გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2018
საქმის ნომერი
100210018002622476
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210018002622476

#2/335 -2018 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

ს----------–--- სახელით

31.12.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს. ,,ს----------–--------- “

წარმომადგენელი: ჯ---- ტ--–----ე

მოპასუხეები: დ----- ხ----–--ე, ნ-----–- ბ-----ე, ვ------- ი-------ე

 

დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - ს.ს. “ს----------–--------- “-ს (2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - დ----- ხ----–--ის (პ/ნ 5----------), ნ-----–- ბ-----ის (5----------) და ვ------- ი-------ის (პ/ნ 5----------) მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

 

მოსარჩლე განმარტავს, რომ წინამდებარე სარჩელის არსი მდგომარეობს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში. კონკრეტულად ეს არის საბ---ო დავალიანება, რომელიც ს.ს “ ს----------–--------- “-ს მიმართ გააჩნია მოპასუხეებს.

 

მოსარჩელე ითხოვს დ----- ხ----–--ეს ს.ს „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 23450.63 ლარის, 165.90 აშშ. დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 716.35 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე ს.ს „ს----------–---------“ ასევე ითხოვს დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნას იპოთეკით დატვირთული ნ-----–- ბ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ი-------, ს.კ. 3-.1-.3-.1--. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსრულება მიქცეულ იქნას დ----- ხ----–--ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ.

 

მოსარჩელე ითხოვს დ----- ხ----–--ეს და ვ------- ი-------ეს სოლიდარულად ს.ს. „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 16 882.03 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 506.46 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე ითხოვს დ----- ხ----–--ეს ს.ს. „ს----------–---------“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2749.21 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 82.48 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებს დ----- ხ----–--ეს, ნ-----–- ბ-----ეს, ვ------- ი-------ეს არ წარმოუდგენიათ შესაგებელი, თუმცა საქმის განხილვის დროს მოსამზადებელ სხდომაზე სს” ს----------–--------- ”-ს სარჩელს ცნობენ ნაწილობრივ, კერძოდ № 2203027 სესხზე დ----- ხ----–--ე ცნობს ძირ თანხას - 6 541.86 ლარს, სარგებელს - 2 106.56 ლარს, პირგასამტეხლოს - 600 ლარს, საკომისიოს -140 ლარს;

№ 2203028 ქონების დაზღვევის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანებას დ----- ხ----–--ე ცნობს 165.90 აშშ. დოლარს.

№ 2470625 სესხზე დ----- ხ----–--ე და ვ------- ი-------ე ცნობს ძირ თანხას - 3 525.28 ლარს, სარგებელს - 1 084.44 ლარს, პირგასამტეხლოს - 360 ლარს და 69 თეთრს, საკომისიოს - 69 ლარს.

№ 3407024 საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანებას დ----- ხ----–--ე ცნობს ძირ თანხას - 561.09 ლარს, სარგებელს - 298.95 ლარს, პირგასამტეხლოს - 60 ლარს.

№ 2479446 სესხზე დ----- ხ----–--ე ცნობს ძირ თანხას- 150 ლარს, საკომისიოს - 432.18 ლარს

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია რომ 2014 წლის 25 სექტემბერს ს.ს “ ს----------–--- ბ---სა“ და დ----- ხ----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №2042346, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 7 800 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური სარგებელი სესხზე შეადგენდა - 13.4%-ს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის - 0.5%-ს. (სესხის №2203027)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება №657888 (ს.ფ.16-23).

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 04 ოქტომბერს სს „ს----------–--- ბ---“-სა და დ----- ხ----–--ეს შორის გაფორმდა იპოთეკით დატვირთული ქონების დაზღვევის შესახებ შეთანხმება დანართი № 2042346-2203028. (სესხი№ 2203028)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზღვევის შესახებ შეთანხმება (ს.ფ.24-27).

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 25 სექტემბერს სს „ს----------–--- ბ---სა“ და ნ-----–- ბ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება № 2042346-01, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–- ბ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ი-------, ს.კ. 3-.1-.3-.1--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.28-39)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.40-41)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 24 თებერვალს სს “ ს----------–--- ბ---სა“ და დ----- ხ----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება № 2540607, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 4 330 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური სარგებელი სესხზე შეადგენდა - 12.8%-ს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის - 0.5%-ს. (სესხი№ 2470625)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება 2540607 (ს.ფ.42-49).

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.5. დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 24 თებერვალს სს „ს----------–--- ბ---სა“ და ვ------- ი-------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება № 2540607-01, რომლითაც თავდებმა პირმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა დ----- ხ----–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება № 2540607-01 (ს.ფ. 49-56).

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.6. დადგენილია, რომ მოპასუხე დ----- ხ----–--ე ასევე სარგებლობდა სს “ს----------–---------“-ს მიერ მის სახელზე გაცემული საკრედიტო ბარათით (სესხი №3407028).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ბარათის დოკუმენტაცია (ს.ფ. 57-60)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 02 მარტს ს.ს. “ს----------–---------“-ს მიერ დ----- ხ----–--ეზე დისტანციური საბ---ო მომსახურების საშუალებებით სამომხმარებლო კრედიტის მიღების შესახებ განაცხადის საფუძველზე გაცემულია სესხი 150 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადიით. (სესხი №2479446)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო განაცხადი (ს.ფ. 61)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 04 სექტემბრის მდგომარეობით სს “ს----------–---------“-ს წინაშე დავალიანება შეადგენს:

1. № 2203027 სესხზე ძირ თანხას - 6 541.86 ლარს, სარგებელს - 2 106.56 ლარს, პირგასამტეხლოს - 14 662.21 ლარს, საკომისიოს -140 ლარს; სულ - 23 450.63 ლარს.

2. № 2203028 ქონების დაზღვევის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 165.90 აშშ. დოლარს.

3. № 2470625 სესხზე ძირ თანხას - 3 525.28 ლარს, სარგებელს - 1 084.44 ლარს, პირგასამტეხლოს - 12 203.31 ლარს, საკომისიოს - 69 ლარს. სულ - 16 882.03 ლარს.

4. № 3407024 საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს ძირ თანხას - 561.09 ლარს, სარგებელს - 298.95 ლარს, პირგასამტეხლოს - 1 110.19 ლარს. სულ 1 970.23 ლარს.

5. № 2479446 სესხზე ძირ თანხას- 150 ლარს, სარგებელს - 0 ლარს, პირგასამტეხლოს - 196.80 ლარს, საკომისიოს - 432.18 ლარს. სულ - 778.98 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 65)

- - მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო თვლის, რომ დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------), უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 9442,61 (ცხრაათას ოთხასორმოცდაორი და 61 მეასედი) ლარი (საიდანაც 6541,86 ლარი არის ძირი თანხა, 2106,56 ლარი არის პროცენტი, 654,19 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 140 ლარი საკომისიო) (N2203027 ხელშეკრულება).

.საკრედიტო ხელშეკრულების ( N2203027 ხელშეკრულება) დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა იქნას მიქცეული ნ-----–- ბ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი ი-------, ს/კ 3-.1-.3-.1-- . იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისის მოპასუხისათვის ამ ხელშეკრულებების ფარგლებში დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად ან შეუძლებელი იქნება მისი რეალიზაცია, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით გადახდევინება გაგრძელდეს მოპასუხის- დ----- ხ----–--ის საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 165,90 (ასსამოცდახუთი და 9 მეათედი)ა.შ.შ. დოლარი. (N2203028 ხელშეკრულება). დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------) და ვ------- ი-------ეს(პ/ნ.5----------), სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 5038,72 ( ხუთიათასოცდათვრამეტი და 72 მეასედი) ლარი (საიდანაც 3525,28 ლარი არის ძირი თანხა, 1084,44 ლარი არის პროცენტი, 360 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 69 ლარი საკომისიო) (N2470625 ხელშეკრულება).

დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------), უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 920,04 (ცხრაათას ოცი და 04 თეთრი) ლარი (საიდანაც 561,09 ლარი არის ძირი თანხა, 298,95 ლარი არის პროცენტი, 60 ლარი არის პირგასამტეხლო,) (N3407024 ხელშეკრულება).

დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 597,18 (ხუთასოთხმოცდაჩვიდმეტი და 18 თეთრი) ლარი (საიდანაც 150 ლარი არის ძირი თანხა, 432,18 ლარი არის საკომისიო, 15 ლარი არის პირგასამტეხლო,) (N2479446 ხელშეკრულება).დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 867-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით ”.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ” სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი ”.

 

2014 წლის 25 სექტემბერს ს.ს “ ს----------–--- ბ---სა“ და დ----- ხ----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №2042346, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 7 800 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური სარგებელი სესხზე შეადგენდა - 13.4%-ს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის - 0.5%-ს. (სესხის №2203027)

 

2014 წლის 04 ოქტომბერს სს „ს----------–--- ბ---“-სა და დ----- ხ----–--ეს შორის გაფორმდა იპოთეკით დატვირთული ქონების დაზღვევის შესახებ შეთანხმება დანართი № 2042346-2203028. (სესხი№ 2203028)

 

2015 წლის 24 თებერვალს სს “ ს----------–--- ბ---სა“ და დ----- ხ----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება № 2540607, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 4 330 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური სარგებელი სესხზე შეადგენდა - 12.8%-ს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადაგადაცილებული თანხის - 0.5%-ს. (სესხი№ 2470625).

 

კრედიტის უზრუნველსაყოფად 2015 წლის 24 თებერვალს სს „ს----------–--- ბ---სა“ და ვ------- ი-------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება № 2540607-01, რომლითაც თავდებმა პირმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა დ----- ხ----–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

დადგენილია, რომ მოპასუხე დ----- ხ----–--ე ასევე სარგებლობდა სს “ს----------–---------“-ს მიერ მის სახელზე გაცემული საკრედიტო ბარათით (სესხი №3407028).

 

2015 წლის 02 მარტს ს.ს. “ს----------–---------“-ს მიერ დ----- ხ----–--ეზე დისტანციური საბ---ო მომსახურების საშუალებებით სამომხმარებლო კრედიტის მიღების შესახებ განაცხადის საფუძველზე გაცემულია სესხი 150 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადიით. (სესხი №2479446)

 

6.3. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას “. უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.

დ----- ხ----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადაუხდელი ძირი საკომისიო და პროცენტი, კერძოდ 6541,86 ლარი არის ძირი თანხა, 2106,56 ლარი არის პროცენტი, 654,19 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 140 ლარი საკომისიო) (N2203027 ხელშეკრულება).

დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ ძირი 165,90 (ასსამოცდახუთი და 9 მეათედი)ა.შ.შ. დოლარი. (N2203028 ხელშეკრულება). დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------) და ვ------- ი-------ეს(პ/ნ.5----------) სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 3525,28 ლარი არის ძირი თანხა, 1084,44 ლარი არის პროცენტი, ხოლო 69 ლარი საკომისიო) (N2470625 ხელშეკრულება).

დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------), უნდა დაეკისროს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ საიდანაც 561,09 ლარი არის ძირი თანხა, 298,95 ლარი არის პროცენტი, (N3407024 ხელშეკრულება).

დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------) უნდა დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 150 ლარი არის ძირი თანხა, 432,18 ლარი კი საკომისიო, (N2479446 ხელშეკრულება)

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხებოდა დაგვიანებული თანხის სხვადასხვა პროცენტი.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა “ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომელიც სასარჩელო მოთხოვნაში წარმოდგენილია სხვადასხვა პოზიციით, შესაბამისად სასამართლო თვლის რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა ჩამოყალიბდეს მთლიანი თანხის სახით და უნდა მოხდეს მოპასუხე მხარეზე დაკისრება. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის , რომ შემცირდეს პირგასამტეხლო და დ----- ხ----–--ეს დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს 654,19 ლარი პირგასამტეხლო, (N2203027 ხელშეკრულება).

დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------) და ვ------- ი-------ეს(პ/ნ.5----------), სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 360 ლარი არის პირგასამტეხლო, (N2470625 ხელშეკრულება).

დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 60 ლარი არის პირგასამტეხლო,) (N3407024 ხელშეკრულება).

დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 15 ლარი პირგასამტეხლო,) (N2479446 ხელშეკრულება).

 

6.8.ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 286-ე-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). (

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის შესაბამისად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

კრედიტის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 25 სექტემბერს სს „ს----------–--- ბ---სა“ და ნ-----–- ბ-----ეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება № 2042346-01, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–- ბ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ი-------, ს.კ. 3-.1-.3-.1--. ამასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოპასუხისათვის ამ ხელშეკრულებების ფარგლებში დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად ან შეუძლებელი იქნება მისი რეალიზაცია, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით გადახდევინება გაგრძელდეს მოპასუხის- დ----- ხ----–--ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან. ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.

ამდენად საკრედიტო ხელშეკრულების ( N2203027 ხელშეკრულება) დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა იქნას მიქცეული ნ-----–- ბ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი ი-------, ს/კ 3-.1-.3-.1-- . იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისის მოპასუხისათვის ამ ხელშეკრულებების ფარგლებში დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად ან შეუძლებელი იქნება მისი რეალიზაცია, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით გადახდევინება უნდა გაგრძელდეს მოპასუხის- დ----- ხ----–--ის საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

 

6.10.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

7.3.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ამასთან მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ნაწილობრივ მოსამზადებელ სხდომაზე, შესაბამისად აღნიშნული გარემოებები გათვალისწინებული უნდა იქნას ხარჯების დაკისრებისას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ს.ს. ,,ს----------–---------“-ს (ს/კ2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 9442,61 (ცხრაათას ოთხასორმოცდაორი და 61 მეასედი) ლარი (საიდანაც 6541,86 ლარი არის ძირი თანხა, 2106,56 ლარი არის პროცენტი, 654,19 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 140 ლარი საკომისიო) (N2203027 ხელშეკრულება).

1.2.საკრედიტო ხელშეკრულების ( N2203027 ხელშეკრულება) დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ იქნას მიქცეული ნ-----–- ბ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი ი-------, ს/კ 3-.1-.3-.1-- . იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისის მოპასუხისათვის ამ ხელშეკრულებების ფარგლებში დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად ან შეუძლებელი იქნება მისი რეალიზაცია, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით გადახდევინება გაგრძელდეს მოპასუხის- დ----- ხ----–--ის საკუთრებაში არსებული ქონებიდან.

1.3.დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 165,90 (ასსამოცდახუთი და 9 მეათედი)ა.შ.შ. დოლარი. (N2203028 ხელშეკრულება).

1.4.დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------) და ვ------- ი-------ეს(პ/ნ.5----------), სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 5038,72 ( ხუთიათასოცდათვრამეტი და 72 მეასედი) ლარი (საიდანაც 3525,28 ლარი არის ძირი თანხა, 1084,44 ლარი არის პროცენტი, 360 ლარი არის პირგასამტეხლო, ხოლო 69 ლარი საკომისიო) (N2470625 ხელშეკრულება).

1.5.დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 920,04 (ცხრაათას ოცი და 04 თეთრი) ლარი (საიდანაც 561,09 ლარი არის ძირი თანხა, 298,95 ლარი არის პროცენტი, 60 ლარი არის პირგასამტეხლო,) (N3407024 ხელშეკრულება).

1.5.დ----- ხ----–--ეს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 597,18 (ხუთასოთხმოცდაჩვიდმეტი და თვრამეტი მეასედი) ლარი (საიდანაც 150 ლარი არის ძირი თანხა, 432,18 ლარი არის საკომისიო, 15 ლარი არის პირგასამტეხლო,) (N2479446 ხელშეკრულება).

 

1.6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სს. ,,ს----------–--- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ს----------–--------- საგადასახადო დავალება N918 გადახდის თარიღი: 04.09.2018 წელი. მიმღების დასახელება ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიში 300223150; გადამხდელი ს.ს. ს----------–--------- ს/კ 2--------; თანხა - 1305.29 ლარი;) სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს 490 (ოთხასოთხმოცდაათი) ლარი და 71(სამოცდაცთერთმეტი) თეთრი.

 

3. დ----- ხ----–--ეს დაეკისროს ს.ს. ,,ს----------–---------“-ს სასარგებლოდ 2 ლარის და 08 თეთრის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი