებოდა დაცვის პოლიციელთან, რომელმაც წარუდგინა ,,მ---------ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი N----, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ნივთმტკიცების წარდგენის სათანადო ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა პ----- ლ-----------მ.

თავად პ----- ლ-----------მ კი განმარტა, რომ 1998 წლის ნოემბერში მასთან მივიდნენ პ---–-–--- თანამშრომლები და არკვევდნენ დაცვის პ---–-–--- თანამშრომლების იარაღთან დაკავშირებულ საკითხს, რის შემდეგაც წაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ხელი მოაწერინეს ოქმს, რომლის თანახმადაც ბ----- დაცვის პ---–-–--- თანამშრომლისაგან დ----- დ--------–--ისაგან ამოიღეს ,,მ---------ს“ სისტემის N---- იარაღი, რადგან მისი გამოყენებით ჩადენილი იყო დანაშაული. მოწმემ განმარტა, რომ ოქმში არასწორადაა მითითებული თითქოს იარაღის მის მიერ წარდგენა მოხდა ბ----- შენობაში, იარაღის წარდგენა მართლაც შეეძლო ბ----- შენობაში, მაგრამ ფ. ძ----------–---–მა არჩია, რომ წარდგენა მომხდარიყო პ---–-–--- შენობაში, ამასთან იარაღი მის თვალწინ არ დაულუქავთ. პოლიციიდან წამოსვლისას დ----- დ--------–---მ უთხრა, რომ მან მასზე გადაცემული პ- N---- ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტი გადასცა დ-------- პ---–-–--- თანამშრომლებს.

1998 წლის 13 ნოემბრის ნივთმტკიცების წარმოდგენის ოქმის თანახმად კი ოქმი შეადგინა თბილისის დ-------- შს სამმართველოს მ--------------–--------------------------–- ფ. ძ----------–---–მა, იმასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქე პ----- ლ-----------მ ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ ი---- ფ--–---–-- N- განყოფილების უფროსმა თბილისში, ბ------------–--–---------ში არსებულ ბანკში, წარუდგინა ,,მ---------ს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი N----, ერთი მჭიდითა და 5 საბრძოლო ვაზნით. ოქმი ხელმოწერი-–-- პ. ლ-----------სა და ფ. ძ----------–---–-- მიერ.

დ----- დ--------–---მ კი განმარტა, რომ მას არ შეუძლია დააზუსტოს სად და ვის მიერ შედგა ოქმი, შესაძლებელია წინა ჩვენებაში უჩვენა, რომ ოქმი შედგა ბანკში, თუმცა ამის დადასტურება ამჯერად არ შეუძლია და ეს მაშინ როცა გამოძიების პირველ ეტაპზე დაკითხვისას მტკიცებით ფორმაში განმარტა, რომ 1998 წლის ნოემბერში ბანკში მივიდნენ დ-------- პ---–-–--- თანამშრომლები და თხოვეს მისი ,,მ---------ს“ სისტემის იარაღის წაღება. პ----- ლ-----------მ მოაწერა იარაღის ამოღების შესახებ ოქმს ხელი, თუმცა პ---–-–--- თანამშრომლებმა მისგან ამოიღეს N---- პისტოლეტი.

მნიშვნელოვანია გ------ ქ------–---–ის განმარტება, რომ რადგან იარაღი 1998 წლის 13 ნოემბერს გვიან ღამით იქნა ამოღებული, მას გადაეცა 1998 წლის 16 ნოემბერს, რადგან 14-15 ნოემბერი დაემთხვა შაბათ-კვირას, თუმცა 13 ნოემბერს მიუტანეს სს მასალები, რასაც არ ახლდა ნივთმტკიცება - ,,პ-“ N---- ,,მ---------ს“ სისტემის იარაღი, რასთან დაკავშირებითაც გააკეთა შესაბამისი მინაწერი, როგორც უთხრეს ორშაბათს მიუტანეს ნივთმტკიცება - დალუქული ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტი.

ე-–------- ჩ------ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად: 1998 წლის 13 ნოემბერს ე-–------- ჩ------ე, ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე ძ----------–---–ი და რამდენიმე თანამშრომელი მივიდნენ ,,გ--------------–-----------–- ბ-----“ ი---- განყოფილებაში ნივთმტკიცების N---- ,,მ---------ს“ პისტოლეტის ამოსაღებად. მოწმე განმარტავს, რომ იარაღი გ. ქ------–---–ს ჩააბარა 16 ნოემბერს, რადგან 13 ნოემბერს გვიან საღამოს იქნა ამოღებული, 14-15 ნოემბერი კი იყო შაბათი-კვირა. 1998 წლის 13 ნოემბერს N---- ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტის ლ-----------ს მიერ წარმოდგენის შემდეგ მათ მიერ დაილუქა და 16 ნოემბერს მონაკვლევ მასალებთან ერთად დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა გამომძიებელ ქ------–---–ს. პისტოლეტი წარედგინათ მჭიდითა და 5 ვაზნით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ზ---- ჯ-------- ალიბის მოწმეებზე, მათ შორის ი--- მ--------ემ დაადასტურა, რომ 1998 წლის სექტემბერ-ოქტომბერში 2120 საათზე მაღაზიაში მ---- წასაყვანად მივიდა ზ---- ჯ-------, რომელიც მაღაზიის თანამშრომელ ვ------სთან ერთად სვამდა არაყს. აღნიშნულის შემდეგ დაახლოებით 1 კვირაში ზ---- კვლავ მივიდა მაღაზიაში და ი--- მ--------ეს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში თუ კითხავდნენ მასზე, დაემოწმებინა, რომ კონკრეტულ დღეს, იგულისხმება ის დღე, როდესაც ზ---- და ვ------ სვამდნენ მაღაზიაში, ნამდვილად იმყოფებოდა მათთან. იგივე თხოვნით ზ----მ მიმართა ვ------ს, რომელმაც ასევე თანხმობა განუცხადა.

მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრალდებულმა მოწმეებს თხოვა კონკრეტულ დღეს კონკრეტულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება, არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულის ადგილას იმყოფებოდა და მონაწილეობდა ქმედების განხორცილებაში და ქმნიდა წინასწარ ყალბ ალიბს. სრულიად ლოგიკურია შექმნილ ვითარებაში, მაშინ როცა საუბარი იყო სამსახურებრივი იარაღით შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ, იმთავითვე მოეპოვებინა რეალური ალიბი.

ამასთან, ბრალდების მხარე გარკვეულწილად შეეცადა, რომ მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე გადაეტანა, თან იმგვარად, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა ან თუნდაც ეჭვს შეიტანდა ე.წ. ალიბის მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების სანდოობასა და უტყუარობაში, არ წარმოუდგენია.

რაც შეეხება დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებებს და მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას - ამოცნობას, სასამართლოს არასაკმარისად მიაჩნია მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ზ---- ჯ-------მ გასტაცა ფული. გარდა ამისა ინფორმაცია ბრალდებულის შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ დადასტურებული არ არის სხვა რაიმე მტკიცებულებით. ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია რაიმე მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა მის შემთხვევის ადგილზე შესაძლო ყოფნის ფაქტს.

რაც შეეხება ზ---- ჯ-------- მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შენახვა და ტარების ფაქტს, სასამრთლო მიუთითებს, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით და აღნიშნული დასტურდება მხოლოდ და მხოლოდ ამოღების ოქმით, კერძოდ 1999 წლის 1 სექტემბერს ზ---- ჯ-------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა ,,მ---------ს“ სისტემის პისტოლეტი 2 ცალი გაუსროლელი ტყვია, პ---–-–--- სერჟანტის 2 ცალი სამხრე და ჯინსის ქურთუკი (თეთრი ღია ლურჯი) მარცხენა სახელო.

თუმცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ძ---–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ლ---- ჯ------–---სთან ერთად დაესწრო ზ---- ჯ-------- სახლის ჩხრეკას, თუმცა ,,ლოჯის“ ჩხრეკისას გავიდა ოთახიდან, რადგან საგამოძიებო მოქმედება დასრულებული ეგონა. შესაბამისად, უშუალოდ ტყვიის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს, ტყვია დაინახა მხოლოდ თანამშრომლების ხელში, როგორც ლ----სგან იცის, ამოიღეს კომოდის უჯრიდან. თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ჯ------–---მ კი განმარტა, არ ახსოვს სად ჩატარდა ჩხრეკა, მასთან ერთად ესწრებოდა თუ არა მეორე პირი, ამოიღეს თუ არა რაიმე, არ დაუნახავს პ---–-–--- თანამშრომლების მიერ ტყვიების ყუთიდან ამოღება. მანვე ვერ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება.

შესაბამისად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად არ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ზ---- ჯ-------მ სათანადო ნებართვის გარეშე შეიძინა 2 ცალი საბრძოლო მასალა - ,,მ---------ს“ მოდელის პისტოლეტის ვაზნები და უნებართვოდ ინახავდა.

თეორიულად ასეთი დაშვების პირობებშიც კი, გამოძიების მიერ აღნიშნული მტკიცებულების საპროცესო დამაგრება (რასაც სავალდებულოდ ითვალისწინებდა იმ დროისათვის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა და გულისხმობდა ნივთიერ მტკიცებულებად ცნობას და შესაბამისი დადგენილების გამოტანას) საერთოდ არ განხორციელებულა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოცემული სადავო ტყვიები სასამართლოზე უშუალოდ ვერ იქნა გამოკვლეული, ვინაიდან ისინი საერთოდ ვერ იქნა წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ და მტკიცებულების შესაძლო ,,დაკარგვა-განადგურების’’ ფაქტზეც აღძრულია ს/ს საქმე.

ასევე, მნიშვნელოვანია იმის შეფასებაც, რომ გამოძიების მიერ მთელი რიგი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები, ხშირ შემთხვევაში არასრულად და არასრულყოფილად, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით იქნა ნაწარმოები, რაც ამცირებს მათი დასაშვებობის, სანდოობისა და უტყუარობის ხარისხს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის (ძვ.რედ.) მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის და ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

ამდენად, სასამართლომ ს/ს საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, დადგენილად სცნო, რომ განსასჯელ ზ---- ჯ-------- მხრიდან არ დასტურდება საქართველოს სსკ-ის 961-ე მუხლით (ძვ. რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში უნდა გამართლდეს.

 

რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო მოსარჩელეების ა------------ს და დ------- მ-------–--ს სამოქალაქო სარჩელი სამოქალაქო მოპასუხე ზ---- კ----–--ს ძე ჯ-------- მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოცემულ შემთხვევაში ვერ დადასტურდა ზ---- ჯ-------- მიერ სამოქალაქო მოსარჩელის - ა------------ს და დ------- მ-------–--ს მიმართ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარის გამოყენების გზით ქონების - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის გატაცების ფაქტი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 48-ე, 495-ე, 498-ე, 504-ე, 505-ე, 511-512-ე, 523-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ---- კ----–--ს ძე ჯ------- ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 961-ე მუხლით (ძვ. რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ძვ. რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ---- ჯ-------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.

 

სამოქალაქო მოსარჩელეების ა------------ს და დ------- მ-------–--ს სამოქალაქო სარჩელი სამოქალაქო მოპასუხე ზ---- კ----–--ს ძე ჯ-------- მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ცეცხლსასროლი იარაღი ,,მ---------ს“ მოდელის ,,პ---------- N---- პისტოლეტი და 1998 წლის 15 ოქტომბერს ქალაქ თ---–---------------------------- ტერიტორიაზე მოქალაქე ა------------სთან დაუდგენელი მძარცველის მიერ აღნიშნული პისტოლეტიდან გასროლილი მასრა, რომელიც ცნობი-–-- ნივთმტკიცებად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეცეს საამისოდ უფლებამოსილ პირს.

ჩ------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ქსეროასლები: 1. მიმართვა, 2. კ--------- წარმოდგენის ოქმი და 3. მასალების პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

დაზარალებულ ა------------ს მიერ წარმოდგენილი სავალუტო ჯიხურის სქემა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

ბრალდებულ ზ. ჯ-------- ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის მარჯვენა (მორღვეული) სახელოთი და ზ---- ჯ-------- მშობლების ბინიდან ამოღებული ცისფერი ჯინსის ქსოვილის სახელომორღვეული ქურთუკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

,,გ--------------–-----------–- ბ-----“ დაცვის პ---–-–--- განყოფილების N-- საგუშაგოს იარაღის და ინვენტარის აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც ასახულია 1998 წლის 15 ოქტომბერს ბრალდებულ ზ---- ჯ-------- მიერ ,,მ---------ს“ მოდელის N---- ,,პ---------- პისტოლეტის მიღება-ჩაბარება 40 ფურცლად, დალუქული, ,,გ-----ის“ დაცვის პ---–-–--- განყოფილების მიერ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ მას უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი ან მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე