გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2019
საქმის ნომერი
170210118002539281
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1---------

საქმე # 2/161-18

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი

მოსარჩელეები: ლ---------ი (პ/ნ 2-------), ი--------ი (პ/ნ 2-------), ჟ---------ი (პ/ნ 2-------)

წარმომადგენლები: მ---------ი, ნ--------ი

მოპასუხეები: შ--------ი“ (ს--------), წარმომადგენელი - ნ--------ძე; ი--------ი (პ.ნ. 2-------)

მესამე პირი: სსიპ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო, წარმომადგენლები - დ---------ი, დ---------ი

დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ყადაღისგან გათავისუფლდეს 2018 წლის 11 ივნისის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტით (სააღსრულებო წარმოება #------- აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1. ვერცხლისფერი მაცივარი ,,ტოშიბა“; 2. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“; 3. შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგი“; 4. მოყვითალო რბილი სამეული ნაჭრის (დივანი, ორი სავარძელი); 5. თეთრი ტყავის რბილი სამეული (დივანი ორი სავარძელი); 6. გულის ფორმის შუშის მაგიდა; 7. შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა ,,სამსუნგი“; 8. ღია კრემისფერი მისაღები ოთახის კომპლექტი (მაგიდა, სარკე, კომოდი, სერვანდი შუშებიანი ორი კარებით, სერვანდი შუშებიანი ერთი კარებით); 9. თეთრი ფერის საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი, ტანსაცმლის კარადა ე.წ. ტრილიაჟი სარკით); 10. შავი ფერის დიდი ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი“; 11. ღია კრემისფერი საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, ე.წ. ტრილიაჟი სარკით); 12. შავი ფერის ლეპტოპი ,,HP“.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი #--------- რომლის თანახმად ი--------ს დაკისრებული აქვს თანხის გადახდა შ--------ი“-ს სასარგებლოდ. აღნიშნული დავალიანების გამო 2018 წლის 11 ივნისს მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდა აღმასრულებელი, რომელმაც აღწერა და დააყადაღა ხუთი ადამიანის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში მოსარჩელეების კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ვერცხლისფერი მაცივარი ,,ტოშიბა“; 2. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“; 3. შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგი“ 4. მოყვითალო რბილი სამეული ნაჭრის (დივანი, ორი სავარძელი); 5. თეთრი ტყავის რბილი სამეული (დივანი ორი სავარძელი); 6. გულის ფორმის შუშის მაგიდა; 7. შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა ,,სამსუნგი“; 8. ღია კრემისფერი მისაღები ოთახის კომპლექტი (მაგიდა, სარკე, კომოდი, სერვანდი შუშებიანი ორი კარებით, სერვანდი შუშებიანი ერთი კარებით); 9. თეთრი ფერის საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი, ტანსაცმლის კარადა ე.წ. ტრილიაჟი სარკით); 10. შავი ფერის დიდი ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი“; 11. ღია კრემისფერი საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, ე.წ. ტრილიაჟი სარკით); 12. შავი ფერის ლეპტოპი ,,HP“. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ნივთები არ წარმოადგენს მოპასუხე ი--------ის საკუთრებას. ასევე, მოსარჩელეებს, როგორც მესამე პირებს არ მიუღიათ მონაწილეობა მოვალესა და კრედიტორს შორის არსებულ სამართალურთიერთობაში. შეს---მისად, მათ თავისი ქონებით არ უნდა აგონ პასუხი სხვა პირთა ვალდებულებებისათვის. (იხ. სარჩელი, ს.ფ. 3-4).

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი--------ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, წარმოდგენილი მასალებით, იგი იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. აღნიშნული სარჩელის თაობაზე შეიტყო ოჯახის წევრისგან, მასთან განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციის დროს. მიუხედავად ამისა, მან თავისი პოზიცია სარჩელთან მიმართებით არ წარმოადგინა.

 

მოპასუხე შ--------ი”-ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია შ--------ი”-ს მიმართ ი--------ის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით. მოვალის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს თ------–----------–--------------. შეს---მისად, ივარაუდება, რომ მასში არსებული ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას. ამდენად, დაყადაღება განხორციელდა კანონის სრული დაცვით.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის - ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებმა სასამართლოს ზეპირი განხილვის სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს გაცემული #-------- აღსრულების ქვემდებარე აქტის (სააღსრულებო წარმოება #------- საფუძველზე მოძიებული იქნა მოვალის -ი--------ის საკუთრებაში არსებული უძრავ/მოძრავი ქონება, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მოვალის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე: თეთრიწყარო, სოფ მ-------, საკადასტრო კოდი: 8-------- რომელიც, ამასთანავე წარმოადგენს კომლის საკუთრებას. რაც შეეხება სააღსრულებო ბიუროს მოქმედებას, არის კანონშეს---მისი. იგი ვალდებული იყო აღეწერა და დაეყადაღებინა მოვალის - ი--------ის სახელზე რიცხული (უძრავ-მოძრავი) ქონება (1/5 წილი) მდებარე: თეთრიწყარო, სოფ მ-------. მისი განმარტებით, ერთ-ერთმა მოსარჩელემ განაცხადა, რომ დაყადაღებული ნივთები არ ეკუთვნოდა ი--------ს, რაც შენიშვნის სახით ჩაიწერა მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტშიც, თუმცა ამის დასადასტურებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

აღსრულების ეროვნული ბიურომ 2017 წლის 22 ნოემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი #-------- კრედიტორის - შ--------ი”-ს მიმართ მოვალის - ი--------ის ფულადი ვალდებულების აღსასრულებლად, რომელიც წარმოიშვა 2017 წლის 22 დეკემბერს გაცემული #-------- აღსრულების ქვემდებარე აქტის (სააღსრულებო წარმოება #------- საფუძველზე. აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება #--------- დავალიანების გადახდევინების შესახებ აქტში მითითებულია, რომ მოვალე ი--------ი რეგისტრირებულია მისამართზე: თ------–-----------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი. (ს.ფ. 26)

 

4.2. 2018 წლის 11 ივნისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 22.11.2017 წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თ------–----------------- -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში აღწერა და დააყადაღა მოძრავი ნივთები: 1. ვერცხლისფერი მაცივარი ,,ტოშიბა“; 2. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“; 3. შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგი“ 4. მოყვითალო რბილი სამეული ნაჭრის (დივანი, ორი სავარძელი); 5. თეთრი ტყავის რბილი სამეული (დივანი ორი სავარძელი); 6. გულის ფორმის შუშის მაგიდა; 7. შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა ,,სამსუნგი“; 8. ღია კრემისფერი მისაღები ოთახის კომპლექტი (მაგიდა, სარკე, კომოდი, სერვანდი შუშებიანი ორი კარებით, სერვანდი შუშებიანი ერთი კარებით); 9. თეთრი ფერის საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი, ტანსაცმლის კარადა ე.წ. ტრილიაჟი სარკით); 10. შავი ფერის დიდი ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი“; 11. ღია კრემისფერი საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, ე.წ. ტრილიაჟი სარკით); 12. შავი ფერის ლეპტოპი ,,HP“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ---------ის მიერ 2018 წლის 11 ივნისს შედგენილი აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. (ს.ფ.23-25)

 

4.3. თ------–----------------- -ში მდებარე უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ი--------ის, ი--------ის, ლ---------ის, ჟ---------ის და მ-------–---–-- სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი)

 

4.4. მოსარჩელეები - ლ---------ი, ი--------ი, ჟ---------ი და მოპასუხე ი--------ი ჟ---------ის კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკომლო წიგნის ამონაწერი საქართველოს ეროვნული არქივიდან (ს.ფ. 21-22)

 

4.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაყადაღების აქტში მითითებულ მისამართზე ამჟამად ცხოვრობენ მოსარჩელეები: ჟ---------ი და ლ---------ი. მოპასუხე ი--------ი ამჟამად მეუღლესთან (ლ---------თან) ერთად არ ცხოვრობს. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ. მა-------–ში, რის შემდეგაც ლ---------ი და მისი არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად გადავიდნენ თეთრიწყაროს რაიონის სოფ. მ-------. აღნიშნული გარემოება დასტურდება მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებებით და მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლიობაში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: თ--------მა და ო-–------------მა თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს მითითებული ფაქტი. სააღსრულებო ფურცელში და ყველა სააღსრულებო წარმოების დოკუმენტაციაში კი ი--------ის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია: თ------–-----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეების: თ--------ის და ო-–------------ის ჩვენებები (იხ. 2018 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

- სააღსრულებო წარმოების დოკუმენტაცია

 

4.6. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ნივთებიდან რამდენიმე არის ი--------ის საკუთრება, რომლებიც ახალი ავეჯის შეძენის გამო დროებით განათავსა თეთრიწყაროს რაიონის სოფ. მ------- არსებულ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული გარემოება დასტურდება მოწმეების: დ---------ს და ფ---------ს ჩვენებებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეების: დ---------ს და ფ---------ს ჩვენებები (იხ. 2018 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

- მხარეთა განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი)

 

4.7. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 11 ივნისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ნივთებიდან - ღია კრემისფერი მისაღები ოთახის კომპლექტი (მაგიდა, სარკე, კომოდი, სერვანდი შუშებიანი ორი კარებით, სერვანდი შუშებიანი ერთი კარებით); თეთრი ფერის საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი, ტანსაცმლის კარადა ე.წ. ტრილიაჟი სარკით; დიდი ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი“ შავი ფერის; ღია კრემისფერი საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, ე.წ. ტრილიაჟი სარკით) წარმოადგენს ლ---------ის საკუთრებას. აღნიშნული გარემოება დასტურდება მოწმის ო-–--------ს ჩვენებით და წარმოდგენილი დოკუმენტაციით.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

- საგარანტიო ბარათები, ს---ნკო კრედიტის ხელშეკრულებები სწრაფი განვადება ნივთების შესაძენად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების ლ---------ის, ი--------ის და ჟ---------ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი; სამოქალაქო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შეს---მისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

7.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების, – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერის აქტში.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 11 ივნისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ნივთები (გარდა ღია კრემისფერი მისაღები ოთახის კომპლექტის (მაგიდა, სარკე, კომოდი, სერვანდი შუშებიანი ორი კარებით, სერვანდი შუშებიანი ერთი კარებით); თეთრი ფერის საძინებელი ოთახის კომპლექტის (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი, ტანსაცმლის კარადა ე.წ. ტრილიაჟი სარკით; შავი ფერის დიდი ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი“-ს და ღია კრემისფერი საძინებელი ოთახის კომპლექტის (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, ე.წ. ტრილიაჟი სარკით) ლ---------ის და ჟ---------ის საკუთრებას წარმოადგენს, მოსარჩელეები ვალდებული იყვნენ სასამართლოსთვის წარმოედგინათ მყარი მტკიცებულებები, რათა უტყუარად დადასტურებულიყო ამ მოძრავ ნივთებზე მისი საკუთრების უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის პროცესში ლ---------მა აღნიშნული შეძლო მხოლოდ ღია კრემისფერი მისაღები ოთახის კომპლექტის (მაგიდა, სარკე, კომოდი, სერვანდი შუშებიანი ორი კარებით, სერვანდი შუშებიანი ერთი კარებით); თეთრი ფერის საძინებელი ოთახის კომპლექტის (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი, ტანსაცმლის კარადა ე.წ. ტრილიაჟი სარკით; დიდი ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი“-ს შავი ფერის და ღია კრემისფერი საძინებელი ოთახის კომპლექტის (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, ე.წ. ტრილიაჟი სარკით) - ნაწილში, რადგან მისი ახსნა-განმარტებას ამ ნივთების მაღაზიაში განვადებით და ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის თაობაზე დადასტურდა ორი მოწმის ჩვენებით, რომ აღნიშნული ნივთები ლ---------მა იყიდა "ს---–-" და ,,ე-------–ი“ და ამ დროს ი--------ი მასთან არ ცხოვრობდა. ამდენად, ღია კრემისფერი მისაღები ოთახის კომპლექტი (მაგიდა, სარკე, კომოდი, სერვანდი შუშებიანი ორი კარებით, სერვანდი შუშებიანი ერთი კარებით); თეთრი ფერის საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი, ტანსაცმლის კარადა ე.წ. ტრილიაჟი სარკით; დიდი ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი“ შავი ფერის და ღია კრემისფერი საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, ე.წ. ტრილიაჟი სარკით უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების და მხარეთა განმარტებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი--------ის საკუთრებას წარმოადგენს თეთრი ტყავის რბილი სამეული (დივანი ორი სავარძელი) და გულის ფორმის შუშის მაგიდა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული ნივთები ი------–---–ს წლების განმავლობაში განთავსებული ჰქონდა ქ. თბ--–--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და ახალი ავეჯის შეძენის შემდგომ, ბინის ფართის სიმცირის გამო გადაიტანა სხვა ადგილზე.

 

რაც შეეხება დანარჩენს ნივთებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---------მა, ასევე ჟ---------მა ვერ შეძლო დაედასტურებინა მისი საკუთრების უფლება სადავო ნივთებზე, რადგან მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტების გარდა საქმეში არ მოიპოვება ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოძრავი ნივთი წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის ერთადერთ ქონებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ დასტურდება მოძრავ ნივთებზე, კერძოდ: ვერცხლისფერი მაცივარი ,,ტოშიბა“-ს, თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“-ს, შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგი“-ს, მოყვითალო ნაჭრის რბილი სამეულის (დივანი, ორი სავარძელი), შავი ფერის ლეპტოპი ,,HP“ ლ---------ის და ჟ---------ის საკუთრების უფლება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სახლი სადაც დაყადაღდა მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს ი--------ის საცხოვრებელ ადგილს. წარმოდგენილი მასალებით, დადგენილია, რომ ი--------ი დანარჩელ მოსარჩელეებთან ერთად იყო აღნიშნული ქონების 1/5 წილის მფლობელი. თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ვერცხლისფერი მაცივარი ,,ტოშიბა“-ს, შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგი“-ს, მოყვითალო ნაჭრის რბილი სამეულის (დივანი, ორი სავარძელი) ჟ---------ის კუთვნილებას, სასამართლო ასევე ვერ მიიჩნევს დადასტურებულად თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“-ს და შავი ფერის ლეპტოპი ,,HP“-ს ლ---------ის კუთვნილებას მხოლოდ მხარეთა განმარტებით, მით უფრო, როდესაც მათი განმარტებით, ჟ---------მა ყველა სადავო ნივთი შეიძინა დიდი ხნით ადრე მეუღლის სიცოცხლეში.

 

სასამართლო განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე ჟ---------ის მიერ დაყადაღების აქტში გაკეთებული ჩანაწერის თაობაზე, რომ დაყადაღებული ყველა ნივთი წარმოადგენდა ი--------ის საკუთრებას. ამასთან დაკავშირებით, სასამართლოს მოსარჩელეთა წრის ურთიერთდამოკიდებულებიდან (დედა, შვილი, რძალი) და წარმოდგენილ სარჩელში ასახულ პოზიციიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა განმარტებები რიგ შემთხვევაში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მათი პოზიციები ურთიერთწინააღმდეგობრივია. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ გამოიყენებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციას იმის თაობაზე, რომ მოძრავი ნივთის მფლობელი მიიჩნევა მის მესაკუთრედ. სასამართლო განმარტავს, რომ პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებიც წინასწარ ცნობილია ან უნდა დადგინდეს. ასევე, სასამართლო ვერ მიიჩნევს ი--------ს იმ მოძრავი ნივთების ერთადერთ მფლობელად, რომლებიც განთავსებულია იმ სახლში, სადაც იგი 1/5 წილის მესაკუთრე იყო. რადგან მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ი--------ი გარკვეული წლები ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ.მა-------–ში, სადაც ჰქონდა ბიზნესი.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოპასუხე შ--------ი“-ს წარმომადგენელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცება მოსარჩელე ლ---------ის და ი--------ის მიმართ, შემდეგი ნივთების: ღია კრემისფერი მისაღები ოთახის კომპლექტის (მაგიდა, სარკე, კომოდი, სერვანდი შუშებიანი ორი კარებით, სერვანდი შუშებიანი ერთი კარებით); თეთრი ფერის საძინებელი ოთახის კომპლექტის (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი, ტანსაცმლის კარადა ე.წ. ტრილიაჟი სარკით); შავი ფერის დიდი ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი“-ს; ღია კრემისფერი საძინებელი ოთახის კომპლექტის (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, ე.წ. ტრილიაჟი სარკით); თეთრი ფერის ტყავის რბილი სამეულის (დივანი, ორი სავარძელი) და გულის ფორმის შუშის მაგიდის კუთვნილების ნაწილში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს დაყადაღებული ნივთებიდან: ღია კრემისფერი მისაღები ოთახის კომპლექტის (მაგიდა, სარკე, კომოდი, სერვანდი შუშებიანი ორი კარებით, სერვანდი შუშებიანი ერთი კარებით); თეთრი ფერის საძინებელი ოთახის კომპლექტის (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი, ტანსაცმლის კარადა ე.წ. ტრილიაჟი სარკით; შავი ფერის დიდი ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი“-ს და ღია კრემისფერი საძინებელი ოთახის კომპლექტის (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, ე.წ. ტრილიაჟი სარკით) ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში. ასევე, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს დაყადაღებული ნივთებიდან: თეთრი ტყავის რბილი სამეულის (დივანი ორი სავარძელი) და გულის ფორმის შუშის მაგიდის ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში. სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით, ჩათვალა, რომ მოსარჩელეებმა შეძლეს დაედასტურებინათ აღნიშნულ მოძრავ ნივთებზე მათი საკუთრების უფლების არსებობა.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 11 ივლისის განჩინებით დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს (სააღსრულებო წარმოება #------- 2018 წლის 11 ივნისის მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთების რეალიზაცია. ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შეს---მისად, ნაწილობრივ უნდა უნდა გაუქმდეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საშუალება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ---------ის, ი--------ის და ჟ---------ის სარჩელი ი--------ის და შ--------ი”-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ყადაღისგან განთავისუფლდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 22 ნოემბრის #--------- ბრძანების (დავალიანების გადახდევინების შესახებ) საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ---------ის 2018 წლის 11 ივნისის აქტით (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) თეთრიწყარო, სოფ. მ-------, ვ---------–--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. თეთრი ფერის ტყავის რბილი სამეული (დივანი, ორი სავარძელი); 2. გულის ფორმის შუშის მაგიდა; 3. ღია კრემისფერი მისაღები ოთახის კომპლექტი (მაგიდა, სარკე, კომოდი, სერვანდი შუშებიანი ორი კარებით, სერვანდი შუშებიანი ერთი კარებით); 4. თეთრი ფერის საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორ ადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, კომოდი, ტანსაცმლის კარადა, ე.წ. ტრილიაჟი სარკით); 5. შავი ფერის დიდი ზომის ტელევიზორი ,,სამსუნგი“; 6. ღია კრემისფერი საძინებელი ოთახის კომპლექტი (ორადგილიანი საწოლი, ორი ტუმბო, ე.წ. ტრილიაჟი სარკით); ზემოაღნიშნული ნივთები ამოირიცხოს დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების სიიდან.

 

2. ლ---------ის და ჟ---------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. გაუქმდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ---------ის 2018 წლის 11 ივნისის აქტით (მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) თეთრიწყარო, სოფ. მ-------, ვ---------–--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთების მიმართ (ნაწილში): 1. ვერცხლისფერი მაცივარი ,,ტოშიბა“; 2. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა ,,სამსუნგი“; 3. შავი ფერის ტელევიზორი ,,სამსუნგი“; 4. მოყვითალო რბილი სამეული ნაჭრის (დივანი, ორი სავარძელი); 5. შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა ,,სამსუნგი“; 16. შავი ფერის ლეპტოპი ,,HP“.

 

4. მოპასუხეებს: ი--------სა და შ--------ი”-ს ლ---------ის და ი--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბ--–--ი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა