განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100115001089778
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თ---–---

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დ----- მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - მიხეილ ქირია

 

დაცვის მხარე

დამცველი - გ------- ტ--------–---–-

 

ბრალდებული - ი-----–- პ-----ს ძე ჩ-----, დაბადებული - 1--- წლის 2------ს, პირადი №0----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------–--------------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტები (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ი-----–- ჩ-----მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2015 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ი---------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ი-----–- ჩ----- ფარულად დაეუფლა ამავე მისამართზე მდგომ - ლ---- ა----–---–-ს მფლობელობაში არსებულ „V---------“-ის მარკის, „P-----“-ის მოდელის (სახ. N T------) ავტომანქანი 30 (ოცდაათი) ლარად ღირებულ უკანა მარცხენა ხედვის სარკეს; ი----- ბ-–-–---–ის საკუთრებაში არსებულ „M------------“-ის მარკის, „S” მოდელის (სახ. NA--------) ავტომანქანის 50 (ორმოცდაათი) ლარად ღირებულ უკან მარჯვენა ხედვის სარკეს და გ------- გ--------ის მფლობელობაში არსებულ „M---------“-ის მარკის, „P----- I-“-ს მოდელის (სახ. N-------) ავტომანქანის 30 (ოცდაათი) ლარად ღირებულ უკანა მარცხენა ხედვის სარკეს. ი-----–- ჩ----- 2015 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, ასევე ფარულად დაეუფლა თბილისში, პ------–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომ ჯ------ ე------ის საკუთრებაში არსებულ „O--- Z-----“-ს მარკის (სახ. R------) ავტომანქანის 30 (ოცდაათი) ლარად ღირებულ უკანა მარჯვენა ხედვის სარკეს და ვ-–-------- ც---–---ის საკუთრებაში არსებულ „M------------“-ის „C“ მოდელის (სახ. N-------) ავტომანქანის 50 (ორმოცდაათი) ლარად ღირებულ უკანა მარჯვენა ხედვის სარკეს, რამაც ჯამში გამოიწვია 190 (ას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ზემოთაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება შემთხვევის ადგილზე შენიშნულ იქნა შსს ვ---------------–ოს სა----------–-----------------–---- თანამშრომლების: ვ----– ბ----–--ისა და ზ----- ლ-------–---–ის მიერ, ხოლო ი-----–- ჩ----- ჩატარებული პირადი ჩხრეკის შემდგომ, დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენის ადგილზე.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ქურდობას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

დაზარალებულ ჯ------ ე------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წელს შეიძინა „O---“-ის მარკის მანქანა, სახ. NR------. მის კუთვნილ ავტომანქანას აჩერებს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. ანალოგიურად გააჩერა 2015 წლის 25 ივლისს, ხოლო 26 ივლისს აღმოაჩინა, რომ მარჯვენა უკანა ხედვის სარკე იყო მოპარული. ასევე, მოპარული იყო მისი მეზობლის ვ-–-------- ც---–---ის კუთვნილი „მ-------------–-ს“ ავტომანქანის სარკე, რომელიც გაჩერებული იყო მისი ავტომანქანის გვერდით. აღნიშნულის შემდგომ დაუკავშირდა 112-ს და აცნობა ქურდობის შესახებ. მისივე განმარტებით, მისი ავტომანქანის სარკის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 70 ლარს.

დაზარალებულ ი----- ბ-–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის ივლისის თვეში დაუკავშირდა მეზობელი, რომელმაც უთხრა, რომ მოპარული იყო მანქანის სარკეები და სთხოვა შეემოწმებინა მისი ავტომანქანის სარკეც ხომ არ იყო მოპარული. შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ მისი კუთვნილი „მ---------------–-------“-ის, სახ. NA--------, მანქანის უკანა ხედვის მარჯვენა სარკე იყო მოპარული, რომელსაც აქვს სპეციალური ჩასასმელი და დაზიანების გარეშე იყო მოხსნილი. ადგილზე დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ჩამოართვეს ჩვენება. გამომძიებლის მიერ ექსპერტების და დაზღვევის თანამშრომლის მონაწილოებით დათვალიერებული იქნა მანქანა, საიდანაც აღებული იქნა ნიმუშები. მისივე განმარტებით, ბრალდებულის ქმედებით მიადგა დაახლოებით 300 ლარის ოდენობის ზიანი და პირმა თუ არ იცის როგორ იხსნება ავტომანქანის უკანა ხედვის სარკე, სამაგრების დაზიანების გარეშე მას ვერ ამოიღებს.

დაზარალებულ გ------- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ოჯახის საკუთრებაშია „მ-–----–-----------ს“ მარკის მანქანა სახ. N-------, რომელსაც აჩერებდა საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. 2015 წლის 25 ივლისს მანქანა გააჩერა კორპუსთან, ხოლო მეორე დღეს აღმოაჩინა, რომ მოპარული იყო მარცხენა მხარის უკანა ხედვის სარკე, რომელიც იყო მომტვრეული და ნამსხვრევები ძირს ეყარა. მისივე განმარტებით, ბრალდებულის ქმედებით მიადგა 40 ლარის ოდენობის ზიანი.

დაზარალებულ ლ---- ა----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, დ--------------, ი----- პ------–-- ქ-------------------ში. საკუთრებაში ჰყავს მანქანა „ფ---––--------------“ ტრანზიტული ნომრით NT------. 2015 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მივიდა სახლში, რა დროსაც მანქანა გააჩერა საცხოვრებელ კორპუსთან. მეორე დილით მასთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შეატყობინეს, რომ მოპარული იყო მისი მანქანის უკანა ხედვის სარკე. მისივე ჩვენებით, ბრალდებულის ქმედებით მიადგა 50 ლარის ოდენობის ზიანი.

დაზარალებულ ვ-–-------- ც---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ საკუთრებაში ჰყავდა შავი ფერის „მ------------“ კლასის სახ. N------- მანქანა. 2015 წლის 25 ივლისს გვიან მივიდა სახლში და მისი კუთვნილი მანქანა გააჩერა საცხოვრებელ კორპუსთან ავტოსადგომზე. მეორე დღეს, როდესაც ჩამოვიდა ეზოში დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ მოპარული იყო მისი კუთვნილი მანქანის მარჯვენა უკანა ხედვის სარკე და დაკავებული ჰყავდათ დანაშაულის ჩამდენი პირი. მიუახლოვდა მანქანას და დაინახა, რომ მისი კუთვნილი მანქანის მარჯვენა უკანა ხედვის სარკე აღარ იყო, ხოლო მინა იყო გატეხილი, რომლის ნამსხვრევები ეყარა ძირს. მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რის შემდგომ გამომძიებლის მიერ დაიკითხა მოწმის სახით. მისივე განმარტებით, ბრალდებულის ქმედებით მიადგა დაახლოებით 10-15 ლარის ოდენობით ზიანი.

მოწმეთა: ვ----– ბ----–--ის და ზ----- ლ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდნენ ვ---------------–ოს სამმართველოს მ--- განყოფილებაში უბ----------------------------–-- თანამდებობაზე. ასრულებდნენ სამსახურეობრივ მოვალეობას თბილისში, დ---- დ------ში, პ------–-- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ღამის საათებში გაიგონეს გატეხვის მაგვარი ხმა და დაინახეს პიროვნება, რომელიც ვერცხლისფერი ფერის „ფ---––----- პ------ს“ ფირმის მანქანას ძალის გამოყენებით ხსნიდა უკანა ხედვის სარკეს. მიუახლოვდნენ აღნიშნულ პირს, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ზ----- ლ-------–---–ის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, რის საფუძველზეც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ი-----–- ჩ----ის ხელში არსებული პოლიეთილენის პარკიდან ამოღებული იქნა 5 ცალი მანქანის უკანა ხედვის სარკე, რის შემდგომ დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. ზ----- ლ-------–---–ის მიერ შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები და ი-----–- ჩ----- გადაიყვანილი იქნა ვ---------------–ოს სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში.

მოწმე ნ-------- მ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა თ---–---ს ვ---------------–ოს სამმართველოს მ--- განყოფილებაში უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ 2015 წლის 26 ივლისს ე------------------–-------- მონაწილეობით და მანქანის მეპატრონის თანდასწრებით დათვალიერებული იქნა ქ. თ---–---, ი----- პ------–-- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე სადარბაზოსთან გაჩერებული „მ-–----–----------------“ მარკის მანქანა. ე------------------–-------- მიერ დამუშავდა მანქანის უკანა ხედვის სარკის ჩარჩო, კარები და ე.წ. ,,კრილო“, საიდანაც ამოიღეს ნიმუშები ორ დაქტილოფირზე.

მოწმე ს------ ე-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობდა ქ. თ---–---, პ------–-- ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოწმე დ----- ტ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ ექსპერტების მონაწილოებით 2015 წლის 26 ივლისს დათვალიერებული იქნა დაზარალებულ ი----- ბ-–-–---–ის კუთვნილი „მ---------ის“ მარკის მანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ მანქანიდან მოპარული იყო მარჯვენა მხარის უკანა ხედვის სარკე.

2015 წლის 26 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ი-----–- ჩ-----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშც მოთავსებული იყო: 1. გაბზარული ოვალური ფორმის სარკე წყვეტილი ხაზით, სარკის კუთხეში მეორე მხარეს აქვს დაწერილი ციფრები 4----------, მის ქვეშ აქვს ლათინური წარწერები ,,>ABSABSPCPP<’’. 5. ოვალური ფორმის მთლიანი დაუზიანებელი სარკე უკანა მხარეს წარწერით ,,R--------------------------’’ და მწარმოებელი ფირმის ფ---––-----ის ლოგო. ასევე, ი-----–- ჩ----ის ჯინსის მოკლე შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, წითელი ფერის „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და შავი ფერის პლასტიკური ბარათი წარწერით ,,ფ----------’’.

2015 წლის 26 ივლისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ავტომანქანა „ფ---––----- პ------“ ვერცხლისფერი ტრანზიტული ნომრით „T------“, რომელიც გაჩერებულია ქ. თ---–---, დ--------------, ი. პ------–-- ქუჩაზე კორპუსი N-- მიმდებარედ, ქუჩის მხრიდან ცხვირით მიმართულია კორპუსის ეზოსაკენ. დათვალიერებული იქნა ავტომანქანის გარეთა მხარე და შიდა სალონი. ავტომანქანას არ აქვს მარცხენა გვერდითი უკანა ხედვის სარკე, რომელიც თავისი ბუდიდან არის ამოღებული. მეპატრონის ლ---- ა----–---–-ს მითითებით, ავტომანქანიდან მოპარულია მარცხენა უკანა ხედვის სარკე. ექსპერტების მიერ სპეციალური დაქტილოფხვნილით დამუშავებული იქნა ავტომანქანის ზედაპირი, შედეგად ამოღებული იქნა ხელის კვალი ერთი ცალი დაქტილოფირზე ავტომანქანის წინა მარცხენა გვერდითი ხედვის სარკის ჩარჩოს ზედაპირიდან. ავტომანქანის დათვალიერების და ხელის კვლების ამოღების ფაქტი დადასტურდა ექსპერტ თ---------- რ-----–---–ის ჩვენებით.

2015 წლის 26 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ---–---, დ--------------, ი. პ------–-- ქუჩა N-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე გაჩერებულია ორი ავტომობილი. ი. პ------–-- ქუჩის შესახვევის მხრიდან პირველი დგას მოშავო ფერის ,,მ---------ის’’ ფირმის ავტომობილი, სახ. ნომრით D------. ვ-–-------- ც---–---ის მითითებით, აღნიშნული ავტომობილიდან მოპარულია მარჯვენა უკანა ხედვის სარკე, სხვა რაიმე სახის დაზიანება აღნიშნულ ავტომობილს არ აღენიშნება. მ---------ის ფირმის ავტომობილის უკან დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე დგას ო---–-ს ფირმის ავტომობილი, სახ. ნომრით R------. ჯ------ ე------ის მითითებით, აღნიშნული ავტომობილიდან მოპარულია მარჯვენა უკანა ხედვის სარკე, სხვა რაიმე სახის დაზიანება ავტომობილს არ აღენიშნება. ორივე ავტომობილი ე------------------–-------- მიერ დამუშავებულ იქნა სპეციალური დაქტილოსკოპიური ფხვნილით. მ---------ის ფირმის ავტომობილიდან, სახ. ნომრით D------, კერძოდ, ავტომობილის წინა მარჯვენა კარის მცირე ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ხელის კვალი 1 ცალ დაქტილოფირზე. ე------------------–-------- მიერ მ---------ის ფირმის ავტომობილის მიმდებარედ მიწის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა 1 ცალი სარკე. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე დადასტურდა ექსპერტ ზ---- მ---ის ჩვენებით.

2015 წლის 26 ივლისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ი----- ბ-–-–---–ის კუთვნილი ,,მ-------------–-ს“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, სახ. ნომრით „A--------“, რომელიც გაჩერებულია ქ. თ---–---, დ--------------, ი. პ------–-- ქუჩა N---ის უკანა ეზოში მე-3 სადარბაზოსთან. ავტომანქანის უკანა ბამპერზე ამძვრალი აქვს საღებავი, უკანა მარცხენა კარზე და უკანა მარცხენა ფრთაზე აღენიშნება განაკაწრები. ავტომანქანას არ აქვს მარჯვენა უკანა ხედვის სარკე. სხვა რაიმე დაზიანებები გარეგნულად არ აღენიშნება. ექსპერტის მიერ დამუშავებული იქნა ავტომანქანა, მაგრამ რაიმე ხელის კვალი ამოღებული ვერ იქნა. აღნიშნული გარემოება დადასტურდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების: თ------ ს--------- და შ--–-------------- ჩვენებებით.

2015 წლის 26 ივლისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დასათვალიერებელი ავტომანქანა გაჩერებულია ქ. თ---–---, დ--------------, ი. პ------–-- ქუჩა N---ის I სადარბაზოსთან. ავტომანქანა არის რუხი ფერის ,,M--------- P----- I-“-ს ფირმის, სახ. ნომრით T------. აღნიშნული ავტომანქანის მარცხენა მხარეს უკანა ხედვის სარკის ჩარჩო დგას არაბუნებრივ მდგომარეობაში და აღენიშნება დაზიანება - სარკე არის მთლიანად გამოგდებული და იქვე ძირს ყრია სარკის მინის ნატეხები. ე------------------–-------- მიერ დაქტილოფხვნილით დამუშავებული იქნა ზემოთაღნიშნული ავტომანქანის დაზიანებული სარკის ჩარჩო, მარცხენა კარები და კარების მინა, საიდანაც ამოღებულ იქნა 2 ცალი დაქტილოფირი. ასევე ე------------------–-------- მიერ ამოღებულ იქნა მინის ნამსხვრევები. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექსპერტ გ------- ბ--------- ჩვენებით.

2015 წლის 9 სექტემბრის დაქტილოსკოპიური N------- ექსპერტიზის დადგინდა, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვალი N1 გადატანილი დაქტილოფირებზე ზომით: 51X52მმ - იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, რომელიც იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი 27.0--1--- წელს დაბადებული ი-----–- პ-----ს ძე ჩ----ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა რ--------- კ---–------–---–მა.

2015 წლის 21 აგვისტოს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის N1-------------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სარკეები წარმოადგენენ ავტომობილის უკანა ხედვის სარკეებს. წარდგენილი მინის ნამტვრევები წარსულში წარმოადგენდნენ ავტომანქანა „M---------”-ის მარკის „P----- I-“-ს მოდელის უკანა ხედვის სარკის შემადგენელ ნაწილს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებით საქმეზე დართული დაზიანებული (გაბზარული) სარკე წარსულში წარმოადგენდა ავტომანქანა „ფ---––-----ის“ მარკის ავტომობილის უკანა მარცხენა ხედვის სარკეს. კონკრეტულად რომელი მოდელის სარკეს წარმოადგენდა დადგენა შეუძლებელია მასზე არსებული მარკირებების სიმცირის გამო.

ავტომანქანების სარკის მინების საბაზრო ღირებულება 2015 წლის 26 ივლისის და დღეის მდგომარეობით შეადგენს:

ავტომანქანა „M------------ S 430“, სახ. N-------, უკანა მარჯვენა ხედვის სარკის მინა - 50,0 (ორმოცდაათი) ლარი, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები - 5,0 (ხუთი) ლარი; ავტომანქანა „M--------- P----- 1.8 I-“, სახ. N-------, უკანა მარჯვენა ხედვის სარკის მინა - 30,0 (ოცდაათი) ლარი, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები - 5,0 (ხუთი) ლარი; ავტომანქანა „O--- ZAFIRA”, სახ. NR------, კანა მარჯვენა ხედვის სარკის მინა - 30,0 (ოცდაათი) ლარი, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები - 5,0 (ხუთი) ლარი; ავტომანქანა „M------------ C 220 CDI“, სახ. N-------, უკანა მარჯვენა ხედვის სარკის მინა - 50,0 (ორმოცდაათი) ლარი, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები - 5,0 (ხუთი) ლარი; ავტომანქანა „V--------- P-----“, ტრანზიტული სანომრე ნიშნით NT------, უკანა მარცხენა ხედვის სარკის მინა - 30,0 (ოცდაათი) ლარი, აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები - 5,0 (ხუთი) ლარი.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: დ-------- გ-------–--ემ და თ----- მ---მა.

აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმარ წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება), ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოლვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ბრალდებულის მიერ არა ქურდობის, არამედ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტი, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. კერძოდ, დაზარალებულ ი----- ბ-–-–---–ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მანქანის უკანა ხედვის სარკე იყო მოხსნილი სამაგრებიდან და არა დაზიანებული - გატეხილი. ამასთან, ბრალდებულის 2015 წლის 26 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ი-----–- ჩ-----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ავტომანქანის უკანა ხედვის 5 ცალი სარკე, საიდანაც ორი სარკე იყო დაუზიანებელი, ხოლო მოწმეთა: ვ----– ბ----–--ის და ზ----- ლ-------–---–ის სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებებით დადასტურდა ის გარემოება, რომ მათ ბრალდებული უშუალოდ დანაშაულის ჩადენის - ქურდობის მომენტში დააკავეს. შესაბამისად, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულს ქურდობის განზრახვა არ ჰქონია და მშობელთან კონფლიქტისა და ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების გამო მხოლოდ სხვისი ნივთი დააზიანა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- ჩ-----მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ი-----–- ჩ----- თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოება და ი-----–- ჩ----ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა:

1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2. ქმედების ფარულად განხორცილება და 3. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ი-----–- ჩ----ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება დაზარალებულების: ჯ------ ე------ის, ი----- ბ-–-–---–ის, გ------- გ--------ის, ლ---- ა----–---–-ს და ვ-–-------- ც---–---ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანების უკანა ხედვის სარკეების ქურდობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაუფლებული ნივთების მიმართ. ამასთან, ი-----–- ჩ----- სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ი-----–- ჩ----ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-----–- ჩ----ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. კერძოდ, ჯ------ ე------ის, ი----- ბ-–-–---–ის, გ------- გ--------ის, ლ---- ა----–---–-ს და ვ-–-------- ც---–---ის კუთვნილი ავტომანქანების წინააღმდეგ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს, ვინაიდან ქურდობის შედეგად მათ მიადგათ 190 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელ----ტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ ი-----–- ჩ-----მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–- ჩ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ დაზარალებულებზე მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში, რომლის გამოსაცდელი ვადაც დღეის მდგომარეობით დასრულებულია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და მის ნასამართლობას, რომელიც ნასამართლევია თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ნოემბრის და 2014 წლის 01 მაისის განაჩენებით და აღნიშნული ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ი-----–- ჩ-----ს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.

საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, ი-----–- ჩ-----ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისიწინებული წესით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ი-----–- ჩ-----მ დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, თუმცა მას გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში საპრობაციო ვადის შეჩერების პროცედურა არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და არც ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით (საქართველოს სსსკ-ის 282-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება მხოლოდ ძებნის პროცესში, თუ სასამართლომ მიიღო მსჯავრდებულის ძებნის გადაწყვეტილება), ხოლო ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მ--- პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას. შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის გასვლის შედეგად სააღსრულებო წარმოების დასრულება ნიშნავს სასჯელის აღსრულებას. ამდენად, საპრობაციო ვადის შეჩერების ინსტიტუტს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თუ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოტანილა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (როდესაც იგი არ შეჩერებულა), მხოლოდ დანაშაული ითვლება გამოსაცდელ ვადაში ჩადენილად, თუმცა სასჯელის განსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით ვერ მოხდება, ვინაიდან ბოლო განაჩენის დადგენის დროს წინა განაჩენით დაკისრებული პირობითი მსჯავრი აღსრულებულია და მისი გაუქმებისა და ბოლო განაჩენზე დამატების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების და ანალიზის შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში პრობაციის ბიუროში სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას და კანონმდებლის მიერ არ არის დაწესებული ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერების პროცედურა, საკითხი მოცემულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ და ვინაიდან, ი-----–- ჩ----ის მიმართ ბოლო განაჩენის მიღებისას, წინა განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა გასულია - ბოლო განაჩენის გამოტანის მომენტში უკვე აღარარსებულ პირობით მსჯავრს (დასრულებულია გამოსაცდელი ვადა) სასამართლო ვეღარ გააუქმებს და წინა განაჩენით უკვე აღსრულებულ სასჯელს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ვერ დაუმატებს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს მხოლოდ წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელის მოუხდელ - აღუსრულებელ ნაწილს).

ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

- ი-----–- ჩ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანის 05 ცალი სარკე, რომელიც ინახება შსს ვ---------------–ოს სა----------–-----------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

- სამი ავტომანქანის („ფ---––-----ის“, „პ-------------“ და „მ--------- S“ კლასის) დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია 03 დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების (მანქანები - „ო---–-“ და „მ--------- C----–---) ამსახველი ფოტოილუსტრაცია 01 დისკზე, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- დაქტილოფირები, ავტომანქანის დაზიანებული სარკე და სარკის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შსს ვ---------------–ოს სა----------–-----------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ი-----–- ჩ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, „ფ----------ს“ პლასტიკური ბარათი და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ვ---------------–ოს სა----------–-----------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ჩ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილს „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

2. ი-----–- ჩ-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან და მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 26 ივლისიდან 2015 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით.

3. ი-----–- ჩ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

4. ნივთმტკიცება:

- ი-----–- ჩ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანის 05 ცალი სარკე, რომელიც ინახება შსს ვ---------------–ოს სა----------–-----------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

- სამი ავტომანქანის („ფ---––-----ის“, „პ-------------“ და „მ--------- S“ კლასის) დათვალიერების ამსახველი ფოტოილუსტრაცია 03 დისკზე და შემთხვევის ადგილის დათვალიერების (მანქანები - „ო---–-“ და „მ--------- C----–---) ამსახველი ფოტოილუსტრაცია 01 დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- დაქტილოფირები, ავტომანქანის დაზიანებული სარკე და სარკის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შსს ვ---------------–ოს სა----------–-----------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ი-----–- ჩ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, „ფ----------ს“ პლასტიკური ბარათი და „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ვ---------------–ოს სა----------–-----------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დ----- მგელიაშვილი