გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.08.2018
საქმის ნომერი
040210017002172361
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

040210017002172361 საქმე № 2/101-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აგვისტო, 2018 წელი ქ.ცაგერი

 

შესავალი ნაწილი

 

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - სს ,,კ------- ბ----’’

წარმომადგენელი - ლ-- ბ--------–---–-

 

მოპასუხე- ნ--------–- ქ--------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე -ნ--------–- ქ--------სათვის მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----’’-ს სასარგებლოდ 2015 წლის 31 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალ--ნების -6527.68 აშშ დოლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო (იხ.10.08. 2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2015 წლის 31 აგვისტოს შპს მიკროსაფინანსო ო---------–-- ,, კ-------სა’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კ------- ბ----’’) და მოპასუხე- ნ--------–- ქ--------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 5400 აშშ დოლარის ოდენობით, 44 თვის ვადით, 2019 წლის 02 მაისის ჩათვლით. ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის სახით განისაზღვრა 1,40 %, ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელს დაერიცხება დაგვიანებული, გადაუხდელი ძირი თანხის 5% ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 პროცენტი არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 ლარი, ხოლო დარჩენილ მომდევნო ვადაგადაცილებული დღისათვის -პირგასამტეხლო ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით, არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

მსესხებელს ჰყავს ოთხი თავდები, რომლებიც თავდებობის ხელშეკრულებით კისრულობენ ვალდებულებას , თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულებების შესასრულებლად .

 

ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გრაფიკის მიხედვით, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. გრაფიკით გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას და ყოველთვიურ საკომისიოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი

-მოსარჩელის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

-31.08. .2015 წლის სესხის ხელშეკრულება და თანდართული სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 24-26 )

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.08.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.2. ნ--------–- ქ--------სთან 31.08.2015 წელს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ-- დათიკო მეშველ--ნთან, დალი ლიპარტელ--ნთან, ზურაბ ლიპარტელ--ნთან, მაია ლიპარტელ--ნთან შპს ,,მიკროსაფინანსო ო---------–-- კ-------’’-ს (უფლებამონაცვლე - სს ,,კ------- ბ----’’) მიერ დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალ--ნება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულ-- თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა.

 

თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 5400. აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი

-განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 27-37 );

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1.მსესხებელმა ნ--------–- ქ--------მ 2017 წლის 03 აპრილის თვიდან შეწყვიტა 31.08.2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის გადახდა, აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, სოლიდარულად მათი დავალ--ნება სს ,,კ------- ბ----’’-ს, როგორც შპს ,,მიკროსაფინანსო ო---------–-- კ-------’’-ს უფლებამონაცვლის წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 6527.68 აშშ დოლარს, პროცენტის სახით - 1714.46 აშშ დოლარს, სიცოცხლის დაზღვევის სახით - 200.01 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს სახით - 298.29 აშშ დოლარს , 38,12 არის 5% ჯარიმა ძირზე, 33.98 -საკომისიო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი და შესაგებელი

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

2018 წლის 04 აპრილს, ცაგერის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოპასუხეებს სს ,,კ------- ბ----’’-სასარგებლოდ დაეკისრათ 6527.68 აშშ. დოლარის გადახდა. 2018 წლის 14 მაისს, ნ--------–- ქ--------მ შეიტანა საჩივარი აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი ცაგერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აპრილის N2-101 დაუსწრებელი გადაწყვეტილება (მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო) და განახლდა საქმის წარმოება.დანარჩენ მოპასუხეებს, დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებიათ, რის გამოც მათზე დაკისრებული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა); მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა თავისუფლად რეალიზაციის შედეგია მათ შორის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს. ასევე, რამდენადაც სახეზეა სოლიდარული ვალდებულება, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ ნ--------–- ქ--------ს სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. მსესხებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს უნდა მიეღო ასევე სიცოცხლის დაზღვევის თანხა და პროცენტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხის, საპროცენტო განაკვეთის, დაზღვევის თანხის და საკომისიოს, ასევე პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი - ნ--------–- ქ-------- , აგრეთვე თავდები პირები, რითაც მათ აიღეს ხელშეკრულების პირობების შესრულების ვალდებულება, დათქმულ დროს გადაიხადონ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების გადახდევინება, ამდენად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნ--------–- ქ--------ს ვალდებულება, გადაიხადოს დავალ--ნება. 6.3.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 511.31 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სს ,,კ------- ბ----”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1.მოპასუხეს-ნ--------–- ქ--------ს (პ/ნ 27001002359) მოსარჩელე სს ,,კ------- ბ----’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 31 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6527.68 აშშ დოლარის გადახდა.

 

2.მოპასუხეს- ნ--------–- ქ--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 511.30 ლარის ანაზღაურება.

3..გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ცაგერის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ცაგერი, ლ. ასათიანის ქ. №14) მეშვეობით.

4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი