განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2018
საქმის ნომერი
330100118002260508
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №--------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივნები - ეკატერინა მანჯგალაძე,რომეო ტყეშელაშვილი, თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ვ------------------ე, ზ------ ქ-----–-ა,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი----- ვ-------ის ძე ე------ე, დაბადებული - 1----–-–----- ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისი, ზ-----–--------------ში (დაუსწრებლად).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში.

 

ადვოკატები - მ---------------ა, ს------------------ე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2----–-–--------------ს, ი----- ე------ე დაინიშნა შპს „ე-----------------ში“ (ს------------) დ----------------ის პოზიციაზე, ხოლო 2----–-–-------------------------–-–---------------მდე მუშაობდა ს--------------ის პოზიციაზე. შრომითი ხელშეკრულების მესამე მუხლის თანახმად, „დასაქმებულის მოვალეობაა სარეალიზაციო საქონლის ქსელში დისტრიბუცია, ნავაჭრი საქონლისაგან შემოსული თანხის აკრეფა და მისი ფინანსურ-ბუღალტრულ განყოფილებაში მიწოდება, დ----------------ების და პ-------–---ების კონტროლი“. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, ი----- ე------ე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს „ე-----------------ის“ პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე და მეწარმე სუბიექტებზე, ხოლო მიღებული თანხა - 42 721,23 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

 

1.2. ი----- ე------ის ქმედების შედეგად შპს „ე-----------------ს” მიადგა 42 721,23 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში

 

2.1. შპს „ე-----------------ი“-ს წარმომადგენლის - მოწმე თ----- ქ---------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ იგი 2010 წლიდან მუშაობს შპს „ე-----------------ში“ და დასაქმებულია დ-----------------------–ის პოზიციაზე. ხსენებულ კომპანიაში მრავალი წლის განმავლობაში პ-------–---ის პოზიციაზე მუშაობდა ბრალდებული ი----- ე------ე. კომპანიაში დასაქმებულ ყველა პ-------–---ს ჰქონდა თავისი მიმართულება თბილისის უბნების მიხედვით. ი----- ე------ეზე განპიროვნებული იყო კომპანიის კუთვნილი ელექტრონული ხელსაწყო „პოკეტი“ და სალარო აპარატი, რომელთა მეშვეობითაც იგი ასახავდა კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში ინფორმაციას მიღებული შეკვეთების, განხორციელებული მიწოდებების და აღებული თანხების შესახებ. მის მოვალეობაში შედიოდა პროდუქციაზე შესაბამისი შეკვეთების მიღება. შპს „ე-----------------ში“ დასაქმებული ყველა პ-------–---ის კონტროლი ხორციელდება გარკვეული პერიოდულობით. სწორედ მსგავსი, გეგმური კრედიტკონტროლისას, აღმოჩნდა, რომ მაღაზიებს, რომლებიც იღებდნენ შპს ,,ე-----------------ისგან“ გარკვეულ პროდუქციას, არანაირი დავალიანება არ ჰქონდათ და მიწოდებული პროდუქციის საფასური გადახდილი ჰქონდათ ი----- ე------ისთვის. მოკვლევის შედეგად საერთო ჯამში დადგინდა, რომ ი----- ე------ეს მითვისებული აქვს შპს „ე-----------------ის“ კუთვნილი ფულადი თანხა 42 000 ლარზე მეტი ოდენობით. მოწმის განმარტებით, ი----- ე------ემ ნებაყოფილობით დაწერა ახსნა-განმარტება, სადაც მან აღიარა ფულადი თანხების მითვისების ფაქტი. იგი გათავისუფლებული იქნა კომპანიიდან, რათა კვლავ არ მიეთვისებინა თანხები. ბრალდებულის მიერ კომპანიისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის.

 

2.2. შპს „ე-----------------ის“დ------------–--------–-------------------–ის სპეციალისტის - მოწმე დ----- შ---------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ი----- ე------ე შპს „ე-----------------ში“ მუშაობდა პ-------–---ად და მხოლოდ შეკვეთებს იღებდა. მას ჰყავდა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდებოდა, ასევე ჰქონდა ელექტრონული ხელსაწყო ე.წ. „პოკეტი“, რომელშიც შეყვანილი იყო კომპანია ,,ე-----------------ი“-ს ინფორმაცია და აკეთებდა შეკვეთებს. ასევე, მას შეეძლო მის მიერ მიღებული და შეკვეთილი პროდუქცია თვითონვე წაეღო მანქანით, ისე რომ სხვისთვის არ ეთხოვა. აღნიშნული მას არ ევალებოდა, თუმცა პროდუქციის სწრაფი მიწოდების ინტერესიდან გამომდინარე, პ-------–---საც მიჰქონდა შემკვეთი კომპანიისთვის პროდუქცია. გეგმური შემოწმების შედეგად, საჭირო გახდა დ----- შ---------ეს შეემოწმებინა პ-------–--- ი----- ე------ის სამოქმედო ტერიტორიაზე კონსიგნატორი კომპანიები. ერთ-ერთი შემოწმებისას, დ----- შ---------ე მივიდა ქ. თბილისში, ო---------------–--აში არსებულ ინდ. მეწარმე „თ----- თ---–---–ის“ მაღაზიაში და სთხოვა, დაედასტურებინა შპს ,,ე-----------------ის“ წინაშე არსებული დავალიანება. დადგინდა, რომ ინდ. მეწარმე „თ----- თ---–---–ს“ არანაირი დავალიანება არ ჰქონდა. ამის შემდეგ, დ----- შ---------ემ ი----- ე------ეს მოსთხოვა, მისთვის ეთქვა იმ კომპანიების შესახებ, სადაც მსგავსი ვითარება დახვდებოდა. ი----- ე------ემ აღიარა და მას ჩამოუთვალა ის ინდ. მეწარმეები, რომელთაც რეალურად ვალი არ ჰქონდათ. ეს ყველაფერი ი----- ე------ემ დაადასტურა ხელწერილით ,,ე-----------------ი“-ს ოფისში დ-----------------------–ესთან - თ----- ქ---------–-–---–თან. მოწმემ უშუალოდ გამოავლინა რამდენიმე ინდ. მეწარმე, რომლებთანაც აღრიცხული იყო დიდი ოდენობით ვალი, თუმცა, ი----- ე------ემ ყველასთან მიმართებაში აღიარა, რომ თანხები მას ჰქონდა მითვისებული. ი----- ე------ის შპს-დან გათავისუფლების შემდეგ, დ----- შ---------ეს დაევალა სხვა, დაახლოებით ოცდაათამდე ობიექტის აღწერა, შემოწმდა 100 ლარს ზემოთ არსებული ვალები. აღნიშნული ობიექტებიდან, რაც ი----- ე------ეს ჰქონდა მითითებული ბაზაში, დ----- შ---------ეს ბევრი არ დახვდა მისამართზე, რადგან მისამართებზე ხშირ შემთხვევაში იყო სხვა მაღაზია, სხვა ინდ. მეწარმეები, რომლებმაც არ იცოდნენ შპს ,,ე-----------------ი“-ს ბაზაში არსებული მეწარმეების შესახებ.

 

2.3. მოწმის სახით დაიკითხა ასევე საქართველოს ფ------------------------------------------------------–---–-------------–------------------------------------------------------------------ი - მ-----– კ--–-----–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული რევიზიის აქტის სისწორე და განმარტა, რომ საქართველოს ფ------------------------------------------------------------------------------------------–--------------–ოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №0------------ საქმესთან დაკავშირებით 2----–-–------------------------------- მომართვაზე თანდართული დადგენილებისა და სა----------------------------–---–-------------–------------------------------------ის ამავე წლის 1------------------ე დავალების საფუძველზე, დ------------------------ ინსპექტორ - ლ---- კ------–--ესთან ერთად, გამოძიების მიერ წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით, დაევალა შპს ,,ე-----------------ში“ თემატური რევიზიის ჩატარება გამოძიების მიერ დადგენილ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. თემატური რევიზია ჩატარდა, რათა დადგენილიყო პ-------–--- ი----- ე------ის მხრიდან შპს „ე-----------------ი“-ს მიმართ არსებული დავალიანების ოდენობა. გამოძიების მიერ წარდგენილი მასალებით, კერძოდ, ბუღალტრული დოკუმენტაციის, დებიტორთა სიის, 66 ორგანიზაციის, გამოკითხვის ოქმების და შედარების აქტების შესწავლით დადგინდა, რომ ი----- ე------ის საკურატორო ზონაში შედიოდა სამოცდაექვსი მეწარმე სუბიექტი, რომელთა საერთო კრედიტორული დავალიანება შპს „ე-----------------ი“-ს მიმართ შეადგენდა 58 354 ლარს. აქედან, გამოძიების მიერ გამოიკითხა ორმოცდაორი სუბიექტი, რომელთა საერთო დავალიანება შეადგენდა 55 280 ლარს. აღნიშნული ორმოცდაორი სუბიექტიდან ნაწილმა აღიარა ვალი, საერთო ჯამში 13 265 ლარის ოდენობით. მათ შორის სხვაობამ ბუღალტრულსა და აღიარებულ ვალს შორის შეადგინა 42 721 ლარი, აქედან გამომდინარე, ი----- ე------ის დავალიანებამ შეადგინა 42 721 ლარი.

 

2.4. მოწმე ქ------- ო–----–---–ის განმარტებით, ი----- ე------ე მისი შვილის ნათლიაა. როგორც მან იცის, ი----- ე------ე მუშაობდა შპს ,,ე-----------------ში’’ პ-------–---ად. თავად რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ და სურსათის მაღაზია აქვს ოჯახს მფლობელობაში. მათ ერთხელ ითანამშრომლეს ი----- ე------ესთან, დაახლოებით 60 ლარის პროდუქცია შეიძინეს მისგან მაღაზიისთვის; ანგარიშსწორება როგორ მოხდა, ზუსტად არ ახსოვს, თუმცა თანხა ნამდვილად გადაიხადეს. ქ------- ო–----–---–მა განმარტა, რომ 5885 ლარის საქონელი არასდროს შეუძენია ი----- ე------ისგან, არც შპს ,,ე-----------------ისგან’’ და დღეის მდგომარეობით შპს ,,ე-----------------თან’’ რაიმე სახის დავალიანება არ გააჩნია.

 

2.5. მოწმე ა---- ფ-------–-–---–ის ჩვენების თანახმად, იგი არის შპს ,,ფ-------ის’’ წარმომადგენელი. აღნიშნულ კომპანიას ი----- ე------ე აწვდიდა პროდუქციას შპს ,,ე-----------------ის’’ სახელით. ი----- ე------ესთან ანგარიშსწორება ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ნაღდი სახით და ყოველი გადახდისას ა---- ფ-------–-–---–ს ი----- ე------ე ჩეკს აძლევდა (კონსიგნაციით პროდუქცია არასოდეს მოჰქონდა). მას შემდეგ რაც სტაბილური საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, ი----- ე------ე მას მხოლოდ მცირე ვადით აცდიდა თანხის ანაზღაურებას. მოწმემ ოჯახისთვის რამდენჯერმე იყიდა გარკვეული პროდუქტი, როგორც კერძო პირმა, ანგარიშსწორებაც მოხდა ჩვეულებრივად. 2015 წლიდან დაახლოებით 1 წელი თანამშრომლობდა შპს ,,ფ-------ი“ ი----- ე------ესთან. თ----- ფ-------–-–---–ის განმარტებით, შპს ,,ე-----------------იდან’’ გარდა ი----- ე------ისა, სხვასთან შეხება არ ჰქონია. დღეისთვის შპს ,,ფ-------ი“ არ ფუნქციონირებს, მისი საქმიანობა შეწყვეტილია, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიას არანაირი შესყიდვა არ განუხორციელებია. ზედნადებებში ასახული ჯამური თანხიდან -16 742 ლარიდან, დღეის მდგომარეობით, შპს ,,ფ-------ს“ არანაირი დავალიანება არ აქვს, არც თ----- ფ-------–-–---–ს აქვს პირადად შპს ,,ე-----------------თან’’ რაიმე დავალიანება.

 

2.6. მოწმე ნ---- კ---------–ის განმარტებით, იგი არის ი----- ე------ის მეზობელი. თავად ნ---- კ---------–ი არის რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ და აქვს სურსათის მაღაზია. ნ---- კ---------–ს ი----- ე------ესთან და შპს ,,ე-----------------თან’’ საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია. შპს ,,ე-----------------ის’’ მიმართ მას რაიმე სახის დავალიანება არ გააჩნია და არც ზედნადებებია მასთან შეთანხმებით შედგენილი.

 

2.7. მოწმე ლ---- ხ-------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი არის რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ და მისი საქმიანობის სფეროა საცალო ვაჭრობა. ლ---- ხ-------–---–ი ი----- ე------ეს შევხდა თავის მაღაზიაში, სადაც შეთანხმდნენ პროდუქციის მიწოდებაზე. მეორედ კომუნიკაცია მათ შორის შედგა ტელეფონით, ხოლო მესამე შეხვედრისას შეწყვიტეს თანამშრომლობა, ვინაიდან შპს ,,ე-----------------ის“ პროდუქციის რეალიზაცია არ ხდებოდა. საერთო ჯამში განხორციელდა ორი შეკვეთა და მათი საერთო ღირებულება იყო დაახლოებით 300 ლარი. მოწმემ განმარტა, რომ ი----- ე------ის გარდა, შპს „ე-----------------ის“ სახელით სხვასთან არ ჰქონია კომუნიკაცია; მან ასევე განაცხადა, რომ 7 300,56 ლარის შენაძენი არასდროს განუხორციელებია. მოწმის განმარტებით, მას შპს „ე-----------------ის“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

2.8. მოწმე კ----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2015 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, იგი შპს „ა-–--“-ს სახელით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას. ამ პერიოდში ი----- ე------ეს, როგორც შპს „ე-----------------ის“ წარმომადგენელს მათთან შეჰქონდა პროდუქცია. შეძენა ხდებოდა კონსიგნაციით და შემდეგ კ----------–---–ი ნაღდი ანგარიშსწორებით უხდიდა ი----- ე------ეს. მოწმემ ი----- ე------ისგან მიღებული პროდუქციის საფასური გადაიხადა სამ ეტაპად, ნაღდი ანგარიშსწორებით, უშუალოდ ბრალდებულთან, თუმცა ამ უკანასკნელს მოწმის მოთხოვნის მიუხედავად ჩეკები არ მიუცია მისთვის; მოწმის განცხადებით, მას შპს „ე-----------------თან“ დავალიანება არ გააჩნია.

 

2.9. მოწმე ა---- კ----------ის ჩვენების თანახმად, იგი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა ქ. თბილისში, მ----–---–ის 19-ში მდებარე შ-------–---------–ის მარკეტში. მათ საქმიანობა შეწყვიტეს 2014 წლის მარტის თვეში. სამეწარმეო საქმიანობის პერიოდში ა---- კ----------ს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ი----- ე------ესთან, რომელიც იყო შპს „ე-----------------ის“ წარმომადგენელი. იგი იღებდა შეკვეთას და აწვდიდა პროდუქციას; ა---- კ----------ი საფასურს იხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების გზით, რის შემდეგაც ი----- ე------ე გასცემდა ჩეკს. ა---- კ----------ი კონსიგნაციით პროდუქტს იღებდა მაქსიმუმ სამი დღით. მოწმემ განაცხადა, რომ არანაირი დავალიანება შპს „ე-----------------თან“ არ გააჩნია. ამასთან, ზედნადებებში ასახული ინფორმაცია, რომელთა მიხედვით 2012 წლის 7 აპრილიდან 2016 წლის 5 მაისის ჩათვლით მის კომპანიას შეძენილი აქვს 3 561,85 ლარის პროდუქცია, არის მცდარი, ვინაიდან 2014 წლის მარტის შემდეგ მისი კომპანია აღარ არსებობს.

 

2.10. მოწმე მ----------–--ის ჩვენების თანახმად, იგი ოპერატორად მუშაობს „ტ------------ში“. იგი არასდროს ყოფილა რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ და არც სამეწარმეო საქმიანობა განუხორციელებია. მან ერთხელ შეუკვეთა ყველი შპს „ე-----------------ში“ და მიუტანეს მისამართზე. პროდუქტის ღირებულება, დაახლეობით 900 ლარი, ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა მიწოდებისთანავე და ამის დასტურად გადასცეს ჩეკიც. მოწმემ განმარტა, რომ სასაქონლო ზედნადებებში მითითებული ინფორმაცია, თითქოსდა 2 075,32 ლარის პროდუქცია აქვს შეძენილი შპს „ე-----------------ისგან,“ არ შეესაბამება სინამდვილეს. მოწმემ განაცხადა, რომ მას შპს „ე-----------------ის“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

2.11. მოწმე ფ-----------------–ის განმარტებით, მას აქვს ს---------------------ა და შპს „ე-----------------ისგან“ ერთხელ შეიძინა 180 ლარის ღირებულების პროდუქცია. მოწმემ განაცხადა, რომ 1288 ლარის ღირებულების პროდუქცია არ შეუძენია შპს „ე-----------------ისგან“ და არც დავალიანება აქვს მის წინაშე.

 

2.12. მოწმე ნ---- ხ------–--ემ განაცხადა, რომ დედამისი - ე-----------------–ი რეგისტრირებული იყო ინდ. მეწარმედ და ჰქონდა ს---------------------ა, რომელსაც თავად ამუშავებდა. 2013 წლის დეკემბერში, მათ მაღაზია დაკეტეს და გააუქმეს ინდ. მეწარმის რეგისტრაცია, ხოლო თავად ე----------------–ი გარდაიცვალა 2015 წლის 9 ივნისს; შესაბამისად, 2016 წელს გამოწერილი ზედნადებები ი/მ „ე-----------------–ის“ სახელზე არის ყალბი. მოწმის განმარტებით, ინდ. მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების დროისათვის დავალიანება ჰქონდათ დაახლოებით 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, რასაც დედამისი იხდიდა ეტაპობრივად. ზედნადებებში მითითებული ოდენობით დავალიანება მათ არ ჰქონიათ.

 

2.13. მოწმე კ------------- ჭ------ის ჩვენების თანახმად, 2008 წლიდან 2013 წლამდე ფლობდა მაღაზიას. მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა შპს „ე-----------------თან“, იღებდა მათ პროდუქციას. თუმცა, კ------------ ჭ------ის მაღაზიას არასდროს უმუშავია კონსიგნაციით და მიღებული პროდუქციის საფასურს იხდიდნენ ნაღდი ანგარიშსწორებით. მოწმემ განაცხადა, რომ შპს „ე-----------------ის“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

2.14. მოწმე ო---------–---–---–ის ჩვენების თანახმად, 2012 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა შპს „ნ----------------ში“ საწყობის მიმღებად. მის მოვალეობაში შედიოდა კონკრეტული კომპანიის მიერ მიტანილი პროდუქციის მიღება-ჩაბარება. იგი, საქმიანობიდან გამომდინარე, იცნობს შპს „ე-----------------ის“ დ----------------ს - ი----- ე------ეს, რომელიც იყო პ-------–---ი და იღებდა შეკვეთას. ო---------–---–---–ს, როგორც ფიზიკურ პირს, არასდროს შეუძენია შპს „ე-----------------ისგან“ პროდუქცია. რაც შეეხება მის პირად მონაცემებს, ი----- ე------ისათვის იგი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დაზიანებული პროდუქციის დაბრუნებისას დოკუმენტაციაში მიეთითა მოწმის მონაცემები.

 

2.15. მოწმე ლ--–-----–-------ის ჩვენებით დადგინდა, რომ იგი რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ; აქვს მ–------------------ ქ. თბილისში, ჩ-----ს ქ--------ში. მას, 2014 წლიდან დაახლოებით ერთი წლის მანძილზე, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულთან. კერძოდ, ი----- ე------ე იყო შპს „ე-----------------ის“ პ-------–---ი. იგი იღებდა შეკვეთებს და აწვდიდა პროდუქციას მოწმეს. მითითებულ პერიოდში სულ რამდენჯერმე მიაწოდა პროდუქცია და ეს იყო მაქსიმუმ 160-200 ლარიანი შეკვეთები. პროდუქციის დატოვება ხდებოდა კონსიგნაციით და ლ--–-----–-------ე ეტაპობრივად იხდიდა ვალს. იგი თანხას ყოველთვის ხელზე გადასცემდა ი----- ე------ეს. მოწმეს არასდროს გადაუცია თანხა სხვა დ----------------ისთვის და დარჩენილი აქვს მხოლოდ 42 ლარის ოდენობით დავალიანება შპს „ე-----------------ის“ მიმართ, ხოლო სხვა დავალიანება არ გააჩნია.

 

2.16. მოწმე მ------ ჩ---------ს ჩვენების თანახმად, იგი არის შპს „თ---–------------------------–-----------------–--------–------------”-ს დირექტორი. აღნიშნული შპს ფლობს ღ---------, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ ზაფხულის სეზონზე; შესაბამისად, მხოლოდ ამ პერიოდში საქმიანობს შპს. სხვა პერიოდში რაიმე საქონლის რეალიზაცია არ ხდება. შპს დაარსდა 2003-2004 წლებში, ხოლო ღ--------- 2006 წლიდან ფუნქციონირებს. მოწმეს ი----- ე------ესთან შემხებლობა ჰქონდა მხოლოდ საქმიდან გამომდინარე. ეს უკანასკნელი 3-4-ჯერ იყო მისული აღნიშნულ შპს-ში და მისგან შეიძინეს მხოლოდ ყავა. თანხა გადაიხადეს ნაღდი ანგარიშსწორებით; ერთხელ შეიძინეს პროდუქტი კონსიგნაციით 2-3 დღის ვადით. შპს-ს წარმომადგენლები თანხას გადასცემდნენ თვითონ ი----- ე------ეს. მოწმემ განაცხადა, რომ შპს „თ---–------------------------–-----------------–--------–------------”-ს რაიმე დავალიანება შპს „ე-----------------ის“ მიმართ არ გააჩნია.

 

2.17. მოწმე ხ------- გ----–-–---–მა განმარტა, რომ იგი დაახლოებით 14 წელია მუშაობს მ--------ად ქ. თბილისში, ფ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე ობიექტზე, რომელიც ეკუთვნის შპს „თ-------“-ს. მას, ხსენებული შპს-ს სახელით, არაერთხელ შეუძენია პროდუქცია შპს „ე-----------------ისგან,“ თუმცა, პირადად მას, როგორც ფიზიკურ პირს არაფერი შეუძენია ი----- ე------ისგან და მითუმეტეს ვალის საფუძველზე. მოწმემ განაცხადა, რომ 2014 წლის 8 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, 4 849 ლარის პროდუქცია არ შეუძენია შპს „ე-----------------ისგან“. მოწმის განმარტებით, როდესაც შპს „თ-------“-ის სახელით შეიძენდა პროდუქციას, მიუთითებდა თავის პირად მონაცემებს, შესაბამისად, ი----- ე------ისათვის ამ გზით გახდა ცნობილი მისი პირადი მონაცემები.

 

2.18. მოწმე ნ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი 2012 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „ზ-------ში“ მ--------ის პოზიციაზე. მას ი----- ე------ესთან ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. იგი, შპს „ე-----------------ის“ პროდუქციაზე შეკვეთებს აკეთებდა კომპანიის სახელით. პირადად თავისი სახელით, როგორც ფიზიკურ პირს, არასდროს გაუკეთებია შეკვეთა. 1 044,85 ლარის ღირებულების კვების პროდუქტი მას, როგორც ფიზიკურ პირს, არ შეუძენია შპს „ე-----------------ისგან“. ი----- ე------ისთვის მისი მონაცემები ცნობილი იყო, ვინაიდან იგი იღებდა კომპანიის სახელით პროდუქტს და ზედნადებებში ეთითებოდა მისი პირადი მონაცემები. მას შპს „ე-----------------ის“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

2.19. მოწმე ბ------ გ--–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მას 2014 წელს ჰქონდა კ---- ქ. თბილისში, უ-------------ის ქუჩაზე. შპს „ე-----------------ს“ მასთან შეჰქონდა კვების პროდუქტები. სულ შეტანილი აქვს დაახლოებით 522 ლარის ღირებულების პროდუქტი. უშუალოდ შპს „ე-----------------ის“ წარმომადგენლებიდან ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, მოწმეს არ ახსოვს, თუმცა დ----------------ს შეჰქონდა პროდუქცია და ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა გადახდა. 2016 წლიდან კ---- დაიხურა. ბ------ გ--–-–---–ის განმარტებით, მას დავალიანება არ ჰქონია შპს „ე-----------------ის“ მიმართ.

 

2.20. მოწმე ვ-–-------- ს---------ის ჩვენების თანახმად, 2014 წელს ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ჰქონდა ს---------------–--–ო და ა-----–--–-- ვაჭრობის მაღაზია. ი----- ე------ეს იცნობს ბავშვობიდან, ვინაიდან ერთი რაიონიდან არიან. ეს უკანასკნელი იყო შპს „ე-----------------ის“ პ-------–---ი. მოწმე ი----- ე------ესთან თანამშრომლობდა საქმიანობის ფარგლებში. იგი შპს „ე-----------------ისგან“ პორუდქციას ყიდულობდა, ბრალდებული კი დისტრიბუციას აწარმოებდა. ვ-–-------- ს---------ი პროდუქციას იღებდა ზედნადებით და გადახდისას იღებდა ქვითარს; პროდუქციის საფასურს ნაღდი ანგარიშსწორებით გადასცემდა ი----- ე------ეს. სხვა პირისთვის არასდროს მიუცია შეძენილი პროდუქციის საფასური; ქვითარს გადახდის დროს ადგილზე აძლევდა ი----- ე------ე.

 

2.21. მოწმე ზ--------------–-–---–ის განმარტებით, იგი 2005-2015 წლებში იყო მეწარმე და ჰქონდა ს---------------------ა. მოწმე შპს „ე-----------------ისგან“ იღებდა რძის პროდუქტს. დისტრიბუციას ახდენდა ი----- ე------ე. ზ--------------–-–---–ი პროდუქტის ღირებულებას იხდიდა ნაღდი ანგარიშსწორებით. ი----- ე------ესთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა დაახლოებით ორი წელი. ამ პერიოდში ი----- ე------ის გარდა სხვა პირი არ მისულა მასთან შპს „ე-----------------ის“ სახელით და არც ისეთი შემთხვევა ყოფილა, რომ პროდუქტის ღირებულება სხვა პირისთვის გადაეცა. მოწმის განმარტებით, მას კონსიგნაციით არასდროს აუღია პროდუქტი. ი----- ე------ე გადახდისას აძლევდა ჩეკს და ზედნადებს. მოწმემ განაცხადა, რომ შპს „ე-----------------თან“ დავალიანება არ გააჩნია.

 

2.22. მოწმე დ------------–--ს ჩვენების თანახმად, 2006 წლიდან 2013 წლის მაისის ჩათვლით, იგი მუშაობდა შპს „ნ----------------ში“ მ--------ის პოზიციაზე და ი----- ე------ესთან ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა. ეს უკანასკნელი იყო შპს „ე-----------------ის“ პ-------–---ი და მისი კომპანიისგან შპს „ნ----------------ი“ იღებდა პროდუქციას. დ------------–--ს, როგორც ფიზიკურ პირს, არასდროს შეუძენია შპს „ე-----------------ისგან“ პროდუქცია. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ზედნადებებში ასახული ინფორმაცია არ არის სინამდვილე.

 

2.23. მოწმე მ------ მ-----–---–ის ჩვენების თანახმად, მას საქმიანობიდან გამომდინარე ჰქონდა კავშირი ი----- ე------ესთან. მოწმის დედას ჰქონდა მარკეტი ი/მ „ლ--–- მ-----–---–ი ფ-----ო“. ი----- ე------ე იყო შპს „ე-----------------ის“ წარმომადგენელი და მას მიჰქონდა პროდუქცია ხსენებულ მარკეტში. საერთო ჯამში განხორციელებული იქნება დაახლოებით 6 მიწოდება. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის ფარგლებში 1 282,77 ლარის პროდუქციის მიღება არ არის გამორიცხული, თუმცა მათ დავალიანება არ ჰქონიათ, ვინაიდან შპს „ე-----------------თან“ კონსიგნაციაზე არასდროს უმუშავიათ; შესაბამისად, დავალიანების არსებობა გამორიცხულია.

 

2.24. მოწმე მ---------------ემ განმარტა, რომ რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ და 2008 წლიდან 2013 წლის შემოდგომამდე ჰქონდა შ-------–------------–-ის მაღაზია ქ. თბილისში, ბ-----ს ქუჩაზე. საქმიანობის პერიოდში მას მიუღია პროდუქცია შპს „ე-----------------ისგან“ და საფასურს იხდიდა ნაღდი ანგარიშსწორებით. მისი მაღაზია კონსიგნაციაზე არ მუშაობდა ამ კომპანიასთან და თუ თანხა მცირე ოდენობით დააკლდებოდათ, 2-3 დღით ხდებოდა გადახდის გადავადება. 2013 წლის შემოდგომის შემდეგ ინდ. მეწარმე ,,მ---------------ეს“ შეწყვეტილი აქვს საქმიანობა, ხოლო 2013 წლის შემოდგომიდან 2016 წლის ივლისამდე პერიოდში რაიმე პროდუქცია შპს „ე-----------------ისგან“ არ შეუძენია, არც 2 142 ლარის პროდუქცია შეუძენია ხსენებული კომპანიისგან ერთი წლის განმავლობაში და შესაბამისად, არც დავალიანება გააჩნია შპს „ე-----------------თან.“

 

2.25. მოწმე ე--------–-------ს ჩენების თანახმად, იგი რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ, ხოლო 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე ჰქონდა მაღაზია მ---–-----აზე. მოწმის განმარტებით, ბრალდებულ ი----- ე------ესთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, როგორც შპს „ე-----------------ის“ დ----------------თან, მაგრამ 2013 წლის შემდეგ არ უნახავს იგი. ბრალდებულს მოწმის მაღაზიაში შეჰქონდა „ვ--–---ს“ ფირმის კარაქი და ყველი. პროდუქციის ღირებულების თანხას მოწმე გადასცემდა ი----- ე------ეს. ამ უკანასკნელს პროდუქცია რამდენჯერმე დაუტოვებია კონსიგნაციით, მაგრამ მაქსიმუმ 40-50 ლარის ღირებულების. 2013 წლის დეკემბრის შემდეგ, ე--------–-------ს არაფერი შეუძენია ი----- ე------ისგან. ამ უკანასკნელმა სავარაუდოდ საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე იცოდა მოწმის პირადი მონაცემები. ე--------–-------ს, დღეის მდგომარეობით, შპს „ე-----------------ის“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია. ასევე მას, როგორც ფიზიკურ პირს, არ შეუძენია შპს „ე-----------------ის“ პროდუქცია.

 

2.26. მოწმე ქ------- ქ-----–---–ის ჩვენების თანახმად, თ----- თ---–---–ი იყო მისი მეუღლე, რომელიც გარდაიცვალა მცირე ხნის წინ. მოწმემ განაცხადა, რომ მას და მის მეუღლეს ჰქონდათ ს---------------------ა, ხოლო იმავე უბანში ქირით ცხოვრობდა ი----- ე------ე და სწორედ აქედან იცნობდა მოწმეს და მის მეუღლეს. მოწმის განმარტებით, მას და მის მეუღლეს მაღაზიისთვის არასდროს შეუძენიათ შპს „ე-----------------ის“ პროდუქცია, რამდენჯერმე შეიძინეს პირადი მოხმარებისთვის შპს „ე-----------------ისგან“ კარაქი; თანხას მოწმის მეუღლე უხდიდა ი----- ე------ეს წინასწარ. მათ არასდროს მიუღიათ 4 816,45 ლარის პროდუქცია ი----- ე------ისგან.

 

2.27. მოწმე ქ. ქ-----–---–ის ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, თ----- თ---–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიცემული ინფორმაციით (გამოკითხვის ოქმით).

 

2.28. მოწმე მ-----– მ---------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან შპს „ე-----------------ში“ 2016 წლის აგვისტოში დაიწყო მუშაობა და 2017 წელს დაასრულა. იგი ახორციელებდა შპს „ნ----------------ში“ შპს „ე-----------------ის“ პროდუქციის მიწოდებას. მოწმემ განაცხადა, რომ 2015 წელს არავისთვის მიუწოდებია პროდუქტი და შესაბამისად, არ შეიძლებოდა მ------–ად მითითებული ყოფილიყო ამ დროით დათარიღებულ სასაქონლო ზედნადებებში.

 

2.29. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ცნობა, დათარიღებული 2----–-–--------------ით, რომლის თანახმად, შპს „ე-----------------ი“ რეგისტრირებულია გ------------------------–ად ქ. თბილისის დ------ის სასამართლოს მიერ, საიდენტიფიკაციო ნომერი ----------. საწარმოს დამფუძნებლები არიან ნ---- ბ-------ე - 50% და შპს „ჯ------------“ - 50%, ხოლო, დირექტორია გ------- ო-----–---–ი. საწარმოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, დ--------------------ის რაიონი, ა---- წ-------–ის გამზ. №------- 1. შემოწმება ჩატარდა გამოძიების მიერ წარდგენილ მასალებზე დაყრდნობით. გამოძიების მიერ წარმოდგენილი იქნა ი----- ე------ის შპს „ე-----------------ში“ დანიშვნის და განთავისუფლების ბრძანებები, შრომითი ხელშეკრულება, გამოკითხვის ოქმები, შედარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები და სხვა მასალები. წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ შპს „ე-----------------ში“ (ს------------) პ-------–---ის პოზიციაზე მუშაობა დაიწყო ი----- ე------ემ (პ/ნ 0----------), რომელიც დაკავებულ პოზიციაზე მუშაობდა 2----–-–------------ომდე. ი----- ე------ის ფუნქციებში შედიოდა შპს „ე-----------------ი“-ს პროდუქციის შეძენის მსურველი სამეწარმეო სუბიექტების მოძიება, მათგან პროდუქციაზე შეკვეთების მიღება და პროდუქციის მიწოდებით წარმოშობილი დებიტორული დავალინებების ამოღება კონტრაგენტი სამეწარმეო სუბიექტებიდან, ხოლო შემდეგ აღნიშნული თანხების შეტანა შპს „ე-----------------ი“-ს (ს------------) საბანკო ანგარიშზე. ი----- ე------ის მიერ კომპანიაში წარდგენილი ინფორმაციით 2----–-–-------------ოს მდგომარეობით, მას, მისი მომსახურების ქვეშ არსებული სამეწარმეო სუბიექტებიდან შპს „ე-----------------ს“-ის (ს------------) სასარგებლოდ ამოსაღები ჰქონდა დებიტორული დავალიანება ჯამში 58 354.75 ლარის ოდენობით. კომპანიის საბუღალტრო მონაცემებში ასახული იყო 66 მეწარმე სუბიექტი, რომელთა საერთო დებიტორული დავალიანება ნაჩვენებია 58 354.75 ლარის ოდენობით. აღნიშნული მეწარმე სუბიექტებიდან გამოიკითხა და სატელეფონო გასაუბრება (ოქმები) მოხდა 42 მეწარმესთან, რომელთა ჯამურმა დებიტორულმა დავალიანებამ შეადგინა 55 280.41 ლარი, მათ შორის დავალიანება დაადასტურა 12 მეწარმემ (ოქმები) ჯამური თანხით - 13 265.18 ლარი, შესაბამისად, სხვაობა დებიტორულ დავალიანებასა (42 მეწარმე) და დადასტურებულ (12 მეწარმე) დავალიანებებს შორის შეადგენს 42 721.23 ლარს (55 986.41-13 265.18). აღნიშნულიდან გამომდინარე, პ-------–--- ი----- ე------ის (პ/ნ 0----------) მხრიდან შპს „ე-----------------ი“-ს (ს------------) მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 42 721.23 ლარს.

 

2.30. სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია ი----- ე------ის ახსნა-განმარტება, დათარიღებული 2----–-–------------ოთი, სადაც იგი ადასტურებს მის მიერ შპს „ე-----------------ის“ კუთვნილი ფულადი თანხების დაუფლების ფაქტს, კერძოდ, მისი განმარტებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ი/მ ქ------- ქ-----–---–ზე გაწერა 4816,45 ლარი, ი/მ ლ---- ხ-------–---–ზე გაწერა 7167,96 ლარი, ი/მ თ----- თ---–---–ზე გაწერა 4532,85 ლარი, ი/მ ქ------- ო–----–---–ზე გაწერა 5826,40 ლარი, ი/მ ნ---- კ---------–ზე გაწერა 5458,50 ლარი. აღნიშნული ობიექტები იმ დროისათვის აღარ არსებობდა და იყო დაკეტილი. ი----- ე------ე სხვადასხვა სახის საქონელს ასხვისებდა სხვა ფიზიკურ პირებზე დოკუმენტაციის გარეშე, ხოლო პროდუქციის გასხვისების შედეგად მიღებულ თანხებს ითვისებდა თავად. ამასთან, ბრალდებულმა თავის ახსნა-განმარტებაში არ გამორიცხა თანხის მითვისების სხვა მსგავსი ეპიზოდები.

 

2.31. სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც შეიცავენ მცდარ ინფორმაციას და მათში მყიდველად მითითებული მეწარმე სუბიექტების წარმომადგენლები და ფიზიკური პირები სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ადასტურებენ, რომ მათ დავალიანება არ გააჩნიათ შპს „ე-----------------ის“ მიმართ და სასაქონლო ზედნადებებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

 

2.32. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ი----- ე------ის შრომითი ხელშეკრულებები, დადებული შპს „ე-----------------თან,“ რომელშიც აღწერილია მისი საქმიანობის საგანი და შესასრულებელი სამუშაოს დახასიათება, სადაც მითითებულია, რომ დაქირავებული დამქირავებლის დავალებით ახორციელებს სარეალიზაციო საქონლის სავაჭრო ქსელში დისტრიბუციას, ნავაჭრი საქონლის შემოსული თანხების აკრეფასა და საწარმოს ფინანსურ-ბუღალტრულ განყოფილებაზე მიწოდებას, დ----------------ების და პ-------–---ების კონტროლს.

 

2.33. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს ფ----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------–--------------–ოს გამომძიებელი ო-----------–--ე, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მისი მონაწილეობის ფაქტი. ხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ის სასამართლოს არ აწვდის ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მის ჩვენებას დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.34. სწორედ აღნიშნულ ფაქტორთა მხედველობაში მიღებით, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ი----- ე------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, №o. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spai№, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ი----- ე------ის მიერ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების ჩადენა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ი----- ე------ემ იყო რა შპს „ე-----------------ის“ პ-------–---ი, გაასხვისა სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე ხსენებული კომპანიის პროდუქცია და მისგან მიღებული თანხები მიითვისა, ხოლო შპს-ს ბუღალტერიაში წარადგინა ცრუ სასაქონლო ზედნადებები, გამოწერილი სხვადასხვა მეწარმისა თუ ფიზიკური პირის სახელზე.

 

3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თუ ეს ნივთი იმყოფება მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში. განსახილველი დანაშაულის ობიექტია საკუთრება. ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში. მოცემულ შემთხვევაში ი----- ე------ე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „ე-----------------ის“ კუთვნილ ფულად თანხას -42 721,23 ლარის ოდენობით. იმისათვის, რომ ქმედებას მიეცეს მითვისების კვალიფიკაცია, გარდა ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტის არსებობისა, სავალდებულო კომპონენტია პირის მიერ ამ ნივთის მართლზომიერი ფლობა; განსახილველ შემთხვევაში, ი----- ე------ე იყო რა შპს „ე-----------------ის“ პ-------–---ი, მის უფლებამოსილებაში ასევე შედიოდა კლიენტისაგან შეძენილი პროდუქტის ღირებულების მიღება და ამ ფულადი თანხის კომპანიის ბუღალტერიაში წარდგენა. ბრალდებულმა გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, არ წარადგინა კომპანიის ბუღალტერიაში მის მიერ კლიენტისაგან მიღებული ფულადი თანხები და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მათ. განსახილველი დანაშაული შესაძლოა ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ. მოცემულ შემთხვევაში ი----- ე------ის განზრახვაზე - მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „ე-----------------ის“ კუთვნილ ფულად თანხებს, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მან გარკვეული ოდენობის თანხის დაუფლების დასაფარად, ბუღალტერიაში წარადგინა მცდარი სასაქონლო ზედნადებები. ასევე მის მართლსაწინააღმდეგო განზრახვაზე მეტყველებს პოსტდანაშაულებრივი ქცევა, რომ არა შპს-ს ხელმძღვანელი პირების მიერ მისი საქმიანობით დაინტერესება, ბრალდებულის მიერ შესაძლოა გაგრძელებულიყო თანხების მითვისება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული გრძელდებოდა არაერთი წლის განმავლობაში. ამასთან, ბრალდებულმა ნაცვლად იმისა, რომ აენაზღაურებინა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, დატოვა საქართველოს ტერიტორია და თავი აარიდა მართლმსაჯულებას.

 

3.9. მითვისება დიდი ოდენობით: ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაუფლებული და მისაკუთრებული, თუ საამისოდ გამიზნული ნივთის ღირებულებას. გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ ი----- ე------ის მიერ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზარალი შეადგენს 42 721,23 ლარს, რაც ბევრად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ დიდი ოდენობისათვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს - 10 000 ლარს.

 

3.10. მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით: ჩადენილი ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის დადგენილი უნდა იქნეს ის გარემოება, რომ პირმა დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა სწორედ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი----- ე------ეს სამსახურებრივად მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა შპს „ე-----------------ის“ პროდუქცია და ევალებოდა აღნიშნული პროდუქციის გასხვისებით მიღებული თანხა წარედგინა შპს-ს ბუღალტერიაში, თუმცა არ განახორციელა რა აღნიშნული, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით წარადგინა მცდარი ინფორმაციის შემცველი სასაქონლო ზედნადებები და პროდუქციის გასხვისებით მიღებული ფულადი თანხა მიითვისა.

 

3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ი----- ე------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ი----- ე------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი----- ე------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს, ასევე იმ ფაქტს, რომ ი----- ე------ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.5. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებლებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას განიხილავს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ხასიათს, ხერხსა და სპეციფიკას, კერძოდ, ბრალდებულის მხრიდან ერთიანი განზრახვითა და საერთო მიზნით განხორცილებული იქნა არაერთი ქმედება. ამასთან, საგულისხმოა, რომ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რაც მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიიღო დაზარალებულმა კომპანიამ, არ არის ანაზღაურებული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- ე------ემ უნდა მიიღოს სასჯელის ზომიერად მკაცრი ფორმა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთის სახით, ასევე საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით.

 

5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- ე------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; მასვე, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი აქვს სწორედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 3 (სამი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- ე------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

 

2. მსჯავრდებულ ი----- ე------ეს ძირითადი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

 

3. მსჯავრდებულ ი----- ე------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. მსჯავრდებულ ი----- ე------ის მიმართ დანიშნული დამატებითი სასჯელის მოხდაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით; განაჩენი დაცვის მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, მსჯავრდებულის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ან განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე