გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-1175-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკეტერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე -მა---------–-----–--ე
წარმომადგენელი - ნი-----------–---–ი
მოპასუხე - რა-----------–-–---–ი
დავის საგანი - დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზრაურება
aRwerilobiTi nawili
1. სასარჩელო მოთხოვნა
რა-----------–-–---–ს მა---------–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის- 85 800 ლარის ანაზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2015 წლის 20 ივნისს მა---------–-----–--ე იმყოფებოდა ქ.თბილისში მოსკოვის გამზირზე № 25 მდებარე მაცივარაგენტების შეგროვებისა და რეციკლირების ცენტრში, სადაც საღამოს საათებში აღნიშნეს ერთ-ერი თანამშრომლის დაბადების დღე. აღნიშნულ სუფრაზე იმყოფებოდა მათ გვერდით ქვის საამქროში მომუშავე რა-----------–-–---–ი. ურთიერთშელაპარაკების შედეგად რა-----------–-–---–მა თვალბუდის არეში დარტყმით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მა---------–-----–--ეს, რამაც მისი მხედველობის ორგანოს ფუნქციის დაკარგვა გამოიწვია, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მა---------–-----–--ე გადაიყვანა შპს "ნიუ ჰოსპიტალის" საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში, რათა გადაერჩინათ მხედველობის ორგანო, თუმცა უშედეგოდ.
მა---------–-----–--ე მუშაობდა შპს"ომეგა მ.ბ.რ"-ში მცველის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 325 ლარს. მას ჰყავს მეუღლე და 5 წლის შვილი, მეუღლე არ მუშაობს, რადგან მა---------–-----–--ე დარჩა სრულიად უსინათლო (მან მარჯვენა თვალი დაკარგა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში ნაღმზე აფეთქების შედეგად) და საჭიროებს მეორე პირის დახმარებას, მას მარტო გადაადგილება არ შეუძლია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებული ხელფასის სახით ყოველწლიურად იღებდა 3900 ლარს. საქართველოს კანონმდებლობით მამაკაცის საპენსიო ასაკად დადგენილია 65 წელი, ხოლო საპენსიო ასაკამდე დაზარალებულს დარჩა 22 წელი, შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს, რომ რამაზი იმერლიშვილს მის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისროს 85800 ლარის გადახდა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა, რომ მოპასუხეს მა---------–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის 82940 (ოთხმოცდაორიათას ცხრაას ორმოცი) ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე რა-----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მასსა და მა---------–-----–--ეს შორის ნამდვილად მოხდა შელაპარაკება, თუმცა მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არ მიუყენებია, შესაბამისად, მისი მხედველობის ორგანოს ფუნქციისა და შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვა არ გამოუწვევია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მა---------–-----–--ე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 20 ივნისს ურთიერთშელაპარაკების შედეგად რა-----------–-–---–მა თვალბუდის არეში დარტყმით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მა---------–-----–--ეს, რამაც მისი მხედველობის ორგანოს ფუნქციის დაკარგვა გამოიწვია.
მტკიცებულება: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 13-18)
3.1.2. მა---------–-----–--ე 2010 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 01 ნოემბრამდე და 2012
წლის 01 აგვისტოდან 2015 წლის 01 ივლისამდე პერიოდში მუშაობდა შპს ,,ომეგა მ.ბ.რ.''-ში მცველის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი გადასახადების გარეშე შეადგენდა 325 ლარს.
მტკიცებულება: ცნობა (ს.ფ. 20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 309 20 -ე, 408-ე, 409-ე, 413-ე, 992-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართალურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების (დელიქტის) საფუძველზე;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით, მე-4 ნაწილის მიხედვით, სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ არასახელშეკრულებო ზიანი (დელიქტი) წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევდან. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 20 ივნისს ურთიერთშელაპარაკების შედეგად რა-----------–-–---–მა თვალბუდის არეში დარტყმით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მა---------–-----–--ეს, რამაც მისი მხედველობის ორგანოს ფუნქციის დაკარგვა გამოიწვია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მტკიცების საგანი, ანუ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და დავის გადაწყვეტის მიზნით. სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარემ უარყო მის მიერ მიყენებული ზიანის არსებობა, მნიშვნელოვანია აღნიშნული დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არის სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით და მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ ჩადენილი ქმედებით თვალბუდის არეში დარტყმის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მა---------–-----–--ეს, რამაც მისი მხედველობის ორგანოს ფუნქციის დაკარგვა და შრომისუუნარობა გამოიწვია, მოპასუხე მხარემ უარყო აღნიშნული ფაქტი, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ოდენობას, საქმეში წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ მა---------–-----–--ე 2010 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 01 ნოემბრამდე და 2012 წლის 01 აგვისტოდან 2015 წლის 01 ივლისამდე პერიოდში მუშაობდა შპს ,,ომეგა მ.ბ.რ.''-ში მცველის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი გადასახადების გარეშე შეადგენდა 325 ლარს, მას საპენსიო ასაკამდე დარჩენილი აქვს 22 წელი, შესაბამისად, დანაშაულის მიყენების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 82940 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს. 7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის ,,ბ'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე; განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, რა-----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2488.20 ლარის გადახდა.
sarezolucio nawili
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა---------–-----–--ის სარჩელი მოპასუხე რა-----------–-–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე რა-----------–-–---–ს მა---------–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის 82940 (ოთხმოცდაორიათას ცხრაას ორმოცი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხე რა-----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2488.20 (ორიათასოთხას ოთხმოცდარვა ლარი და 20 თეთრი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი