გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
330210018002653349
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28315-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე - ს-------------------------–--------------------------

წარმომადგენელი - ა-------------------

მოპასუხე - გ--------------–--

წარმომადგენელი - ლ----–-------

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გ--------------–--ს მოსარჩელე ს-------------------------–---------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 4911.7 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მიუთითა შემდეგი: 2018 წლის 11 აგვისტოს ქ. თბილისში, ა----–-----–------------, ,,მ-----------“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (სახელმწიფო ნომ. B-----) მოძრაობისას, მოპასუხე გ--------------–--მ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და მოახდინა შეჯახება დაზღვევის ს-------–-------------------------–- დაზღვეულ, დ-------------–---–-- კუთვნილ ,----------------არკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე (სახელმწიფო ნომ. U------).

 

ი------ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ნაწილობრივ აუნაზღაურა დამზღვევს 4549.78 ლარის ოდენობით ზიანი, ხოლო ზიანის ანაზღაურების დანარჩენი 361.9 ლარის ოდენობით ნაწილი ჩაუთვალა დამზღვევს, ამ უკანასკნელის მიერ ი-----------ს გადასახდელ სადაზღვევო პრემიაში, რის შემდეგ წარმოეშვა აღნიშნული თანხების ჯამის 4911.7 ლარის მოთხოვნის უფლება ზიანზე პასუხისმგებელი პირისაგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ საღცელზე წარმოადგინა არაკვალიფიციური შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მარტივი შედავების ფარგლებში მოითხოვა მოსარჩელე ს-------------------------–---------------------------ს სარჩელის არ დაკმაყოფილება.

 

მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები თუ რა დაზიანება მიადგა ავტომანქანას. ამასთან, ავტოექსპერტიზა ჩატარდა 11 (თერთმეტი) დღის შემდეგ და გაურკვეველია ამ პერიოდში სად იმყოფებოდა ავტომანქანა.

 

მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ ზიანის ოდენობა არაგონივრულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 11 აგვისტოს ქ. თბილისში, ა----–-----–------------ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხე გ--------------–--ს საკუთრებაში რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება ,---------------–-- (სახელმწიფო ნომრით B-----), რომელსაც მართავდა მოპასუხე, შეეჯახა დ-------------–---–-- საკუთრებაში რიცხულ ,----------------არკის (სახელმწიფო ნომრით U------) ავტომანქანას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 16);

- ახსნა-განმარტებების ასლები (ს.ფ. 17-21);

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ 22).

 

3.1.2. დ-------------–---–-- საკუთრებაში რიცხულ ,----------------არკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით U------) დაზღვეული იყო სს ,,დაზღვევის ს-------–-------------------------–-”.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სადაზღვევო პოლისი N M---------- (ს.ფ. 23);

- ავტოტრანსპორტის დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 24-30).

 

3.1.3. 2018 წლის 11 აგვისტოს ქ. თბილისში, ა----–-----–------------ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამართალდამრღვევ პირად ცნობილ იქნა მოპასუხე გ--------------–--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- ამონაწერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების რეესტრიდან (ს.ფ. 14);

- ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ასლი (ს.ფ. 15);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ. 16);

- ახსნა-განმარტებების ასლები (ს.ფ. 17-21).

 

3.1.4. შ-------------------------- დეფექტური აქტის თანახმად, დაზიანებული ავტომანქანა ,,ტ------------------“ (სახელმწიფო ნომ. U------) თავისუფალი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 1600 აშშ დოლარს, ხოლო დაზიანებამდე შეადგენდა 3500 აშშ დოლარს.

 

დეფექტურ აქტში მითითებული დეტალების მდგომარეობიდან გამომდინარე და დაზიანებების გათვალისწინებით ავტომანქანის აღდგენა ტექნიკური, ფინანსური და პრაქტიკული თვალსაზრისით არ იქნა რეკომენდირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- შ--------------------------ს 2018 წლის 22 აგვისტოს დეფექტური აქტი (ს.ფ. 31).

 

3.1.5. ს-------------------------–---------------------------ს მიერ დ-------------–---–--ათვის ანაზღაურებულ იქნა დაზღვეული ავტომობილისათვის მიყენებული ზიანი 4549.78 ლარის ოდენობით, ხოლო ასანაზღაურებელი თანხის ნაწილი 361.9 ლარის ოდენობით, მოსარჩელემ ჩაუთვალა დამზღვევს სადაზღვევო კომპანიისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი N0001447/18 (ს.ფ. 32);

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 33).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. 3.2.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო პროცესზე დაფიქსირებული პოზიცია ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის არაგონივრულობისა და ავტოსაგზაო შემთხვევიდან ავტოექსპერტიზის ჩატარებამდე პერიოდში, დაზღვეული ავტომანქანისათვის შესაძლო სხვა დაზიანებების მიყენების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. თუმცა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია არა მხოლოდ მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, არამედ, სსსკ-ის 201-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. განსახილველ შემთხვევაში გ--------------–--ს მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) სადაზღვევო კომპანიის სარჩელზე არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები): „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. ამრიგად, მოსარჩელის მიერ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები და მის დასტურად წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, მოპასუხის მიერ განხორციელებული არაკვალიფიციური შედავების პირობებში, სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ სწორედ მოპასუხის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4911.7 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ--------------------------ს 2018 წლის 22 აგვისტოს დეფექტური აქტი (ს.ფ. 31).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი სასამართლო სხდომის ოქმები).

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------------------------–---------------------------ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 832-ე და 992-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს ქ. თბილისში, ა----–-----–------------ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპასუხე გ--------------–--ს საკუთრებაში რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება ,---------------–-- (სახელმწიფო ნომრით B-----), რომელსაც მართავდა მოპასუხე, შეეჯახა დ-------------–---–-- საკუთრებაში რიცხულ ,----------------არკის (სახელმწიფო ნომრით U------) ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამართალდამრღვევ მძღოლად მიჩნეულ იქნა მოპასუხე გ--------------–--.

 

სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, კი თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორ შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

სასამართლო მიუთიტებს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ.

 

სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). მოთხოვნა კი ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ დ-------------–---–-- საკუთრებაში რიცხული დაზიანებული ,------------- მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით U------ დაზღვეული იყო სს ,,დაზღვევის ს-------–-------------------------–-“. ასევე დადგენილია, რომ გ--------------–--ს ბრალეული ქმედებით დ-------------–---–--ათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული იქნა ს-------------------------–---------------------------ს მიერ. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიის მიერ დამზღვევისათვის ანაზღაურებულ იქნა ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი, რამაც ავტომანქანის ნარჩენი ღირებულების (1600აშშ დოლარი) და გადასახდელი სადაზღვევო პრემიის (140.01აშშ დოლარი) 361.9 ლარი) გაქვითვის შედეგად შეადგინა 1760.00აშშ დოლარი _ 4549.78 ლარი ეროვნულ ვალუტაში (კურსით 2.5851);

 

შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამართალურთიერთობაში შეცვალოს ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დაზარალებული _ დამზღვევი და დელიქტორისაგან მოითხოვოს ზიანის ასანაზღაურებლად გაწეული ხარჯის, 4911.7 (4549.78 + 361.9) ლარის ანაზღაურება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 74 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ--------------–--ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება.

 

7.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობის გაცემის საფასური - 21 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს-------------------------–---------------------------ს სარჩელი, გ--------------–--ს მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გ--------------–--ს მოსარჩელე ს-------------------------–---------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 4911.7 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე გ--------------–--ს მოსარჩელე ს-------------------------–---------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 74 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხე გ--------------–--ს მოსარჩელე ს-------------------------–---------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობის გაცემის საფასურის - 21 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი