განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2018
საქმის ნომერი
060100118002588793
დავის ტიპი
126
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/127-18

№061050718003

 

04 დეკემბერი, 2018 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - გურამ შენგელია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მა---------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ--------------------------------------------–--------–-–-----------------------–---------------------------–----------------------------------------

 

ბრალდებული - ნ----–-------------------–--------------------------–--------–-–-------------------–---------------------------–------------------------------------------

 

ადვოკატი- ლე-----------უა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ----------------ძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 05 ივლისს ლ----------------ძე მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ქ. სამტრედია, ჭა-------------------ში მდებარე თავისი მშობლების სახლში, რა დროსაც დაახლოებით 19 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - მა------------------–---–ზე. კერძოდ, არასრულწლოვანი შვილების - ე-–-----------------------------ის თანდსაწრებით სახის არეში დაარტყა მუჭი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ----–------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2018 წლის 05 ივლისს, დაახლოებით 19 საათზე, ნ----–------------მ თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი სამტრედია, ჭა-------------------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკუარდ იძალადა თავისი შვილის მეუღლეზე - მა------------------–---–ზე. კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმებში და ასევე რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი კისრისა და სახის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად მა------------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ასევე შეესწრო მისი ორ არასრულწლოვანი შვილი, ე-–-----------------------------ი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ----------------ძის და ნ----–----------ძის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულებმა ლ----------------ძემ და ნ----–------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნეს დამნაშავედ.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულების ლ----------------ძის და ნ----–----------ძის ახლო ნათესავებმა, კერძოდ, დაზარალებულმა მა------------------–---–მა და მოწმეებმა: ცი-------------ემ და ცი–--------------ემ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საოპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავების, ბრალდებულების ლ----------------ძისა და ნ----–----------ძის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლო-–-----–---ემ განაცხადა, რომ იგი არის ნუ--–- და ლ----------------ძეების მეზობელი. 2018 წლის ზაფხულში მის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას გაიგონა ყვირილის ხმა, რომელიც მოდიოდა ფ-----------ს ეზოდან, როდესაც გადავიდა მათ ეზოში დაინახა, რომ ლ----------------ძეს თავიდან მოსდიოდა სისხლი, ხოლო მისი დედა ნ----–------------ იძახდა მიშველეთო, ამ დროს მა------------------–---–ი იჯდა ჭიშკართან, იგი თავად ფ-----------ს სახლში არანაირ კონფლიქტს არ შესწრებია და მსგავსი რამ არც წარსულში სმენია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ქე---------–--–-–-ილმა განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ნუ--–- და ლ----------------ძეების მეზობლად, 2018 წლის ზაფხულში მის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მოესმა ნუ--–- ფოფხაძის ხმა, როგორც შემდეგ გაიგო, ლ----------------ძეს მეუღლესთან მა------------------–---–თან მოსვლია კონფლიქტი, იგი თავად ამ ფაქტს არ შესწრებია და არც მა------------------–---–ი დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–------–---ძემ განმარტა, რომ იგი არის ნუ--–- და ლ----------------ძეების მეზობელი. 2018 წლის ივლისში მის საცხოვრებელ სახლში, შემოესმა ყვირილის ხმა, ხმაური მოდიოდა ნუ--–- და ლ----------------ძეების ეზოდან, კერძოდ, ნ----–------------ ითხოვდა შველას, როდესაც გადავიდა მათ ეზოში ნახა, რომ ლ----------------ზეს თავიდან სდიოდა სისხლი, შეკითხვაზე კი ნ----–------------მ უპასუხა, რომ თავში რაღაც დაეცაო, იქ იმ დროს ნუ--–- და ლ----------------ძეების გარა არავინ დაუნახავს, და თავად არანაირ კონფლიქტს არ შესწრებია, მა------------------–---–ი სულ ორჯერ ჰყავს ნანახი, ხოლო ლ----------------ძეს ახასიათებს, როგორც უაღრესად წესიერ პიროვნებას, მზრუნველ მამას და მეუღლეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გი------------–--–--ამ განმარტა, რომ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე მის მიერ გამოკითხული იქნა მა------------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მისმა მეუღლემ ლ----------------ძემ და დედამთილმა ნ----–------------მ, ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის დროს მას ტანთ ეცვა მოთეთრო ფერის მაისური, რომელიც იყო წინა მხარეს გახეული, რაც გადაუდებელი აუცილებლობის გამო მისი თანხმობით იქნა ამოღებული. მის მიერ ასევე დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, ასევე მის მიერ დაკავებული იქნა ლ----------------ძე და წარედგინა ბრალდების შესახებ დადგენილება, ხოლო ნ----–----------ძის დაკავება მოხდა გამომძიებელ ნ--------------ძის მიერ. მის მიერ ასევე წარდგენილ იქნა მა------------------–---–ისათვის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

 

პრეიუიდიციული მნიშვნელობის მქონე, 2018 წლის 13 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N004849018 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე მა------------------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხნაჟღენთების სახით, კერძოდ, 06.07.2018 წ 04:06-04:19 სთ. უჩივის ტკივილს მარჯვენა ბეჭზე და მიდამოში. მარცხენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომთ: 0,8X,0,2 სმ. მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა სამი ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი თითეული ზომით;1,8 X 1,3 სმ; 2,2 X 1,4სმ 4,7 X 1,9 სმ. მარცხენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 3,9 X 1,1 სმ. მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით:8,8 X 2,1 სმ. მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 7,3 X 1,5სმ. მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით:2,2 X 0,8 სმ. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 2,3 X 0,9 სმ. მარჯვენა ლოყის მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,9 X 0,3 სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულებმა ლ----------------ძემ და ნ----–------------მ ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულების ლ----------------ძისა და ნ----–----------ძის პოზიციას მათი უდანაშაულობის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას დაზარალებულმა მა------------------–---–მა და მოწმეებმა: ცი-------------ემ და ცი–--------------ემ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავების, ბრალდებულების ლ----------------ძისა და ნ----–----------ძის წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ლ----------------ძისა და ნ----–----------ძის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ მა------------------–---–ის ჩვენება, ამ უკანასკნელმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება მეუღლის, ბრალდებულ ლ----------------ძის და დედამთილის, ბრალდებულ ნ----–----------ძის წინააღმდეგ. რაც შეეხება პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ლ----------------ძე და ნ----–------------ უარყოფენ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ლ----------------ძემ და ნ----–------------მ ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ლ----------------ძის და ნ----–----------ძის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებულები ლ----------------ძე და ნ----–------------ უნდა გამართლდენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ----------------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ----–------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ----------------ძისა და ნ----–----------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ნ------------------ძის (----------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ------------------------–-----------------–ი, შენობის ერთ გამოყოფილ ნაწილს, საერთო ფართი 62.0-----------------–--–----------------------------------------------------------------–--------------------------------------------------------------- – 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა;

 

გამართლებულ ლ----------------ძეს და ნ----–------------ს უფლება აქვთ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

 

ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოთეთრო ფერის მაისური და მოწითალო ფერის მაისური, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოთეთრო ფერის ქაღალდი სისხლისმაგვარი ლაქებით, ფაიფურის ჭურჭლის ნამსხვრევები და სისხლისმაგვარი ლაქები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე