განაჩენი

სისხლის სამართლის 18.01.2019
საქმის ნომერი
140100118002572542
დავის ტიპი
19 - 108 , 236 3
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100118002572542

№1/295-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

03.01.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ნანა გუგუტიშვილი

 

დაცვის მხარე

ადვოკატი - ზ---ა გ---ური

 

ბრალდებული - დ-------ი ი-----ის ძე ბ------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 8 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----–--------------------–---------.

 

კვალიფიკაცია

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით;

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------- ბ------–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 8 აპრილს, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში და ქალაქ ქ-----–ში, დ-------- ბ------–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს - ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრის, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტს, საშტატო ნიმუში ,,ПM”, ნომრით ,,------”. იმავე დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში, ბენზინგასამართ სადგურ ,,გ--–--ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დ-------- ბ------–---–მა, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზიანება მიაყენა ჯუმბერ ნ----–---–ს, რის შემდეგაც დ-------- ბ------–---–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ჯ------- ნ----–---–ი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტი, ნომრით ,,------”, ამოღებულ იქნა 2018 წლის 9 აპრილს, საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში მდებარე დ-------- ბ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ დ-------- ბ------–---–ის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ-------- ბ------–---–მა ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ ჯ------- ნ----–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ამდენად, დ-------- ბ------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით) და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლოს გადაწყვეტილება დ-------- ბ------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით) დამნაშავედ ცნობის შესახებ ემყარება ერთმანეთთან შეჯერებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ანალიზის საფუძველზე, ბრალდების მხარის პოზიცია ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირების შესახებ არ იქნა გაზიარებული. სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს როგორც ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის წარსულში არსებულ ურთიერთობას, ასევე უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, ქმედებებს, რაც წინ უძღვოდა შემთხვევის ადგილზე დ-------- ბ------–---–ისა და ჯ------- ნ----–---–ის შეხვედრას და ვერსიას, რაც ბრალდებულმა ჩვენების მიცემისას სასამართლო სხდომაზე ჩამოაყალიბა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და დეტალურად იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.

 

თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების - ზ---ა ს------–---–ის, კ------- ტ------–-–---–ის, ხ---ა მ-------–---–ის, გ------- ი-----–-–---–ის, ასევე, ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ მიუხედავად წარსულში არსებული მეგობრული ურთიერთობისა, ბოლო პერიოდში, დ-------- ბ------–---–სა და ჯ------- ნ----–---–ს შორის წარმოიშვა უთანხმოება. უთანხმოების მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დ-------- ბ------–---–ს ჰქონდა ჯ------- ნ----–---–ის შვილის - ჰ----–- ნ----–---–ის ვალი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დ-------- ბ------–---–ი ჯ------- ნ----–---–ს პირდებოდა ვალის დაფარვას, თუმცა, თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მობილური ტელეფონით და სოციალური ქსელით კომუნიკაციისას, ჯ------- ნ----–---–მა და დ-------- ბ------–---–მა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამის შემდეგ ჯ------- ნ----–---–ი ცდილობდა დ-------- ბ------–---–თან პირადად შეხვედრას, თუმცა, იგი მას თავს არიდებდა და შეხვედრაზე არ თანხმდებოდა. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 8 აპრილს, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში, ბენზინგასამართ სადგურ ,,გ--–--ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განვითარებულ მოვლენებს წინ უსწრებდა ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის წარმოქმნილი კონფლიქტური ურთიერთობა, რომელიც დ-------- ბ------–---–ის მიერ ვალის გადაუხდელობის საკითხს უკავშირდებოდა.

 

ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, იმ ქმედებების მხედველობაში მიღებით, რაც წინ უსწრებდა შემთხვევის ადგილზე ჯ------- ნ----–---–ისა და დ-------- ბ------–---–ის შეხვედრას, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 8 აპრილს, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში, ბენზინგასამართ სადგურ ,,გ--–--ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულთან შეხვედრის და მასთან ფიზიკური დაპირისპირების დაწყების ინიციატორი იყო დაზარალებული - ჯ------- ნ----–---–ი.

 

ბრალდებულ დ-------- ბ------–---–ის ჩვენებით, მას წარსულში ჯ------- ნ----–---–თან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე არ მოხდა მათ შორის ხმამაღალი საუბარი ვალთან დაკავშირებით. თავდაპირველად, ჯ------- ნ----–---–მა დ-------- ბ------–---–ს მობილური ტელეფონით დაურეკა და მოთხოვა ვალის დაბრუნება. საუბრის დროს ჯ------- ნ----–---–მა მას შეაგინა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. გაზაფხულზე ჯ------- ნ----–---–ი საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც მათ ვალის დაბრუნების შესახებ ტელეფონით კვლავ ისაუბრეს. დ-------- ბ------–---–ი ცდილობდა ჯ------- ნ----–---–თან შეხვედრისათვის თავი აერიდებინა, ვინაიდან მათ შორის უსიამოვნო საუბარი შედგა და არ უნდოდა ურთიერთობა უფრო დაეძაბა. 2018 წლის 8 იანვარს იგი სახლიდან გამოვიდა და დაჯდა სახლის წინ, ე.წ ,,ბირჟაზე“. ამ დროს ავტომანქანით გამოიარა გ------- ი-----–-–---–მა, რომელსაც იგი გაჰყვა ქალაქ ქ-----–ში. როდესაც იგი ქ-----–იდან დაბრუნდა, გ------- ი-----––---–ს თხოვა, რომ სოფელ ბ-----ის შესასვლეთან ავტომანქანა შეეჩერებინა. იგი ჩამოვიდა ე.წ. „მოსაცდელთან“, სადაც დაახლოებით ორმოცი წუთი დაჰყო. ამ დროს სოფლის ამოსასვლელიდან დაინახა ზ---ა ს------–---–ის ავტომანქანა, სადაც მასთან ერთად იჯდა ჯ------- ნ----–---–იც. მას არ სურდა ჯ------- ნ----–---–თან შეხვედრა და ცდილობდა თვალი აერიდებინა მათთვის, რის გამოც წავიდა საპირისპირო მიმართულებით. ამ დროს, მასთან დაახლოებით ხუთ მეტრში, ზ---ა ს------–---–მა ავტომანქანა გააჩერა, საიდანაც გადმოვიდა ჯ------- ნ----–---–ი. იგი მიუახლოვდა დ-------- ბ------–---–ს, ხელი მკლავზე მოკიდა, რის შემდეგაც ისინი ავტოტექმომსახურების ერთსართულიანი შენობის ეზოში შევიდნენ.

 

მოწმე გ------- ი-----–-–---–ის განმარტებით, 2018 წლის 8 აპრილს, როდესაც იგი თავისი ავტომანქანით ქალაქ ქ-----–ში მიდიოდა, საავტომობილო გზ---ე, შეხვდა თანასოფლელ დ-------- ბ------–---–ს, რომელმაც თხოვა მას ქ-----–ში წაყვანა. გ------- ი-----–-–---–მა დ-------- ბ------–---–ი ჩაისვა ავტომანქანაში და ისინი ერთად გაემართნენ ქ-----–ის მიმართულებით. ავტომანქანით მოძრაობისას, გზაში, სოფელ ბ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „მოსაცდელთან“, გ------- ი-----–-–---–მა დაინახა ჯ------- ნ----–---–ი და ზ---ა ს------–---–ი. ქ-----–ში შესვლისას გ------- ი-----–-–---–ს დაურეკა ჯ------- ნ----–---–მა და უთხრა, რომ მისი მგზავრი - დ-------- ბ------–---–ი მასთან მიეყვანა, თუმცა, ამის შესახებ დ-------- ბ------–---–ისთვის არ უთქვამს. ისინი ერთად დაბრუნდნენ სოფელ ბ-----ში, რის შემდეგაც მან დ-------- ბ------–---–ი სოფლის შესავლეთან, ე.წ. „მოსაცდელთან“ დატოვა, თვითონ კი განაგრძო გზა თავისი სახლისკენ. ამ დროს მას ჯ------- ნ----–---–ი და ზ---ა ს------–---–ი ე.წ. „მოსაცდელთან“ აღარ დაუნახავს.

 

მოწმე ზ---ა ს------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 8 აპრილს, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, იგი, ჯ------- ნ----–---–თან ერთად, ავტომობილით გადაადგილდებოდა ცენტრალურ გზ---ე. ამ დროს, დაახლოებით ოცდაათი მეტრის მოშორებით, მათ დაინახეს დ-------- ბ------–---–ი, რომელიც გაჩერებასთან იდგა. ჯ------- ნ----–---–მა ზ---ა ს------–---–ს თხოვა, ავტომანქანა გაეჩერებინა, რადგან მას დ-------- ბ------–---–თან საქმე ჰქონდა. ზ---ა ს------–---–ისთვის ცნობილი იყო ვალის გამო ჯ------- ნ----–---–სა და დ-------- ბ------–---–ს შორის არსებული უთანხმოების შესახებ, ამიტომ იგი ყველანაირად შეეცადა რაიმე ფორმით თავიდან აეცილებინა მათი შეხვედრა, თუმცა, ჯ------- ნ----–---–ი დაჟინებით მოითხოვდა ავტომანქანის გაჩერებას, ვინაიდან მას დ-------- ბ------–---–თან პირადად საუბარი სურდა. ზ---ა ს------–---–მა ავტომანქანა გააჩერა, რის შემდეგაც ჯ------- ნ----–---–ი დ-------- ბ------–---–თან მივიდა და ისინი ავტოტექმომსახურების ერთსართულიანი შენობის ეზოში შევიდნენ.

 

მოწმე თ---------- ა------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 8 აპრილს, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში, მან სოფლის შესასვლელთან დაინახა დ-------- ბ------–---–ი, ზ---ა ს------–---–ი და ჯ------- ნ----–---–ი. დ-------- ბ------–---–ი და ჯ------- ნ----–---–ი ერთმანეთთან საუბრობდნენ. ამ დროს ჯ------- ნ----–---–მა დ-------- ბ------–---–ს მკლავზე ხელი მოკიდა და ისინი ავტოტექმომსახურების ერთსართულიანი შენობის ეზოში შევიდნენ.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და მასში მონაწილე უფლებამოსილი პირების ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა გამომძიებელ გ------- ქოთუაშვილის მიერ 2018 წლის 08 აპრილს, 14:15 საათიდან 16:10 საათამდე დროის მონაკვეთში. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტი ი----- მ------–-–---–ი და მოწმე ბ------- მ-------–---–ი. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში მდებარე ბ------- მ-------–---–ის კუთვნილ ავტოტექმომსახურების ერთსართულიანი შენობის ეზოში და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ობიექტიდან გზის მეორე მხარეს არის სოფელ ბ-----ში ჩასასვლელი გზა და გზის ნაპირზე მდებარეობს ტბა, ტბიდან დასავლეთ მხარეს, ქ-----–ის საავტომობილო გზის ნაპირზე, განთავსებულია „გ--–--ის“ ბენზინგასამართი სადგური, რომელიც ავტოტექმომსახურების შენობიდან დაახლოებით 50 მეტრით არის დაშორებული. „გ--–--ის“ ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებულია სათვალთავლო ვიდეოკამერები. ავტოტექმომსახურების შენობიდან სამხრეთ მხარეს მდებარეობს ქვით ნაშენი პატარა ღობე, ხოლო აღნიშნული შენობიდან ჩრდილოეთ მხარეს არის შენობის ეზოში შესასვლელი გზა, რაც შემოსაზღვრული არ არის. ავტოტექმომსახურების შენობის წინ, დაახლოებით 5 მეტრში, მდებარეობს გარე განათების ლითონის ბოძი, რომლის ძირშიც მიწაზე გდია წითელი ფერის მოსაკეცი დანა მოკეცილ მდგომარეობაში. აღნიშნული დანა ამოღებულ იქნა დადგენილი წესით. ავტომობილების ტექმომსახურების ობიექტის წინ მდებარე გარე განათების ბოძიდან სამხრეთით, დაახლოებით 5 მეტრში, საავტომობილო გზის ნაპირზე, მიწის საფარიდან ამოღებულ იქნა მოყვითალო ფერის, დაზიანებული, პატარა ზომის, ლითონის საგანი, სავარაუდოდ ტყვიის გულა. აღნიშნული საგნიდან სამხრეთით, დაახლოებით 3 მეტრში, მიწის საფარიდან ამოღებულ იქნა ლითონის მოყვითალო ფერის სავარაუდოდ გასროლილი ვაზნის მასრა. ავტოტექმომსახურების ობიექტიდან სამხრეთის მიმართულებით ქვით ნაშენი ღობის ძირში, შენობის კუთხიდან დაახლოებით 2 მეტრში, მიწის საფარიდან ამოღებული იქნა ლითონის მოყვითალო ფერის სავარაუდოდ გასროლილი ვაზნის მასრა. ავტოტექმომსახურების შენობის ეზოდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ქვა, სისხლისმაგვარი ლაქებით. ავტოტექმომსახურების შენობის კედლის კუთხიდან ამოღებულ იქნა ასევე სისხლისმაგვარი ლაქა.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თავად დაზარალებულმა ჯ------- ნ----–---–მაც არ უარყო ავტოტექმომსახურების ერთსართულიანი შენობის ეზოში, უშუალოდ მისი ინიციატივით, დ-------- ბ------–---–თან ფიზიკური დაპირისპირების დაწყების ფაქტი, რა დროსაც მან ბრალდებულს სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა. გარდა დაზარალებულის, ბრალდებულის და თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებისა, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 11 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაც, რომლის მიხედვით, დ-------- ბ------–---–ს, 2018 წლის 10 აპრილს, 17:28 საათზე, პირადი გასინჯვისას, ზედა ტუჩზე, მარცხენა ნახევარში, კანისა და ლორწოვანის საზღვარზე, მეორე კბილის საპროექციოდ, აღენიშნებოდა ჭრილობა, ასევე, ნაჭდევები მარცხენა მხარზე და მარცხენა წვივზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად აღებულიც და ცალ-ცალკეც მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით და მისი ავტორის - ნ--------–----ის ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოსაკეცი დანის პირზე არის ადამიანის სისხლის და დანაზე არსებული ბიოლოგიური კვალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ------- ნ----–---–ს. ერთ ცალ მცირე ზომის ქვაზე და მოწითალო ფერის სისხლისმაგვარ ლაქაზე არსებული სისხლის ეკუთვნის ჯ------- ნ----–---–ს. ზაზა ს-------–---–ისგან ამოღებილ ჟილეტზე და მაისურზე არსებული სისხლი ეკუთვნის ჯ------- ნ----–---–ს. ჯ------- ნ----–---–ის ფეხსაცმელზე არსებული სისხლის და ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ------- ნ----–---–ს. ჯ------- ნ----–---–ის მარჯვენა ხელიდან, სახისა და ყელის არიდან აღებულ ანაწმენდებში არსენული სისხლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ------- ნ----–---–ს. ჯ------- ნ----–---–ის ფრჩხილის ნიმუშებში არსებული სისხხლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ------- ნ----–---–ს. დ-------- ბ------–---–ის ქუღტუკის ქვედა მესამედში არსებული სისხლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ------- ნ----–---–ს. ჯ------- ნ----–---–ისგან ამოღებულ ტანსაცმელზე არსებული სისხლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჯ------- ნ----–---–ს.

 

დაზარალებულ ჯ------- ნ----–---–ის ჩვენებით, იგი დიდი ხანია იცნობს დ-------- ბ------–---–ს, რომელთანაც წარსულში ცუდი ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. ორი წლის წინ დ-------- ბ------–---–მა მისი შვილის - ჰ----–- ნ----–---–ისგან ისესხა ფული, რომელსაც არ უბრუნებდა. როდესაც ჯ------- ნ----–---–ი საქართველოში დაბრუნდა, დ-------- ბ------–---–ს რამდენჯერმე შეხვდა და ვალის დაბრუნება მოთხოვა, თუმცა, იგი ჯ------- ნ----–---–ს და მის შვილს ემალებოდა, ტელეფონზე აღარ პასუხობდა და მათთან შეხვედრას თავს არიდებდა. ამის გამო ჯ------- ნ----–---–მა გადაწყვიტა თავად ენახა დ-------- ბ------–---–ი, რათა თავიდან აეცილებინა უსიამოვნება მასსა და ჰ----–- ნ----–---–ს შორის. იგი შეხვდა დ-------- ბ------–---–ს, რომელიც კვლავ შეპირდა, რომ ახალ წლამდე ვალს გადაიხდიდა. დეკემბრის თვეში ჯ------- ნ----–---–ი შვედეთში დაბრუნდა, სადაც მოგვიანებით ჰ----–- ნ----–---–ისგან შეიტყო, რომ დ-------- ბ------–---–მა მას თანხა არ დაუბრუნა. ამის შემდეგ ჯ------- ნ----–---–მა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საშუალებით დ-------- ბ------–---–ს მისწერა ვალის დაბრუნების შესახებ, რაზედაც იგი შეპირდა, რომ თანხას ძველით ახალი წლისათვის დაუბრუნებდა. მიუხედავად ამისა, დ-------- ბ------–---–მა ვალი არ გადაიხადა. როდესაც ჯ------- ნ----–---–ი საქართველოში დაბრუნდა, კვლავ დაუკავშირდა დ-------- ბ------–---–ს, თუმცა, მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ამის შემდეგ ჯ------- ნ----–---–მა დ-------- ბ------–---–ი სოფელ ბ-----ში შემთხვევით დაინახა და იმდენად გაბრაზებული იყო, რომ უნდოდა მისთვის ხელი დაერტყა, მაგრამ თავი შეიკავა და მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. დ-------- ბ------–---–ი ამჯერადაც შეპირდა, რომ თანხას დაუბრუნებდა, თუმცა, პირობა კვლავ არ შეასრულა. მორიგი სატელეფონო საუბრის დროს ჯ------- ნ----–---–მა დ-------- ბ------–---–ს შეაგინა, რაზედაც მან მუქარის ტონით უთხრა, რომ ჩამოვიდოდა და ნახავდა. ჯ------- ნ----–---–ი ელოდებოდა მას, მაგრამ დ-------- ბ------–---–ი მასთან არ მივიდა. მეორე დღეს, ჯ------- ნ----–---–ს მეგობრებმა ურჩიეს, რომ დ-------- ბ------–---–ი ენახათ და ერთხელ და სამუდამოდ ვალის საკითხი პირადად გაერკვიათ, თუმცა, დ-------- ბ------–---–ი მათ ამჯერადაც არ შეხვდა. 2018 წლის 8 აპრილს, დილის საათებში, მან დაინახა დ-------- ბ------–---–ი, რომელიც გ------- ი-----–-–---–თან ერთად, ავტომანქანით მოძრაობდა. მან დაურეკა გ------- ი-----–-–---–ს და თხოვა, რომ დ-------- ბ------–---–ი მასთან მიეყვანა, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ ჯ------- ნ----–---–ი სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მასთან ავტომანქანით მივიდა ზ---ა ს------–---–ი. როდესაც ისინი სახლიდან გამოვიდნენ, ავტომანქანების სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „მეურნეობის“ შესასვლეთან, დაინახეს დ-------- ბ------–---–ი, რომელიც მოსაცდელთან მარტო იდგა. ზ---ა ს------–---–ი ჯ------- ნ----–---–ს ურჩევდა, რომ იგი დ-------- ბ------–---–ს არ შეხვედროდა, თუმცა, მისი თხოვნით, ზ---ა ს------–---–მა ავტომანქანა გააჩერა. ჯ------- ნ----–---–ი მიუახლოვდა დ-------- ბ------–---–ს და ჰკითხა, როდემდე აპირებდა დამალვას. ამ დროს მან ქამარზე ხელი მოიკიდა, ჯ------- ნ----–---–ი მიხვდა, რომ მას იარაღი ჰქონდა. ამის შემდეგ ისინი შევიდნენ იქ არსებული სახელოსნოს ეზოში. ჯ------- ნ----–---–ი ე.წ. „მეურნეობის“ შესასვლელის მხრიდან შევიდა, ხოლო დ-------- ბ------–---–ი ქუჩის მხრიდან შემოვიდა. როდესაც ისინი ერთმანეთს მიუახლოვდნენ, ჯ------- ნ----–---–მა ჯიბიდან ამოიღო თანნაქონი დანა და გახსნა. ისინი ერთმანეთს აგინებდნენ. ჯ------- ნ----–---–ი დ-------- ბ------–---–ისკენ იწვევდა და ეუბნებოდა, იარაღი ამოეღო და ესროლა მისთვის. ამ დროს მან დ-------- ბ------–---–ს მარცხენა ხელი მოკიდა ქურთუკის საყელოში, მარჯვენა ხელით კი თანნაქონ დანას სხეულზე უსვამდა. ფიზიკური დაპირისპირებისას მან თავი დაარტყა დ-------- ბ------–---–ს სახის არეში და ფეხზე მუხლი მიარტყა. მათი ჭიდილი დაახლოებით ორი-სამი წუთი გაგრძელდა, რა პერიოდშიც ჯ------- ნ----–---–მა თანნაქონი დანა ტანის არეში დ-------- ბ------–---–ს 15-20-ჯერ დაუსვა. ამ დროს ტერიტორიაზე შემოვიდა ზ---ა ს------–---–ი, რომელიც მივიდა ჯ------- ნ----–---–თან, ტანზე ხელები შემოხვია და შეეცადა მათ გაშველებას. ზ---ა ს------–---–ს ეგონა, რომ დ-------- ბ------–---–ი დაჭრილი იყო. ამ დროს დ-------- ბ------–---–ი შეხტა შემაღლებულ ადგილზე და იარაღი ჰაერში ერთხელ გაისროლა. ამის შემდეგ დ-------- ბ------–---–ი ჯ------- ნ----–---–ს დასდევდა და ფეხებში იარაღს უმიზნებდა. ჯ------- ნ----–---–ის განმარტებით, ხმაურზე აღნიშნულ ტერიტორიაზე მივიდნენ თ---------- ა------–---–ი, ი-----–- ბ------–---–ი, ხ---ა მ-------–---–ი და ნ----- ხ-------–--ე. დ-------- ბ------–---–ი არ ჩერდებოდა, მას უნდოდა იარაღი ჯ------- ნ----–---–ისათვის ფეხებში ესროლა. ამ მოძრაობის დროს ისინი გინებით გამოვიდნენ საავტომობილო გზ---ე. გზის ნაპირზე იდგა მიკროავტობუსი, რომელსაც დ-------- ბ------–---–მა შემოურბინა, მას უკან გაჰყვა ზ---ა ს------–---–ი, ხოლო მეორე მხრიდან დ-------- ბ------–---–ისკენ წავიდა ხ---ა მ-------–---–ი. ამ დროს ჯ------- ნ----–---–ი ე.წ. „ბოქსების“ წინ იდგა. დ-------- ბ------–---–ი მიუხლოვდა მას და ფეხში იარაღი ესროლა. ჯ------- ნ----–---–ი მარცხენა მხარეს წაიქცა, რა დროსაც მიეჯახა დენის ბოძს. წაქცეულზე დ-------- ბ------–---–მა მას მეორედ ესროლა თავის მიმართულებით, რითაც ჯ------- ნ----–---–ს თავი გააკვრევინა. მას თავიდან სისხლი წამოუვიდა. ამ დროს ვიღაცამ დაიძახა „მოკლაო“, რის შემდეგაც დ-------- ბ------–---–ი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ჯ------- ნ----–---–ი ზ---ა ს------–---–მა ჩასვა თავის ავტომანქანაში და საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯ------- ნ----–---–ის განმარტებით, დ-------- ბ------–---–ის მიერ სროლების განხორციელებისას, საავტომობილო გზ---ე, ასევე, იმყოფებოდნენ გ------- ს-----–---–ი და ნ----- ხ-------–--ე.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ „ავტოშემკეთებელი სახელსონოს“ გვერდით არსებული ტერიტორიიდან საავტომობილო გზ---ე გამოსვლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს დაზარალებული განსხვავებულად აღწერს. ამ ნაწილში მისი ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება როგორც ბრალდებულის, ისე დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების - თ---------- ა------–---–ის, ი-----–- ს-----–---–ის, ზ---ა ს------–---–ის და ხ---ა მ-------–---–ის ურთიერთთავსებად ჩვენებებს, სახელდობრ:

 

ბრალდებულმა დ-------- ბ------–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. მისი ჩვენებით, 2018 წლის 8 აპრილს, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში, ბენზინგასამართ სადგურ ,,გ--–--ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, მან თანნაქონი ,,მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტით, თავდაპირველად, განახორციელა ერთი გასროლა ჰაერში, ხოლო შემდეგ - ორი გასროლა ჯ------- ნ----–---–ის ფეხების მიმართულებით, თუმცა, განმარტა, რომ მას ჯ------- ნ----–---–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. დ-------- ბ------–---–ს სურდა შეეჩერებინა ჯ------- ნ----–---–ი, რომელიც მას აგინებდა და დანით მისკენ იწევდა. ბრალდებულის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მას არაერთხელ ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, მოეკლა ჯ------- ნ----–---–ი, თუმცა, მან ეს არ განახორციელა, რადგან სურდა მხოლოდ ჯ------- ნ----–---–ს შეეწყვიტა გინება და დანით მისთვის დაზიანებები არ მიეყენებინა. დ-------- ბ------–---–ის ჩვენებით, მას ჰქონდა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, რომელიც საჩუქრად გადასცა სახელმწიფომ. იგი აღნიშნული იარაღის გაყიდვას აპირებდა, რის შესახებაც უნდა შეხვედროდა ნათესავს. ამის გამო, 2018 წლის 8 იანვარს, დ-------- ბ------–---–ი გამოვიდა სახლიდან და დაჯდა სახლის წინ, ე.წ ,,ბირჟაზე“. მან აღნიშნული იარაღი გარეთ გამოიტანა, რადგან არ სურდა სახლში ბავშვებთან მისი გამოჩენა. ამ დროს ავტომანქანით გამოიარა გ------- ი-----–-–---–მა, რომელსაც იგი გაჰყვა ქალაქ ქ-----–ში. როდესაც იგი ქ-----–იდან დაბრუნდა, გ------- ი-----–-–---–ს თხოვა, სოფელ ბ-----ის შესასვლელთან ავტომანქანა შეეჩერებინა. იგი ჩამოვიდა ე.წ. „მოსაცდელთან“, სადაც დაახლოებით ორმოცი წუთი დაჰყო. ამ დროს სოფლის ამოსასვლელიდან დაინახა ზ---ა ს------–---–ის ავტომანქანა, სადაც მასთან ერთად იჯდა ჯ------- ნ----–---–იც. მას არ სურდა ჯ------- ნ----–---–თან შეხვედრა და ცდილობდა თვალი აერიდებინა მათთვის, რის გამოც წავიდა საპირისპირო მიმართულებით. ამ დროს, მასთან დაახლოებით ხუთ მეტრში, ზ---ა ს------–---–მა ავტომანქანა გააჩერა, საიდანაც გადმოვიდა ჯ------- ნ----–---–ი. იგი მიუახლოვდა დ-------- ბ------–---–ს, ხელი მკლავზე მოჰკიდა, რის შემდეგაც ისინი შევიდნენ ავტოშემკეთებელი სახელსონოს ეზოში. შესვლისთანავე ჯ------- ნ----–---–მა დაუწყო მას გინება, ჯიბიდან ამოიღო დანა და გულმკერდის არეში მოუქნია. დ-------- ბ------–---–ი ცდილობდა ჯ------- ნ----–---–ისათვის დანა ხელიდან როგორმე გაეგდებინებინა, თუმცა, იგი არ ჩერდებოდა. ამ დროს დ-------- ბ------–---–მა მკლავზე იგრძნო დანის დასმა და დაინახა, რომ ქურთუკი დაუზიანდა. მათ შორის ჩხუბი გრძელდებოდა, დ-------- ბ------–---–ს სისხლი მოსდიოდა, ჩხუბის შედეგად მას დაუზიანდა კბილიც. ამ დროს მათთან ზ---ა ს------–---–ი მივიდა. ჯ------- ნ----–---–ს ერთი ხელით დ-------- ბერკაშვილი ეჭირა, მეორე ხელით კი დანას უტრიალებდა. ამის დანახვაზე ზ---ა ს------–---–ი მათ შუაში ჩაუდგა და ცდილობდა ჯ------- ნ----–---–ის შეკავებას, თუმცა, იგი არ ჩერდებოდა და ყველანაირად ცდილობდა დ-------- ბ------–---–თან მიახლოებას. ამ დროს დ-------- ბ------–---–ი შეხტა იქვე არსებულ შემაღლებულ ადგილას და მოახდინა ჰაერში პისტოლეტიდან გასროლა. ამ დროს ზ---ა ს------–---–ი ჯ------- ნ----–---–ს კვლავ მოუწოდებდა დამშვიდებულიყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი კვლავ აგრძელებდა გინებას და დ-------- ბ------–---–ისკენ იწევდა. ამ დროს დ-------- ბ------–---–მა დაინახა თ---------- ა------–---–ი, რომელიც მიუახლოვდა ჯ------- ნ----–---–ს და ისიც ასევე ცდილობდა მის შეკავებას. დ-------- ბ------–---–ს იარაღი დაშვებულ მდგომარეობაში, მიწის მიმართულებით ხელში ეჭირა, ზ---ა ს------–---–ი და თ---------- ა------–---–ი კი ცდილობდნენ ჯ------- ნ----–---–ის შემთხვევის ადგილიდან გაყვანას. ისინი ჩრდილოეთის მხარეს წავიდნენ, დ-------- ბ------–---–ი კი მარცხენა მხრიდან გზის მხარეს გავიდა. ამ დროს აღნიშნულ ადგილას გამოჩნდა ჯ------- ნ----–---–ი, რომელიც დ-------- ბ------–---–სკენ მირბოდა, ზ---ა ს------–---–ი კი ცდილობდა მას უკან გამოჰყოლოდა და მათ შორის შუაში ჩამდგარიყო. ამ დროს დ-------- ბ------–---–ს იარაღი დაშვებულ მდგომარეობაში, მიწის მიმართულებით, ხელში ეჭირა და იმყოფებოდა მიკროავტობუსის მარჯვენა მხარეს, ჯ------- ნ----–---–ი კი მარცხენა მხრიდან მორბოდა. ამ დროს ჯ------- ნ----–---–მა მიკროავტობუსის მხარეს ჩაირბინა, გაიხედა და დაინახა, რომ უკან ზ---ა ს------–---–ი და ჯ------- ნ----–---–ი მორბოდნენ. დ-------- ბ------–---–მა მიკროავტობუსს სირბილით შემოუარა და დაინახა, რომ მიკროავტობუსის კუთხეში იყო ჯ------- ნ----–---–ი, რომელიც დ-------- ბ------–---–სკენ კვლავ დანით იწევდა და აგინებდა მას. თ---------- ა------–---–ი ცდილობდა ჯ------- ნ----–---–ის დაჭერას, ამავე დროს ისმოდა ყვირილის ხმა - „დანა დააგდეო“. დ-------- ბ------–---–ი წაბორძიკდა და იარაღი ჯ------- ნ----–---–ის ფეხების მიმართულებით, მიყოლებით ორჯერ გაისროლა. ჯ------- ნ----–---–ი მიკროავტობუსის წინა მხარეს მიეჯახა, ზურგით მიეყუდა და დაეცა. დ-------- ბ------–---–მა დაინახა, რომ ძირს დაცემულ ჯ------- ნ----–---–ს ფეხზე დაზიანება ჰქონდა, რომელზეც ხელს იკიდებდა. დ-------- ბ------–---–მა თ---------- ა------–---–ს უთხრა, ჯ------- ნ----–---–ი საავადმყოფოში წაეყვანათ. ამ დროს მან დაინახა, რომ ზ---ა ს------–---–ი ავტომანქანით მოვიდა, რის შემდეგაც დ-------- ბ------–---–მა დატოვა შემთხვევის ადგილი და სახლისკენ წავიდა.

 

ბრალდებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე თ---------- ა------–---–ის ჩვენებასთან. მისი განმარტებით, 2018 წლის 8 აპრილს, იმყოფებოდა ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ის შესასვლეთან, სადაც დაინახა დ-------- ბ------–---–ი, ზ---ა ს------–---–ი და ჯ------- ნ----–---–ი. დ-------- ბ------–---–ი და ჯ------- ნ----–---–ი ერთმანეთთან საუბრობდნენ. ამ დროს ჯ------- ნ----–---–მა მას მკლავზე ხელი მოკიდა და ისინი შევიდნენ იქ არსებული სახელოსნოს ეზოში. მცირე დროში მას შემოესმა ხმაური, რის გამოც სახელოსნოს ტერიტორიაზე შევიდა და დაინახა, რომ ჯ------- ნ----–---–ი და დ-------- ბ------–---–ი ერთმანეთს აგინებდნენ. ამ დროს ჯ------- ნ----–---–ს ხელში დანა ეჭირა და დ-------- ბ------–---–ს უქნევდა, დ-------- ბ------–---–ი კი მას მოუწოდებდა დანა შეენახა და მშვიდად დაელაპარაკათ. თ---------- ა------–---–მა ასევე შენიშნა, რომ დ-------- ბ------–---–ს ქურთუკი დაზიანებული ჰქონდა. ამ დროს დ-------- ბ------–---–მა იარაღი ჰაერში გაისროლა, თუმცა, ჯ------- ნ----–---–ი კვლავ აგრძელებდა დ-------- ბ------–---–ის გინებას. ამის შემდეგ თ---------- ა------–---–მა შეძლო ჯ------- ნ----–---–ის ტერიტორიიდან გაყვანა გზის მხარეს, სახელსნოს წინ. ამ დროს დ-------- ბ------–---–იც სახელოსნოს წინ გამოვიდა, ჯ------- ნ----–---–ი კვლავ აგრძელებდა მის გინებას და დ-------- ბ------–---–სკენ იწევდა. დ-------- ბ------–---–მა თანნაქონი იარაღიდან ჯ------- ნ----–---–ს ფეხების მიმართულებით ორჯერ ესროლა, რის შედეგადაც იგი იქვე მდგარ მიკროავტობუსს მიეყუდა. თ---------- ა------–---–ის განმარტებით, ორივე გასროლა სწრაფად განხორციელდა. მას ჯ------- ნ----–---–ის სხეულზე სისხლის კვალი არ შეუნიშნავს, ჯ------- ნ----–---–ს არც გონება დაუკარგავს, იგი საკუთარი ფეხით, ზ---ა სომინიშვილის დახმარებით, ჩაჯდა ზ---ა ს------–---–ის ავტომანქანაში, რის შემდეგაც გადაიყვანეს საავადმყოფოში. თ---------- ა------–---–ის განმარტებით, როდესაც დ-------- ბ------–---–მა დაინახა დაჭრილი ჯ------- ნ----–---–ი, იქ მყოფებს უთხრა, რომ იგი საავადმყოფოში წაეყვანათ, რის შემდეგაც მან დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

სასამართლო სხდომაზე ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებების შესახებ მიუთითა მოწმე ი-----–- ბ------–---–მაც. მისი განმარტებით, 2018 წლის 8 აპრილს, იგი იმყოფებოდა სოფელ ბ-----ის შესასვლელთან, ავტომანქანების სამრეცხაოში, სადაც იგი მრეცხავად მუშაობდა. ამ დროს მას ე.წ. „სახელსნოსნოს“ მხრიდან შემოესმა ჩოჩქოლის ხმა. როდესაც სახელოსნოს ეზოში შევიდა, დაინახა დ-------- ბ------–---–ი, ჯ------- ნ----–---–ი და ზ---ა ს------–---–ი. ზ---ა ს------–---–ი ცდილობდა ჯ------- ნ----–---–ის შეკავებას, რომელიც დ-------- ბ------–---–ისკენ იწევდა და აგინებდა მას. დ-------- ბ------–---–ი იდგა მოპირდაპირე მხარეს, დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით და ჯ------- ნ----–---–ს მოუწოდებდა გინება შეეწყვიტა, თუმცა, ჯ------- ნ----–---–ი არ ჩერდებოდა. როდესაც ჯ------- ნ----–---–ი ცდილობდა მასთან მიახლოებას, დ-------- ბ------–---–მა თანნაქონი იარაღიდან ჰაერში ერთხელ გაისროლა. ამის შემდეგ ზ---ა ს------–---–მა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჯ------- ნ----–---–ი გზ---ე გამოიყვანა. როდესაც ი-----–- ბ------–---–ი გამოვიდა, დაინახა, რომ დ-------- ბ------–---–მა ახლო მანძილიდან ჯ------- ნ----–---–ის ფეხების მიმართულებით განახორციელა ორი გასროლა. ჯ------- ნ----–---–ს ტყვია ფეხში მოხვდა და მანქანასთან ჩაიკეცა. ი-----–- ბ------–---–ის განმარტებით, დ-------- ბ------–---–მა მაშინ მოახდინა ორი გასროლა, როდესაც ჯ------- ნ----–---–ი აგინებდა მას და ცდილობდა მასთან მიახლოებას. როდესაც ჯ------- ნ----–---–ი ჩაიკეცა, დ-------- ბ------–---–მა უთხრა იქ მყოფებს, რომ მიეხედათ მისთვის და საავადმყოფოში წაეყვანათ, რის შემდეგაც მან დატოვა შემთხვევის ადგილი. ბოლოს, ჯ------- ნ----–---–ი ზ---ა ს------–---–ის ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ბრალდების მხარის პოზიციამ დ-------- ბ------–---–ის მხრიდან მკვლელობის განზრახვით ჯ------- ნ----–---–ისათვის სხეულის დაზიანების მიყენების შესახებ დადასტურება ვერ ჰპოვა დანაშაულის კიდევ ერთი თვითმხილველი მოწმის - ზ---ა ს------–---–ის ჩვენებაშიც. მისი განმარტებით, 2018 წლის 8 აპრილს, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, იგი, ჯ------- ნ----–---–თან ერთად, ავტომობილით გადაადგილდებოდა ცენტრალურ გზ---ე. ამ დროს, დაახლოებით ოცდაათი მეტრის მოშორებით, მათ დაინახეს დ-------- ბ------–---–ი, რომელიც გაჩერებასთან იდგა. ჯ------- ნ----–---–მა ზ---ა ს------–---–ს თხოვა, ავტომანქანა გაეჩერებინა, რადგან მას დ-------- ბ------–---–თან საქმე ჰქონდა. ზ---ა ს------–---–ისთვის ცნობილი იყო ვალის გამო ჯ------- ნ----–---–სა და დ-------- ბ------–---–ს შორის არსებული უთანხმოების შესახებ, ამიტომ იგი ყველანაირად შეეცადა რაიმე ფორმით თავიდან აეცილებინა მათი შეხვედრა, თუმცა, ჯ------- ნ----–---–ი დაჟინებით მოითხოვდა ავტომანქანის გაჩერებას, ვინაიდან მას დ-------- ბ------–---–თან პირადად საუბარი სურდა. ზ---ა ს------–---–მა ავტომანქანა გააჩერა, რის შემდეგაც ჯ------- ნ----–---–ი დ-------- ბ------–---–თან მივიდა და ისინი შევიდნენ ე.წ. „ავტოშემკეთებელი სახელსონოს“ ეზოში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ზ---ა ს------–---–ს შემოესმა ყვირილის ხმა. როდესაც იგი აღნიშნულ ტერიტორიაზე შევიდა, დაინახა, რომ ჯ------- ნ----–---–ი და დ-------- ბ------–---–ი ერთმანეთს აგინებდნენ. ამ დროს ჯ------- ნ----–---–ს ხელში დანა ეჭირა. ზ---ა ს------–---–ი გაშველების მიზნით მათ შუაში ჩაუდგა და ცდილობდა ისინი ერთმანეთისაგან დაეშორებინა. ამ დროს მან დაინახა, რომ დ-------- ბ------–---–ს ხელში იარაღი ეჭირა. ჯ------- ნ----–---–ი არ ჩერდებოდა, დ-------- ბ------–---–ს აგინებდა და ეუბნებოდა ესროლა მისთვის. ამ დროს დ-------- ბ------–---–მა მოახდინა ერთი გასროლა ჰაერში. ამასობაში ისინი ცენტრალურ გზ---ე გამოვიდნენ. ზ---ა ს------–---–ი კვლავ ცდილობდა შეეკავებინა ჯ------- ნ----–---–ი, თუმცა, იგი არ წყვეტდა დ-------- ბ------–---–ის გინებას. ამ დროს ზ---ა ს------–---–მა დაინახა, რომ დ-------- ბ------–---–ი დაახლოებით ოთხ-ხუთ მეტრში იდგა და ხელში იარაღი ეჭირა. დ-------- იქ მდგარი წითელი ფერის მიკროავტობუსის წინა მხარეს მარჯვენა მხრიდან წავიდა, ხოლო ჯ------- ნ----–---–ი მიკროავტობუსის უკანა მხარეს დარჩა. როდესაც მათ შორის მიკროავტობუსი მოექცა, ზ---ა ს------–---–ი დაედევნა დ-------- ბ------–---–ს, რათა იარაღი გამოერთმია. ამ დროს მან გაიგონა იარაღიდან გასროლის ხმა. როდესაც უკან მიიხედა, დაინახა ჯ------- ნ----–---–ი, რომელიც ბოძთან ნახევრად იყო მიწვენილი. ზ---ა ს------–---–ი მიხვდა, რომ ჯ------- ნ----–---–ი იყო დაჭრილი, რის გამოც გაიქცა ავტომანქანის მისაყვანად. ამ დროს მალევე გაიგონა მეორე გასროლის ხმაც. ზ---ა ს------–---–ის განმარტებით, ორივე გასროლა განხორციელდა დროის ძალიან მცირე ინტერვალით. მისი განმარტებით, ამ დროს ასევე გაიგო ჯ------- ნ----–---–ის სიდედრის - ნ----- ხ-------–--ის შემზარავი ყვირილი, თუმცა, სიტყვები არ გაურჩევია. ზ---ა ს------–---–მა ასევე განმარტა, რომ როდესაც ადგილზე დაბრუნდა, დ-------- ბ------–---–ი იქ აღარ დახვდა. ჯ------- ნ----–---–ი ხელს იდებდა ფეხზე, მას ასევე ხელზე ჰქონდა მცირე ოდენობით სისხლი, ხოლო თავზე პატარა ჩამონაჟონი, თუმცა, თავიდან სისხლი არ მოსდიოდა. ამის შემდეგ მან თავისი ავტომანქანით ჯ------- ნ----–---–ი საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

მოწმე ხ---ა მ-------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 8 აპრილს, იგი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. მას შემოესმა მეზობლის - ნ----- ხ-------–--ის ყვირილის ხმა, რომელიც ითხოვდა დახმარებას. იგი გარეთ გავიდა და დაინახა ნ----- ხ-------–--ე, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა იმ ადგილისკენ, სადაც დ-------- ბ------–---–სა და ჯ------- ნ----–---–ს შორის მოხდა კონფლიქტი. ხ---ა მ-------–---–იც აღნიშნული ადგილისაკენ გაემართა. გზაში, ე.წ. „ბოქსებთან“, მან ნ----- ხ-------–--ეს გაუსწრო და შემთხვევის ადგილზე მასზე ადრე მივიდა. მისვლისას მან დაინახა ჯ------- ნ----–---–ი, რომელიც ზ---ა ს------–---–ის დახმარებით, ჩასვეს მის ავტომანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს. ხ---ა მ-------–---–ის განმარტებით, მას ჯ------- ნ----–---–ის სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ დაუნახავს. მას შემთხვევის ადგილზე მისვლისას დ-------- ბ------–---–ი და ნ----- ხ-------–--ე არ უნახავს.

 

მოწმე გ------- ს-----–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 8 აპრილს, იგი იმყოფებოდა სოფელ ბ-----თან მდებარე „გ--–--ის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „მოსაცდელთან“, ხოლო მისი კუთვნილი მიკროავტობუსი გაჩერებული იყო დაახლოებით ას მეტრში. აღნიშნული მიკროავტობუსის მხარეს მან დაინახა, რომ ჯ------- ნ----–---–ი და დ-------- ბ------–---–ი ხმამაღალი საუბრით შევიდნენ იქ არსებული შენობის ეზოში. გ------- ს-----–---–ს დააინტერესა რა ხდებოდა და მათკენ გაემართა. როდესაც იგი ახლოს მივიდა, დაინახა, რომ მის კუთვნილ მიკროავტობუსთან, წინა მხარეს, ძირს იჯდა ჯ------- ნ----–---–ი. მას ჯ------- ნ----–---–ისთვის რაიმე სახის დაზიანება არ შეუნიშნავს. ხალხისგან შეიტყო, რომ ჯ------- ნ----–---–ს დ-------- ბ------–---–მა მიაყენა ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით. იარაღის გასროლის ხმა მას არ გაუგია. როდესაც მიკროავტობუსთან მივიდა, დ-------- ბ------–---–ი იქ არ დაუნახავს.

 

დაზარალებულის სიდედრის - ნ----- ხ-------–--ის განმარტებით, იგი დიდი ხანია იცნობს ბრალდებულ დ-------- ბ------–---–ს. 2018 წლის 8 აპრილს, დილის საათებში, იგი იმყოფებოდა სახლში, როდესაც გარედან შემოესმა ჩხუბის ხმა. როდესაც იგი გარეთ გამოვიდა, დაინახა, რომ მის სიძესთან - ჯ------- ნ----–---–თან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ამ დროს დ-------- ბ------–---–ი იარაღით მირბოდა ქ-----–ის მიმართულებით. იგი მოუწოდებდა დ-------- ბ------–---–ს, დამშვიდებულიყო. ამ დროს ჯ------- ნ----–---–ი იდგა მიკროავტობუსთან, მასთან ერთად იყო, ზ---ა ს------–---–ი. ნ----- ხ-------–--ემ დაინახა, რომ დ-------- ბ------–---–მა მიკროავტობუსს შემოურბინა და ჯ------- ნ----–---–ს იარაღი ფეხში ესროლა. დ-------- ბ------–---–მა ორი გასროლა გააკეთა, პირველი გასროლის დროს ჯ------- ნ----–---–ი ძირს დავარდა და ხელი ფეხზე მოიკიდა. მეორე გასროლაც ძალიან მალე მოხდა, წამების ინტერვალით, რომელიც დ-------- ბ------–---–მა ჯ------- ნ----–---–ის თავის მიმართულებით განახორციელა. ამის შემდეგ ნ----- ხ-------–--ემ დაინახა, რომ ჯ------- ნ----–---–ს სისხლი ფეხიდან მოსდიოდა. ზ---ა ს------–---–მა მოიყვანა ავტომანქანა, რომელშიც ჩასვევს ჯ------- ნ----–---–ი და საავადამყოფოში გადაიყვანეს. როდესაც იგი საავადმყოფოში მივიდა, ნახა, რომ ექიმები ჯ------- ნ----–---–ს ფეხზე ჭრილობას უხვევდენ და თავზე რაღაც დაზიანება ჰქონდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ----- ხ-------–--ის ჩვენებას იმ ნაწილში, თითქოს იგი შეესწრო დ-------- ბ------–---–ის მიერ იარაღიდან გასროლების განხორციელების ფაქტს, რამდენადაც არც ერთი თვითმხილველი მოწმე, უშუალოდ სროლების განხორციელებისას, ნ----- ხ-------–--ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს პირდაპირ არ ადასტურებს. უფრო მეტიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმე ხ---ა მ-------–---–ის ჩვენებით, მან დაინახა ნ----- ხ-------–--ე, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა შემთხვევის ადგილისკენ, თუმცა, გზაში, ე.წ. „ბოქსებთან“, მან ნ----- ხ-------–--ეს გაუსწრო და შემთხვევის ადგილზე მასზე ადრე მივიდა. მისვლისას მან დაინახა, რომ ჯ------- ნ----–---–ს უკვე ავტომანქანაში სვამდნენ. ამასთან, მას შემთხვევის ადგილზე მისვლისას დ-------- ბ------–---–ი და ნ----- ხ-------–--ე არ უნახავს.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბენზინგასამართ სადგურ „გ--–--იდან“ გამოთხოვილ გარე პერიმეტრის ვიდეოჩანაწერს, რამდენადაც მისი გამოკვლევის შედეგად, ვიზუალური დაკვირვებით, ინფორმაციის აღქმის ლოგიკური წესების შესაბამისად, შეუძლებელია კონკრეტული ავტომანქანების, ბრალდებულის, დაზარალებულის თუ დანაშაულის თვითმხილველი მოწმეების ამოცნობა. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის შეფასებისა და გაანალიზების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ამ თვალსაზრისითაც მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს და ემყარება მხოლოდ ზეპირად გაცხადებულ, დაუსაბუთებელ ვარაუდებს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადასტურებულია, რომ მიღებულ ტრავმასან დაკავშირებით ჯ------- ნ----–---–ს სამედიცინო დაწესებულებისთვის მიუმართავს 08.04.18 წელს და მკურნალობის კურსს აგრძელებდა 11.04.18 წლამდე, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: სკალპის ღია ჭრილობა, მარჯვენა ბარძაყის ღია ჭრილობა (ცეცხლსასროლი). მარჯვენა ბარძაყის ღია ჭრილობა (ცეცხლსასროლი); ბარძაყის ვენის ტრავმა მენჯ-ბარძაყისა და ბარძაყის დონეზე. მარჯვენა ბარძაყის ჭრილობა. მარჯვენა ბარძაყის ვენის ტრავმა. თავის ტვინის შერყევა. სკალპის ღია ჭრილობა (თანმხლები). გულის იშემიური ავადმყოფობა (თანმხლები). ჰიპერტენზიული ავადმყოფობები (თანმხლები). მიოკარდიუმის გადატანილი ძველი ინფაქტი (თანმხლები). კორონარული ანგიოპლასტკური იმპლანტანტისა და ტრანსპლანტანტის არსებობა (თანმხლები). გულის შეგუბებითი უკმარისობა (თანმხლები). ჰიპერგლიკემია, დაუზუსტებელი (თანმხლები).

 

2018 წლის 10 ივლისს 12:45 საათზე, პირადი გასინჯვისას, მოქ. ჯ------- ნ----–---–ს, მარჯვენა შუბლ-საფეთქლის მიდამოში, მარჯვენა ბარძაყის ზედა და შუა მესამედების პიობითად საზღვარზე - შიდა გვერდითა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნებოდა ნაწიბურები.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე: დაზიანება: მარჯვენა საფეთქლის არეში - განვითარებული უნდა იყოს რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოტყორცნილი ჭურვის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. ჭრილობის არხის მიმართულებაზე მსჯელობა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ჭრილობის არხი და დაზიანების ზუსტი მორფოლოგიური სურათი.

 

დაზიანება ბარძაყის მიდამოში არსებული ჭრილობების სახით („Vena Superficialis Femoris”-ის დაზიანებით) - განვითარებული უნდა იყოს რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გამოტყორცნილი ჭურვის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. ჭრილობის არხის მიმართულებაა: მარცხნიდან მარჯვნივ, ქვევიდან მცირედ ზევით, წინიდან უკან.

 

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ზემოაღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ავტორი - ექსპერტი მ--–---- მ----------ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. ექსპერტმა განმარტა, რომ სამედიცინო დოკუმენტებში არ იყო აღწერილი ჯ------- ნ----–---–ის შუბლზე არსებული ჭრილობის მორფოლოგიური სურათი, ასევე, გაურკვეველი იყო აღნიშნული ჭრილობის ხასიათი, კერძოდ, მიყენებული იყო თუ არა ცეცხლსასროლი იარაღით. ამის გამო მან ქ-----–ის საავადმყოფოს (შპს „ა-–-----------“), გამომძიებლის მეშვეობით, მიწერა წერილი, რათა დაეკონკრეტებინა სამედიცინო ისტორიაში არსებული ჩანაწერი „ცეცხლნასროლი“ ეკუთვნოდა თუ არა საფეთქლის მიდამოსაც. მიღებული პასუხის საფუძველზე, მ--–---- მ----------მა დასკვნაში მიუთითა, რომ როგორც საფეთქელზე, ასევე ბარძაყზე არსებული ჭრილობები იყო ცეცხლნასროლი. ექსპერეტმა დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ მას ქ-----–ის საავადმყოფოს ექიმისთვის არ დაუსვამს კითხვა, თუ როგორ მივიდა აღნიშნულ დასკვნამდე, თუმცა, იმის გამო, რომ ექიმისგან მიიღო დასტური, სამედიცინო დასკვნაში საფეთქლის დაზიანება დააფიქსირა, როგორც ცეცხლნასროლი. ამასთან, მისი განმარტებით საფეთქლის მიდამოში არსებული ჭრილობის არხის მიმართულებაზე მსჯელობა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს ჭრილობის არხი და დაზიანების ზუსტი მორფოლოგიური სურათი. მ--–---- მ----------ის განმარტებით, ტყვიას ახასიათებს თერმული მოქმედება და წვავს სისხლძარღვებს, რაც იწვევს იმას, რომ დაჭრილს სისხლი დიდი რაოდენობით შეიძლება არ წამოუვიდეს. შუბლის ძვალი ერთ-ერთი სქელი ძვალია და შუბლის ძვალიც თავისი ფორმიდან გამომდინარე, ისეთი ფორმისაა, რომ ტყვიამ ძვალი რომ გახვრიტოს, უნდა მოხვდეს 90 გრადუსიანი კუთხით, ხოლო თუ მოხვდება ბლაგვი კუთხით მაშინ შეიძლება მოხდეს ასხლეტვა. მიუხედავად აღნიშნულისა, საბოლოოდ, ექსპერტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ როგორც მარჯვენა საფეთქლის არეში, ისე ბარძაყის მიდამოში არსებული ჭრილობები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს.

 

დ-------- ბ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და მასში მონაწილე უფლებამოსილი პირების - გ--- კ-----ის, ზ------ აგ-–--ის და თ---------- კ------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ჩხრეკას ესწრებოდა თავად დ-------- ბ------–---–იც. სწორედ მისი მითითებით, საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ავტოფარეხიდან, კერძოდ, ე.წ. „იამის“ ჩასასვლელი კიბის პირველი საფეხურის ქვეშიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ნაჭერში გახვეული ტყავის შალითაში მოთავსებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომელსაც აღენიშნება ნომერი H------, მასში მოთავსებული მჭიდით და ხუთი ცალი ვაზნით. ასევე, დ-------- ბ------–---–ის მითითებით, მისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული მისაღები ოთახიდან, კერძოდ „კომოდის“ პირველი უჯრიდან, ამოღებულ იქნა დ-------- ბ------–---–ის სახელზე გაცემული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის, ნომრით H------, სარეგისტარციო მოწმობა.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და მისი ავტორის - გ------- ელიავას ჩვენებით დადასტურდა, რომ აღნიშნული H------ არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 9 მმ კალიბრის, პისტოლეტის საშტატო ნიმუში „ПМ“, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2 (ორი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი მაწილი - მასრა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრიქციის პისტოლეტისათვის „ПМ“; სტეჩკინი კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „A--” და სხვა. 2 (ორი) ცალი მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია წარმოედგენილი N H------ პისტოლეტში. დეფორმირებული ლითონის ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტისათვის „ПМ“; სტეჩკინი კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „A--”, პისტოლეტებისათვის P-----------------; პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდ ჯგუფისატის და სხვა. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის მხოლოდ კონკტერულ იარაღთან გასაიგივებლად და გასროლილია ექსპერტიზ---ე წარმოდგენელი H------ პისტოლეტიდან. მჭიდში მოთავსებული 5 (ხუთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ (9X18) კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის PM, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „A--” და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ - იან (9X18) კალიბრის ვაზნა, განკუთვნული მაკაროვის კონსტრუქციი პისტოლეტებისათვის „PM”, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათის „A--” და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ამასთან, ქიმური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზ---ე გამოსალკვლევად წარმოდგენილი იარაღიდან ბოლო გასროლის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული იქნა ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტზის N0-------- დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზ---ე წარმოდგენილი ჯ------- ნ----–---–ის სპორტული ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები; ასევე, ექსპერტიზ---ე წარმოდგენილ ჯ------- ნ----–---–ის სახისა და ყელის მიდამოდან აღებულ ხველ ანაწმენდებში აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ექსპერტი ლევან მ-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული აღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

დასახელებული ნორმების არსი და მათი სამართლებრივი მნიშვნელობა განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოადგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენში, სისხლის სამართლის №142აპ-13 საქმეზე, განმარტა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

საქართველოს უზენაესი კანონის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დასახელებული განმარტების მიხედვით, სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას დ-------- ბ------–---–ის ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირების თაობაზე მხოლოდ ჯ------- ნ----–---–ისათვის მიყენებული ჭრილობის ლოკალიზაციის მიხედვით, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დასტურდება, რომ დ-------- ბ------–---–ი პისტოლეტიდან ფეხების მიმართულებით განხორციელებული ორი გასროლით შესაძლებლად მიიჩნევდა ჯ------- ნ----–---–ის სიცოცხლის მოსპობას, სურდა აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა ან ითვალისწინებდა მისი დადგომის გარდაუვალობას. საქმეში ასევე არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ დ-------- ბ------–---–ი ჩადენილი ქმედებით შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა ჯ------- ნ----–---–ის სიკვდილის დადგომას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების შემთხვევაში, საკითხი, ადამიანის მკვლელობისა თუ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა ამოძრავებდა ბრალდებულს, უნდა დადგინდეს არამხოლოდ მიყენებული ჭრილობის ლოკალიზაციის მიხედვით, არამედ ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სახელდობრ, უნდა შეფასდეს ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, მათი სიმძიმე, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე, მისი განხორციელების დროს, მის შემდეგ და სხვ.

 

ბრალდებულის, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ არც ავტოტექმომსახურების შენობის ეზოში თავდაპირველი ფიზიკური დაპირისპირებისას, არც უშუალოდ სხეულის დაზიანების მიყენების მომენტში და არც ამის შემდეგ, დ-------- ბ------–---–ის მხრიდან ჯ------- ნ----–---–ის მისამართით სიცოცხლის მოსპობის შესახებ მუქარას ადგილი არ ჰქონია. დ-------- ბ------–---–ს, კონფლიქტის პირველივე შემთხვევისთანავე, იარაღი თან ჰქონდა, თუმცა, იგი ჯ------- ნ----–---–ის წინააღმდეგ არ გამოუყენებია. უფრო მეტიც, ჭიდილისას, თავად დაზარალებული აყენებდა მას სხეულის დაზიანებას, დანას უტრიალებდა, აგინებდა და მოითხოვდა, რომ დ-------- ბ------–---–ს იარაღი მისთვის ესროლა. მიუხედავად იმისა, რომ დ-------- ბ------–---–ს, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, მოეკლა დაზარალებული, მან ეს არ განახორციელა, პირიქით, იგი შეხტა შემაღლებულ ადგილას და ჰაერში გაისროლა, რათა ჯ------- ნ----–---–ს შეეწყვიტა გინება და დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი. როდესაც შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ჯ------- ნ----–---–ი ავტოტექმომსახურების შენობის ეზოდან გაიყვანეს და დ-------- ბ------–---–იც საავტომობილო გზ---ე გამოვიდა, დაზარალებული კვლავ განაგრძობდა გინებას და დანით კვლავ ბრალდებულსკენ იწევდა, რამაც მათ შორის კონფლიქტის გაგრძელება გამოიწვია. თუ ბრალდების მხარის ვერსიას ვირწმუნებთ, საავტომობილო გზ---ე, მეორედ წარმოქმნილი კონფლიქტისას, დ-------- ბ------–---–ს ასევე ჰქონდა რეალური შესაძლებლობა განზრახვა სისრულეში მოეყვანა და თანნაქონი პისტოლეტით ჯ------- ნ----–---–ი მოეკლა, თუმცა, მან ეს არ განახორციელა. მას შემდეგ, რაც მან ფეხების მიმართულებით ჯ------- ნ----–---–ს ორჯერ მიყოლებით ესროლა, არავითარი აგრესია დაზარალებულის მიმართ აღარ გამოუხატავს. პირიქით, მან მიმართა შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს, ჯ------- ნ----–---–ი საავადმყოფოში გადაეყვანათ და როდესაც დარწმუნდა, რომ ზ---ა ს------–---–ი თავისი ავტომანქანით დაზარალებულთან მივიდა, მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი და სახლისკენ წავიდა. მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე, დ-------- ბ------–---–ი არავის არ დაუკავებია, რადგან სხეულის დაზიანების მიყენებისთანავე, მან ნებაყოფლობით შეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ჯ------- ნ----–---–თან მიახლოება აღარ უცდია, მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტის მჭიდში მას კიდევ ჰქონდა ხუთი ტყვია. ბრალდებული თავისი ინიციატივით განერიდა შემთხვევის ადგილს და სოფელ ბ-----ის მიმართულებით წავიდა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დ-------- ბ------–---–ის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად ჯ------- ნ----–---–ი ბოლომდე არც წაქცეულა, იგი ჩაიკეცა და მიეყუდა დენის ბოძს. დ-------- ბ------–---–ის ქმედების შეფასებისას, ასევე, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მიყენებული დაზიანებების ხარისხს, რომლებიც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ამ შემთხვევაში, დ-------- ბ------–---–თან კონფლიქტის ინიციატორი იყო თავად დაზარალებული ჯ------- ნ----–---–ი, რომელმაც თავისი ინიციატივით, იგი შეიყვანა ავტოტექმომსახურების შენობის ეზოში, დაუწყო ჩხუბი, დანის ტრიალით გაუჩერებლივ აგინებდა და აყენებდა მას სხეულის დაზიანებას. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა თუ რატომ არ მოიყვანა დ-------- ბ------–---–მა განზრახვა სისრულეში, როდესაც მას ჯ------- ნ----–---–ის მოკვლაში ხელს არავინ უშლიდა, როდესაც მას ორივე შემთხვევაში, ამის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა (პისტოლეტის მჭიდში მოთავსებული იყო კიდევ ხუთი ტყვია), მაგრამ მან ეს არ განახორციელა. სასამართლოს აზრით, ამ თვალსაზრისითაც, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, დ-------- ბ------–---–ის მხრიდან მკვლელობის განზრახვის არსებობის რეალურობა ყოველგვარ ლოგიკურ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

სასამართლო სრულად იზიარებს ჯ------- ნ----–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და ექსპერტ მ--–---- მ----------ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ ჯ------- ნ----–---–ისათვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თუმცა, ამავე ექსპერტიზის დასკვნაში და ექსპერტის ჩვენებაში ჩამოყალიბებული სხვა ფაქტობრივი გარემოებები ეჭვქვეშ აყენებს ბრალდების მხარის ვერსიას ჯ------- ნ----–---–ის მკვლელობის განზრახვის რეალურობის შესახებ. მ--–---- მ----------მა ექსპერტიზის ჩატარებისას თავად დააყენა ეჭვქვეშ, მათ შორის, შუბლზე არსებული ჭრილობის ხასიათი და მხოლოდ ქ-----–ის საავადმყოფოდან მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე მიუთითა დასკვნაში, რომ ორივე ჭრილობა იყო ცეცხლნასროლი. ექსპერტიზ---ე წარდგენილ ავადმყოფობის ისტორიაში არ იყო აღწერილი ჯ------- ნ----–---–ის შუბლზე არსებული ჭრილობის ზუსტი მორფოლოგიური სურათი, რის გამოც ჭრილობის არხის მიმართულება ვერ დადგინდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც უცნობია ჯ------- ნ----–---–ისათვის მიყენებული ჭრილობის მორფოლოგიური სურათი და შესაბამისად, დაუდგენელია ჭრილობის კონკრეტული მიმართულება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს მოკლებულია დ-------- ბ------–---–ის დადანაშაულება განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში. მით უმეტეს, რომ ერთი მხრივ, საეჭვოა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დეფორმირებული ტყვიის შემხებლობა ჯ------- ნ----–---–ის შუბლზე არსებულ მსუბუქი ხარისხის ჭრილობასთან, მეორე მხრივ კი დანაშაულის თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით ობიექტურად გამოირიცხება მკვლელობის განზრახვის არსებობის რეალურობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ-------- ბ------–---–ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულთან წარმოქმნილი ფიზიკური დაპირისპირებისას, გაუჩნდა მისთვის შურისძიების მოტივით სხეულის დაზიანების მიყენების განზრახვა, რაც განახორციელა თანნაქონი პისტოლეტის გამოყენებით, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მიხედვით, მის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სასამართლოს აზრით, ჯ------- ნ----–---–ისათვის სხეულის დაზიანების მიყენებისას, დ-------- ბ------–---–ი მოქმედებდა არა მისი განზრახ მკვლელობის, არამედ ჯანმრთელობის დაზიანების პირდაპირი განზრახვით. მას გაცნობიერებული ჰქონდა ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და იცოდა, რომ ფეხების მიმართულებით განხორციელებული სროლებით ჯ------- ნ----–---–ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გარდაუვლად განუვითარდებოდა. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-------- ბ------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო შედეგი ობიექტურად არ დადგებოდა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ-------- ბ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ დ-------- ბ------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით) და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

5. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ დ-------- ბ------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 8 აპრილს, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში და ქალაქ ქ-----–ში, დ-------- ბ------–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს - ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრის, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტს, საშტატო ნიმუში ,,ПM”, ნომრით ,,------”, რომელიც ამოღებულ იქნა 2018 წლის 9 აპრილს, საქართველოს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში მდებარე დ-------- ბ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებით დ-------- ბ------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით).

6. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დ-------- ბ------–---–მა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ნაწილში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მან მიუთითა, რომ წლების განმავლობაში შენახვის უფლებით ჰქონდა „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მას სახელმწოფომ საჩუქრად გადასცა. მას იარაღის ტარების უფლება არ ჰქონია. მისი განარტებით, იგი ამ იარაღის გაყიდვას აპირებდა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა შეხვედროდა ნათესავს - კ------- ტ------–-–---–ს. ამ მიზნით, 2018 წლის 8 აპრილს, მან აღნიშნული იარაღი გარეთ გამოიტანა, რადგან არ სურდა სახლში ბავშვებთან მისი გამოჩენა. იგი დაჯდა სახლის წინ, ე.წ ,,ბირჟაზე“, როდესაც თავისი ავტომანქანით გამოიარა თანასოფლელმა - გ------- ი-----–-–---–მა. დ-------- ბ------–---–ი მას გაჰყვა ქალაქ ქ-----–ში. ავტომანქანით მგზავრობისას მას იარაღი ქამარში ედო, რომელიც გარშემომყოფებისთვის შეუმჩნეველი იყო. როდესაც იგი ქ-----–იდან დაბრუნდა, სოფლის შესასვლეთან, ავტომანქანიდან ჩამოვიდა და ე.წ. „მოსაცდელთან“ დაახლოებით ორმოცი წუთი გაჩერდა. დ-------- ბ------–---–ის განმარტებით, ჯ------- ნ----–---–თან კონფლიქტისას მან სწორედ აღნიშნული იარაღი მიაყენა დაზიანებები დაზარელებულს.

 

მოწმე კ------- ტ------–-–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 8 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იგი მიემგზავრებოდა სოფელ ბ-----ში, დ-------- ბ------–---–თან შესახვედრად, იმავდროულად მასთან პირადი საქმე ჰქონდა, რადგან დ-------- ბ------–---–მა მას სთხოვა დახმარებოდა იარაღის გაყიდვაში, რადგან ვალი ჰქონდა და თანხა სჭირდებოდა. გზაში მას დაურეკა დ-------- ბ------–---–ის ახლობელმა და უთხრა, რომ დ-------- ბ------–---–ს უთანხმოება შეემთხვა თანასოფლელთან, რის გამოც იგი სოფელ ბ-----ში აღარ ჩავიდა. მოგვიანებით, ესტუმრა ბ------–---–ების ოჯახს, სადაც შეიტყო, რომ დიიმიტრი ბ------–---–ს ვალთან დაკავშირებით შელაპარაკება მოსვლია თანასოფლელთან და იარაღით მისთვის დაზიანებები მიუყენებია.

 

დ-------- ბ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და მასში მონაწილე უფლებამოსილი პირების - გ--- კ-----ის, ზ------ აგ-–--ის და თ---------- კ------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ჩხრეკას ესწრებოდა თავად დ-------- ბ------–---–იც. სწორედ მისი მითითებით, საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული ავტოფარეხიდან, კერძოდ, ე.წ. „იამის“ ჩასასვლელი კიბის პირველი საფეხურის ქვეშიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ნაჭერში გახვეული ტყავის შალითაში მოთავსებული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომელსაც აღენიშნება ნომერი H------, მასში მოთავსებული მჭიდით და ხუთი ცალი ვაზნით. ასევე, დ-------- ბ------–---–ის მითითებით, მისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული მისაღები ოთახიდან, კერძოდ „კომოდის“ პირველი უჯრიდან, ამოღებულ იქნა დ-------- ბ------–---–ის სახელზე გაცემული „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტის, ნომრით H------, სარეგისტარციო მოწმობა.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და მისი ავტორის - გ------- ელიავას ჩვენებით დადასტურდა, რომ აღნიშნული H------ არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, „მაკაროვის“ კონსტრუქციის, 9 მმ კალიბრის, პისტოლეტის საშტატო ნიმუში „ПМ“, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2 (ორი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი მაწილი - მასრა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრიქციის პისტოლეტისათვის „ПМ“; სტეჩკინი კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „A--” და სხვა. 2 (ორი) ცალი მასრა ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია წარმოედგენილი N H------ პისტოლეტში. დეფორმირებული ლითონის ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტისათვის „ПМ“; სტეჩკინი კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „A--”, პისტოლეტებისათვის P-----------------; პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდ ჯგუფისატის და სხვა. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის მხოლოდ კონკტერულ იარაღთან გასაიგივებლად და გასროლილია ექსპერტიზ---ე წარმოდგენელი H------ პისტოლეტიდან. მჭიდში მოთავსებული 5 (ხუთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ (9X18) კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის PM, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის „A--” და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ - იან (9X18) კალიბრის ვაზნა, განკუთვნული მაკაროვის კონსტრუქციი პისტოლეტებისათვის „PM”, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათის „A--” და სხვა. მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ამასთან, ქიმური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზ---ე გამოსალკვლევად წარმოდგენილი იარაღიდან ბოლო გასროლის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა.

 

დ-------- ბ------–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ასევე მოწმეებმა - ზ---ა ს------–---–მა, ი-----–- ბ------–---–მა, თ---------- ა------–---–მა, დაზარალებულმა - ჯ------- ნ----–---–მა.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ-------- ბ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია დ-------- ბ------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

 

დაბოლოს, სასამართლო, შეფასების სახით, მიუთითებს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას და მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა გამოკვლევისას, საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ-------- ბ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო დ-------- ბ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან ნაწილობრივ აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. იგი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, არის არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. დ-------- ბ------–---–ს ხუთი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია.

 

რაც შეეხება დ-------- ბ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

9. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის სასამართლო ითვალისწინებს დ-------- ბ------–---–ის მიერ მიერ ჩადენილი დანაშაულების სახეს, სიმძიმეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ დ-------- ბ------–---–მა, ვალის გამო წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა დაზარალებულს, რითაც შელახა მისი ჯანმრთელობის კონსტიტუციური უფლება. ამასთან ცეცხლსასროლი იარაღის ტარებით მან ჩაიდინა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დ-------- ბ------–---–მა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებაში, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მან ნებაყოფლობით წარადგინა დანაშაულის იარაღი, რითაც მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია გამოძიებას დანაშაულის გახსნაში. დ-------- ბ------–---–ი 42 წლისაა, არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ხუთი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ მას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. დ-------- ბ------–---–ი თანასოფლელთა შორის სარგებლობს კარგი ავტორიტეტით. დ-------- ბ------–---–ის დადებით პიროვნულ მახასიათებლებზე მიუთითებს სასამართლო სხდომებზე მისი ქცევაც, მას კარგად ჰქონდა გათვიცნობიერებული ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე და ხასიათი და გულწრფელად მოინანია მათი ჩადენა. ხანგრძლივი სასამართლო სხდომების განმავლობაში დ-------- ბ------–---–ი ყოველთვის გამოთქვამდა იმედს, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, თავის სიმართლეს აუცილებლად დაამტკიცებდა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე დაზარალებულის პოზიციას. დაკითხვისას ჯ------- ნ----–---–მა აღნიშნა, რომ მას დ-------- ბ------–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ ითხოვს მის მკაცრად დასჯკას.

 

ამდენად, პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობის და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს აზრით, დ-------- ბ------–---–ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებულ მაქსიმუმთან მიახლოებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის - სასჯელის მინიმუმი, თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, უზრუნველყოფს დამნაშავის რესოციალიზაციას და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

10. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა", ”გ” და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის №08---------- საქმიდან ჯ------- ნ----–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე და 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 272-274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. დ-------- ბ------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით).

 

2. დ-------- ბ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

3. დ-------- ბ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 1 ივნისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ-------- ბ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

5. მსჯავრდებულ დ-------- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 9 აპრილის 19:40 საათიდან.

 

6. დ-------- ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №08---------- საქმიდან ჯ------- ნ----–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე