განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2019
საქმის ნომერი
820100118002775272
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1
თარიღი
08.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002775272

№1-335/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ქართველიშვილი

 

პროკურორი - ა---- მ------ია

 

ბრალდებული - ტ-------- მ--–--ე

ადვოკატი - ნ-------- მ---–--ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173121118003 საქმე

 

ბრალდებულ ტ-------- მ--–--ის მიმართ,მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 27.07.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო,ხულო

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: სა–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფ------------–--–----------------------–------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და,,ბ“ ქვეპუნქტები

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 25 ოქტომბერს, ქ.ბათუმში, ლ--------------------------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ტ-------- მ--–--ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების მ----- ჰ--–--–-ს, ე-- ჰ--–--–-სა და მ-------–-- მ--–--ის თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით თავის ორსულ მეუღლეს ს-----–--- ო–-----ას ესროლა სკამი, რომელიც მოხვდა მუცელში, ძალადობის შედეგად ს-----–--- ო–-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულის შემდეგ ტ-------- მ--–--ემ წინასწარ შეცნობით არასრულწლოვან მ----- ჰ--–--–ს სახისა და ზურგის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობის შედეგად მ----- ჰ--–--–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 10 ნოემბერს, ქ. ბათუმში, ფ------------–--–----------------- -ში, ე.წ. ,,ოც-------------–---ში“ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ტ-------- მ--–--ემ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილის მ----- ჰ--–--–-ს თანდასწრებით, წინასწარი შეცნობით თავის ორსულ მეუღლეს ს-----–--- ო–-----ას ესროლა მობილური ტელეფონი, რომელიც მოხვდა მუცელში, ძალადობის შედეგად ს-----–--- ო–-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულის შემდეგ ტ-------- მ--–--ე აპირებდა ძალადობის გაგრძელებას თავისი ორსული მეუღლის მიმართ, რა დროსაც არასრულწლოვანი მ----- ჰ--–--–- გადაეფარა დედას, რა დროსაც ტ-------- მ--–--ემ სახეში დაარტყა ხელი მ----- ჰ--–--–ს, ძალადობის შედეგად მ----- ჰ--–--–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ტ-------- მ--–--ე თანაცხოვრების პერიოდში, წლების განმავლობაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის ორსულ მეუღლეს ს-----–--- ო–-----ას აყენებდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა და აშანტაჟებდა მას, რამაც გამოიწვია ს-----–--- ო–-----ას ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნისა და ორსული ქალის მიმართ, არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი).

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა, ჩადენილი წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრუწლოვნის თანდასწრებით.

 

4.ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნე-- ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6.სსიპ ლე--ნ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 ნოემბრის №007921818 დასკვნით, ტ-------- მ--–--ის ქმედებებიდან გამომდინარე ს-----–--- ო–-----ამ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას რომელმაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. ტ-------- მ--–--ის ქმედებებს შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა ს-----–--- ო–-----ას ცნობიერებაზე და საქმიანობაზე.

 

7.სსიპ ლე--ნ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 დეკემბრის №008642518 დასკვნით პირადი შემოწმების მონაცემებით მ----- ჰ--–--–ს აღენიშნებოდა ნაჭდევები სახის და ზურგის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

8. დაზარალებულ ს-----–--- ო–-----ას ჩვენების თანახმად, მეუღლე, ტ-------- მ--–--ე, მას სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

9. დაზარალებულ მ----- ჰ--–--–-ს ჩვენების თანახმად, მამამ, ტ-------- მ--–--ემ, მას მიააყენა ფიზიკური ტკივილი.

 

10.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

11. ტ-------- მ--–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ადასტურებს ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მოწმეების მარიამ აბულაძის, ტ-------- მ--–--ის ჩვენებები; შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი.

 

12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ტ-------- მ--–--ემ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნისა და ორსული ქალის მიმართ, არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი). ასევე, ტ-------- მ--–--ემ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა, ჩადენილი წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრუწლოვნის თანდასწრებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13. სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ-------- მ--–--ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნისა და ორსული ქალის მიმართ, არასრუწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმარ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

 

ასევე, ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტანჯვა, ჩადენილი წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრუწლოვნის თანდასწრებით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

14. ტ-------- მ--–--ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გაჩნია

 

15. ტ-------- მ--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ-------- მ--–--ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საგამოძიებო მოქმედებაზე განაცხადა თანხმობა, სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცე--ს და რაც არ იქნება მკაცრი და უსამართლო, რაც სასამართლოს აზრით უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და მის საზოგადოებაში ინტეგრაციას აღნიშნული მიდგომა სრულ თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, სასამართლომ საქმეზე Olsson v. Sweden სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.“

 

პირობითი მსჯავრის გამოყენებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია stogmuller-ის (1969 წლის 10 ნოემბერი) და schiesser-ის (1979 წლის 04 დეკემბერი) საქმეები, რომლის შესაბამისად პირობით გათავისუფლება აუცილებელია, მაშინ როდესაც საჭირო არ არის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

17. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად ტ-------- მ--–--ეს უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 02 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, შეამცირებს ტ-------- მ--–--ის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ტ-------- მ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად ტ-------- მ--–--ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.

 

2.გაუქმდეს ტ-------- მ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

3. ტ-------- მ--–--ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვე--ში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 ნოემბრიდან 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

 

4. საქმეზე დართული ერთი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი