გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
330210018002482024
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2/16744-18

25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე სს ,,პრ----------------ი“

წარმომადგენლები: მა-----------–---–ი, თე---------–---–ი

მოპასუხეები: წარმომადგენელი შპს ,,გა-–------------ლ", შპს ,,ჯ---", შპს ,,K--", კო--------–-ა, ნი---–-------ა კო--------–-ა

დავის საგანი წილის მფლობელად აღრიცხვა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ასთვის მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 275 417,74 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხეების შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ასთვის მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 48 083,84 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხეების შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ასთვის მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 3 618,13 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.4. მოპასუხეების შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ასთვის მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 139 449,19 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.5. გადაწყვეტილებით მოპასუხეებისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით შპს ,,გა-–------------ლის" საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების - მდებარე: თბილისი, გ---–-–---–-----------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0--------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; 1.6. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე; 1.7. სამეწარმეო რეესტრში ნი---–-------ას (პირადი ნომერი #2----------) შპს ,,გა-–------------ლის" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) და შპს ,,K--"-ს (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) 100%-იანი წილის მესაკუთრედ აღრიცხვა. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სასარჩელო მოთხოვნები 1.1.-1.6. 2016 წლის 07 მარტს, სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,გა-–------------ლს" შორის გაფორმდა #7------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 500 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 360 თვე, საპროცენტო სარგებლის ოდენობა - წლიური 36%. სს ,,პრ----------------ს" და შპს ,,გა-–------------ლს" შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: 1) 2016 წლის 07 მარტს, სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,გა-–------------ლს" შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,გა-–------------ლის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე: თბილისი, გ---–-–---–-----------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0--------------; 2) 2016 წლის 07 მარტს, სს ,,პრ----------------ს” და შპს ,,ჯ---ს" შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება; 3) 2016 წლის 07 მარტს, სს ,,პრ----------------ს” და შპს ,,K--"-ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება; 4) 2016 წლის 27 ოქტომბერს, სს ,,პრ----------------ს” და კო--------–-ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. 2016 წლის 07 მარტს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 2.8. პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება. 2016 წლის 27 ოქტომბერს, სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,გა-–------------ლს" შორის, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა #7------ შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 275 417,74 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 11%-ს დარიცხვით, 120 თვის ვადით, პირგასამტეხლო კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის თანხა მიმართული იქნა სს ,,პრ----------------ის" მიმართ შპს ,,გა-–------------ლის" დავალიანების დასაფარად, რომელიც მსესხებელს გააჩნდა ბანკთან მანამდე დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სს ,,პრ----------------მა“ მოპასუხეებს გაუგზავნა წერილები, რომლითაც დაუნიშნა დამატებით ვადა არსებული დავალიანების დასაფარად, თუმცა უშედეგოდ. მსესხებლის მიერ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელემ დაკარგა შემოსავალი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ დაარღვევდა ვალდებულებას, მოსარჩელე სარჩელის აღძვრიდან საკრედიტო ურთიერთობის ბოლომდე მიიღებდა საპროცენტო სარგებელს 139 449,19 აშშ დოლარის ოდენობით. 2018 წლის 06 ივნისის მდგომარეობით, შპს ,,გა-–------------ლის" დავალიანება სს ,,პრ----------------ის” მიმართ 2016 წლის 27 ოქტომბრის #7------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 466 568,9 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 275 417,75 აშშ დოლარი, სარჩელის შეტანის დროისთვის დარიცხული პროცენტი - 48 083,84 აშშ დოლარი, 90 დღის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლო - 3 618,13 აშშ დოლარი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - 139 449,19 აშშ დოლარი. სასარჩელო მოთხოვნა 1.7. 2016 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა შპს ,,გა-–------------ლის" და შპს ,,K--"-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი - ვ--–--------------. ვ--–--------------ს დანაშთი სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს მის დას - ნი---–-------ას, კერძოდ, მან სანოტარო ბიუროში წარადგინა განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვ--–--------------ს გარდაცვალებიდან გასულია ექვს თვეზე მეტი, ნი---–-------ა თავს არიდებს სამკვიდრო მოწმობის აღებას და შესაბამისად, შპს ,,გა-–------------ლსა" და შპს ,,K--"-ში ვ--–--------------ს კუთვნილი წილის მესაკუთრედ აღრიცხვას. კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, თუმცა იმის გამო, რომ ნი---–-------ა თავს არიდებს სამკვიდრო მოწმობის აღებას და შესაბამისად, შპს ,,გა-–------------ლსა" და შპს ,,K--"-ში ვ--–--------------ს კუთვნილი წილის მესაკუთრედ აღრიცხვას, მოსარჩელე ვერ ახერხებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის და იძულებითი აღსრულების წესით მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვ--–--------------ს მემკვიდრე ცნობილი იქნება შპს ,,გა-–------------ლის" და შპს ,,K--"-ს 100%-იანი წილის მფლობელად და ბანკი შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მოითხოვა: 1) მოპასუხეების შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ასთვის მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ 2016 წლის 27 ოქტომბრის #7------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 275 417,74 აშშ დოლარის, სარჩელის აღძვრის დროისთვის დარიცხული პროცენტის - 48 083,84 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 3 618,13 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით - 139 449,19 აშშ დოლარის, სულ 466 568,9 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 2) მოპასუხეებისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული, შპს ,,გა-–------------ლის" საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების - მდებარე: თბილისი, გ---–-–---–-----------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0--------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად აღსრულების მიქცევა შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე; 3) ნი---–-------ას (პირადი ნომერი #2----------) აღირიცხვა შპს ,,გა-–------------ლის" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) და შპს ,,K--"-ს (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) 100%-იანი წილის მესაკუთრედ; (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 4-11, იხ. 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეები შპს ,,გა-–------------ლი", შპს ,,K--" (შპს ,,გა-–------------ლის" და შპს ,,K--"-ს სახელით შესაგებელი წარმოდგენილი იქნა ნი---–-------ას მიერ) და კო--------–-ა სარჩელს არ ცნობენ. მოპასუხეების შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სს ,,პრ----------------ს" და შპს ,,გა-–------------ლს" შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სს ,,პრ----------------ს" უნდა გაეცა საბანკო კრედიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, სს ,,პრ----------------მა" შპს ,,გა-–------------ლს" მისცა მხოლოდ კრედიტის ნაწილი 275 417,74 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საკრედიტო ლიმიტის დარჩენილი ნაწილის კრედიტის სახით გაცემაზე მსესხებელს ეთქვა უარი. კრედიტის თანხა კომპანიას ესაჭიროებოდა სასტუმროს მშენებლობისთვის, საკრედიტო ლიმიტის დარჩენილი ნაწილის გაცემაზე უარის თქმის გამო კი, კომპანიას მოუწია სხვა გზების ძიება მშენებელობის დასასრულებლად და სასტუმროს მოსაწყობად. ბანკის ასეთმა მოქმედებამ კომპანია ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში. კომპანიის ფუნქციონირებაზე გავლენა მოახდინა ასევე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის და დირექტორის ვ--–--------------ს გარდაცვალებამ. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 133-134, 157-159, იხ. 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) მოპასუხე ნი---–-------ა სარჩელს არ ცნობს. მოპასუხე ნი---–-------ას მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, თუმცა მას არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტაციით დასაბუთებული შედავება სარჩელთან დაკავშირებით. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 117-118, 157-159, იხ. 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი) შპს ,,ჯ---ს" შესაგებელი არ წარმოუდგენია.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 07 მარტს, სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,გა-–------------ლს" შორის გაფორმდა #7------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 500 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 360 თვე, საპროცენტო სარგებლის ოდენობა - წლიური 36%, პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2016 წლის 07 მარტის ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა. სს ,,პრ----------------ს" და შპს ,,გა-–------------ლს" შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: 1) 2016 წლის 07 მარტს, სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,გა-–------------ლს" შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,გა-–------------ლის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, გ---–-–---–-----------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0--------------; 2) 2016 წლის 07 მარტს, სს ,,პრ----------------ს” და შპს ,,ჯ---ს" შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება; 3) 2016 წლის 07 მარტს, სს ,,პრ----------------ს” და შპს ,,K--"-ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება; 4) 2016 წლის 27 ოქტომბერს, სს ,,პრ----------------ს” და კო--------–-ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. 2016 წლის 07 მარტს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 2.8. პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2016 წლის 07 მარტის #7------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 20-21) - 2016 წლის 07 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 27-28) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 30-31) - 2016 წლის 07 მარტის #6------------ სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 32) - 2016 წლის 07 მარტის #6------------ სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 33) - 2016 წლის 27 ოქტომბრის #6------------ სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 34) 3.1.2. 2016 წლის 27 ოქტომბერს, სს ,,პრ----------------ს“ და შპს ,,გა-–------------ლს" შორის, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა #7------ შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 275 417,74 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 11%-ს დარიცხვით, 120 თვის ვადით, პირგასამტეხლო კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული კრედიტის თანხა მიმართული იქნა სს ,,პრ----------------ის" მიმართ შპს ,,გა-–------------ლის" დავალიანების დასაფარად, რომელიც მსესხებელს გააჩნდა ბანკთან მანამდე დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - 2016 წლის 27 ოქტომბრის #7------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 22-26) 3.1.3. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მას კრედიტის დაფარვის მიზნით გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში გადახდა არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. 2018 წლის 06 ივნისის მდგომარეობით, შპს ,,გა-–------------ლის" დავალიანება სს ,,პრ----------------ის” მიმართ 2016 წლის 27 ოქტომბრის #7------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 326 119,72 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 275 417,75 აშშ დოლარი, სარჩელის შეტანის დროისთვის დარიცხულ პროცენტი - 48 083,84 აშშ დოლარი და 90 დღის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლო - 3 618,13 აშშ დოლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სესხის დაფარვის გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 23-26) - ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 49) 3.1.4. შპს ,,გა-–------------ლის" და შპს ,,K--"-ს 100%-იანი წილის მესაკუთრეს და დირექტორს წარმოადგენდა ვ--–--------------. 2016 წლის 27 ოქტომბერს ვ--–-------------- გარდაიცვალა. 2017 წლის 05 იანვარს, ნი---–-------ამ სანოტარო ბიუროში წარადგინა განცხადება ვ--–--------------ს დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 51-52, 53-54) - გარდაცვალების აქტის ჩანაწერი (ტომი 1, ს.ფ. 45) - 2017 წლის 05 იანვრის სანოტარო აქტი (ტომი 1, ს.ფ. 46-48)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,პრ----------------ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 873-ე, 895-ე, 464-ე, 463-ე, 465-ე, 417-ე, 418-ე, 411-ე, 301-ე, 1421-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება (სასარჩელო მოთხოვნები 1.1. და 1.2.) 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს, სს ,,პრ----------------ს" და შპს ,,გა-–------------ლს" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 275 417,74 აშშ დოლარზე. აღნიშნული კრედიტის თანხა მიმართული იქნა სს ,,პრ----------------ის" მიმართ შპს ,,გა-–------------ლის" დავალიანების დასაფარად, რომელიც მსესხებელს გააჩნდა ბანკთან მანამდე დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მოპასუხის მიერ კრედიტით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება წლიური 11%-ს ოდენობით. მსესხებელს სესხის თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა დაეფარა 120 თვის ვადაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. მოპასუხეებს საქმის მომზადების ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა და კრედიტის ვადამდე გამოთხოვის მართლზომიერება. სადავო არ გამხდარა ასევე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა შპს ,,ჯ---მა", შპს ,,K--"-მ და კო--------–-ამ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება 2016 წლის 07 მარტის გენერალური ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ აღემატება თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი შესაგებელი არ გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხები კო--------–-ა და ნი---–-------ა მიუთითებდნენ, რომ სს ,,პრ----------------ს" და შპს ,,გა-–------------ლს" შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სს ,,პრ----------------ს" უნდა გაეცა საბანკო კრედიტი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, სს ,,პრ----------------მა" შპს ,,გა-–------------ლს" მისცა მხოლოდ კრედიტის ნაწილი 160 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საკრედიტო ლიმიტის დარჩენილი ნაწილის კრედიტის სახით გაცემაზე მსესხებელს ეთქვა უარი. კრედიტის თანხა მსესხებელს ესაჭიროებოდა სასტუმროს მშენებლობისთვის, საკრედიტო ლიმიტის დარჩენილი ნაწილის გაცემაზე უარის თქმის გამო კი, კომპანიას მოუწია სხვა გზების ძიება მშენებელობის დასასრულებლად და სასტუმროს მოსაწყობად. ბანკის ასეთმა მოქმედებამ კომპანია ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრებას. 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იყო კრედიტი 275 417,74 აშშ დოლარის ოდენობით და არა 160 000 აშშ დოლარის ოდენობით (როგორც ამას მოპასუხე მიუთითებს). სავარაუდოდ, მოპასუხეების მიერ მითითებული გარემოება ეხებოდა სს ,,პრ----------------ს" და შპს ,,გა-–------------ლს" შორის 2016 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. გარდა ამისა, მოპასუხეს არ მიუთითებია რა სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავდა მიზნად აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე კი, სასამართლო შეზღუდულია როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის ფარგლებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ გასცდება მოსარჩელის მოთხოვნის თუ მოპასუხის შესაგებლის ფარგლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეების შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ასთვის სოლიდარულად 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის 275 417,74 აშშ დოლარის და სარჩელის აღძვრის დროისთვის დარიცხული პროცენტის - 48 083,84 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. (სასარჩელო მოთხოვნა 1.3.) 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეების შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ასთვის 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 3 618,13 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. (სასარჩელო მოთხოვნა 1.4.) 6.3. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხე მხარისათვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. სარჩელის თანახმად, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით მოთხოვნილი თანხა 139 449,19 აშშ დოლარი წარმოადგენს სარჩელის აღძვრიდან ხელშეკრულების ვადის ბოლომდე გადასახდელი პროცენტის ოდენობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. მოცემულ შემთხვევაშიც, მოვალეებს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდა დავალიანების სრულად დაფარვამდე ანუ კრედიტორის კუთვნილი ფულადი სახსრებით სარგებლობამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით ხელშეკრულების ვადის ბოლომდე მისაღები პროცენტის 139 449,19 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეებს შპს ,,გა-–------------ლს", შპს ,,ჯ---ს", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2016 წლის 27 ოქტომბრის #7------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 275 417,74 აშშ დოლარის წლიური 11%-ს (ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი) გადახდა 2018 წლის 06 ივნისიდან (სარჩელის აღძვრიდან) სესხის თანხის დაბრუნებამდე, მაგრამ არაუმეტეს 139 449,19 აშშ დოლარისა (მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობა). (სასარჩელო მოთხოვნა 1.5.) 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, 2016 წლის 07 მარტის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია შპს ,,გა-–------------ლის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია 2016 წლის 07 მარტის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში. დადგენილია, რომ მოპასუხეებს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებიათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, შპს ,,გა-–------------ლის" საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. 6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. 2016 წლის 07 მარტის გენერალური ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით/გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა. იპოთეკის ხელშეკრულების 2.8. პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან/და იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში იპოთეკის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გასწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება სოლიდარულ თავდებებს, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე უზრუნველყოფილი იქნა სოლიდარული თავდებობით, თავისთავად გულისხმობს მხარეთა შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით თავდებები პასუხს აგებენ მთელი თავიანთი ქონებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. (სასარჩელო მოთხოვნა 1.7.) 6.6. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ნი---–-------ა სამეწარმეო რეესტრში აღირიცხოს შპს ,,გა-–------------ლის" და შპს ,,K--"-ს 100%-იანი წილის მესაკუთრედ. სადაო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,გა-–------------ლის" და შპს ,,K--"-ს 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ვ--–--------------, რომელიც გარდაიცვალა 2016 წლის 27 ოქტომბერს. 2017 წლის 05 იანვარს, ვ--–--------------ს მე-2 რიგის მემკვიდრემ - ნი---–-------ამ სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადება წარადგინა სანოტარო ბიუროში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამდენად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი მიმართავს სანოტარო ორგანოს სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, ნი---–-------ამ 2017 წლის 05 იანვარს მიმართა სანოტარო ორგანოს სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებით. შესაბამისად, ნი---–-------ას მიერ ვ--–--------------ს სამკვიდრო ქონება მიღებულად ითვლება, რის გამოც იგი სამეწარმეო რეესტრში უნდა აღირიცხოს შპს ,,გა-–------------ლის" და შპს ,,K--"-ს 100%-იანი წილის (ვ--–--------------ს კუთვნილი წილი) მესაკუთრედ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს აქვს იურიდიული ინტერესი შპს ,,გა-–------------ლის" და შპს ,,K--"-ს წილის მესაკუთრედ სამეწარმეო რეესტრში ნი---–-------ას დარეგისტრირების მოთხოვნის მიმართ. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა სს ,,პროკრდიტ ბანკს" და შპს ,,გა-–------------ლს" შორის ანუ მსესხებელს წარმოადგენდა შპს ,,გა-–------------ლი". ამასთან, მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია შპს ,,გა-–------------ლის" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო შპს ,,K--" წარმოადგენს სოლიდარულ თავდებს. დასახელებული იურიდიული პირების ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენდა ვ--–--------------. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსარჩელემ შეძლოს შპს ,,გა-–------------ლის" და შპს ,,K--"-ს მიმართ არსებული მოთხოვნის რეალიზაცია, საჭიროა იურიდიულ პირებს ჰყავდეთ პარტნიორი და აღნიშნული გზით გადაწყდეს კომპანიების წარმომადგენლობის საკითხი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, შპს ,,გა-–------------ლის" და შპს ,,K--"-ს 100%-იანი წილის მესაკუთრედ ნი---–-------ას აღრიცხვის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე, ნი---–-------ას წილის მფლობელად აღრიცხვის ნაწილში, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა - 100 ლარი, ხოლო სარჩელზე, 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა - 5 000 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი, ნი---–-------ას წილის მფლობელად აღრიცხვის ნაწილში, დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე ნი---–-------ას მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის" სასარგებლოს უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. სს ,,პრ----------------ის" სარჩელი, 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 357 415,66 აშშ დოლარით (2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანება - 275 417,74 აშშ დოლარი, სარჩელის აღძვრის დროისთვის დარიცხული პროცენტი - 48 083,84 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 3 618,13 აშშ დოლარი, ერთი წლის მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით დაანგარიშებული თანხა - 30 285,95 აშშ დოლარი (275 417,74*11/100)), ნაცვლად 466 568,9 აშშ დოლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 76,6%). შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ,,გა-–------------ლს", შპს ,,ჯ---ს", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 5 000 ლარის 76,6%-ს, 3 830 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე მოთხოვნის ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად სასამართლოსგარეშე ხარჯის 48,9 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ, მოპასუხეებისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების გაგზავნისათვის ხარჯის გაწევის (33,9 ლარი), ასევე ამონაწერის განახლების საფასურის გადახდის (15 ლარი) დამადასტურებელი მტკიცებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს შპს ,,გა-–------------ლს", შპს ,,ჯ---ს", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 48,9 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,პრ----------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს შპს ,,გა-–------------ლს", შპს ,,ჯ---ს", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 275 417,74 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს შპს ,,გა-–------------ლს", შპს ,,ჯ---ს", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 48 083,84 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მოპასუხეებს შპს ,,გა-–------------ლს", შპს ,,ჯ---ს", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 3 618,13 აშშ დოლარის გადახდა;

1.4. მოპასუხეებს შპს ,,გა-–------------ლს", შპს ,,ჯ---ს", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 27 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 275 417,74 აშშ დოლარის წლიური 11%-ს გადახდა 2018 წლის 06 ივნისიდან სესხის თანხის დაბრუნებამდე, მაგრამ არაუმეტეს 139 449,19 აშშ დოლარისა;

1.5. გადაწყვეტილებით მოპასუხეებისთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს შპს ,,გა-–------------ლის" საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, მდებარე - თბილისი, გ---–-–---–-----------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------;

1.6. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს შპს ,,გა-–------------ლის", შპს ,,ჯ---ის", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

1.7. ნი---–-------ა (პირადი ნომერი #2----------) სამეწარმეო რეესტრში აღირიცხოს შპს ,,გა-–------------ლის" (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) და შპს ,,K--"-ს (საიდენტიფიკაციო კოდი #4--------) 100%-იანი წილის მესაკუთრედ;

 

2. მოპასუხეებს შპს ,,გა-–------------ლს", შპს ,,ჯ---ს", შპს ,,K--"-ს და კო--------–-ას მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3 830 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 48,9 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის სანაცვლოდ;

 

3. მოპასუხე ნი---–-------ას მოსარჩელე სს ,,პრ----------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოსო ღურწკაია