გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210015001095706
კატეგორია
დავის ტიპი
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18706-15

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - მ------ ლ--------–---–ი

წარმომადგენელი - ლ-–ა ჩ--–--ე, ა-–---ა-----ე გ---–---–ი

 

მოპასუხეები - ა---------- „პ------ 9-“, მ----- მ------–ი, ზ------ ხ----–---–ი, თ---------- ჯ-----ი, ა-–---ი უ-------–---–ი

წარმომადგენლები - მ----- მ------–ი, ნ-------- ე---------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 345 550,00 ლარის (143 550,00 აშშ დოლარის) გადახდა;

 

1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, ყოველთვიური ქირის 650,00 ლარის გადახდა 2013 წლის 17 მაისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

მოსარჩელემ მოითხოვა ასევე საადვოკატო ხარჯის (15 500,00 ლარის), საფოსტო გზავნილებისათვის გადახდილი თანხისა (1 347,5 ლარის) და აუდიტორული მომსახურების ხარჯის (300,00 ლარის) ანაზღაურება.

სარჩელში განმარტებულია, რომ თბილისში, პ------ს ქუჩა №9--ში 199- წლიდან რეგისტრირებულია ა---------- „პ------ 9-“, რომლის წევრი 199- წლიდან არის მოსარჩელე მ------ ლ---------–---–ი. მისი საწევრო შენატანი შეადგენდა 95 000,00 მანეთს. მის მიერ შეტანილი თანხის სანაცვლოდ ა----------ს უნდა გადაეცა მოსარჩელისათვის 180 კვ.მ ბინა და 20 კვ.მ ავტოსადგომი. ხელშეკრულება, მოსარჩელის სახლის გაძარცვის შემდეგ, სახლში გაჩენილი ხანძრის გამო, დაიწვა.

 

2013 წლის 02 ა-----–ს ა----------მ აღიარა მოსარჩელის შენატანი, თუმცა მ------ ლ---------–---–ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს მისთვის გადასაცემი ბინის ღირებულების ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხე ა-–---ი უ-------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2013 წლის შეთანხმების გაფორმების უფლებამოსილება მ----- მ------–ს არ გააჩნდა, რამდენადაც მას არ გააჩნდა ამხანაგობის საერთო კრების თანხმობა. მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რამდენადაც მისი მოთხოვნები უსაფუძვლოა.

 

მოპასუხე მ----- მ------–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2013 წლის შეთანხმება არ წარმოადგენს ვალის აღიარების დოკუმენტს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად. შეთანხმება არ იწვევს სამართლებრივ შედეგებს, მისი გაფორმებისათვის მ----- მ------–ი არ იყო აღჭურვილი სპეციალური უფლებამოსილებით. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. მოსარჩელე, არ წარმოადგენს 95 000,00 მანეთის შემომტანს, არამედ თანხა შეიტანა ზ---ა ზ---------ემ. მოსარჩელე ვერ ადასტურებს ასევე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას.მ------ ლ---------–---–ი ამორიცხული იქნა ამხანაგობიდან 2002 წელს, ვაკე-საბურთალოს გამგეობის განკარგულებით, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 199- წლის 4 ა-----–ის თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დამტკიცდა საინიციატივო ჯგუფი მოქ. ლ. ხ----–---–ის, მ. ზ---------ის, თ. ე-----–---–ის და მ. ლ---------–---–ის შემადგენლობით და ჩამოყალიბდა ინდივიდუალური მენაშენეების ა----------, რომელსაც ეწოდა „პ------ 9-“.

 

ამხანაგობის თავმჯდომარედ დამტკიცდა ლ----- გ------ის ძე ხ----–---–ი.

 

მხარეებს შორის არ არის სადავო, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული მ. ლ---------–---–ი არის მოსარჩელე მ------ ლ---------–---–ი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 199- წლის 4 ა-----–ის თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება (ს.ფ. 62-63).

 

3.1.2. 2013 წლის 02 ა-----–ს მ------ ლ---------–---–სა და ა---------- „პ------ 9-“-ის თავმჯდომარეს მ----- მ------–ს შორის გაფორმდა შეთანხმება, შემდეგი შინაარსით -

მ------ ლ---------–---–მა 199- წელს 95 000,00 მანეთად ა---------- „პ------ 9-“-ისაგან იყიდა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე, თბილისი, პ------ს ქუჩა №---, მშენებარე საცხოვრებელი ბინა მეექვსე სართულზე, 180 კვ.მ ფართით და 20 კვ.მ ავტოფარეხი ფართით.

 

ამხანაგობის ახალმა თავმჯდომარემ შ-----ი კ---------ემ მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის №------- განკარგულების თანახმად, მ------ ლ-------–---–ი შეცდომით გარიცხა ამხანაგობის სიიდან, რის შემდეგ 2003 წლის 6 მაისის თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის №------- განკარგულებით, აღნიშნულ მისამართზე ბინები გადანაწილდა ახლიდან, სადაც მ------ ლ---------–---–ი ბინის მიმღებთა სიაში აღარ აღმოჩნდა, პროექტის კორექტირების შედეგად აღნიშნულ კორპუსში 180 კვ.მ ფართის ბინები აღარ აღმოჩნდა.

 

2005 წლის 27 მაისს ა---------- „პ------ 9-“-ის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ----- მ------–ი, რომელმაც მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ამხანაგობის ფაქტიური წევრების დამატებითი შენატანების საფუძველზე განაახლა მშენებლობა.

 

ამავე შეთანხმების ბოლო აბზაცის თანახმად, ა---------- „პ------ 9-“-ის თავმჯდომარე მ----- მ------–ი, მ------ ლ---------–---–ის მიმართვის შემდეგ და მ------ ლ---------–---–ი მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ 45 სამუშაო დღის ვადაში ა---------- „პ------ 9-“-ის მიერ შეთავაზებული იქნებოდა მ------ ლ---------–---–ის მიერ ნაყიდი ბინის საკომპენსაციო, მხარეთათვის მისაღები ალტერნატიული ფართი, რაზეც მხარეებმა მოაწერეს ხელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 02 ა-----–ის შეთანხმება (ს.ფ. 18).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2013 წლის 02 ა-----–ის შეთანხმება არ წარმოადგენს ვალის არსებობის აღიარებას სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარების დროს სახეზეა მხარეთა ნება ახალი სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე. ვალის აღიარება ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისაა, საიდანაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება. ვალის კონსტიტუციური აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნის უფლება სწორედ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოეშობა და არა წინმსწრები ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

საკასაციო სასამართლომ სხვადასხვა საქმეში არაერთხელ განმარტა, რომ ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ახალ მოთხოვნას ქმნის ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად. ვალის არსებობის აღიარება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაშიც, შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ, დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას. ვალის არსებობის აღიარება მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს (იხ. სუსგ №ას-839-89--2011, 08.11.2011წ.; სუსგ #ას-413-391-2012, 25.09.2012წ. სუსგ # ას-938-9-0-2014, 30.10.2015წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 02 ა-----–ს მ------ ლ---------–---–სა და ა---------- „პ------ 9-“-ის თავმჯდომარეს მ----- მ------–ს შორის გაფორმებული შეთანხმების ბოლო აბზაცის თანახმად, ა---------- „პ------ 9-“-ის თავმჯდომარე მ----- მ------–ი, მ------ ლ---------–---–ის მიმართვის შემდეგ და მ------ ლ---------–---–ი მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ 45 სამუშაო დღის ვადაში ა---------- „პ------ 9-“-ის მიერ შეთავაზებული იქნებოდა მ------ ლ---------–---–ის მიერ ნაყიდი ბინის საკომპენსაციო, მხარეთათვის მისაღები ალტერნატიული ფართი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის გარკვეულ ვადაში ალტერნატიული ფართის ამხანაგობის მიერ შეთავაზების ვალდებულება არ წარმოადგენს ვალის აღიარებას იმ შინაარსით, რაც სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით არის გათვალისწინებული, რამდენადაც მხარეებს განსახილველ შემთხვევაში, ნება და მზაობა ვალდებულების არსებობისა და მისი შესრულების თაობაზე არ გამოუხატავთ, ამასთან, სიტყვა „ალტერნატიული“ ფართთან მიმართებით, ვალდებულების აღიარებას, თვისი შინაარსის გათვალიწინებით, ვერ განაპირობებს. შესაბამისად, მხარეებს ნება რაიმე (ახალი) სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე არ გამოუხატავთ და არც რაიმე პირობებზე შეთანხმებულან, რაც ვალდებულებასთან და მის შესრულებასთან იქნებოდა დაკავშირებული, არამედ მხარეები სამომავლოდ (45 დღის ვადაში) საკითხის გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ. შესაბამისად, აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აღიარების ხელშეკრულებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლომ სწორედ სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებები, საქმეში წარმოგენილი წერილობითი მტკიცებულებები, ასევე ზემოაღნიშნული შეთანხმება და მიიჩნევს, რომ 2013 წლის 02 ა-----–ს მ------ ლ---------–---–სა და ა---------- „პ------ 9-“-ის თავმჯდომარეს მ----- მ------–ს შორის გაფორმებული შეთანხმების ანალიზი არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ა----------მ მოსარჩელის წინაშე აღიარა გარკვეული ვალდებულება. აღნიშნული შეთანხმება თავისი შინაარსის გათვალისწინებით ვერ მიიჩნევა ახალ ხელშეკრულებად, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს სსკ 327-ე მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის არსებით პირობებს.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი, იმის შესახებ, რომ მ----- მ------–ი, შეთანხმების გაფორმების დროს იყო ა---------- „პ------ 9-“-ის თავმჯდომარე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის და როგორც განიმარტა მხარეთა მიერ, არც არსებობს ამხანაგობის წესდება, რომლითაც შესაძლოა განსაზღვრულიყო ამხანაგობის წევრთა და ამხანაგობის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები და შესაბამისად, სამართლებრივი ძალის მქონე ქმედებების ფარგლები. ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილება ვალის არსებობის აღიარებისა არ გამომდინარეობს კანონიდან, არ დგინდება მისი არსებობა არც წესდებიდან, ამასთან, ამგვარი უფლებამოსილების არსებობა არც დავალების (მინდობილობის) საფუძველზე დგინდება, სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად.

 

სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 2011 წლის 17 მაისის (რეგისტრაციის თარიღი 29.09.2011) ა---------- „პ------ 9-“-ის კრების ოქმი №1 (სადაც კრების თავმჯდომარედ ფიქსირდება მ----- მ------–ი), რომლის თანახმად, კრებამ დაავალა ამხანაგობის თავმჯდომარეს განეკარგა ამხანაგობის ფართები, ეწარმოებინა მოლაპარაკება მესამე პირებთან, კერძოდ ბანკებთან, მერიასთან, კერძო ინვესტორთა და სხვა, რათა მოეზიდა სახსრები და მშენებლობა დროულად დაესრულებინა. თავმჯდომარისათვის მინიჭებული ამგვარი უფლებამოსილება არ გულისხმობს იმ სპეციალურ უფლებამოსილებას, რაც მ----- მ------–ს მიანიჭებდა ვალის არსებობის აღიარების უფლებას, მიუხედავად იმისა რომ სასამართლო ვერ მიიჩნევს აღნიშნულ შეთანხმებას ვალის არსებობის აღიარებად.

 

3.2.2. არ დგინდება მ------ ლ---------–---–ის მიერ ა---------- „პ------ 9-“-ში შენატანის სახით 95 000,00 მანეთის შეტანის ფაქტი.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ხელშეკრულება, რაც დაადასტურებდა ერთობლივი საქმიანობის ა---------- „პ------ 9-“-თან მის სამართლებრივ კავშირს, იქნებოდა ეს ერთობლივი საქმიანობის ვალდებულებით-სამართლებრივი, თუ ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

ერთადერთი მტკიცებულება, სადაც მოსარჩელე ფიგურირებს არის 199- წლის 4 ა-----–ის თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა საინიციატივო ჯგუფი მოქ. ლ. ხ----–---–ის, მ. ზ---------ის, თ. ე-----–---–ის და მ. ლ---------–---–ის შემადგენლობით და ჩამოყალიბდა ინდივიდუალური მენაშენეების ა----------, რომელსაც ეწოდა „პ------ 9-“.

 

საქმეში წარმოდგენილია ა---------- ,,პ------ 9-’’-ის 2002 წლის 2 ა-----–ის ოქმი #-, რომლითაც დგინდება, რომ ამხანაგობიდან გარიცხულია რამოდენიმე მოქალაქე მათ შორის მითითებულია ლ---------–---–ი თ.ა. შესაბამისად, ინიციალები სხვაა და ვერ ხდება მოსარჩელესთან იდენტიფიცირება (იხ. ს.ფ. 22-23). აღნიშნული ოქმი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

 

მოსარჩელეს მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად 2013 წლის 2 ა-----–ის შეთანხმებასთან ერთად წარმოდგენილი აქვს 199- წლის 27 დ-------ით დათარიღებული ქვითარი (ს.ფ. 30), რომლითაც დგინდება, რომ ზ---ა მიხეილის ძე ზ---------ემ კომერციულ ბანკ „თ---------ში“ შეიტანა 95 000,00 მანეთი ა---------- „პ------ 9-“-ის ანგარიშზე, მიზნობრიობა - ინდივიდუალური სახლის ასაშენებლად.

 

მხარეებს შორის არ არის სადავო, რომ იმ პერიოდისათვის ზ---ა ზ---------ე წარმოადგენდა ა---------- „პ------ 9-“-ის თავმჯდომარეს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თანხის შემტანს არ წარმოადგენს მ------ ლ---------–---–ი, არც მიზნობრიობაშია მითითებული, რომ მ------ ლ---------–---–ის ინდივიდუალური სახლის ასაშენებლადაა თანხა შეტანილი. შესაბამისად, შეუძლებელია იდენტიფიცირება იმისა, რომ ნამდვილად მ------ ლ---------–---–ის მიერ მოხდა 95 000,00 მანეთის ბანკში შეტანა ამხანაგობის ანგარიშზე, უძრავი ქონების მიღების სანაცვლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის რეალიზება და სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდატით დადასტურება ფაქტისა, რომ მარინა ლ---------–---–მა განახორციელა შენატანის (95 000,00 მანეთის) გადახდა ა---------- „პ------ 9-“-ის სახელზე, უძრავი ქონების მიღების სანაცვლოდ.

 

იმ მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, რაც წარმოდგენილი აქვს მოსარჩელეს, არ არის საკმარისი სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლიანობის დასასაბუთებლად და არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 411-ე, 930-ე, 932-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარება ნების თავისუფალი გამოვლენის ერთ-ერთი გამოხატულებაა და თავისუფალი კონტრაჰირების ერთ-ერთი ელემენტია. ვალის არსებობის აღიარება გულისხმობს მოვალის ნებასა და მზაობას ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეაფასოს 2013 წლის 02 ა-----–ის შეთანხმება ვალის აღიარებასთან (ასევე ფაქტის აღიარებსთან) მიმართებით, რამდენად არის აღნიშნული შეთანხმება იმ სამართლებრივი ბუნების მატარებელი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, რაც რეგულირებულია სკ-ის 341-ე მუხლით, მოთხოვნის წარმომშობი დამოუკიდებელი საფუძვლის თვალსაზრისით.

 

2013 წლის 02 ა-----–ს მ------ ლ---------–---–სა და ა---------- „პ------ 9-“-ის თავმჯდომარეს მ----- მ------–ს შორის გაფორმებული შეთანხმების ბოლო აბზაცის თანახმად, ა---------- „პ------ 9-“-ის თავმჯდომარე მ----- მ------–ი, მ------ ლ---------–---–ის მიმართვის შემდეგ და მ------ ლ---------–---–ი მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ 45 სამუშაო დღის ვადაში ა---------- „პ------ 9-“-ის მიერ შეთავაზებული იქნებოდა მ------ ლ---------–---–ის მიერ ნაყიდი ბინის საკომპენსაციო, მხარეთათვის მისაღები ალტერნატიული ფართი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარება კანონით მოწესრიგებული სამართალურთიერთობაა, კერძოდ, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი აწესრიგებს. ასეთ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა ნება ახალი სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე. ვალის აღიარება კონსტიტუციურია, ანუ ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისა, საიდაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება.

 

სამართლებრივი თვალსაზრისით, ვალის დეკლარაციული აღიარების დროს სახეზეა არა მხოლოდ აღიარება (ცალმხრივი ნების გამოვლენა, გამოხატული ამა თუ იმ ქმედებაში), არამედ ხელშეკრულება. დეკლარაციულ ვალის აღიარებას კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს. იგი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გამოვლინებად მიიჩნევა. დეკლარაციული ვალის აღიარება ახალ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, იგი ახალი მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. იგი არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში წარმოქმნილ მოთხოვნას აღიარებს. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანი და დანიშნულებაა არსებული ვალდებულებისა და სამართალურთიერთობის დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივება. შესაბამისად, დეკლარაციული ვალის აღიარება ფორმასავალდებულო გარიგება არ არის. დეკლარაციული ვალის აღიარების სამართლებრივი შედეგი ვალის არსებობის დადასტურება და შემდგომი დავების თავიდან აცილებაა, ხოლო დავის შემთხვევაში, მტკიცების პროცესის გამარტივება.

 

2013 წლის შეთანხმებით მხარეებს არ დაუდასტურებიათ არსებული სამართალურთიერთობიდან (ამხანაგობის ხელშეკრულების ფარგლებში, სკ-ის 930-ე მუხლიდან გამომდინარე) გამომდინარე ვალდებულების ან/და დავალიანების არსებობა. გარდა იმისა, რომ ეს შეთანხმება ახალი გარიგება არ არის, შეთანხმება არ შეიცავს არც ვალდებულების/დავალიანების არსებობის ფაქტის ამსახველ ინფორმაციას, მითითებული მტკიცებულებით არც არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ამხანაგობის ვალის არსებობა დგინდება, რაც შესაძლოა ვალის დეკლარაციულ („კაუზალურ“) აღიარებად მიჩნეულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის შეთანხმება ვერც მტკიცების პროცესზე ახდენს გავლენას და ვერ ადასტურებს მხარეთა შორის სხვა სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ამავე შეთანხმების თანახმად, მ------ ლ-------–---–ი ამხანაგობიდან გარიცხული იყო.

 

მხარეთა მიერ გამოხატული ნამდვილი ნება, მიმართული სამართალურთიერთობის დადასტურების, წარმოშობის, შეცვლისა, თუ შეწყვეტისაკენ, სამართალურთიერთობის შედეგების ფორმირებაში ყოველთვის მონაწილეობს.

 

აზრის გამოხატვა სუბიექტის სამართლებრივ ნებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს, თუ აზრის გამომხატველი მის სამართლებრივ შედეგებს აცნობიერებს და აღიარებითა, თუ კონკლუდენტური მოქმედებით, მისი შესრულების მზაობას გამოხატავს.

 

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯერ უნდა დადგინდეს, ადამიანის მიერ გამოხატული მოსაზრება სამართალურთიერთობის დაზუსტების, შეცვლის, წარმოშობისა, თუ შეწყვეტისაკენ მიმართული ნამდვილი ნებაა, თუ, არა, ხოლო მას შემდეგ რაც გამოხატული ნების ნამდვილობა დადგინდება, ის სამართლებრივი შედეგები უნდა შეფასდეს, რაც მითითებული ნების გამოხატვას მოჰყვება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წლის 02 ა-----–ის შეთანხმებით მხარეებს ნება და მზაობა ვალდებულების/დავალიანების არსებობის/დაფარვის თაობაზე არ გამოუხატავთ.

 

ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) და დეკლარაციული („კაუზალური“) აღიარება ერთმანეთისაგან ვალის აღიარების მიზნითა და დანიშნულებით განსხვავდება. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში შეთანხმება ვალის აღიარების არც აბსტრაქტულ და არც კაუზალურ ბუნებას არ ატარებს.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ვალის კონსტიტუციური აღიარების, როგორც დამოუკიდებელი გარიგების ბუნებაზე, ზეგავლენას არ ახდენს წინმსწრებ სამართალურთიერთობასთან მისი ფორმალური ბმა. მაგალითისათვის, ისევე როგორც განსახილველ შემთხვევაში, ვალის აღიარების ხელშეკრულებაში შეიძლება ჩანდეს, თუ რა სამართალურთიერთობა უძღოდა წინ მოვალესა და კრედიტორს, რამ განაპირობა მოვალის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ ვალის აღიარება (თუმცა მოცემულ შეთანხმებაში მხარეების მიერ დადასტურებულია ასევე მ------ ლ---------–---–ის ამხანაგობიდა გარიცხვა, რაც ვალის აღიარების შემთხვევაში, ცალკე მსჯელობის საგნად შესაძლოა ყოფილიყო განხილული), თუმცა, აღნიშნულ გარემოებას ვალის აღიარების ბუნების განსაზღვრის მიზნებისათვის სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. სწორედ ეს პრინციპი განაპირობებს ხანდაზმულობის ვადის დენის თავიდან დაწყებას, (განსხვავებით ვალის დეკლარაციული აღიარებისაგან). როგორც აღინიშნა, ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების დროს სამართალურთიერთობის ახალი საფუძველი ჩნდება, საიდანაც მოთხოვნა წარმოიშობა, რაც ასევე გულისხმობს იმას, რომ ისევე როგორც უფლებამოვალეობათა ნამდვილობა ახალი გარიგების ნამდვილობაზეა დამოკიდებული, ასევე ხანდაზმულობის ვადაც თავიდან იწყება. შესაბამისად, რამდენადაც 2013 წლის 02 ა-----–ის შეთანხმება არ წარმოადგენს ვალის აღიარებას სკ-ის 341-ე მუხლის შესაბამისად (და არც კაუზალური ხასიათისაა), ეს შეთანხმება ვერც ხანდაზმულობის ვადის დენაზე იქონიებდა გავლენას და ამ ვადის თავიდან დაწყებას ვერ განაპირობებდა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

ამავე კოდექსის 931.1. მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობით ან ზეპირად.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია 199- წლის 4 ა-----–ის თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა საინიციატივო ჯგუფი (ლ. ხ----–---–ის, მ. ზ---------ის, თ. ე-----–---–ის და მ. ლ---------–---–ის შემადგენლობით) და ჩამოყალიბდა ინდივიდუალური მენაშენეების ა----------, რომელსაც ეწოდა „პ------ 9-“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდგომ (1997 წლის 25 ნოემბრიდან) ინდივიდუალური მენაშენეების ამხანაგობები მოექცა სამოქალაქო კოდექსის 930-940-ე მუხლების რეგულირების სფეროში.

 

სკ-ის 930-ე მუხლი ხელშეკრულების საფუძვლეზე პირთა პეროსნალური გაერთიანების შედეგად წარმოშობილი საზოგადოების – ამხანაგობის დეფინიციას იძლევა. ამავე მუხლის თანახმად ა----------დ გვევლინება ხელშეკრულების საფუძველზე საერთო მიზნის მისაღწევად ნებაყოფლობით გაერთიანებულ პირთა ერთობა, რომლის წევრებიც იურიდიული პირის შეუქმნელად კისრულობენ ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშუალებებით ერთობლივად იმოქმედონ საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნის მისაღწევად.

 

საერთო მიზნის მისაღწევად ამხანაგობის წევრები კისრულობენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი მოქმედებების, უპირველ ყოვლისა შესატანის შეტანის ვალდებულების განხორიცელებას.

 

სკ-ის 932-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით.

 

შესატანის შეტანის ვალდებულება ამხანაგობის წევრის ერთ-ერთი ცენტრალური ვალდებულებათაგანია, რომელთა შეტანაც ამხანაგობის საერთო მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია.

 

ამხანაგობის თითოეული წევრის მიერ განხორციელებულ შესრულებას უპირისპირდება არა რაიმე საპასუხო შესრულების ვალდებულება, არამედ თითოეული ამხანაგობის წევრი მოქმედებს საერთო სასარგებლო მიზნის მისაღწევად.

 

შესაბამისად, შესატანის შეტანის განუხორციელებლობა ამხანაგობის წევრს უფლებას ართმევს მოითხოვოს საერთო მიზნიდან გამომდინარე, რაიმე შესრულება ამხანაგობისაგან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ა---------- „პ------ 9-“-ში შესატანის შეტანის ვალდებულების დადასტურება, რის გამოც იგი მოკლებულია საფუძველს მოითხოვოს ამხანაგობისგან რაიმე ვალდებულების შესრულება (მოცემულ შემთხვევაში უძრავი ქონების საფასური).

 

6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოსარჩელის პირველადი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, საფუძველი ეცლება მეორადი მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც.

 

ამდენად, მ------ ლ---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები (მათ შორის მიუღებელი შემოსავლის ნაწილში) მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელემ მოითხოვა საადვოკატო ხარჯის (15 500,00 ლარის), საფოსტო გზავნილებისათვის გადახდილი თანხისა (1 347,5 ლარის) და აუდიტორული მომსახურების ხარჯის (300,00 ლარის) ანაზღაურება. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ხარჯების ანაზღაურებაზე, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------ ლ-------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე