გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე #2/18800-2018 12 დეკემბერი 2018 წელი
ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე (თავდაპირველ სარჩელში) წარმომადგენელი ს.ს. ,,კ-------–-----ი“ მ------------–---–-
მოპასუხეები: (თავდაპირველ სარჩელში) წარმომადგენლები: 1. შ.პ.ს. ,,ე------ი“ 2. შ----------------” 3. ი------------------ე 4. გ---------–-----–---–ი 5. ხ---------------–-–---–- გ-------–--------- ი-----–----------–---–-
მოსარჩელე (გაერთიანებულ საქმეში) წარმომადგენელი ხ---------------–-–---–- გ-------–---------
მოპასუხე (გაერთიანებულ საქმეში) წარმომადგენელი ს.ს. ,,კ-------–-----ი“ მ------------–---–-
დავის საგანი (გაერთიანებულ საქმეში) სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და ვალდებულების მოცულობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (თავდაპირველ სარჩელში)
1. შ.პ.ს. ,,ე------ს“, შ----------------”-ს, ი------------------ეს და გ---------–-----–---–ს, ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა: 1.1.1 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 28500 ა.შ.შ. დოლარი; 1.1.2 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 42987.39 ა.შ.შ. დოლარი; 1.1.3 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 20000 ა.შ.შ. დოლარი; 1.1.4 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 18000 ა.შ.შ. დოლარი; 1.1.5 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 41000 ა.შ.შ. დოლარი; 1.1.6 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 4313.65 ა.შ.შ. დოლარი; 1.1.7 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 29000 ა.შ.შ. დოლარი; 1.1.8 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 2560.84 ა.შ.შ. დოლარი; 1.1.9 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 7617.23 ა.შ.შ. დოლარი; 1.1.10 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 30000 ა.შ.შ. დოლარი; ჯამში: 223 979.11 ა.შ.შ. დოლარი. 1.2. შ.პ.ს. ,,ე------ს“, შ----------------”-ს, ი------------------ეს და გ---------–-----–---–ს ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი: 1.2.1 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 14889.84 ა.შ.შ. დოლარი; 1.2.2 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 23003.70 ა.შ.შ. დოლარი; 1.2.3 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 9174.21 ა.შ.შ. დოლარი; 1.2.4 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 6709.49 ა.შ.შ. დოლარი; 1.2.5 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 21764.32 ა.შ.შ. დოლარი; 1.2.6 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 1615.98 ა.შ.შ. დოლარი; 1.2.7 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 15165.09 ა.შ.შ. დოლარი; 1.2.8 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 959.34 ა.შ.შ. დოლარი; 1.2.9 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 2853.60 ა.შ.შ. დოლარი; 1.2.10 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 15715.58 ა.შ.შ. დოლარი; ჯამში: 111 851.15 ა.შ.შ. დოლარი. 1.3. შ.პ.ს. ,,ე------ს“, შ----------------”-ს, ი------------------ეს და გ---------–-----–---–ს ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო: 1.3.1 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 51253.40 ა.შ.შ. დოლარი; 1.3.2 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 54393.24 ა.შ.შ. დოლარი; 1.3.3 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 33701.53 ა.შ.შ. დოლარი; 1.3.4 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 30326 ა.შ.შ. დოლარი; 1 3.5 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 73728.92 ა.შ.შ. დოლარი; 1.3.6 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 6960.68 ა.შ.შ. დოლარი; 1.3.7 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 52149.94 ა.შ.შ. დოლარი; 1.3.8 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 4132.61 ა.შ.შ. დოლარი; 1.3.9 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 12290.63 ა.შ.შ. დოლარი; 1.3.10 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 53951.89 ა.შ.შ. დოლარი; ჯამში: 372 888.84 ა.შ.შ. დოლარი. 1.4. რეალიზებული იქნას ხ---------------–-–---–-ს კუთვნილი იპოთეკის საგანი, რეგისტრირებული #0---------------------- საკადასტრო კოდით, მდებარე ქ. თბილისში, თ------–---–ის ქ--------------------------------------------–-----------. ქონების რეალიზების შედეგად ამონაგები თანხის საფუძველზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შეუძლებლობის შემთხვევაში მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაციის გზით განხორციელდეს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 24 სექტემბერს ს.ს. „კ-------–-----ს“ და შ.პ.ს. „ე------ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #2------------ სამოცი კალენდარული თვით, წლიური 24%-ით, ხოლო გაცემული საბანკო კრედიტების ჯამური ლიმიტი იყო 250 000 აშშ დოლარი. მითითებული გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული ვალდებულებისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. შ.პ.ს. „ე------ს“ და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ათი საკრედიტო ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრა შესაბამისი წლიური საპროცენტო განაკვეთი და კრედიტის დაბრუნების თარიღი, ასევე გენერალური ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში თითოეული შემადგენელი ხელშეკრულებისთვის გადასახდელი თანხის 0,2%. მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა დარღვეული უფლების აღსადგენად მიემართა სასამართლოსათვის. 2. მოპასუხის პოზიცია ს.ს. „კ-------–-----ი“-ს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი წარმოადგინა მხოლოდ მოპასუხე ხ---------------–-–---–მა, რომელმაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მისი კუთვნილი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იყო მხოლოდ 2014 წლის 24 სექტემბერს ს.ს. „კ-------–-----ს“ და შ.პ.ს. „ე------ს“ შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება 46000 ა.შ.შ. დოლარზე. მოპასუხე გ---------–-----–---–ი, რომელიც არის ასევე შ.პ.ს. ,,ე------ი“-ს დირექტორი, გამოცხადდა მხოლოდ მოსამზადებელ სხდომაზე 2018 წლის 07 ნოემბერს, სარჩელს არ ცნობს (იხ. სხდომის ოქმი: 07.11.2018). სასარჩელო მოთხოვნა (გაერთიანებულ საქმეში) ხ---------------–-–---–- ითხოვს 2015 წლის 02 ოქტომბერს ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ გაცემულ #1-------- სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვროს 46000 ა.შ.შ. დოლარი. მოპასუხის პოზიცია (გაერთიანებულ საქმეში)
ს.ს. „კ-------–-----ი“-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა შ.პ.ს. ,,ე------ს“ და ს.ს. ,,კ-------–-----ს“ შორის 2014 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება #2------------ და მის ქვეშ გაფორმებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც აღნიშნულია ხელშეკრულებაში. 2015 წლის 02 ოქტომბერს ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ ს.ს. „კ-------–-----ი“-ს მოთხოვნის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე სააღსრულებო წრამოება არ დაწყებულა. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 29.09.2015 წლის მდგომარეობით შეადგენდა 265,812.79 ა.შ.შ. დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა იყო 223 979.11 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი _ 23 920.89 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო _ 17 912.79 აშშ დოლარი. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 2014 წლის 24 სექტემბერს ს.ს. „კ-------–-----სა“ და შ.პ.ს. „ე------ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #2------------ სამოცი კალენდარული თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთით _ 24%, კრედიტის მოცულობად განისაზღვრა 250 000 ა.შ.შ. დოლარი (ტომი 1, ს.ფ. 26-39); 3.1.2 ს.ს. „კ-------–-----სა“ და შ.პ.ს. „ე------ს“ შორის #2------------ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულებები და იპოთეკის ხელშეკრულება, კერძოდ: 1) 24.09.2014 წლის #2------------- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, თანხის მაქსიმალური ოდენობა 250 000 ა.შ.შ. დოლარი, სოლიდარული მოვალე გ---------–-----–---–ი (ს.ფ. 40-42); 2) 24.09.2014 წლის #2------------- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, თანხის მაქსიმალური ოდენობა 250 000 ა.შ.შ. დოლარი, სოლიდარული მოვალე ი------------------ე (ტომი 1, ს.ფ. 43-45); 3) 24.09.2014 წლის #2------------- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, თანხის მაქსიმალური ოდენობა 250 000 ა.შ.შ. დოლარი, სოლიდარული მოვალე შ.პ.ს. „G- H----“ (ტომი 1, ს.ფ. 46-49); 4) იპოთეკის ხელშეკრულება #1--------, რეგისტრაციის თარიღი 24.09.2014წ., იპოთეკის საგანი: ბინა მდებარე ქ. თბილისში, თ------–---–ის ქ--------------------------------------------–-----------, საკადასტრო კოდი #0----------------------. იპოთეკის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა შ.პ.ს. ,,ე------ს“ და ს.ს. ,,კ-------–-----ს“ შორის 2014 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება #2------------ და მის ქვეშ გაფორმებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემდეგი პირობებით: საბანკი კრედიტების ჯამური ლიმიტი: 250 000 ა.შ.შ. დოლარი, მოქმედების მაქსიმალური ვადა _ 60 კალენდარული თვე . (ტომი 1, ს.ფ. 51-56); 3.1.3 2014 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში ს.ს. „კ-------–-----ს“ და შ.პ.ს. „ე------ს“ შორის დაიდო შემდეგი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები: 1) 2014 წლის 24 სექტემბერს #2------------- ხელშეკრულება, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 17%, სესხის თანხა _ 46 000 აშშ დოლარი (ტომი 1, ს.ფ. 57-59); 2) 2014 წლის 30 სექტემბერს #2------------- ხელშეკრულება, 20 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 17 %, სესხის თანხა 28 500 აშშ დოლარი (ტომი 1, ს.ფ. 60-62); 3) 2014 წლის 01 ოქტომბერს #2------------- ხელშეკრულება, 30/05/2016-მდე, სესხის თანხა 20 000 ა.შ.შ. დოლარი წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 17% (ტომი 1, ს.ფ. 66-68); 4) 2014 წლის 6 ოქტომბერს #2------------- ხელშეკრულება, 30/05/2016-მდე, სესხის ძირითადი თანხა _ 18 000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 17% (ტომი 1, ს.ფ 69-71); 5) 2014 წლის 08 ოქტომბერს #2------------- ხელშეკრულება, 30/05/2016-მდე, სესხის ძირითადი თანხა 41 000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 17% (ტომი 1, ს.ფ 72-74); 6) 2014 წლის 10 ოქტომბერს #2------------- ხელშეკრულება, 30/05/2016-მდე, სესხის ძირითადი თანხა 6400 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 17% (ტომი 1, ს.ფ 75-77); 7) 2014 წლის 15 ოქტომბერს #2------------- ხელშეკრულება 30/05/2016-მდე, სესხის ძირითადი თანხა _ 29000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 17% (ტომი 1, ს.ფ. 78-80); 8) 2014 წლის 21 ოქტომბერს #2------------- ხელშეკრულება 30/05/2016-მდე, სესხის ძირითადი თანხა _ 38000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 17% (ტომი 1, ს.ფ. 81-83); 9) 2014 წლის 24 ოქტომბერს #2------------- ხელშეკრულება 30/05/2016-მდე, სესხის ძირითადი თანხა _ 11300 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 17% (ტომი 1, ს.ფ. 84-85); 10) 2014 წლის 30 ოქტომბერს #2------------- ხელშეკრულება 30/05/2016-მდე, სესხის ძირითადი თანხა _ 30000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი _ 17% (ტომი 1, ს.ფ. 86-88); მითითებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე შ.პ.ს. ,,ე--------“ სესხის სახით გაიცა ჯამში 234 000 ა.შ.შ. დოლარი. 3.1.4. 2015 წლის 2 ოქტომბერს ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ გაიცა #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ს.ს. „კ-------–-----ის“ მიმართ შ.პ.ს. ,,ე------ი“-ს არსებული ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა 265 812 ა.შ.შ. დოლარი. საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო 223979 ა.შ.შ დოლარი და 11 ცენტი, საპროცენტო სარგებელი _ 23920 ა.შ.შ დოლარი და 89 ცენტი, პირგასამტეხლო _ 17912 ა.შ.შ დოლარი და 79 ცენტი. აღსრულებლად მისაქცევი იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ხ---------------–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, ბინა, მდებარე ქ. თბილისში, თ------–---–ის ქ--------------------------------------------–----------- (საკადასტრო კოდი #0----------------------) ( ტომი 1, ს.ფ. 89-92). ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 31 იანვრის ინფორმაციის მიხედვით აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება კრედიტორ ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს სასარგებლოდ მოვალეების შ.პ.ს. ,,ე------ი“-ს და ხ---------------–-–---–-ს მიმართ (ტომი 1, ს.ფ. 93) 3.1.5 დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ე------ი“-ს დავალიანება ს.ს. კ-------–-----ი“-ს მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 223979.11 ა.შ.შ. დოლარს. კერძოდ: 1) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 28500 ა.შ.შ. დოლარს; 2) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 42987.39 ა.შ.შ. დოლარს; 3) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 20000 ა.შ.შ. დოლარს; 4) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 18000 ა.შ.შ. დოლარს; 5) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 41000 ა.შ.შ. დოლარს; 6) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 4313.65 ა.შ.შ. დოლარს; 7) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 29000 ა.შ.შ. დოლარს; 8) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 2560.84 ა.შ.შ. დოლარს; 9) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 7617.23 ა.შ.შ. დოლარს; 10) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 30000 ა.შ.შ. დოლარს; 3.1.6 დადგენილია, რომ მოპასუხეებს წერილობით ეცნობათ შ.პ.ს. ,,ე------ი“-ს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ და მოთხოვნილი იქნა დავალიანების დაფარვა (ტომი 1, ს.ფ. 94, 253-263). 3.1.7 საქართველოს ეროვნული ბ----- ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 1----------------- განკარგულებით ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი (ტომი 1, ს.ფ. 118-120)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ხ---------------–-–---–-ს მითითებას იმის შესახებ, რომ 2014 წლის 24 სექტემბრის #1-------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ხ---------------–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იქნა მხოლოდ 2014 წლის 24 სექტემბერს ს.ს. „კ-------–-----სა“ და შ.პ.ს. „ე------ს“ შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება 46000 ა.შ.შ. დოლარზე და არა სხვა რომელიმე ხელშეკრულება. რადგან, იპოთეკის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით დადგენილია, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა შ.პ.ს. ,,ე------ს“ და ს.ს. ,,კ-------–-----ს“ შორის 2014 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება #2------------ და მის ქვეშ გაფორმებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს. ,,კ-------–-----ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, მე-400, 403-ე, 420-ე, 417-ე, 418-ე, 463-ე, 465-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 895-ე, 898-ე, მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 1991-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება 6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. დადგენილია, რომ ს.ს. ,,კ-------–-----ს’’ და შ.პ.ს. ,,ე------ს“ შორის არსებული 2014 წლის 24 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე შ.პ.ს. ,,ე------ზე“ გაიცა ჯამში 234000 ა.შ.შ დოლარი 2016 წლის 30 მაისამდე. შ.პ.ს. ,,ე------ი“-ის მიერ საბანკო კრედიტების დაფარვის ვალდებულება არ შესრულდა და ს.ს. ,,კ-------–-----ი’’-ს მიმართ არსებული დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 223979 ა.შ.შ. დოლარს და 11 ცენტს. კერძოდ: 1) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 28500 ა.შ.შ. დოლარს; 2) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 42987.39 ა.შ.შ. დოლარს; 3) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 20000 ა.შ.შ. დოლარს; 4) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 18000 ა.შ.შ. დოლარს; 5) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 41000 ა.შ.შ. დოლარს; 6) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 4313.65 ა.შ.შ. დოლარს; 7) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 29000 ა.შ.შ. დოლარს; 8) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 2560.84 ა.შ.შ. დოლარს; 9) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 7617.23 ა.შ.შ. დოლარს; 10) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 30000 ა.შ.შ. დოლარს; ს.ს. ,,კ-------–-----ს’’ და შ.პ.ს. ,,ე------ს“ 2014 წლის 24 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადასახდელი საპროცენტო სარგებელი შეადგენს 111851.15 ა.შ.შ. დოლარს, კერძოდ: 1) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 14889.84 ა.შ.შ. დოლარს; 2) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 23003.70 ა.შ.შ. დოლარს; 3) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 9174.21 ა.შ.შ. დოლარს; 4) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 6709.49 ა.შ.შ. დოლარს; 5) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 21764.32 ა.შ.შ. დოლარს; 6) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 1615.98 ა.შ.შ. დოლარს; 7) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 15165.09 ა.შ.შ. დოლარს; 8) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 959.34 ა.შ.შ. დოლარს; 9) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 2853.60 ა.შ.შ. დოლარს; 10) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 15715.58 ა.შ.შ. დოლარს; 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. 2014 წლის 24 სექტემბერს ს.ს. „კ-------–-----სა“ და შ.პ.ს. „ე------ს“ შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა გ---------–-----–---–თან, ი------------------ესთან და შ.პ.ს „„G- H----“-სთან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრად განისაზღვრა 250000 ა.შ.შ. დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ბანკში დადგენილი კომერციული კურსით. 6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. 6.8 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის გადასახდელი თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 11.8 პუნქტის მიხედვით, პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რაც პირველ რიგში გულისხმობს შეწყვეტის თარიღიდან არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს სულ 372888.84 ა.შ.შ. დოლარს. კერძოდ: 1) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 51253.40 ა.შ.შ. დოლარს; 2) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 54393.24 ა.შ.შ. დოლარს; 3) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 33701.53 ა.შ.შ. დოლარს; 4) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 30326 ა.შ.შ. დოლარს; 5) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 73728.92 ა.შ.შ. დოლარს; 6) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 6960.68 ა.შ.შ. დოლარს; 7) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 52149.94 ა.შ.შ. დოლარს; 8) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 4132.61 ა.შ.შ. დოლარს; 9) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 12290.63 ა.შ.შ. დოლარს; 10) #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 53951.89 ა.შ.შ. დოლარს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირებას სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ,,აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს (იხ. ს.უ.ს.გ. 17/02/2016, #ას-1299-1219-2015). მოპასუხეები არ მიუთითებენ კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რაც პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი შეიძლება გახდეს, ამასთან, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის, ხანგრძლივობის, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფარგლების და ბ----- მიმართ მიმდინარე ლიკვიდაციის პროცესის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობს. 6.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ე------ს“ და ს.ს. ,,კ-------–-----ს“ შორის 2014 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება #2------------ და მის ქვეშ გაფორმებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 24 სექტემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #1-------- და იპოთეკით დაიტვირთა ხ---------------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება _ ქ. თბილისში, თ------–---–ის ქ---------–---------------------–-----------------–----------------------, საკადასტრო კოდი #0----------------------. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ხ---------------–-–---–-ს მითითებას იმის შესახებ, რომ 2014 წლის 24 სექტემბრის #1-------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იქნა მხოლოდ 2014 წლის 24 სექტემბერს ს.ს. „კ-------–-----სა“ და შ.პ.ს. „ე------ს“ შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება 46000 ა.შ.შ. დოლარზე და არა სხვა რომელიმე ხელშეკრულება, რადგან, იპოთეკის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით დადგენილია, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა შ.პ.ს. ,,ე------ს“ და ს.ს. ,,კ-------–-----ს“ შორის 2014 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება #2------------ და მის ქვეშ გაფორმებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. დადგენილია, რომ მსესხებელს და სოლიდარულ თავდებებს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის და სოლიდარული თავდებებისთვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. 6.11 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 9.4 მუხლის მიხედვით, ს.ს. ,,კ-------–-----ს“ უფლება აქვს მოთხოვნის სრულად დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გადახდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ნებისმიერ ქონებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს მოვალეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. ამასთან, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ.პ.ს. ,,ე------ის“, შ----------------”-ს, ი------------------ის და გ---------–-----–---–ის მიმართ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა უნდა აღსრულდეს თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე არაუმეტეს 250 000 ლარის ნაწილში სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების 1.4 პუნქტის შესაბამისად. 6.12 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 14.1 პუნქტის და სოლიდარული ვალდებულების ხეშეკრულებების 4.1 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბ----- სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის შესაბამისად. გამომდინარე აღნიშნულიდან, ს.ს. ,,კ-------–-----ის“ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ხ---------------–-–---–-ს სარჩელს ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 6.13 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.14 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 6.15 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ოქტომბერს ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ გაიცა #1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ს.ს. „კ-------–-----ის“ მიმართ შ.პ.ს. ,,ე------ი“-ს არსებული ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა 265 812 ა.შ.შ. დოლარი. საიდანაც სესხის ძირითადი თანხა იყო 223979 ა.შ.შ დოლარი და 11 ცენტი, საპროცენტო სარგებელი _ 23920 ა.შ.შ დოლარი და 89 ცენტი, პირგასამტეხლო _ 17912 ა.შ.შ დოლარი და 79 ცენტი. აღსრულებლად მისაქცევი იპოთეკის საგანს წარმოადგენდა ხ---------------–-–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება, კერძოდ, ბინა, მდებარე ქ. თბილისში, თ------–---–ის ქ--------------------------------------------–-----------. ხ---------------–-–---–- მიუთითებს, რომ 2014 წლის 24 სექტემბრის #1-------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მისი კუთვნილი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იქნა მხოლოდ 2014 წლის 24 სექტემბერს ს.ს. „კ-------–-----სა“ და შ.პ.ს. „ე------ს“ შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება 46000 ა.შ.შ. დოლარზე და არა სხვა რომელიმე ხელშეკრულება და აღნიშნული ფაქტის აღიარებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე, ითხოვს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის შემცირებას. რაც უსაფუძვლოა, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, იპოთეკის ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად იპოთეკით უზრუნველყოფილი იქნა შ.პ.ს. ,,ე------ს“ და ს.ს. ,,კ-------–-----ს“ შორის 2014 წლის 24 სექტემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება #2------------ და მის ქვეშ გაფორმებული ნებისმიერი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მიუხედავად აღნიშნულისა, დადგენილია, რომ ს.ს. ,,კ-------–-----ს“ აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით არ მიუმართავს და ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნული ბიუროში არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება კრედიტორ ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს სასარგებლოდ მოვალეების შ.პ.ს. ,,ე------ი“-ს და ხ---------------–-–---–-ს მიმართ და შესაბამისად, არ არსებობს მოთხოვნის იურიდიული ინტერესიც, რაც ასევე გარმოიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ხ---------------–-–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.16 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, ხ---------------–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის #2/1353-18 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მე-2 ნაწილის მიხედვით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ს.ს. „კ-------–-----ი“ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ყ“ პუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ს.ს. „კ-------–-----ი“-ს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეადგენს 5000 ლარს, რაც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შ.პ.ს. ,,ე------ს“, შ----------------”-ს, ი------------------ეს, გ---------–-----–---–ს და ხ---------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ხ---------------–-–---–-ს მიერ ს.ს. „კ-------–-----ი“-ის მიმართ აღძრულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღურდება, რადგან ხ---------------–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა ს.ს. „კ-------–-----ი“-ს მიერ წარმოდგენილია სადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება 6250 ლარზე და 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტომი 1, ს.ფ. 110-111) და ს.ს. „კ-------–-----ი“ ითხოვს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას 6250 ლარის ოდენობით. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესს, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან _ 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. აღნიშნულის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დავის საგნი (საქმის კატეგორია), საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულების, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს.ს. „კ-------–-----ს“ უნდა აუნაზღაურდეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 2000 ლარის ოდენობით, რაც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შ.პ.ს. ,,ე------ს“, შ----------------”-ს, ი------------------ეს, გ---------–-----–---–ს და ხ---------------–-–---–ს ს.ს. „კ-------–-----ი“-ს სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ხ---------------–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. შ.პ.ს. ,,ე------ს“, შ----------------”-ს, ი------------------ეს და გ---------–-----–---–ს, ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა:
3.1 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 28500 ა.შ.შ. დოლარი;
3.2 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 42987.39 ა.შ.შ. დოლარი;
3.3 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 20000 ა.შ.შ. დოლარი;
3.4 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 18000 ა.შ.შ. დოლარი;
3.5 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 41000 ა.შ.შ. დოლარი;
3.6 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 4313.65 ა.შ.შ. დოლარი;
3.7 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 29000 ა.შ.შ. დოლარი;
3.8 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 2560.84 ა.შ.შ. დოლარი;
3.9 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 7617.23 ა.შ.შ. დოლარი;
3.10 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 30000 ა.შ.შ. დოლარი;
ჯამში: 223979.11 ა.შ.შ. დოლარი.
4. შ.პ.ს. ,,ე------ს“, შ----------------”-ს, ი------------------ეს და გ---------–-----–---–ს ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი:
4.1 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 14889.84 ა.შ.შ. დოლარი;
4.2 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 23003.70 ა.შ.შ. დოლარი;
4.3 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 9174.21 ა.შ.შ. დოლარი;
4.4 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 6709.49 ა.შ.შ. დოლარი;
4.5 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 21764.32 ა.შ.შ. დოლარი;
4.6 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 1615.98 ა.შ.შ. დოლარი;
4.7 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 15165.09 ა.შ.შ. დოლარი;
4.8 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 959.34 ა.შ.შ. დოლარი;
4.9 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 2853.60 ა.შ.შ. დოლარი;
4.10 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 15715.58 ა.შ.შ. დოლარი;
ჯამში: 111851.15 ა.შ.შ. დოლარი.
5. შ.პ.ს. ,,ე------ს“, შ----------------”-ს, ი------------------ეს და გ---------–-----–---–ს ს.ს. ,,კ-------–-----ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო:
5.1 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 51253.40 ა.შ.შ. დოლარი;
5.2 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 54393.24 ა.შ.შ. დოლარი;
5.3 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 33701.53 ა.შ.შ. დოლარი;
5.4 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 30326 ა.შ.შ. დოლარი;
5.5 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 73728.92 ა.შ.შ. დოლარი;
5.6 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 6960.68 ა.შ.შ. დოლარი;
5.7 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 52149.94 ა.შ.შ. დოლარი;
5.8 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 4132.61 ა.შ.შ. დოლარი;
5.9 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 12290.63 ა.შ.შ. დოლარი;
5.10 #2------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 53951.89 ა.შ.შ. დოლარი;
ჯამში: 372888.84 ა.შ.შ. დოლარი.
6. გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს #0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, ქ.თბილისში, თ------–---–ის ქ---------–---------------------–-----------------–----------------- ბინის რეალიზაცია.
7. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს შ.პ.ს. ,,ე------ის“, შ----------------”-ს, ი------------------ის და გ---------–-----–---–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
8. შ----------------”-ს, ი------------------ის, გ---------–-----–---–ის მიმართ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა აღსრულდეს თითოეულის მიმართ ცალ-ცალკე არაუმეტეს 250 000 ა.შ.შ. დოლარის ნაწილში.
9. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე პუნქტები გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
10. შ.პ.ს. ,,ე------ს“, შ----------------”-ს, ი------------------ეს, გ---------–-----–---–ს და ხ---------------–-–---–ს სახელმწფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5000(ხუთიათასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
11. შ.პ.ს. ,,ე------ს“, შ----------------”-ს, ი------------------ეს, გ---------–-----–---–ს და ხ---------------–-–---–ს ს.ს. ,,კ-------–-----“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 2000(ორიათასი) ლარის ანაზღაურება.
12. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის #2/1353-18 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 02 ოქტომბერს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ.
13. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში გადაწყვეტილებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი