განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/5----16
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-–-----------აძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ--------–---------------------ძე (დაბადებული - 19---–-–----7 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგ--------------–--------------------დ მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისი, ი------------–---–-------------–-), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ქვეშ მყოფი;
ადვოკატები - კახ--–------–--ე და ტარ---–----------შვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2016 წლის 31 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ჯავახიშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთასთან შა---------------ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მი---------------შვილს ცივი იარაღის გამოყენებით განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა ზურგის არეში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ასევე, უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - შა---------------ძის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შა---------------ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. დაზარალებულმა მი---------------შვილმა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 3- ოქტომბერს, გვიან ღამით, ის და მისი თანამშრომელი/მეგობარი გა--------------ნი ლუდის საყიდლად შევიდნენ მ--------–---–--------ზე მდებარე მაღაზია „ფ----------ში“. მაღაზიაში შესვლის შემდეგ გა--------------ნი გაჩერდა სალაროსთან, ხოლო თავად შევიდა სექციებში პროდუქტების შესაძენად. უცბად გაიგო ყვირილისა და შეხლა-შემოხლის ხმა, რის გამოც იგი გამოვიდა სექციებიდან და დაინახა, რომ მის თანმხლებ პირს - გა--------------ნს დაახლოებით სამი-ოთხი პირი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული პირებიდან ორი პირი გამოირჩეოდა აგრესიულობით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ბრალდებული შა---------------ძე, რომელსაც ეხურა ქუდი და ეცვა ე.წ “კაპიშონიანი” ზედა, ხოლო მეორე პიროვნება იყო თეთრი, მოგრძო პირისახის, საშუალო სიმაღლის, გამხდარი. იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა, გავიდა სალაროსთან, თუმცა, დასახელებულმა ორმა აგრესიულმა პირმა მასაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ შორის, არსებული სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ძიძგილაობაში, რაც მაღაზიაში გაგრძელდა დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ გავიდნენ გარეთ და ქუჩაში განაგრძეს აღნიშნული, რა დროსაც, გარეთ გასვლიდან მალევე, წელის არეში, მარჯვენა მხარეს, ტკივილი იგრძნო და ხელი რომ მოიკიდა, სისხლიანი იყო. სისხლის დანახვაზე მან დაიყვირა, რომ დაიჭრა. უკან რომ მიიხედა, დაინახა, რომ რამდენიმე ადამიანი გარბოდა, ხოლო წინ აღარავინ იყო. მოწმის განმარტებით, არ ახსოვს უშულოდ დაჭრის მომენტში ის ორი პიროვნება, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, სად იდგნენ, ასევე არ ახსოვს დაჭრის მომენტში ვინმე ეძიძგილავებოდა თუ არა, არც ის ახსოვს, სად იდგა მისი თანმხლები გა--------------ნი. შემდეგ გა--------------ნმა ტაქსი გააჩერა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოწმის განმარტებით, არ დაუნახავს რა საგნით ან ვინ დაჭრა. ასევე, არ ახსოვს ძიძგილაობის დროს ვინმე ქალბატონი მივიდა თუ არა მათთან და გააშველა თუ არა ისინი. გამოძიებაში დაიკითხა, მისი დაკითხვა მეორე დღეს საავადმყოფოში მოხდა, თუმცა, არ ახსოვს გამოძიებაში მიცემული ჩვენების შინაარსი. არც ის ახსოვს გამომძიებელმა რაიმე დოკუმენტი შეადგინა თუ არა. მოგვიანებით პროკურატურის გამომძიებელი მივიდა მასთან სახლში, გააცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილება, თუმცა რაიმე დოკუმენტზე მოაწერა თუ არა ხელი, არც ეს ახსოვს; მოწმემ დაადასტურა დაკითხვის ოქმზე გაკეთებული მინაწერის „ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით, წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს“ და ასევე, ხელმოწერის, მისი ხელით შესრულების ნამდვილობა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმზე შესრულებული ხელმოწერები მას ეკუთვნის, თუმცა, ვერ იხსენებს აღნიშნული დოკუმენტები რა ვითარებაში იქნა შედგენილი და ხელმოწერილი. მოწმემ ასევე გამორიცხა, კონფლიქტის შემდეგ ბრალდებულ შა---------------ძესთან ან სხვა ვინმესთან მოცემულ საქმესთან დაკავშირებით რაიმე კომუნიკაცია ან საუბარი.
3.2. მოწმე გა--------------ნმა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 3- ოქტომბერს ის და მისი მეგობარი/თანამშრომელი მი---------------შვილი, ღამის საათებში, დაახლოებით 24:00 საათზე, ლუდის შესაძენად იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, მ--------–---–--------ზე მდებარე მაღაზია “ფ----------ში“, სადაც სალაროსთან ყოფნის დროს მის უკან მდგომი სამი პირიდან ერთ-ერთმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც, მას და მი---------------შვილს შელაპარაკება მოუვიდათ აღნიშნულ სამ პირთან, რომელთაგან განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ორი პირი, რომელთა შორის იყო ბრალდებული შა---------------ძე. ამასთან, ბრალდებულს ეცვა ე.წ. კაპიშონიანი ქურთუკი და ეხურა შავი ქუდი. მეორე იყო მაღალი, სლავური გარეგნობის, ხოლო მესამე - შავგვრემანი. აღნიშნული შელაპარაკება გადაიზარდა ძიძგილაობაში, რაც შემდეგ გარეთ/ქუჩაში მაღაზიიდან დაახლოებით 5-10 მეტრში, ხოლო შემდეგ დაახლოებით 3- მეტრში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩაბნელებულ ადგილას გაგრძელდა, სადაც მივიდა აგრეთვე მეოთხე პირი, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ეკავა. ძიძგილაობა გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც მისმა მეგობარმა დაიყვირა დამჭრესო, თუმცა, უშუალოდ მას დაჭრის მომენტი არ დაუნახავს. მას შემდეგ, რაც მი---------------შვილმა დაიძახა „დამჭრესო“, მასთან რამდენიმე პიროვნება დაინახა, რომლებიც მარჯვნივ გაიქცნენ. მათგან ერთ-ერთის ხელში გაიელვა დანამ, თუმცა, იმ პირის იდენტიფიცირება, ვის ხელშიც დანა დაინახა არ შეუძლია, ის იყო თუ არა შა---------------ძე არ იცის, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს. შემდეგ მან ტაქსი გააჩერა და დაჭრილი მეგობარი გადაიყვანა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს ვინ ან რა საგნით დაჭრა მისი მეგობარი მი---------------შვილი. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ რაც მეგობარი გადაიყვანა საავადმყოფოში, იგი დაიკითხა მოწმის სახით და დაკითხვის ოქმს ხელიც მოაწერა, თუმცა, ჩვენების შინაარსი არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული შა---------------ძის ამოცნობაში, რა დროსაც მიუთითა შა---------------ძეზე, როგორც ჩხუბში მონაწილეზე, შემდეგ ოქმი მისცეს და ისე მოაწერა ხელი, არც კი წაუკითხავს. მოწმემ დადასტურა დაკითხვის ოქმსა და პირის ამოცნობის ოქმზე გაკეთებული ხელმოწერების ნამდვილობა, თუმცა, არ დაადასტურა დაკითხვის ოქმში გაკეთებული ჩანაწერი - „სამი პირიდან განსაკუთრებით აქტიური და აგრესიული იყო ქუდიანი პიროვნება, რომელმაც დაჭრა მი-----ი, მასთან უშუალო შეხება მქონდა როგორც მარკეტის შიგნით, ასევე მის გარეთ შეხლა-შემოხლის დროს, აქედან გამომდინარე, მე კარგად დავინახე სახეზე და ... საჭიროების შემთხვევაში შემიძლია ამოვიცნო, როგორც ფოტოსურათზე, ასევე პირადად“, ასევე, არ დაადასტურა პირის ამოცნობის ოქმში გაკეთებული ჩანაწერი - „მის მიერ ამოცნობილი მამაკაცი, არის ის ქუდიანი პიროვნება, რომელმაც ჯერ მას დაარტყა მუშტი სახეში, შემდეგ კი დანით დაჭრა მისი მეგობარი მი---------------შვილი“ - და აღნიშნა, რომ მეგობრის დაჭრის გამო იყო ძალიან აღელვებული, ასევე იყო ნასვამი და არ ახსოვს რატომ გააკეთა ასეთი განმარტებები. მოწმემ ასევე, აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება მისი ნების გამოხატულებაა და ვინმეს მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
3.3. მოწმე ნა----–-----------------ამ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 3- ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა მ--------–---–--------ზე მდებარე მაღაზიაში, კერძოდ, შენობის გარეთ განთავსებულ სექციაში. 2016 წლის 3- ოქტომბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 24:00 საათის შემდეგ, მაღაზია „ფ----------იდან“ გამოვიდა ორი პიროვნება, რომელთა შორის იყო შა---------------ძე, რომელთაც უკან მოჰყვებოდათ კიდევ ორი პიროვნება, რომლებიც ერთმანეთს აგინებდნენ. მას უშუალოდ ჩხუბის დაწყების მომენტი არ დაუნახავს, თუმცა, მას შემდეგ რაც გაიგო ჩხუბისა და ყვირის ხმა, იგი წავიდა მოჩხუბართა გასაშველებლად. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ მაღალმა, ჩადგმულმა ბიჭმა შა---------------ძეს სახის არეში ძლიერად დაარტყა ხელი, რის გამო შა------ი წაიქცა, თუმცა, შეძლო დამოუკიდებლად ადგომა, რის შემდეგაც მან გააცილა შა---------------ძე სახლში. მოწმის განმარტებით, მას შემდეგ, რაც წაქცეული შა---------------ძე ფეხზე წამოდგა, მას იმ მაღალ პიროვნებასთან, რომელმაც ხელი დაარტყა, შეხება აღარ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ჩხუბის დროს მას შა---------------ძის ხელში დანა, ან მსგავსი სხვა საგანი არ დაუნახავს. მან დანა დაინახა სლავური გარეგნობის მქონე პიროვნების ხელში, რომელსაც ეცვა ე.წ. „კაპიშონიანი“ ზედა და რომელიც დანას იქნევდა მაღალი მოჩხუბარი პირის მიმართულებით, თუმცა, მას ვინმეს დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს. მან მხოლოდ მეორე დღეს, ხალხისგან გაიგო რომ აღნიშნულ ჩხუბში ვიღაც დაიჭრა, ხოლო შემდეგ შა---------------ძის დედისგან შეიტყო, რომ აღნიშნული დაჭრის გამო მისი შვილი იყო დაკავებული.
3.4. მოწმე ბე------------–ვილმა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 3- ოქტომბრის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მოცემულ საქმეზე, შეტყობინების საფუძველზე, ბე--------–--–-შვილმა დაიწყო გამოძიება მი---------------შვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. თავად იყო დამხმარე გამომძიებელი და პროკურორის დავალებით ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: მის მიერ მოხდა შა---------------ძის ბრალდებულის სახით დაკავება და დაკავების ოქმის შედგენა, ასევე, დაკითხა მოწმეები. შა---------------ძის დაკავების საფუძველი იყო ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები და ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, პიროვნება, რომელსაც შესაძლებელია ჩადენილი ჰქონოდა მი---------------შვილის სხეულის დაზიანება, იმყოფებოდა კონკრეტულ ადგილას. მოწმის განმარტებით, გა--------------ნი დაკითხა გამომძიებელმა ბე--------–--–-შვილმა, თუმცა, მისი დაკითხვისას თავადაც იმყოფებოდა იმ სამუშაო ოთახში, სადაც დაკითხვა მიმდინარეობდა და მის მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმეს მითითებას ან ზეწოლას, ადგილი არ ჰქონია. მან ნებაყოფლობით, დეტალურად მიაწოდა გამომძიებელს ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების შესახებ. მის მიერ, ან გამომძიებლის ანდა განყოფილების ხელმძღვანელის მიერ არ ყოფილა რაიმე ვერსიის შეთავაზება დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით და შესაბამისად, აღნიშნული ვერსიის მოწმის მიერ გამეორება. დაკითხვისას მას არ შეუმჩნევია, რომ სიმთვრალის ან აღელვების გამო ვერ აცნობიერებდა რა ჩვენებას აძლევდა. იგი იყო ფხიზელ მდგომარეობაში და კითხვებზე პასუხობდა ადექვატურად. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.
3.5. მოწმე ბე--------–--–-შვილმა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 31 ოქტომბერს, შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება მი---------------შვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე და ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა მ--------–---–--------ზე, დაკითხა მი---------------შვილის თანმხლები პირი - გა--------------ნი, დაკითხა ასევე სხვა მოწმეები. იმავე დღეს, ექიმის ნებართვით, საავადმყოფოში დაკითხა მი---------------შვილი. იმავე დღეს მისი თანამშრომლის მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი ჰქონოდა შა---------------ძეს, რის გამოც, გა--------------ნსა და მი---------------შვილთან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ორივე მათგანმა ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნეს შა---------------ძის ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება. გა--------------ნისა და მი---------------შვილის ჩვენებებისა და მათ მიერ ფოტოსურათით ამოცნობების საფუძველზე დაკავებულ იქნა შა---------------ძე, რის შემდეგაც გა--------------ნთან ჩატარდა აგრეთვე პიროვნების ამოცნობა, რა დროსაც მან ამოიცნო შა---------------ძე. მოწმის განმარტებით, დაკითხვის დაწყებამდე გა--------------ნთან გასაუბრებისას მას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ სიმთვრალის ან აღელვების გამო იგი იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ადექვატური-სწორი და ზუსტი ინფორმაცია ვერ მოეწოდებინა, პირიქით, იგი ძალიან დამაჯერებლად და დეტალურად საუბრობდა იმ ფაქტების შესახებ, რასაც უშუალოდ შეესწრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკითხვას არ აწარმოებდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას ან სხვა თანამშრომელს გა--------------ნისთვის არ მიუწოდებიათ რაიმე სახის ვერსია/ინფორმაცია, რომელიც მას დაკითხვისას არ უთქვამს. ამასთან, მოწმე გა--------------ნმა წაიკითხა და ხელი ისე მოაწერა მისი დაკითხვის ოქმს. ფოტოსურათით ამოცნობის დროს გა--------------ნმა და მი---------------შვილმა შა---------------ძე ამოიცნეს უყოყმანოდ, ეჭვის შეტანის გარეშე. პიროვნების ამოცნობის დროსაც ასევე, უყოყმანოდ ამოიცნო გა--------------ნმა შა---------------ძე და განმარტა, რომ სწორედ მან მიაყენა დანით დაზიანება მის მეგობარ მი---------------შვილს. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
3.6. მოწმე მი----- დ----ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში, შემდეგ იგი ქვემდებარეობით გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და მის მიერ დაკითხულ იქნენ მოწმეები, მი---------------შვილის მიმართ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვა და დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები და ა.შ. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
3.7. 20---–-–-------------ს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, შპს „ა-–----–----–---–--------–---ის კლინიკას“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #2-------ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე მი---------------შვილი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 3------- წ. – 0-------წ. დიაგნოზით: ნაკვეთი ჭრილობა წელის არეში მარჯვნივ, მარჯვენა თირკმლის ტრავმა, ჰემატურია. „კ-------------------–---------------------–------------–---------------------- ეროვნული ცენტრის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #1--------ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე მი---------------შვილი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 0------- წ. – 1------- წ. დიაგნოზით: მარჯვენა თირკმლის ტრავმა, ჰემატურია. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ჭრილობა შედის მარჯვნივ რეტროპერიტონიალურ სივრცეში და აზიანებს მარჯვენა თირკმელს. დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
3.8. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ქე-------------აშვილმა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
3.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 201--–-–------------ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #4------ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ მი---------------შვილის ტანსაცმელზე (პერანგზე და მაისურზე) არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი, ცალპირლესილი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
3.10. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნი----–------------–-ძემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
3.11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 201--–-–--------------ის ბიოლოგიური ექსპერტიზის #5----- დასკვნის თანახმად, მი---------------შვილის სისხლი მიეკუთვნება 0α----ჯგუფს. მი---------------შვილის შარვალზე, მაისურზე და პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0α----ჯგუფს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ასფალტის ნატეხებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება 0α----ჯგუფს.
3.12. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ნა----------ძემ, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
3.13. ბრალდებულმა შა---------------ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
3.14. 201--–-–-----------------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, მ--------–---–-------- #3--ში, გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს და ქვეითთა ტროტუარზე, სადაც ასფალტის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოწმე გა--------------ნმა მიუთითა მ--------–---–-------- #3--ის მიმდებარედ ქვეითთა ბილიკი, გზის მარცხენა მხარეს და განაცხადა, რომ მის მიერ მითითებულ ადგილზე მიაყენეს ჭრილობა მის მეგობარს მი---------------შვილს. დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ასფალტის ნატეხები, მოწითალო ფერის ლაქებით.
3.15. 201--–-–-----------------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, უ------------- #1---ში მდებარე “გ---–----–---–-- სახელობის კლინიკა”-ში, დათვალიერდა მი---------------შვილის ტანსაცმელი, კერძოდ: 1. ცისფერი, გრძელსახელოებიანი პერანგი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ასევე დაზიანება მარჯვენა მხარეს წელის მიდამოში; 2. თეთრი მაისური, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. მაისური არის სიგრძეზე გაჭრილი და ასევე დაზიანება აღენიშნება მარჯვენა მხარეს წელის არეში; 3. ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, თუმცა, დაზიანება ვიზუალურად არ ეტყობა. დათვალიერების შემდეგ დასახელებული ტანსაცმელი ამოღებულ და დალუქულ იქნა კანონმდებლობის დაცვით.
3.16. სს „ფ----------ის“ შიდა კამერების ვიდეოჩანაწერით დადგენილია, რომ 201--–-–-----------------ის 00:45 საათიდან 201--–-–-----------------ის 00:51 საათამდე დროის მონაკვეთში, სალაროსთან ხდება კონფლიქტი, რომლის ერთ მხარეს არიან გა--------------ნი და მისი მეგობარი მი---------------შვილი, ხოლო მეორე მხარეს სამი პირი, რომელთაგან ერთი არის საშუალო აღნაგობისა და სიმაღლის, აცვია ღია ფერის შარვალი, შავი ფერის ქურთუკი, ბოტასები და ე.წ. „კაპიშონიანი“ ჯემპრი, მეორე არის სუსტი აღნაგობისა და საშუალო სიმაღლის, მოკლე წვერით, აცვია - მუქი ჯინსის შარვალი, შავი ბოტასები, შავი ე.წ. „კაპიშონიანი“ ზედა და თავზე ახურავს შავი ქუდი, მესამე არის საშუალოზე უფრო მსხვილი აღნაგობის, საშუალო სიმაღლის, აცვია შავი შარვალი, შავი ზედა და შავი, თეთრი ძირით ბოტასები. ვიდეოჩანაწერის თანახმად, თავდაპირველად დაძაბული საუბარი იწყება გა--------------ნსა და ქუდიან პირს შორის, რაც შემდეგ უფრო მწვავდება და გადადის ძიძგილაობაში, რის შემდეგაც მი---------------შვილი ქუდიან პირს ჰკიდებს ხელს და გაჰყავს გარეთ.
3.17. აფთიაქის შპს „ი------“ სათვალთვალო კამერის ჩანაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, წ-----------–---–-------- #7--სა და მ--------–---–-------- #33 ქუჩების კვეთაზე, სადაც მოხდა მი---------------შვილის სხეულის დაზიანება და ჩხუბი, მიუხედავად იმისა, რომ არის გარე განათება, არის სიბნელე, არ არის კარგი ხილვადობა. ბუნდოვნად ჩანს, რომ ცალმხრივ საავტომობილო გზის ამოსასვლელზე, ქვემოდან ზემოთ, წინამძღვრიშვილის ქუჩის გადაკვეთასთან ამოდის დაახლოებით 5 პიროვნება, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობენ და ჩხუბითვე გადმოდიან ცენტრალურ გზაზე და გზაჯვარედინზე წინამძღვრიშვილზე კუთხეში ჩხუბი გრძელდება დაახლოებით 55 წამი, რის შემდგომ ჩხუბში მონაწილე ორი პირი იცვლის ადგილს, გზის მარჯვენა კუთხეში, ეფარება ხილვადობას, ისევ ბრუნდებიან და გარბიან გზაჯვარედინზე, რამდენიმე წამით ფერხდება ავტომანქანების გადაადგილება და იშლებიან კონფლიქტში მონაწილეები სხვადასხვა მიმართულებით.
3.18. 2016 წლის 01 ნოემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 01 ნოემბერს 10:45 საათზე, ქ. თბილისში, დ--------–----–---–ის ქუჩა #9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინააღმდეგობის გარეშე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა შ--------–---------------------ძე.
3.19. 2016 წლის 01 ნოემბრის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა გა--------------ნმა ამოსაცნობად წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო შა---------------ძე და განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის ქუდიანი პიროვნება, რომელმაც ჯერ მას დაარტყა მუშტი სახეში, შემდეგ კი დანით დაჭრა მისი მეგობარი მი---------------შვილი.
3.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 7--ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ შა---------------ძის სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.
4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში, მძიმე შედეგში ან კონკრეტულ საფრთხეში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს ან შედეგის საფრთხეს შორის. ამდენად, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ჩაითვლება მძიმედ, როდესაც სახეზეა სხეულის დაზიანება, რომელიც 1. სახიფათოა სიცოცხლისათვის; 2. გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს დაკარგვა; 3. გამოიწვია რომელიმე ორგანოს ფუნქციის დაკარგვა; 4. გამოიწვია ფსიქიკური ავადმყოფობა; 5. გამოიწვია ორსულობის შეწყვეტა; 6. გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება; 7. გამოიწვია ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. რაც შეეხება სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებას, ასეთად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ამდენად, მაშინვე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
4.9. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 3-/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.
4.11. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67-60/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.13. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.14. განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა შა---------------ძის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად.
4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შა---------------ძის მიერ 2016 წლის 31 ოქტომბერს, მი---------------შვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს. ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ 2016 წლის 31 ოქტომბერს ქ. თბილისში, მ--------–---–--------ზე კონფლიქტისა და ჩხუბის ფაქტს, რომლის ერთ მხარეს წარმოადგენდნენ გა--------------ნი და მი---------------შვილი, ხოლო მეორე მხარეს შა---------------ძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პიროვნება, რა დროსაც მი---------------შვილს მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიაყენეს სიცოცლისათვის საშიში დაზიანება, კერძოდ, აღნიშნული კონფლიქტისა და ჩხუბის ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს დაზარალებულმა მი---------------შვილმა და თვითმხილველმა მოწმეებმა გა--------------ნმა და ნა----–-----------------ამ, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით. მი---------------შვილისთვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს, რამაც სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება გამოიწვია, ადასტურებს ასევე, 20---–-–-------------ს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, მი---------------შვილისთვის მიყენებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. ამავე დასკვნის თანახმად, ჭრილობა შედის მარჯვნივ რეტროპერიტონიალურ სივრცეში და აზიანებს მარჯვენა თირკმელს, რაც თანხვედრაშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 201--–-–------------ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #4------ დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, ექსპერტიზაზე წარდგენილი მი---------------შვილის ტანსაცმელზე (პერანგზე და მაისურზე) არსებული გამჭოლი დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი, ცალპირლესილი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად; ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ 2016 წლის 31 ოქტომებრს, ქ. თბილისში, მ--------–---–-------- #3--ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნამდვილად მოხდა ჩხუბი, რა დროსაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მი---------------შვილმა, თუმცა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას - ვინ განახორციელა აღნიშნული დანაშაული და ვინ არის ამ დანაშაულის სუბიექტი.
4.16. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე მი---------------შვილისთვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებას ედავება შა---------------ძეს, რაც არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი არცერთი მტკიცებულებით, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა მი---------------შვილმა განმარტა, რომ მაღაზია „ფ----------ში“ დაწყებული კონფლიქტი გაგრძელდა ქუჩაში, რა დროსაც, გარეთ გასვლიდან მალევე, წელის არეში, მარჯვენა მხარეს, იგრძნო ტკივილი და ხელი რომ მოიკიდა, სისხლიანი იყო. სისხლის დანახვაზე მან დაიყვირა, რომ დაიჭრა.... არ დაუნახავს რა საგნით ან ვინ დაჭრა. თვითმხილველმა მოწმე გა--------------ნმა განმარტა, რომ ... კონფლიქტი მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩაბნელებულ ადგილას გაგრძელდა, ... ძიძგილაობა გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც მისმა მეგობარმა დაიყვირა დამჭრესო, თუმცა, უშუალოდ მას დაჭრის მომენტი არ დაუნახავს. მას შემდეგ, რაც მი---------------შვილმა დაიძახა „დამჭრესო“, მასთან რამდენიმე პიროვნება დაინახა, რომლებიც მარჯვნივ გაიქცნენ. მათგან ერთ-ერთის ხელში გაიელვა დანამ, თუმცა, იმ პირის იდენტიფიცირება, ვის ხელშიც დანა დაინახა არ შეუძლია, ის იყო თუ არა შა---------------ძე არ იცის, ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს. ... მოწმემ ასევე, უარყო პირის ამოცნობის ოქმში გაკეთებული ჩანაწერი - („...ამოცნობილი მამაკაცი, არის ის ქუდიანი პიროვნება, რომელმაც ჯერ მას დაარტყა მუშტი სახეში, შემდეგ კი დანით დაჭრა მისი მეგობარი მი---------------შვილი“) და აღნიშნა, რომ მან შა---------------ძე ამოიცნო არა როგორც პირი, რომელმაც დაჭრა მისი მეგობარი, არამედ პირი რომელიც მონაწილეობდა ჩხუბში. საყურადღებოა, აგრეთვე, მოწმე ნა----–-----------------ას ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ჩხუბის დროს მას შა---------------ძის ხელში დანა, ან მსგავსი სხვა საგანი არ დაუნახავას. მან დანა დაინახა სლავური გარეგნობის მქონე პიროვნების ხელში, რომელსაც ეცვა ე.წ. „კაპიშონიანი“ ზედა და რომელიც დანას იქნევდა მაღალი მოჩხუბარი პირის მიმართულებით (საუბარია მი---------------შვილზე), თუმცა, მას ვინმეს დაჭრის ფაქტი არც დაუნახავს. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტის დასკვნას, აღნიშნული დასკვნით ზოგადად შესაძლებელია, დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა, ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ დაზარალებულს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია. შეუძლებელია, ასევე, აღნიშნული გარემოების განსაზღვრა ვიდოეჩანაწერებითაც, სადაც მხოლოდ ერთმანეთში რამდენიმე პირთა ძიძგილაობა ჩანს, დანის დარტყმის ან რომელიმეს ხელში მსგავსი საგნის გამოყენების ფაქტი კი, საერთოდ არ ფიქსირდება. ამდენად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი (სსკ-ის 117-ე მუხლის შემადგენლობა) მომხდარ ფაქტთან.
4.17. რაც შეეხება მოწმეების - ბე------------–ვილის, ბე--------–--–-შვილის და მი----- დ----ის ჩვენებებს, ისინი არიან საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებისა და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლები. მათ სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ და ისაუბრეს იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც შეეხებოდა მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს.
4.18. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეები - ბე------------–ვილი, ბე--------–--–-შვილი და მი----- დ----ე არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები უშუალოდ დანაშაულებრივი ქმედების/ბრალდებულის ქმედების მიმართ, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით განახორციელა შა---------------ძემ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას, რის გამოც ნაკლებია ამ ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა.
4.19. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა შა---------------ძემ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
4.20. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი შა---------------ძის მიერ მი---------------შვილის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტი. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მხოლოდ ის ფაქტი რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, მ--------–---–--------ზე მი---------------შვილს ცივი იარაღის გამოყენებით განზრახ მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა ზურგის არეში, თუმცა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა შა---------------ძემ, შესაბამისად, ვერ იქნა დადგენილი დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი (ქმედების სუბიექტი პირი).
4.21. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ შა---------------ძემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.
4.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
4.23. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შა---------------ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
4.24. აღნიშნულიდან გამომდინარე, შა---------------ძე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - მი---------------შვილის ტანსაცმელი, რომელიც ინახება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - მი---------------შვილს;
- სს ,,ფ----------ის’’ ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე; შპს „ი------“ ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე და ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე (ინახება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში), შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- სს ,,ფ----------ის’’ ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან და კ.ალადაშვილის კლინიკიდან გამოთხოვილი ავადმყოფობის ისტორიის ამსახველი ინფორმაცია, ჩაწერილი ორ ცალ დისკზე; ასევე, TV ი------ ეთერში გასული სიუჟეტი, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე - რომელებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ასფალტის ნატეხები; მი---------------შვილის სისხლის ნიმუში, რომელებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე- 277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შა---------------ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გაუქმდეს შა---------------ძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. გამართლებულ შა---------------ძეს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- მი---------------შვილის ტანსაცმელი, რომელიც ინახება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - მი---------------შვილს;
- სს ,,ფ----------ის’’ ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე; შპს „ი------“ ვიდეო ჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე და ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, - ინახება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- სს ,,ფ----------ის’’ ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული სურათები, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე, ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან და კ.ალადაშვილის კლინიკიდან გამოთხოვილი ავადმყოფობის ისტორიის ამსახველი ინფორმაცია, ჩაწერილი ორ ცალ დისკზე; ასევე, TV ი------ ეთერში გასული სიუჟეტი, ჩაწერილი ერთ ცალ დისკზე - რომელებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ასფალტის ნატეხები; მი---------------შვილის სისხლის ნიმუში, რომელებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე