გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6762-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი: ნ-----–-------–----------–----------------------
მოპასუხე: შპს ”T-----” (ს/ნ 4--------);
წარმომადგენელი: მ----------------- (დირექტორი);
მოპასუხე: შპს „ლ--ა“ (ს/ნ 4--------);
წარმომადგენელი: ა-–--------------------- (დირექტორი);
მოპასუხე: ა-–-------------–-–---–- (პ/ნ 0----------);
წარმომადგენელი: კ------------–-;
მოპასუხე: მ--------------–---–- (პ/ნ 0----------);
წარმომადგენელი: კ------------–-;
მოპასუხე: მ----------------- (პ/ნ 0----------);
მოპასუხე: ა-–--------------------- (პ/ნ 0----------);
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე დადგენილ იქნეს, რომ შპს „T-----” (ს/ნ 4--------), შპს „ლ--ა“ (ს/ნ 4--------), ა-–-------------–-–---–- (პ/ნ 0----------), მ--------------–---–- (პ/ნ 0----------), მ----------------- (პ/ნ 0----------) და ა-–--------------------- (პ/ნ 0----------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
სარჩელში აღინიშნა, რომ 2017 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „T-----”-ს (ს/ნ 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1576121 ლარის ოდენობით, დღეის მდგომარეობით საწარმოს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია მ----------------- (პ/ნ 0----------). საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ხილის და ბოსტნეულის იმპორტი, რეალიზაცია, რეექსპორტი. 2015 წლის 16 ივნისს გამოიცა N-------- ბრძანება შპს „T-----”-ს (ს/ნ 4--------) საქმიანობის გასვლითი (სრული) საგადასახადო შემოწმების შესახებ. შემოწმება დაიწყო 2015 წლის 19 ივნისს და დასრულდა 2016 წლის 21 იანვარს. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 18.02.2013-დან 19.05.2015-ის ჩათვლით. შპს „T-----”-s (ს/ნ 4--------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია 2015 წლის 24 მარტს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 30 მარტს. ასევე 2015 წლის 02 ივნისს გამოიცა ბრძანება N-------- შპს “T-----”-ს (ს/ნ 4--------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გადასახადის გადამხდელისა და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს “T-----”-ს (ს/ნ 4--------) ქონება არ გააჩნია. 2016 წლის 14 იანვრის საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, რომ საწარმომ არ წარადგინა 2014 წლის მოგების დეკლარაცია. შესაბამისად, შპს „T-----”-ს (ს/ნ 4--------) 100 % წილის მფლობელის და დირექტორის ა-–-------------–-–---–-სათვის (პ/ნ 0----------) ცნობილი იყო რა ზემოაღნიშნული საგადასახადო ვალდებულების შესახებ, თავისი კუთვნინლი წილი უსასყიდლოდ გადასცა მ-----------------ს (პ/ნ 0----------). ეს უკანასკნელი 2017 წლის 15 აგვისტოს N----------- განცხადებაში აღნიშნავს, რომ შპს „T-----”-ში წილი გადმოიფორმა დავალიანების წარმოშობის შემდგომ და იგი ხსენებულ საწარმოში მუშაობდა რიგით მუშად. ორი დღით ადრე, 2015 წლის 28 აპრილს, შპს „T-----”-დან (ს/ნ 4--------) შპს „ლ--ა“-ზე (ს/ნ 4--------) გადაეწერა 6510 ლარის ღირებულების საქონელი (2017 წლის 22 აგვისტოს N------------ წერილის შესაბამისად, შპს „ლ--ა“-მ წარმოადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (შემოსავლის ორდერები). ასევე, საგადასახადო დავალიანების შემდგომ, შპს „T-----”-დან შპს „პ------------“-ზე (ს/ნ 2--------) განხორციელდა 126720 ლარის ღირებულების საქონლის გადაწერა. 2017 წლის 18 მაისის N------------- წერილით შპს „პ------------“-მ აღნიშნა, რომ შპს „T-----”-ს მიმართ დავალიანება არ გააჩნია. ასევე ჩვენი 2017 წლის 15 აგვისტოს N------------ მოთხოვნის შესაბამისად შპს „T-----“-მ არ წარმოადგინა ინფორმაცია სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, ხოლო მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ქონების გადაწერის დღიდან დღემდე შპს „T-----”-ს (ს/ნ 4--------) ბიუჯეტში გადახდილი აქვს მხოლოდ 49 ლარი. შპს „ლ--ა“-ს 100% წილის მფლობელად და დირექტორად 2015 წლის 16 აპრილამდე ფიქსირდებოდა ა-–-------------–-–---–-ს მეუღლე მ--------------–---–- (პ/ნ 0----------), რომელმაც იგივე პერიოდში, 2015 წლის 16 აპრილის კრების ოქმის საფუძველზე, კუთვნილი წილი და მმართველობის უფლება უსასყიდლოდ გადასცა ა-–---------------------ს (პ/ნ 0----------). ა-–--------------------- არის შპს „ტ----------“-ის (ს/ნ 4--------) 100% წილის მფლობელი და დირექტორი, რომელიც ახორციელებდა ანალოგიურ საქმიანობას (ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობა), ანალოგიურ მისამართზე (წ-----------–---–-------) და დღეის მდგომარეობით მასაც ერიცხება დავალიანება 2 249 177 ლარის ოდენობით. ხსენებული ფაქტი მეტყველებს იმაზე რომ ოპერაცია იყო ფიქტიური, რადგანაც წილის უსასყიდლოდ გადაცემის დროს საწარმოს გააჩნდა აქტივები. შპს “T-----”-ს (ს/ნ 4--------) მიერ შემოწმების პერიოდში დირექტორის ცვლილება და კუთვნილი წილის უსასყიდლოდ დათმობა მაშინ როდესაც საწარმოს გააჩნდა ქონება, მიზნად ისახავდა გადახდევინების ღონისძიებების თავიდან არიდებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შპს „T-----” (ს/ნ 4--------), შპს „ლ--ა“ (ს/ნ 4--------), ა-–-------------–-–---–- (პ/ნ 0----------), მ--------------–---–- (პ/ნ 0----------), მ----------------- (პ/ნ 0----------) და ა-–--------------------- (პ/ნ 0----------) წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1.მოპასუხე მ-----------------მ პირადად და როგორც, მოპასუხე შპს ”T-----”-ს წარმომადგენელმა წინამდებარე საქმის განხილვისას სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მოპასუხე ა-–---------------------მ პირადადა და როგორც, მოპასუხე - შპს „ლ--ა“-ს წარმომადგენელმა, წინამდებარე საქმის განხილვისას სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.3. მოპასუხე ა-–-------------–-–---–მა და მისმა წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არ სცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.4. მოპასუხე მ--------------–---–-- და მისმა წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას სარჩელი არ სცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 01/05/2015) თანახმად, შპს ,,T-----"-ს (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 18/02/2013 წელი, 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორია მ----------------- (პ/ნ 0----------). ვალდებულება, გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, მოძრავ ნივთებსა და არამატერილაურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება - რეგისტრირებული არ არის. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება - რეგისტრირებულია 24/03/2015 წელს. საგანი: მთელი ქონება. საფუძველი: შეტყობინება, N-------, 24/03/2015წ. მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებულია : 22./07/2011 წ და 21/01/2015წ.
3.1.2. შპს ”T-----”-ს (4--------) 2015 წლის 30 აპრილის კრების ოქმის თანახმად, დეირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ა-–-------------–-–---–-, მის ნაცვლად დაინიშნა მ-----------------. ა-–-------------–-–---–-ს კუთვნილი 100% წილი გადაეცა მ-----------------ს და შეიცვალა იურიდიული და ელექტრონული ფოსტის მისმამართი.
3.2.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 18/03/2014) თანახმად, შპს ,,ლ--ა"-ს (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 18/03/2014 წელი, 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორია მ--------------–---–- (პ/ნ 0----------). ვალდებულება, გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, მოძრავ ნივთებსა და არამატერილაურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.
3.2.2. შპს ,,ლ--ა"-ს (4--------) 2015 წლის 15 აპრილის კრების ოქმის თანახმად, განთავისუფლდა მ--------------–---–- დირექტორის თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ა-–-------------–-–---–-. მ--------------–---–-ს კუთვნილი 100% წილი გადაეცა ა-–-------------–-–---–ს.
3.3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 10/01/2014) თანახმად, შპს ,,ტ----------"-ს (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 20/12/2012 წელი, 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორია ა-–--------------------- (პ/ნ 0----------). ვალდებულება, გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, მოძრავ ნივთებსა და არამატერილაურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, - რეგისტრირებული არ არის .მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებულია: 12/01/2011წ. 29/03/2013 წელი.
3.4. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 08/09/2015წ) თანახმად, შპს ,,ჯ-----------"-ს (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 08/09/2015 წელი, 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორია ა-–-------------–-–---–- (პ/ნ 0----------). ვალდებულება, გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, მოძრავ ნივთებსა და არამატერილაურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.
3.5. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (მომზადების თარიღი 11/05/2017წ) თანახმად, შპს ,,---------------------ს" (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია11/05/2017წ, სადაც ა-–-------------–-–---–- არის 11,43% წილის მესაკუთრე. საწარმოს მიმართ, ვალდებულება, გირავნობა, ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, მოძრავ ნივთებსა და არამატერილაურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება, მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი და კრების ოქმი (იხ. ს.ფ. 18-24);
- ამონაწერი და კრების ოქმი (იხ. ს.ფ. 32-34);
- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 35-36);
- ამონაწერი (იხ. ს.ფ. 37-38);
- ამონაწერი (იხ.ს.ფ. 39-40).
3.6. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შპს „T-----”-ს (4--------) შედარების აქტის თანახმად, 01-01-2017-დან 29-09-2017 მდე პერიოდში შპს „T-----”-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1 530 782, 02 ლარის ოდენობით, ძირითადი: 683002.86 ლარი, ჯარიმა: 473187.96 ლარი და საურავი: 419591.27 ლარი.
3.7. შემოსავლების სამსახურის 02.06.2015 წლის N-------- ბრძანების - ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ _ თანახმად, ყადაღა დაედო შპს „T-----”-(ს/ნ 4--------) ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს), რაც ჩაბარდა დირექტორს 15.08.2017 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შედარების აქტი (იხ. ს.ფ. 17);
- 02.06.2015 წლის ბრძანება N-------- (იხ. ს.ფ. 21).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე,საქართველოს კონსტიტუციის 94.1. მუხლით, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
ამ კოდექსის 25.1. მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლით, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
ამ კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
ამ კოდექსის 6.1. მუხლით, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
ამ კოდექსის 20.1. მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 8.24. მუხლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
6.4. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 3.6. მუხლით, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 2.1. მუხლის თანახმად, მეწარმე სუბიექტები არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არის იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმო (კომპანია).
ამ კანონის 44-ე მუხლით დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.
6.5. საქმის მასალების მიხედვით, სასამართლოს დადსტურებულად მიაჩნია, რომ :
- შპს ,,T-----"-ს (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 18/02/2013 წელი, 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორია მ----------------- (პ/ნ 0----------). საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება - რეგისტრირებულია 24/03/2015 წელს. საგანი: მთელი ქონება. საფუძველი: შეტყობინება, N-------, 24/03/2015წ. მოვალეთა რეესტრი - რეგისტრირებულია : 22./07/2011 წ და 21/01/2015წ.
- შპს ”T-----”-ს (4--------) 2015 წლის 30 აპრილის კრების ოქმის თანახმად, დეირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ა-–-------------–-–---–-, მის ნაცვლად დაინიშნა მ-----------------. ა-–-------------–-–---–-ს კუთვნილი 100% წილი გადაეცა მ-----------------ს და შეიცვალა იურიდიული და ელექტრონული ფოსტის მისმამართი.
- შპს ,,ლ--ა"-ს (4--------) სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 18/03/2014 წელი, 100% წილის მფლობელი, პარტნიორი და დირექტორია მ--------------–---–- (პ/ნ 0----------). - შპს ,,ლ--ა"-ს (4--------) 2015 წლის 15 აპრილის კრების ოქმის თანახმად, განთავისუფლდა მ--------------–---–- დირექტორის თანამდებობიდან და მის ნაცვლად დაინიშნა ა-–-------------–-–---–-. მ--------------–---–-ს კუთვნილი 100% წილი გადაეცა ა-–-------------–-–---–ს.
- შპს „T-----”-ს შედარების აქტის მიხედვით, 29-09-2017 წლის მდგომარეობით, შპს „T-----”-ს ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1 530 782, 02 ლარი. ძირითადი: 683002.86 ლარი, ჯარიმა: 473187.96 ლარი და საურავი: 419591.27 ლარი.
- შემოსავლების სამსახურის 02.06.2015 წლის N-------- ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს „T-----”-(ს/ნ 4--------) ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს), რაც ჩაბარდა დირექტორს 15.08.2017 წელს.
6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლოს მოსაზრებით, არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ადგენს ორ ძირითად პირობას, რომელიც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, რათა დადგინდეს სხვადასხვა პირთა ცრუმაგიერობა. ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეუძლებელი უნდა იყოს ამ პირთა განსხვავება ერთმანეთისგან. სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული ჩანაწერი არ მოიაზრებს პირთა ფიზიოლოგიურ თუ საიდენტიფიკაციო მონაცემთა შორის განსხვავებას (ასეთ შემთხვევაში სადავო გარემოებაც არ იარსებებდა), არამედ, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პიროებებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა.
6.7. ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1. მუხლით, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს. დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს; ე) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს; ვ) პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; თ) პირები ნათესავები არიან; ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები, ხოლო მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
სასამართლოს მოსაზრებით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მქონე პირებს შორის არსებული სამეწარმეო და ეკონომიკური ურთიერთობები იმავდროულად, არ ქმნის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ამ პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის, რამდენადაც ცრუმაგიერ პირებად აღიარება გავლენას ახდენს ამ პირების მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე (მათი დაბეგვრა მოხდება საერთო ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით და არა იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგენილია მოქმედი კანონმდებლობით). ამასთანავე ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა იმ სხვა პირისაგან, რომელსაც იგი იყენებს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ხოლო ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, ისე რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება, უნდა დასტურდებოდეს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ რომ გადასახადის გადამხდელი შპს ,,T-----"-ს (4--------) გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ისეთ კავშირში შევიდა მოპასუხედ დასახელებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.
ამრიგად, სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
6.8. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.
6.9. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მოპასუხედ დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირების ერთიმეორისაგან განსხვავება, ამასთან, მოპასუხეებად დასახელებული იურიდიული და ფიზიკური პირები, გადასახადის გადამხდელის შპს „T-----”-ს (ს/ნ 4--------) , მიერ გამოყენებულ იქნა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - შპს „T------ს" , შპს „ლ--ა-ს", ა-–-------------–-–---–-ს, მ--------------–---–-ს, მ-----------------ს და ა-–---------------------ს ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის 5.1.,,ლ" მუხლის საფუძველზე მოსარჩელე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 25-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 1991; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი, მოპასუხეების - შპს ,,T------ს“ (ს/ნ 4--------), შპს ,,ლ--ა-ს“ (ს/ნ 4--------), ა-–-------------–-–---–-ს (პ/ნ 0----------), მ--------------–---–-ს (პ/ნ 0----------), მ-----------------ს (პ/ნ 0----------) და ა-–---------------------ს (პ/ნ 0----------) ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებააარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი