განაჩენი

სისხლის სამართლის 09.01.2019
საქმის ნომერი
330100118002736703
თარიღი
09.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №---------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

09 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივნები - რომეო ტყეშელაშვილი, თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- გ-------ს ძე გ----–---–ი (დაბადებული: 1----–-–----- ი-----, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მ--–---------- შ-------ი, კ--------ი N-------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ---------------ში).

 

ადვოკატი - ფ------ მ-------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. გ------- გ----–---–მა ქ. თბილისში, ვ---------–----------–ი მ-------------ი, კ--------ი N-------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლიდან, 2018 წლის 28 ივლისს, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თ----- ვ----–---–ის მიერ ნაჩუქარი, 1200 (ათას ორასი) ლარად ღირებული „ბ--–-“-ს ფირმის ს----–-ის მანქანა, რითაც დაზარალებულს მიადგა 1200 (ათას ორასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი;

 

1.2. 2----–-–---------------ერს, გ------- გ----–---–მა მეუღლეს - ნ----- ი-–---–ს, სოციალური ქსელის - ფ-------ის (f-------) საშუალებით გაუგზავნა მოკლედ ტექსტური შეტყობინება, რომელშიც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ----- ი-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. გ------- გ----–---–მა ქ. თბილისში, ვ---------–----------–ი მ-------------ი, კ--------ი N-------------ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლიდან 2018 წლის 28 ივლისს, გაიტანა 1200 (ათას ორასი) ლარად ღირებული „ბ--–-“-ს ფირმის ს----–-ის მანქანა, რომელიც დაიგულა თავისად და 2018 წლის 28 ივლისს, 350 ლარის მიღების სანაცვლოდ, ჩააბარა ქ. თბილისში, ჯ-------ის ქუჩაზე, მ---–----------ეს, კ--–-----ნის N--მდე მდებარე ინდ. მეწარმე - მ------ ხ------ის კუთვნილ ლ---------ში, რითაც დაზარალებულს მიადგა 385 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი სახის ზიანი;

2.2. 2----–-–---------------ერს, გ------- გ----–---–მა მეუღლეს - ნ----- ი-–---–ს სოციალური ქსელის - ფ-------ის (f-------) საშუალებით გაუგზავნა შემდეგი მოკლე ტექსტური შეტყობინება - ,,Dididge ar gieeria icode.”

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

3.1. 2----–-–---------------რის ნ----- ი-–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი 8 წელია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- გ----–---–თან და მასთან და შვილებთან - ს--- და თ----- გ----–---–ებთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, მ--–---ის ქუჩა, მ--- შ-------ი, კ--------ი N-------------ში. გ------- გ----–---–ი მუშაობდა შ-------------–ად, თუმცა სამუშაოდან აღებულ გასამრჯელოს ხარჯავდა ქეიფში და სლოტკლუბებში, რის გამოც სახლიდან გაჰქონდა ნივთები და ალ---------ებდა, ხოლო ლ---------იდან აღებულ თანხებს კი ხარჯავდა პირადი სიამოვნებისთვის. 2018 წლის თებერვალში, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, ვ---------–-------------–- მ--------ი, კ--------ი 3------------ში. ვინაიდან ახალ სახლში ოჯახს არ ჰქონდა ს----–-ი მანქანა და ტელევიზორი, დაზარალებულის მამამ - ჯ------– ი-–---–მა განვადებით შეიძინა ს----–-ი მანქანა, რომელიც დამონტაჟებულ იქნა ზემოაღნიშნულ ბინაში. აღნიშნული ს----–-ი მანქანა გ------- გ----–---–მა გაიტანა ბინიდან და დაააგირავა ლ---------ში, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც გ------- გ----–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ მომხდარის შესახებ ნ----- ი-–---–ის მშობლებმა განცხადებით მიმართეს პოლიციას და მისი მეუღლეც აპირებდა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, გ------- გ----–---–მა 2----–-–---------------ერს, ფ-------ის (f-------) საშუალებით გაუგზავნა ნ----- ი-–---–ს შემდეგი მოკლე ტექსტური შეტყობინება - ,,Dididge ar gieeria icode.”

3.2. 2----–-–---------------რის დათვალიერების ოქმის თანახმად, მომხმარებელს, სახელწოდებით - გ--- გ----–---–ი, კუთვნილი ფ-------გვერდიდან ნ----- ი-–---–ისთვის 2018 წლის 10 ოქტობერს, 1---- საათზე მიწერილი აქვს მოკლე ტექსტური შეტყობინება - ,,Dididge ar gieeria icode.” ნ----- ი-–---–ის განმარტებით, მის მეუღლეს ოფიციალურად ჰქვია გ-------, მაგრამ მას ყველა იცნობს სახელით - გ---.

მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში

 

3.3. თ----- ვ----–---–ის 2018 წლის 03 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მისი შვილი - ნ----- ი-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- გ----–---–თან. თ----- ვ----–---–მა არაერთხელ შეიძინა მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ გ------- გ----–---–ი დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე, რის გამოც სახლიდან არაერთხელ გაიტანა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ჩააბარა ლ---------ში. 2018 წლის იანვრის თვეში, ნ----- ი-–---–ი და გ------- გ----–---–ი შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდნენ ახალ ბინაში. ვინაიდან მათ ახალ ბინაში არ ჰქონდათ ს----–-ი მანქანა, თ----- ვ----–---–ის მეუღლემ - ჯ------– ი-–---–მა განვადებით, 1200 ლარად შეიძინა ,,ბ--–-ს“ ფირმის თეთრი ფერის ს----–-ი მანქანა, რომელიც ნ----- ი-–---–ს და გ------- გ----–---–ს დაუმონტაჟა სახლში. 2018 წლის 21 ივლისს, მთელი ოჯახი დასასვენებლად წავიდა სოფელ მ-----–ი, ხოლო გ------- გ----–---–ი სამსახურის გამო რჩებოდა თბილისში, რა დროსაც თ----- ვ----–---–მა გ------- გ----–---–ი გააფრთხილა, რომ თითი არ დაეკარებინა სახლში დარჩენილი ტექნიკისთვის, რაზედაც გ------- გ----–---–ი დათანხმდა. სექტემბრის თვეში სახლში დაბრუნებისას, თ----- ვ----–---–მა ნახა, რომ ს----–-ი მანქანა ადგილზე აღარ იყო და სატელეფონო საუბრისას ნ----- ი-–---–ს გ------- გ----–---–მა განუცხადა, რომ ს----–-ი მანქანა დაგირავებული ჰქონდა. თ----- ვ----–---–ის განცხადებით, გ------- გ----–---–ს არ ჰქონდა მისი ნებართვის გარეშე სახლიდან ს----–-ი მანქანის წაღების, გაქირავების, გასხვისების ან დაგირავების უფლება.

 

3.4. ნ----- ი-–---–ის 2018 წლის 03 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმის თანახმად, თანაცხოვრების პერიოდში გ------- გ----–---–მა სახლიდან არაერთხელ გაიტანა მშობლების მიერ შეძენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ჩააბარა ლ---------ში. 2018 წლის იანვრის თვეში, როდესაც ნ----- ი-–---–ი და გ------- გ----–---–ი შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდნენ ახალ ბინაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ვ---------–-------------– მ--------ი, კოპრუსი N-------------ში, მათ არ ჰქონდათ ს----–-ი მანქანა და მამამ - ჯ------– ი-–---–მა განვადებით, 1200 ლარად შეიძინა ,,ბ--–-ს“ ფირმის თეთრი ფერის ს----–-ი მანქანა და დაუმონტაჟა მათ სახლში. 2018 წლის ზაფხულში ოჯახი დასასვენებლად წავიდა სოფელ მ-----–ი და ვინაიდან გ------- გ----–---–ი სამსახურის გამო რჩებოდა თბილისში, დედამისმა - თ----- ვ----–---–მა გ------- გ----–---–ი გააფრთხილა, რომ სახლიდან არ გაეტანა და არ დაეგირავებინა რომელიმე ნივთი, რაზედაც გ------- გ----–---–ი დათანხმდა. თბილისში დაბრუნებისას, ნ----- ი-–---–მა აღმოაჩინა, რომ სახლში აღარ იყო ,,ბ--–-ს“ ფირმის ს----–-ი მანქანა, რაზედაც სატელეფონო საუბრისას გ------- გ----–---–მა განუცხადა, რომ აღნიშნული ს----–-ი მანქანა დაგირავებული ჰქონდა ლ---------ში და სახლში ინახებოდა სალ---------ე ხელშეკრულებაც. გარდა ამისა, გ------- გ----–---–მა ნ----- ი-–---–ს შესთავაზა, თავად გადაეხადა ამ უკანასკნელს გირავნობის თანხა, გამოეტანა ს----–-ი მანქანა ლ---------იდან, ხოლო აღნიშნულ თანხას კი გ------- გ----–---–ი მას მოგვიანებით დაუბრუნებდა. ნ----- ი-–---–ის განცხადებით, გ------- გ----–---–ს ჰქონდა აღნიშნული ს----–-ი მანქანით სარგებლობის უფლება, მაგრამ მისი და თ----- ვ----–---–ის უნებართვოდ არ ჰქონდა ს----–-ი მანქანის სახლიდან წაღების, გასხვისების, გაქირავების ან დაგირავების უფლება.

 

3.5. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია ჯ------– ი-–---–ის 2018 წლის 18 ნოემბრის გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმადაც, მისი შვილი - ნ----- ი-–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- გ----–---–თან. ჯ------– ი-–---–მა მეუღლესთან ერთად არაერთხელ შეიძინა მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ გ------- გ----–---–ი დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე, რის გამოც სახლიდან არაერთხელ გაიტანა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ჩააბარა ლ---------ში. 2018 წლის იანვრის თვეში, მან მეუღლესთან ერთად, განვადებით, 1200 ლარად შეიძინა ,,ბ--–-ს“ ფირმის ს----–-ი მანქანა, რომელიც ნ----- ი-–---–ს და გ------- გ----–---–ს დაუმონტაჟეს ახალ სახლში. 2018 წლის ზაფხულში ოჯახი დასასვენებლად წავიდა სოფელ მ-----–ი, ხოლო ვინაიდან გ------- გ----–---–ი სამსახურის გამო რჩებოდა თბილისში, მისმა მეუღლემ გ------- გ----–---–ი გააფრთხილა, რომ ხელი არ ეხლო სახლში დარჩენილი ტექნიკისთვის, რაზედაც გ------- გ----–---–ი დათანხმდა. სექტემბრის თვეში სახლში დაბრუნებულებს ს----–-ი მანქანა ადგილზე აღარ დახვდათ და სატელეფონო საუბრისას ნ----- ი-–---–ს გ------- გ----–---–მა განუცხადა, რომ ს----–-ი მანქანა დაგირავებული ჰქონდა ლ---------ში. გ------- გ----–---–ს არ ჰქონდა მისი ნებართვის გარეშე აღნიშნული ს----–-ი მანქანის სახლიდან გატანის და განკარგვის უფლება.

 

3.6. 2----–-–---------------რის მ------ ხ------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2012 წლიდან მუშაობს ვ---------–ში, ჯ-------ის და კ--–-----ნის ქუჩების კვეთაზე მდებარე ტექნიკის ლ---------ში. 2018 წლის 28 ივლისს, მასთან სამსახურში მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება და 350 ლარის სანაცვლოდ ლ---------ში დაუტოვა ბ--–-ს ფირმის ს----–-ი მანქანა. გირავნობის ხელშეკრულების შედგენის დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ უცნობი პიროვნება იყო გ------- გ----–---–ი, რომელმაც ასევე წარუდგინა აღნიშნული ს----–-ი მანქანის საგარანტიო ტალონი და წავიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მას დაუკავშირდა გ------- გ----–---–ი და უთხრა, რომ მისი მეუღლე მოახდენდა ანგარიშსწორებას და წაიღებდა ბ--–-ს ფირმის ს----–- მანქანას. მასთან მართლაც მივიდა ნ----- ი-–---–ი, რომელსაც 385 ლარის გადახდის შემდეგ გაატანა ს----–-ი მანქანა.

 

3.7. B-----ის ფირმის ს----–-ი მანქანის განვადებით გამოტანის შესახებ სს ,,თ----------ის“ ს-----------------ის N------- ხელშეკრულების დათვალიერების 2----–-–---------------რის ოქმით დადგენილია, რომ 2----–-–--------------ალს, სს ,,თ----------მა: მოქალაქე ჯ------– ი-–---–ზე გასცა ს-----------------ი 1244, 32 ლარის ოდენობით, B-----ის ფირმის ს----–-ი მანქანის განვადებით შეძენის თაობაზე. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ბ----ს წარმომადგენელი და ჯ------– ი-–---–ი. ასევე, დათვალიერდა 2018 წლის 28 ივლისის სალ---------ე ხელშეკრულება N---. ლ---------ი ეკუთვნის ინდ. მეწარმე მ------ ხ------ეს და მდებარეობს ქ. თბილისში, ჯ-------ის ქუჩა, მ---–----------ეს კ--–-----ნის N--მდე. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს B-----ის ფირმის ს----–-ი მანქანა, გადახდილ თანხაში მითითებულია 350 ლარი. სალ---------ე ხელშეკრულებას ხელს აწერენ გ------- გ----–---–ი და ლ---------ის წარმომადგენელი -მ------ ხ------ე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ------- გ----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

4.2. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.4. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.6. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.7. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ გ------- გ----–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.

 

4.8. სასამართლო, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.9. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.10. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 151-1 მუხლის პირველი ნაწილით, კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს იმას, რომ დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ უნდა განხორციელდეს: 1. სიცოცხლის მოსპობის; 2. ან ჯანმრთელობის დაზიანების; 3. ანდა ქონების განადგურების მუქარა, ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი იმას, რომ დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.

 

4.11. სასამართლო, მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. მოცემულ შემთვევაში, მუქარის გამოხატვის გარეგნული ფორმა იყო მოკლე ტექსტური შეტყობინება - ,,Dididge ar gieeria icode,” რაც, გ------- გ----–---–მა, ფ-------ის საშუალებით, 2----–-–---------------ერს, 1---- საათზე მიწერა ნ----- ი-–---–ს. ამ უკანასკნელმა კი აღნიშნულის შესახებ პოლიციის ორგანოში განაცხადა 2----–-–---------------ერს. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის განხორციელებისას, პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, ვინაიდან ბრალდებულ გ------- გ----–---–ის მიერ ნ----- ი-–---–ისადმი სოციალური ქსელით გაგზავნილი შეტყობინება - ,,Dididge ar gieeria icode” - აბსტრაქტული შინაარსისაა და გაგზავნილ შეტყობინებაში არ გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის განხორციელების შედეგად, დაზარალებული განიცდის შიშს და შფოთვას, ვინაიდან ყოველ წუთს ელოდება მუქარის განხორციელებას დამმუქრებლის მიერ. შიშის საფუძვლიანობის შეფასებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის პიროვნება (რამდენად ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანია ის), დამმუქრებლის პიროვნება (არის თუ არა აგრესიული, წარსულში ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის), ურთიერთდამოკიდებულება დაზარალებულსა და დამმუქრებელს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მუქარის არაერთგზისობა და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, ნ----- ი-–---–ი წარმოადგენს ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანს; საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ იგი მშიშარაა ან ზედმეტად ემოციურია; ბრალდებული გ------- გ----–---–ი არ არის წარსულში ნასამართლევი. მართალია, დაზარალებული გამოკითხვის ოქმში მიუთითებს, რომ ბრალდებული ალკოჰოლის მიღებისა და ასევე აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ ხდებოდა აგრესიული და მას ერთხელ, მორიგი კონფლიქტისას ხელიც კი გაარტყა, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით. სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება მხოლოდ 2----–-–---------------ერს გაცემული შემაკავებელი ორდერი №------, თუმცა მასში ინციდენტის ფაბულად მითითებულია გ------- გ----–---–ის მიერ სოციალური ქსელით და ტელეფონით ნ----- ი-–---–ისადმი სიცოცხლის მოსპობით დამუქრება. აღნიშნულ ორდერში ინციდენტის ზუსტი ან სავარაუდო თარიღი არ არის მითითებული, ხოლო მის მე-10 გრაფაში კი ვკითხულობთ, რომ 2----–-–---------------ერს, გ------- გ----–---–მა ნ----- ი-–---–ის მიმართ ტელეფონის საშუალებით გამოხატა სიცოცხლის განადგურების მუქარა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის ი-------------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ლ-------------ის მიერ, სწორედ აღნიშნულ ფაქტზე იქნა გამოტანილი დადგენილება გ------- გ----–---–ის ბრალდების შესახებ, 2----–-–---------------ერს; შესაბამისად, შემაკავებელ ორდერში მითითებული ინციდენტის ფაბულა და ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები არის ერთი და იგივე, რის გამოც აღნიშნული შემაკავებელი ორდერი ვერ გახდება მტკიცებულება იმისა, რომ გ------- გ----–---–ი 2----–-–---------------რამდე ახორციელებდა მეუღლის მიმართ ფიზიკურ თუ სხვა სახის ძალადობას. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს გ------- გ----–---–ის მიერ, ნ----- ი-–---–ისადმი, სოციალური ქსელით შეტყობინების მიღებიდან, ამ უკანასკნელის მიერ სამართალდამცავი ორგანოსათვის მიმართვამდე არსებულ დროის შუალედს, კერძოდ, გ------- გ----–---–მა დაზარალებულს შეტყობინება ტექსტით - ,,Dididge ar gieeria icode,” გაუგზავნა 2----–-–---------------ერს, ხოლო დაზარალებულმა ნ----- ი-–---–მა შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებას განცხადებით მიმართა 2----–-–---------------ერს, რა დღესაც იგი გამოიკითხა მოწმის სახით და ასევე დათვალიერებულ იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანი, საფუძვლიანი შიშის და მუქარის რეალურად აღქმის შემთხვევაში, ბევრად უფრო ადრე მიმართავდა პოლიციის ორგანოს და არა ხუთი დღის შემდეგ, როგორც ამას ადგილი ჰქონდა დაზარალებულ ნ----- ი-–---–ის შემთხვევაში.

4.12. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

4.13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებები, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ნაწილში, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც გ------- გ----–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4.14. სასამართლომ, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ იქნა დადასტურებული გ------- გ----–---–ის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ჩადენა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, კერძოდ: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება და ამასთან, მხარეებიც თანხმდებიან რომ გ------- გ----–---–მა ,,ბ--–-ს“ ფირმის ს----–-ი მანქანა მეუღლის და მისი მშობლების თანხმობის გარეშე გაიტანა საცხოვრებელი სახლიდან და თანხის სანაცვლოდ ჩააბარა ლ---------ში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ გ------- გ----–---–ის ქმედებაში არის მითვისების შემადგენლობის ნიშნები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

- მითვისებისთვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს სხვისი ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, რომელსაც ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობისა თუ სპეციალური დავალების სახით. მითვისების დროს დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავისათვის კანონიერად მინდობილი ქონება მისმა მოქმედებამ უკანონოდ გადააქცია, ანუ როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს მისი, როგორც საკუთარის განკარგვის მიზნით. საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 03 ოქტომბრის თ----- ვ----–---–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი საცხოვრებლად გადავიდა მისი შვილისა და სიძის მეუღლის ბინაში (რომელიც მდებარეობდა თავად თ----- ვ----–---–ის მეზობლად), რათა დახმარებოდა შვილს საოჯახო საქმეებში. თ----- ვ----–---–ის ინფორმაციით, ვინაიდან ახალ სახლში არ ჰქონდათ ს----–-ი მანქანა, მისმა მეუღლემ შეიძინა განვადებით ბ--–-ს ფირმის ს----–-ი მანქანა და დაამონტაჟა სახლში, რომელიც სიძემ - გ------- გ----–---–მა გაიტანა სახლიდან და ჩააბარა ლ---------ში. მოწმის გამოკითხვის ოქმით ასევე დადგენილია, რომ იგი, იძულებული გახდა გადასულიყო საცხოვრებლად მისი შვილისა და სიძის ბინაში, ვინაიდან ნ----- ი-–---–ი მუშაობდა და არ რჩებოდა დრო საოჯახო საქმეებისთვის. მისივე ინფორმაციით, გ------- გ----–---–ს ჰქონდა ს----–-ი მანქანით სარგებლობის უფლება, თუმცა არ ჰქონდა უფლება აღნიშნული ნივთი გაესხვისებინა, დაეგირავებინა და ა.შ. - თ----- ვ----–---–ისა და ნ----- ი-–---–ის თანხმობის გარეშე.

 

- ნ----- ი-–---–ის 15.10.2018 წლის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დედამისი - თ----- ვ----–---–ი სისტემატურად მიდის თ----- ი-–---–ის ოჯახში და ეხმარება ბავშვების აღზრდაში. აქვე ის ამატებს, რომ იყო პერიოდი, როდესაც დედამისი ცხოვრობდა მათთან გარკვეული პერიოდი. იმავე გამოკითხვის ოქმში ნ----- ი-–---–ი აღნიშნავს, რომ მან და მისმა მეუღლემ, 2018 წლის თებერვლის თვეში, ბინა შეიძინეს ვ---------–ში, ნ----- ი-–---–ის მშობლების მეზობლად. თ----- ვ----–---–ისა და გ------- გ----–---–ის მეორე შვილი - თ-----ი იყო მცირეწლოვანი, ხოლო თავად ნ----- ი-–---–ი მუშაობდა, რის გამოც თ----- ვ----–---–ი ფაქტიურად ცხოვრობდა მათთან და ეხმარებოდა შვილს ბავშვების მოვლაში.

 

- ზემოხსენებული გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ თ----- ვ----–---–ი შვილს - ნ----- ი-–---–ს ეხმარებოდა ბავშვების გაზრდში და სისტემატიურად დადიოდა ნ----- ი-–---–თან და გ------- გ----–---–თან ოჯახში სწორედ ამ მიზნით. ნ----- ი-–---–ის მამამ - ჯ------– ი-–---–მა ბ--–-ს ფირმის ს----–-ი მანქანა შეიძინა იმის გამო, რომ ნ----- ი-–---–სა და გ------- გ----–---–ს ახალ სახლში არ ჰქონდათ ს----–-ი მანქანა; საქმეში არ მოიპოვება არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული ს----–-ი მანქანა ჯ------– ი-–---–მა უყიდა მის მეუღლეს - თ----- ვ----–---–ს და იგი წარმოადგენდა თ----- ვ----–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებას. ჯ------– ი-–---–მა ს----–-ი მანქანა შეიძინა მისი შვილის - ნ----- ი-–---–ის ოჯახის საჭიროებისთვის და დაამონტაჟა ნ----- ი-–---–ისა და გ------- გ----–---–ის საცხოვრებელ სახლში. საქმეში არ მოიპოვება არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თ----- ვ----–---–ს, მას შემდეგ რაც დაბრუნდებოდა საკუთარ სახლში საცხოვრებლად, სურდა ნ----- ი-–---–ისა და გ------- გ----–---–ის საცხოვრებელი სახლიდან თან წაეღო ს----–-ი მანქანა, როგორც მისი ინდივიდუალური საკუთრება.

 

- ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ჯ------– ი-–---–მა, შეიძინა რა ბ--–-ს ფირმის ს----–-ი მანქანა და დაამონტაჟა რა იგი ნ----- ი-–---–ისა და გ------- გ----–---–ის საცხოვრებელ ბინაში, აღნიშნულ ს----–- მანქანაზე, მეუღლეებს - ნ----- ი-–---–სა და გ------- გ----–---–ს წარმოეშვათ თანაბარი უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი გახდა მეუღლეთა თანასაკუთრება.

 

4.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. ასევე, ამავე კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- გ----–---–მა თავისი მეუღლის - ნ----- ი-–---–ის თანხმობის გარეშე სახლიდან გაიტანა და დააგირავა თანასაკუთრებაში არსებული ,,ბ--–-ს“ ფირმის ს----–-ი მანქანა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა მეუღლის თანხმობის გარეშე. როგორც ნ----- ი-–---–ის, ასევე თ----- ვ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ გ------- გ----–---–ი გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ სახლიდან არ გაეტანა და არ განეკარგა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ნივთები. მიუხედავად აღნიშნულისა, გ------- გ----–---–მა მხოლოდ თავისად დაიგულა საკუთრების უფლება ,,ბ--–-ს“ ფირმის ს----–- მანქანაზე და 2018 წლის 28 ივლისს თვითნებურად დააგირავა აღნიშნული მოძრავი ნივთი ლ---------ში. რაც შეეხება ბრალდებულის მიერ ,,ბ--–-ს“ ფირმის ს----–- მანქანაზე თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, აღნიშნული უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, რომლებიც იძლევა საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას, კერძოდ, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის პირველი ნაწილით. განკარგა რა გ------- გ----–---–მა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი მეუღლის თახმობის გარეშე, მან იმოქმედა ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ.

 

4.16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).

 

4.17. გ------- გ----–---–მა უფლება დაიგულა თავისად და იგი განკარგა შეხედულებისამებრ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. კერძოდ, მან ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.18. გარდა იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ პირმა გარკვეული უფლება დაიგულოს თავისად და განკარგოს კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ქმედების თვითნებობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა აღნიშნულმა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. სისხლის სამართლის კოდექსი არ აკეთებს კონკრეტულ დათქმას მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევ მინიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით. აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს შეფასების კონპეტენციას. საქმეში წარმოდგენილი B-----ის ფირმის ს----–-ი მანქანის განვადებით ნასყიდობის შესახებ სს ,,თ----------ის“ ს-----------------ის 2----–-–--------------ლის N------- ხელშეკრულებით, სს ,,თ----------ის“ მიერ ჯ------– ი-–---–ზე გაცემულმა საკრედიტო თანხამ შეადგინა - 1244, 32 ლარი. მართალია, აღნიშნული ს----–-ი მანქანა მოგვიანებით ნ----- ი-–---–მა გამოიტანა ლ---------იდან, თუმცა მის მიერ აღნიშნული ნივთის დაბრუნებისთვის გადახდილი იქნა გირავნობის თანხა 385 ლარის ოდენობით (აღნიშნული თანხა მას მისცა დედამ - თ----- ვ----–---–მა); შესაბამისად, დაზარალებულისთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

4.19. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლი სასამართლოს აძლევს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, გ------- გ----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე და განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო დანაშაული, რომლის ნიშნებსაც რეალურად შეიცავს გ------- გ----–---–ის ქმედება, გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ითვალისწინებს სასჯელის ალტერნატიულ, არასაპატიმრო სახეებს და განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

 

4.20. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ხელმძღვანელობს რა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით - შეცვალოს კვალიფიკაცია თუ იგი არასწორია, ადგენს, რომ ყველა ზემოხსენებული გარემოების მხედველობაში მიღებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა გ------- გ----–---–ის მიერ თვითნებობის ჩადენა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4.21. კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედების სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია პირის მიერ სადავო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს. აღნიშნული წესი შესაძლოა დადგენილი იქნეს როგორც კანონით, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. განსახილველ შემთხვევაში გ------- გ----–---–ის მიერ განხორციელდა თავისად დაგულებული უფლების კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთზე - ს----–- მანქანაზე. უფლება თავისად დაგულებულია, როდესაც პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს ანდა ეს უფლება მას შესაძლოა მიენიჭოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში, გ------- გ----–---–მა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებულ ნივთზე - ს----–- მანქანაზე საკუთრების უფლება თავისად ჩათვალა და ნაცვლად იმისა, რომ მოქცეულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1159-ე და 1160-ე მუხლებით - მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების ურთიერთშეთანხმებით განკარგვის დადგენილი წესის შესაბამისად, მეუღლის - ნ----- ი-–---–ის თანხმობის გარეშე, ,,ბ--–-ს“ ფირმის ს----–-ი მანქანა განკარგა სურვილისამებრ, რამაც შედეგად გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. განსახილველ შემთხვევაში გ------- გ----–---–ი მოქმედებდა პირდაპირი განზარხვით: მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ნივთი მეუღლის - ნ----- ი-–---–ის თანასაკუთრებას წარმოადგენდა; ამასთან, იგი იყო გაფრთხილებული, თანხმობის გარეშე არ განეკარგა აღნიშნული ნივთი და ჰქონდა მეუღლისგან ნივთის განკარგვის თაობაზე შეტყობინების შესაძლებლობა, თუმცა მან არ განახორციელა აღნიშნული და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩააბარა ლ---------ში, რითაც განახორციელა უფლება ნივთზე.

 

4.22. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.23. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობის, ასევე ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- გ----–---–ის მიერ ჩადენილია თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; შესაბამისად, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- გ----–---–მა ჩაიდინა - თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ------- გ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4. გ------- გ----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ------- გ----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, კერძოდ, კი მოცემული ქმედებისთვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ გ------- გ----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, იგი არ არის წარსულში ნასამართლევი, მან ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და ასევე გ------- გ----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ------- გ----–---–ისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენების საფუძველზე და მას გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე; მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს - ჯარიმა, რომლის ოდენობა, გ------- გ----–---–ის ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარით. აღნიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელები თანაზომიერი და პროპორციულია გ------- გ----–---–ის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და მისი ოჯახური პირობების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:

 

1. გ------- გ----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გ------- გ----–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

3. გ------- გ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 ( ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 23 ოქტომბრის 15:30 სათიდან - 2019 წლის 09 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

5. მსჯავრდებულ გ------- გ----–---–ს, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

6. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე