გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240-101-8---------
(3/47-2018)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.01.2019წ. ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - სა---------–-----------–---------------ო
წარმომადგენელი - ჯე---–------------–ი
მოპასუხე - ბე-----–--–--ა
წარმომადგენელი - თო-----------–---–--ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ბე-----–--–--ას სა---------–-----------–---------------ოს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხა 3000 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგს: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 1-.0-.2016 წლის N1--- ბრძანებით, ბე-----–--–--ა გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში, დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნების და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რე-------ად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რი----ი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 1- მა-----დან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 0-.1-.2008 წლის N6-- ბრძანებით, 2016 წლის 1- მარტს, ბე-----–--–--ასა და სა---------–-----------–---------------ოს შორის გაფორმდა N1------ კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 27.05.2016 წლის N3--- ბრძანებით, ბე-----–--–--ა დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2--ე ქ-------------–----ის 2 ქვეითი ასეულის მესამე ქვეითი ოცეულის, პი-----–---------–----------–----–-–--–ე ჯგ-----------------------–---–ად 2016 წლის 27 მაისიდან გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი მომზადების (BCT) კურსის რე-------ის თანამდებობიდან. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.12.2016 წლის N7--- ბრძანებით, ბე-----–--–--ა დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2--ე ქ-------------–----ის 2 მსუბუქი ქვეითი ასეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ოცეულის, პირველი მსუბუქი ათეულის პირველი სა–-–--–-------------------–--–ად, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2--ე ქ-------------–----ის 2 ქვეითი ასეულის მესამე ქვეითი ოცეულის, პი-----–---------–----------–----–-–--–ე ჯგუფის ყუ-------------–-ლის თანამდებობიდან. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 27.12.2017 წლის N8--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2--ე ქ-------------–----ის 2 ქვეითი ასეულის მესამე ქვეითი ოცეულის, პი-----–---------–----------–----–-–--–ე ჯგუფის მსროლელი, პირველი კლასის რი----ი ბე-----–--–--ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2018 წლის 1 იანვრიდან. ბე-----–--–--ას გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი. კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, სამხედრო მოსამსახურეს ეკისრება ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ დღემდე გადაუხდელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს ბე-----–--–--ას სა---------–-----------–---------------ოს (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს ჯარიმის თანხა 3000 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 და 251 მუხლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე მუხლებსა და 1-.0-.2016 წლის N1------ კონტრაქტის 7.3. პუნქტებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე ბე-----–--–--ას წარმომადგენელმა თო-----------–---–--ამ მოითხოვა სასარჩელო თანხის ოდენობის შემცირება და გრაფიკის შედგენა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბე-----–--–--ა იყო ჯარისკაცი და ორი წელი იმსახურა შეიარაღებულ ძალებში, მით უფრო რომ პირადი განცხადების საფუძველზეა წამოსული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები მიცემულ საქმეზე არ გამოვლენილა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირადი შემადგენლობისადმი საქართველოს შეიარაღებული ძალებში გაწვევის, თანამდებობაზე დანიშვნის, სამხედრო წოდების მინიჭების და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის შესახებ 1-/0-/2016 წლის MOD 3---------- ბრძანებით, საქართველოს მთავრობის 201- წლის 18 მა-----ს N2-8 დადგენილებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თანახმად, ბექა თემურის ძე აბშილავა გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროსის სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რე-------ად (საშტატო კატეგორია 1 კლასის რი----ი) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რი----ი“ და ჩაირიცხა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე 2016 წლის 1- მა-----დან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალებში გაწვევის, თანამდებობაზე დანიშვნის, სამხედრო წოდების მინიჭების და საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის შესახებ 1-/0-/2016 წლის MOD 3---------- ბრძანება.
3.2.2. 2016 წლის 1- მარტს ბე-----–--–--ასა და სა---------–-----------–---------------ოს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 0-.1-.2018 წლის N6-- ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი N1------ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კონტრაქტი N1------
3.2.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 27.05.2016 წლის N3--- ბრძანებით, ბე-----–--–--ა დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2--ე ქ-------------–----ის 2 ქვეითი ასეულის მესამე ქვეითი ოცეულის, პი-----–---------–----------–----–-–--–ე ჯგ-----------------------–---–ად 2016 წლის 27 მაისიდან გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი მომზადების (BCT) კურსის რე-------ის თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 27.05.2016 წლის N3--- ბრძანება.
3.2.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.12.2016 წლის N7--- ბრძანებით, ბე-----–--–--ა დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2--ე ქ-------------–----ის 2 მსუბუქი ქვეითი ასეულის მესამე მსუბუქი ქვეითი ოცეულის, პირველი მსუბუქი ათეულის პირველი სა–-–--–-------------------–--–ად, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2--ე ქ-------------–----ის 2 ქვეითი ასეულის მესამე ქვეითი ოცეულის, პი-----–---------–----------–----–-–--–ე ჯგუფის ყუ-------------–-ლის თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 19.12.2106 წლის N7--- ბრძანება.
3.2.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 27.12.2017 წლის N8--- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2--ე ქ-------------–----ის 2 ქვეითი ასეულის მესამე ქვეითი ოცეულის, პი-----–---------–----------–----–-–--–ე ჯგუფის მსროლელი, პირველი კლასის რი----ი ბე-----–--–--ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2018 წლის 1 იანვრიდან. ბე-----–--–--ას გათავისუფლებას საფუძვლადა დაედო პირადი პატაკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 27.12.2017 წლის N8--- ბრძანება და N8--- პატაკი.
3.2.6. 1-.0-.2016 წლის N1------ კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულია იმსახუროს ამ კონტრაქტი მოქმედების ვადის განმავლობაში. ამ მუხლის 3.2. პუნქტში მითითებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ და წინასწარ, კონტრაქტზე ხელმოწერით გამოთქვამს გამოუთხოვად თანხმობას, სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) დამთავრების შემდეგ, კონტრაქტის ვადის გაგრძელების თაობაზე. სამსახურის ვადა აითვლება საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ბრძანებით მისი ჩარიცხვის დღიდან, რაც იმავდროულად ითვლება ამ კონტრაქტის ძალაში შესვლის თარიღად. ამავე კონტრაქტის 3.2. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის საფუძველზე მსახურების ვადა შეადგენს 4 (ოთხ) წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კონტრაქტი N1------
3.2.7. N1------ კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3. პუნქტის ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3000 (სამი ათასი) ლარი. ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას სადავო არ გახდება ამ მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა წარმოიშვება მის ირგვლივ.
იმავე მუხლის 7.4.1 და 7.4.3. ქვეპუნქტების მიხედვით, 7.3. პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება კონტრაქტის მე-9 მუხლის 9.1.1., 9.1.4., 9.1.5., 9.1.7. და 9.3.1., 9.3.2. და 9.3.3. პუნქტებით ვადამდე კონტრაქტის შეწყვეტისას;
კონტრაქტის 9.1.7. და 9.3.3. პუნქტების თანახმად, კონტრაქტი შეიძლება, ვადამდე შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით პირადი განცხადებით (პატაკით), როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა); მხარეთა შეთანხმებით, ,,სამხედრო მოსამსახურის" დათხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად ითვლება ,,სამხედრო მოსამსახურის" სურვილით საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული იმ მიზეზებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევს ,,სამხედრო მოსამსახურის" ვადამდე დათხოვნას მხარეთა შეთანხმებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კონტრაქტი N1------
3.2.8. ბე-----–--–--ას საქართველოს შეიარაღებული ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 1 წელს, 9 თვესა და 17 დღეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კონტრაქტი N1------, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 27.12.2017 წლის N8--- ბრძანება და N8--- პატაკი.
3.2.9. კონტრაქტის 8.4. პუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, ,,სამხედრო მოსამსახურეს“ ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში, ,,სამხედრო მოსამსახურის“ წინააღმდეგ აღძრული დავების განხილვის განსაკუთრებული განსჯადობა თავდაცვის სამინისტროს არჩევანის მიხედვით გააჩნია იმ სასამართლოს, რომელიც იმყოფება ,,სამხედრო მოსამსახურის“ ბოლო სამსახურის ადგილის (სამხედრო ნაწილის ადგილსამყოფელის) მიხედვით. ბე-----–--–--ას სამსახურის ადგილი მდებარეობს ქ. სენაკში, სარჩელი განსახილველად ექვემდებარება ქ. სენაკის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 27.12.2017 წლის N8--- ბრძანება და N8--- პატაკი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონტრაქტი დაირღვა მოპასუხის ბრალით, რაც იძლევა მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, სა---------–-----------–---------------ოსა და მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის 2016 წლის 1- თებერვლის N1------ კონტრაქტის დარღვევის შედეგად წარმოშობილი ჯარიმის ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით. სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, სა---------–-----------–---------------ოს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ, ამ შემთხვევაში სა---------–-----------–---------------ო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, სა---------–-----------–---------------ოსა და მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის № 6-- ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" კონტრაქტიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა სამხედრო მოსამსახურეებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში დასადგენია დაარღვია თუ არა ბე-----–--–--ამ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის ჯარიმის დაკისრებას;
დადგენილია, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს ბე-----–--–--ამ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ აქვს სურვილი, გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტრაქტო სამსახური, ითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნა პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით - კონკრეტულად, პირადი პრობლემების გამო, კერძოდ, ოჯახით გერმანიაში გადასვლის გამო არ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება; (იხილეთ სარჩელი, ს/ფ 27); სწორედ აღნიშნული პატაკის საფუძველზე ბე-----–--–--ა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2----–-–---------------ის ბრძანებით კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო (პირადი პატაკით) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.
ეს აქტი მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა; ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე და ბე-----–--–--ასთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლზე მითითებით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე (საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში ვადამდე დათხოვნა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას). ამდენად, ბე-----–--–--ასთან მიმართებაში კონტრაქტის 9.1.7. პუნქტით გათვალისწინებულ ისეთ შემთხვევას, რაც არ იწვევს ჯარიმის გადახდის ვალდებულებას, ადგილი არ აქვს;
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხესთან კონტრაქტი შეწყდა პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 7.3. პუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
ჯარიმის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, ხოლო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 3 000 ლარი - ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში არის გონივრული.
სასამართლო განმარტავს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
აღსანიშნავია, რომ ბე-----–--–--ას შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე კი მორიგებაზე იშუამდგომლა, თუმცა მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 3 000 ლარით განსაზღვრა კანონშესაბამისია, რითაც მოპასუხესთან მიმართებაში დაცულია როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რაც უნდა იყოს არანაკლებ 50 ლარისა.
მოცემულ შემთხვევაში, 3 000 ლარის 3%-ი 90 ლარია, თუმცა დასახელებული კოდექსის 38-39-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-9, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს სა---------–-----------–---------------ოს სარჩელი მოპასუხე ბე-----–--–--ას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხე ბე-----–--–--ას (პ/ნ 2----------) სა---------–-----------–---------------ოს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის – 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე ბე-----–--–--ას (პ/ნ 2----------) სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ( ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 1- დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) სენაკის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. 247) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე