განაჩენი

სისხლის სამართლის 28.12.2018
საქმის ნომერი
160100118002486437
დავის ტიპი
19 - 137 1 , 126 1
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/149-18

(=019270518001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბოლ---ი

 

ბოლ---ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი - ცაცა ებრალიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი--------------რი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გიო------–----------–---–ი (გუ--–---–ი) (დაბადებული - 1994 წლის 21 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1---------- ნასამართლობის არ-ქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე მცხოვრები: ბოლ---ი, სოფელი რა-----ნი, მე-15 ქუჩა №7

 

ადვოკატი - ემ------------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასია---ს შეღწევის მცდელობა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ბოლ---ის რაიონის სოფელ რა-----ნში, პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, გი-----ი გუ--–---–მა, იმ მიზნით, რომ თავისი სასქესო ორგანოთი მოეხდინა სექსუალური ხასია---ს შეღწევა ნა---ა თა----–---–ის სხეულში, ხელი დაუჭირა და თავისკენ ზურგით მიიზიდა ნა---ა თა----–---–ი, შემდეგ ხელი მოუჭირა ყელში, ხოლო მეორე ხელი პირზე ააფარა, რათა არ ეყვირა, ზურგით დააგდო ძირს და დააწვა ზემოდან ისე, რომ ნა---ა თა----–---–ი ფეხებს ვერ ამოძრავებდა, თავი რამდენჯერ-ე დაარტყმევინა მიწაზე და სახეში რამდენჯერ-ე დაარტყა მუშტები, ჩაიწია შარვალი და შეეცადა ნა---ა თა----–---–ისთვისაც აეწია ხალა--- და კაბა, დაემუქრა მოკვლით, თუ იგი ყვირილს არ შეწყვეტდა, ეძებდა საგანს მისთვის დასარტყმელად, თუმცა, მან თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო ნა---ა თა----–---–ის მიერ გაწეული წინააღმდეგობისა და მეზობლების ქუჩაში გამოსვლის გამო.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ბოლ---ის რაიონის სოფელ რა-----ნში, პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, გიო------–----------–---–მა ყელში წაუჭირა ხელი ნა---ა თა----–---–ს და სახეში რამდენჯერ-ე დაარტყა მუშტი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.

 

3.3. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ ბა---ლად იქნა ცნობილი ბოლ---ის რაიონის სოფელ რა-----ნის საკრებულოს მიერ 1994 წლის 5 დეკემბრის გი-----ი გუ--–---–ის მიმართ რეგისტრირებული ა/ ჩანაწერი N38 მამის მონაცემების გრაფაში (ცნობები მამის შესახებ). გი-----ი გუ--–---–ის დაბადების აქტის ჩანაწერის პირველი ეგზემპლარის მე-19 გრაფაში გადაიხაზა მამობის დადგენის შესახებ მონაცემები, გი-----ი გუ--–---–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ბავშვის გვარი „გუ--–---–ი“ - შესწორდა „ ლონდარეიშვილზე“, შესაბამისად, სასამართლოს საოქმო განჩინებით, გი-----ი გუ--–---–ის ვინაობა დაზუსტდა და ზემოაღნიშნულ განაჩენში იგი მოხსენებულ იქნება როგორც გიო------–----------–---–ი.

 

3.4. გიო------–----------–---–ის მიერ ნა---ა თა----–---–ის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების მცდელობის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარ-ოუდგინა დაზარალებულ ნა---ა თა----–---–ის, მოწმეების - პე-–---- ეგ------–-–---–ის, მი----– აშ------ს, მა-–--ზ თა----–---–ის, ზუ---- ნო---–---–-ს, ნ--- თა----–---–ის, შოთა ნო---–---–-ს, მა-- ჭი-------ს, მა-- ლა------–---–-ს, გი-----ი ნო---–---–-ს, ზა---ა მუ----–-–---–-ს, ექსპერტების გი-----ი ოქ-----–---–ის და თინა---ნ მგ--–--ის, გამომძიებლების რო----ტ დუ----–-–---–ის, თამარ გი-----აშვილის, თემურ გე-–----ის, ექსპერტ კრიმინალისტების ფი---- დე-------–---–ის და დი------ი კვი-----–--ლის ჩვენებები, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზას დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ბრალად შერაცხული ქმედების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.5. დაზარალებულმა ნა---ა თა----–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 26 მაისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან, მამასთან მა-–--ზ თა----–---–თან, ძმასთან ნ--- თა----–---–თან და მაზლთან გი-----ი ნო---–---–თან ერთად აღნიშნავდა თავისი მეუღლის შოთა ნო---–---–-ს დაბადების დღეს. დაახლოებით ღამის 2 საათზე, თავისი მამა, ძმა და მაზლი გამოაცილა საავტომობილო გზამდე. ქუჩაში გამოსვლისთანავე მან და მისმა ძმამ დაინახეს მეზობლად მცხოვრები გი-----ი გუ--–---–ი, მეტსახელად ნაბო. უკან, სახლში მიმავალმა, კვლავ დაინახა ზემოთხსენებული პიროვნება, რომელიც დაინტერესდა ნა---ა თა----–---–ის მეუღლის ადგილსამყოფელით და როდესაც დაზარალებულმა მას მიუგო, რომ მეუღლეს სახლში ეძინა, ხელი გადახვია, სხეულით თავისკენ მიიზიდა და მოფერება დაუწყო, ამის გამო იგი თავის მამას და ძმას უხმობდა საშველად, თუმცა უშედეგოდ.

 

დაზარალებულის მტკიცებით, ვინაიდან იგი ყვიროდა ბრალდებული მას ერთ ხელს პირზე აფარებდა, ხოლო მეორე ხელით კი ყელში უჭერდა, შემდეგ ზურგით დააგდო ხრეშიან და ქვიან მიწაზე, შემდეგ გვერდით გადააწვინა და ზემოდან დააწვა, ისე რომ დაზარალებულს განძრევის საშუალება აღარ ჰქონდა. ამასთან, ერთი ხელით ცდილობა დაზარალებულის კაბის აწევას, ხოლო მეორე ხელით იხსნიდა შარვალს, ამავდროულად რადგან იგი დიდი წინააღმდეგობას უწევდა გ.ლონდარეიშვილს (გუ--–---–ს), ეს უკანასკნელი სახეში ურტყამდა ხელებს, რის გამოც ტუჩები დაუსკდა, ასევე თავს მიწაზე არტყმევინებდა. მისი კივილის ხმაზე აივანზე გამოვიდა მეზობელი პე-–---- ეგ------–-–---–ი, რომელმაც დაინახა თუ როგორ იყო მის სხეულს გადაფარებული ბრალდებული და ხელებს ურტყამდა. დაახლოებით 2-3 წამში მითითებული პიროვნება ქუჩაში გამოვიდა, რომელსაც მოჰყვა მისი შვილი მი----– აშ------, მათ დანახვაზე გიო------–----------–---–ი გაიქცა და თან ცდილობდა შარვლის აწევას. თავად დაზარალებული გაემართა პე-–---- ეგ------–-–---–ის და მისი შვილისკენ, სადაც ასევე მივიდა მეზობელი მა-- ლა------–---–-. დაზარალებულმა მათ მოუყვა თუ როგორ ცდილობდა ბრალდებული მის გაუპატიურებას, რომ ამ მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა მას, ამასთან იმ წუთებშიც კი ტუჩებიდან სისხლი სდიოდა.

 

დაზარალებულის ჩვენებით, მალევე გარეთ გამოვიდა მისი დედამთილი ზა---ა მუ----–-–---–-, რომელმაც დაზარალებული სახლში შეიყვანა. მან თავის დედამთილს და მამამთილს მაშინვე მოუთხრო მომხდარის თაობაზე, ხოლო მეუღლეს და თავის მშობლებს მხოლოდ მეორე დღეს გაუმხილა თავს რაც გადახდა. მოგვიანებით, დაზარალებულის დედა მა-- ჭი------- დაუკავშირდა გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურს და შეატყობინა მომხდარი ფაქტის შესახებ, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება. იგი დაკითხეს, ასევე მისი მონაწილეობით ჩაატარეს რამდენიმე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამოიღეს მისი კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც მას შემთხვევის დღეს ეცვა, თუმცა საცვალი, რომელიც პოლიციას გადასცა, გარეცხილი იყო. ასევე ჩაუტარდა ექსპერტიზა, ექსპერტმა დაათვალიერა მისი სხეული და სახის და კისრის მიდამოებში აღმოუჩინა კიდეც დაზიანებების ნიშნები, თუმცა ექსპერტს თავის დასკვნაში არაფერი მიუთითებია ფეხზე არსებულ დაზიანებასთან დაკავშირებით, რადგან თავის მხრივ მასაც არაფერი უთქვამს ექსპერტისთვის ამ დაზიანების თაობაზე.

 

3.6. მოწმე მა-–--ზ თა----–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას და ასევე გამოძიებისას მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, 2018 წლის 26 მაისს სტუმრად იმყოფებოდა თავისი ქალიშვილის ნა---ა თა----–---–ის ოჯახში მისი მეუღლის შოთა ნო---–---–-ს დაბადების დღის აღსანიშნავად. ვინაიდან დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მიიღო გვიან ღამით თავის ვაჟთან ნ--- თა----–---–თან და სიძის ძმასთან გი-----ი ნო---–---–თან ერთად სახლისკენ გაემართა, საავტომობილო გზამდე ისინი გამოაცილა ნა---ა თა----–---–მა. მეორე დღეს შეიტყო, რომ მისი ქალიშვილის გაუპატიურების მცდელობა განუხორციელებია გიო------–----------–---–ს, ამასთან, მისი ქალიშვილი იყო ნაცემი, კერძოდ, სახის და კისრის მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები.

 

3.7. მოწმე ნ--- თა----–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, 2018 წლის 26 მაისს იმყოფებოდა თავისი სიძის შოთა ნო---–---–-ს დაბადების დღეზე. გვიან ღამით ის, მამამისი და თავისი დის მაზლი, საავტომობილო გზამდე გამოაცილა დამ ნა---ა თა----–---–მა. გარეთ გამოსვლისას, იმის მიუხედავად, რომ გვიანი ღამე იყო ქუჩის ლამპიონი კარგად არ ანათებდა, მან დაინახა რომ თავისი დის სახლის ქვედა მხარეს იდგა მეზობელი გიო------–----------–---–ი. მოწმის განმარტებით მეორე დღეს შეიტყო, თუ როგორ სცემა და ასევე სცადა მისი დის გაუპატიურება, სწორედ გიო------–----------–---–მა.

 

3.8. მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ზუ---- ნო---–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 27 მაისს, მისი ძმის დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, გვიან ღამით რძალმა ნა---ა თა----–---–მა საავტომობილო გზამდე გამოაცილა სტუმრები. მეორე დღეს მან შეიტყო, რომ მეზობელს, გიო------–----------–---–ს მისი რძლის გაუპატიურების მცდელობა განეხორციელებინა. მოწმემ განაცხადა, რომ როდესაც ნა---ამ ისინი ღამით გამოაცილა გიო------–----------–---–ი უკვე გარეთ იდგა, თუმცა, თავად იგი გარეთ არ დაუნახავს და ამ ფაქტის შესახებ მან ნა---ა თა----–---–ის მამისგან შეიტყო. მოწმემ მიუთითა, რომ, რომ თავისი რძლის ნა---ა თა----–---–ის გადმოცემით, მეზობლის პე-–---- ეგ------–-–---–ს ხელშეშლის გამო ვერ შეძლო ბრალდებულმა თავისი განზრახვის ბოლომდე მიყვანა, რადგან, როგორც აღინიშნა იგი ქუჩაში იმ დროს გამოვიდა, როდესაც გიო------–----------–---–ს შარვალი უკვე ჩაწეული ჰქონდა, მაგრამ მეზობლის დანახვაზე გაიქცა.

 

3.9. მოწმე მა-- ჭი-------მ სასამართლოს მოუთხრო, რომ 2018 წლის 27 მაისს, თავისმა ქალიშვილმა ნა---ა თა----–---–მა უამბო, თუ როგორ სცადა მისი გაუპატიურება გიო------–----------–---–მა, თუმცა მეზობლის ხელშეშლის გამო ვერ აღასრულა განზრახვა. მოწმის მითითებით დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები ყელზე, ასევე ტანსაცმელიც ჰქონდა შემოხეული.

 

3.10. მოწმე ზა---ა მურალაშვილმა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს ღამით გააღვიძა რძლის - ნა---ა თა----–---–ის ტირილმა, რომელმაც მოუთხრო თუ რა განახორციელა გიო------–----------–---–მა. მისი განმარტებით, რძალმა ასევე უთხრა ისიც, რომ მასზე ძალადობის მომენტში ქუჩაში გასულიყო პე-–---- ეგ------–-–---–ი და მისი ვაჟი მი----– აშ------, ეს უკანასკნელი კი გაკიდებია ბრალდებულს, თუმცა, უშედეგოდ.

 

3.11. გი-----ი ნო---–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 27 მაისს თავისი შვილის დაბადების დღიდან წასული სტუმრები გვიან ღამით გააცილა მისმა რძალმა ნა---ა თა----–---–მა, რომელსაც სახლში დაბრუნებისას გზაზე დახვდა გიო------–----------–---–ი, რომელმაც მას ქვა ჩაარტყა და ასევე ძალადობის განხორციელება ცადა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების მომენტში ქუჩაში გამოსული პე-–---- ეგ------–-–---–ის და მისი ვაჟის დანახვაზე ბრალდებული გაქცეულა. მოგვიანებით მისმა რძალმა ასევე განაცხადა, რომ გიო------–----------–---–ს მისთვის ხალა---ს და კაბის აწევა სურდა, რა დროსაც კაბაც გაეხა. გი-----ი ნო---–---–მა ასევე მიუთითა, რომ თავის რძალს ნა--- თა----–---–ს დაზიანებები აღენიშნებოდა კისრის მიდამოებში.

 

3.12. მოწმე შოთა ნო---–---–-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 26 მაისს, მის დაბადების დღეზე სტუმრად მყოფი მისი ძმა, სიმამრი და ასევე ცოლის ძმა, გვიან ღამით საავტომობილო გზამდე გააცილა მისმა მეუღლემ ნა---ა თა----–---–მა, რომელსაც უკან დაბრუნებისას პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლთან შეხვდა გიო------–----------–---–ი და მან ხელი გადახვია ნა---ას. ამ ფაქტს მისი მეუღლის გაკვირვება გამოიწვია და თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინა. მისი ინფორ-აციით, ბრალდებულმა დაზარალებული ძირს წააქცია და მის გაჩუმებას ცდილობდა, თუმცა პე-–---- ეგ------–-–---–ს ხმაურზე ქუჩაში გამოუხედავს, რის გამოც ბრალდებული გაქცეულა. ამავდროულად ქუჩაში გამოსულა მეზობელი ქალბატონის ვაჟი მი----– აშ------, რომელიც გაკიდებია ბრალდებულს თუმცა, უშედეგოდ. აღნიშნული ინფორ-აცია, მეორე დილით მასთან საუბარში ასევე დაუდასტურა მი----– აშიგოვმა.

 

მოწმემ მიუთითა, რომ ამ ფაქტის შემდეგ გიო------–----------–---–ის ოჯახის წვერთა მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ისინი თანხმა იყვნენ გაეყიდათ სახლი და საცხოვრებლად სხვა მისამართზე გადასულიყვნენ, თუკი ნა---ა თა----–---–ი არ უჩივლებდა მათ. თუმცა, მისი მეუღლის პოზიცია იყო ხისტი. რაც შეეხება მეუღლის სხეულზე არსებულ დაზიანებებს, მოწმემ მიუთითა, რომ ნა---ა თა----–---–ს დაზიანებები ემჩნეოდა როგორც სახეზე, ისე კისერზე და ტანზე.

 

3.13. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორ-ატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზუ---- მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.)

 

3.14. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორ-ატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზუ---- მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.)

 

3.15. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - მა-–--ზ თა----–---–ი, ნ--- თა----–---–ი, ზუ---- ნო---–---–-, გი-----ი ნო---–---–-, შოთა ნო---–---–-, ზა---ა მუ----–-–---–- და მა-- ჭი-------, არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ ჩვენებაში მითითებული ინფორ-აცია ეფუძნება სხვა პირის მონათხრობს, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მა--- ჩვენებებით დაადგინოს ფაქტები უშუალოდ გაუპატიურების მცდელობის მომენტებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

3.16. რაც შეეხება პე-–---- ეგ------–-–---–ის, მი----– აშ------ს და მა-- ლა------–---–-ს ჩვენებებს რომელთაგან, ამ უკანასკნელის ჩვენების გარდა ზემორე ორი პირის ჩვენებიდან შესაძლებელია იმ ვითარების ნაწილობრივ აღდგენა, რასაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის 27 მაისის ღამეს, სასამართლო ვრცლად მიმოიხილავს მათ.

 

3.17. მოწმე პე-–---- ეგ------–-–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 27 მაისის ღამეს, დაახლოებით 2 საათზე, ქუჩიდან შემოესმა ქალის ყვირილის ხმა. კარი ღია იყო, დაუყოვნებლივ გარეთ გაიხედა, დაინახა გიო------–----------–---–ი და მიიჩნია რომ იგი თავის ცოლს ეჩხუბებოდა, თუმცა ჭიშკრიდან გასვლისთანავე ბრალდებული გაიქცა. მან აღმოაჩინა, რომ ქალბატონი რომელიც ყვიროდა არა გ.ლონდარეიშვილის მეუღლე, არამედ მა--- მეზობელი ნა---ა თა----–---–ი იყო, რომელიც აღელვებული გაემართა მისი მიმართულებით და განუცხადა, რომ ბრალდებულმა ცემა. მოწმემ ასევე აღწერა ნა---ა თა----–---–ის მდგომარეობაც. მისი ჩვენებით, დაზარალებულს ტანთ ეცვა შინდისფერი ხალა---, რომელიც ჰქონდა შეკრული, ხალათზე მტვრის ან ტალახის კვალი არ ემჩნეოდა, ხოლო ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშანი მასზე არ იხილებოდა. ამასთან, არც დაზარალებულის უჩვენებია მისთვის დაზიანებული ადგილები. პე-–---- ეგ------–-–---–მა ასევე მიუთითა, რომ ბრალდებულის გაქცევისას ქუჩაში გამოვიდა მისი ვაჟი მი----– აშ------ და შემდეგ მეზობელად მცხოვრები ქალბატონი მა-- ლა------–---–-.

 

მოწმემ კატეგორიულად მიუთითა, რომ დაზარალებული ბრალდებულ გიო------–----------–---–ს მხოლოდ ცემაში ამხელდა და სხვა ტიპის ქმედების, მათ შორის გაუპატიურების განხორციელებაზე ან მცდელობაზე მისი მხრიდან არაფერი თქმულა. მან ასევე განაცხადა, რომ როდესაც ქუჩაში გასულმა გიო------–----------–---–ი დაინახა, მას შარვალი ჩაწეული არ ჰქონია, ამასთან არც მისი შვილი გაკიდებია მას.

 

რაც შეეხება გარემოს, თუ როგორი ხილვადობა იყო პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლის მიმდებარედ, კეროდ-7-8 მეტრში, სადაც ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელებას ედავება ბრალდების მხარე გიო------–----------–---–ს, მოწმის მითითებით, მის აივანზე ენთო ნათურა, რომლის სინათლეც იმ მომენტისთვის ეფინებოდა ჭიშკრის მიდამოს (რამეთუ, იმ დროისთვის სახლის ღობე იყო დაბალი და მხოლოდ შემდეგ მოხდა მისი ამაღლება), ხოლო, ქუჩის განათების ბოძი მოშორებით იდგა და შესაბამისად, მისი ნათება შემთხვევის ადგილს ვერ სწვდებოდა.

 

3.18. მოწმე მი----– აშიგოვმა სასამართლოს მოუთხრო, რომ 2018 წლის 27 მაისის ღამეს, ფეხბურთის დასრულების შემდეგ დასაძინებლად დაწვა, თუმცა, მასთან ოთახში შევიდა დედამისი პე-–---- ეგ------–-–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ ბრალდებული თავის ცოლს ეჩხუბებოდა და გარეთ გასულიყო. მან მართლაც ჩაიცვა ტანთ და გავიდა კიდეც ქუჩაში, თუმცა გარეთ მხოლოდ ატირებული ნა---ა თა----–---–ი იხილა, რომელიც დედამისს ეხუტებოდა და აცხადებდა, რომ გიო------–----------–---–მა სცემა.

 

მოწმის გადმოცემით, მას ნა---ა თა----–---–ის სახეზე ან სხეულზე არავითარი დაზიანება არ შეუნიშნავს და არც მის ტანთცმულ ხალათს ეტყობოდა ძალადობის ნიშნები.

 

3.19. მოწმე მა-- ლაზარეიშვილის განმარტებით, რომელიც პოსტ ფაქტუმ შეესწრო ვითარებას, 2018 წლის 27 მაისის ღამეს ქალის ხმა ჩაესმა და გარეთ გასულმა პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლთან იხილა ნა---ა თა----–---–ი, პე-–---- ეგ------–-–---–ი და მისი ვაჟი მი----– აშ------. ნა---ა თა----–---–ი აცხადებდა, რომ გიო------–----------–---–მა მას სცემა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე ხილული ნიშანი მის სხეულზე არ შეუნიშნავს.

 

3.20. გამომძიებელმა თემურ გე-–----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ გიო------–----------–---–ს დაკითხვისას არაფერი უთქვამს მისი ორი კლასის განათლების და წერა-კითხვის არ ცოდნასთან დაკავშირებით.

 

3.21. გამომძიებელ რო----ტ დუ----–-–---–ის ჩვენებით, ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყების შემდეგ, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. დაზარალებულ ნა---ა თა----–---–ის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუმცა ვინაიდან შემთხვევის დღეს და მოცემული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დღეს გარემო იყო რამდენადმე შეცვლილი, ვინაიდან იმ ქალბატონის, (რომელიც შეესწრო შემთხვევას) საცხოვრებელი სახლის ღობე უკვე ამოშენებული იყო, ქმედების განხორციელებისას არსებული ვითარების სრულად აღდგენა ვერ მოხდა. მან ასევე ჩაატარა დაზარალებულის და ბრალდებულის ტანსაცმლის ამოღება. საგულისხმოა, რომ ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელიც მას შემთხვევის დღეს ეცვა იყო გარეცხილი.

 

3.22. გამომძიებელ თამარ გი-----აშვილმა სასამართლოს მოუთხრო, თუ რა ვითარებაში მოხდა გიო------–----------–---–ის დაკავება და აღნიშნულის ამსახველი ოქმის შედგენა.

 

3.23. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი დი------ი კვი-----–--ლი, ასევე ფი---- დე-------–---–ი. დ.კვი-----–--ლის ჩვენების თანახმად, სწორედ მან მოახდინა დაზარალებულის ფრჩხილის ნიმუშის აღება. ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ სხდომაზე ისაუბრა ფი---- დე-------–---–მა, რომლის თანახმად, გამომძიებელ რო----ტ დუ----–-–---–თან ერთად დაათვალიერა ბოლ---ის რიაონის სოფელ რა-----ნში მდებარე შემთხვევის ადგილი, მოახდინა გარემოს დასურათება, რომელიც დაერთო კიდეც შესაბამის ოქმს.

 

3.24. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #003672518 დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით მონაცემებით (27.05.2018წ.) ნა---ა თა----–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხნივ კისრის უკანა ზედაპირზე, ქვედა ყბის მიდამოში და ყვრიმალზე, ნასკდომები პირის მარჯვენა კუთხეში, და ზედა ტუჩის ლორწოვანზე მარცხნივ. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

პირადი გასინჯვის მონაცემებით, ნა---ა თა----–---–ს მარცხნივ ქვედა ყბის მიდამოში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის, ორი ხაზოვანი და ერთი უსწორო ფორ-ის სისხლჩაქცევები ზომებით შესაბამისად 2.0x3 ს.მ, 1.6x0.2 სმ და 1.9x1.6 სმ. მარცხენა ყვრიმალზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის, წყვეტილი ხასია---ს, უსწორო ფორ-ის სისხლჩაქცევა ზომით 1.0x0.5 ს.მ. კისრის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ აღენიშნებოდა მოწითალო ფერის, წყვეტილი ხასია---ს, უსწორო ფორ-ის სისხლჩაქცევა ზომით 3.2.x1.1 სმ. პირის მარჯვენა კუთხეში აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ნასკდომი ზომით 0.6 x0.2 სმ. ტუჩის ლორწოვანზე აღენიშნებოდა ასეთივე ნასკდომი ზომით 0.3 x0.2 სმ.

 

3.25. ექსპერტმა გი-----ი ოქ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო დასკვნის სისწორე და დამატებით მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში სრულად იქნა ასახული ის დაზიანებები, რაც ნა---ა თა----–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა, რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ გაუპატიურების მცდელობისთვის რამდენად დამახასიათებელია მოცემული დაზიანებები, ექსპერტმა მიუთითა, რომ შესაძლებელია ასეთი სახის დაზიანება პირს მიეღო გაუპატიურების მცდელობისას, თუმცა იგი ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად არ მიუთითებს, ზემოაღნიშნული დანაშაულის განხორციელებაზე.

 

3.26. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 აგვისტოს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა #005454018 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნა---ა თა----–---–ის კაბაზე აღმოჩენილ მომწვანო-მოთეთრო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და გი-----ი გუ--–---–ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. გი-----ი გუ--–---–ის ჯინსის შარვალზე აღმოჩენილ მოწითალო - მალინისფერი ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს და ნა---ა თა----–---–ის ხალა---ს ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს საერთო გვარობრივი კუთვნილება. ნა---ა თა----–---–ის და გი-----ი გუ--–---–ის დანარჩენ ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

 

3.27. ექსპერტმა თინა---ნ მგ--–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო დასკვნის სისწორე და დამატებით მიუთითა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ნა---ა თა----–---–ის საცვალი იყო გარეცხილი და მასზე გი-----ი გუ--–---–ის ტანსაცმლის ბოჭკო ვერ იქნა აღმოჩენილი.

 

3.28. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 აგვისტოს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის #005789518 დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დაადგინა: პაკეტში, წარწერით „3...გ. გუ--–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული (ობ.N1) და შარვალზე (ობ.N2) არსებული მოყავისფრო ლაქები სისხლს არ წარ-ოადგენს.; პაკეტში, წარწერით „2...გ.გუ--–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მაისურზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N3-5) სისხლს არ წარ-ოადგენს. პაკეტში, წარწერით: „...თა----–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ: კაბაზე არსებული ღია მოყავისფრო (ობ. N6) და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N7) წარ-ოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ნა---ა თა----–---–ს (ობ. N17; პაკეტი, წარწერით: „...ნა---ა თა----–---–ის სისხლის ნიმუში...“) ამავე კაბაზე არსებული ბიომასალის (ობ.N7ა) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ნა---ა თა----–---–ის (ობ. N17) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N7ა-ს პროფილში გი-----ი გუ--–---–ის (ობ. N16; პაკეტი, წარწერით: „... გი-----ი გუ--–---–ის ნერწყვის ნიმუში...) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ხალათზე წინა მარცხენა მხარეზე მკერდის არეში (ობ.N8) და მარცხენა მხარეზე ქვედა კიდის მიმდებარედ (ობ.N9) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილების ერთი წილი და ნა---ა თა----–---–ის (ობ.N17) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N8,9-ის პროფილებში გი-----ი გუ--–---–ის (ობ. N16) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება . მანჟეტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N10) გენეტიკური პროფილი და ნა---ა თა----–---–ის (ობ. N17) გენეტიკური პროფილი იდენტურია. საცვალზე არსებული ბიომასალის (ობ.N11) გენეტიკური პროფილი და ნა---ა თა----–---–ის (ობ.N17) გენეტიკური პროფილი იდენტურია; პაკეტში წარწერით „... ნა---ა თა----–---–ის ფრჩხილების ნიმუში...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N14,15) გენეტიკური პროფილი და ნა---ა თა----–---–ის (ობ.N17) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

 

3.29. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის #006040418 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარ-ოდგენილ: „ნ. თა----–---–ის“ ტანსაცმლის („კაპიშონიანი“ ხალა---, კაბა, ტრუსი) და „გ.გუ--–---–ის“ ტანსაცმელს (მონაცრისფრო მოკლესახელოებიანი მაისური; მოკლე შარვალი ე.წ. „შორტი“; მუქი ლურჯი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური; ჯინსის შარვალი) დაზიანება არ აღენიშნება.

დასკვნაში, ასევე აღნიშნულია, ნ.თა----–---–ის ტანსაცმელს კერძოდ: მუქი მოშინდისფრო ხაოიანი ზედაპირის მქონე „კაპიშონიანი“ ხალათს, ორივე კალთაზე გააჩნდა თითო მიდგმული ჯიბე, ხოლო ორივე გვერდითა ვერტიკალურ ნაკერში ჩაკერებული ჰქონდა ორ განყოფილებიანი თითო საქამრე თასმა, რომლებშიც გაყრილია ანალოგიური ქსოვილის ქამარი. ხალათს უკანა შიგნითა მხარეს შუა მიდამოში „კაპიშონის“ გადანაკერში ჩაკერებული აქვს საკიდი თასმა და თეთრი ფერის ეტიკეტი წარწერით “MUCO L-XL „. ხალათზე შეინიშნება ჭუჭყისმაგვარი დანაშრევები, ექსპლუატაციის ნიშნები. გააჩნია კვლევისათვის გაკეთებული ამონაჭრები აღნიშვნებით. „კაპიშონის“ მინაკერიდან ხალა---ს სიგრძეა: 96 სმ, სიგანე მხრების მიდამოში: 58 სმ. შემდგომი კვლევისას დადგინდა, რომ ხალათს დაზიანება არ აღენიშნება.

მონაცრისფრო, მოთეთრო, მოვარდისფრო ორნამენტებიან, მოკლესახელოებიან კაბას შიგნითა მხრიდან ზედა ნაწილში გააჩნია მონაცრისფრო ქსოვილის სარჩული, რეზინოვანი სახელოების კიდით. კაბის ქვედა კიდეს გასდევს მოთეთრო ფერის გვირისტი. კაბას უკანა მხარეს ზედა მიდამოში გააჩნია, ფასონური ჭრილი. კაბას უკანა შიგნითა მხარეს ზედა მიდამოში კიდეზე დაკერებული აქვს ეტიკეტი წარწერებით, მათ შორის „ITALIA”. კაბაზე შეინიშნება მცირე მონაცრისფრო, მოყავისფრო დანაშრევები, ექსპლუატაციური ხასია---ს ცვეთის ნიშნები და კვლევები, გამოხატული მარჯვენა მხარე სახელოსთან მცირე მონაკვეთზე, სარჩულის გადანაკერის მიდამოდან ამორღვევით. გააჩნია კვლევისთვის გაკეთებული ამონაჭრები აღნიშვნებით. კაბის სიგრძეა 79. 5 სმ. სიგანე მხრების მიდამოში 36 სმ. შემდგომი კვლევისას დგინდება რომ კაბაზე ექსპლუატაციური წარ-ოშობისათვის დამახასიათებელ კვალთა გარდა, სხვა რაიმე მორფოლოგიით განსხვავებული დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა.

მოვარდისფრო გიპიურის ქსოვილის ტრუსი. ტრუსს სალტის კიდეზე დაკერებული აქვს რეზინი. ტრუსს უბეში შიგნითა მხრიდან ფასონურად დაკერებული აქვს მოვარდისფრო ქსოვილი. ტრუსს უკანა შუა ვერტიკალურ ნაკერში შიგნითა მხრიდან ჩაკერებული აქვს მოთეთრო ფერი ეტიკეტი წარწერებით, მათ შორის: „ MADE IN CHINA” . ტრუსზე შეინიშნება ექსპლუატაციის ნიშნები. გააჩნია კვლევისთვის გაკეთებული ამონაჭრები აღნიშვნებით. ფასონური მდგომარეობით ტრუსის სიგანეა წელის მიდამოში 29 სმ. შემდგომი კვლევისას დგინდება რომ ტრუსს დაზიანება არ აღენიშნება.

ამდენად, ზემოთ ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე „ნ.თა----–---–ის წარ-ოდგენილ ტანსაცმელზე - „კაპიშონიანი“ ხალა---, კაბა, ტრუსი - დაზიანება არ აღენიშნება.

 

3.30. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბოლ---ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი რო----ტ დუ----–-–---–ის მიერ, ბოლ---ის რაიონის, სოფელ რა-----ნში, პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნა---ა თა----–---–ისაგან მიღებული ჩვენების/გამოძიების პროცესში წარ-ოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ოქმში ასახულია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ქ. ბოლ---ში სიონის ქ. N12-ში მდებარე ბოლ---ის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე ნა---ა თა----–---–ს გამომძიებლის მიერ ხმამაღლა წაეკითხა 2018 წლის 27 მაისის და 2018 წლის 10 ივნისის მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, რაზედაც ნა---ა თა----–---–მა განმარტა, რომ იგი ეთანხმება და ადასტურებს თავის ჩვენების სისწორეს, რის შემდეგაც ნ.თა----–---–ს გამომძიებლის მიერ მიეცა წინადადება, მის მიერ მიცემული ჩვენების დაზუსტება - დადასტურების მიზნით მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რაზედაც მან თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც გამომძიებლის მიერ ნ. თა----–---–ს განემარტა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანი და წესი, მისი უფლებები და მოვალეობები, მათ შორის ის, რომ მას აქვს უფლება დასვას შეკითხვები, მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტის დროს აღმოჩენილი საგნების და კვლების დათვალიერებაში, გამოთქვას შენიშვნები და გააკეთოს განცხადებები, ყოველივე ზემოაღნიშნული ნ. თა----–---–ს განემარტა მისთვის გასაგებ ქართულ ენაზე. ამის შემდეგ სამსახურებრივი ავტომობილით, გამომძიებელი, ნ. თა----–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რამაზ რიჟამაძე ნ. თა----–---–ის მითითებით გაემართნენ ბოლ---ის რაიონის, სოფელ რატევნის მიმართულებით, ქალაქ ბოლ---იდან რატევნის შესასვლელში მდებარე მარცხენა მხარეს მაღაზიის გვერდზე ნ. თა----–---–ის მითითებით შეუხვიეს მიწიან და გრუნტიან გზაზე, სადაც არის სოფლის ქუჩა და ნ.თა----–---–მა ისინი მიიყვანა ქუჩის მარჯვენა მხარეს ცენტრალური გზიდან მესამე საცხოვრებელ სახლთან, სადაც არის ნ. თა----–---–ის სახლი, რომელი სახლის შემდეგაც ქუჩის ბოლოში ბოლო სახლი ეკუთვნის გი-----ი გუ--–---–ს. ნ. თა----–---–ის განმარტებით, 2018 წლის 27 მაისს 02:00 საათზე იგი გამოვიდა სახლიდან მამასთან - მა-–--ზ თა----–---–თან, ძმასთან - ნ--- თა----–---–თან და მაზლთან - ზურა ნინიაშვილთან ერთად, სახლიდან გამოსვლისას, ხელმარცხნივ, ქუჩაში, გი-----ი გუ--–---–ის სახლის მეორე სართულზე ჩასასვლელ კიბეებთან, დაინახა გი-----ი გუ--–---–ი. ნა---ა თა----–---–მა გააცილა მასთან ერთად მყოფი პირები ცენტრალურ ასფალტიან გზასთან მაღაზიასთან, რის შემდეგაც დაბრუნდა და წამოვიდა სახლისაკენ. ნონა კულდონაშვილის სახლის ღობესთან მას შეხვდა გი-----ი გუ--–---–ი, რომელმაც ნ.თა----–---–ი წააქცია ძირს მიწიან და გრუნტიან გზაზე, კონკრეტული ადგილი, რომელიც მიუთითა ნ. თა----–---–მა მდებარეობს ნ. კულდონაშვილის სახლის ღობიდან 2.40 მ-ში გზის მხარეს, ღობის დასაწყისიდან 3.50 მეტრში, რომელ ადგილასაც გ. გუ--–---–ი ცდილობდა ძალის გამოყენებით ნ. თა----–---–თან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რა დროსაც ასევე ნ. თა----–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აღნიშნული ადგილის მოპირდაპირედ არის პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლის ღობე, რომლის შემდეგაც არის პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლის ჭიშკარი. ნ. თა----–---–ის განმარტებით, იგი ყვიროდა და ითხოვდა შველას რა დროსაც პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლის ჭიშკრიდან, რომელიც მდებარეობს 9 მეტრში იმ ადგილიდან სადაც მიუთითა ნ. თა----–---–მა და რომელ ადგილსაც იგი დააგდო გ.გუ--–---–მა, ნ. თა----–---–ის ყვირილის ხმაზე ჭიშკრიდან გამოვიდა პე-–---- ეგ------–-–---–ი, რომელმაც ნ. თა----–---–ის განმარტებით, დაინახა ის და გ. გუ--–---–ი, რომელსაც ნ. თა----–---–ი დაგდებული ჰყავდა მიწაზე და ეწვა ზემოდან, ჭიშკრიდან ასევე გაიხედა პე-–---- ეგ------–-–---–ის შვილმა მი----– აშიგოვმა, რის შემდეგაც გ. გუ--–---–ი, რომელიც ნ. თა----–---–ის განმარტებით მას ეწვა ზემოდან ადგა და გაიქცა ცენტრალური გზის მხარეს მდებარე მაღაზიის ქვევით, ჩიხში, რომელიც იკრავდა შარვალს და ქამარს. ხოლო ნ. თა----–---–ი ადგა და მივიდა პე-–---- ეგ------–-–---–თან.

 

3.31. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა გიო------–----------–---–მა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ მან ნა---ა თა----–---–ს ხელი კრა, რის გამოც იგი წაიქცა და მიიღო დაზიანებები, ხოლო გაუპატიურების მცდელობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

3.32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორ-აციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორ-ირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრ-ისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

3.33. სასამართლო ასევე მოიხმობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საქმეზე, სადაც, საკასაციო პალატა აღნიშნავს რომ გაუპატიურება თავისი ბუნებიდან და ხასია---დან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით; შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის №253აპ-15. განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 3.)

 

3.34. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ობიექტურად რამდენიმე ადამიანმა შესაძლოა სხვადასხვაგვარად აღიქვას და განსხვავებული სახელი დაარქვას შინაარსობრივად ახლო მდგომ მოქმედებებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სახეზეა იმგვარი ვითარება, რომ დაზარალებული ნა---ა თა----–---–ი, რომელიც მიუთითებს ორ კონკრეტულ პიროვნებაზე რომელნიც შეესწრნენ ბრალდებულ გიო------–----------–---–ის მხრიდან ძალადობის გამოყენებით მისი გაუპატიურების მცდელობას. მისი მტკიცებით, პე-–---- ეგ------–-–---–მა ერთჯერ აივანზე გამოსვლისას, ხოლო მეორედ უკვე ქუჩაში იხილა, თუ როგორ იყო მთელი სხეულით გიო------–----------–---–ი გადახრილი ნა---ა თა----–---–ზე და ცდილობდა მის გაუპატიურებას, ხოლო მეორეს მხრივ მი----– აშიგოვმა, ასევე დაინახა ძირს დაწოლილი დაზარალებული და ბრალდებული გიო------–----------–---–ი, რომელიც მისი გამოსვლისთანავე შეეცადა ჩაწეული შარვლის აწევას და გაქცევას. დაზარალებულის ჩვენებით მი----– აშიგოვმა არა მხოლოდ დაიხანა ბრალდებული, არამედ გაეკიდა კიდეც მას. ზემოთხსნებულმა მოწმეებმა თავიანთ ჩვენებებში კატეგორიულად უარყვეს ასეთი ვითარების ხილვა. მა--- ჩვენების თანახმად ისინი არათუ შეესწრნენ გიო------–----------–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელების რომელიმე მონაკვეთს, არამედ დაზარალებულის მიერ ზემორე პუნქტებში აღწერილი ვითარების საწინააღმდეგოდ ისიც კი მიუთითეს, რომ დაზარალებული ნა---ა თა----–---–ი იყო ატირებული და აცხადებდა რომ გიო------–----------–---–მა ცემა. ამასთან მი----– აშ------ს მტკიცებით, მან ქუჩაში გამოსვლისას იხილა მხოლოდ ნა---ა თა----–---–ი, ბრალდებული არ დაუნახავს და შესაბამისად არც გაკიდებია. მანაც, მა-- ლაზარეიშვილისამებრ, მხოლოდ პოსტ ფაქტუმ მოისმინა დაზარალებულის წუხილი, რაც ბრალდებულის მიერ მისი ცემით იყო გამოწვეული.

 

3.35. სასამართლო, ასევე მოიხმობს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი ბრალდებულს გაუპატიურების მცდელობისას მისი კაბის დაზიანებაში ამხელს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება ასევე არ არის თანხვედრაში არც ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, სადაც აღნიშნულია, რომ ნ. თა----–---–ის ტანსაცმელს („კაპიშონიანი“ ხალა---, კაბა, ტრუსი) დაზიანება არ აღენიშნება, ხოლო კაბაზე შეინიშნება მცირე მონაცრისფრო, მოყავისფრო დანაშრევები, ასევე, მარჯვენა მხარე სახელოსთან მცირე მონაკვეთზე, სარჩულის გადანაკერის მიდამოდან ამორღვევები, რაც წარ-ოადგენს ექსპლუატაციური ხასია---ს ცვეთის შედეგს, და არც სასამართლო სხდომაზე დათვალიერებულ დაზარალებულის ტანსაცმელთან, რომელთაგან ხალათს, დაზიანების და ჭუჭყიან ზედაპირთან კონტაქტის შესაბამისი კვლები არ აღენიშნებოდა, ხოლო რაც შეეხება კაბას, მასზე ასევე ვერ იქნა ნანახი რაიმე სახის ხილული დაზიანება, გარდა ექსპერტის მიერ კვლევისთვის გაკეთებული ამონაჭრებისა.

 

3.36. სასამართლოს ასევე, ყურადღების მიღმა არ დარჩენია მოწმეების პე-–---- ეგ------–-–---–ის, მი----– აშ------ს და მა-- ლა------–---–-ს ჩვენებების ის მონაკვეთები, სადაც ისინი უარყოფენ დაზარალებულთან მცირე დროით კონტაქტისას მის სახესა და სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნების შემჩნევას, სასამართლო აღნიშნულ გარემოებას ხსნის იმით, რომ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი სახის მიდამოებში არსებული დაზიანებები, კერძოდ მარცხნივ ქვედა ყბის მიდამოში მოწითალო ფერის, ორი ხაზოვანი და ერთი უსწორო ფორ-ის სისხლჩაქცევა ზომებით შესაბამისად 2.0x3 ს.მ, 1.6x0.2 სმ და 1.9x1.6 სმ. მარცხენა ყვრიმალზე არსებული მოწითალო ფერის, წყვეტილი ხასია---ს, უსწორო ფორ-ის სისხლჩაქცევა ზომით 1.0x0.5 ს.მ. კისრის უკანა ზედაპირზე, მარცხნივ მოწითალო ფერის, წყვეტილი ხასია---ს, უსწორო ფორ-ის სისხლჩაქცევა ზომით 3.2.x1.1 სმ. პირის მარჯვენა კუთხეში არსებული უსწოროკიდეებიანი ნასკდომი ზომით 0.6 x0.2 სმ. და ტუჩის ლორწოვანზე არსებული ასეთივე ნასკდომი ზომით 0.3 x0.2 სმ. არის იმდენად მცირე ზომის, რომ გვიან ღამით, სუსტი განათების პირობებში, შესაძლოა მისი შემჩნევა არ იყოს შესაძლებელი, განსაკუთრებით იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ყველაზე დიდი ზომის, კერძოდ, 3.2.x1.1 სმ. დაზიანება, დაზარალებულს აღენიშნებოდა კისრის უკანა ზედაპირზე.

 

3.37. იმ პირობებში, როდესაც უშუალოდ პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლის მიმდებარედ, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, გაუპატიურების მცდელობის ნაწილში ბრალდების მხარემ სასამართლოს წარ-ოუდგინა მხოლოდ დაზარალებულის არადამაჯერებელი ჩვენება, რომელიც არ არის თანხვედრაში სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენებით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, იმგვარად, როგორც ამას უთითებს დაზარალებული ნა---ა თა----–---–ი.

 

3.38. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარ-ოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასია---ს ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარ-ოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზუ---- მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.)

 

3.40. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გიო------–----------–---–მა ცემა ნა---ა თა----–---–ი, კერძოდ ყელში წაუჭირა ხელი და სახეში რამდენჯერ-ე დაარტყა მუშტი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარ-ოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გიო------–----------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19-137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სამართლებრივად არამართებულია და გიო------–----------–---–ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია გაუპატიურება და მისი საკანონმდებლო კონსტრუქციისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ორი გარემოება - სქესობრივი კავშირის არსებობის ფაქტი, თუ მას თან სდევს ძალადობა ანუ გაუპატიურების შემადგენლობისათვის აუცილებელია ძალადობა, ძალადობის მუქარა ან უმწეო მდგომარეობის გამოყენება. ფიზიკური ძალადობა გაუპატიურებისას არის დაზარალებულის წინააღმდეგობის დათრგუნვის საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ სქესობრივი აქტი ფიზიკური ძალადობის გამოყენებით ჩადენილ გაუპატიურებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია დაზარალებულმა მოძალადეს გაუწიოს სერიოზული, ინტენსიური და არა მოჩვენებითი წინააღმდეგობა, რათა დაზარალებულმა მისი ამ ქმედებით მკაფიო და ნათელი გახადოს, რომ მას არ სურს ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლის ამგვარი ქმედება - წინააღმდეგობა, ეჭვს არ უტოვებდეს ,,მოძალადეს”, რომ მსხვერპლი ეწინააღმდეგება არა მოჩვენებით, არა მორცხვობის, ან მოსალოდნელი ტკივილის გამო, არამედ მას რეალურად არ სურს ,,მოძალადესთან” სქესობრივი კავშირის დამყარება.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, თუ ქმედებას თან არ ახლავს სქესობრივი კავშირი და თუ ეს ქმედებები მიმართულია სქესობრივი კავშირის დაჭერისაკენ, ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც გაუპატიურების მცდელობა. დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობებია: ა) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების (დანაშაულის ჩადენის) გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში. ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს უშუალო საფრთხე ექმნება გ) მოსალოდნელი შედეგის არარსებობა. მაშასადამე, საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე სხდომაზე დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გაცხადებული ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასამართლო ადგენს, რომ ბრალდებულმა გიო------–----------–---–ის მხრიდან დაზარალებულ ნა---ა თა----–---–ის მიმართ სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით ძალადობა არ განხორციელებულა.

 

4.5. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო არაერთხელ მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3(b) პუნქტი უზრუნველყოფს ბრალდებულს „დაცვის მოსამზადებლად ადეკვატური დროითა და საშუალებით. (ევროპული სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს დროის ფაქტორს. კერძოდ, როდესაც სამართალწარ-ოების განმავლობაში, ფაქტების კვალიფიკაცია იცვლება, ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულად და ეფექტურად განახორციელოს დაცვის უფლებები გონივრულ ვადაში. ამის შესახებ იხ. Pélissier and Sassi v. France, განაცხადი #25444/94, ECHR, 1999წლის 25 მარტის გადაწყვეტილება, §62)

 

4.6. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო, ადგენს, რომ ბრალდების გადაკვალიფიცირებისას, ბრალდებულს უნდა მიეცეს სათანადო დრო და საშუალება მათზე რეაგირებისათვის და ახალ ბრალდებაზე დაყრდნობით დაცვის ორგანიზებისათვის (Block v. Hungary,განაცხადი #56282/09, ECHR, 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პუნქტი §24, Mattoccia v. Italy, განაცხადი #23969/94, ECHR, 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება, §61). ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის მაშინაა წინასწარ განჭვრეტადი და მოსალოდნელი, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია; (De Salvador Torres v. Spain, განაცხადი #21525/93, ECtHR, 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, §33,)

 

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ძალადობა წარ-ოადგენს გაუპატიურების ხერხს, სასამართლოს მხრიდან ქმედების კვალიფიკაციის ცემად შეცვლა, არ გამოიწვევს ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ცემად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. დაზარალებულ ნა---ა თა----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მსხვერპლმა ცემის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა. რაც შეეხება დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიზეზობრივ კავშირს, აღნიშნული დადასტურებულია 2018 წლის 31 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #003672518 დასკვნით, რომლის მიხედვით ნა---ა თა----–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები მარცხნივ კისრის უკანა ზედაპირზე, ქვედა ყბის მიდამოში და ყვრიმალზე, ნასკდომები პირის მარჯვენა კუთხეში და ზედა ტუჩის ლორწოვანზე მარცხნივ. დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

4.8. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარ-ოადგინა დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დაადასტურებდა გიო------–----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19-137 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასია---ს მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება (უშუალოდ გაუპატიურების მცდელობის მომენტში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით) არ არის საკმარისი გიო------–----------–---–ის სსკ-ის 19-137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

4.9. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით აღიარებულია უფლება ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცულობის შესახებ, ეს უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარ-ოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე და იგი უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

4.10. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ბოლ---ის რაიონის სოფელ რა-----ნში, პე-–---- ეგ------–-–---–ის სახლის მიმდებარედ, ქუჩაში, გიო------–----------–---–მა ცემა ნა---ა თა----–---–ი, ყელში წაუჭირა ხელი და სახეში რამდენჯერ-ე დაარტყა მუშტი, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გიო------–----------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი - გიო------–----------–---–ის მიერ ნა---ა თა----–---–ის წინააღმდეგ განხორციელებული არაერთჯერადი დარტყმა და დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, შესაბამისად, გიო------–----------–---–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასია--- და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც გიო------–----------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გიო------–----------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.5. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის დამძიმების კუთხით ძალადობის სიმძიმეს, მასშტაბს და ხერხს: ნა---ა თა----–---–მა ძალადობის შედეგად მიიღო თავის ტვინის შერყევა, დანაშაულის ხერხი იყო სასტიკი - მრავალჯერადად, თავზე დარტყმების განხორციელება. სასჯელის განსაზღვრის დროს ასევე მხედველობაში იქნება მიღებული სხვა დამამძიმებელი გარემოებაც, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა გვიან ღამით, ქუჩაში, რაც დამატებით ხაზს უსვამს მისი ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას. სასამართლო ვერ მიიჩნევს ბრალდებულის მიერ საბოლო სიტყვაში გამოთქმულ პოზიციას, დაზარალებულ ნა---ა თა----–---–ისთვის ხელის ერთჯერადი დარტყმით გამოწვეული წაქცევით მიღებული დაზიანების შესახებ, მის მიერ დანაშაულის გულწრფელ მონანიებად.

 

5.6. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების დაბალანსებით გიო------–----------–---–ს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თანაზომიერი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ნა---ა თა----–---–ის ტანისამოსი, ასევე, გი-----ი გუ--–---–ის შორტი, მაისურები და ჯინსის შარვალი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მესაკუთრეებს, ხოლო ნა---ა თა----–---–ის ფრჩხილის და სისხლის ნიმუში და გი-----ი გუ--–---–ის ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გიო------–----------–---–ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. გიო------–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. გიო------–----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. გიო------–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 27 მაისიდან.

 

5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

· ნა---ა თა----–---–ის ტანისამოსი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.

· ნა---ა თა----–---–ის ფრჩხილის და სისხლის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

· გი-----ი გუ--–---–ის შორტი, მაისურები და ჯინსის შარვალი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს;

· გი-----ი გუ--–---–ის ნერწყვის და ფრჩხილის ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბოლ---ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი