განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2019
საქმის ნომერი
340100118002535349
დავის ტიპი
353 2
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002535349

№1/149-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის

ბრალდებულ - გი------ მო-–-–---–ის

ადვოკატ - ნი----–---- ბო-–----ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: გი------ მო-–-–---–ი

მამის სახელი: ივ---

დაბადებული: 1----–-–----------------

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველო

 

განათლება: საშუალო

 

ნასამართლეობა: ნასამართლევი

რეგისტრირებული: ქ.ყვ-----–ი, მა-------–---–ის ქუჩა N6-

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ყვ-----–ი, პ----------------------------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით.

კვალიფიკაცია: პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გი------ ქა---------–---–ი ქვეითად გადაადგილდებოდა ქალაქ ყვ-----–ში ილია ჭავჭავაძის ქუჩა N95-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იცავდა წესრიგს, რა დროსაც მასთან მივიდა ქალაქ ყვ-----–ში მცხოვრები გი------ მო-–-–---–ი და საუბრისას გამოავლინა აგრესია პოლიციის და ასევე კონკრეტულად გი------ ქა---------–---–ის მიმართ და დანის დარტყმით მიაყენა ჭრილობა მარცხენა მხარისა და წელის არეში, რის შედეგადაც მან მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

გი------ მო-–-–---–ი 2018 წლის 24 აპრილს 21:55 საათზე დააკავეს და 2018 წლის 26 აპრილს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მეორე ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. გი------ მო-–-–---–ი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით სცნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით. დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 (ხუთი) წელი, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი. ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები 3 (სამი) წლით.

2. გი------ მო-–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით სცნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე. ამავე განაჩენით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით გი------ მო-–-–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე. გი------ მო-–-–---–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

3. 2018 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი გი------ ქა---------–---–ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. იგი თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ქვეითად პატრულირებდა. ქალაქ ყვ-----–ში, ილია ჭავჭავაძის ქუჩა N95-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერდა მის ძმასთან და მეგობრებთან. ამ დროს გი------ ქა---------–---–თან და იქ მდგომ პირებთან მივიდა ქალაქ ყვ-----–ში მცხოვრები გი------ მო-–-–---–ი. მან ითხოვა სიგარეტი, დაინახა პოლიციის თანამშრომელი გი------ ქა---------–---–ი და მის გვერდით გადაინაცვლა. გი------ მო-–-–---–ისთვის ცნობილი იყო რომ გი------ ქა---------–---–ი მუშაობდა პოლიციაში და მათ წინათ გი------ ქა---------–---–ის სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ჰქონდათ ურთიერთობა. გი------ მო-–-–---–მა და გი------ ქა---------–---–მა მოიკითხეს ერთმანეთი, რის შემდეგაც გი------ მო-–-–---–მა გი------ ქა---------–---–ის, როგორც პოლიციელის, მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა ჭრილობა მარცხენა მხარისა და წელის არეში. რის შედეგადაც გი------ ქა---------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

1. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე (დაზარალებული) გი------ ქა---------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, იცნობს გი------ მო-–-–---–ს თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მის მიმართ შედგენილი აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მათ შორის რაიმე პირადი დაპირისპირება არ ყოფილა. 2018 წლის 24 აპრილს იმყოფებოდა მორიგე ჯგუფში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ქვეითად გადაადგილდებოდა ქ. ყვ-----–ში, ი. ჭავჭავაძის ქუჩაზე. შენიშნა თავისი ძმა - ზუ---- ქა---------–---–ი და მისი მეგობრები. გაჩერდა და გამოელაპარაკა მათ. რამდენიმე წუთში მათთან მივიდა გი------ მო-–-–---–ი. სიგარეტი ითხოვა და გი------ ქა---------–---–ს გვერდით გადაინაცვლა. გი------ ქა---------–---–მა და გი------ მო-–-–---–მა მოიკითხეს ერთმანეთი. რის შემდეგაც გი------ მო-–-–---–მა გი------ ქა---------–---–ის, როგორც პოლიციელის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა. კერძოდ, მიმართა მას შემდეგი სიტყვებით: „ბოზებს რომ არ გაუხარდებათ ისე ვარო“. გი------ მო-–-–---–ი გი------ ქა---------–---–ის მიმართ აგრესიული იყო. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გი------ მო-–-–---–მა რამდენჯერმე მოუქნია ხელი გი------ ქა---------–---–ს. გი------ ქა---------–---–მა დაინახა, რომ გი------ მო-–-–---–ს მარჯვენა ხელში დანა ეჭირა. გი------ მო-–-–---–ი იქნევდა ხელს, რომელშიც ეჭირა დანა და თან ამბობდა, „ძაღლებო არ გაგახარებთო“. გი------ ქა---------–---–მა მარცხენა მხარზე წვა იგრძნო. გი------ ქა---------–---–მა გი------ მო-–-–---–ს დანა წაართვა და დახმარებისათვის მორიგე ჯგუფს დაურეკა. გი------ მო-–-–---–ის ქმედებების შედეგად გი------ ქა---------–---–მა მარცხენა მხრის და ბეჭის არეში მიიღო დაზიანებები.

2. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ზუ---- ქა---------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 აპრილს, ქ. ყვ-----–ში ჭავჭავაძის ქუჩაზე იყო მეგობრებთან ერთად. გი------ ქა---------–---–ი მივიდა მათთან, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ეცვა ფორმა. ცოტა ხანში მათთან მივიდა გი------ მო-–-–---–ი. სიგარეტი ითხოვა და გი------ ქა---------–---–ს გვერდით გადაინაცვლა. გი------ ქა---------–---–მა და გი------ მო-–-–---–მა მოიკითხეს ერთმანეთი. რის შემდეგაც გი------ მო-–-–---–მა გი------ ქა---------–---–ს მიმართა უპატივცემულოდ, გამოხატა მის მიმართ აგრესია, მოიხსენია პოლიციელები "ბოზებად" და "ძაღლებად". ხელს უქნევდა გი------ ქა---------–---–ს და მის მიმართ იძახდა "ძაღლებო, არ გაგახარებთო". ზუ---- ქა---------–---–მა დაინახა, რომ გი------ მო-–-–---–ს დანა ეჭირა ხელში. ზუ---- ქა---------–---–მა მოგვიანებით ნახა, რომ გი------ ქა---------–---–მა მიიღო სხეულის დაზიანება.

3. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ვა-–---- სა-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 აპრილს საღამოს, დაახლოებით 9 საათზე, მეგობრები ქ. ყვ-----–ში იყვნენ და ლაპარაკობდნენ. მათთან მივიდა გი------ ქა---------–---–ი, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ფორმა ეცვა. ამ დროს გი------ მო-–-–---–იც მივიდა მათთან. სიგარეტი ითხოვა და გი------ ქა---------–---–ი მოიკითხა. გი------ ქა---------–---–მაც მოიკითხა გი------ მო-–-–---–ი. ამ დროს გი------ მო-–-–---–მა ლანძღვა დაიწყო პოლიციის მიმართულებით და ხელი მოუქნია გი------ ქა---------–---–ს. გი------ ქა---------–---–მა დაიყვირა "დამჭრა, ახლოს არ მოხვიდეთო". გი------ ქა---------–---–მა თვითონვე წაართვა დანა გი------ მო-–-–---–ს და პოლიციასაც დაურეკა. ვა-–---- სა-----–---–მა დაინახა დანა. გი------ ქა---------–---–ს პერანგი ჰქონდა სისხლიანი.

4. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე და---- კო------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 აპრილს, საღამოს ე.წ. „ბირჟაზე“ იყვნენ ბიჭები ქალაქ ყვ-----–ში. შებინდებული იყო. გი------ ქა---------–---–ი მივიდა მათთან და გაჩერდა ცოტა ხანს. ცოტა ხნის შემდეგ გი------ მო-–-–---–იც მივიდა. სიგარეტი ითხოვა. მერე გი------ ქა---------–---–ისკენ გადაინაცვლა. მოიკითხა, როგორ ხარო. ამ დროს და---- კო------–---–მა გაიგონა, რომ გი------ მო-–-–---–მა პოლიციის მიმართ გაილანძღა და ხელი მოიქნია ქა---------–---–ის მიმართულებით. გი------ ქა---------–---–მა დაიყვირა, "დამჭრა, დანა აქვს, არ მოხვიდეთო". გი------ მო-–-–---–ს იქ მყოფი სხვა პირების მიმართ აგრესია არ ჰქონია.

5. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმე ან------ ზა------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 24 აპრილს ქ. ყვ-----–ში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მეგობრები დაინახა და მათთან მივიდა. ცოტა ხანში გი------ მო-–-–---–იც მივიდა და სიგარეტი ითხოვა. ამ დროს ან------ ზა------–---–ს ტელეფონზე დაურეკეს და 15-20 მეტრში გავიდა. ცოტა ხანში ყვირილი მოესმა, რომ მივიდა ახლოს ქა---------–---–ი და მო-–-–---–ი ჩხუბობდნენ. იქ მყოფები ამბობდნენ გი------ ქა---------–---–ს დანა აქვს დარტყმულიო. გი------ ქა---------–---–ი პოლიციის ფორმით იყო.

6. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე (ექსპერტი) გუ---- კა-------–---–ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნით დადასტურდა, რომ სამედიცინო საბუთებისა და პირადი შემოწმების შედეგად 2018 წლის 25 აპრილს გაიცა ექსპერტიზის დასკვნა გი------ ქა---------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, რომლის მიხედვით „გი------ ქა---------–---–ს 2018 წლის 25 აპრილს პირადი შემოწმების დროს მარცხენა მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევი, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სამედიცინო საბუთებში არსებული ჩანაწერების მიხედვით მას 24.04.2018 წელს, სტაციონარში შესვლის დროს მარცხენა მხრის ზემო მესამედში წინა ზედაპირზე და წელის არეში მარცხნივ აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით“.

7. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე (ექსპერტი) ნი--- ოს--ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ „გი------ ქა---------–---–ისა--ნ ამოღებულ ტანსაცმელზე (ქურთუკი, პერანგი, მაისური) დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად და ქურთუკზე ასევე რღვევით და ელვაშესაკრავის კბილანების ამოგლეჯვით, მექანიკური ზემოქმედების შედეგად.“ რაც შეეხება დანას, ექსპერტის დასკვნაში მითითებულია, რომ „გამოსაკვლევი ობიექტი წარმოადგენს სუვენირული დანიშნულების დანას, რომელიც არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.“ იგივე დაადასტურა, ექსპერტმა ნი--- ოს--ემ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას. მანვე განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას კითხვა: დაზიანებები მიყენებულია თუ არა ამ დანით, არ ყოფილა დასმული, ამ საკითხის გამოსაკვლევად საჭიროა დამატებითი კვლევა, რის გამოც ზუსტი პასუხი არ შეუძლია გასცეს.

8. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე ქე------ თა---------–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს შპს „უნიმედი კახეთის“ ყვარლის სამედიცინო ცენტრში მედდად. მის მიერ აღებული იქნა გი------ ქა---------–---–ის სისხლის ნიმუში, რის თაობაზეც გამომძიებლის მიერ შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი.

9. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოწმე (ექსპერტი) ნი--- კვ-–----ის ჩვენებით და მის მიერ გაცემული ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ „დანის პირზე ... სისხლი არ აღმოჩნდა“. ხოლო გი------ ქა---------–---–ის ზედნაცვამ ტანსაცმელზე - „სპეცდანიშნულების ქურთუკზე (ობ. N2,3,3ა), სპეცდანიშნულების პერანგსა (ობ. N4,5) და მაისურზე (ობ. N6) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N2,3-ის გენეტიკური პროფილი განსხვავდება გი------ ქა---------–---–ის გენეტიკული პროფილისაგან და ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. ობ. N3ა, 4-6-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გი------ ქა---------–---–ს.

10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხნენ შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს გამომძიებლები - ვა------ მა--------–---–ი, ბო----- ფი-–-–---–ი, თე--------- სე---–---–ი და ბე-- ზა-------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს მათი მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ შედგენილი ოქმების სისწორე.

11. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა ასევე შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი გა-- ჭი---------–ი, რომელმაც დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა გი------ მო-–-–---–ის დაკავებაში. მანვე განმარტა, რომ როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილზე, დაინახა, რომ გი------ ქა---------–---–ს მკლავზე სისხლი ჰქონდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ მო-–-–---–მა ჩაიდინა პოლიციელის - გი------ ქა---------–---–ის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულს წარმოადგენს პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება მიეკუთვნება მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რიცხვს და დაცული ობიექტი არის ერთი მხრივ, მმართველობის დადგენილი წესი, მეორე მხრივ ხელისუფლების წარმომადგენელი პირის, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, გი------ მო-–-–---–ს ბრალად ედება პოლიციელის - გი------ ქა---------–---–ის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც მსახურობს შსს სამინისტროში ან სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. შესაბამისად, გი------ ქა---------–---–ის ჯანმრთელობა არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილის დაცვის ობიექტი.

 

აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ აქტიური მოქმედებით - თავდასხმით, რამაც უნდა გამოიწვიოს დაცვის ობიექტის ჯანმრთელობის ხელყოფა და ეს ხელყოფა დაკავშირებული უნდა იყოს დაზარალებულის საქმიანობასთან. თავდასხმის მოტივი შეიძლება იყოს შურისძიება. შურისძიება შეიძლება დაკავშირებული იყოს უშუალოდ დაზარალებულს/ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს და ბრალდებულს შორის წინარე სამსახურებრივ ურთიერთობასთან. ასევე, ხელყოფის მოტივი შეიძლება იყოს ხელმყოფის მხრიდან კანონით დადგენილი მმართველობის წესის განზრახი, უხეში დაუმორჩილებლობა.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ გი------ მო-–-–---–ი გი------ ქა---------–---–ს მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე იცნობდა. გი------ ქა---------–---–ს მის მიმართ შედგენილი აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის ხელყოფად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ძალადობრივი ქმედება, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ნებისმიერი ხარისხის დაზიანებას იწვევს. ექსპერტის დასკვნით დადასტურებულია, რომ გი------ ქა---------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობა გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული აღიქვამს, რომ მის წინაშე არის ხელისუფლების წარმომადგნელი, ამ შემთხვევაში პოლიციელი. და მის მიმართ საქმიანობიდან გამომდინარე გამოხატავს უპატივცემულობას, აგრესიას და თავს ესხმის მას. თავდასხმის დროს არა აქვს მნიშვნელობა დანაშაულის ჩადენის იარაღს, დაზიანების მიყენების ხერხს.

 

გასათვალისწინებელია, რომ თავდასხმა შეიძლება განხორციელდეს, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ასევე მაშინაც, როდესაც პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს. სასამართლოს მოსაზრებით, პოლიციელის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არ უნდა იყოს დაკავშირებული უშუალოდ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ იმწუთიერ კანონიერ მოთხოვნებთან.

 

ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლების წარმომადგენელსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირების საფუძველი არ უნდა იყოს პირადი მოტივი. სასამართლოს, მიერ დადგენილია, რომ გი------ მო-–-–---–სა და გი------ ქა---------–---–ს შორის შემთხვევამდე და შემთხვევის დღეს პირადი მოტივით დაპირისპირება არ მომხდარა.

 

ამრიგად, სასამართლოს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების და მსჯელობის ურთიერთშეჯერების შედეგად დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ მო-–-–---–მა ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ მო-–-–---–მა ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით და იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ მითითებული კვალიფიკაციით.

 

საპროცესო ნორმების დაცულობა

 

ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ გი------ მო-–-–---–ის ქმედება სამართლებრივად სწორად დაკვალიფიცირდა. გამოძიების დროს ადგილი არ ჰქონია კანონით დადგენილი საპროცესო მოქმედებების დარღვევის ფაქტს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

1. გი------ მო-–-–---–ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

2. გი------ მო-–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

გი------ მო-–-–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის, მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავიდან აცილებას. ამ მხრივ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გი------ მო-–-–---–ის მიერ წარსულში ჩადენილი მსგავსი და ანალოგიური სახის დანაშაულების/სამართალდარღვევების სიმრავლეზე.

 

გი------ მო-–-–---–ი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წელი, რაც შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 (ხუთი) წელი, მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი და ჩამოერთვა კანონით გათვალისწინებული უფლებები სამი წლით.

 

გი------ მო-–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე. ამავე განაჩენით გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით გი------ მო-–-–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და თბილისის საქალაქო სასამართლოს დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე. გი------ მო-–-–---–ს, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი.

 

ამდენად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გაუქმებულია გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის (სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის (სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს) მოთხოვნებით.

 

საბოლოოდ, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ მო-–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახით და ზომად თავისუფლების აღკვეთის 8 (რვა) წლის გამოყენების პირობებში.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. გი------ მო-–-–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

2. საქმეზე გი------ ქა---------–---–ისა--ნ ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა დანა, რომელიც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ინახება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

3. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ გი------ ქა---------–---–ისა--ნ ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა შემთხვევის დროს ზედნაცვამი სამსახურებრივი ფორმა, რომელიც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ინახება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გი------ მო-–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა (რომლის ათვლა დაიწყო 2018 წლის 4 ივნისიდან) და საბოლოოდ, გი------ მო-–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და გი------ მო-–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აპრილის 21:55 საათიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გი------ ქა---------–---–ის სამსახურებრივი ფორმა, რომელიც ინახება გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი