გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.12.2018
საქმის ნომერი
040210018002623109
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

040210018002623109

საქმე N2/110-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ცაგერი

შესავალი ნაწილი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - ხატია მეშველიანი

მოსარჩელე - შპს „-–--- დ-------“(ს/კ 4--------)

დირექტორი - მ------ ვ-–-----,წარმომადგენელი - ო----- ხ----–---, ზ------ ვ-–-----

მოპასუხე - ც------- მ----–----–-------- მ-----

წარმომადგენელი - ი----- ბ--------–----

დავის საგანი-შეთანხმების აქტის გაუქმება, პირგასამტეხლოს შემცირება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შემცირდეს მოპასუხე ც------- მ----–----–-------- მ------ მიერ, მხარეებს შორის 2017 წლის 22 და 31 მარტს დადებული N 55, N68 და N69 ხელშეკრულებების შესაბამისად, მოსარჩელეზე შპს ,,ლ--- დ---------“ დაკისრებული პირგასამტეხლო, გაუქმდეს 2017 წლის 02 აგვისტოს შეთანხმების აქტი, დაეკისროს ც------- მ----–----–-------- მ-----ს ზიანის-15101 ლარის ანაზღაურება.

 

სასარჩელო მოთხოვნის თანახმად,1.2. 2017 წლის 22 მარტს დაიდო N 55 ხელშეკრულება ც------- მ----–----–-------- გ----------(ამჟამად მ-----) და შპს,,ლ--- დ-------“ შორის, ქ.ცაგერში, ცენტრალური სტადიონისა და უმწეოთა სასადილოს შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და საექსპერტო დასკვნის მომზადების თაობაზე. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 10800 ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა გაფორმებიდან 2017 წლის 02 მაისამდე, ანუ 2017 წლის 22 მარტიდან 2017 წლის 02 მაისამდე.

1.3. 2017 წლის 31 მარტს, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N68, ქ.ცაგერში, N2 ბაგა-ბაღისა და სოფელ ლაჯანის საბავშვო ბაღის შენობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და საექსპერტო დასკვნის მომზადების თაობაზე. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 23000 ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა გაფორმებიდან 2017 წლის 02 მაისამდე, ანუ 2017 წლის 22 მარტიდან 2017 წლის 20 მაისის ჩათვლით.

1.4. 2017 წლის 31 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N69, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ც------- მ----–----–-------- ტერიტორიაზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობის ესკიზურ-არქიტექტურული პროექტის მომზადება. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 18880 ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა გაფორმებიდან 2017 წლის 02 მაისამდე, ანუ 2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით.

 

როგორც მოსარჩელე მიუთითებს, სამუშაოების დიდი მოცულობის გამო, შპს,,ლ--- დ--------“ 2017 წლის 28 აპრილს მიმართა გამგეობას ვადის ოცი დღით გაგრძელების შესახებ. ც------- მ----–----–-------- გამგებლის 2017 წლის 08 მაისის N1161 წერილით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ვადის გაგრძელებაზე, მიეცა გაფრთხილება საჯარიმო სანქციების თაობაზე.

 

2017 წლის 11 მაისს, გამგეობას კვლავ ეთხოვა N55 ხელშეკრულების ვადის ოცი დღით გაგრძელება , თუმცა ც------- მ----–----–-------- გამგებლის 2017 წლის 17 მაისის N1208 წერილით მას უარი ეთქვა მოთხოვნაზე და მიეთითა, რომ გავრცელდება საჯარიმო სანქციები ხელშეკრულების მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ღირებულების 0,2%-ის ოდენობით(32 ლარი), ათვლა დაიწყება 2017 წლის 16 მაისიდან.

 

მოსარჩელე მოითხოვს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს 15410.00 ლარის შემცირებას, ხოლო ც------- მ----–----–-------- გ-------------- ზიანის-15101.00 ლარის დაკისრებას, შეთანხმების აქტის გაუქმებას, რომელიც დაადებინეს იძულების წესით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე- ც------- მ----–----–-------- მ------ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 02 აგვისტოს ც------- მ----–----–-------- გამგებელსა და შპს,,ლ--- დ-------ს“ დირექტორს- მ------ ვ-–-----ს შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი ფულადი ვალდებულებების გაქვითვის თაობაზე, აღნიშნული შეთანხმებით, 2017 წლის 22 და 31 მარტის N55, N68 და N69 ხელშეკრულებებზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა გაიქვითა შპს,,ლ--- დ-------ს“ მიერ გაწეული მომსახურების სრული ღირებულებიდან შეთანხმების პირობები შესრულებულია, მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია. შეთანხმების აქტში მითითებულია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებათ. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ არანაირი მტკიცებულება იძულების შესახებ წარმოდგენილი არ ყოფილა საქმეში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 22 მარტს დაიდო N 55 ხელშეკრულება ც------- მ----–----–-------- გ---------- და შპს,,ლ--- დ-------“ შორის ქ.ცაგერში , ცენტრალური სტადიონისა და უმწეოთა სასადილოს შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და საექსპერტო დასკვნის მომზადების თაობაზე.შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 10800 ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა გაფორმებიდან 2017 წლის 02 მაისამდე, ანუ 2017 წლის 22 მარტიდან 2017 წლის 02 მაისამდე.

3.1.2. 2017 წლის 31 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N68, ქ.ცაგერში, N2 ბაგა-ბაღისა და სოფელ ლაჯანის საბავშვო ბაღის შენობის საპროექტო სახარჯათაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და საექსპერტო დასკვნის მომზადების თაობაზე. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 23000 ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა გაფორმებიდან 2017 წლის 02 მაისამდე, ანუ 2017 წლის 22 მარტიდან 2017 წლის 20 მაისის ჩათვლით.

3.1.3. 2017 წლის 31 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N69, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ც------- მ----–----–-------- ტერიტორიაზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილების კეთილმოწყობის ესკიზურ-არქიტექტურული პროექტის მომზადება. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 18880 ლარი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა გაფორმებიდან 2017 წლის 02 მაისამდე, ანუ 2017 წლის 31 მარტიდან 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2017 წლის 22 და 31 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები N55,N68,N69.

 

3.1.4. 2017 წლის 22 მარტის N55 ხელშეკრულების მეცხრე მუხლის 9.5. პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-22.03.2017 წ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N55;

 

3.1.5. 2017 წლის 31 მარტის N68 ხელშეკრულების მეცხრე მუხლის 9.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-31.03. 2017 წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N68 ;

 

3.1.6. 2017 წლის 31 მარტის N69 ხელშეკრულების მეცხრე მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-31.03. 2017 წ. ხელშეკრულება N69;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე-შპს ,,ლ--- დ-------ს“ წარმომადგენლის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე- ც------- მ----–----–-------- გამგებლის იძულების საფუძველზე მოხდა 2017 წლის 02 აგვისტოს შეთანხმების აქტის გაფორმება და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალ- წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის მიერ დარღვეულ იქნა მხარეთა შორის 2017 წლის 22 და 31 მარტს გაფპრმებული N55, N68, N69 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოსარჩელე მხარე სადავოს ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არსებული იძულების გამო მოხდა შეთანხმება ფულადი ვალდებულებების გაქვითვის თაობაზე. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი, იგი მხოლოდ სიტყვიერად შემოიფარგლა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ლ--- დ-------ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ, 2017 წლის 22 მარტს, მხარეებს შორის გაფორმებული N55 ხელშეკრულების მეცხრე მუხლის 9.5 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში კი შპს ,,ლ--- დ-------ს“ მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. 2017 წლის 31 მარტს, მხარეებს შორის გაფორმებული N68 ხელშეკრულების მეცხრე მუხლის 9.5 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2017 წლის 31 მარტს, მხარეებს შორის გაფორმებული N69 ხელშეკრულების მეცხრე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომელიც გადაიხადა კიდეც მოსარჩელემ, არ არის შეუსაბამოდ მაღალი, ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხარეები თავისუფალნი არიან თავიანთი ნების გამოხატვაში, თუკი მოსარჩელეს ხელშეკრულებებში მითითებული პირგასამტეხლოები მიაჩნდა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, მას უფლება ქონდა აღნიშნული პრეტენზია ხელშეკრულებების გაფორმებამდე წამოეყენებინა. შესაბამისად, არ არსებობს მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოსარჩელისგან პირგასამტეხლოს გადახდა. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ აანაზღაურა კიდეც დაკისრებული პირგასამტეხლო იმავე წელს 2017 წელს, ხოლო მისი ოდენობა სადავოდ გახადა მხოლოდ 2018 წელს.

 

2017 წლის 02 აგვისტოს, შპს,,ლ--- დ-------ა“ და ც------- მ----–----–------- შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის საფუძველზე, შედგა შეთანხმების აქტი, რომლის მეოთხე პუნქტის თანახმად -,,მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით გათვალისიწინებული პირგასამტეხლოს თანხა (15410 ლარი) გაიქვითოს ,,მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული მომსახურების სრული ღირებულებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელე მხარე სადავოს ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არსებული იძულების გამო მოხდა შეთანხმება ფულადი ვალდებულებების გაქვითვის თაობაზე. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი, იგი მხოლოდ სიტყვიერად შემოიფარგლა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების, შეთანხმების აქტის გაუქმების საფუძველი .

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ლ--- დ-------ს“ -ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი