განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/449-18წ. 1- იანვარი, 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - კ----------–---–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ა-–------–----------ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 3-.03.1--- წელს, პ/ნ 0---------- მცხ: ქ.ახალციხე, ზ--------–ის ქუჩა, სახლის კორპუსის N4, ბინის N4;
ადვოკატი - ნ------------------–--–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ,,გ''პუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2--- წლის სექტემბრის თვეში მის 2004 წლის სექტემბერს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს თ---------–----------ეს ქ.ახალციხეში ზ--------–ის ქუჩა N4---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც თ---------–----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2--- წლის 02 ოქტომბერს არაფხიზელ მოდგომარეობაში მყოფი ა-–------–----------ე კვლავ მივიდა ქ.ახალციხეში, ზ--------–ის ქუჩა N4---ში მდებარე მეუღლის საცხოვრებელ სახლში, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელის დარტყმით ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა რა დროსაც ბ--–-----------ე-ლ----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამავე დროს აღნიშნული ფაქტის შემსწრე სახლში მყოფმა ბ--–-----------ე-ლ----------ის მამამ ნ-------------ემ შვილის მეუღლეს ა-–------–----------ეს მოუწოდა თავის შეკავებისა და სახლის დატოვებისაკენ, აღნიშნულით განაწყენებულმა ა-–------–----------ემ ორივე ხელი დაარტყა მკერდის არეში ნ-------------ეს, რომელიც დაეცა იატაკზე, ძალადობრივი ქმედების შედეგადაც ამ უკანასკნელმა ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა-–------–----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
ასევე ა-–------–----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ა-–------–----------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ბ--–-----------ე-ლ----------ს 03.1-.2---წ, 04.1-.2---წ, ნ-------------ის 03.1-.2---წ, 04.1-.2---წ, თ------- ტაბატაძის 03.1-.2--- წ, 04.1-.2---წ, ნ--- ლ----------ის 03.1-.2---წ, დ--------------ის 03.1-.2---წ, ს----------------ის 03.1-.2--- წ, მოწმის სახით გამოძიებისა და გამოკითხვის ოქმები; ა-–------–----------ის სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმების ოქმი, ა-–------–----------ს ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, შეტყობინება ა-–------–----------ის დაკავების შესახებ ოჯახის წევრს, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამოადგილის დათვალიერების შესახებ, ბ--–-----------ე-ლ----------ის თანხმობის ხელწერილი ადგილის დათვალიერების თანხმობის შესახებ, ოქმის შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ თნდართული ფოტოილუსტრირებით, მიმართვის წერილები და დადგენილებები სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მიმართვა ს/ჯ სოც.მომსახურების სააგენტოს საპროცესო წარმომადგენლის გამოყოფის შესახებ, არასრულწლოვანი მოწმის საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების ოქმები, ა-–------–----------ისსა და ბ--–-----------ის წორწინების მოწმობის ასლი, ბ--–-----------ის, ნ-------------ის, თ---------–----------ის, ნ---- ლ----------ის, ვ---- ლ----------ის დაბადების მოწმობების ასლები, ა-–------–----------ის ნასამართლეობისა და ადმინისტრაციულ სახელდადების შემოწმების ცნობები, 2--- წლის 2- ივნისს შედგენილი შემაკავებელი ორდერი N011199 ა-–------–----------ის მიმართ, მიმართვა ს/ჯ იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის გამოყოფაზე, ადვოკატ ტ------–----–-----–---–ის ორდერი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2--- წლის 03 ოქტომბრის N7---------- დასკვნა თ---------–----------ის სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის შესახებ, დადგენილებები თ------- ლ----------ის, დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
დაზარალებულის თ---------–----------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ სწავლობს ქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მე-9 კლასში, ცხოვრობს ქ.ახალციხეში ზ--------–ის ქუჩა N4---ში დედასთან ბ--–-----------ე-ლ----------ესთან, და-ძმებთან და პაპასთან ერთად. ჰყავს მამა ა-–------–----------ე, რომელიც ცხოვრობს მათ მეზობლად ზ--------–ის ქუჩა 4---ში, დაახლოებით 3 თვის წინ მისი მშობლები დაშორდნენ რადგან მამა ბოლო პერიოდში სისტემატიურად მიდიოდა ნასვამი და დედას აგინებდა უცენზურო სიტყვებით, ამის შესახებ 2--- წლის ივნისის თვეში დედამ პოლიციას მიმართა, რის საფუძველზეც გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ცოტა ხნით დაანება თავი ლანძღვა გინებას. 2--- წლის სექტემბრის თვეში მამამ ა-–------–----------ემ შვილს თ---------–----------ეს ქ.ახალციხეში ზ--------–ის ქუჩა N4---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც თ---------–----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო დედა - ბ--–-----------ე-ლ----------ე და პაპა ნ-------------ე, რომლებმაც აღარ მისცეს საშუალება კვლავ დაერტყა მისთვის. ასევე, 2--- წლის 02 ოქტომბერს დაახლოებით 2-:00 საათზე ა-–------–----------ე შევიდა სახლში და ოჯახის წევრებს დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება, მხრის არეში დაარტყა ხელი ბ--–-----------ე-ლ----------ეს, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-------------ესაც.
დაზარალებულის ბ--–-----------ე-ლ----------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ცხოვრობს ზ--------–ის ქუჩა N4---ში ოჯახთნ ერთდ. დაახლოებით 3 თვის წინ გაშორდა მეუღლეს უთანხმოების გამო, 2--- წლის 02 ოქტომბერს დაახლოებით 2-:00 საათზე ა-–------–----------ე შევიდა სახლში და ოჯახის წევრებს დაუწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება, მხრის არეში ძლიეად დაარტყა ხელი ბ--–-----------ე-ლ----------ეს რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ-------------ეს, გულმკერდის არეში ორივე ხელი დაარტყა ძლიერად და დარტყმის შედეგად დაეცა ძირს.
მოწმეთა დ--------------ის და ს----------------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ არიან ბ--–-----------ე-ლ----------ის მეზობლები. 2--- წლის 02 ოქტომბერს დაახლოებით 2-:00 საათზე მათი სახლიდან შემოესმა ხმამაღალი ყვირილის ხმა და როცა მიხვდა, რომ ჩხუბობდნენ ავიდა სახლში, სადაც ბ--–- გულწასულივით დახვდა, ა-–------–----------ე კი კარებთნ იდგა და აგინებდა მისაღებ ოთახში მყოფ ოჯახის წევრებს, ს----------------ემ ბ--–-ს დაალევინა დამაწყნარებელი წამლები. რამდენიმე წუთში მივიდა სასწრაფო დახმარების სამსახური და პოლიცია.
შემაკავებელი ორდერით N011199 დგინდება რომ 2--- წლის 2- ივნისს შდგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი ა-–------–----------ის მიმართ, რომლის თანახმად ალკოჰოლური სიმთვრალის ზემოქმედების ქვეშ ა-–------–----------ე სისტემატურად ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას რაც გამოიხატება ბ--–-----------ის სიტყვიერ შეურაცხყოფაში.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1-58/0-/9-2 2--- წლის 03 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ---------–----------ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1-57/0-/9-2 2--- წლის 03 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ-------------ის მარცხენა მხარის არეში არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათ მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ჩნობებში მითითებულ თარიღს.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1-56/0-/9-2 2--- წლის 03 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათი N38 და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით ბ--–-----------ე-ლ----------ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- 2--- წლის 13 ნოემბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით და თ---------–----------ის სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით, მამის ა-–------–----------ის ქმედებებით თ---------–----------ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
2--- წლის 04 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, თ---------–----------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით.
2--- წლის 04 ოქტომბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ბ--–-----------ე-ლ----------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' და ,,გ'' ქ/პუნქტით.
სასამართლოს დასკვნა ა-–------–----------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' და ,,გ'' პუნქტებით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა-–------–----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
ამავე კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ა-–------–----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–------–----------ე (პ/№0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით ,,ა,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
ასევე, ა-–------–----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ,,ბ’’ და ,,გ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დასასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა-–------–----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩეთვალოს პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.
3. ა-–------–----------ის (პ/№0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2--- წლის 3 ოქტომბრიდან 2--- წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.
4. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი