გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.01.2019
საქმის ნომერი
330210018002597969
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
14.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ე----------------–--ი

წარმომადგენელი - გ----------–------

 

მოპასუხე - უცხოური საწარმოს ფილიალი ,,გ------------------–---------------–------–--------------------ის (G--) წარმომადგენლობა"

წარმომადგენელი - რო-- მი--------–-

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სატენდერო წინადადების მოსამზადებლად გაწეული ხარჯის 2500 ევროს ექვივალენტი 7511,75 ლარის ზიანის სახით მოპასუხისთვის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

გ------------------–---------------–------–--------------------ის ს----------------ის ოფისმა (G--) გამოაცხადა ტენდერი საქართველოს ფ--------------------ოსთვის „შ-----------------------------–ის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის თაობაზე რეგულირების გავლენის შეფასების განხორციელებაში დასახმარებლად საექსპერტო-ანალიტიკური მომსახურების შესაძენად.

 

ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა კომპანიამ ე----------------–--მა, შემსყიდველთან წინასწარი კომუნიკაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით მოამზადა და წარადგინა სატენდერო წინადადება, თუმცა G---მა, იმ მოტივით, რომ ისინი „მოელოდებოდნენ“ ტენდერში მხოლოდ ადგილობრივი კომპანიების მონაწილეობას, გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად მოახდინა მოსარჩელის დისკვალიფიკაცია, ისე, რომ არ მისცა საშუალება გადასულიყო შეფასების ეტაპზე.

 

ტენდერის პირობებით, რომელიც გამოცხადებული იყო ინგლისურ და ქართლ ენებზე, არც პირდაპირ და არც ირიბად, მითითებული არ იყო, რომ ტენდერი შეზღუდული იყო არარეზიდენტი კომპანიებისთვის. მოპასუხე კომპანიასთან კომუნიკაციასა და შეხვედრებში მისი წარმომადგენლები აღიარებენ მათ შეცდომას, რომ გამორჩათ სატენდერო განაცხადში აღნიშნული შინაარსის ჩანაწერის გაკეთება. მიუხედავად შეცდომისა, მოპასუხის წარმომადგენლებმა არაფერი იღონეს მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რათა შეჩერებულიყო ტენდერი და ე----------------–--ს მისცემოდა შესაძლებლობა, დარეგისტრირებულიყო საქართველოში, რასაც 2-3 დღეს დასჭირდებოდა. ეს უმოქმედობა მათ გაამართლეს ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიის ინტერესების დაცვით.

 

ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ორი პრეტენდენტი, ერთი - საერთაშორისო და მეორე ადგილობრივი კომპანია, მოსარჩელის დისკვალიფიკაციით კი G---მა მიკერძოებული უპირატესობა მიანიჭა ადგილობრივ კომპანიას.

 

სატენდერო წინადადების მოსამზადებლად მოსარჩელემ გასწია მნიშვნელოვანი ხარჯები, მათ შორის დაიქირავა ადგილობრივი ექსპერტი, რომლის საკონტრაქტო ღირებულებამ შეადგინა 2500 ევრო, რომელთანაც კომპანიამ გააფორმა პირობითი გარიგება. აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოპასუხეს უნდა დაეკისროს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობითი წარდგენილი შესაგებლით მოსარჩელის მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

გ------------------–---------------–------–--------------------ისთვის უცხო იყო, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა უცხოურ კომპანიას, არც ელექტრონული ფოსტის მიმოწერიდან აშკარად არ ჩანდა, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე ადგილობრივ კომპანიას და ჰყავდა თუ არა მას უცხოელი პარტნიორი. უცხოელი პარტნიორის არსებობა ავტომატურად არ გულისხმობს, რომ აუცილებლად ასეთი კომპანია იქნება უცხოეთში რეგისტრირებული, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს რეგისტრირებული კომპანიები იყვნენ პარტნიორები.

 

მოსარჩელეს არც ელექტრონული მიმოწერისას განუცხადებია, რომ იყო უცხოეთში რეგისტრირებული კომპანია, მაშინ როდესაც სატენდერო წინადადებაში მითითებული იყო, რომ შეკითხვების შემთხვევაში ტენდერში მონაწილოების მსურველებს შეეძლოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიემართათ საკონტაქტო პირისთვის. ასეთი ჩანაწერის მითითება გულისხმობდა, რომ მონაწილე პირს კონკურსში მონაწილეობამდე თავად უნდა მოეძია დეტალური ინფორმაცია კონკურსთან დაკავშირებით და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიემართა საკონტაქტო პირისთვის. აღნიშნული კითხვით მოსარჩელემ საკონტაქტო პირს მიმართა მხოლოდ ტენდერის დასრულების შემდეგ.

 

რაც შეეხება ხარჯის გაწევის საკითხის, მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ მიმართა მოსარჩელემ მესამე პირებს წინასწარ ხელშეკრულების გასაფორმებლად. აღნიშნულ პირობას ტენდერი არ ითვალისწინებდა. გარდა ამისა, მოპასუხე წინასწარ ვერც ივარაუდებდა მოსარჩელის მხრიდან მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 8 მაისს, გ------------------–---------------–------–--------------------ის რეგიონალური პროგრამის „ე---------–---------------თან ს----------------ის ს--------–--------------–----ის“ ოფისის მიერ გამოცხადდა კონკურსი, სახელწოდებით: საქართველოს ფ--------------------ოს ხელშეწყობა „სახელმწიფო შ-----------------------------–ის შესახებ“ კანონზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის (e------) მომზადებაში.

 

კონკურსის აუცილებელ პირობად განისაზღვრა, რომ პრეტენდენტების მხრიდან შეთავაზების წარდგენა უნდა მომხდარიყო მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამობეჭდილი სახით, ერთ კონვერტში საფასო შეთავაზების და მე-2 კონვერტში შინაარსობრივი შეთავაზების მოთავსებით. ამასთან, შემოთავაზება პრეტენდენტს უნდა დაეტანა ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, ბეჭდითა და ხელმოწერით.

 

შეკითხვების შემთხვევაში პრეტენდენტებს მიეცათ შესაძლებლობა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემოთავაზების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, დაუკავშირდნენ საკონტაქტო პირს, ქალბატონ ა---------ს (---------------------. წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება შემოთავაზება არ იქნას განხილული.

 

შემოთავაზებების შეფასების დამთავრების სავარაუდო დროდ განისაზღვრა 08.06.2018 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კონკურსის გამოცხადების პირობები.

 

ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ვებ-გვერდზე რეგისტრაციასა და ავტორიზაციის გავლა, ასევე საგარანტიო თანხის (საბანკო გარანტიის/ან ბეს) გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული ხელშეკრულება.

 

3.1.2. კონკურის პირობების თანახმად, პრეტენდენტების მხრიდან ადგილობრივი უნივერსიტეტ(ებ)-ის R---სთან (რეგულირების ზეგავლენის შეფასება) დაკავშირებული ექსპერტიზის გამოყენებას შეფასების ჩატარების პროცესში ექნება უპირატესობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული ხელშეკრულება.

 

3.1.3. აუქციონში მონაწილეობის მიზნით, ტექნიკური წინადადების მოსამზადებლად, ე----------------–--სა და ვ----------–-----ეს (როგორც ექსპერტს) შორის, 2018 წლის 10 მაისს, გაფორმდა მოკლევადიან დავალებაზე მომსახურების ხელშეკრულება. ექსპერტის მომსახურების საზღაური შეადგენდა 2500 ევროს.

 

საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში მომსახურების საზღაური ე----------------–--ს ექსპერტისთვის ანაზღაურებული არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მომსახურების ხელშეკრულება მოკლე ვადიან დავალებაზე;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. ე----------------–--ი არის ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია (ერთი პირის საწარმო) და აუქციონში მონაწილოების დროისთვის არ ჰქონდა საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული ხელშეკრულების 4.13 პუნქტი.

 

3.1.5. ე----------------–--ის შეთავაზების შეფასება გ------------------–---------------–------–--------------------ის რეგიონალური პროგრამის „ე---------–---------------თან ს----------------ის ს--------–--------------–----ის“ ოფისის მიერ არ მომხდარა, ვინაიდან არ წარმოადგენდა ადგილობრივ ორგანიზაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2018 წლის 13 ივნისის ელექტრონული წერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. გ------------------–---------------–------–--------------------ის რეგიონალური პროგრამის „ე---------–---------------თან ს----------------ის ს--------–--------------–----ის“ ოფისის მიერ გამოცხადებული კონკური წარმოადგენდა მოწვევას ოფერტზე, რაც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი. ოფერტზე მოწვევით წინადადების მიმცემი იწვევს პირთა განუსაზღვრელ წრეს, რათა მსურველებმა მას მიმართონ ოფერტით. თუ აღნიშნული ოფერტებიდან ერთი ან რამდენიმე მისთვის მისაღები იქნება, მაშინ უკვე ოფერტზე მომწვევი იქცევა აქცეპტანტად და თანხმობის განცხადებით დადებს სასურველ ხელშეკრულებას.

 

კონკურსის პირობები შეიცავდა სხვადასხვა დათქმას, მათ შორის პირობას, რომ მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დაიწყებოდა საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ფირმასთან, ხოლო თუ მოლაპარაკება არ დამთავრდებოდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკება განახლდებოდა რიგით მეორე კანდიდატთან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ე----------------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 343-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მხოლოდ მაშინ იქცევა მათ შემთავაზებელსა და ხელშეკრულების მეორე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, როცა:

ა ) შემთავაზებელი ხელშეკრულების დადების ადგილას თვალსაჩინო წარწერას გააკეთებს და მიუთითებს ამ პირობებზე და

ბ) ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ამ პირობების შინაარსს და, თუ თანახმაა, მიიღოს ეს პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე იღებდა მონაწილეობას G--_ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რა მიზნითაც ექსპერტ ვ----------–-----ესთან გააფორმა დავალებაზე მომსახურების ხელშეკრულება. არაა სადავო, რომ საქმის სასამართლოში განხილვის პერიოდში მოსარჩელის მიერ ექსპერტისთვის მომსახურების თანხის 2500 ევროს ანაზღაურება არ მომხდარა. მოპასუხეს ე----------------–--ის შეთავაზება არ განუხილავს, ვინაიდან მოსარჩელე არ წარმოადგენდა ადგილობრივ ორგანიზაციას. მოსარჩელე ითხოვს ზიანის სახით 2500 ევროს მოპასუხისთვის დაკისრებას, ვინაიდან მოპასუხის მიერ კონკურის გამოცხადებისას კონკურსში დასაშვებობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება სრულად არ განხორციელდა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიუწოდებლობა არ წარმოუშობს მოპასუხეს მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების ვალდებულებას, ვინაიდან გამოცხადებული კონკურსი წარმოადგენდა მოწვევას ოფერტზე, რა დროსაც ხდება პირთა განუსაზღვრელი წრის მოწვევა, მხარეები არ იმყოფებოდნენ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოლაპარაკების რეჟიმში. კონკურსის/აუქციონის გამოცხადება არ გულისხმობს, რომ ხელშეკრულება აუცილებლად დაიდება. ასეც რომ არ იყოს, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რაც წინასწარ არის სავარაუდო. საქმის მასალებით კი არ დასტურდება მოსარჩელის მიერ 2500 ევროს ექსპერტისთვის გადახდის ფაქტი.

 

6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 52-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ე----------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 225.36 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე