განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002527153
№1/147-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 იანვარი 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის
ბრალდებულ - ე-----რ მა------ვის
ადვოკატ-ზუ---- ზუ----ა–--ლის, ირ--- იჩ-----ძის
თარჯიმან-რა----- მე-----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №030280518002)
ბრალდებული: ე-----რ მა------ვ;
მამის სახელი: ორ------–-------–-;
დაბადებული: 14.09.1----–--–-;
პირადი ნომერი:2----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: არა ნასამართლევი;
რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კ--------–-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი კ--------–-.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
კვალიფიკაცია:
ე-----რ მა------ვს ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ე-----რ მა------ვმა 2018 წლის 28 მაისს უკანონოდ შეიძინა 21 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობით - 1.3950 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრეჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მოყავისფრო პლასტიური ნივთიერება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, გი------ სა------ძის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელის“ მარკის სახელმწიფო ნომრით A-------- ავტომობილით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გა-----–-–- გადაადგილებისას, რაშიც მხილებული იქნა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ე-----რ მა------ვი 2018 წლის 28 მაისს 22:20 საათზე დააკავეს და 2018 წლის 30 მაისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
ე-----რ მა------ვმა 2018 წლის 28 მაისს უკანონოდ შეიძინა 21 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობით - 1.3950 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრეჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მოყავისფრო პლასტიური ნივთიერება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, გი------ სა------ძის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელის“ მარკის სახელმწიფო ნომრით A-------- ავტომობილით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გა-----–-–- გადაადგილებისას, რაშიც მხილებული იქნა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - ბე--- ზე----–-–--ლის, გი------ კლ----–--ლის, აი---- აი------ვის, ზვ---- კა----ძის, გი------ სა------ძის, ე-----რ მა------ვის გამოკითხვის ოქმები, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნები ე-----რ მა------ვის, აი---- აი------ვის, გი------ სა------ძის და ზვ---- კა----ძის მიმართ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ე-----რ მა------ვის დაკავების ოქმი, გი------ სა------ძის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, აი---- აი------ვის, ზვ----ი კა----ძის, გი------ სა------ძის, ე-----რ მა------ვის პირადი ჩხრეკის ოქმები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და მოსამართლის განჩინებები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ე-----რ მა------ვმა 2018 წლის 28 მაისს უკანონოდ შეიძინა 21 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობით - 1.3950 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრეჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მოყავისფრო პლასტიური ნივთიერება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, გი------ სა------ძის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელის“ მარკის სახელმწიფო ნომრით A-------- ავტომობილით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გა-----–-–- გადაადგილებისას, რაშიც მხილებული იქნა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.
აღნიშნული ქმედების დარღვევა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედება ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის ბრუნვის დადგენილი წესის დარევით და სათანადო ნებართვის გარეშე.
უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით, მაგალითად: მათი ყიდვა, მათი მიღება ფულის სანაცვლოდ, სხვისთვის გაწეული სამსახურის ნაცვლად, სხვა ნივთში გაცვლა. ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალების მითვისება, ველურად აღმოცენებული ნარკოტიკული საშუალების მითვისება. უკანონო შეძენად უნდა ჩაითვალოს დაუცველ მინდვრებში დარჩენილი ნარკოტიკული მცენარეების შეგროვება.
უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი ისეთი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში, მაგალითად: მისი შენახვა ბინაში, მანქანის საბარგულში, იმის მიუხედავად მანქანას ატარებს ეს პირი თუ უძრავ მდგომარეობაში იმყოფება იგი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-----რ მა------ვმა 2018 წლის 28 მაისს უკანონოდ შეიძინა 21 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობით - 1.3950 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრეჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მოყავისფრო პლასტიური ნივთიერება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, გი------ სა------ძის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელის“ მარკის სახელმწიფო ნომრით A-------- ავტომობილით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გა-----–-–- გადაადგილებისას, რაშიც მხილებული იქნა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ჩადენილი დიდი ოდენობით
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - ბე--- ზე----–-–--ლის, გი------ კლ----–--ლის, აი---- აი------ვის, ზვ---- კა----ძის, გი------ სა------ძის, ე-----რ მა------ვის გამოკითხვის ოქმები, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნები ე-----რ მა------ვის, აი---- აი------ვის, გი------ სა------ძის და ზვ---- კა----ძის მიმართ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, ე-----რ მა------ვის დაკავების ოქმი, გი------ სა------ძის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, აი---- აი------ვის, ზვ----ი კა----ძის, გი------ სა------ძის, ე-----რ მა------ვის პირადი ჩხრეკის ოქმები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი და მოსამართლის განჩინებები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ე-----რ მა------ვმა 2018 წლის 28 მაისს უკანონოდ შეიძინა 21 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობით - 1.3950 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ტეტრეჰიდროკანაბინოლის“ შემცველი მოყავისფრო პლასტიური ნივთიერება, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, გი------ სა------ძის მართვის ქვეშ მყოფი „ოპელის“ მარკის სახელმწიფო ნომრით A-------- ავტომობილით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გა-----–-–- გადაადგილებისას, რაშიც მხილებული იქნა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ნარკოტიკული საშუალების ოდენობის განსაზღვრისას, დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო ნარკოტიკული საშუალების სახეობას, არამედ მის ფიზიკურ მდგომარეობას, იმას, თუ იგი მოცემულია, აბის, ნაყენის, ფხვნილისა თუ სითხის სახით. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის ‘’უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი დაგანსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა’’-ში, მოცემულია არაკანონიერ ბრუნვაში ან მფლობელობაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებათა, ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდ ოდენობა. ე-----რ მა------ვისგან ამოღებულ იქნა 1,3950 გრამი ნარკოტიკული საშუალება, ‘’ტეტრაჰიდროკანაბინოლი’’-ს შემცველი მოყავისფრო პლასტიური ნივთიერება, რაც განეკუთვნება დიდი ოდენობის კატეგორიას.
სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე-----რ მა------ვმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით. აღნიშნული ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რის გამოც ე-----რ მა------ვი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ე-----რ მა------ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ე-----რ მა------ვმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ამდენად, ე-----რ მა------ვს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ეი------ მა------ვს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
21 ცალად დაფასოებული 1,3950 გრამი ნარკოტიკული საშუალება ‘’ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ შემცველი მოყავისფრო პლასტიკური ნივთიერება, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-----რ მა------ვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წელი.
2.ე-----რ მა------ვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
3. აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდეს და ე-----რ მა------ვს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 28 მაისის 22:20 საათიდან.
4. ნივთიერი მტკიცებულება:
21 ცალად დაფასოებული 1,3950 გრამი ნარკოტიკული საშუალება ‘’ტეტრაჰიდროკანაბინოლის’’ შემცველი მოყავისფრო პლასტიკური ნივთიერება, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში(თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N 7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N 24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე