განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
150100118002513570
დავის ტიპი
262 4 ა , 262 2 ბ , 262
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002513570

# 1/59-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 იანვარი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – მა-–---- ენ-----ე

სხდომის მდივანი – და---- მე-–----ე

ბრალდების მხარე

პროკურორი - გი-----ი ორ---------ე

დაცვის მხარე

ბრალდებული - შა----- ჯი-------–ის ძე ჰუ-------ის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, პ/ნ C--------, დაბადების თარიღი: 2--03.1982 წ. განათლება: საშუალო, უმუშევარი, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ქვეშ მყოფის, მისამართი: აზერბაიჯანი, ქ. ბაქო, ს---------- ქუჩა 14/1)

ადვოკატი - თა-----–ა ჯო-–-----ა, მა-----ა ად--–---–ი

თარჯიმანი - გა-–-------ნ გა-----–-–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

სხდომის სახე - ღია

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ შა----- ჰუ-------ის მიმართ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანა

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 07 მაისს, 19:00 საათზე, თურქეთის რესპუბლიკიდან ავტომანქანა "მერსედეს ბენცით" აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით 9------ საბაჟო გამშვები პუნქტის "კარწახის" გავლით საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის რესუბლიკის ორი მოქალაქე ელ–-დ სა-–------ი და შა----- ჰუ-------ი. შა----- ჰუ-------მა ზემოაღნიშნული ავტომანქანით, კერძოდ მისი სალონის საჰაერო სისტემაში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკა---ნოდ შემოიტანა პრეპარატი "სუბოქსინის" 1400 (ათას ოთხასი) ცალი აბი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება "ბუპრენორფინს" საერთო წონით 11,1992 გრამი.

2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ელ–-დ სა-–------ის მიმართ, ბრალდებაზე უარის თქმის გამო პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო შა----- ჯი-------–ის ძე ჰუ-------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და შა----- ჰუ-------ის მიმართ გაგრძელდა საქმის არსებითი განხილვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2.1. ფაქტების დადგენა:

2.1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

2.1.2. მოწმე ვა--- კა-----–---–ის ჩვენებით იგი არის მებაჟე-ოფიცერი. სა-–------მა მას უთხრა, რომ მგზავრი ჰყავდა რომელთან ერთადაც მოდიოდა თურქეთიდან, ხოლო აღნიშნულმა მგზავრმა - ჰუ-------მა კი ყუ----–---–ს უთხრა, რომ ტრაილერის მძღოლი იყო, სა-–------ს მიჰყვებოდა აზერბაიჯანში, რომელსაც არ იცნობდა. სა-–------ი პერიოდულას ხელს უშლიდათ ავტომანქანის დათვალიერებაში, "ბარდაჩოკის" დათვალიერებისას საეჭვოდ იქცეოდა ხან სიგარეტს, ხან კი სანთებელას სთხოვდა, ამიტომაც გაუჩნდათ ეჭვი და დაიწყეს უფრო დეტალურად დათვალიერება. გამოიტანეს კამერაზონდი და მეწყვილე გი-----ისთან ერთად დაიწყო დეტალური დათვალიერება. ჰაერის გათბობის სისტემაში გამოჩნდა ნაჭერი. სა-–------ს უთხრეს ეთქვა თუ რა იყო დამალული, რაზეც უარი მიიღეს. დაიწყეს მაგნიტოფონის და ფილტრის მოხსნა და აღმოაჩინეს 13 ცალი ფოლგის შეკვრა, რომელშიც იყო 1400 სუბოქსინის აბი. აღნიშნული დაილუქა და გადაეცა შესაბამის სამსახურს.

2.1.3. მოწმე გი-----ი ოქ-------–--ის ჩვენებით იგი არის მებაჟე-ოფიცერი. მისი ჩვენებით მგზავრი ცალკე მოწმდება და მძღოლი კი ავტომანქანასთან ერთად გადის შემოწმებას. საჭესთან სა-–------ი იჯდა, რომელმაც თქვა რომ ნახჭევანიდან მოდიოდა, თუმცა პასპორტით ასე არ ჩანდა. მერე თქვა თურქეთიდან მოვდივარო. რადგან მიხვდა რომ იტყუებოდა კამერა ჩართო და ისე გამოკითხა. სა-–------მა ჰუ-------ზე თქვა რომ ბიზნესპარტნიორები იყვნენხოლო ჰუ-------მა თქვა რომ ტრაილერის მძღოლი იყო და შემთხვევით გამოჰყვა თურქეთიდან სა-–------ს. სა-–------ი პერიოდულას ხელს უშლიდათ ავტომანქანის დათვალიერებაში, "ბარდაჩოკის" დათვალიერებისას საეჭვოდ იქცეოდა ხან სიგარეტს, ხან კი სანთებელას სთხოვდა, ამიტომაც გაუჩნდათ ეჭვი და დაიწყეს უფრო დეტალურად დათვალიერება. გამოიტანეს კამერაზონდი და მეწყვილე ვა---სთან ერთად დაიწყო დეტალური დათვალიერება. ჰაერის გათბობის სისტემაში გამოჩნდა ნაჭერი. სა-–------ს უთხრეს ეთქვა თუ რა იყო დამალული, რაზეც უარი მიიღეს. დაიწყეს მაგნიტოფონის და ფილტრის მოხსნა და აღმოაჩინეს 13 ცალი ფოლგის შეკვრა, რომელშიც იყო 1400 სუბოქსინის აბი. აღნიშნული დაილუქა და გადაეცა შესაბამის სამსახურს.

2.1.4. მოწმე იო--- ინ-------ის ჩვენებით იგი მუშაობს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ს/გ პუნქტ „კარწახში“ მთავარი მებაჟე-ოფიცრის თანამდებობაზე. 2018 წლის 07 მაისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 18:55 საათზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა მუქი ფერის "მერსედეს ბენცის" მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით 9------. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ მებაჟეებმა ვა--- კა-----–---–მა და გი-----ი ოქ-------–--ემ დაიწყეს აღნიშნული ავტომანქანის დათვალიერება და ისიც იქვე იმყოფებოდა მანქანასთან. დათვალიერებისას ვა---მ და გი-----იმ თქვეს რომ ავტომანქანის სალონში, „ტორპედოში“ არსებულ საჰაერო სისტემაში აღმოაჩინეს საეჭვო ნივთი. მათ დაშალეს აღნიშნული ავტომანქანის სალონში არსებული ჰაერის სისტემა, საიდანაც ამოიღეს 13 შეკვრა ფოლგაში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი "სუბოქსინი", რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული მედიკამენტის დათვლა და აღმოჩნდა 1400 აბი, რომელიც დაილუქა შემოსავლების სამსახურის ლუქით და მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას.

2.1.5. მოწმე ვი----–ი მა--------ის ჩვენებით იგი მუშაობს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ს/გ პუნქტ „კარწახში“ მთავარი მებაჟე-ოფიცრის თანამდებობაზე. 2018 წლის 07 მაისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 18:55 საათზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა მუქი ფერის "მერსედეს ბენცის" მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით 9------. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ მებაჟეებმა ვა--- კა-----–---–მა და გი-----ი ოქ-------–--ემ დაიწყეს აღნიშნული ავტომანქანის დათვალიერება და ისიც იქვე იმყოფებოდა მანქანასთან. დათვალიერებისას ვა---მ და გი-----იმ თქვეს რომ ავტომანქანის სალონში, „ტორპედოში“ არსებულ საჰაერო სისტემაში აღმოაჩინეს საეჭვო ნივთი. აღნიშნულის გაგებისას ისიც გავიდა ავტომანქანასთან და მანქანის მგზავრი შა----- ჰუ-------იც გაიყვანა, რათა ისიც დასწრებოდა მანქანის დათვალიერებას. ვა---მ და გი-----იმ დაშალეს აღნიშნული ავტომანქანის სალონში არსებული ჰაერის სისტემა, საიდანაც ამოიღეს 13 შეკვრა ფოლგაში გახვეული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი "სუბოქსინი", რის შემდეგაც მოხდა აღნიშნული მედიკამენტის დათვლა და აღმოჩნდა 1400 აბი, რომელიც დაილუქა შემოსავლების სამსახურის ლუქით და მომხდარის შესახებ შეატყობინეს პოლიციას.

საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

შა----- ჰუ-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ვა--- კა-----–---–ის, გი-----ი ოქრომელაძის, გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზია #1125/სქ-1367/ქრ დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. შა----- ჰუ-------ი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს. სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ დადგენილი იქნას სამართლიანი განაჩენი.

3.2. მხარეთა დასკვნით სიტყვებში სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ბრალად წარდგენილ ქმედებაში.

3.3. მხარეთა დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა შა----- ჰუ-------ის მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვს, რომ ბრალდებულს შეეფარდოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმალური ზომა, რასაც დაეთანხმა ბრალდებულიც.

3.4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა შა----- ჰუ-------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკა---ნოდ შემოტანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია.

შეასბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შა----- ჰუ-------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლია---ბაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შა----- ჰუ-------ის ბრალეულობას.

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკა---ნოდ შემოტანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

3.3. 2018 წლის 07 მაისს, 19:00 საათზე, თურქეთის რესპუბლიკიდან ავტომანქანა "მერსედეს ბენცით" აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით 9------ საბაჟო გამშვები პუნქტის "კარწახის" გავლით საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის რესუბლიკის ორი მოქალაქე ელ–-დ სა-–------ი და შა----- ჰუ-------ი. შა----- ჰუ-------მა ზემოაღნიშნული ავტომანქანით, კერძოდ მისი სალონის საჰაერო სისტემაში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკა---ნოდ შემოიტანა პრეპარატი "სუბოქსინის" 1400 (ათას ოთხასი) ცალი აბი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება "ბუპრენორფინს" საერთო წონით 11,1992 გრამი.

შესაბამისად, შა----- ჰუ-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკა---ნოდ შემოტანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

ამდენად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს შორის, ხოლო შა----- ჰუ-------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სასამართლოს მიერ გამოვლენილი არ ყოფილა.

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, ქონებრივ, მატერიალურ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლია---ბის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კა---ნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, არამედ დამნაშავის პიროვნებაც წარსულში ჩადენილ დანაშაულები, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ოჯახური და სოციალური მდგომარეობას.

გარდა სამართლია---ბის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკა---ნოდ შემოტანას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

შა----- ჰუ-------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა რაც ხელს შეუწყობს სამართლია---ბის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლია---ბის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კა---ნის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და გათვალისწინებული იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შა----- ჰუ-------ის მიერ ჩადენილია ნარკოტიკული ხასიათის დანაშაული, კერძოდ საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკა---ნოდ შემოტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულ შა----- ჰუ-------ის მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან სხვა უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, ხოლო აღნიშნული სასჯელის სახე კი ხელს შეუწყობს სამართლია---ბის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციას და რაც პროპორციულად და თანაზომიერად იქნება მიჩნეული სასამართლოს მიერ, ამასთან, იქნება კა---ნიერი და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ ვარგისი საშუალება. ამდენად, შა----- ჰუ-------ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით; „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კა---ნის საფუძველზე შა----- ჰუ-------ს უნდა ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საადვოკატო საქმია---ბის უფლება, გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმინობის უფლება, დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგა---ებში საქმია---ბის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება, ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით, ხოლო ზ) საექიმო და ფარმაცევტული საქმია---ბის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.

 

7. აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

შა----- ჰუ-------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 10 მაისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 210-217-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შა----- ჰუ-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

2. შა----- ჰუ-------ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 მაისის 20:37 საათიდან;

3. შა----- ჰუ-------ის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2018 წლის 10 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კა---ნის საფუძველზე შა----- ჰუ-------ს ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საადვოკატო საქმია---ბის უფლება, გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმინობის უფლება, დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგა---ებში საქმია---ბის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება, ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 5 წლის ვადით, ხოლო ზ) საექიმო და ფარმაცევტული საქმია---ბის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით. აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა იწყება განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

5. საქ. სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, შა----- ჰუ-------ს, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით 9------, რომელიც განთავსებულია საბაჟო-გამშვები პუნქტის „კარწახის“ ავტოსადგომზე და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი;

6. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, 1) სამხრე კამერისა და გარე სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერი 2 CD დისკზე, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; 2) შა----- ჰუ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ორი ცალი აზერბაიჯანული 100 მანათიანი კუპიურა, ორი ცალი თურქული 20 ლარიანი და 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 2 ლარიანი მონეტა, 1 ცალი თურქული რკინის მონეტა, 1 კოლოფი სიგარეტი „ვინსტონი“ 17 ცალი ღერით, 1 ცალი მოშავო ფერის მაჯის საათი და 1 ცალი სანთებელა, რომლებიც ინახება სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, განაჩენის კა---ნიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის მფლობელს შა----- ჰუ-------ს; 3) 1 ცალი მოშავო ფერის ქუდი, რომელიც ინახება ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს; 4) შა----- ჰუ-------ის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს განაჩენის კა---ნიერ ძალაში შესვლის შემდეგ; 5) ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები, რომელიც ინახება ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს განაჩენის კა---ნიერ ძალაში შესვლის შემდეგ; 6) 13 ცალი ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდი და მოთეთრო ფერის 3 ცალი ქაღალდის კოლოფი წარწერით „სუბოქსინი“,რომელიც ინახება ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს განაჩენის კა---ნიერ ძალაში შესვლის შემდეგ; 7) შა----- ჰუ-------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, რომელიც ინახება სასამართლოს ნივთმტკიცებათა საცავში, განაჩენის კა---ნიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მის მფლობელს შა----- ჰუ-------ს, ხოლო საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი #07052018/1 შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

7. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით დადგენილ პირებსა და ორგა---ებს;

8. განაჩენი კა---ნიერ ძალში შედის გამოცხადებისთანავე;

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქ. #110) მეშვეობით.

მოსამართლე მა-–---- ენ-----ე