გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1302101-80025825-6
2-85--18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 იანვარი, 2019 წ. ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო საზოგადოება
,,კ--------–-“
წარმომადგენელი გ--–----------ძე
მოპასუხეები ბ----------------------------------–---–-----------------–----------------------------------------------------------–--–ი
ხ--------------ის წარმომადგენელი ბ-----------ძე
დავის საგანი თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კ--------–-ს“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა 13 565 ლარი და 5- თეთრი ლარი, საიდანაც 10 683 ლარი და 54 თეთრი ძირი თანხაა, 2 5-9 ლარი და 67 თეთრი - პროცენტი, 342 ლარი და 31 თეთრი - პირგასამტეხლო;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 9 მარტს, მოსარჩელესა და ბ-----------ძეს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს, ბ-----------ძემ ,,კ--------–-საგან“ მიიღო სესხი 15 000 ლარი 36 თვით, წლიური 22% სარგებლით, რაც უნდა დაფარულიყო მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკით;
სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 9 მარტს, ხ--------------ესთან, ლ---–--------ესთან და ნ-----–--------–---–თან, ,,კ--------–მა“ დადო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება, ბ-----------ძესთან ერთად, მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე;
მოპასუხეებმა, მიუხედავად გაფრთხილებისა, არ შეასრულეს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, გადასახდელი აქვთ მასში აღნიშნული თანხა;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო - ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში ( 2019 წლის 9 იანვრის სხდომის ოქმი: 16:31:30-16:32:00; 16:33:00-16:41:00);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 9 მარტს, მოსარჩელესა და ბ-----------ძეს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებით და სესხის ხელშეკრულებით, ბ-----------ძემ ,,კ--------–-საგან“ მიიღო სესხი 15 000 ლარი 36 თვით, წლიური 22% სარგებლით, რაც უნდა დაფარულიყო მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება და სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.17-24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 9 მარტს, ხ--------------ესთან, ლ---–--------ესთან და ნ-----–--------–---–თან, ,,კ--------–მა“ დადო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება, ბ-----------ძესთან ერთად, მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. სოლიდარულ თავდებთა პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 75 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.25-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოპასუხეებმა, მიუხედავად გაფრთხილებისა, არ შეასრულეს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები და სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოსარჩელის წინაშე წარმოშობილი დავალიანება, ხელშეკრულების მიხედვით, არის 13 565 ლარი და 5- თეთრი, საიდანაც 10 683 ლარი და 54 თეთრი ძირი თანხაა, 2 5-9 ლარი და 67 თეთრი - პროცენტი, 342 ლარი და 31 თეთრი - პირგასამტეხლო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინებები ვალდებულების შესრულების შესახებ და მათი ადრესატებისათვის ჩაბარების დასტური(ს.ფ.28-35);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.37);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები, 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მათგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ბ-----------ძესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ბ-----------ძისა და სხვა მოპასუხეებისაგან, რომლებიც თავდებად დაუდგნენ კრედიტორის წინაშე მსესხებელს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მისი ვალდებულების შესასრულებლად;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ.
პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარეა. მას შესაგებელი არ წარმოუდგენია;
ასეთი გარემოების არსებობისას, მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ სარჩელს ცნობს მხოლოდ ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რადგან პროცენტი და ჯარიმა ,,ძალიან დიდია“, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის, მით უმეტეს, პირგასამტეხლო 342.31 ლარი, შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობის - 10 683.54 ლარი ძირი თანხის და 2 5-9.67 ლარი პროცენტის გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი არ არის, ისევე, როგორც მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტი, საწინააღმდეგო არგუმენტი მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია;
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 5--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 556.97 ლარი - 406.97 ლარი სარჩელზე და 150 ლარი - სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, საიდანაც უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 50 ლარი;
მოპასუხე მხარემ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირი თანხის 10 683.54 ლარი მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 320.50 ლარი უნდა განახევრდეს (320.50:2=160.25) და 160.25 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი 296 ლარი და 72 თეთრი, საიდანაც 246.72 ლარი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზეა გადახდილი, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს, ისევე როგორც 63 ლარი - მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხა;
8. უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინებით: ა) მოპასუხე ბ-----------ძეს (პირადი ნომერი 5----------) აეკრძალა გაასხვისოს და უფლებრივად დატვირთოს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ც---------–- მდებარე მისი კუთვნილი უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდით N6-.1-.5-.2--;
ბ) მოპასუხე ლ---–--------ეს (პირადი ნომერი 5----------) აეკრძალა გაასხვისოს და უფლებრივად დატვირთოს კუთვნილი წილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ც---------–- მდებარე უძრავი ნივთებში, საკადასტრო კოდებით: N 6-.1-.5-.4--, N6-.1-.5-.3--.
სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:
მოპასუხეებს: ბ-----------ძეს, ხ--------------ეს, ლ---–--------ეს და ნ-----–---------–--–ს სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ--------–-ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა -13 565 ლარი და 5- თეთრი ლარი, საიდანაც 10 683 ლარი და 54 თეთრი ძირი თანხაა, 2 5-9 ლარი და 67 თეთრი - პროცენტი, 342 ლარი და 31 თეთრი - პირგასამტეხლო;
2. სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ--------–ს" დაუბრუნდეს 2018 წლის 8 აგვისტოს N15-371315- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 556 ლარის და 97 თეთრის ნაწილი 260 ლარი და 25 თეთრი;
მოპასუხეებს: ბ-----------ძეს, ხ--------------ეს, ლ---–--------ეს და ნ-----–---------–--–ს სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კ--------–-ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 296 ლარი და 72 თეთრი და 63 ლარი - პროცესის ხარჯი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი