გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
330210118002538432
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/20728-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 დეკემბერი, 2018 წელი თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - ზ---- მ-----–--ე, გ------ი მ-----–--ე

წარმომადგენელი - მ-----ა ბ-–---ე

მოპასუხე - ი-----–--ი მ-----------–-–---–ი, ლ--- ას---–---–ი

წარმომადგენელი - ზ----- ც------–---ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხეებს ი-----–--ი მ-----------–-–---–ს და ლ--- ას---–---–ს მოსარჩელეების ზ---- მ-----–--ის და გ------ი მ-----–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 21 974.40 ლარი.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 24 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

მოსარჩელეები არიან ხელოსნები, აშენებენ და არემონტებენ საცხოვრებელ სახლებს. 2014 წლის შემოდგომაზე მათ დაუკავშირდა ი-----–--ი მ-----------–-–---–ი და შესთავაზა მისამართზე მდებარე თ---–--ი, ნუ–------ს მე-4 მ/რ-ის დასახლებაში თავისი კერძო, ერთსართულიანი ბარაკის ტიპის შენობის სრული აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების შესრულება. მან ასევე შესთავაზა მოსარჩელეებს მისივე ეზოში სახლთან ახლოს აეშენებინათ 55 კვ.მ ფართობის ერთსართულიანი შენობა, რომელიც უნდა ჩაებარებინათ გალესილ და გადახურულ მდგომარეობაში კარ-ფანჯრის გარეშე. შეთანხმებით სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო მოსარჩელეების მასალით. მოპასუხის განმარტებით, ანაზღაურება განხორციელდებოდა სამუშაოების დასრულების შემდეგ. მოპასუხემ ასევე განუმარტა მოსარჩელეებს, რომ საკუთრებაში გააჩნდა მომიჯნავედ მდებარე 450კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი და სურვილის შემთხვევაში ასევე შესაძლებელი იქნებოდა მათთვის თანხის გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეფორმებინა მიწის ნაკვეთის შესაბამისი ნაწილი.

 

მოსარჩელეებმა ყველა დაკვეთილი სამუშაო შეასრულეს პირნათლად 2016 წლის შემდგომისთვის, ანუ იმ დროისთვის, როდესაც მოპასუხე ი-----–--ი მ-----------–-–---–ი იყო მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრე. მოსარჩელეებმა აღადგინეს, გაარემონტეს, გააკეთეს ბუხარი, გადახურეს თუნუქის სახურავით ერთსართულიანი სახლი რომელის ღირებულებამ მათ მიერ შეძენილი მასალის და შრომის ანაზღაურების გათვალისწინებით შეადგინა 18 000 ლარი, ხოლო მეორე 55 კვ.მ ფართის ერთსართულიანი შენობის აშენების ღირებულებამ მოსარჩელეების მიერ შეძენილი მასალის ღირებულების გათვალისწინებით შეადგინა - 8 000 ლარი.

 

სამუშაოების შესრულების შემდეგ ი-----–--ი მ-----------–-–---–მა უარი განაცხადა შესაბამისი ღირებულების ანაზღაურებაზე და მოიმიზეზა მეუღლის გარდაცვალება. მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ მიწის ნაკვეთი სადაც შეასრულეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 05 აგვისტოს გადაუფორმა თავის შვილს - მოპასუხე ლ--- ას---–---–ს. ამის შემდგომ ლ--- ას---–---–მა უძრავი ქონება დაყო ორ ნაწილად - 420 კვ.მ და 72 კვ.მ ფართებად.

 

მოსარჩელეებმა მიმართეს პოლიციის ორგანოს შესაბამისი რეაგირებისთვის, თუმცა მათ განემარტათ, რომ მოპასუხის ქმედებაში არ იყო გამოხატული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და მოსარჩელეებს უნდა ედავათ სამოქალაქო წესით. მოსარჩელეთათვის ცნობილია, რომ მოპასუხემ პოლიციასთან შედგენილი გასაუბრების ოქმში არ უარყო მოსარჩელეთა მიერ შესაბამისი სამუშაოების შესრულების ფაქტი და მიუთითა, რომ არ ჰქონდა თანხის გადახდის საშუალება.

 

20-8 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეების მიერ განხორციელებულია სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულება შენობა-ნაგებობის მოწყობა-გაუმჯობესებაზე და მათ მიერ გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა შეადგენს 21 974.40 ლარს, შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის მათ სასარგებლოდ გადახდა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია ზ---- და გ------ი მ-----–--ეების სარჩელთან მიმართებით.

 

მოსარჩელეებს შეთანხმება დადებული ჰქონდათ მოპასუხე ი-----–--ი მ-----------–-–---–ის გარდაცვლილ მეუღლესთან - მ-----– ლ-------–--ლთან, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეებისთვის თანხის დაკისრების საფუძველი. თავდაპირველად პოლიციის ორგანოებში დაფიქსირებული განცხადებით მოსარჩელეები სწორედ მ-----– ლ-------–--ლისთვის ითხოვდნენ თანხის დაკისრებას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სწორედ მ-----– ლ-------–--ლთან და არა უშუალოდ მოპასუხე ი-----–--ი მ-----------–-–---–თან. ამასთან, ი-----–--ი მ-----------–-–---–ის მეუღლესთან - მ-----– ლ-------–--ლთან შეთანხმებით სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდა 20-3 წელს და ანაზღაურებაც განხორციელდა იმავე წელს. სამუშაოების მეორე ნაწილი განხორციელდა 20-5 წელს და მის შესრულებაში მონაწილეობდა მხოლოდ ზ---- მ-----–--ე შესაბამისად, სამუშაოების შესრულებაში გ------ი მ-----–--ეს მონაწილეობა არ მიუღია. მოპასუხის მეუღლის მ-----– ლ-------–--ლის მიერ ანაზღაურებულია როგორც 20-3 წელს, ასევე 20-5 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულება. აღნიშნული სამუშაოები ასევე განხორციელდა არა მოსარჩელეების, არამედ მ-----– ლ-------–--ლის მიერ შეძენილი მასალით. ამასთან, მოპასუხეთა მითითებით, 20-3 წელს მოსარჩელეთა მიერ ჩატარებული სამუშაოები იმდენად უხარისხო და გამოუსადეგარი აღმოჩნდა, რომ მ-----– ლ-------–--ლი იძულებული გახდა სხვა მუშები მოეძებნა და მათთვის დაეკვეთა ხელმეორედ სამუშაოების ჩატარება. 20-5 წელს ზ---- მ-----–--ის მიერ ეზოში მცირე ნაგებობა იმდენად უხარისხოდ აშენდა, რომ მშენებლობიდან მხოლოდ სამი წლის გასვლის შემდეგ შეუძლებელია და სახიფათოა მისით სარგებლობა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი-----–--ი მ-----------–-–---–ი და მ-----– ლ-------–--ლი 20-- წლის 05 სექტემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ი-----–--ი მ-----------–-–---–ი წარმოადგენს 20-- წლის 1- მაისს გარდაცვლილი მ-----– ლ-------–--ლის პირველი რიგის მემკვიდრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.67);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 69);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. უძრავ ქონებაზე მდებარე თ---–--ი, ნ--–---------------------, კორპუსი N3- მიმდებარედ (ს/კ 0--------------) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იყო ი-----–--ი მ-----------–-–---–ის საკუთრების უფლება.

 

დღეის მდგომარეობით, უძრავი ქონებაზე, მდებარე თ---–--ი, ნ--–---------------------, კორპუსი N3- მიმდებარედ (ს/კ 0--------------) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია ი-----–--ი მ-----------–-–---–ის შვილის - ლ--- ას---–---–ის საკუთრების უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.24-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ი-----–--ი მ-----------–-–---–ის მეუღლესთან აწ. გარდაცვლილ მ-----– ლ-------–--ლთან დადებული ზეპირი ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ---- მ-----–--ემ და გ------ი მ-----–--ემ განახორციელეს გარკვეული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ი-----–--ი მ-----------–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლში მდებარე, თ---–--ში, ნ--–---------------------, კორპუსი N3- მიმდებარედ (ს/კ 0--------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენება.

 

3.2.2. ი-----–--ი მ-----------–-–---–ის მეუღლეს აწ. გარდაცვლილ მ-----– ლ-------–--ლს არ გადაუხდია ზ---- მ-----–--ესა და გ------ი მ-----–--ისათვის გაწეული მომსახურებისათვის შეთანხმებული ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენება.

 

3.2.3. ზ---- მ-----–--ის და გ------ი მ-----–--ის მიერ შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 5 540 ლარს.

 

აღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, შესაძლებელია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

თუმცა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, მითითებული კოდექსის მე-4, მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს.

 

მოსარჩელემ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამტკიცება, რომ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები სრულად შესრულებულია მათ მიერ, შესაბამისად სასამართლო შესრულებულად მიიჩნევს იმ სამუშაოებს რომლებსაც დაეთანხმა მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებების, მათ შორის უპირველესად მოწმე მ--------------ს, განმარტებით დასტურდება, რომ სამუშაოების ნაწილი შესრულებულია მის მიერ. განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხე დაეთანხმა, რომ მოსარჩელეთა მიერ ეზოში არსებული შენობის მოწყობისათვის გაღებულია ხარჯი 3 875 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი კი მოიცავს მიწის მოსწორებას - ღირებულებით 300 ლარი, სახლის საძირკველისათვის მიწის ამოთხრას 35 გრძ.მ.-ზე ხელით - ღირებულებით 210 ლარი, არმატურის ჩაწყობას საძირკველში - ღირებულებით 175 ლარი, არმატურას - ღირებულებით 150 ლარი, ბლოკის კედლების ამოშენებას - ღირებულებით 960 ლარი, ბეტონის იატაკის მოწყობას - ღირებულებით 500 ლარი, სახურავის ხის კონსტრუქციის მოწყობას - ღირებულებით 500 ლარი, რკინის სვეტების მოწყობას - ღირებულებით 120 ლარი და კედლების გალესვას შიგნიდან და გარედან ღირებულებით - 960 ლარი.

 

მოპასუხე ასევე დაეთანხმა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში (ს.ფ.142-146) ასახულ საცხოვრებელ სახლზე გაწეულ შემდეგ ხარჯებს: საძირკველის მოწყობა ფასადის მხარეს არსებული ოთახის, კედლის და ღია აივნის მოწყობისათვის (0.3x0.4) კვ.მ კვეთით - ღირებულებით 350 ლარი, საძირკვლის მოწყობა არსებული ბეტონით - ღირებულებით 300 ლარი, სახურავის მოწყობა მიშენებაზე - 300 ლარი, კედლის გალესვა ქვიშა-ცემენტით მიშენების (ფასადის) მხრიდან - ღირებულების 480 ლარი, იატაკზე ბეტონის მოჭიმვის მოწყობა - ღირებულებით 300 ლარი, ბუხრის მოწყობა ოთახში (მოშენებულზე) - ღირებულებით 800 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის მითითებით საცხოვრებელ სახლზე გაწეული ხარჯი შეადგენს ჯამში 2 530 ლარს, ამასთან მხარეები თანხმდებიან იმ გარემოებაზე, რომ ამ თანხიდან უშუალოდ მოსარჩელის მიერაა შესრულებული ბუხრის მოწყობა მოშენებულზე ღირებულებით 800 ლარი, ხოლო დანარჩენი 1 730 ლარის სამუშაოების ღირებულები შესრულებულია მოსარჩელის და მესამე პირის (მოწმედ დაკითხული პირის) მიერ და მათ აღნიშნული თანხა ეკუთვნით თანაბრად. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საცხოვრებელ სახლზე გაწეული ხარჯი მოიცავს 1 665 ლარს, ჯამში კი მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 5 540 ლარს.

 

სასამართლო მიუთითებს, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ 2018 წლის 12 ოქტომბრის საექსპერტო დასკვნაზე. წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის შეფასებისას სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

 

გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს, თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, (იმდენად რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).

 

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული დასკვნა შედგენის მეთოდიკის, შეფასების მეთოდოლოგიის და მასში საკვლევი ნაწილის არ არსებობის, და ზოგადად, მითითებული მწირი ინფორმაციის საფუძველზე არ ქმნის მისი უპირობო გაზიარების საფუძველს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა შესრულებულია მოპასუხე ლ--- ას---–---–ის დაკვეთით იმის დასადგენად თუ რა ღირებულებისაა მის მიერ მითითებული ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების: სამშენებლო მასალებისა და შრომის ხარჯი. შესაბამისად, დასკვნაც მიუთითებს აღნიშნულ კითხვაზე პასუხს, რაც თავისთავად ვერ გახდება მოსარჩელეთა მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის წინაპირობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.1-2-146);

- აუდიტორული (საექსპერტო) დასკვნა (ს.ფ.148-155)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- მოწმეთა ჩვენება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ---- მ-----–--ის და გ------ი მ-----–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 629-ე, 1328-ე, 1484-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეებს და გარდაცვლილ მ-----– ლ-------–--ლს შორის წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, ამასთან, დადგენილია, რომ მ-----– ლ-------–--ლს არ აუნაზღაურებია მოსარჩელეებისათვის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არინ მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა გვაქვს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვა) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო. უფლებამონაცვლეობის ფარგლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ადრე არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, მხოლოდ უფლებამონაცვლის ნებაზე ან მასსა და მის წინამორბედს შორის შეათანხმებაზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მესამე პირის ინტერესზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისთვის.

 

წარმოდგენილი სარჩელის მოპასუხეებს წარმოადგენენ გარდაცვლილი მ-----– ლ-------–--ლის პირველი რიგის მემკვიდრე - მოპასუხე ი-----–--ი მ-----------–-–---–ი და მისი შვილი ლ--- ას---–---–ი, რომელიც საქმის მასალების თანახმად, არ წარმოადგენს მ-----– ლ-------–--ლის პირველი რიგის მემკვიდრეს (ს.ფ. 68), მას უძრავი ქონება გადაეცა ი-----–--ი მ-----------–-–---–ისგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და იგი არ წარმოადგენს მამკვიდრებელ მ-----– ლ-------–--ლის შესასრულებელ ვალდებულებაზე პასუხისმგებელ პირს, რის გამოც არ არსებობს მის მიმართ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, მემკვიდრეობის, როგორც უნივერსალური უფლებამონაცვლეობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხე ი-----–--ი მ-----------–-–---–ზე გადავიდა მამკვიდრებლის მიერ მოსარჩელეთა მიმართ შესასრულებელი ვალდებულება სრულად, რაც განაპირობებს მის მიმართ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას და სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით თანხის დაკისრებას მიღებული სამკვიდრო ქონების პროპორციულად.

 

6.2. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტზე მითითებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას ან აღსრულების დაყოვნებამ ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა ვერ დაასაბუთა ის განსაკუთრებული გარემოება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელეთა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 780 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი (ს.ფ.39-40). ვინაიდან სარჩელი მოპასუხე ი-----–--ი მ-----------–-–---–თან მიმართებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 166.2 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია მოპასუხე ლ--- ას---–---–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებასთან მიმართებით. ვინაიდან სარჩელი მის მიმართ არ დაკმაყოფილდა, არსებობს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.გ------ი მ-----–--ის და ზ---- მ-----–--ის სარჩელი მოპასუხე ი-----–--ი მ-----------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.2. მოპასუხე ი-----–--ი მ-----------–-–---–ს მოსარჩელეების გ------ი მ-----–--ის და ზ---- მ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 5 540 ლარი (მ-----– ლ-------–--ლისგან მიღებული სამკვიდრო ქონების პროპორციულად);

 

2. გ------ი მ-----–--ის და ზ---- მ-----–--ის სარჩელი მოპასუხე ლ--- ას---–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

3. გაუქმდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც, მოპასუხე ლ--- ას---–---–ს აეკრძალა მი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე : ქ. თ---–--ი, ალ---------- ბა----–---ს ქუჩა N-, ს/კ:0-.1-.1-.0--.0-9 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

4. მოპასუხე ი-----–--ი მო---------–----–ს მოსარჩელეების გ------ი მ-----–--ის და ზ---- მ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 166.2 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

 

5. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 613.8 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. მოსარჩელეთა შუამდგომლობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია