გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.12.2018
საქმის ნომერი
080310117001711497
კატეგორია
დავის ტიპი
საერთო სახელმწოფო და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 080310117001711497

საქმე №3/60-2017 14 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - შოთა კოპალეიშვილი

 

მოპასუხე - შპს „დ------“

მოპასუხე - ი-------------ე

წარმომადგენელი - ი----------ე

მოპასუხე - ი/მ ქ----------–----ე

წარმომადგენელი - ი---------------ე

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,დ------ს’’, ი/მ ,,ქ----------–----ის და ი-------------ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2016 წლის 05 იანვრის მდგომარეობით შპს „დ------ს“ (ს/ნ 412697210) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 145069.87 ლარის ოდენობით.

 

2015 წლის 03 აპრილის N021-3738 შეტყობინებით შპს ,,დ------ს" ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2016 წლის 10 მაისს შპს ,,დ------ს“ მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N021-194 ბრძანება, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2015 წლის 17 ივნისს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით უძრავ–მოძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია.

 

მოსარჩელის მითითებით შემოწმების დაწყების შემდეგ 2015 წლის 01 თებერვალს შპს ,,დ------ს“ მიერ N0156783811 ზედნადებით რეალიზებულ იქნა ჯამში 150543.36 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ი/მ "ქ----------–----ეზე“. ამავე პერიოდში შპს ,,დ------მ“ შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შპს ,,დ------მ“, რომელსაც გააჩნია საგადასახადო დავალიანება ქონება გაირიდა და ზედნადებებით გადააწერა ი/მ ქ----------–----ეს.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შპს ,,დ------ს“ მიერ შემოწმების დაწყების შემდეგ აქტივების გადაცემა ახლადშექმნილ საწარმოზე და შემდგომ ამისა საქმიანობის შეჩერება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდებას. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ შპს „დ------“ (ს/ნ 412697210), ი-------------ე (პ/ნ 60001012---) და ი/მ ქ----------–----ე (პ/ნ 17001004289) წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვეს უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,დ------’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2014 წლის 26 თებერვლიდან, რომელსაც მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 412697210, იურიდიული მისამართი არის ქ. ქუთაისი, რ. თაბუკაშვილის ქ. N7, ბინა N30, დირექტორი ი-------------ე. საქმიანობის სახე - საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიული და კოსმეტიკური საქონლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 18-19);

- ინფორმაცია გადამხდელის შესახებ (იხ. ს.ფ. 42)

 

3.1.2. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 5 დეკემბერს მიღებული იქნა N50400 ბრძანება შპს ,,დ------ს’’ საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შესახებ, კერძოდ, ბრძანებით განისაზღვრა: ჩატარდეს შპს ,,დ------ს 2014 წლის 28 მაისს N11113/C-3266 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის პირველი და მეორე საქონლის სახეობებით (სუნამოები და ტუალეტის წყლები) გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 8 დეკემბრიდან -2015 წლის 6 იანვრის ჩათვლით.

 

2014 წლის 5 დეკემბრის N50400 ბრძანება შპს ,,დ------ს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 15 დეკემბრის N21-10/95395 წერილით, შპს ,,დიორს“ გაეგზავნა 2014 წლის 11 დეკემბრის საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად. ამავე მიმართვაში განემარტა, რომ უფლება შპს ,,დიორს“ უფლება ჰქონდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის პროექტის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტში წარედგინა წერილობითი დასაბუთებული პოზიცია საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ყოველ საკითხთან დაკავშირებით ან მიემართა პოზიციის წარდგენის ვადის გაგრძელების თხოვნით.

 

დადგენილია, რომ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების 2015 წლის 1 აპრილის Nა 55-21-10 აქტის საფუძველზე, შპს ,,დიორს’’ ა) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა ძირითადი გადასახადი დღგ - 60066,20 ლარი; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა - 60066,20 ლარი;

 

დადგენილია, რომ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე შპს ,,დიორს’’ გადასახდელად დაერიცხა: ძირითადი გადასახადი - 60066,2, ჯარიმა - 60066,2, საურავი - 10957,09; სულ - 131089,49;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N50400 ბრძანება (ს.ფ. 27);

- ელექტრონული გზავნილი (ს.ფ.43) ჩაბარების დასტური;

- შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 15 დეკემბრის N21-10/95395 მიმართვა და 2014 წლის 11 დეკემბრის პროექტი;

- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი Nა 55-21-10 (იხ. ს.ფ. 30-35);

- N10493 ბრძანება (იხ. ს.ფ. 36)

- N10545 ბრძანება (იხ. ს.ფ. 37)

- N021-21 საგადასახადო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 38)

- შედარების აქტი;

 

3.1.3. დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ,,ქ----------–----ე’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2015 წლის 29 იანვრიდან, რომელსაც მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი -17001004289, იურიდიული მისამართი არის ვანი, სოფელი ციხესულორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);

 

3.1.4. დადგენილია, რომ შპს ,,დ------მ’’ 2015 წლის 1 თებერვალს №0156783811 სასაქონლო ზედნადებით 150543,36 ლარის ღირებულების საქონელი გადასცა ი.მ. ,,ქ----------–----ეს. შპს ,,დ------მ’’ შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადამხდელის ფაილი (ს.ფ. 44);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. დადგენილია, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს ,,დ------ს’’ ქონებაზე 2015 წლის 3 აპრილის №021-3738 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 მაისის N021-194 ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,დ------ს’’ საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადამხდელის ფაილი (ს.ფ. 40);

- N021-194 ბრძანება (იხ. ს.ფ. 39);

 

3.1.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს №01/211449 წერილით დადგენილია, რომ ტარიელ ბენიძე და დავით ბენიძე არიან ძმები, ტარიელ ბენიძე და იეინა იმედაძე და დავით ბენიძე და ქ----------–----ე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ანუ, შპს ,,დ------ს’’ დირექტორი ი-------------ე და ქ----------–----ე არიან ძმების ცოლები (რძლები).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 10 აგვისტოს №01/211449 წერილი (ს.ფ. 47);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმის თაობაზე, რომ შპს ,,დ------მ’’ გაასხვისა პროდუქცია და მიყიდა ი.მ. ,,ქ----------–----ეს’’, ხოლო ი.მ. ,,ქ----------–----ე’’ არის დამოუკიდებელი მეწარმე, რომელმაც საქონელი შპს ,,დ------სგან’’ შეიძინა, ხოლო თანხა გადაუხადა პირადად, ნაწილ-ნაწილ. აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითებს ჩეკებზე და მიღება-ჩაბარების აქტებზე (საქმეში წარმოდგენილი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტებით და მიღება ჩაბარების აქტებით ირკვევა, რომ 2015 წლის 1 თებერვალს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 25,500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 25,500 ლარი; 2015 წლის 7 მარტს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 5043,36 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 5043,36 ლარი; 2015 წლის 29 მარტს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 5000 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 5000 ლარი; 2015 წლის 10 აპრილს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 3000 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 3000 ლარი; 2015 წლის 24 აპრილს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 7000 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 7000 ლარი; 2015 წლის 30 აპრილს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 2000 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 2000 ლარი; 2015 წლის 2 მაისს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 3000 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 3000 ლარი; 2015 წლის 16 მაისს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 7500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 7500 ლარი; 2015 წლის 30 მაისს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 10500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 10500 ლარი; 2015 წლის 01 ივნისს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 6500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 6500 ლარი; 2015 წლის 03 ივლისს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 15500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 15500 ლარი; 2015 წლის 23 აგვისტოს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 6500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 6500 ლარი; 2015 წლის 10 სექტემბერს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 3500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 3500 ლარი; 2015 წლის 29 სექტემბერს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 5000 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 5000 ლარი; 2015 წლის 7 ოქტომბერს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 10500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 10500 ლარი; 2015 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 5500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 5500 ლარი; 2015 წლის 22 ნოემბერს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 10,000 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 10,000 ლარი; 2016 წლის 29 აპრილს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 8500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 8500 ლარი; 2016 წლის 13 მაისს შპს ,,დ------ს’’ დირექტორმა ი-------------ემ ი.მ. ქ----------–----ეს გადასცა 5500 ლარის საქონელი, ხოლო შპს დ------ს დირექტორმა მიიღო 5500 ლარი).

 

მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს ,,დ------მ’’ 2015 წლის 05 ივნისს №0177315612 სასაქონლო ზედნადებით 223053,84 ლარის ღირებულების საქონელი გადასცა ი.მ. ,,ქ----------–----ეს’’.

 

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მკაცრი აღრიცხვის ფორმა არის განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან (საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და სხვა) დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის, რომელსაც შეიმუშავებს ერთი ან რამდენიმე სამართალსუბიექტი დარგობრივი ნიშნით და რომელიც შემოღებულია სამოქმედოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით.

 

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით განსაზღვრულია მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთა მიმართ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გავრცელდეს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.

 

დასახელებული ბრძანების თანახმად სასამართლო ვერ გაიზიარებს საქმეში მიღება-ჩაბარების აქტებს როგორც უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ი.მ. ,,ქ----------–----ემ’’ სასაქონლო მატერიალური ფასეულობები შეისყიდა შპს ,,დ------სგან’’.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი გადამხდელის ბარათი უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი.მ. ,,ქ----------–----ესთან’’ გადავიდა შპს ,,დ------ს’’ საქონელი, ხოლო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ეს იყო ნასყიდობა, წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს ,,დ------’’, ი/მ ,,ქ----------–----ე და ი-------------ე წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

ამავე კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები.

 

დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ, შპს ,,დ------ს’’ დირექტორი ი-------------ისა (პ/ნ 60001012---) და ქ----------–----ის (პ/ნ 17001004289) მეუღლეები არიან ძმები.

 

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 5 დეკემბრის N50400 ბრძანების შესაბამისად, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა იმავე დღეს, ჩატარდა შპს ,,დ------ს’’ კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმება დაიწყო - 2014 წლის 8 დეკემბერს და დასრულდა 2015 წლის 6 იანვარს. შემოწმების შედეგად შპს ,,დიორს’’ დაეკისრა დამატებითი ღირებულების გადასახადი - 60066,20 და სანქციის სახით ჯარიმა - 60066,20 ლარის ოდენობით.

 

ასევე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 5 დეკემბრის N50400 ბრძანების გამოცემის შემდეგ, რომლითაც განისაზღვრა, რომ უნდა ჩატარდეს შპს ,,დ------ს 2014 წლის 28 მაისს N11113/C-3266 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის პირველი და მეორე საქონლის სახეობებით (სუნამოები და ტუალეტის წყლები) გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 8 დეკემბრიდან -2015 წლის 6 იანვრის ჩათვლით, მეწარმემ 2015 წლის 1 თებერვალს №0156783811 სასაქონლო ზედნადებით ჯამში 150543,36 ლარის ღირებულების ქონება გადააწერა 2015 წლის 29 იანვარს რეგისტრირებულ ინდ. მეწარმე ,,ქ----------–----ეს’’, რომელიც არის შპს ,,დ------ს’’ დირექტორის ი-------------ის მეუღლის ძმის ცოლი. თავის მხრივ შპს ,,დ------მ’’ შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა და ამავდროულად მეწარმეს აღარ დარჩა არანაირი აქტივი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა კრედიტორის (შემოსავლების სამსახურის) მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საგადასახადო ვალდებულების შესრულების არიდების მიზნით, გარიგების მონაწილეების მოქმედების თვლათმაქცურობა მრავალი ფორმით შეიძლება გამოიხატოს, როდესაც გადასახადის გადამხდელი სხვა პირთან ერთად მოქმედებს იმგვარად, რომ მათი განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი არის მათი განსხვავება.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,დ------’’ და ი.მ. ქ----------–----ე წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმების დაწყების შემდეგ, შპს ,,დ------მ’’ სასაქონლო ზედნადებით 150543,36 ლარის ღირებულების სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გადაცემას ახდენს ორი დღით ადრე დაფუძნებულ ინდ. მეწარმეზე, რომელიც არის შპს ,,დ------ს’’ დირექტორის ი-------------ის ნათესავი, ხოლო თავად შპს ,,დ------’’ წყვეტს (აჩერებს) სამეწარმეო საქმიანობას.

 

რაც შეეხება ი-------------ის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხს, სასამართლო განმარტავს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მართალია ი-------------ე წარმოადგენს შპს ,,დ------ს’’ დირექტორს, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა რომ ი-------------ე, როგორც ფიზიკური პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს შპს ,,დ------ს’’ და ი.მ. ,,ქ----------–----ეს’’ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად 100 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ----------–----ის (პ/ნ 17001004289) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე: ვანი, სოფ. ციხესულორი საკადასტრო კოდი - 31.16.21.133. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ინდ. მეწარმე ქ----------–----ის (ს/ნ 17001004289) საკუთრებაში არსებული საკონტროლო სალარო აპარატს საქ.NDY00144261. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ინდ. მეწარმეს ქ----------–----ის (ს/ნ 17001004289) სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ვანი, სოფ. ციხესულორი საკადასტრო კოდი - 31.16.21.133 თანასაკუთრების უფლებით მიღება-ჩაბარების აქტის (დამოწების თარიღი 04/05/1995) საფუძველზე ირიცხება ქ----------–----ის სახელზე, შესაბამისად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ ყადაღა უნდა დარჩეს ქ----------–----ის სახელზე რეგიტრირებულ იმ ნივთებს, რომელიც მას მეწარმემ გადასცა შემოწმების დაწყების შემდეგ (ინდ. მეწარმე ქ----------–----ის (ს/ნ 17001004289) საკუთრებაში არსებული საკონტროლო სალარო აპარატს საქ.NDY00144261 და ინდ. მეწარმეს ქ----------–----ის (ს/ნ 17001004289) სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთს).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მხარემ ვერ დაასაბუთა და ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომელთა გამო წინამდებარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღუსრულებლობა მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება არ დგას საფრთხის ქვეშ და მისი აღსრულება შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც. შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ შპს ,,დ------’’ (ს/ნ 412697210) და ი/მ ქ----------–----ე (ს/ნ 17001004289) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.

3. შპს ,,დიორს’’ (ს/ნ 412697210) და ი/მ ქ----------–----ეს (ს/ნ 17001004289 (ს/ნ 37001021886) თანაბარწილად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 200122900, კოდი №300183150.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა ქ----------–----ის (პ/ნ 17001004289) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე: ვანი, სოფ. ციხესულორი, საკადასტრო კოდი - 31.16.21.133.

 

5. უარი ეთქვას სსიპ შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

7. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს დაუყოვნებლივ აღსრულებაზე შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარისათვის მისი ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი