გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22703-17
გადაწყვეტილება
ს----------–ოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - შპს “ი------ მ----- პ-–----ი“
წარმომადგენლები - ვ-–-------- მ-----–-ა, შ----- ჩ---–--–---–ი
მოპასუხე - შპს „ბ------ რ--------ს“
წარმომადგენელი - ზ------ ბ-–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაწეული სარეკლამო მომსახურების ღირებულების გადახდა 185 200,58 ლარის ოდენობით, მათ შორის: 33 597,83 ლარი, 2--- წლის იანვრის თვის სარეკლამო მომსახურების ღირებულება; 79 292,16 ლარი 2--- წლის თებერვლის თვის სარეკლამო მომსახურების ღირებულება; 12 786,66 ლარი 2--- წლის მარტის თვის სარეკლამო მომსახურების ღირებულება; 12 046,86 ლარი 2--- წლის აპრილის თვის სარეკლამო მომსახურების ღირებულება; 11 594,88 ლარი 2--- წლის მაისის თვის სარეკლამო მომსახურების ღირებულება; 12 648,42 ლარი 2--- წლის ივნისის თვის სარეკლამო მომსახურების ღირებულება; 12 678,66 ლარი 2--- წლის ივლისის თვის სარეკლამო მომსახურების ღირებულება; 8 386,92 ლარი 2--- წლის სექტემბრის თვის სარეკლამო მომსახურების ღირებულება; 2 168,19 ლარი 2--- წლის ოქტომბრის თვის სარეკლამო მომსახურების ღირებულება;
1.2. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს გადახდა - დაპირებული სრული თანხის (წინასწარ გაცხადებული ბიუჯეტის) 10%-ის ოდენობით. ჯამში - 42 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (გადახდის დღეს არსებული ს----------–ოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად);
1.3. დაეკისროს მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელესთვის ჯამში 19 853.6 ლარის ანაზღაურება - ვალდებულების დარღვევის დღიდან, სარჩელის წარმოდგენის თარიღის (25.08.2017.წ) ჩათვლით, ასევე მიუღებელი შემოსავალი - სარჩელის წარმოდგენის თარიღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის პირველ იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება რე-8/2---, რომელშიც მოპასუხე დაპირდა მოსარჩელეს კონკრეტულ (შეთანხმებულ) პერიოდში 420 000 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამის ტელეარხის ეთერით განთავსების მომსახურების დაკვეთას (რაც თავის თავში მოიცავდა როგორც სარეკლამო რგოლების, ასევე სასპონსორო ტიხრების განთავსებასაც.
ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ, მოპასუხე კომპანიის დაკვეთით ტელეარხ რ-----------ის ეთერში განათავსა მოპასუხის მიერ დაკვეთილი სარეკლამო რგოლები და სასპონსორო ტიხრები შემდეგ ბრენდზე: „ჰ--------ი ჯ-------ა“. იმავე ხელშეკრულებით მოპასუხეს ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება გადაეხადა მომსახურების ღირებულება.
აღნიშნული სარეკლამო მომსახურება გაწეულ იქნა 2--- წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში. ყოველი თვის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს ელექტრონული წესით გაუგზავნა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ხოლო მოპასუხემ ხსენებული ანგარშფაქტურები ელექტრონულადვე დაადასტურა-დაეთანხა. ამასთანავე, თითოეულ თვეში გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტები. ხელშეკრულების დანართი №--ით განსაზღვრულ (შეთანხმებულ) პერიოდში მოპასუხებ ვერ/არ აითვისა გაცხადებული დაპირებული) სარეკლამო ბიუჯეტი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სარეკლამო მომსახურების გაწევის ფაქტს ადასტურებს ასევე ტელეკომპანია "რ-------- 2---- დადასტურების წერილი (წერილი მოგვიანებით წარმოდგენილი იქნება საქმის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე) და ხელშეკრულების 4.1.13. პუნქტის შესაბამისად, სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვებისა და მ-----მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანიზაცია "თ----------- ს----------–ოს" მიერ გაცემული საეთერო ცნობა (მონიტორინგის ანგარიში) სარეკლამო მომსახურების გაწევის დადასტურების შესახებ (დანართი №2);
ხელშეკრულების 7.2. პუნქტის შესაბამისად სარეკლამო მომსახურების დამკვეთი, ანუ მოპასუხე ვალდებული იყო სარეკლამო მომსახურების ღირებულება გადაეხადა, ფინანსური დოკუმენტების, ან ერთ ერთი მათგანის წარდგენიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში, (დანართი №-).
მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით, რაც მოპასუხემ არ შეასრულა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელი წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირითადი, პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში (იხ, 2018 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:29:35).
შესაგებელში განმარტებულია, რომ პირგსამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2--- წლის პირველ იანვარს შპს “ი------ მ----ს პ-–----სა“ და შპს „ბ------ რ--------”-ს (დამკვეთი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება რე-8/2---, რომლის თანახმად, შპს “ი------ მ----ს პ-–----მა“ იკისრა ვალდებულება გაეწია დამკვეთისათვის სარეკლამო მომსახურება, რაც გულისხმობდა ტელეარხების ეთერში დამკვეთის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული (დაკვეთილი) რეკლამის განთავსებას, ხოლო დამკვეთმა იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა კომპანიისათვის სარეკლამო მომსახურების საფასური.
2--- წლის პირველ იანვარს გაფორმებული №- დანართის (2--- წლის პირველი იანვრის ხელშეკრულების) თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ რეკლამის განთავსების პირობებზე: მოპასუხე კომპანიის დაკვეთით მოსარჩელეს ტელეარხ რ-----------ის ეთერში უნდა განეთავსებინა მოპასუხის მიერ დაკვეთილი სარეკლამო რგოლები და სასპონსორო ტიხრები ბრენდზე „ჰ--------ი ჯ-------ა“.
ამავე შეთანხმებით განისაზღვრა რეკლამის განთავსების მომსახურებისათვის წინასწარ გაცხადებული (დაპირებული) თანხის-ბიუჯეტის ოდენობა და პერიოდი: დამკვეთმა წინასწარ განუცხადა (დაპირდა) კომპანიას რომ იგი 2--- წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაუკვეთავდა მას ზემოთხსენებული ბრენდის რეკლამის ტელეარხის ეთერით განთავსების მომსახურებას, ღირებულებით 420 000,00 აშშ დოლარი.
2--- წლის პირველი იანვრის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მომსახურებაზე საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის შემდეგ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული თანხის მიხედვით. ამავე ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა მოპასუხეს უნდა განეხორციელებია ფინანსური დოკუმენტების ან ერთ-ერთი მათგანის წარდგენის დღიდან 10 დღის განმავლობაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-6).
- 2--- წლის პირველი იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-39).
- 2--- წლის პირველი იანვრის №- დანართი (ს.ფ. 40).
3.1.2. მოპასუხის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია შპს “ი------ მ----ს პ-–----ის“ მიერ შეთანხმებული პირობებით მომსახურების გაწევის ფაქტი, ისევე როგორც მითითებული და მოთხოვილი ოდენობით 185 200,58 ლარის მომსახურების გაწევის ფაქტი.
მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სარჩელი 185 200,58 ლარის ნაწილში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-6).
- საგადახდო ანგარიშფაქტურა №-------------; №-------------; №-------------; №-------------; № ე------------; №-------------; №-------------;№-------------; №------------- (ს.ფ. 77-85).
- მიღება-ჩაბარების აქტები №---- (15 იანვარი, 2--- წ.); №---- (29 თებერვალი, 2--- წ.); № 8--- (31 მარტი, 2--- წ.); №-----(30 აპრილი, 2--- წ.); №----- (31 მაისი, 2--- წ.); №----- (30 ივნისი, 2--- წ.); №----- (31 ივლისი, 2--- წ.); №----- (30 სექტემბერი, 2---; №----- (31 ოქტომბერი, 2--- წ.) (ს.ფ. 86-94).
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ, 2018 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:29:35).
3.1.3. 2--- წლის პირველი იანვრის ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ ან ვერ განათავსებდა იმ ღირებულების რეკლამას კონკრეტულ შეთანხმებულ პერიოდში, რომელიც მან წინასწარ განაცხადა, კომპანია უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დამკვეთისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაპირებული სრული თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის გადახდის ვალდებულებასაც კისრულობდა დამკვეთი, კომპანიის მიერ აღნიშნული მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის პირველი იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-39).
3.1.4. 2--- წლის პირველი იანვრის ხელშეკრულების 13.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კომპანიის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეოდა აღსასრულებლად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2--- წლის პირველი იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-39).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ი------ მ----- პ-–----“-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 629-ე მუხლებით.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 268-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია შპს “ი------ მ----ს პ-–----სა“ და შპს „ბ------ რ--------”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს “ი------ მ----ს პ-–----მა“ იკისრა ვალდებულება გაეწია დამკვეთისათვის სარეკლამო მომსახურება, რაც გულისხმობდა ტელეარხების ეთერში დამკვეთის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული რეკლამის განთავსებას, ხოლო დამკვეთმა იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა კომპანიისათვის სარეკლამო მომსახურების საფასური.
დადგენილია, რომ შპს “ი------ მ----ს პ-–----მა“ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, გაუწია მოპასუხეს შესაბამისი მომსახურება, რაც დგინდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებითა და თავად მოპასუხის წარმომადგენლის აღიარებით. დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე შეადგენს 185 200,58 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს მიღებული მომსახურების საფასური 185 200,58 ლარის ოდენობით.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 185 200,58 ლარის ნაწილში.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. დადგენილია, რომ მხარეები 2--- წლის პირველი იანვრის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე, ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ ან ვერ განათავსებდა იმ ღირებულების რეკლამას კონკრეტულ შეთანხმებულ პერიოდში, რომელიც მან წინასწარ განაცხადა, კომპანია უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დამკვეთისათვის პირგასამტეხლოს გადახდა დაპირებული სრული თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის გადახდის ვალდებულებასაც კისრულობდა დამკვეთი, კომპანიის მიერ აღნიშნული მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში.
2--- წლის პირველი იანვრის დანართით რეკლამის განთავსების მომსახურებისათვის 2--- წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 15 იანვრის ჩათვლით პერიოდში განისაზღვრა მომსახურება ღირებულებით 420 000,00 აშშ დოლარი.
ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო დამრღვევ მხარეს უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია შპს „ბ------ რ--------”-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლოს თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 10 %-დან 3%-მდე და განისაზღვროს 12 600,00 აშშ დოლარით.
6.3. მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის 19 853.6 ლარის ანაზღაურებას და ასევე მიუღებელ შემოსავალს - სარჩელის წარმოდგენის თარიღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამდენად, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის რომელი ქმედება (უმოქმედობა) იყო არამართლზომიერი, რომ ამ ქმედებამ (უმოქმედობამ) გამოიწვია ზიანი და რომ მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. საგულისხმოა, ასევე, თავად „მიუღებელი შემოსავლის“ განმარტება. სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ეს არის სარგებელი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ი------ესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ი------ესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული, თუმცა თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ, სუსგ საქმეზე №ას-1018-979-2---, 21 აპრილი, 2017 წელი).
მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სს „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით, 2--- წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით სს „თიბისი ბანკში“ იურიდიული პირების ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები ლარში შეადგენდა 8%-ს. თუმცა აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ინფორმაციულ ცნობას და არა კონკრეტულად მოსარჩელის მიერ საანაბრე მომსახურების მიღების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელე მიუთითებს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებზე, თუმცა, მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა შემოსავლის მიღების საკითხს, რამაც მოსარჩელეს მითითებული ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოუშვა. მტკიცებულება კი, რომელიც მოსარჩელის სამეწარმეო ურთიერთობის ფარგლებში (რასაც წინასწარ ივარაუდებდა ვალდებული პირი) შემოსავლის რეალურად მიღების შესაძლებლობას დაადასტურებდა, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, ვერ დაძლია მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
2--- წლის პირველი იანვრის ხელშეკრულების 13.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კომპანიის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეოდა აღსასრულებლად.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის წარმომადგენლის მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სარჩელის შესაბამის ნაწილში ცნობის გამო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდება სახელმწიფო ბაჟი 3020,5 ლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრება 1500,00 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ი------ მ----- პ-–----ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ბ------ რ--------ს“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 185 200,58 ლარის ანაზღაურება.
3. შპს „ბ------ რ--------ს“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 12 600,00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.
4. სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2---------, საგადახდო დავალება #---------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5000 ლარიდან - 3020,5 ლარი.
6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 1500,00 ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი) საჩივრდება კერძო საჩივრით, 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე