განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/87-18 (№050280418003)
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი 2018 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე დავით სვანაძე
სხდომის მდივანი ინგა თოხაძე
პროკურორ - გი------–--ის,ადვოკატ - თე--------------ის,ბრალდებულ - ალ-----------–-----–იას
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ალ----------------------–-----–--------------------–--------–-–----------------–------------------------------------------------------–--------------–-------–------------- მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალ-----------–-----–იამ, მთვრალ მდგომარეობაში, ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 16:00 საათზე, ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში გამავალ ვანი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე მოძრაობისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ალ-----------–-----–იამ, დაარღვია რა „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21.15 და 33.1 მუხლის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი „ბ--“-ს მარკის ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის გვერდულზე ქვეითად მოსიარულე ნ-----------–-----------–------------–--ეს. შეჯახებისას მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ნა---- ფხ--–--ე, ხოლო ლა-----------–--ემ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
ალ-----------–-----–იას მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასამართლოს სრულად და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია სასამართლო სხდომაზე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპით, თანაბარი პირობებით, ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის და მოწმეების ჩვენებებით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე ხ----------–--ის მიერ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში, 2018 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 16 საათისათვის იგი ბრუნდებოდა არჩევნებიდან, მასვე ახლდნენ მისი მეუღლე და რძლები, სულ 3 პიროვნება, იგი მიდიოდა წინ, მისგან დაახლოებით 3-4 მეტრში კი მიჰყვებოდნენ აღნიშნული პირები, ისინი გადაადგილდებოდნენ გზიდან დაახლოებით 30-35 სმ. დაშორებით, გვერდულზე, სადაც იყო მოხრეშილი გზა, ხრეშზე კი ბალახიც იყო წამოსული. უეცრად გაიგონა ავტომანქანის ძლიერი ხმა, როდესაც უკან მოიხედა მისი მეუღლე ვეღარ დაინახა, ხოლო მეორე ქალბატონი იქვე გვერდულზე ეგდო, ცოტა ხანში დაინახა მისი მეუღლე, რომელიც დაახლოებით 10 მეტრში ეგდო უკვე გარდაცვლილი. ხ----------–--ის განმარტებით იმ ტერიტორიაზე მანქანები არ შეუმჩნევია, არც გზის საფარი ყოფილა დაზიანებული და არც არანაირი დაბრკოლება არ შეუნიშნავს.
სასამართლო სხდომაზე ლა-----------–--ის მიერ დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში. 2018 წლის 28 აპრილს იგი ეკ------------ნ, ნა---- ფხ--–--ესთან და ხ----------–--ესთან ერთად ბრუნდებოდა არჩევნებიდან, წინ მიდიოდა ხ----------–--ე, ისინი კი უკან მიჰყვებოდნენ გზის გერდულზე, ჯერ იდგა აწ. განსვენებული ნა---- ფხ--–--ე, შემდეგ თვითონ და ბოლოში იდგა ეკ-------იანი, უეცრად გაითიშა და როდესაც გონზე მოვიდა იგი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავდთ საავადმყოფოში და სწორედ მაშინ გაიგო, რომ მანქანა დაეჯახა, მას აღენიშნებოდა წვივის მოტეხილობა და მუხლის მყესის დაზიანება. ლა-----------–--ის განმარტებით, გზა, სადაც მოხდა შეჯახება, არის მოასფალტებული, დაზიანენების გარეშე, მას შეჯახებამდე არც მანქანების და არც ქვეითების მოძრაობა არ შეუმჩნევია.
სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოკვლეული, მოწმე დი--- გო-----ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ქუთაისში წ-------–---------ში, 2018 წლის 28 აპრილს, იგი ალ-----------–-----–იასთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ,,ბ---’-ს მარკის ავტომანქნით იმყოფებოდა ხობის რაიონის სოფელ ჭა-–------ში მისი დედის სულისადმი მიძღვნილ საკურთხის სუფრაზე, სადაც ალ-----------–-----–იამ დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო, იმავე დღეს, დაახლოებით 14 საათზე, ალ-----------–-----–იას კუთვნილი ავტომობილით გაემგზავრნენ ქუთაისისკენ, გზად ალ-----------–-----–იამ გადაწყვიტა, რომ გაევლო მის ახლობლებთან ვანის რაიონის სოფელ ფე------ში. ალ-----------–-----–იას ემჩნეოდა, რომ იყო ნასვამი მაგრამ მოძრაობდა ნორმალურად. ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში იყვნენ დაახლოებით 16 საათზე, სადაც ალ-----------–-----–ია დაეჯახა თავისი სავალი გზის გვერდულზე ფეხით მიმავალ ორ ქალბატონს, რის შემდეგაც მან ვეღარ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზიდან და ჩავარდა წყლის საწრეტ არხში. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას არავითარი დაზიანება არ მიუღია, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორი ქალბატონი, რომლებიც ეყარნენ არხში. მათი ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდგომ თავი მოიყარა რამდენიმე ადამიანმა, რომელთა მხრიდანაც იყო აგრესია. ისინი გაერიდნენ აღნიშნულ ტერიტორიას. პოლიციის მოსვლის შემდეგ დააკავეს ალ-----------–-----–ია. შემთხვევის დროს იქ ავტომანქანები არ მოძრაობდნენ და რაიმე შემაფერხებელი გარემოება ადგილზე არ იყო, ამასთან მისთვის უცნობია რა სიჩქარით მოძრაობდა ალ-----------–-----–ია შეჯახების დროს.
სასამართლო სხდომაზე ე--------ანის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში. 2018 წლის 28 აპრილს იგი, ლა-----------–--ე და ნა---- ფხ--–--ე, აგრეთვე ხ----------–--ე ბრუნდებოდნენ არჩევნებიდან. წინ მიდიოდა ხ----------–--ე, ისინი კი უკან მიჰყვებოდნენ. გზის გვერდულზე, მოასფალტებული გზის კიდეში იდგა ნა---- ფხ--–--ე, შემდეგ ლა-----------–--ე, ბოლოს კი თვითონ. გზა საკმაოდ ფართო იყო. უეცრად უკანა მხრიდან იგრძნო შეჯახება და დაკარგა გონება, როდესაც გონზე მოვიდა დაინახა, რომ ლა-----------–--ე ძირს ეგდო, იგი მივარდა მას მისაშველებლად, ხოლო უკვე გარდაცვლილი ნა---- ფხ--–--ე მოშორებით ეგდო მიწაზე. სასწრაფო დახმარების მანქანამ ლა-----------–--ე გადაიყვანა საავადმყოფოში, მათზე შეჯახების შემდეგ ავტომანქანა ღობეზე იყო შეჯახებული. მას ავტონაქანის ხმა არ გაუგონია და რადგანაც შეჯახება მოხდა უკანა მხრიდან არც ავტომანქანა დაუნახავს. მას იმ ტერიტორიაზე მოძრავი არც სხვა სატრანსოპრტო საშუალება და არც ქვეითები არ შეუმჩნევია. მოწმის განმარტებით თავად რაიმე დაზიანება არ მიუღია.
სასამართლო სხდომაზე ნი------–--ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ვანის რაიონის სოფელ ზ--------ში. 2018 წლის 28 აპრილს იგი წასული იყო არჩევნებზე მისი კუთვნილი ავტომანქანით. მოძრაობისას მან დაინახა, რომ მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ, დაინახა, რომ ნა---- ფხ--–--ე ეგდო მიწაზე, ხოლო ბ---ს მარკის ავტომანქანა იქვე არხში ეგდო, რომლის მძღოლი არ დაუნახავს, მან დარეკა 112-ში, სასწრაფოს მოსვლამდე იგი მისი კუთვნილი ავტომანქანით წავიდა სოფელ ზ-----რის ამბულატორიაში ექიმის ჩამოსაყვანად, სადაც ექიმი არ დახვდა და დაბრუნდა უკან. იმ ტერიტორიაზე სადაც მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა არის მოასფალტებული გზა, დაზიანების გარეშე.
სასამართლო სხდომაზე ბელ----------–აძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს ვანის რაიონის შ---------------------––-’’ მედდად, აქვს 30 წლიანი გამოცდილება, 2018 წლის 28 აპრილს იგი იყო მორიგე, რა დროსაც მასთან მივიდნენ შსს თანამშრომლები და აცნობეს, რომ საჭირო იყო ბრალდებულ ალ-----------–-----–იასაგან, სისხლის ნიმუშის აღება, რის შესახებაც გაეცნო შესაბამის ოქმს. ნიმუშის აღება მოხდა ნებაყოფლობით, შეფუთული და სტერილური 5 გრამიანი ერთჯერადი შპრიცის გამოყენებით, აღებულ იქნა 5 გრამი სისხლის ნიმუში ცენტრალური ვენიდან, რომელიც დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. აღნიშნული პროცედურა გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, რომელსაც ასევე ესწრებოდა გამომძიებელიც.
სასამართლო სხდომაზე ს---–-------------–ვილის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ცხოვრობს ბაღდათის რაიონში. 2018 წლის 28 აპრილს მისი კუთვნილი, ,,ო---–--------ს’’ მარკის ავტომანქანით მიემგზავრებოდა სოფელ გ-----ში. ვანის რაიონის სოფელ ზ-----რის ცენტრთან მისვლამდე შენიშნა შავი ფერის ბ---ს მარკის ავტომანქანა, რომელმაც მისი ყურადღება მიიპყრო იმით, რომ გააკეთა, ნორმალურად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისაგან განსხვავებული, გაურკვეველი მანევრი, ე.წ ,,კუდის მოქნევა’’, ვინაიდან მის წინ სხვა სატრანსპორტო საშუალება მიდიოდა და თან ყურადღება მის სატრანსპორტო საშუალების მართვაზე ჰქონდა გამახვილებული, ზუსტად ვერ დაინახა რატომ მოახდინა მძღოლმა ეს მანევრი, მისთვის უცნობია ასევე რა სიჩქარით მოძრაობდა აღნიშნული ავტომანქანა, ავტომანქანის ჩავლიდან დაახლოებით 2-3 წამში გაიგონა შეჯახების ხმა, როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა, დაინახა, რომ დაშავებულები მიწაზე იწვნენ, ერთი იქვე გზის კიდეზე ეგდო, ხოლო მეორე ქალბატონი კი რამდენიმე მეტრის მოშორებით. იგი თავად მათთან ახლოს არ მისულა. როგორც გაარკვია, გზის სავალ ნაწილთან მყოფი ქალბატონი თვალებს ახელდა, ხოლო მეორეს მდგომარეობა მძიმე იყო. მან გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე იყო ასფალტირებული, დაუზიანებული გზა, მას თავად შეჯახების მომენტი არ დაუნახავს.
სასამართლო სხდომაზე ლე-----–-------------ძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე 2018 წლის 28 აპრილს იგი ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, იყო მორიგე გამომძიებელი. შეტყობინების საფუძველზე იგი გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ერთი ქალბატონი გარდაცვლილი, ხოლო მეორე ქალბატონი დაზიანებული იყო. მძღოლი დაკავებულ იქნა შემთხვევის ადგილზევე. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მიმდინარეობდა ექსპერტ-კრიმინალისტ ოლ----------სა და თვითმხილველი მოწმის ე--------იანის მონაწილობით, ამ უკანასკნელმა ზუსტად მიუთითა შეჯახების ადგილი, გზის გვერდულზე, სადაც შემდგომში ექსპერტის მიერ ამოღებულ იქნა ავტომანქანის მინისა და პლასტმასის ნამსხვრევები. ხოლო ავომობილი კი რამდენიმე მეტრის მოშორებით ეგდო სანიაღვრე არხში, რომელიც ქვეითზე შეჯახების შემდეგ შეეჯახებული იყო განათების ბოძზე, რომელიც მოგლეჯილი იყო და შემდეგ ღობეზე. ის ავტომანქანა ძლიერად დაზიანებული ეგდო სანიაღვრე არხში. ექსპერტის მიერ დასურათებული იქნა აღნიშნული ტერიტორია, ხოლო მის მიერ კი შედგენილ იქნა სქემა-ნახაზი. შემდგომში, გამოძიების მიმდინარეობისას დანიშნულ იქნა ექსპერტიზები, კერძოდ, გვამის სამედიცინო ექსპერტიზა, ალ-----------–-----–იას სამედიცინო ექსპერტიზა, ალკოჰოლურ თრობაზე ექსპერტიზა, ასევე ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახად გამტყუნებული იქნა მძღოლი ალ-----------–-----–ია, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით კი მას დაუდგინდა საშუალო ხარისხის სიმთვრალე. მის მიერ ასევე გამოკითხულ იქნენ მოწმეები.
სასამართლო სხდომაზე ბა--------–---ძის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, იგი მონაწილეობდა საგამოძიებო ჯგუფში, საგამოძიებო მოქმედებათა მიმდინარეობისას აუცილებლობას წარმოადგენდა აღებული ყოფილიყო სისხლის ნიმუში ალ-----------–-----–იასაგან. აღნიშნული ნიმუშის აღება მოხდა შსს ვანის რაიონულ სამმართველოში სპეციალისტის შპ--------------------–-ის’’ მედდისა და ალ-----------–-----–იას მონაწილეობით, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი ოქმი, აგრეთვე მის მიერ გამოკითხულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლის ავტომანქანაში მჯდომი მოქალაქე.
სასამართლო სხდომაზე ზუ---------–--ის მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს შსს ვანის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ საქმეზე მის მიერ მოხდა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში ალ-----------–-----–იასათვის ბრალის წარდგენა, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ნაწილით, მის მიერვე მოხდა ასევე ალ-----------–-----–იას ბრალდებულის სახით გამოკითხვა და მისთვის მტკიცებულებათა გაცვლა.
ზემოაღნიშნული მოწმეების, დაზარალებულის უფლებამონაცვლის, დაზარალებლის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებების სარწმუნოობასა და უტყუარობაზე, შესაბამისად, წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ალ-----------–-----–იას მიერ დანაშაულის ჩადენაზე, ასევე მეტყველებს სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებლებები: სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N324/ა დასკვნით დასტურდება, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა მძღოლის, ალ-----------–-----–იას, მოქმედება, რაც აღნიშნულ სიტუაციაში არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’’ საქართველოს კანონის 21.15 და 33.1 მუხლის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N003004518 დასკვნით დასტურდება, რომ ,,ალ-----------–-----–იას სისხლის ნიმუშში’’ აღმოჩენილი 1,66 % ეთილის სპირტი შეესაბამებოდა ალკოჰოლური თრობის საშუალო ხარისხს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ოქმით, ალკოტესტით შემოწმების შესახებ, დასტურდება, რომ 2018 წლის 28 აპრილს, 17 საათსა და 24 წთ-ზე, შინაგან საქმეთა ვანის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმებულ იქნა ალექსანდრე იუზას ძე შენგელია (პ/ნ 6000242530) შემოწმებისას ალკოტესტმა NFIT 240 ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა აჩვენა 1,901 % პრომილი, იგი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო-ექსპერტიზის N003078818 დასკვნით დასტურდება, რომ მოქალაქე ნა---- ფხ--–--ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი შერწყმული ტრამვა, ჩონჩხის ძვლების და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანებით.
მოქალაქე ნა---- ფხ--–--ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები, გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა ყოფილიყო დაახლოებით 05 საათი. მოქალაქე ნ---- ფხ--–--ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლჩაქცევები თავის ქალის რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემსა და მოგრძო ტვინში. ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების ხაზოვანი მოტეხილობა. ორმხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, მოტეხილი ბოლოების შეღწევით ორთავე პლევრის ღრუში, ფილტვების ქსოვილის და მფარავი პლევრის დაზიანებით, მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები ორთავე ფილტვის ქსოვილზე. პლევრის ღრუში მარცხნივ 400 მლ.მდე და მარჯვნივ 600 მლ-მდე მოცულობით სისხლი და სისხლის კოლტები. ხერხემლის სვეტის გულმკერდის მესამე და მეოთხე მალების შესახსრების სრული გაგლეჯვა და გულმკერდის მესამე მალის სხეულის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ზურგის ტვინის მთლიანობის დარღვევით, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში, ზურგის ტვინის რბილ გარსებში და ნივთიერებაში მუქი მოწითალო ფერის დიფუზური ხასიათის სისხლჩაქცევებით. ღვიძლის დაზიანება მრავლობითი სხვადასხვა ზომის და ფორმის ნასკდომები ირგვლივ სისხლჩაქცევებით. პერიტონიუმის ღრუში 500 მლ-მდე მოცულობთ თავისუფალი სისხლისა და სისხლის კოლტები. მარჯვენა გავა-თეძოს შესახსრების სრული გაგლეჯვა, მიმდებარედ რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით. უსწოროკიდეებიანი ჭრილობა თხემ-კეფის მიდამოში მარჯვნივ. მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში- განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან- სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ლევან სამხარულის სახელობის სასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N003568618 დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი დოკუმენტაციით სს ,,სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N4327 ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N836/4 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 30.04.18 წ) -მონაცემებისა : მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქალაქე ლა-----------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 28.04.18 წ-ს 16:58 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 30.04.18წ-ს 12:00 საათზე, დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრამვა. თავის ტვინის შერყევა. კისრის კუნთების დაჭიმულობა. მარცხენა მცირე წვივის ძვლის დახურული მოტეხილობა ზედა მესამედში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ექსკორაციები მარჯვნივ შუბლ-თხემის და მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში, უკანა ზედაპირზე. სისხლჩაქცევა მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა შ----------–------------- სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N R29.223/2018 დასკვნა, რომლის მიხედვით ალ-----------–-----–იას დიაგნოზია 120.0 გიდ არასტაბილური სტენიკარდია. Z95.5 24.01.2017 წ. გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე 121.4;და 26.01.2017 კორონაროგრაფია და ურგენტულ რეჟიმში მარხენა დასწვრივი და შემომხვევი არტერიის ბალონური ანგიოპლასტიკა (4 სტენტი -მარცხენა წინა დაღმავალი ტოტის სტენტირება 3.0/12 მმ და 3.5/18 მმ სტენტებით. პირველ დიაგონალსა და შემომხვევ ტოტში ჩაყენდა 2.25 /18 მმ და 3.5/38 მმ ზომის სტენტები); 14.04.17 წ. მწვავე კორონარული სინდრომი. გადაუდებელი სელექტიური კორონაგრაფია და ბალონური ანგიოპლასტიკა ( მარცხენა წინა დასწვრივი და შემომხვევი არტერიის ბალონური ანგიოპლასტიკა) I10 არტერიული ჰიპერტენზია III; 120.0 გულის უკმარისობა I;
B18.2 ქრონიკული C ვირუსული ჰეპატიტი (არანამკურნალევი) ;
H52.0 ჰიპერმეტროპია; H52.4 პრესბიოპია. არაორგანული გენეზის უძილობა.
ორმხრივ საერთო და შიგნითა საძილე არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზი, ორმხრივ შიგნითა საძილე არტერიების სანათურის 25-30% შევიწროვებით, ვერტებრალურ არტერიებში ორმხრივი ნაკადის დაქვეითებით, არასრული ავსებით.
გადატანილი მხრის ძვლის ოსტეოსინთეზი, ჰემოროიდექტომია.
ალ-----------–-----–ია დაავადებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული მძიმე დაავადებით, გულის იშემიური დაავადებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ორჯერ ჩატარებული აქვს ანგიოპლასტიკა (01.2017 და 04.2017) 4 სტენტი და შემდეგ იგივე სისხლძარღვების სანათურის დახშობის გამო 2 სტენტი.
ზემოაღნიშნულ დასკვნებში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ზვ--------------ემ, გუ------------–--ლმა, ცი-------------ძემ, შო------------ემ და მა---------–--–--ლმა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
ალ-----------–-----–იას მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე დასტურდება მოწმეების ოლ----------ს და ნ------------–--–ის ჩვენებებთ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლომ შეაფასა, რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რეველანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ალ-----------–-----–იას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპთა საფუძველზე იქნა გამოკვლეული, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ალ-----------–-----–იამ მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამდენად, საქმეში არსებობს უტყუარი და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ალ-----------–-----–ია დამნაშავედ იქნეს ცნობილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზინება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე და მე-6 ნაწილებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა’’.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის შესაბამისად იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერიზის დასკვნის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემაში ალ-----------–-----–იას მუდმივად უტარდება და მთელი სიცოცხლის მანძილზე ესაჭიროება კარდიოლოგიური პროფილით მკურნალობა ( პრეპარატებით) , კარდიოლოგის დანიშნულების მიხედვით, რაც ატარებს შემანარჩუნებელ ხასიათს…“ ამდენად ამ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ალ-----------–-----–იას მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის გადავადებას, მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე.
3.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3.1.ალ-----------–-----–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, ალ-----------–-----–იას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე, მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ალ------------–-----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ალ-----------–-----–იას, დამატებითი სასჯელის სახით, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ალ------------–-----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ალ-----------–-----–იას, დამატებითი სასჯელის სახით, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მსჯავრდებულ ალ-----------–-----–იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ალ-----------–-----–იას, დამატებითი სასჯელის სახით, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება 2018 წლის 28 აპრილს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: პლასტმასის და მინის ნამსხვრევები, სარკე, თმისმაგვარი ღეროები, მარცხენა და მარჯვენა სავარძლებიდან აღებული მიკრონაწილაკები, ანაწმენდის ნიმუშები; საჭის, გადაცემათა კოლოფის თავის, წინა მარჯვენა და მარცხენა კარებების შიგა ზედაპირის ანაწმენდის ნიმუშები; აგრეთვე, ალ-----------–-----–იასაგან ამოღებული სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს,ქალის 1 ცალი ფეხსაცმელი, „ნოკიას“ და „სამსუნგის“ ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონი - რაც დალუქული სახით, ინახება ვანის შს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
„ბ--“-ს მარკის, სახ.ნომრის G-------- - მქონე ავტომანქანა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
2018 წლის 28 აპრილს, ექსპეტიდან ამოღებული აწ. გარდაცვლილ ნა---- ფხ--–--ის ტანსაცმელი, კერძოდ, მომწვანო ფერის პერანგი, მოწითალო ფერის მაისური, მორუხო ფერის აზღუდი, მოშავო ფერის შარვალი და მოშავო ფერის ტრუსი - რაც დალუქული სახით ინახება ვანის შს რაიონულ სამმართველოში. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
მსჯავრდებულ ალ-----------–-----–იას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 28 აპრილიდან.
ალ-----------–-----–იას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე