გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/23450-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - თ---------–--------–---–ი, ზ-----------–--------–---–ი, ქ--------–---------–---–ი, ა-----–---------–---–ი, ვ----–---–---ე, რ----------------–---–ი
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ბ-----ი’’
წარმომადგენელი (დირექტორი) - ზ----------–---–ი
წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ბ-----ი’’-ს მოსარჩელეების თ---------–--------–---–ის, ზ-----------–--------–---–ის, ქ--------–---------–---–ის, ა-----–---------–---–ის, ვ----–---–---ის და რ----------------–---–ის სასარგებლოდ 20 160 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოპასუხე შპს ,,ბ-----ი’’ მრავალი წლის მანძილზე ახდენდა შრომითი კოლექტივის დანარჩენი წევრების მუდმივ შევიწროებას. 2005 წელს მოპასუხემ მიმართა სასამართლოს მოსარჩელეების გამოსახლების შესახებ მოთხოვნით. გამოსახლების საფრთხის თავიდან აცილების გამო, 2008 წლის 16 დეკემბერს სასამართლოში მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმადაც შპს ,,ბ-----ი’’-ს საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა 5--ში 119 კვ.მ ფართის გამოყენების სანაცვლოდ, შრომითი კოლექტივის წევრები მოპასუხეს ყოველთვიურად გადაუხდიდნენ 1 600 აშშ დოლარს და სანაცვლოდ ამ ფართში გააგრძელებდნენ საქმიანობას - ტანსაცმლის ინდერკვას. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინება კანონირ ძალაში შევიდა 2009 წლის 24 თებერვალს.
შრომითი კოლექტივის წევრების მიერ 21 თვის მანძილზე, კერძოდ, 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის სექტემბრის ჩათვლით, მუდმივად ხდებოდა მოპასუხისთვის შეთანხმებული ქირის გადახდა. მოსარჩელეთა მიერ საიჯარო ქირის გადახდა შეწყდა 2010 წლის სექტემბერში, ვიანიდან მათთვის ცნობილი გახდა ახალი გარემოება უძრავი ქონების მესაკუთრესთან მიმართებით.
ტექ.ბიუროს არქივის ცნობა-დახასიათებით დადასტურდა, რომ თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა 5--ში მდებარე 119 კვ.მ ფართის უძრავი ქონების მესაკუთრედ მითითებული იყო შპს ,,ბ-----ი’’, რომლის 98.4% წლის მესაკუთრეებად ირიცხებიან ზ---- და დ----- ბ----–---–--ი (შრომითი კოლექტივის გარდაცვლილი წევრის - ვა-–-----ნ ბა---–---–ის შვილები). საჯარო რეესტრის ტექ.ბიუროში დაცული დოკუმენტების თანახმად, თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა 5--ში რეგისტრირებული იყო ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი - 118 კვ.მ და 119 კვ.მ ფართები. 119 კვ.მ ფართი წარმოადგენს სწორედ შრომითი კოლექტივის წევრების სამუშაო სივრცეს. ამავე მისამართზე რეგისტრირებული მეორე უძრავი ქონება ფართით 118 კვ.მ მოპასუხეს 2007-2011 წლებში გაქირავებული ჰქონდა შპს ,,კ--–-–---------’’-ზე.
მოძიებული დოკუმენტების შედეგად გამოვლინდა, რომ ტექ.ბიუროს ჩანაწერებში 119 კვ.მ ფართის მესაკუთრეს შპს ,,ბ-----ი’’ შეცდომით იქნა აღრიცხული, რის გამოც შრომითი კოლექტივის წევრების მიერ დაყენებული იქნა შესაბამისი მოთხოვნა რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილების განხორციელების და აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ შრომითი კოლექტივის წევრების მითითების თაობაზე. აღნიშნული მოხოვნა არ დაკმაყოფილდა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, თუმცა ყოფილი შრომითი კოლექტივის წევრების ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ და თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა 5--ში მდებარე უძრავი ქონების ფართით 119 კვ.მ მესაკუთრედ ნაცვლად შპს ,,ბ-----ი’’-სა, დარეგისტრირდა შრომითი კოლექტივის ამხანაგობა (საკუთრების მოწმობა 23/101-პ).
მოპასუხემ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ თავდაპირველად - 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო. მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 03 ივლისის გადაწვეტილებით შპს ,,ბ-----ი’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა ის გარემოება, რომ ქ.თბილისში, ფ--–--–---–-- ქუჩა 5--ში მდებარე 119 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 1995 წლის პრივატიზაციის საფუძველზე შეძენილ იქნა ყოფილი შრომითი კოლექტივის 10 წევრის მიერ, რაზეც ამ პირთა სასარგებლოდ გაიცა საკუთრების მოწმობა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 1996 წელს შპს ,,ბ-----ი’’ არ წარმოადგენდა ყოფილი ინდკერვის N3--ე ატელიეს შრომითი ამხანაგობის უფლებამონაცვლეს. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებული ტექ.ბიუროს ახალი ამონაწერის თანახმად, თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა #5--ში მდებარე 119 კვ.მ ფართის უძრავი ქონების მესაკუთრედ მიეთითნენ შრომითი კოლექტივის წევრები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2009-2010 წლებში მოსარჩელეთა მიერ მოპასუხისთვის საფუძვლის გარეშე ჯამში გადახდილია 20 160 აშშ დოლარი (თითოეულის მიერ მოპასუხისთვის გადახდილია 3 360 აშშ დოლარი), მაშინ როდესაც უძრავი ქონება პრივატიზაციის დროიდან - 1995 წლიდან მოყოლებული წარმოადგენს არა მოპასუხის, არამედ თავად მოსარჩელეთა საკუთრებას. მოსარჩელეთა მიერ გარკვეული წლების განმავლობაში უსაფუძვლოდ გადახდილი თანხით მოპასუხე გამდიდრდა, რაც წარმოუშობთ მათ ამ თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.
2. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
2.1.მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი რომლითაც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მოპასუხე დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, მოსარჩელეებს და შრომითი კოლექტივის დანარჩენ წევრებს იჯარით გადაეცათ 80 კვ.მ ფართის უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა #5-, საიჯარო ქირად კი განისაზღვრა 1 600 აშშ დოლარით. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებს 2010 წლის აგვისტოს თვიდან აღარ გადაუხდიათ საიჯარო ქირა. მოგვიანებით მხარეთა ზეპირი შეთანხმებით, საიჯარო ურთიერთობა გაგრძელდა მორიგების თაობაზე განჩინებაში მითითებული ვადით. 2008 წლის მორიგების დამტკიცებისას, მხარეებს სასამართლოში წარდგენილი ჰქონდათ საკუთრების დამადასტურებელი ყველა საჭირო დოკუმენტაციის მათ შორის 2005-2008 წლების თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასაიათება, სადაც მითითებული იყო შპს ,,ბ-----ი’’-ს საკუთრების შესახებ, კერძოდ, შპს ,,ბ-----ი’’-ს საკუთრებას წარმოადგენდა თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა #5--ში მდებარე არასაცხოვრებელი 118 კვ.მ და 119 კვ.მ ფართები. 2005 წლიდან 2008 წლამდე მოსარჩელეთა მხრიდან სადავო არ გამხდარა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლება. შპს ,,ბ-----ი’’ სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად, 2011 წლის 01 თებერვალსაც კი ირიცხებოდა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის გადაწყვეტილებაში რეალურად ჩასწორება კი არ მოხდა, არამედ განხორციელდა ცვლილება და შპს ,,ბ-----ი’’-ს ნაცვლად მესაკუთრედ დარეგისტრირდა ტანსაცმლის ინდკერვის ატელიე #3--ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობა. მართალია, მოსარჩელეები 2009 წლიდან 2010 წლის ივლისის თვემდე მას უხდიდნენ იჯარის თანხას, მაგრამ აღნიშნული ხდებოდა კანონიერად, ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ცნობა-დახასიათებაში ცვლილება განხორციელდა 2012 წლის იანვარში. მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების ვადა ამოიწურა 2011 წლის იანვრის თვეში, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეთა მიერ შპს ,,ბ-----ი’’-სთვის საიჯარო ქირის გადახდა ხდებოდა კანონიერად და არ არსებობს თანხის მათთვის დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მოსარჩელეები თ---------–--------–---–ი, ზ-----------–--------–---–ი, ქ--------–---------–---–ი, ა-----–---------–---–ი, ვ----–---–---ე და რ----------------–---–ი არიან ტანსაცმლის ინდკერვის ატელიე #3--ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წევრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2011 წლის 01 თებერვლის ცნობა-დახასიათების თანახმად, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა #5-, არასაცხოვრებელი ფართი - 119 კვ.მ, 1995 წლის 26 ივნისის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის #23/101-9 საფუძველზე, აღრიცხული იყო შპს ,,ბ-----ი’’-ს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა-დახასიათება (ს.ფ.31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სამოქალაქო საქმეზე N2ბ/1429-08 დამტკიცდა მორიგება შპს ,,ბ-----ს’’, ვ----–---–---ეს, სე---ო აკ------ს, თ---------–--------–---–ს, ზ-----------–--------–---–ს, ქ--------–---------–---–ს, ზო-----------ეს, ა-----–---------–---–ს, რ----------------–---–ს, გი-----ი ალ------სა და ჰა------------ს შორის შემდეგი პირობებით:
,,მხარეებს შორის 2008 წლის 20 დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს იჯარის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:
ა) შპს ,,ბ-----ი’’ ვ----–---–---ეს, სე---ო აკ------ს, თ---------–--------–---–ს, ზ-----------–--------–---–ს, ქ--------–---------–---–ს, ზო-----------ეს, ა-----–---------–---–ს, რ----------------–---–ს, გი-----ი ალ------სა და ჰა------------ს იჯარით გადასცემს 80 კვ.მ ფართს მდებარე თბილისში, ფ--–--–---–-- ქუჩა 5--ში;
ბ) საიჯარო ქირად განისაზღვრება 1 კვ.მ-ზე 20 აშშ დოლარი (80 კვ.მ-ზე საიჯარო ქირის ოდენობა იქნება 1 600 აშშ დოლარი);...
ვ)იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენს 3 (სამ) წელს.’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (ს.ფ.20-24);
- სააღსრულებო ფურცლები (ს.ფ. 25; 160);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2011 წლის 12 დეკემბერს შპს ,,ბ-----მა’’ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა #5- (არასაცხოვრებელი ფართი 119 კვ.მ) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შეჩერდა აღნიშნულ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით, შეწყდა განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება განმცხადებლის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ. 43);
- გადაწყვეტილებები (ს.ფ. 44-45);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 იანვრის #12--- გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 05 დეკემბრის ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შემთხვევაში ტექნიკური აღრიცხვის არქივის სამსახურის დაევალა შესწორებული ცნობა-დახასიათების მომზადება ფ--–--–---–-- ქუჩა #5--ში მდებარე უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაცული დოკუმენტაციის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 46-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. აღნიშნულის საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2012 წლის 30 იანვრიდან უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა #5-, არასაცხოვრებელი ფართი 119 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ტანსაცმლის ინდკერვის ატელიე #3--ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა-დახასიათებები (ს.ფ.32-33; 81-82);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა შპს ,,ბ-----ი’’-ს სარჩელი, რომლითაც იგი მოითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 იანვრის #12--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ.230-238);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელეთა მიერ 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინების შესაბამისად, 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის სექტემბრის ჩათვლით ხდებოდა მოპასუხე შპს ,,ბ-----ი’’-სთვის შესაბამისი თვეების საიჯარო ქირის გადახდა. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელეთა მიერ მოპასუხისთვის ჯამში გადახდილია 20 160 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ.26-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 976-ე, 979-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს სწორედ მოპასუხის მხრიდან დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შედეგად მის უსაფუძვლო გამდიდრებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015)
გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომაროების გამო, ან თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს მოპასუხისთვის თანხის დაკისრებას სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით და მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე აღარ წარმოადგენს იმ უძრავი ქონების (თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა #5-, 119 კვ.მ) მესაკუთრეს, რომლით იჯარით სარგებლობისთვისაც იხდიდნენ ინდივიდუალური ამხანაგობის წევრები ყოველთვიურ საიჯარო ქირას. ამასთან, მოსარჩელეთა განმარტებით, თანხის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული უძრავი ქონება ჯერ კიდევ 1995 წლიდან წარმოადგენდა იმ შრომითი კოლექტივის საკუთრებას, რომლის წევრებსაც წარმოადგენენ ისინი. შესაბამისად, მოსარჩელეთა მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლით, საფუძველი გამოეცალა 2008 წლის 16 დეკემბრის მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინებას.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსთვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისთვის და ისინი უნდა შესრულდეს.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის თანხის დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა სწორედ კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინება მხარეთა შორის მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და სწორედ მის საფუძველზე ახორციელებდნენ მოსარჩელეები მოპასუხისათვის ყოველთვიური თანხის გადახდას. მართალია, დადგენილია, რომ 2012 წლის 30 იანვრიდან უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ფ--–--–---–-- ქუჩა #5-, არასაცხოვრებელი ფართი 119 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ტანსაცმლის ინდკერვის ატელიე #3--ის შრომითი კოლექტივის ამხანაგობის სახელზე, თუმცა უდავოა, რომ როგორც მორიგების დამტკიცებისას, ასევე მისი მოქმედების მთლიანი ვადის - სამი წლის განმავლობაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ცნობა-დახასიათების თანახმად წარმოადგენდა უძრავი ქონების მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება სადავოდ არ იყო გამხდარი. შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ თანხის გადახდა ხდებოდა იმ დროისათვის უფლებამოსილი პირის - მესაკუთრის მიმართ, რაც ვერ ჩაითვლება მიმღების უსაფუძვლო გამდიდრებად. ამასთან უმნიშვნელოვანესია, რომ მოსარჩელეებს თანხის გადახდა დაეკისრათ კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, რომლის იურიდიული ძალაც სადავოდ არ არის გამხდარი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე, ვინაიდან, წარმოდგენილი მასალებით დასტურდება უძრავ ქონებაზე მესაკუთრის ცვლილების ფაქტი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი გადამწყვეტია, რომ ვალდებულების შესრულების საფუძველს წარმოადგენდა არა ბათილი გარიგება, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს აქტი, რაც გამორიცხავს მის საფუძველზე განხორციელებული შესრულების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას მისი ნამდვილობის პირობებში.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა არ განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არ არსებობს მოპასუხისთვის 20 160 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1 485 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------–--------–---–ის, ზ-----------–--------–---–ის, ქ--------–---------–---–ის, ა-----–---------–---–ის, ვ----–---–---ის და რ----------------–---–ის სარჩელი შპს ,,ბ-----ი’’-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს:
2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელწმიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია