გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
120210018002701360
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სხვა სახის დავები
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2-820-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018წელი ქ.ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი ლანა ლონდარიძე

მოსარჩელე - გ-------------------ე (მონაწილეობის გარეშე)

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ-------------------–---–ი

მოპასუხე - თ---------------ე

მოპასუხის წარმომადგენელი - მ------------–---–ი

დავის საგანი: ალიმენტის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხა შემცირდეს და მოპასუხის სასარგებლოდ თავისი შვილის ა-----------------ის რჩენისთვის დაეკისროს ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით;

მოსარჩელის განმარტებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე თ---------------ის სასარგებლოდ მათი არასრულწლოვანი შვილის ა-----------------ის აღზრდისათვის დაეკისრა თვეში 200 ლარის გადახდა. 2018 წლის 7 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ს-----–------------–---თან, რომელთანაც ქორწინების პერიოდში, 2018 წლის 04-------------, შეეძინა გ-------------------ე, რომლის მიმართაც ისეთივე ვალდებულება გააჩნია, როგორიც ა-----------------ის მიმართ, ამასთან ითხოვს სასამართლომ გაითვალისწინოს, რომ ახალდაბადებული გ-------------------ე დაჰყავს ექიმებთან სხვადასხვა გამოკვლევებზე, რაც დაკავშირებულია ასევე ხარჯებთან, გაეზარდა ხარჯი და გაუარესდა მისი ეკონომიური მდგომარეობა, ამას დაემატა ისიც რომ, ნაქირავები ბინის პატრონმა, გაუძვირა გადასახადი და ნაცვლად აქამდე არსებული 250 ლარისა, ბინის ქირის თანხას იხდის თვეში 300 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხა შეუმციროს და მოპასუხის სასარგებლოდ მისი შვილის ა-----------------ის რჩენისთვის დაუწესოს ალიმენტი თვეში 100 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე თ---------------ემ და მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა, მას აქვს სტაბილური შემოსავალი, ხოლო ის ფაქტი, რომ მას მეორე შვილი შეეძინა არ წამოადგენს ალიმენტის შემცირების საფუძველს, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. თუ მაინც სასამართლო ჩათვლის რომ ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს, მოსასუხის მითითებით მისი შემცირება 100 ლარამდე არის დაუსაბუთებელი, შესაძლებელია გამოეთქვა თანხმობა ალიმენტის ოდენობის 170 ლარამდე შემცირებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. გ-------------------ეს და თ---------------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2014 წლის 7 მაისს დაბადებული ა-----------------ე

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა-----------------ის დაბადების მოწმობა;

 

3.1.2. არასრულწლოვანი ა-----------------ე ცხოვრობს დედასთან თ---------------ესთან ერთად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის N 2411004-2/3---18წ გადაწყვეტილებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის N 1103041-2/4---15წ გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდა 50 ლარით საბოლოოდ გ-------------------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის ა-----------------ის სასარგებლოდ, მისი სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე დაეკისრა ალიმენტის 200 ლარის ყოველთვიურად გადახდა-2018 წლის 3 მაისიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის N 2411004-2/3---18წ გადაწყვეტილება;

 

3.1.4. გ-------------------ე ამჟამადაც მუშაობს სს ,,ი---------------–------ში’’ ახალციხის ტერიტორიული კოორდინატორის პოზიციაზე. გ-------------------ის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 800 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის N 2411004-2/3---18წ გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა გ-------------------ის ხელფასის შესახებ;.

 

3.1.5. გ-------------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ს-----–------------–---ასთან. გ-------------------ეს და ს-----–------------–---ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი-2018 წლის 4------------- დაბადებული გ-------------------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის იგი მუშაობს სს ,,ი---------------–------ში’’ ახალციხის ტერიტორიული კოორდინატორის პოზიციაზე და გ-------------------ის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 800 ლარს. გ-------------------ეს და ს-----–------------–---ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2018 წლის 4------------- დაბადებული გ-------------------ე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს აკისრია ვალდებულება დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ემყარება მისი სასარჩელო მოთხოვნა. საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, მოსარჩელის მითითება, რომ მას ბინის ქირის თანხა გაუზარდა ბინის გამქირავებელმა არ დაადასტურა თავად ბინის მეპატრონემ და მიუთითა, რომ მხოლოდ მცირედით გაეზარდათ კომუნალური გადასახადი შვილის შეძენის შემდეგ. ამასთან, ფაქტია, რომ გ-------------------ეს შეეძინა შვილი მეორე ქორწინების განმავლობაში და ა-----------------ის რჩენისათვის დაკისრებული ალიმენტის გაზრდის შემდეგ, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ნაწილობრივ უნდა შემცირდეს.

 

მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტებები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1221-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის N 2411004-2/3---18წ გადაწყვეტილებით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის N 1103041-2/4---15წ გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდა 50 ლარით საბოლოოდ გ-------------------ეს მისი არასრულწლოვანი შვილის ა-----------------ის სასარგებლოდ, მისი სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე დაეკისრა ალიმენტის 200 ლარის ყოველთვიურად გადახდა-2018 წლის 3 მაისიდან. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ-------------------ე ალიმენტის ოდენობის გაზრდის მომენტისთვისაც და ახლაც მუშაობს სს ,,ი---------------–------ში’’ ახალციხის ტერიტორიული კოორდინატორის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენს 800 ლარს, მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ვინაიდან, ს-----–------------–---ასთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ერთი შვილი- 2018 წლის 4------------- დაბადებული გ-------------------ე. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ალიმენტის ოდენობის შემცირების სამართლებრივ საფუძველს. თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომისუნარიანია, ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია და შრომისუნარიანმა მშობელმა, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გ-------------------ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 170 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ ფაქტიურად ცნო მოთხოვნა დაკმაყოფილებულ ნაწილში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის N 2411004-2/3---18წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 200 ლარი შემცირდეს 30 ლარით და საბოლოოდ გ-------------------ის არასრულწლოვანი შვილის ა-----------------ის რჩენისათვის მისი სრულწლოვნების მიღწევამდე, თ---------------ის სასარგებლოდ, დაეკისროს ყოველთვიურად თანხა 170 ლარის ოდენობით სარჩელის წარმოდგენის დღიდან 2018 წლის 31 ოქტომბრიდან.

3. გ-------------------ის მიერ გადახდილი ბაჟი 50 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი