განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
190100118002764080
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/ 861-18

(№012141118010)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 იანვარი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ნ-----–------------ე, დაბადებული 19---–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: თ------–-------------------------–------------ და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ------------------------------,ადვოკატი: მაია გოგლიძე,კვალიფიკაცია:

 

სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი - საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;

 

სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა;

 

სსკ-ის 2731 მუხლის მეოთხე ნაწილი - მცენარე მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით;

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ----------–--------------------------------------------------------–---------------, ნ-----–------------ე ძალის გამოყენებით ცდილობდა მეუღლის შ------------------ის ავტომანქანიდან გადაყვანას, რა დროსაც მას სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დაარტყა იარაღის ლულა და კონდახი, შემდეგ კი ფეხი დაარტყა ორივე ბარძაყის არეში და ცეცხლსასროლ იარაღზე დამაგრებული დანით მიაყენა დაზიანებები მარცხენა ფეხის წვივზე. ამის შემდეგ, შ------------------ემ მოახერხა მ---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გაქცევა, სადაც მივიდა ასევე ნ-----–------------ე და მისი და შ------------------ის საერთო არასრულწლოვანი შვილის, 1--–-–------------------ის თანდასწრებით, მეუღლეს ჯერ ყელზე მოუჭირა, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში. ნ-----–------------ის ძალადობრივი ქმედებებით შ------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ნ-----–------------ემ მეუღლე შ------------------ე თავისი კუთვნილი ,---------------–--- მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით A------, წაიყვანა მ----------ში არსებული მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მას ეჭვიანობის მოტივით ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღო იარაღი, დაუმიზნა და ხმამაღალი ტონით მოსთხოვა მანქანიდან გადმოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც შ------------------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ნ-----–------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 15 ნოემბერს, ქ----------–---------------------------–- მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის სარდაფში ასევე უკანონოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებული 1----–-–--------–--------------–------------------------–----–---- ხუთ ცალ ვაზნას და 1----–-–--------–--------------–------------------------–----–---- ერთ ცალ ვაზნას. აღნიშნული ვაზნები ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვის თანახმად მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისის გამოსაყენებლად.

 

ნ-----–------------ემ ქ----------–---------------------------–- მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის სარდაფში, სამ ცალ ნიადაგის ქოთანში, გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ დათესა და 2018 წლის 15 ნოემბრამდე მოიყვანა 102,6 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

 

ნ-----–------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და 2018 წლის 15 ნოემბერს, ქ----------–---------------------------–- მდებარე მისი საცხოვრებელი ბინის სარდაფში, ასევე უკანონოდ ინახავდა 374,26 გრამ დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფოებმა უნდა „უზრუნველყონ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამ ფორმულირებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი განიმარტა ისე, რომ იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ ასევე პოზიტიურ ვალდებულებას. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ ასევე უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ დარღვევის შემთხვევაში (პოზიტიური ვალდებულება). თუ ევროპულ კონვენციაში განმტკიცებული უფლებები დაირღვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება პასუხისმგებლობის საკითხი თავად სახელმწიფოსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

 

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.

 

ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

 

სახელმწიფო ვალდებულია გამოძიოს ქალთა მიმართ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და ოჯახში ძალადობის ფაქტები, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს დროული და ეფექტიანი. გამოძიების ეფექტურობა გულისხმობს დამოუკიდებელ, მიუკერძოებულ, დროულ და დაზარალებულის საკმარის ჩართულობას. საქმეში Opuz v. Turkey სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს უუნარობა დაეცვა ქალები ოჯახში ძალადობისაგან, არღვევს კანონის წინაშე ქალთა თანასწორუფლებიანობას, აგრეთვე აღრვევს მათ უფლებას ისარგებლონ კანონის დაცვის თანაბარი მექანიზმებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას - პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.

 

დანაშაულის (სსკ-ის 1261-ე მუხლი) ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.

 

განაჩენში მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ----------–--------------------------------------------------------–---------------, ნ-----–------------ე ძალის გამოყენებით ცდილობდა მეუღლის შ------------------ის ავტომანქანიდან გადაყვანას, რა დროსაც მას სხეულის სხვადასხვა ადგილას რამდენჯერმე დაარტყა იარაღის ლულა და კონდახი შემდეგ კი ფეხი დაარტყა ორივე ბარძაყის არეში და ცეცხლსასროლ იარაღზე დამაგრებული დანით მიაყენა დაზიანებები მარცხენა ფეხის წვივზე. ამის შემდეგ, შ------------------ემ მოახერხა მ---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გაქცევა, სადაც მივიდა ასევე ნ-----–------------ე და მისი და შ------------------ის საერთო არასრულწლოვანი შვილის, 1--–-–------------------ის თანდასწრებით, მეუღლეს ჯერ ყელზე მოუჭირა, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა სახისა და თავის არეში. ნ-----–------------ის ძალადობრივი ქმედებებით შ------------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.

 

საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის თანახმად: ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის (მათ შორის) 1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნით: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

განაჩენში მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, ის გარემოება, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ნ-----–------------ემ მეუღლე შ------------------ე თავისი კუთვნილი ,---------------–--- მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით A------, წაიყვანა მ----------ში არსებული მინდვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მას ეჭვიანობის მოტივით ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღო იარაღი, დაუმიზნა და ხმამაღალი ტონით მოსთხოვა მანქანიდან გადმოსვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც შ------------------ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით დასჯად ქმედებადაა მიჩნეული ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის როგორც შეძენა-შენახვა, ისე ტარება და მითითებული ნივთები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულის საგნად, თუ იგი ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის. კონკრეტრულად იარაღის ცნებას განსაზღვრავს ”საქართველოს კანონი იარაღის შესახებ”, რომლის თანახმად, იარაღს წარმოადგენს მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ამავე კანონის მე-2 მუხლის ”ბ” პუნქტის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ხოლო საბრძოლო მასალაა ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი (ტყვია, ხელყუბარა, ნაღმი, და ა. შ.). ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში იგულისხმება სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული საგნების ყიდვა, საჩუქრის სახით მიღება, ნაპოვნის დაუფლება და სხვა. სსკ-ის 236-ე მუხლის მიზნებისათვის დასახელებული საგნების მართლსაწინააღმდეგო შეძენა დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირს მიეცა თავისი ნება-სურვილის მიხედვით მათი განკარგვის შესაძლებლობა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში იგულისხმება ის, რომ პირი, რომელსაც არ აქვს იარაღის და საბრძოლო მასალის კანონიერი ფლობის უფლება, ასეთ იარაღს და საბრძოლო მასალას მიუჩენს ადგილსამყოფელს, ისე რომ შეუძლია იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება.

 

2018 წლის 10 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვის თანახმად, ექვსი ცალი ვაზნიდან ხუთი ცალი არის ქარხნული წესით დამზადებული 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის , სამხედრო დანიშნულების ვაზნები, განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK 47, AKM, AKM, AKMC, AKMCY ავტომატისათვის CKC კარაბინისათვის, „რპდ“, „რპკ“ ხელის ტყვიამფხვრევისათვის და სხვა. ხუთივე ვაზნა ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ერთი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის 5, 45 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5, 45მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK-74, AKC-74, AKC-74Y ავტომატებისათვის, „რპკ“ ხელის ტყვიამფხვრევისათვის და სხვა. ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია გამოსაყეებლად და არ არის განკუთვნილი არც ერთი წარმოდგენილი იარაღისათვის.

 

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, კოდექსს დაემატა 273 პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის. აღნიშნული მუხლის მეოთხე ნაწილით ქმედება დასჯადია მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ჩადენილი დიდი ოდენობით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით სამასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა. ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით გამომშრალი მარიხუანა 70 გრამიდან 500 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად.

 

მოცემულ, შემთხვევაში, 2018 წლის 20 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მცენარეული მასა, საერთო წონით წარმოადგენს 374,26 გრამ გამომშრალ მარიხუანას.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ხოლო ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებებს შორისაა - მცენარე კანაფი. კანონი არ განსაზღვრავს კანაფის სახეობებს და დანაშაულად აცხადებს მცენარე - კანაფის გვარის ნებისმიერი სახეობის უკანონო მფლობელობას და ბრუნვას. დათესვა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, მათ შორის ქოთანში, ხოლო მოყვანა გამოიხატება აღნიშნული მცენარის მოვლაში - გაზრდის მიზნით, კერძოდ: მორწყვა, სასუქის გამოყენება და ა.შ. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალებისა ნივთიერებების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, მცენარე კანაფი 10-დან 140 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად.

 

2018 წლის 15 ნოემბრის ნ-----–------------ის სარდაფის ჩხრეკის შედეგად გადაღებული ფოტოსურათების მიხედვით, დადგინა, რომ ნ-----–------------ეს სარდაფში მოყავდა ნარკოტიკული საშუალება კანაფი და მისი გაზრდის მიზნით, შექმნილი ჰქონდა შესაბამისი პირობები.

 

მოცემულ საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 20 ნოემბრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით: სამ ცალ ნიადაგის ქოთანში ჩარგული სამი ძირი ნედლი მცენარე წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მცენარე კანაფს, საერთო წონით (ფესვების გარეშე ) 102,6 გრამს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით, 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

ნ-----–------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათს, ხასიათდება დადებითად, შეურიგდა დაზარალებულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი.

 

მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით, 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731 მუხლის მე-4 ნაწილით ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და სასამართლომ საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სსკ-ს 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.

 

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

ნ-----–------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით, სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პ-ით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

- საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის მე-4 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ნ-----–------------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ნ-----–------------ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ნოემბრიდან.

 

3. ნ-----–------------ის მიმართ შეფარდებული აღვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ნ-----–------------ეს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

5. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს.

 

6. ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:

 

შ------------------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს შ------------------ეს; ერთი ერთეული დანა - დაუბრუნდეს ნ-----–------------ეს; (ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში).

 

ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, წონით 117,84 გრამი, „გამომშრალი მარიხუანა“, წონით 7,27 გრამი, „გამომშრალი მარიხუანა“, წონით 22,05 გრამი, მცენარე კანაფი, საერთო წონით 100,88 გრამი, „გამომშრალი მარიხუანა“, წონით 73,85 გრამი, „გამომშრალი მარიხუანა“, წონით 90,9 გრამი, პოლიმერული მასალის 2 ნიადაგიანი კონტეინერი მცენარის გადაჭრილი ღეროთი, ჩემოდანი, მინის ქილები, გაზეთის ქაღალდები, თესლები 5,98 გრამი, ქოთანი მცენარის გადაჭრილი ღეროთი, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. (ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველ მთავარ სამმართველოში).

 

ორი ცალი კარაბინი და ერთი მჭიდი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

სამი ვაზნა - აღსარიცხად გადაეცეს აღსარიცხად გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის სამსახურს. (ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში).

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე