გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32623-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივან ა-- მეშველიანი
მოსარჩელე (მოპასუხე) - ა-- გ-----ე
წარმომადგენელი - თ----- კ-------ე
მოპასუხე (მოსარჩელე) - შპს „მ---- ე--------------ი“
წარმომადგენელი - თ-- ბ----ე
დავის საგანი სარჩელში - ვალდებულების შესრულებულად აღიარება
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შესრულებულად იქნეს აღიარებული ა-- გ-----ის მიერ 2--- წლის 2 ნოემბრის საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ და მის საფუძველზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
2.1. მოპასუხე ა-- გ-----ეს შპს „მ---- ე--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 835.46 აშშ დოლარისა და სარგებლის - 94.67 აშშ დოლარის გადახდა. ასევე, ავტომობილის შეფასების აქტის მომზადებისთვის გადახდილი 100 ლარის დაკისრება.
მოსარჩელე ა-- გ-----ის განმარტებით, 2--- წლის 2 ნოემბერს შპს ,,მ---- ე----- კ--------სა’’ და ა-- გ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხის თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით. საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა ყოველთვიურად 5%-ით, ხოლო სესხის ვადა - 36 თვით. სესხი უზრუნველყოფილი იქნა ავტომობილით მარკა m------ b--- c---, გამოშვების წელი 2005. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვერ მოხდა მისი მხრიდან სესხის დროული დაფარვა, რის გამოც დაგირავებული ავტომობილი ნებაყოფლობით მიიყვა-- მოპასუხესთან მისი რეალიზაციის მიზნით, რომლითაც მისი ვარაუდით სრულად უნდა დაფარულიყო მისი დავალიანება. თუმცა მოპასუხე კიდევ სთხოვს 910 აშშ დოლარის გადახდას, რასაც არ ეთანხმება, ვინაიდან ავტომობილის რეალიზაცია მოხდა 3310 აშშ დოლარად, რომელიც გამსესხებელმა გადაა--წილა შემდეგნაირად: 215 აშშ დოლარი პირგასამტეხლოს ანგარიშში, 1114 აშშ დოლარი სარგებელში, 1981 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხა. მოსარჩელის განმარტებით, საპროცენტო სარგებელი წლიური 60% კაბალურია და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ბათილია. მოსარჩელის მითითებით, მან გა--ხორციელა სესხზე სამი გადახდა ჯამში 579 აშშ დოლარი, ასევე ავტომობილი გაიყიდა 3310 აშშ დოლარად, რაც საკმარისი იყო მისი დავალიანების დასაფარად, შესაბამისად მის მიერ ვალდებულება შესრულებულად უნდა იქნეს მიჩნეული.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,მ---- ე--------------ის’’ წარმომადგენლის განმარტებით 2--- წლის 2 ნოემბერს შპს ,,მ---- ე----- კ--------სა’’ და ა-- გ-----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხის თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით. საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა ყოველთვიურად 5%-ით, ხოლო სესხის ვადა - 36 თვით.
მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო მოხდა გირავნობის საგნის რეალიზაცია, რის შედეგადაც კვლავ დარჩა მოვალეს დავალიანება - სესხის ძირი თანხა 835.45 აშშ დოლარი, რასაც ემატება 2 თვის და 8 დღის სარგებელი - 94.67 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
ძირითადი სარჩელით მოპასუხე შპს ,,მ---- ე----- კ--------ს’’ წარმომადგენელმა შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
ასევე, არ ცნო სარჩელი შეგებებული სარჩელით მოპასუხე ა-- გ-----ემ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 2 ნოემბერს შპს ,,მ---- ე----- კ--------სა’’ და ა-- გ-----ეს შორის გაფორმდა საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამავე თარიღში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხის თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით. საპროცენტო გა--კვეთი განისაზღვრა ყოველთვიურად 5%-ით, ხოლო სესხის ვადა - 36 თვით.
ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის, ასევე სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-25).
3.1.2. 2--- წლის 2 ნოემბერს შპს ,,მ---- ე----- კ--------სა’’ და ა-- გ-----ეს შორის გაფორმებული საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თა--ხმად სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომობილი მ----------ბ--– C----, გამოშვების წელი 2005.
ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თა--ხმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-22).
3.1.3. 2017 წლის 21 ივლისს ა-- გ-----ემ ნებაყოფლობით გადასცა გამსესხებელს გირავნობის საგანი რეალიზების მიზნით. ავტომანქანის რეალიზება განხორციელდა 2017 წლის 3 ოქტომბერს 8200 ლარად (3311.25 აშშ დოლარი).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
2017 წლის 21 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 159).
2017 წლის 3 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 152).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გირავნობის საგნის რეალიზაციის დროისათვის, 2--- წლის 2 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ა-- გ-----ის დავალიანება შეადგენდა 2901.92 აშშ დოლარს. გამსესხებლის მიერ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან - 3311.25 აშშ დოლარიდან გაიქვითა შემდეგი დავალიანება: 141 აშშ დოლარი პირგასამტეხლო, 1115.79 აშშ დოლარი სარგებელი და 2066.47 აშშ დოლარი ძირი დავალიანება.
მსესხებლის დავალიანება დარჩა ძირი თანხა 835.45 აშშ დოლარი, ორი თვის და 8 დღის სარგებელი - 94.67 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-- გ-----ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს ,,მ---- ე----- კ--------ის’’ შეგეგებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10-ე, 54-ე, 62-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა სესხის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა და გასცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა ა-- გ-----ემ აითვისა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო გა--კვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, კერძოდ ყოველთვიურად 5%, რაც წლიურ 60% შეადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პრეზუმირებულია ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევა, რაც გულისხმობს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად გა--ხორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, სხვათა თავისუფლებას უფლების ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის და სახელშეკრულებო დებულებების შინაარსის განსაზღვრისას ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ა-- გ-----ე ხელშეკრულებებზე ხელმოწერით დაეთანხმა ამ პირობებს, მაგრამ გამსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულების პირობები იმთავითვე განესაზღვრა სამართლიანობის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გამსესხებელს არ გაუთვალისწინებია. გამსესხებელმა უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო გა--კვეთი (წლიური 60%) ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო გა--კვეთებს, როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში.
სასამართლო საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან გამომდინარე, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა, რაც ცხადჰყოფს, რომ სარგებლის მიმღები, შპს ,,მ---- ე----- კ--------ი’’ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, რამდენადაც მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო გა--კვეთი და მოსალოდნელი რისკები, რითაც მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ამგვარი ვითარების შეფასების კრიტერიუმად საქართველოს უზენაესი სასამართლო იყენებს კეთილსინდისიერი და საღადმოაზროვნე ადამიანის მიერ ვითარების გონივრულად გასჯას, რის შემდეგაც სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას, საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა (იხ, სუსგ, ას-663-629-2015, 2015 წლის 28 ივლისი).
სამოქალქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
ამრიგად, მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2 ნოემბრის სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმების მესამე პუნქტი, რომლითაც გამსესხებელმა სესხით სარგებლობისათის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, ასეთი მოქმედებების ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს. აღნიშნული პუნქტი უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, რამდენადაც გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მხარეთა შორის გაფორმებული 2--- წლის 2 ნოემბრის სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმების მესამე პუნქტით განსაზღვრული სარგებლის ოდენობა და სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, გონივრულობის ფარგლებში, საპროცენტო სარგებლის ოდენობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვროს თვეში ნაცვალად 5%-ისა 2%-ით (წლიური 24%). შესაბამისად, საპროცენტო სარგებლის შემცირების ფარგლებში უნდა მოხდეს ა-- გ-----ის დავალიანების დაანგარიშება. სესხის ძირი თანხა შეადგენდა 3000 აშშ დოლარს, ამდენად წლიური 24% სარგებელი შეადგენს 720 აშშ დოლარს, ყოველთვიური სარგებლის ოდენობა შეადგენს - 60 აშშ დოლარს, ხოლო ყოველდღიური - 2 აშშ დოლარს.
სადავო არ არის, რომ ავტომანქანის რეალიზება მოხდა 3311.25 აშშ დოლარად. ამასთან, მსესხებლის მიერ გადახდილია სამი თვის გადასახდელი თანხა ჯამში 546 აშშ დოლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვრა თვეში 2%-ით, შესაბამისად მოსარჩელეს სამი თვის ვადაში 0------------------ სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 180 აშშ დოლარი, რაც უნდა გამოაკლდეს 546 აშშ დოლარს და დარჩენილი 366 აშშ დოლარით უნდა შემცირდეს სესხის ძირი თანხა. შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის დროისათვის, 2--- წლის 2 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ა-- გ-----ის დავალიანება უნდა განისაზღვროს არა 2901.92 აშშ დოლარით, არამედ 2634 აშშ დოლარით.
ასევე, შემცირებული სარგებლის გათვალისწინებით უნდა მოხდეს რეალიზაციიდან ამოღებული თანხის გადა--წილება. კერძოდ, 7 თვის და 3 დღის სარგებელი უნდა განისაზღვროს არა 1115.79 აშშ დოლარით, არამედ 426 აშშ დოლარით, რაც უნდა გამოაკლდეს 3311.25 აშშ დოლარს, ხოლო მიღებული 2885.25 აშშ დოლარით უნდა დაიფაროს პირგასამტეხლო 141 აშშ დოლარი და ძირი თანხა 2634 აშშ დოლარი, ნაშთი რჩება 110.25 აშშ დოლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნული, ადასტურებს მოსარჩელე ა-- გ-----ის მოთხოვნას ვალდებულების სრულად შესრულებულად მიჩნევის თაობაზე და გამორიცხავს შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობას.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
მოპასუხე შპს ,,მ---- ე----- კ--------ს’’ ა-- გ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ა-- გ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,,მ---- ე----- კ--------ის’’ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. შესრულებულად იქნეს აღიარებული ა-- გ-----ის მიერ შპს ,,მ---- ე----- კ--------ის’’ მიმართ 2--- წლის 2 ნოემბრის საკ--------ო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
4. მოპასუხე შპს ,,მ---- ე----- კ--------ს’’ დაეკისრო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ა--ზღაურება 100 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე