განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2018
საქმის ნომერი
330100115001195784
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ნ-----------, ნ--------------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ--------------------------------------, დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ-------–-------–---------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------------–-----------------------------–--

ბრალდებული - ლ---------------------------, დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------–--------------–--

ადვოკატები - გ--------------, მ--------------

 

კვალიფიკაცია:

ლ----------------- მიმართ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ლ--------- მიმართ დანაშაულები, გათვალისწინებული:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თაღლითობა, ესე იგი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.სასამართლომ დაადგინა:

2----–-–-------------------–--–-, ხ----–--–-------------–- მდებარე სანოტარო ბიუროში, ლ----------------- დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ლ--------- მიერ მისი შემდგომი გამოყენების მიზნით. კერძოდ, ნოტარიუსს წარუდგინა ნ------------------- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წარუდგა ამ უკანასკნელის სახელით, რის შემდეგაც ნ------------------- კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თ---–--–-----------------------------------------------------–-- ღირებული 67 060 ლარად, სანოტარო აქტით, მინდობილობის საფუძველზე, განკარგვის უფლებით გადასცა ლ---------, რა დროსაც ლ----------------- აღნიშნულ სანოტარო აქტზე ნ------------------- სახელით მოაწერა ხელი.

2----–-–------------- თ---–--–-----------------------------------------------------–-- ლ-------- ფარულად დაეუფლა ნ------------------- კუთვნილ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების მიზნით.

2----–-–-------------------–--–-, ხ----–--–-------------–-, ლ--------- ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების მიზნით ნოტარიუსთან მიიყვანა ლ----------------, რომელმაც ნოტარიუსს წარუდგინა ნ------------------- კუთვნილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წარუდგა ამ უკანასკნელის სახელით, რის შემდეგაც უძრავი ქონება მდებარე: თ---–-------------------------------------------------------–-- ღირებული 67 060 ლარად, სანოტარო აქტით, მინდობილობის საფუძველზე, განკარგვის უფლებით გადასცა ლ---------, რა დროსაც ლ----------------- აღნიშნულ სანოტარო აქტზე ნ------------------- სახელით მოაწერა ხელი.

2----–-–-------------------–--–-, ხ----–--–-------------–-, ლ--------- ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების მიზნით ნოტარიუსთან მიიყვანა ლ----------------, რომელმაც ნოტარიუსს წარუდგინა ნ------------------- კუთვნილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წარუდგა ამ უკანასკნელის სახელით, რის შემდეგაც უძრავი ქონება, მდებარე ქ. თ---–-------------------------------------------------------–-- ღირებული 67 060 ლარად, სანოტარო აქტით, მინდობილობის საფუძველზე, განკარგვის უფლებით, გადასცა ლ---------, რითაც მოტყუებით ლ--------- მიიღო ქონებრივი უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე. აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე ლ--------- იპოთეკით დატვირთა ზემოხსენებული ბინა, რის სანაცვლოდაც იპოთეკარების - ნ-----------------–-- და ი----------------–------ საერთო ჯამში სესხის სახით აიღო 19 000 აშშ დოლარი. მოგვიანებით ი.-----------–ისათვის სესხის თანხა დაბრუნებული იქნა.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ-----------------ა და ლ--------- დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადაოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ლ----------------- მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ლ--------- მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და თაღლითობა, ესე იგი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების - ი----------------–--, ნ---------------------, დ--------------------, ნ-----------------–--, ქ------------------------, მ---------------------, ლ-----------------, ბ------------------, ნ------------------- ჩვენებებით, 2----–-–-------------- სანოტარო აქტი მინდობილობით, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით, 2----–-–-------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, 2----–-–------------------ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, 2----–-–------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების და ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც ეთანხმებიან თავად ბრალდებულები.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ----------------- ჩაიდინა:

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ხოლო ლ--------- ჩაიდინა:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცება დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ორგანიზება გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

თაღლითობა, ესე იგი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ლ-----------------ა და ლ--------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას, ასევე ითვალისწინებს ბრალდებულების პიროვნებას, მათ ქონებრივ მდგომარეობას, ასევე იმას, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ-----------------ა და ლ--------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მათ მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---------თვის და ლ-----------------თვის სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01 (ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ლ----------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

მსჯავრდებულ ლ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულებისთვის მისი დაკავების მომენტიდან.

ლ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ--------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02 (ორი) წელი ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ლ--------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულებისთვის მისი დაკავების მომენტიდან.

მსჯავრდებულ ლ--------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის მოხდის შემდგომ, მსჯავრდებულებს, ლ----------------ს და ლ--------- დაეკისროთ მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მათ ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

_ 2----–-–-------------- სანოტარო აქტი N--------- მინდობილობის დედანი; 2----–-–-------------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დედანი თანდართული დოკუმენტებით 12 (თორმეტი) ფურცლად; 2----–-–------------------ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დედანი თანდართული დოკუმენტებით 08 (რვა) ფურცლად; ნ------------------- ხელწერის ნიმუშები; ნ------------------- ხელმოწერის ნიმუშები; ლ----------------- ხელწერის ნიმუშები; ლ----------------- ხელმოწერის ნიმუშები; 2----–-–-- სანოტარო აქტი N--------- მინდობილობის გაუქმების თაობაზე დედანი, რაც ინახება თ---–---------–-–---------------------------------------------------–-----------–------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი