განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-0-0-1160-1378068
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 20-9 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დ--ით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - დ--ით ჭარბაძე
ბრალდებული - და---------------ძე
ადვოკატი - ბად---------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: და---------------ძე
მამის სახელი: გუ---მი
დაბადებული: 0-.0-.1--5 წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ტექნიკური
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 61--------8
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, თა---------ის დასახლება N20, ბინა N4
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტი
210-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 20-5 წლის 03 თებერვალს, მეწარმე სუბიექტად და ბიზნეს ოპერატორად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირდა შპს ,,დ--ი’’ (ს/ნ 4--------). საზოგადოების ერთპიროვნული დამფუძნებელი და დირექტორი გახდა და---------------ძე. კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი და რეალიზაცია საქართველოში. სულ შპს ,,დ--ი’’-ს მიერ 20-5 წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული იქნა 9 988 137 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეული.
და---------------ძემ, როგორც შპს ,,დ--ი’’-ს დირექტორმა, 20-5 წლის 11 ივნისიდან 20-5 წლის 2- ივნისის ჩათვლით პერიოდში განახორციელა 45 სასაქონლო საბაჟო ოპერაცია, რომლებზეც გაანგარიშებული იქნა იმპორტის გადასახდელები 3-6 20- ლარის ოდენობით.
აღნიშნული სასაქონლო საბაჟო ოპერაციები შეირჩა იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რისკის პროფილით და ,,საქართველოს საბაჟო ტერტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ’’ ინსტრუქციის შესაბამისად გათვალისწინებული საშეღავათო (იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება: ა) საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა) პერიოდის გარეშე შპს ,,დ--ი’’-ს განესაზღვრა კუთვნილი იმპორტის გადასახდელების საბაჟო გაფორმების დროს გადახდა.
დასახელებულ პერიოდში, და---------------ძემ დაამზადა შპს ,,დ--ი’’-ს კუთვნილი იმპორტის გადასახდელების 249 214 ლარის გადახდის დამადასტურებელი 2-/06/20-5 წლის N649655, 2-/06/20-5 წლის N649649, 2-/06/20-5 წლის N649556, 26/06/20-5 წლის N648676, 26/06/20-5 წლის N648073, 26/06/20-5 წლის N648106, 25/06/20-5 წლის N647896, 25/06/20-5 წლის N647860, 24/06/20-5 წლის N646646, 25/06/20-5 წლის N647155, 24/06/20-5 წლის N646624, 24/06/20-5 წლის N646342, 24/06/20-5 წლის N646358, 23/06/20-5 წლის N6460-8, 23/06/20-5 წლის N645542, 22/06/20-5 წლის N6453-1, 22/06/20-5 წლის N6453--, 22/06/20-5 წლის N6450-6, 22/06/20-5 წლის N644825, 22/06/20-5 წლის N644824, 22/06/20-5 წლის N644728, 22/06/20-5 წლის N644810, 22/06/20-5 წლის N644736, 19/06/20-5 წლის N644245, 22/06/20-5 წლის N644487, 19/06/20-5 წლის N64420-, 19/06/20-5 წლის N643770, 19/06/20-5 წლის N643819, 17/06/20-5 წლის N642734, 17/06/20-5 წლის N642895, 17/06/20-5 წლის N642761, 17/06/20-5 წლის N642762, 17/06/20-5 წლის N642662, 17/06/20-5 წლის N642666, 16/06/20-5 წლის N642161, 16/06/20-5 წლის N642214, 16/06/20-5 წლის N642213, 15/06/20-5 წლის N641257, 16/06/20-5 წლის N641903, 15/06/20-5 წლის N641233, 15/06/20-5 წლის N6410-6, 15/06/20-5 წლის N641061, 14/06/20-5 წლის N6410-2, 12/06/20-5 წლის N640219, 15/06/20-5 წლის N640833, 12/06/20-5 წლის N640236, 12/06/20-5 წლის N640-41, 12/06/20-5 წლის N640-31 და 11/06/20-5 წლის N639431 ყალბი საგადასახადო დ--ალებები, რომლებიც გამოიყენა იმპორტირებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, იმპორტის გადასახდელების ინტერნეტ ბანკინგით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის დასადასტურებლად, რითაც მოატყუა სსიპ შემოსავლების სამსახური, რომ 20-5 წლის 11 ივნისიდან 20-5 წლის 2- ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული 45 სასაქონლო საბაჟო ოპერაციით იმპორტირებული საქონლისთვის გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელები 249 214 ლარი თითქოსდა სრულად ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია, რამაც სახელმწიფოს (სსიპ შემოსავლების სამსახურის) 249 214 ლარის ოდენობით ქონებრივი დაზიანება გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
2. შპს ,,დ--ი’’-ს დირექტორმა და---------------ძემ 20-5 წლის 11 ივნისიდან 20-5 წლის 2- ივნისამდე განახორციელა 45 სასაქონლო საბაჟო ოპერაცია, რომლებზეც გაანგარიშებული იქნა იმპორტის გადასახდელები 3-6 20- ლარის ოდენობით.
დასახელებულ პერიოდში, და---------------ძემ დაამზადა შპს ,,დ--ი’’-ს კუთვნილი იმპორტის გადასახდელების 249 214 ლარის გადახდის დამადასტურებელი 2-/06/20-5 წლის N649655, 2-/06/20-5 წლის N649649, 2-/06/20-5 წლის N649556, 26/06/20-5 წლის N648676, 26/06/20-5 წლის N648073, 26/06/20-5 წლის N648106, 25/06/20-5 წლის N647896, 25/06/20-5 წლის N647860, 24/06/20-5 წლის N646646, 25/06/20-5 წლის N647155, 24/06/20-5 წლის N646624, 24/06/20-5 წლის N646342, 24/06/20-5 წლის N646358, 23/06/20-5 წლის N6460-8, 23/06/20-5 წლის N645542, 22/06/20-5 წლის N6453-1, 22/06/20-5 წლის N6453--, 22/06/20-5 წლის N6450-6, 22/06/20-5 წლის N644825, 22/06/20-5 წლის N644824, 22/06/20-5 წლის N644728, 22/06/20-5 წლის N644810, 22/06/20-5 წლის N644736, 19/06/20-5 წლის N644245, 22/06/20-5 წლის N644487, 19/06/20-5 წლის N64420-, 19/06/20-5 წლის N643770, 19/06/20-5 წლის N643819, 17/06/20-5 წლის N642734, 17/06/20-5 წლის N642895, 17/06/20-5 წლის N642761, 17/06/20-5 წლის N642762, 17/06/20-5 წლის N642662, 17/06/20-5 წლის N642666, 16/06/20-5 წლის N642161, 16/06/20-5 წლის N642214, 16/06/20-5 წლის N642213, 15/06/20-5 წლის N641257, 16/06/20-5 წლის N641903, 15/06/20-5 წლის N641233, 15/06/20-5 წლის N6410-6, 15/06/20-5 წლის N641061, 14/06/20-5 წლის N6410-2, 12/06/20-5 წლის N640219, 15/06/20-5 წლის N640833, 12/06/20-5 წლის N640236, 12/06/20-5 წლის N640-41, 12/06/20-5 წლის N640-31 და 11/06/20-5 წლის N639431 ყალბი საგადასახადო დ--ალებები, რომლებიც გამოიყენა იმპორტირებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, იმპორტის გადასახდელების ინტერნეტ ბანკინგით სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხვის დასადასტურებლად, რითაც მოატყუა სსიპ შემოსავლების სამსახური, რომ 20-5 წლის 11 ივნისიდან 20-5 წლის 2- ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული 45 სასაქონლო საბაჟო ოპერაციით იმპორტირებული საქონლისთვის გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელები 249 214 ლარი თითქოსდა სრულად ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ბრალდებულმა და---------------ძემ აღიარა საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში თავი არ ცნო დამნაშავედ.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გო-------–-----ის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ ეს უკანასკნელი ახორციელებდა საბაჟო მომსახურებას სხვადასხვა ფირმებისათვის (საქონელის განბაჟება). ბრალდებულ და---------------ძეს იცნობდა ქ.ბათუმიდან, რომელსაც ჰქონდა კომპანია შპს ,,დ--ი, რომლის დირექტორი და დამფუძნებელიც იყო და ახდენდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტს, შემოტანას და რეალიზაციას. და---------------ძემ მას სთხოვა გაეკეთებინა საქონლის განბაჟება - საბაჟო კუთხით დახმარება, რაშიც უხდიდა 80- ლარს. ის ასრულებდა კომპანიის დირექტორის დ--ალებებს. მას დამხმარე ჰყავდა ირ---–---------აძე, რომელიც მისი არყოფნის შემთხვევაში ახორციელებდა საბაჟო დეკლარირებას. მძღოლებს საბუთებს ის ართმევდა, საბაჟოზე მანქანების შომოსვლა და საბაჟო პუნქტიდან გაშვება მისი მოვალეობა იყო.
20-5 წლის ივნისის თვეში, როდესაც დეკლარირებას ახდენდნენ დღგ-ს ჩათვლა კეთდებოდა. ივნისის თვეში საბაჟო გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ მოითხოვა ქეშ ფულის გადახდა ანუ პლიუსში ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა არ ქონდა, მაინც ქეში ფული უნდა გადახდილიყო დეკლარირების დროს. ხუთდღიანი პერიოდი აღარ იყო. აღნიშნულის შესახებ აცნობა დათო ჯო-------ეს და ჩვეულებრივად იხდიდნენ ყველაფერს, და---------------ძე მაილზე უგზავნიდა ქვითრებს. კორსტანდარტ ბანკში ჰქონდათ ფირმის ანგარიში. ინტერნეტბანკინგიდან ხდებოდა გადახდა, ელექტრონულ ფოსტაზე მიდიოდა ქვითარი და მას მებაჟესთან მიჰქონდა და ხდებოდა დეკლარირება. მოგვიანებით გაიგო, რომ დაახლოებით 49 ქვითარი გაყალბებული იყო.
5. შპს "დ--ი"-ს მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ 2-/06/20-5 წლის N649655, 2-/06/20-5 წლის N649649, 2-/06/20-5 წლის N649556, 26/06/20-5 წლის N648676, 26/06/20-5 წლის N648073, 26/06/20-5 წლის N648106, 25/06/20-5 წლის N647896, 25/06/20-5 წლის N647860, 24/06/20-5 წლის N646646, 25/06/20-5 წლის N647155, 24/06/20-5 წლის N646624, 24/06/20-5 წლის N646342, 24/06/20-5 წლის N646358, 23/06/20-5 წლის N6460-8, 23/06/20-5 წლის N645542, 22/06/20-5 წლის N6453-1, 22/06/20-5 წლის N6453--, 22/06/20-5 წლის N6450-6, 22/06/20-5 წლის N644825, 22/06/20-5 წლის N644824, 22/06/20-5 წლის N644728, 22/06/20-5 წლის N644810, 22/06/20-5 წლის N644736, 19/06/20-5 წლის N644245, 22/06/20-5 წლის N644487, 19/06/20-5 წლის N64420-, 19/06/20-5 წლის N643770, 19/06/20-5 წლის N643819, 17/06/20-5 წლის N642734, 17/06/20-5 წლის N642895, 17/06/20-5 წლის N642761, 17/06/20-5 წლის N642762, 17/06/20-5 წლის N642662, 17/06/20-5 წლის N642666, 16/06/20-5 წლის N642161, 16/06/20-5 წლის N642214, 16/06/20-5 წლის N642213, 15/06/20-5 წლის N641257, 16/06/20-5 წლის N641903, 15/06/20-5 წლის N641233, 15/06/20-5 წლის N6410-6, 15/06/20-5 წლის N641061, 14/06/20-5 წლის N6410-2, 12/06/20-5 წლის N640219, 15/06/20-5 წლის N640833, 12/06/20-5 წლის N640236, 12/06/20-5 წლის N640-41, 12/06/20-5 წლის N640-31 და 11/06/20-5 წლის N639431 საგადასახადო დ--ალებებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 20-6 წლის 19 თებერვლის N18/13463 წერილით დადასტურებულია, რომ ბიუჯეტში თანხა ჩარიცხული არ არის.
6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად 20-5 წლის 03 თებერვალს შეიქმნა შპს "დ--ი", რომლის დამფუძნებელი, 10-% წილის მფლობელი და დირექტორი და---------------ძე გახდა.
7. სასამართლოს დასკვნა და---------------ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენა გარდა ბრალდებულის აღიარების და ზემოხსენებული მტკიცებულებებისა ასევე ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგ მტკიცებულებებს: მოწმეების - ჯაბ------------------------------------------------------------------–--------–---------–-–---------------------–---–----------------–------ძის ჩვენებებს; დათვალიერების ოქმებს და ამოღებულ ნივთმტკიცებებს; კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ამოღებულ ინფორმაციებს; ამოღების და დათვალიერების ოქმები; შპს "დ--ი"-ს საბაჟო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები.
8. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით კრიმინალიზებულია და დანაშაულის საგანს წარმოადგენს საკრედიტო, საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტები, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო სხვა საგადასახადო დოკუმენტი შესაძლებელია იყოს საგადასახადო დ--ალება, ჩეკი და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოაღნიშნული საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან შეძენაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადება გულისხმობს როგორც მათი ნაწილის გაყალბებას, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადებას. ამასთან ხსენებული დოკუმენტების გასაღება მდგომარეობს როგორც მათ უშუალოდ გამოყენებაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ.
10. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ დანაშულს, შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტს ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს და სურს მათი დამზადება გასაღების მიზნით, ანდა შეგნებული აქვს რომ იყენებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და სურს ეს ქმედება.
11. ნათელია, რომ და---------------ძემ დაამზადა და გო-------–-----ის მეშვეობით გამოიყენა 2-/06/20-5 წლის N649655, 2-/06/20-5 წლის N649649, 2-/06/20-5 წლის N649556, 26/06/20-5 წლის N648676, 26/06/20-5 წლის N648073, 26/06/20-5 წლის N648106, 25/06/20-5 წლის N647896, 25/06/20-5 წლის N647860, 24/06/20-5 წლის N646646, 25/06/20-5 წლის N647155, 24/06/20-5 წლის N646624, 24/06/20-5 წლის N646342, 24/06/20-5 წლის N646358, 23/06/20-5 წლის N6460-8, 23/06/20-5 წლის N645542, 22/06/20-5 წლის N6453-1, 22/06/20-5 წლის N6453--, 22/06/20-5 წლის N6450-6, 22/06/20-5 წლის N644825, 22/06/20-5 წლის N644824, 22/06/20-5 წლის N644728, 22/06/20-5 წლის N644810, 22/06/20-5 წლის N644736, 19/06/20-5 წლის N644245, 22/06/20-5 წლის N644487, 19/06/20-5 წლის N64420-, 19/06/20-5 წლის N643770, 19/06/20-5 წლის N643819, 17/06/20-5 წლის N642734, 17/06/20-5 წლის N642895, 17/06/20-5 წლის N642761, 17/06/20-5 წლის N642762, 17/06/20-5 წლის N642662, 17/06/20-5 წლის N642666, 16/06/20-5 წლის N642161, 16/06/20-5 წლის N642214, 16/06/20-5 წლის N642213, 15/06/20-5 წლის N641257, 16/06/20-5 წლის N641903, 15/06/20-5 წლის N641233, 15/06/20-5 წლის N6410-6, 15/06/20-5 წლის N641061, 14/06/20-5 წლის N6410-2, 12/06/20-5 წლის N640219, 15/06/20-5 წლის N640833, 12/06/20-5 წლის N640236, 12/06/20-5 წლის N640-41, 12/06/20-5 წლის N640-31 და 11/06/20-5 წლის N639431 საგადასახადო დ--ალებები, რასაც ბრალდებული არ უარყოფს და ეს ფაქტიც დადასტურებულია განაჩენის 3 - 7 პარაგრაფებში მოყვანილი მტკიცებულებებით.
12. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება ინფორმაციის წყაროა, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
13. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო დასკვნის სახით განმარტავს, რომ და---------------ძე ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით ბრალად წარდგენილ ეპიზოდში:
14. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ხოლო დამამაძიმებელი მაკვალიფიცირებელი ნიშანია - დიდი ოდენობა.
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 0-- ლარის ზევით.
16. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ, ეს დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ან უკანონოდ იყენებს მისთვის მინდობილ ქონებას, ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისათვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას.
17. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გადასახადების ადმინისტრირებაა - გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.
18. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, გადასახადი არის სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
19. ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არაპირდაპირი გადასახადია - გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.
20.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტების თანახმად, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
21. ზემოხსენებული სამართლებრივი განმარტებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ და---------------ძის განზრახვა იყო არა 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, არამედ საგადასახადო დ--ალებების გაყალბებით საბაჟო გაფორმების ზონიდან იმპორტირებული ტვირთის წაღება - რეალიზაცია, რაც განახორციელა კიდეც და არ უარყოფს.
22. პროკურორს სასამართლოში არ წარმოუდგენია ამ ნაწილში ბრალდების დასადასტურებლად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უდ--ოდ დაადასტურებდა და---------------ძის მხრიდან სახელმწიფოსთვის არ არსებულ ქონებაზე ქონებრივი დაზიანების მიყენების ფაქტს, რადგან გადასახადის გადაუხდელობა არ შეიძლება უპირობოდ ჩაითვალოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებად.
23. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სათანადო დადასტურება ვერ ჰპოვა და---------------ძის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტმა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით საქმეზე წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილია ზემოხსენებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
24. და---------------ძის მიმართ პასუხისმგებლობის შემასუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
25. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
26. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ და---------------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს და---------------ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული და---------------ძე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ბრალდებული და---------------ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4.0-- (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1.0-- (ათასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს ჯარიმა 3.0-- (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს 15.0-- ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ გუ---მ ჯო-------ის (პ/ნ 6---3--4---) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქ. ბათუმი, თა--------------–ება N20, ბინა N4 (ზონა - ბათუმი 0-, სექტორი - 3-, კვარტალი - 2-, ნაკვეთი - 0--, კოდი 0-/0-4, საკადასტრო კ--------------------------- 15.0-- ლარის ღირებულების წილს.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული შპს ,,დ--ი’’-ს საბაჟო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტები და საგადასახადო დ--ალებები, შპს ,,დ--ი’’-ს საბანკო ანგარიშების ამონაწერები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დ--ით მამისეიშვილი