გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29887-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „ჯ------------------–---------ს“
წარმომადგენელი: შ--–-----------ე
მოპასუხე: შპს „თ---–-----------------------–-“
წარმომადგენელი: თ-------------ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „თ---–-----------------------–ს“ შპს „ჯ------------------–---------ს“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 9037.69 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 06 მაისიდან შპს „ჯ------------------–---------ს“ ამარაგებდა შპს „თ---–-----------------------–ს“ სამედიცინო აპარატურითა და სახარჯი მასალით. პროდუქციის მიღების შემდგომ, დამკვეთი ეტაპობრივად ახდენდა დავალიანების დაფარვას. თუმცა, ვინაიდან შპს „თ---–-----------------------–მა“ შეწყვიტა დავალიანების გადახდა, 2018 წლის 05 ივნისის შეთანხმების აქტით მისმა დირექტორმა პ------------–--–---–-ა აღიარა შპს „ჯ------------------–---------ს“-ის მიმართ არსებული დავალიანება - 11 722.69 ლარის ოდენობით და ვალის დაფარვასთან დაკავშირებით შედგა გრაფიკი. თუმცა, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში - 2018 წლის 10 ივნისამდე არ დაფარა არსებული დავალიანება. ამასთან, ვინაიდან აღნიშნულის გამოც შპს „ჯ------------------–---------ს“ შპს „თ---–-----------------------–ს“ აღარ აწვდიდა პროდუქციას, მოპასუხემ ივნისის თვეში ერთჯერადად გადარიცხა მოსარჩელის ანგარიშზე 1000 ლარი და ზეპირსიტყვიერად დადო პირობა, რომ 2018 წლის სექტემბრის ბოლომდე სრულად დაფარავდა დავალიანებას, თუმცა უშედეგოდ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „თ---–-----------------------–-ს“ დავალიანება შპს „ჯ------------------–---------ს“-ის მიმართ შეადგენს - 10 422.69 ლარს. მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
ამდენად, მოსარჩელის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის - 10 422.69 ლარის გადახდის დაკისრება, თუმცა მან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის - 9037.69 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 05 ივნისს შპს „ჯ------------------–---------ს“-სა და შპს „თ---–-----------------------–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი ვალის აღიარებისა და გადახდის გრაფიკის შესახებ. აღნიშნული აქტის თანახმად, შპს „თ---–-----------------------–-ს“ დავალიანება შპს „ჯ------------------–---------ს“-ის მიმართ შეადგენდა - 11 722.69 ლარს, რომელიც უნდა დაფარულიყო 2018 წლის 10 ივნისამდე.
3.1.2. შპს „თ---–-----------------------–-ს“ მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „ჯ------------------–---------ს“-ს შორის 05.06.2018წ. დადებული შეთანხმების აქტის პირობები. კერძოდ, მის მიერ დადგენილ დროში სრულად და ჯეროვნად არ იქნა გადახდილი შეთანხმების აქტით განსაზღვრული დავალიანება.
3.1.3. შპს „თ---–-----------------------–-“ გაფრთხილებულ იქნა შპს „ჯ------------------–---------ს“-ის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „ჯ------------------–---------ს“-ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 341-ე, 361-ე, მე-400 მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „თ---–-----------------------–მა“ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ------------------–---------ს“-ის სარჩელი შპს „თ---–-----------------------–-ს“ მიმართ დავალიანების - 9037.69 ლარის მოთხოვნის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული შეთანხმების აქტი ვალის აღიარებისა და გადახდის გრაფიკის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 05 ივნისს შპს „ჯ------------------–---------ს“-სა და შპს „თ---–-----------------------–ს“ შორის გაფორმდა შეთანხმების აქტი ვალის აღიარებისა და გადახდის გრაფიკის შესახებ. აღნიშნული აქტის თანახმად, შპს „თ---–-----------------------–-ს“ დავალიანება შპს „ჯ------------------–---------ს“-ის მიმართ შეადგენდა - 11 722.69 ლარს, რომელიც უნდა დაფარულიყო 2018 წლის 10 ივნისამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ)შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;
დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხე შპს „თ---–-----------------------–-ს“ მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულებულა მასსა შპს „ჯ------------------–---------ს“-ს შორის 05.06.2018წ. დადებული შეთანხმების აქტით ნაკისრი ვალდებულებები.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების - 9037.69 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 312.7 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეების მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 312.7 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ------------------–---------ს“-ს სარჩელი შპს „თ---–-----------------------–-ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. შპს „თ---–-----------------------–ს“ შპს „ჯ------------------–---------ს“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 9037.69 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე შპს „ჯ------------------–---------ს“-ს დაუბრუნდეს შ--–-----------ის მიერ, 2018 წლის 15 ოქტომბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 312.7 ლარი (საგადახდო დავალება №6), რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150,3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/29887-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
20 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: შპს „ჯ------------------–---------ს“
წარმომადგენელი: შ--–-----------ე
მოპასუხე: შპს „თ---–-----------------------–-“
წარმომადგენელი: თ-------------ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ------------------–---------ს“-ს სარჩელი შპს „თ---–-----------------------–-ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. შპს „თ---–-----------------------–ს“ შპს „ჯ------------------–---------ს“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 9037.69 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე შპს „ჯ------------------–---------ს“-ს დაუბრუნდეს შ--–-----------ის მიერ, 2018 წლის 15 ოქტომბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 312.7 ლარი (საგადახდო დავალება №6), რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150,3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი