გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002672453
#2/3402-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.12.2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ჯ----------–---–ი;
წარმომადგენელი- დ--–------–-----–--ე;
მოპასუხე - თ----------ე;
წარმომადგენელი- მ-------------–---ი;
დავის საგანი - განქორწინება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს ჯ----------–---–ს და თ----------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 08 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ----------ესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ბ---------------–---–ი (დაბადებული 2015 წლის 10 ნოემბერს) და მ-------------–---–ი (დაბადებული 2017 წლის 07 სექტემბერს). ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. მიუხედავად შესარიგებლად არაერთხელ მიღებული ზომებისა, მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოპასუხე შეურაცხყოფას აყენებს, როგორც მას, ასევე მის ოჯახის წევრებს, ის ცდილობს მოახდინოს მისი პროვოცირება და არის საფრთხის ქვეშ. რამდენიმე თვეა მათ შორის შეწყვეტილია ცოლ-ქმრული ურთიერთობა და საერთო მეურნეობას არ ეწევიან. მოპასუხე მხარე უარს აცხადებს განქორწინებაზე. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. თ----------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 08 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჯ----------–---–თან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი. 2015 წლის 10 ნოემბერს ბ---------------–---–ი და 2018 წლის 07 სექტემბერს მ-------------–---–ი. მეუღლესთან განქორწინება არ სურს, ვინაიდან 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, შეიძინეს ერთობლივად საცხოვრებელი სახლი და სხვადასხვა საოჯახო ტექნიკა, ქონდათ საერთო მეურნეობა და შვილებს ზრდიდნენ ერთობლივად. ამ პერიოდში მოსარჩელე მოქცეულია ოჯახის წევრების ზეგავლენის ქვეშ და არის მის მიმართ აგრესიულად განწყობილი, რაც მიაჩნია, რომ დროებითია. ამასთან ჰყავს ერთ წლამდე შვილი მ-------------–---–ი.(იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გ არემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ----------ე და ჯ----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 20015 წლის 08 თებერვლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქორწინების მოწმობა #68181003414;.
3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში თ----------ეს და ჯ----------–---–ს შეეძინათ ორი შვილი 2015 წლის 10 ნოემბერს დაბადებული ბ---------------–---–ი და 2018 წლის 07 სექტემბერს დაბადებული მ-------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაბადების მოწმობა #68186014749.
-დაბადების მოწმობა #68186013929.
3.1.3. თ----------ე არ არის თანახმა განქორწინებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება;
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების შესახებ შეთანხმება, აგრეთვე მისი შეწყვეტა მხარეთა ნება-სურვილზეა დამოკიდებული. განქორწინების თავისუფლება საოჯახო კანონმდებლობის დამახასიათებელი თავისებურებაა, თუმცა განქორწინების თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ იგი შესაძლებელია ნებისმიერი დროს და ნებისმიერი საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ჯ----------–---–ი ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას გამორიცხავს და მოითხოვს მოპასუხე თ----------ესთან განქორწინებას. უდავოა ის გარემოება, რომ მეუღლეებს 2018 წლის 07 სექტემბერს შეეძინათ შვილი მ-------------–---–ი. მოპასუხე თ----------ეს მოსარჩელე ჯ----------–---–თან განქორწინება არ სურს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1123-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომში - სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ აქვს. მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებას, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება;
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ცოლის ორსულების დროს ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არ აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები 2015 წლის 08 თებერვლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2015 წლის 10 ნოემბერს შეეძინათ შვილი ბ---------------–---–ი, ხოლო 2018 წლის 07 სექტემბერს შეეძინათ მეორე შვილი მ--------------–---–ი.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტების ინტერსების მომეტებულად დაცვის ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კანონის მიხედვით, ცოლს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს ქორწინების შეწყვეტა, მაშინ როდესაც ორსული ცოლის ქმარი ან ერთ წლამდე ასაკის ბავშვის მამა ასეთ უფლებას მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, თუ ორსული ცოლი ან ჩვილი ბავშვის დედა განქორწინებაზე თანახმაა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ----------ეს და ჯ----------–---–ს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი მ-------------–---–ი, სარჩელის აღძვრის და საქმის განხილვის ეტაპზე ბავშვის მ-------------–---–ის დაბადებიდან არ არის გასული 1 წელი, ჩვილი ბავშვის დედა თ----------ე კი არ არის თანახმა განქორწინებაზე. ამდენად მოსარჩელე ჯ----------–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ჯ----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე