განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
190100117002231916
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-667-17

(№021141117001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ა-- ხ-------–---–-;

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - მ-----–-- ი-------------ი, დაბადებული 1--- წლის 29 მ----, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------, ს---------- ქ. №-, ბინა №-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით - ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;

 

ადვოკატი - ა-----– ც--------

 

თრაჯიმანი - ნ------- გ-------

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. გარდაბანში, სიხნოს ქუჩა №-ა/27-ში, საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ-----–-- ი-------------მა ფინანსურ საკითხზე ურთიერთშელაპარაკებისას, სიმამრს - რ---–-- მ--------ს სახის არეში მუშტის ერთჯერადი დარტყმის, ხოლო მეუღლეს - ს----- მ--------ას მინის ნატეხის თავისა და ხელის არეში დარტყმის შედეგად, მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რასაც შეესწრო მათი საერთო მცირეწლოვა-- შვილი - ა----- ი-------------.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ,3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

3.1. დაზარალებულ ს----- მ--------ა (ი-----–-----) ჩვენებით დადგენილია, რომ მ-----–-- ი------------ი მისი მეუღლეა 6 წელია. ჰყავს ორი ქალიშვილი, უფროსი ქალიშვილი 17 წლისაა, უმცროსი, მათი საერთო შვილი 4 წლის. რეგისტრირებული ქორწინებაში არ ყოფილან, ჩხუბის შემდეგ 10 თვეა ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მხოლოდ ბავშვის გამო ურთიერთობენ. შ------ ვ--–---- მისი დედაა, ხოლო რ---–-- მ--------ი - მამა. 2017 წლის 13 ნოემბერს იგი იმყოფებოდა დედასთან, მ-----–--ი მივიდა ნასვამი და სთხოვა სახლში დაბრუნება. მ-----–--ი იმავე სოფელში სხვა სახლში ქირით ცხოვრობდა. იგი არ წაჰყვა, რადგან ნასვამი იყო, თან ბავშვი ჰყავდა ავად, მან მ-----–--ს წამლების ფული სთხოვა, ბრალდებულმა მისცა 50 ლარი, თავად წავიდა აფთიაქში. დაბრუნების შემდეგ მ-----–--მა ჰკითხა რატომ დაიგვიანა და ქვითარი მოსთხოვა, მოითხოვა ასევე ხურდის დაბრუნება. მან ქვითარიც და ხურდაც მისცა, 20 ლარი. მ-----–--მა 20 ლარის ნაცვლად 100 ლარი მოსთხოვა, ჩხუბი დაუწყო. ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც ბრალდებულმა მას ჩხუბი დაუწყო. დედას აგინებდა, შემდეგ დედამისი გამოვიდა, რომელმაც ჩხუბი დაუწყო მ-----–--ს და უთხრა რომ წასულიყო, დედამისს ბრალდებულისთვის არ დაურტყამს. დაზარალებულმა, ბრალდებულმა და დედამისმა დაიწყეს ჩხუბი, შემდეგ მამამისი შემოვიდა აივნიდან მის დასაცავად. ის ფიზიკურ დაპირისპირებამდე შევიდა ოთახში. მ-----–--ს ჰკითხა, რა უნდოდა ს-----სგან. ჩხუბის დროს მათ ერთმანეთს დაარტყეს. ს-----ს ეშინოდა და თავს იცავდა, იგი არ დასხმია თავს ბრალდებულს. ამ ჩხუბს შეესწრო მათი საერთო ქალიშვილი, რომელიც 4 წლის არის, ბავშვს შეეშინდა და ტიროდა, მეორე ქალიშვილი გათხოვილია და იმ დროს სახლში არ იყო. ერთი მეზობელი გ------------------- აივანზე იჯდა, ის ახლა თურქეთში ცხოვრობს, ის ადგა და წავიდა, ალბათ შეეშინდა. ისეთი ჩხუბი დაიწყო, ყველა ერთმანეთზე გადავიდა, დედა და მამა მას იცავდნენ. მამას უნდოდა ს-----ს დაცვა, ვინაიდან ბრალდებულს უნდოდა დაერტყა ს-----სთვის, მამამისი მათ შორის იდგა, მან ის გვერდზე გაწია, მაგრამ ბრალდებულმა მუშტი დაარტყა მამამისს. ბრალდებულმა მამამისსაც მიაყენა დაზიანება და თვითონ დაზარალებულიც დაჭრა. საათის მინა დაარტყა ერთხელ, და ხელიც დაუზიანა. ბრალდებულმა ხელი მოჰკიდა, დაარტყა თავში საათის მინა და ხელი სტაცა თმაში და თავადაც მინისგან მიღო დაზიანება, დარტყმისას ტკივილი იგრძნო და დაინახა, რომ სისხლი მოსდიოდა, მისი ხალათიც მთლიანად სისხლია-- იყო. დაზიანებები ხელის არეში ჰქონდა, ეს დაზიანება რა დროს მიიღო არ ახსოვს. იგი თავს იცავდა, რადგან ეშინოდა ბრალდებულის იმიტომ, რომ მ-----–--ი ძალიან ნასვამი იყო, როდესაც ნასვამია, არ იცის რას აკეთებს. მას ეშინოდა ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა, დედამისსაც ეშინოდა, ისიც ყვიროდა. ხმაურზე, მეზობლები ს----- და ჯუნა მივიდნენ, მაგრამ ბოლომდე არ გაჩერებულან. ისინი წავიდნენ, რომ დაერეკათ პოლიციაში, სახლიდან მ-----–-- ი-------------ი მან გააგდო და კარიც თვითონ ჩაკეტა. ამის შემდეგ სახლში ყველაფერი დამტვრეული იყო, თვითონ სისხლიანი, ისიც სისხლიანი იყო, რადგანაც ნაკაწრები ჰქონდა, შემდეგ პოლიცია მოვიდა და წაიყვანეს.

პირველად ჩხუბი, რომ დაიწყო, საათი იდო დივანზე, რადგან რემონტი ჰქონდათ. ეს საათი იყო დიდი ზომის, მინის. როდესაც მ-----–-- ი-------------ს უნდოდა დაერტყა მისთვის, ზუსტად არ ახსოვს, როგორ გამოვიდა, იცის რომ ისიც დაზიანდა, ამ საქმეზე მამამისიც დაზარალებულია, როდესაც ბრალდებულმა დაარტყა მამამისს მას თვალთან ჰქონდა დაზიანება. მამამისი გარდაიცვალა 2018 წლის 31 მ----, მას ჰქონდა კუჭის სიმსივნე. მამამისს იატაკის საწმენდი ჯოხი არ დაურტყამს მისთვის, მან იატაკის საწმენდი ჯოხი აიღო თავის დასაცავად, მაგრამ იმ მომენტში არ ახსოვს დაარტყა თუ არა, არ დაუნახავს, მაგრამ მამამისმა იატაკის ჯოხი აიღო, ამ დროს ჩხუბი უკვე დაწყებული იყო, მ-----–-- ი-------------მაც მიიღო დაზიანება, მაგრამ სისხლი არ მოსდიოდა, დასიებული ჰქონდა, და როგორ მიიღო აღნიშნული დაზიანება არ ახსოვს, ისეთი არეულობა იყო. მამამისმა იატაკის ჯოხი აიღო მის დასაცავად, მაგრამ დაარტყა თუ არა ბრალდებულს არ იცის. ბრალდებულს უნდოდა ს-----სთვის დაერტყა, მამამისი ჩაერია და მაშინ დაარტყა მამამისსაც, ორივეს დაარტყა, მამამისმა ამის მერე აიღო იატაკის ჯოხი.

3.2. მოწმე შ------ ვ--–----მ განაცხადა, რომ დაზარალებული რ---–-- მ--------ი არის მისი მეუღლე, ს----- მ--------ა არის მისი შვილი. მ-----–-- ი-------------ი არის მისი სიძე. მის ქალიშვილს ჰყავს შვილი, რომელიც ივნისში 4 წლის გახდება. ბავშვი ავად გახდა, სიცხეები ჰქონდა, მისმა ქალიშვილმა ბავშვის მამას მ-----–-- ი-------------ს ბავშვის წამლებისთვის ფული სთხოვა, მან 350 ლარი მისცა. ამის შემდეგ მ-----–-- ი-------------ი მათთან დადიოდა ამ ფულის დასაბრუნებლად. ისინი ვერ ეწყობოდნენ ბრალდებულს, ამიტომ მას მათი სახლის წინ ჰქონდა ბინა ნაქირავები და იქ ცხოვრობდა. ის ხშირად მოდიოდა ამ ფულის დასაბრუნებლად მათ ოჯახში. ერთ დღესაც, იქნებოდა ნოემბრის თვე, სახლში იყო წამოწოლილი, ცუდად იყო. მ-----–--ი მათთან მივიდა და მის ქალიშვილს ფულს სთხოვდა, ს-----მ მას 20 ლარი მისცა, ამ დროს მ-----–--მა ქვითარი მოითხოვა. მისმა შვილმა უთხრა, რომ ქვითარი არ ჰქონდა წამოღებული, რაზეც ბრალდებულმა მას 100 ლარი მოსთხოვა. ეს საუბარი რომ გაიგო მოწმე გავიდა და უთხრა მ-----–--ს რომ წასულიყო, რადგან თვითონაც ცუდად იყო და მისი მეუღლეც. ამ დროს სახლში იმყოფებოდა თავად, რ---–-- მ--------ი, მისი შვილი ს----- მ--------ა, შვილიშვილი ა----- ი-------------, მეზობელი, გ-------------------, რომელიც ამჟამად არ იმყოფება საქართველოში. მ-----–-- ი-------------ი მის შვილს ს----- ი-----–----- აგინებდა, რაზეც მისმა შვილმა მ-----–--ს ესროლა საათი, რომელიც ზალაში დივანზე იდო, რადგან რემონტს აკეთებდნენ და ჩამოხსნეს. მოხვდა თუ არა ბრალდებულს საათი არ დაუნახავს, რადგან იქ სიტუაცია აირია. ის შოკში იყო და არ დაუნახავს ის ფაქტი, როგორ ესროლა მისმა შვილმა საათი ბრალდებულს, როდესაც ბრალდებულს ხედავს უკვე ძალიან ნერვიულობს. ბრალდებულმა აიღო საათის მინის ნამსხვრევი და მის ქალიშვილს ს-----ს კისრის არეში მიაყენა ჭრილობა, საიდანაც სისხლი წამოუვიდა, მას ხალათი სისხლით ჰქონდა დასვრილი, ხელიც სისხლით ჰქონდა დასვრილი. მისი მეუღლე რ---–-- მ--------ი დასახმარებლად მივიდა, თუმცა ბრალდებულმა მასაც დაარტყა ხელი და წააქცია, მის მეუღლეს თვალები ჰქონდა დასიებული, ვინაიდან ბრალდებულმა მუშტი დაარტყა, მერე ხელი მასაც დაარტყა თავის არეში, ეხლაც სტკივა. ბრალდებული ყოველთვის სცემდა მათ, ყველას. ამ ფაქტამდე ბრალდებული ფაქტიურად ყოველ დღე სცემდა მის შვილს. ეს ყველაფერი ბავშვის ექიმის ფულის გამო მოხდა. იმ დღეს მას ბრალდებულთან სიტყვიერი კამათი არ მოსვლია. ბრალდებული თვითონ იძახდა ხოლმე, რომ მას სიამოვნებს და მოსწონს კამათი, საკუთარ შვილსაც აგინებს ხოლმე. კონფლიქტის დროს მისი შვილიშვილი იმავე ოთახში იყო. მისი ქალიშვილი საავადმყოფოში წაიყვანეს და იქ მოწმინდეს მინის ნამსხვრევები. ამ ფაქტის დროს მათთან დასახმარებლად მივიდა ქართველი მეზობელი, ს-----, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, პატრულიც მან გამოიძახა. პატრულის თანამშრომლები, რომ მივიდნენ მ-----–-- ი-------------ი ამ დროს უკვე გარეთ ჰყავდათ გაყვა--ლი, მაგრამ ის მაინც ცდილობდა სახლში შესვლას და მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მ-----–--ი მისმა ქალიშვილმა გაიყვანა გარეთ, ბრალდებულს სისხლი მოსდიოდა თუ არა, არ ახსოვს, არ დაუნახავს, თავის მეუღლეს მიხედა, ის წამოაყენა. მისმა მეუღლემ იატაკის ჯოხი აიღო, ვინაიდან ბრალდებული ისევ სახლში შემოსვლას ცდილობდა და რომ არ შემოსულიყო. მას სახლის გასაღები ჯიბეში ედო და არ გაახსენდა იმ დროს რომ ჩაეკეტა კარები, ვინაიდან კარი მხოლოდ გასაღებით იკეტება. მის მეუღლეს იატაკის ჯოხი არ მოუქნევია ბრალდებულისთვის, არ დაურტყამს, ამის საშუალებაც არ ჰქონდა, რადგან მათ იცავდა. ამ დროს პოლიციაც მოვიდა. შემთხვევის შემდეგ ფარდები ძირს იყო ჩამოვარდნილი და არეულობა იყო. მის მეუღლეს რ---–-- მ--------ს ნერვიულობაზე სიმსივნე დაემართა და გარდაიცვალა. ამ უსიამოვნების მერე ბრალდებული არ მისულა მათთან, მას სახლში არ შეუშვებს.

3.3. მოწმე ი-----–-------------- განაცხადა, რომ 2017 წლის 13 ნოემბერს გარდაბნის რაიონული სამმართველოში შევიდა შეტყობინება, სადაც ს----- მ--------ა აფიქსირებდა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ მ-----–-- ი-------------მა. დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დასაკითხად მიიყვანეს ს----- მ--------ა, მისი დაკითხვის დროს გაირკვა, რომ მ-----–-- ი-------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც ს----- მ--------ს, ასევე მამამისს რ---–-- მ--------ს, რაც ასევე დაადასტურა გამოკითხვისას რ---–-- მ--------მა. ასევე გამოკითხვის დროს გაირკვა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მიაყენა შეურაცხყოფა მ-----–-- ი-------------მა. დაკითხვის შემდეგ მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი შესაბამისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. დაკითხვებიდან ირკვეოდა, რომ მ. ი-------------მა ს----- მ--------ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დამტვრეული საათის მინის ნამსხვრევით. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა სისხლიანი მინის ნატეხი, ს----- მ--------ასგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, ასევე გადაუდებელი აუცილებლობით ს----- მ--------ასგან ამოღებული იქნა ჟაკეტი. იატაკიდან მათ აიღეს ანაწმენდები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ნიმუში იყო ს----- მ--------ას სისხლი. შემთხვევის ადგილიდან მ-----–-- ი-------------ის სისხლის ნიმუში არ იქნა აღებული, ბრალდებულისგან სისხლის ნიმუში აღებული არ ყოფილა, ვინაიდან გაჭრილი მხოლოდ ს----- მ--------ას ჰქონდა და ბუნებრივია სხვისი სისხლი ვერ ამოვიდოდა შემთხვევის ადგილიდან. მან დაზარალებულად ცნობის დადგენილება გააცნო ს----- მ--------ას და მამამის რ---–-- მ--------ს, ასევე ბრალი წაუყენა ბრალდებულ მ-----–-- ი-------------ს. ს-----ს დაზიანება მიყენებული ჰქონდა შუშით, კისერთან თუ ყელთან ზუსტად არ ახსოვს, ხოლო მამამისი რ---–-- მ--------ი იყო ნაცემი, თვალზე ეტყობოდა დაზიანება. ბრალდებული დაკითხვისას აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. ბრალდებულს არ განუცხადებია, რომ მის მიმართაც ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას, ეს რომ განეცხადებინა მის მიმართაც აუცილებლად იქნებოდა დანიშნული ექსპერტიზა. როგორც ახსოვს ბრალდებულს რაიმე დაზიანება არ ჰქონია, ბრალდებული თუ არ განაცხადებდა დაზიანების შესახებ, ამის შესახებ თავად ვერ გაიგებდა.

3.4. მოწმე ნ-----------–----- განაცხადა, რომ მუშაობს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოში გამომძიებლად. აღნიშნულ სს საქმეზე გამოძიება დაიწყო გამომძიებელმა ი-----–--------------, ძირითადი გამომძიებელი იყო ის, იგი ეხმარებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში. კერძოდ, მან სს საქმეზე დაზარალებულებს ს----- მ--------ას და რ---–-- მ--------ის მიმართ და--შნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები და მიმართვით გადააგზავნა ექსპერტიზაზე. როგორც ახსოვს ექსპერტიზიდან პასუხი მოვიდა რომ ორივე დაზარალებულის მიმართ დაზიანებები იყო მსუბუქი ხარისხის. დაზარალებულები ს----- მ--------ა და რ---–-- მ--------იც პირადად წარუდგინეს ექსპერტს გამოსაკვლევად. დეტალები ზუსტად არ ახსოვს ვის კონკრეტულად რა დაზიანებები ჰქონდათ, ბრალდებულს ჰქონდა თუ არა რაიმე დაზიანება შუბლზე არ ახსოვს, ბრალდებულთან არ ჰქონია შეხება, მისთვის ექსპერტიზა მას არ დაუნიშნავს, ვინაიდან არ იყო საქმის ძირითადი გამომძიებელი და იგი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში დაეხმარა საქმის ძირითად გამომძიებელს, სხვა გამომძიებელმა შესაძლოა და--შნა, რაც მისთვის უცნობია.

3.5. მოწმე ნ---------–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოში გამომძიებლად. 2017 წლის 13 ნოემბერს განყოფილებაში 112-იდან შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაზეც 14 ნოემბერს დაიწყო გამოძიება იმ დღეს არ იყო სამსახურში, მეორე დღეს გახდა მისთვის ცნობილი მომხდარი ფაქტის შესახებ. საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო ი-----–-------------. სამმართველოს რამდენიმე გამომძიებელი ეხმარებოდა მას საქმის გამოძიებაში და გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში. ერთ-ერთი მოწმე რომელიც დაკითხული იქნა მის მიერ იყო გ-------------------, რომელსაც ესაჭიროებოდა თარჯიმა-- და მისი თანდასწრებით იქნა დაკითხული. მან აჩვენა, რომ იგი არის დაზარალებულ ს----- მ--------ას მშობლების შ------ გ--–----- და რ---–-- მ--------ის კარის მეზობელი. იმ საღამოს როდესაც ფაქტი მოხდა, იგი იმყოფებოდა მათ ოჯახში სტუმრად, ღამის თორმეტის ნახევარი იქნებოდა სვამდნენ ჩაის, ს----- მ--------აც იქ იყო, რა დროსაც მოვიდა ს----- მ--------ას ყოფილი მეუღლე მ-----–-- ი-------------ი, ისინი შევიდნენ მეორე ოთახში და საუბრობდნენ. გ---–--------------- გაეცნო გამოკითხვის ოქმს და დაადასტურა ხელის მოწერით, რაიმე სახის შენიშვნა არ განუცხადებია. ასევე მის მიერ დაკითხული იქნენ მოწმეები ცოლ-ქმარი ელვან გოგიშვილი და იოსებ პაქსაშვილი, რომლებიც არიან შ------ გ--–----- და რ---–-- მ--------ის მეზობლები, აღნიშნულ პირებს გაეცნოთ მათი დაკითხვის ოქმები, რაიმე სახის შენიშვნა არ განუცხადებიათ. მათი განმარტებით ისინი მხოლოდ მას შემდეგ მივიდნენ შ------ გ--–----- და რ---–-- მ--------ის ოჯახში, როდესაც მეზობლებმა ითხოვეს დახმარება.

3.6. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, დაზარალებულ რ---–-- მ--------ის გარდაცვალების გამო გამოქვეყნდა დაზარალებულ რ------ მ--------ის 2017 წლის 14 ნოემბრის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი (ს.ფ. 49-52) რომლის მიხედვითაც მოწმის რ------ მ--------ის განმარტებით, მისი ოჯახის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები და ცხოვრობენ ქალაქ გარდაბანში, სიხნოს ქუჩა N1 ა ბინა N27-ში. აღნიშნული ბინის მეპატრონე არის თვითონ. უმეტესად არის საქართველოში, მის ოჯახის წევრებთან, ტაქსაობს და ამით არჩენს ოჯახს. როდესაც საქართველოში ყოფნის დრო ამოეწურება გადაკვეთს აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარს, დაფიქსირდება რომ გავიდა ქვეყნიდან უკან შემოდის ისევ საქართველოში, რათა არ ჩაეთვალოს ქვეყანაში ყოფნა უკანონოდ. სიხნოს ქუჩაზე მდებარე სახლში ცხოვრობდა მეუღლესთან შ------ ვ--–----სთან ერთად, რადგან მისი ქალიშვილი ს----- მ--------ა გათხოვდა (მეორედ გათხოვდა) გარდაბანში მცხოვრებ მ-----–-- ისკნდაროვზე (იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში) და მას შემდეგ ცხოვრობენ ერთად. დაოჯახების შემდეგ მ-----–--მა და ს-----მ ბინა დაიქირავეს ქ. გარდაბანში, სიხნოს ქუჩაზე მათთან მეზობლად და ცხოვრობდნენ აღნიშნულ ბინაში. მათ თანაცხოვრებიდან შეეძინათ ერთი ქალიშვილი, ა----- ი-------------, რომელიც დღეის მდგომარეობით არის 3 წლის. თავიდან მ-----–--ი და ს----- ცხოვრობდნენ ნორმალური თანაცხოვრებით, მაგრამ უკანასკნელი დროის განმავლობაში დაეძაბათ ერთმანეთში ურთიერთობა, რადგან ს-----ს თქმით უსამართლოდ საყვედურობდა და ეკამათებოდა მას მ-----–--ი. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ს-----მ ერთ-ერთი კონფლიქტისას დატოვა მ-----–--ი დაქირავებულ ბინაში, წამოიყვანა 3 წლის ქალიშვილი და საცხოვრებლად გადავიდა მათთან. ისინიც გაგებით მოეკიდნენ ს-----ს გადაწყვეტილებას და გააგრძელეს ჩვეულებრივ ცხოვრება. დროგამოშვებით მიდიოდა ბავშვის სანახავად მ-----–--ი მათთან, რასაც ბუნებრივია არ უშლიდნენ. 2017 წლის 13 ნოემბერს დილის საათებში მივიდა მ-----–--ი მათ საცხოვრებელ ბინაში და რადგან მათი ქალიშვილი იყო ცუდად წამლის საყიდელი ფული დაუტოვა ს-----ს 50 ლარის ოდენობით და წავიდა მალევე. აღნიშნული თანხით ს-----მ დღის განმავლობაში შეიძინა ა-----ისათვის წამლები, რაც გადაიხადა როგორც ვიცი 30 ლარი, ხოლო 20 ლარი შეინახა რათა მიეცა მოგვიანებით მ-----–--ისთვის. იმავე დღეს დაახლოებით 23:30 სათზე ის, მისი მეუღლე შ------ ვ--–----, მისი ქალიშვილი ს----- მ--------ა და მეზობელი გურბათ ქარიმოვა იმყოფებოდნენ მათ საცხოვრებელ სახლში. ყველა-- იყვნენ სასტუმრო ოთახში და საუბრობდნენ, რა დროსაც მივიდა მ-----–-- ი------------ი, რომელიც იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. შემოსვლისთანამვე მან თავის ქალიშვილს დაუწყო თამაში, ცოტახანში კი ს-----ს უთხრა რომ დაებრუნებინა 50 ლარიდან დარჩენილი თანხა მისთვის, ს-----მ გამოიტანა 20 ლარი და მისცა მას. მ-----–--მა როდესაც დაინახა, რომ მხოლოდ 20 ლარი დაუბრუნა ს-----მ გაბრაზდა ძალიან, ჩათვალა რომ თანხას სრულად არ უბრუნებდა და მოსთხოვა ჩეკი, რომელიც ს-----ს არ აღმოაჩნდა. აღნიშნულზე კიდევ უფრო გაბრაზდა მ-----–--ი და დაუწყო გინება ს-----ს. ერთ მომენტში გაბრაზებულმა დაავლო ხელი მაგიდაზე დადებულ დიდი ზომის საათს და დაანარცხა იატაკზე, რის გამოც იგი დაიმტვრა სრულად და შედეგად იატაკზე შუშის ნამსხვრევები დაიყარა. მ-----–--ი უკვე ძალიან იყო მდგომარეობიდან გამოსული, იგი დაიხარა იატაკზე, აიღო საათის დამსხვრევის შედეგად იატაკზე მიმოფანტული შუშის ნამსხვრევებიდან ერთ-ერთი შუშის წვეტია-- ნამსხვრევი, მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და წავიდა ს-----სკენ გინებით. მიხვდა რომ აპირებდა ს-----ს დაზიანებას შუშის ნატეხით, ამიტომ მიიჭრა ს-----სთან, გადაეფარა მას და დაუყვირა მ-----–--ს, რომ დამშვიდებულიყო. რადგანაც ის გადაეღობა მ-----–--ს და არ მიუშვა ს-----სთან, შეაგინა მ-----–--მა და მარცხენა ხელის მუშტი ერთხელ ჩაარტყა წარბთან ძლიერად, დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ინსტიქტურად გაიწია, ამ დროს მ-----–--ი გინებით მივარდა ს-----სთან, მოუქნია მარჯვენა ხელში დაჭერილი შუშის წვეტიანი ნატეხი და ერთხელ ჩაარტყა თავის არეში, უკანა მხარეს კეფის მიდამოში, შემდეგ კი კიდევ ერთხელ ჩაარტყა ს-----ს მარჯვენა ხელის მტევანში, იგივე შუშის ნატეხი, ხელის გულის მიდამოში. ს-----მ შუშის ნატეხის დარტყმისთანავე დაიწყო ხმამაღალი ყვირილი და ტირილი, მას თავიდან წამოუვიდა სისხლი. ყველაფერი მოხდა წამიერად, ისე რომ მიშველება ვერ შეძლეს. ამასობაში ს-----სთან და მუსლიმთან ისევ მივიდა და ჩადგა მათ შუაში, ასევე მათთან მივიდნენ მეუღლე და მეზობელი და ყველა ცდილობდა მ-----–--ის სახლიდან გაგდებას. ძიძგილაობაში მ-----–--ს დაუვარდა შუშის ნატეხი, რომელიც დავარდა სასტუმრო ოთახში. ყვირილის ხმაზე ბინაში შემოვიდა მეზობელი ცოლ-ქმარი ს----- და ჯუნა (გვარები არ იცის) და ყველამ შეძლო გაეგდოთ მ-----–--ი სახლიდან. ამასობაში დრო იხელთა ს-----მ და დარეკა 112-ში ცხელ ხაზზე და განაცხადა ფაქტის შესახებ. მ-----–--ის მიერ მუშტის ჩარტყმის შედეგად მან მიიღო დაზიანება მარცხენა წარბზე და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რაც შეეხება მის ქალიშვილს ს----- მ--------ას, მას მ-----–--ის მიერ შუშის ნამსხვრევის დარტყმის შედეგად თავისა და მარჯვენა ხელისგულის მიდამოში მიღებული ჰქონდა დაზიანება და თავიდან მოდიოდა სისხლი, რომლის კვალიც დარჩა საცხოვრებელ ბინაში, სასტუმრო ოთახში იატაკზე. ამიტომ ადგილზე მოსულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა იგი გადაიყვანეს გარდაბნის სამედიცინო ცენტრ „ჯეოჰოსპიტალში“ სადაც დაუმუშავეს დაზიანებები და გამოუშვეს მალევე კლინიკიდან. მის ქალიშვილს და თვითონაც მუსლიმისთვის არ დაურტყამთ და არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრნენ მეუღლე შ------ გალიევა, მეზობელი გურბათ ქიარიმოვა და მცირეწლოვანი შვილიშვილი აიათან ისკანდიროვა. მ-----–--მა ძალადობა განახორციელა მცირეწლოვანი შვილის 3 წლის აიათან ისკანდიროვას თანდასწრებით და მას შეგნებული ჰქონდა ის ფაქტი, რომ ყველაფერს ხედავდა და აღიქვამდა ა-----ი, რადგანაც იგი ტიროდა ხმამაღლა შეშინებული. ძალადობის ფაქტის განხორციელების შემდეგ მას აღარ უნახავს მ-----–-- ი------------ი. და სურს მ-----–--მა პასუხი აგოს ჩადენილი ქმედებისთვის. ასევე თანახმაა ჩაუტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

ასევე გამოქვეყნდა რ---–-- მ--------ის 2017 წლის 30 ნოემბრის დაზარალებულის სახით დაკითხვის ოქმი (ს.ფ. 111-113), რომლის მიხედვით 2017 წლის 14 ნოემბერს მისმა სიძემ მ-----–-- ი------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი დაარტყა ერთხელ მარცხენა წარბში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რის შემდეგაც მ-----–--მა შუშის ნატეხით თავის არეში მის ქალიშვილს ს----- მ--------ას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. სურს მ-----–-- ი------------მა პასუხი აგოს ჩადენილი ქმედებისთვის და შეიგნოს, რომ ადამიანებზე ძალადობა არის დასჯადი. სხვა რაიმე პრეტენზია მის მიმართ არ გააჩნია.

3.7. სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ვინაიდან მოწმე გ-------------------მ დატოვა საქართველოს საზღვარი, გამოქვეყნდა მოწმე გ-------------------ს 2017 წლის 24 ნოემბრის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი (ს.ფ. 78-81), დგინდება, რომ ცხოვრობს ქ. გარდაბანში, სიხნოს ქუჩა N1ა, N26 ბინაში, მარტო. მის გვერდით ცხოვრობენ შ------ გალიევა და რ---–-- მ--------ი. მათი ერთ-ერთი ქალიშვილი ს----- მ--------ა გათხოვილი არის მეორედ მ-----–-- ი------------ზე, რომელთანაც ჰყავს პატარა გოგონა, რომელიც დაახლოებით 3 წლის არის. ბოლო დროს, დაახლოებით ერთი კვირა ს----- თავის შვილთან ერთად საცხოვრებლად გადასული იყო დედასთან და მამასთან, როგორც იცის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მ-----–--თან, ანუ მის მეუღლესთან და ამიტომ იყო მშობლებთან. მიზეზი არ იცის.

2017 წლის 13 ნოემბერს, საღამოს, შებინდებისას 23:30 წუთზე, იმყოფებოდა მეზობელთან შ------ ვ--–----სთან. ის, შ------ ვ--–----, მისი მეუღლე რ---–-- მ--------ი, მათი ქალიშვილი ს----- მ--------ა და ს-----ს მცირეწლოვა-- ქალიშვილი ა----- ი------------- სვამდნენ ჩაის და საუბრობდნენ. ამ დროს, მათთან მოვიდა ს-----ს მეუღლე მ-----–-- ი------------ი, რომელიც იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. ის თავის მეუღლესთან შევიდა მეორე ოთახში და იქ, როგორც ესმოდა ხმა, ხმამაღლა ესაუბრებოდა მას. მერე იქიდან ჩხუბის ხმა გამოდიოდა და ის ვინაიდან არ იყო ოჯახის წევრი, წამოვიდა თავის სახლში და იფიქრა, რომ ოჯახის წევრები თვითონ მოგვარდებოდნენ და არ იყო საჭირო უცხო პირის ჩარევა, მაგრამ ყურადღებით იყო. ცოტა ხანში, ხმაურმა მოიმატა და მიხვდა, რომ მის მეზობლებს უჭირდათ, გამოვიდა სახლიდან და მათთან შეირბინა. ამ დროს დაინახა რომ ს-----ზე იწევდა მ-----–--ი, ს----- ტიროდა და მისი მამა რ---–--ი ცდილობდა მათ შუაში ჩადგომას.

ყველაფერი წამიერად მოხდა და ყველა ცდილობდა მ-----–--ი გაეყვანათ გარეთ. ამ ძიძგილაობაში მ-----–--ს დაუვარდა რაღაც ნატეხი და ცდილობდნენ მის გარეთ გაგდებას. ამ დროს შემოვიდნენ მათი მეზობლები. ჯუნა და ს-----, გვარი არ ახსოვს, ისინიც დაეხმარნენ, რომ მ-----–--ი სახლიდან გაეგდოთ. რ---–--ის ქალიშვილმა ს-----მ დარეკა 112 -ში და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა მათ ოჯახში. დაინახა აგრეთვე პოლიციის მანქანაც. ამის მეტი არ აქვს არანაირი ინფორმაცია.

მანამდე მას არ სმენია ს-----სა და მ-----–--ის ჩხუბი. ისიც არ იცოდა რა უთანხმოება მოუვიდათ, დედასთან რომ იყო გადმოსული ბოლო ერთი კვირა. წელიწადნახევარი იმყოფებოდა თურქეთში სამუშაოდ. საქართველოში ჩამოვიდა 25 ოქტომბერს, მაგრამ წავიდა სოფელში მარნეულში და გარდაბანში ჩამოვიდა დაახლოებით 10 დღეა. დაინახა რომ ს-----ს და რ---–-- მ--------ს აღენიშნებოდათ დაზიანებები და მიყენებული იყო მ-----–-- ი------------ის მიერ. მომხდარის შემდეგ არ უნახავს მუსლიმ ი------------ი.

 

3.8. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს საქართველოს შსს რაიონული სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N021141117001 საქმეზე, იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს ქ. გარდაბანში, სიხნოს ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში 1980 წელს დაბადებულ ს----- მ--------ას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლემ 1--- წელს დაბადებულმა მ-----–-- ი------------მა.

 

3.9 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული პიუროს 2017 წლის 29 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N006987717 დასკვნით დადგინდა, რომ ს----- მ--------ას 14.11.2017 წლის ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა თავის მიდამოში და მარჯვენა ზედა კიდურზე, რაც მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3.10 2017 წლის 14 ნოემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ ს----- მ--------ასგან ამოღებული იქნა შავი ფერის ნაქსოვი ჟაკეტი, კისრის შიგნითა მხარეს მუქი ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით და დაილუქა შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ლუქით.

 

3.11 2017 წლის 14 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა რ---–-- მ--------ის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. გ----------, სიხნოს ქ. N1ა, ბინა N27, სადაც შევიდნენ რ---–-- მ--------ის წერილობითი თანხმობით. აღნიშნული ბინა მდებარეობს სამსართულია-- საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე, ასასვლელი კიბიდან ხელმარჯვნინ. საცხოვრებელი ბინას აქვს ერთფრთიანი შესასვლელი ხის კარი, რომლითაც არის საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი. შესასვლელიდან ხელმარცხნივ მდებარეობს საძინებელი ოთახი, და ხელმარჯვნივ სამზარეულო და საპირფარეშო. შესასვლელიდან პირდაპირ ერთფრთია-- კარით, რომელიც ჩასმული არ არის და მხოლოდ ჩარჩოა დატანებული კარში, მდებარეობს სასტუმრო ოთახი, რომელშიც არის ხის წითლად შეღებილი იატაკი, რომელზეც შუა ნაწილში აგია დიდი ზომის ხალიჩა. ასევე შუა ნაწილში დგას ხის მაგიდა. შესასვლელიდან პირდაპირ კუთხეში დგას დივანი, მის გვერდით მარჯვენა მხარეს კედელში დატანებულია ფანჯარა, რომელზედაც ჩამოკიდებულია ღია ფერის ფარდა. შესასვლელი კარიდან ხელმარჯვნივ მთელს კედელთან დგას კარადები (ტანსაცმლისა და ჭურჭლის შესანახად). ხელმარჯვნივ კედელთან დგას ორი ცალი რბილი სავარძელი. აღნიშნულ ოთახში შეიმჩნევა ნივთების გადაადგილების კვალი. იატაკზე დაფენილი ხალიჩა არის არეული და უწესრიგოდ მიკუჭული, დივანზე არსებული ტანსაცმელი არის არეული. შესასვლელ კართან იატაკზე მიმოფანტულია შავი ფერის კედლის საათის ნატეხები და შუშის ფრაგმენტები (ჩამსხვრეული შუშის ნაწილები), დივანთან იატაკზე აღინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები. იქვე დივანთან იატაკზე გდია დაახლოებით 10 სმ-ის სიგრძის შუშის ნატეხი, რომელსაც წვერზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა იატაკზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი მოწითალო-ფერის ლაქები ბიოლოგიური ჩხირის საშუალებით და დაილუქა NECD825962 პაკეტში, ასევე ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ (მინის) შუშის ნატეხები მასზე არსებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქით, რომელიც დაილუქა NFCD825969 პაკეტში. ასევე ამოღებულ იქნა ხალიჩაზე დაგდებული კედლის საათის ფრაგმენტი (ნატეხი) და დაილუქა FCI551302 პაკეტში. შემთხვევის ადგილზე ექპერტების მიერ მოხდა ფოტოგადაღება. ფოტომასალა დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

3.12 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული პიუროს 2017 წლის 29 ნოემბრის სამედიცინო ექპერტიზის N006987017 დასკვნით დადგინდა, რომ რ---–-- მ--------ს 14.11.2017წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი შუბლის მიდამოს არეში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა მ-----–-- ი-------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა ამავე დროს უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ დასკვნით სიტყვაში წარმოდგენილ მოსაზრებებს ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული მოსაზრებები ვერ აქარწყლებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. დაცვის მხარის მითითება, რომ ბრალდებული თავად გახდა დაზარალებულების რ---–-- მ--------ის და ს----- მ--------ას თავდასხმის ობიექტი არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით. ბრალდებულს არც მოწმის სახით გამოკითხვისას და არც ბრალდებულად გამოკითხვის დროს გამომძიებელთან არ განუცხადებია მისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შესახებ, არც თავად წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, თავადაც არ მიუკითხავს სამედიცინო დაწესებულებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით. მისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი არ დასტურდება არც შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, როგორც ბრალდებულმა განაცხადა რამდენჯერმე სასამართლო სხდომაზე, მას თავი გაუტყდა და დღემდე ეტყობა ნაიარევი, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისი სისხლის კვალი არ აღმოჩენილა. ამდენად მის მიერ დასკვნით სიტყვაში წარმოდგენილი ფაქტები ვერ უპირისპირდება საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, ს----- მ--------ას, შ------ ვ--–----ს ჩვენებებს და რ---–-- მ--------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით, 2017 წლის 14 ნოემბერს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და მოწმეების, გამომძიებლის ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნებით და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ს----- მ--------ას და რ---–-- მ--------ის მიმართ მ-----–-- ი------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის რეალურობა, რაც საკმარისია ბრალდებულის მ-----–-- ი-------------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ მ-----–-- ი-------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტები პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.

ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარია-- წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზია--, შეურიგდეს დაზარალებულს.

4.2. ბრალდებულ მ-----–-- ი-------------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტები - ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №-/4/592 გადაწყვეტილება, § 52).

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მ-----–-- ი-------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,გ“ ქვეპუნქტები გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300(სამასი) საათის ხანგრძლივობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

მ-----–-- ი-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება

 

_ ს----- მ--------ას ტანსაცმელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

_ ს----- მ--------ას სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლის ლაქა, მინის ნამტვრევი, კედლის საათის ნამტვრევი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----–-- ი-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300(სამასი) საათის ხანგრძლივობით.

 

2. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3. მსჯავრდებულს განემარტოს, რომ სასჯელის აღსრულების ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

4. მ-----–-- ი-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება

 

_ ს----- მ--------ას ტანსაცმელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.

 

_ ს----- მ--------ას სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლის ლაქა, მინის ნამტვრევი, კედლის საათის ნამტვრევი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი