გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5024-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელეები: ლ-----------------–---–ი, ნ----------------ე, ა-–----------------–---–ი, ს-----------–-----ი
წარმომადგენელი - მ-------------ე
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნები
1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ლ-----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 1------ ლარის (ხელზე ასაღები 8----- ლარი) ანაზღაურება;
1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ნ----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 1------ ლარის (ხელზე ასაღები 8----- ლარი) ანაზღაურება;
1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ა-–----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 1------ ლარი (ხელზე ასაღები 8----- ლარი) ანაზღაურება;
1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე ს-----------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 1------ ლარის (ხელზე ასაღები 9----- ლარი) ანაზღაურება;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2017 წლის 20 აპრილს ლ-----------------–---–მა N-------- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ 1-------- წლებში მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურში (----–-----------------------–---------–----–------–--------–-------------–--- შესაბამისად, მოითხოვა მასზე რიცხული სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაციის გაცემა.
შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 ივნისის №----------- წერილის თანახმად, ლ-----------------–---–ის მიმართ დარიცხული 1------------- წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 1------ ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 8----- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ-----------------–---–ის 2017 წლის 20 აპრილის N-------- განცხადება (იხ.ს.ფ. 98);
- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 5 ივნისის №----------- წერილი (იხ.ს.ფ. 99).
3.2. 2018 წლის 26 იანვარს ა-–----------------–---–მა N-------- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ 1-------- წლებში მუშაობდა ს---–-------------------- სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ც--------–------------------------------–---------–----–-- შესაბამისად, მოითხოვა მასზე რიცხული სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ ცნობის გაცემა.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 მარტის №----------- წერილის თანახმად, ა-–----------------–---–ის მიმართ დარიცხული 1-------- წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 1------ ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 8----- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა-–----------------–---–ის 2018 წლის 26 იანვრის N-------- განცხადება (იხ.ს.ფ. 100);
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 მარტის №----------- წერილი (იხ.ს.ფ. 101).
3.3. 2018 წლის 26 იანვარს ს-----------–-----მა N-------- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ 1-------- წლებში მუშაობდა ს---–-------------------- სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ც--------–------------------------------–---------–----–-- შესაბამისად, მოითხოვა მასზე რიცხული სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ ცნობის გაცემა.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №----------- წერილის თანახმად, ს-----------–-----ის მიმართ დარიცხული 1-------- წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 1------ ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 9----- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ს-----------–-----ის 2018 წლის 26 იანვრის N-------- განცხადება (იხ.ს.ფ. 102);
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №----------- წერილი (იხ.ს.ფ. 103).
3.4. 2018 წლის 26 იანვარს ნ----------------ემ N-------- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ 1-------- წლებში მუშაობდა ს---–-------------------- სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ც--------–------------------------------–---------–----–-- შესაბამისად, მოითხოვა მასზე რიცხული სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ ცნობის გაცემა.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 მარტის №2---------- წერილის თანახმად, ნ----------------ის მიმართ დარიცხული 1-------- წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 1------ ლარს, ხოლო ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 8----- ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ----------------ის 2018 წლის 26 იანვრის N-------- განცხადება (იხ.ს.ფ. 104);
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 მარტის №2---------- წერილი (იხ.ს.ფ. 105).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-----------------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ----------------ეს, ა-–----------------–---–ს და ს-----------–-----ს უარი უნდა ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 8 იანვრის N2 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება და საქართველოს საბაჟო სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ’’ დებულება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში, ლ-----------------–---–ის, ნ----------------ის, ა-–----------------–---–ის და ს-----------–-----ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და მოითხოვენ მოპასუხეს დაევალოს მათ სასარგებლოდ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ისინი წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული, დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.
6.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 20 აპრილს ლ-----------------–---–მა N-------- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ 1-------- წლებში მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურში (----–-----------------------–---------–----–------–--------–-------------–--- შესაბამისად, მოითხოვა მასზე რიცხული სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება.
ამდენად, ლ-----------------–---–მა 1------------- წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მისი უფლების რეალიზაცია მოახდინა 2017 წლის 20 აპრილის განცხადებით, შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.
მითითებული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, მუშაკის შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის გაცემის ვალდებულება სსიპ შემოსავლების სამსახურს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს სამართლებრივი ნორმა მოსარჩელე - ლ-----------------–---–ს, როგორც მოთხოვნის უფლების მქონე პირს, ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო – ხელფასი.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. ამავე ნორმის დანაწესით, იგი არ შეიცავს საჯარო მოსამსახურისათვის განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლი წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას ლ-----------------–---–ის ნაწილში სახელფასო დავალიანებაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებულია კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფომ ცალსახად განსაზღვრა საჯარო მოსამსახურეთა უფლება მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.
ადმინისტრაციული ორგანოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედების განუხორციელებლობა (მოსარჩელე ლ-----------------–---–ის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების აუნაზღაურებლობა) პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს ლ-----------------–---–ის კანონიერ უფლებასა და ინტერესს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება, ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ლ-----------------–---–ის სასარგებლოდ ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების - 8----- ლარის ანაზღაურება.
6.4. მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხოლო, მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.
ამდენად, აღნიშნული მუხლი ასევე მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელო, ხელფასი.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 26 იანვარს ა-–----------------–---–მა N-------- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ 1-------- წლებში მუშაობდა ს---–-------------------- სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ც--------–------------------------------–---------–----–-- შესაბამისად, მოითხოვა მასზე რიცხული სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ ცნობის გაცემა. 2018 წლის 26 იანვარს ს-----------–-----მა N-------- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ 1-------- წლებში მუშაობდა ს---–-------------------- სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ც--------–------------------------------–---------–----–-- შესაბამისად, მოითხოვა მასზე რიცხული სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ ცნობის გაცემა. 2018 წლის 26 იანვარს ნ----------------ემ N-------- განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და განმარტა, რომ 1-------- წლებში მუშაობდა ს---–-------------------- სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ც--------–------------------------------–---------–----–-- შესაბამისად, მოითხოვა მასზე რიცხული სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ ცნობის გაცემა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები - ა-–----------------–---–ი, ს-----------–-----ი და ნ----------------ე მოითხოვენ 1-------- წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელეების - ა-–----------------–---–ის, ს-----------–-----ის და ნ----------------ის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.
ამასთან, რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 მარტის N----------- და N2---------- წერილებს და 2018 წლის 19 მარტის N----------- წერილს, სასამართლო აღნიშნავს, რომ წერილების შინაარსი არ განიმარტება ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელეთა - ა-–----------------–---–ის, ს-----------–-----ის და ნ----------------ის სასარგებლოდ იმოქმედებდა ხანდაზმულობის ვადებზე; აღნიშნული წერილი მხოლოდამხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და არ იკითხება ვალის აღიარებად და მისი გადახდის დაპირებად შესაბამისი თანხების არსებობისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–----------------–---–ის, ს-----------–-----ის და ნ----------------ის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების გაცემის შესახებ ხანდაზმულია, შესაბამისად მოსარჩელეებს უარი უნდა ეთქვათ მის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; სსიპ შემოსავლების სამსახურს ლ-----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების - 8----- ლარის ანაზღაურება;
3. ა-–----------------–---–ის, ს-----------–-----ის და ნ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე