გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.01.2019
საქმის ნომერი
330210018002530214
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე (ძირითად სარჩელში) - ზ----------------ი

წარმომადგენელი - ნ---------–----ი

მოპასუხე (ძირითად სარჩელში) - სს ,,თ----- ბანკი"

წარმომადგენელი - ლ--–--------–---–ი

დავის საგანი (ძირითად სარჩელში) - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

 

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) - სს ,,თ----- ბანკი"

მოპასუხეები (შეგებებულ სარჩელში) - ზ----------------ი, ტ----------------ი, ს----–----------ი

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „თ----- ბანკსა“ და ზ----------------ს შორის 2015 წლის 14 დეკემბერს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N---------------- ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

1.2. სს „თ----- ბანკსა“ და ზ----------------ს შორის 2015 წლის 14 დეკემბერს დადებული საბანკო კრედიტის შესახებ N--------------- ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

1.3. სს „თ----- ბანკსა“ და ზ----------------ს შორის 2015 წლის 14 დეკემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

1.4. სს „თ----- ბანკსა“ და ზ----------------ს შორის 2015 წლის 29 სექტემბერს დადებული საბანკო კრედიტის შესახებ N--------------- ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

1.5. სს „თ----- ბანკსა“ და ზ----------------ს შორის 2016 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

(მოსარჩელემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და დამატებით მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის 1.5. პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა).

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

სადავო ხელშეკრულებების გაფორმებისას ზ----------------ი ვერ იაზრებდა ყველა იმ პირობას და გარემოებას, რა პირობებითაც მას ამ ხელშეკრულებების დადება უწევდა, რამდენადაც არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და აღნიშნულის გამო მას ქართლი ენა არ ესმის. მისთვის ფაქტიურად შეუძლებელია ქართულად წერა-კითხვაც და შეუძლია მხოლოდ უკვე დაწერილი ქართული ტექსტის გადახატვა მისი მნიშვნელობის გაგების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში მისი მხრიდან ნების გამოვლენას ფაქტიურად გამორიცხავს. სს „თ----- ბანკი“ მოიქცა არაკეთილსინდისიერად, იცოდა რა ზ----------------ის მხრიდან სახელმწიფო ენაზე საუბრისა თუ წერა-კითხვის არცოდნის ფაქტი, არ მიაწოდა მას მისთვის გასაგებ ენაზე შედგენილი ხელშეკრულება, გამოიჩინა გულგრილობა ან ბოროტად ისარგებლა ამ გარემოებით არ მისცა მოსარჩელეს შესაძლებლობა, გაეაზრებინა ის ნება, რასაც ამ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერით იგი გამოხატავდა. ბანკი დუმდა იმ არსებით გარემოებათა შესახებ, რომლებსაც მოსარჩელე კეთილსინდისიერად ვარაუდობდა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბანკი მას გაუმხელდა.

 

მსგავსი სახით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ზ----------------ი აღმოჩნდა მეტად არათანაბარ და არათანასწორ პირობებში ბანკთან მიმართებით, რაც არღვევს მხარეთა თანასწორობის პრინციპს და ხელშეკრულებები ბათილია. მოსარჩელისთვის ხელშეკრულების პირობები ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ბანკმა დაიწყო მოთხოვნათა წარდგენა.

 

ბანკის მიერ გაცემული ცნობით მოსარჩელის დავალიანება არის ასევე პირგასამტეხლოც, რომლის ხელშეკრულებაში არსებობის შესახებ მოსარჩელისთვის ცნობილი არ იყო. ასევე არასწორად არის დათვლილი პროცენტის და ძირითადი თანხის ოდენობაც, ვინაიდან პირველ რიგში სწორედ ძირითადი თანხა უნდა დაფარულიყო და პროცენტის გადახდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დასრულებისას უწევდა.

 

2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

2.1. მოპასუხეებს ზ----------------ს, ს----–----------სა და ტ----------------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14.12.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 32573,66 ლარის გადახდა (აქედან ძირითადი თანხა 27161,98 ლარი, სარგებელი - 2680,44 ლარი, ჯარიმა - 2731,24 ლარი);

 

2.2. მოპასუხეებს ზ----------------ს, ს----–----------სა და ტ----------------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14.12.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 02.08.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, სესხის ძირითად თანხაზე 27161,98 ლარზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 290,22 ლარის გადახდა, ჯამში 3482,64 ლარი.

2.3. მოპასუხე ზ----------------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 29 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2837,80 ლარის გადახდა (აქედან ძირითადი თანხა - 2142,68 ლარი, სარგებელი - 472,02 ლარი, ჯარიმა - 214,27 ლარი, დაზღვევის პრემია - 8,83 ლარი);

2.4. მოპასუხე ზ----------------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 29.09.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 02.08.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, სესხის ძირითად თანხაზე - 2142,68 ლარზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 27,30 ლარის გადახდა, ჯამში 327,60 ლარი;

2.5. მოპასუხე ზ----------------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7975,35 ლარის გადახდა (აქედან ძირითადი თანხაა 4995,07 ლარი, სარგებელი - 2481,21 ლარი, ჯარიმა - 499,07 ლარი);

2.6. მოპასუხეებს ზ----------------ს, ს----–----------სა და ტ----------------ს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14.12.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხასა და დარიცხულ პროცენტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების შეწყვეტიდან - 02.08.2018 წლიდან 43 დღის მანძილზე, ჯამში 1283,12 ლარი;

2.7. 2015 წლის 14 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკის საგნის (მდებარე რუსთავი, მ---------------------------------; საკადასტრო კოდი N------------------- - მესაკუთრე - ზ----------------ი) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით ;

2.8. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობით და სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების ზ----------------ის, ს----–----------ისა და ტ----------------ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე;

2.9. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ზ----------------სა და სს „თ----- ბანკს“ შორის 2015 წლის 14 დეკემბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ბანკი კლიენტს მოემსახურებოდა სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტებით. მის უზრუნველსაყოფად იმავე რიცხვში მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ზ----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N-------------------;

2015 წლის 14 დეკემბერს სს „თ----- ბანკსა“ და ზ----------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 46800 ლარი, 48 თვის ვადით, წლიური 13% სარგებლის დარიცხვით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე რიცხვში ბანკსა და ტ----------------ს და ს----–----------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებებმა სოლიდარულად, მთელი მოცულობით ივალდებულეს მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 49140 ლარით.

 

გარდა ამისა ზ----------------სა და ბანკს შორის 2015 წლის 29 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, გაიცა სესხი 3000 ლარი, 1463 დღის ვადით, წლიური 15,5% სარგებლის დარიცხვით, ხოლო 2016 წლის 6 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათის (პრაიმ ქარდი) ხელშეკრულება, წლიური 33% სარგებლის დარიცხვით, 1988 დღის ვადით და საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5000 ლარით.

 

ყველა ხელშეკრულება ითვალისწინებდა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვას.

 

ვალდებულება მოპასუხეთა მიერ არ შესრულებულა, რის გამოც გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ ვადა მის შესასრულებლად, რაც არ განხორციელებულა.

 

3. მოპასუხის პოზიცია (პირვანდელ სარჩელზე)

 

3.1. მოპასუხე სს „თ----- ბანკმა“ წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებები მაშინ გახადა მსესხებელმა სადავოდ, როდესაც მას ფინანსური პრობლემები შეექმნა და აღმოჩდა გადახდისუუნარო. ხელშეკრულებები შედგენილია კანონის სრული მოთხოვნისა და დაცვის ფარგლებში, თითოეულ ხელშეკრულებას მოსარჩელემ მოაწერა ხელი, სადაც მითითებულია საკრედიტო ლიმიტი მოცულობა, წლიური საპროცენტო განაკვეთი ციფრებით, რა ვადაში და რა თარიღში უნდა მოხდეს დავალიანების დაფარვა, გადახდის გრაფიკი და შესაბამისად, გაურკვეველია, რაში გამოიხატებოდა ბანკის მხრიდან მოტყუება. რაც შეეხებოდა დავალიანების შესახებ ცნობას, მასში მითითებული პირგასამტეხლო გამომდინარეობდა ხელშეკრულებებიდან, სადაც ნათლად იყო აღნიშნული მისი დარიცხვის წესი.

 

მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ 2015 წლის 14 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე სესხი ორ ტრანშად გაიცა, პირველი ტრანშით ზ----------------ს უნდა დაეფარა სს ბ--------------–---–-“ არსებული დავალიანება, ასევე უნდა მოეხსნა ამავე ბანკის სასარგებლოდ არსებული იპოთეკა და ქონება მოსარჩელეს სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეტვირთა იპოთეკით. შემდგომში გაიცემოდა სესხის მეორე ტრანში, რაც განხორციელდა კიდეც. გარდა ამისა ზ----------------ს არაერთხელ უსარგებლია სს „თ----- ბანკის“ საკრედიტო მომსახურებით და ყველა სასესხო ხელშეკრულებაზე პირადად აწერდა ხელს, მისთვის სახელმწიფო ენაზე შედგენილი დოკუმენტი გაუგებარი არასდროს ყოფილა.

 

4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)

 

4.1. მოპასუხეებმა ზ----------------მა, ტ----------------მა და ს----–----------მა წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს მის უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. სს „თ----- ბანკსა“ და ზ----------------ს შორის 2015 წლის 14 დეკემბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რაც გულისხმობდა ბანკის მხრიდან კლიენტის სასარგებლოდ შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებას: საბანკო კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ლიმიტი, საბანკო გარანტია, აკრედიტივი, ფაქტორინგი და სხვა საკრედიტო პროდუქტები.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე და მის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 14 დეკემბერს სს „თ----- ბანკსა“ და ზ----------------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა ზ----------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე რუსთავში, მ----------------------------------. საკადასტრო კოდი N-------------------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.12.2015 წლის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება;

- 14.12.2015 წლის იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

 

5.1.2. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 14 დეკემბერს სს „თ----- ბანკსა“ და ზ----------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულება შეიცავდა შეთანხმებას შემდეგ ძირითად პირობებზე: კრედიტის თანხა განისაზღვრა 46800 ლარით, კრედიტის ვადა - 48 თვე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 13%. ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა წინსწრებით დაფარვისა), დავალიანების 0% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, ხოლო გადაცილებული 1 დღის შემდეგ, დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სესხი გაიცა 2 ტრანშად, პირველი ტრანში - 38000 ლარი, მეორე - 8800 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ტრანშით უნდა მოხდეს ზ----------------ის სახელზე არსებული ვალდებულებების დაფარვა სს ბ--------------–---–-“, რაც დადასტურდება დავალიანების არქონის შესახებ ცნობით. მეორე ტრანში - საბრუნავი საშუალებების შეძენა გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადასტურდება პირველი ტრანშის მიზნობრიობის შესრულება და ტრანშის გაცემიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მსესხებლის მიერ წარმოდგენილი იქნება უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც ერთადერთ იპოთეკარად დაფიქსირებული იქნება სს „თ----- ბანკი“ და არ იარსებებს სხვა რაიმე ვალდებულების ან სამართლებრივი შეზღუდვის ჩანაწერი.

 

სესხის დაფარვა უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის ვალდებულებას სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების დადების შესახებ. შესაბამისად, ამავე რიცხვში სს სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის მიერ გაიცა დაზღვევის პოლისი, სადაც სადაზღვევო პრემია განისაზღვრა სადაზღვევო თანხის (46800 ლარის) წლიური 1%.

 

14.12.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 14 დეკემბერს სს „თ----- ბანკს“ და მეორეს მხრივ ტ----------------ს და ს----–----------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა თითოეულის შემთხვევაში 49140 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14.12.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------;

- გადახდის გრაფიკი;

- დანართი/პოლისი;

- მემორიალური ორდერები;

- თავდებობის განცხადებები;

- 14.12.2015 წლის თავდებობის ხელშეკრულებები N-----------------------------;

 

5.1.3. სს „თ----- ბანკსა“ და ზ----------------ს შორის 2015 წლის 29 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ხელშეკრულება შეიცავდა შეთანხმებას შემდეგ ძირითად პირობებზე: კრედიტის თანხა - 3000 ლარი, კრედიტის ვადა - 1463 დღე, საპროცენტო განაკვეთი - წლიური 15,5%, პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დავალიანების 0,5% - ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

აღნიშნული ხელშეკრულებაც ითვალისწინებდა მსესხებლის ვალდებულებას განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება, რა მიზნითაც სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის მიერ გაიცა სადაზღვევო პოლისი და სადაზღვევო პრემია განისაზღვრა სადაზღვევო თანხის წლიური 0,72%-ით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი სესხზე;

- 29.09.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #---------------;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;

- გადახდის გრაფიკი;

- დანართი/პოლისი N1;

- მემორიალური ორდერი.

 

5.1.4. 2016 წლის 6 სექტემბერს ზ----------------სა და სს „თ----- ბანკს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, გაიცა T--------------ის საკრედიტო ბარათი და რომლთაც საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 5000 ლარით, ლიმიტის მოქმედების ვადა - 15.02.2022 წლამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 33% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების, ერთი წლის განმავლობაში დაფარვის, ასევე ბანკომატით ათვისების შემთხვევაში. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესს, 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და 0,5% - ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06.09.2016 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება #---------------;

- განაცხადი;

- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.

 

5.1.5. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ასევე დანარჩენი ხელშეკრულებები და გადახდის გრაფიკები პირადად არის ხელმოწერილი ზ----------------ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულებები.

 

6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

6.2.1. სადავო საკრედიტო ხელშეკრულებები სს „თ----- ბანკის“ მხრიდან არ არის დადებული მოტყუებით. ის გარემოება, რომ მან არ იცოდა სახელმწიფო ენა და მისთვის ხელშეკრულებების შინაარსი უცნობი იყო, არ მიუთითებს საკრედიტო დაწესებულების მხრიდან მოტყუებაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

ზ----------------ი გარიგებებს საცილოდ ხდის და მიიჩნევს, რომ მათი დადება მოხდა ხელშეკრულების მეორე მხარის მხრიდან მოტყუებით. იგი განმარტავს, რომ არის ეთნიკური აზერბაიჯანელი, არ ესმის ქართული, არ იცის ქართულად წერა-კითხვა და შეუძლია მხოლოდ უკვე დაწერილი ტექსტის გადახატვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოტყუების ფაქტის არსებობა მხარემ უნდა დაადასტუროს ისეთ გარემოებებზე მითითებით და ისეთი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მოტყუების ფაქტს, ამავდროულად მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აკისრია. საქმის მასალებით კი არ დასტურდება მოსარჩელის მოტყუების ფაქტობრივი გარემოება. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა, რომლებიც კონკრეტულად ესწრებოდნენ სადავო ხელშეკრულებების ხელმოწერა/დადების პროცედურებს, ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ ხელშეკრულებების დადებისას საუბარი მოსარჩელესთან მიმდინარეობდა მხოლოდ ქართულად, მას ესმოდა ხელშეკრულების შინაარსი და მისი მხრიდან არ მომხდარა მითითება, რომ არის ქართული ენის არმცოდნე. კონკრეტულ შემთხვევაში რჩება მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერი მითითება, რაც არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ მოსარჩელის მოტყუების ფაქტი დადასტურდეს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ 14.12.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებით დამტკიცებული სესხი ზ----------------მა, შეთანხმებისამებრ, აითვისა 2 ტრანშად. პირველი ტრანშით მოხდა სს ბ--------------–-----“ და ზ----------------ს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვა, ამავე ბანკის სასარგებლოდ არსებული იპოთეკის გაუქმება და უძრავი ქონების კვლავ იპოთეკით დატვირთვა ეხლა უკვე სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ. აღნიშნული პირობა ზ----------------ის მიერ შესრულდა ისე, როგორც ეს შეთანხმებული იყო ხელშეკრულებით. აღსანიშნავია, რომ სს ბ--------------–--------“ გენერალური და მის ფარგლებში საკრედიტო ხელშეკრულებები ზ----------------თან ასევე ქართულ ენაზე იყო გაფორმებული.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მსესხებლის მხრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯეროვნად სრულდებოდა, ისე როგორც ეს შეთანხმებული იყო ხელშეკრულებითა და გადახდის გრაფიკებით.

 

აღნიშნული გარემოებები თავისთავად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების პირობები და მისი შინაარსი ცნობილი იყო მსესხებლისთვის და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გარიგებებზე ხელმოწერა უკვე თავისთავად ადასტურებს გარიგების შინაარსის ცოდნას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----------------მა ვერ შეძლო მის მიერ მითითებული გარემოებების მყარი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით დადასტურება.

 

6.2.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან და საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ზ----------------ს, ასევე სოლიდარულ თავდებებს ჯეროვნად არ შეუსრულებიათ და დავალიანება 03.08.2018 წლის მდგომარეობით არის:

 

ა) #--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 36680,57 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 27161,98 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2680,44 ლარი, ჯარიმა - 6838,15 ლარი;

ბ) #--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4710,08 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 2142,68 ლარი, სარგებელი - 470,20 ლარი, ჯარიმა - 2088,37 ლარი და დაზღვევა - 8,83 ლარი;

გ) საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8766,91 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 4995,07 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2481,21 ლარი და ჯარიმა - 1290,63 ლარი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მსესხებლის განმარტებას, რომ ხელშეკრულებებით პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ მომხდარა. სადავო ხელშეკრულებებში ერთ-ერთ არსებით პირობად არის შეთანხმება ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ და ხელშეკრულებებზე ხელმოწერით მსესხებელმა დაადასტურა მათი შინაარსის ცოდნა.

 

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (საკრედიტო ხელშეკრულებები, ცნობა დავალიანების შესახებ) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 03.08.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (2---------5);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, ზ----------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სს „თ----- ბანკის“ შეგებებული სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილებეს.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. ზ----------------ის მოთხოვნა საბანკო კრედიტისა და საკრედიტო ბარათის მომსახურების ხელშეკრულებების, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

 

ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

ზ----------------ი გარიგებების ბათილად ცნობას ითხოვს ორი სამართლებრივი საფუძვლით: როგორც მოტყუებით დადებული გარიგების და როგორც გარიგების, რომელიც კანონის სავალდებულო მოთხოვნათა დარღვევით გაფორმდა. მისი მითითებით, მან არ იცოდა ქართული ენა, გარიგების დადებისას არ მომხდარა ხელშეკრულების მისთვის გასაგებ ენაზე წარდგენა და ხელშეკრულების შინაარსი მისთვის გასაგები არ იყო.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულებების შინაარსი მისთვის უცნობი იყო. ეთნიკურად არაქართველობა არ იძლევა ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო ენის ცოდნაში ეჭვის შეტანის საფუძველს. სასამართლო განმარტავს, რომ თუკი მოსარჩელემ არ იცოდა ქართული ენა, ეს თავად უნდა განეცხადებინა ხელშეკრულებების ხელმოწერისას, რა დროსაც ბანკის მხრიდან ადგილი ექნებოდა ხელშეკრულების მხარისთვის გასაგებ ენაზე ხელშეკრულების შეთავაზებას. ბანკის მოწმედ დაკითხული პირები კი, რომლებიც არიან ბანკის თანამშრომლები, განმარტავენ, რომ ზ----------------ი ქართულ ენაზე საუბრობდა მათთან. გარდა ამისა, სხვა გარემოებებიც არ მიუთითებენ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარიგების ბათილობის მეორე სამართლებრივ საფუძველს (მოტყუებით დადებული გარიგება), მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ გარიგების დადების მიზნით სს „თ----- ბანკმა“ იგი მოატყუა. ის გარემოება, რომ მან არ იცოდა, რა შინაარსის ხელშეკრულებას აწერდა ხელს, მოტყუებად ვერ ჩაითვლება, რადგანაც დოკუმენტის ხელმოწერა ადასტურებს მისი შინაარსის ცოდნას.

 

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო ხელშეკრულებები არ წარმოადგენს საჯარო წესრიგისა და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებებს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

8.2. ზ----------------ისთვის, ს----–----------ისთვის და ტ----------------ისთვის 14.12.2015 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, ჯამში 32573,66 ლარის სოლიდარულად დაკისრება (აქედან ძირითადი თანხა - 27161,98 ლარი, პროცენტი - 2680,44 ლარი, ჯარიმა - 2731,24 ლარი). ასევე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (02.08.2018 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, დავალიანების ძირითად თანხაზე - 27161,98 ლარზე წლიური 13%-ის დარიცხვა, რაც ჯამში არის 3482,64 ლარი. ასევე დავალიანების ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტზე (29842,42 ლარზე) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 0,1%-ის დარიცხვა 02.08.2018 წლიდან 43 დღის მანძილზე, რაც ჯამში შეადგენს 1283,12 ლარს.

 

8.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

8.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

8.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

8.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა მსესხებლისა და სოლიდარული თავდებების მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევა, ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამასთან ბანკის მხრიდან მოთხოვნილი პირგასამტელო არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.3. 2015 წლის 14 დეკემბრის N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაცია. თუ ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის სრულად დასაფარად, სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

როგორც იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით, ასევე იპოთეკის ხელშეკრულით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, კლიენტის ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ტოლი ოდენობით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია 14.12.2015 წელს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით. თავის მხრივ 2015 წლის 14 დეკემბრის N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დადებულია საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში.

 

ამდენად, სს „თ----- ბანკის“ აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.4. ზ----------------ისთვის 29.09.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ჯამში - 2837,80 ლარის დაკისრება (აქედან ძირითადი თანხა - 2142,68 ლარი, პროცენტი - 472,02 ლარი, პირგასამტეხლო - 214,27 ლარი, დაზღვევის პრემია - 8,83 ლარი). ასევე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (02.08.2018 წლიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, დავალიანების ძირითად თანხაზე - 2142,68 ლარზე წლიური 15,5% სარგებლის დაკისრება, ჯამში 327,60 ლარი.

 

8.4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

8.4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

8.4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამდენად, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „თ----- ბანკის“ მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.5. ზ----------------ისთვის საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7975,35 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 4995,07 ლარი, პროცენტი - 2481,21 ლარი, ჯარიმა - 499,07 ლარი.

 

8.5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

8.5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ზ----------------ის განაცხადის საფუძველზე 2016 წლის 6 სექტემბერს მსესხებელსა და ბანკს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ნაკისრი ვალდებულება ზ----------------ის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა. შესაბამისად, საფუძვლიანია სს „თ----- ბანკის“ მოთხოვნა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების შესახებ.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით, თავდებობის ხელშეკრულებებით, ასევე საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული შეთანხმება კი სს „თ----- ბანკს“ აძლევს უფლებას, მოითხოვოს სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

10. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის და 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებებით ზ----------------ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 1218,37 ლარის და 150 ლარის გადახდა. შეგებებულ სარჩელზე სს „თ----- ბანკის“ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1492,1 ლარი. ვინაიდან ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ზ----------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1368,37 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხის სასარგებლოდ 334,22 ლარის გადახდა. გარდა ამისა, დანარჩენ მოპასუხეებთან, ს----–----------თან და ტ----------------თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს 1120,18 ლარის სს „თ----- ბანკის“ სასარგებლოდ გადახდა.

 

10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ზ----------------ს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახ. ბაჟი 1368.37 ლარის ოდენობით;

 

3. სს ,,თ----- ბანკის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

4. მოპასუხეებს ზ----------------ს, ს----–----------ს და ტ----------------ს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა 32573.66 ლარის ოდენობით (საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 27161.98 ლარი, სარგებელი - 2680.44 ლარი და ჯარიმა - 2731.24 ლარი);

5. მოპასუხეებს ზ----------------ს, ს----–----------ს და ტ----------------ს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2018 წლის 02 აგვისტოდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 27161.98 ლარზე, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 290.22 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2018 წლის 02 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, სულ 3482.64 ლარი;

6. მოპასუხე ზ----------------ს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა 2837.80 ლარის ოდენობით (საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 2142.68 ლარი, სარგებელი - 472.02 ლარი, ჯარიმა - 214.27 ლარი და დაზღვევის პრემია - 8.83 ლარი);

7. მოპასუხე ზ----------------ს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 02 აგვისტოდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2142.68 ლარზე, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 27.30 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2018 წლის 02 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, სულ 327.60 ლარი;

8. მოპასუხე ზ----------------ს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საკრედიტო ბარათის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა 7975.35 ლარის ოდენობით (საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 4995.07 ლარი, სარგებელი - 2481.21 ლარი და ჯარიმა - 499.07 ლარი);

9. მოპასუხეებს ზ----------------ს, ს----–----------ს და ტ----------------ს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე და დარიცხულ პროცენტზე - 29842.42 ლარზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 02 აგვისტოდან (ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) 43 დღის მანძილზე, 2018 წლის 13 სექტემბრამდე, ყოველდღიურად 29.84 ლარის ოდენობით, სულ 1283.12 ლარი;

10. მოპასუხეების ზ----------------ის, ს----–----------ის და ტ----------------ის სს ,,თ----- ბანკის“ მიმართ N--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. რუსთავი, მ---------------------------------------------–-------------, ფართი 72.58 კვ.მ., მესაკუთრე ზ----------------ი - პ/ნ 2----------, საკადასტრო კოდი - 0------------------, თუ იპოთეკით დატვირთული ქონება არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების ზ----------------ის, ს----–----------ის და ტ----------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

11. მოპასუხეებს ზ----------------ს, ს----–----------ს და ტ----------------ს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 1120.18 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

12. მოპასუხე ზ----------------ს სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 334.22 ლარი სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

13. გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

14. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში (მე-13 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

16. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე