გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.12.2018
საქმის ნომერი
040310518002439384
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
06.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040310518002439384

№ 3/5-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 დეკემბერი,2018 წელი ქ. ცაგერი

 

შესავალი ნაწილი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი ხატია მეშველიანი

 

მოსარჩელე-თ----- ლ---–-----

წარმომადგენელი- მ------ ს-----–---

 

მოპასუხე- ს-------- რ--------- ე---------–- ს---------

 

წარმომადგენელი- ნ--- ყ------–----

 

დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რ---------–--- დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოსარჩელემ, 201- წლის 09 ოქტომბერს მიმართა ს-------- რ--------- ე---------– ს---------ს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია 404 და 402 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მდებარეობას ლ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ მ--–-–-.აღნიშულ განცხადებებს მიენიჭათ სარეგისტრაციო ნომრები 8----------- და 8-----------. განცხადებას თან ახლდა შემდეგი სახის დოკუმენტები-პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა, სამკვიდრო მოწმობა , საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია, განცხადება და ინფორმაცია დამატებითი დოკუმენტაციის ხილვის შესახებ. ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2018 წლის 31 იანვრის N8------------14 და N 8------------15 გადაწყვეტილებებით, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ს---- გ-----------–-----–------ არა აქვს მიწაზე უფლების ვალიდური დოკუმენტი, ვინაიდან მისი კომლი გაუქმებულია, ხოლო კომლის გაუქმების მიზეზს მნიშვნელობა არა აქვს.

აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2018 წლის 2- მარტის N 1----- გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.

მოსარჩელე-თ----- ლ---–----- ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს ქ------- რ---------–--- დ--------------- რეგიონული რ---------–--- მართვის სამსახურის ი--------- რეგიონული ოფისის N8------------14 და N 8------------15 გადაწყვეტილებები და ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2018 წლის 2- მარტის N1----- გადაწყვეტილება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელების დავალდებულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის -ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ სადაო აქტები მიღებულია კანონის სრული დაცვით საკომლო წიგნიდან შესაბამისი ამონაწერის საფუძველზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

თ----- ლ---–----- არის 1996 წლის 26 სექტემბერს გარდაცვლილი ს---- ლ---–------ კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე.

მტკიცებულება:

-დაბადების მოწმობის ასლი-N-----------

- სანოტარო აქტი N 1--------, სამკვიდრო მოწმობა, გაცემული 201- წლის 11 იანვარს

3.2.წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ქ--------- ცენტრალური არქივის N-------------03 საარქივო ცნობაში, კომლის წევრის ჩანაწერი გაცემული ს-----------------–------–------- სახელზე, ეკუთვნის 1996 წლის 26 სექტემბერს გარდაცვლილ -ს---- ლ---–-----ს.

მტკიცებულება:

-წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის N2/455 გადაწყვეტილება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.2017 წლის 11 იანვარს, თ----- ლ---–------ სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა(სანოტარო მოქმედების რ---------–--- N 1-------- ), რომლის თანახმადაც ს---- ლ---–------ გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. ს---- ლ---–------ გარდაცვალების ფაქტი დადასტურებულია გარდაცვალების მოწმობით, გაცემული სსგს წყალტუბოს სამოქალაქო რ--------- სამსახურის მიერ 2016 წლის 02 დეკემბერს.

მტკიცებულება-გარდაცვალების მოწმობა, 2017 წლის 11 იანვრის სანოტარო აქტი

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე,მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2018 წლის 31 იანვრის N8------------14 და N 8------------15 გადაწყვეტილებები და 2018 წლის 28 თებერვლის N------/1- გადაწყვეტილება, რამდენადაც დადგენილია და სადავო არაა, რომ ლ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ მ--–-–- მდებარე სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს 1996 წლის 26 სექტემბერს გარდაცვლილი ს---- ლ---–------ საკუთრებას, ხოლო 2017 წლის 11 იანვარს, თ----- ლ---–------ სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა(სანოტარო მოქმედების რ---------–--- ნომერი 1--------), რომლის თანახმადაც, ს---- ლ---–------ გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 22 მარტის კანონი“,საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ს-------- რ--------- შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. დადგენილია, რომ თ----- ლ---–----- 1996 წლის 26 სექტემბერს გარდაცვლილი ს---- ლ---–------ შვილია.

,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის № 949-ე დადგენილების საფუძველზე, გაუქმდა კოლმეურნეობა და საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა.

,,სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად- ,,საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მეხუთე პუნქტის საფუძველზე, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში(ს-------- რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში(ს-------- რეესტრში) თითოეული მათგანის საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკომლო მეურნეობის რეგისტრაცია ს---- გ---–------ თავის სიცოცხლეში არ განუხორციელებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გარდაცვალების მომენტში საკომლო მეურნეობა არ არსებობდა. აღნიშნული კანონის მოთხოვნაა, რომ საკომლო მეურნეობა ს-------- რეესტრში იყოს რეგისტრირებული. ასეთი რ---------–--- გარეშე საკომლო მეურნეობა არ არსებობს. ს---- ლ---–------ გარდაცვალების პერიოდისთვის საკომლო მეურნეობა არ არსებობდა.

 

2017 წლის 11 იანვარს თ----- ლ---–------ სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა(სანოტარო მოქმედების რ---------–--- ნომერი 1--------), რომლის თანახმადაც ს---- ლ---–------ გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდრო მოწმობა არის სანოტარო აქტი, მემკვიდრეობით მიღებული ქ------- დამადასტურებელი დოკუმენტი. იმისათვის, რომ სამკვიდრო მოწმობაში მითითებული უძრავი ქონება პირის საკუთრებად ჩაითვალოს, საჭიროა მისი რეგისტრაცია ს-------- რ--------- ნებისმიერ ე---------– ს---------ში ან იუსტიციის სახლში ქ------- ადგილსამყოფლის მიხედვით, რაზედაც თ----- ლ---–-----ს უარი ეთქვა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს ზოგადი წესებისა და არა სამოქალაქო კოდექსის 132--ე მუხლის მიხედვით( უზენაესი სასამართლოს 2012 წლის #ას-724-782-2011 განჩინება).

 

სასამართლო თვლის, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა ს---- ლ---–------ საკუთრებას, 2017 წლის 11 იანვრის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თ----- ლ---–----- არის აწ.გარდაცვლილი ს---- ლ---–------ პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, რომელმაც კანონიერად მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი- ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რადგან ისინი აწესებენ და ადასტურებენ პირთა უფლებებს. შესაბამისად, მათი კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ -თ----- ლ---–-----მ მიიღო სამკვიდრო ქონება,როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ-შვილმა.

 

7.4. ,,ს-------- რ--------- შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ს-------- რ--------- წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, ს-------- რ--------- მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ს-------- სამართლის იურიდიული პირის – ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს (შემდგომ – ს---------) უფლება-მოვალეობებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, ს---------სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რ---------–--- თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 2--ე მუხლში რეგლამენტირებულია რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, რომლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რ---------–--- მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

 

,,ს-------- რ--------- შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N- ბრძანების 18.1 მუხლის შესაბამისად ს--------- იღებს გადაწყვეტილებას რ---------–--- (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

ამავე კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის განხილვით დადგენილია, რომ თ----- ლ---–-----ს ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ს---- გ---–------- კომლი გაუქმებულია.

 

7.5.საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 11 იანვრის ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდროს მოწმობის თანახმად, 1996 წლის 26 სექტემბერს გარდაცვლილი ს---- ლ---–------ პირველი რიგის მემკვიდრეა -თ----- ლ---–-----, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ----- ლ---–-----მ მემკვიდრეობით მოიპოვა მართლზომიერი მფლობელობის უფლება ლ-------- რაიონის სოფელ მ--–-–- მდებარე 404(საკადასტრო კოდი 8-.0-.2-.0--) და 402 კვ.მ (საკადასტრო კოდი-8-.0-.2-.0--) სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

ამდენად, მისი მოთხოვნა ამ ნაკვეთების რ---------–--- თაობაზე საფუძვლიანია.

 

7.6.1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლი გაუქმებულია და ამდენად, 1996-2006 წლების საკომლო წიგნებში (სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი წიგნების ფუნქციად, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროიდან - 1993 წლიდან, სოფლად ოჯახების აღრიცხვა შეიძლება ჩაითვალოს და არავითარ შემთხვევაში ქონებაზე რაიმე უფლების რეგისტრაცია) ს---- გ---–------- კომლის არსებობას, სასამართლო, ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად არ თვლის. ამგვარ საფუძველს არ ითვალისწინებს არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და არც საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.„საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კომლმა არსებობა შეწყვიტა და ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, არის იმ პირთა საერთო საკუთრება, რომელიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

7.7.საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი საკომლო წიგნის ასლების ჩანაწერებში არ არის მითითება იმის შესახებ რომ გარდაცვალებამდე ს---- გ---–------ ჩამოერთვა მიწის ნაკვეთები. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელი მართლზომიერად ფლობდა მიწის ნაკვეთებს მიწის რეფორმის პერიოდშიც 1992-1993 წლებში, მის გარდაცვალებამდე.

7.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სარეგისტრაციო სამსახურს სრულყოფილად რომ გამოეკვლია საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიეღო, უნდა დაეკმაყოფილებინა თ----- ლ---–------ განცხადება რ---------–--- თაობაზე.

 

7.9. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს ი--------- რეგიონულ ოფისს უნდა დაევალოს თ----- ლ---–------ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხოს ლ-------- რაიონის სოფელ მ--–-–- მდებარე 404 (საკადასტრო კოდი 8-.0-.2-.0--) და 402 კვ.მ (საკადასტრო კოდი-8-.0-.2-.0--) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

8. საპროცესო ხარჯები.

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი პირველი მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.თ----- ლ---–------ სარჩელი დაკმაყოფილდეს .

 

2. ბათილად იქნას ცნობილი ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს ქ------- რ---------–--- დ--------------- რეგიონული რ---------–--- მართვის სამსახურის ი--------- რეგიონული ოფისის N8------------14 და N8------------15 გადაწყვეტილებები და ს-------- რ--------- ე---------–- ს---------ს 2018 წლის 2- მარტის N1----- გადაწყვეტილება.

 

3. ს-------- რ--------- ე---------– ს---------ს დაევალოს თ----- ლ---–------ სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხოს ლ-------- რაიონის სოფელ მ--–-–- მდებარე 404 (საკადასტრო კოდი 8-.0-.2-.0--) და 402 კვ.მ (საკადასტრო კოდი-8-.0-.2-.0--) სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ცაგერი, ასათიანის ქ.14).

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი