გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.12.2018
საქმის ნომერი
030210018002591088
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030210018002591088

N 2/962-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ფოთი

(შესავალი ნაწილი)

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე ლ------ ს-------

წარმომადგენელი ნ---- ბ-----

მოპასუხე ნოტარიუსი მ----- ჯ----

წარმომადგენელი ლ---- ა-----ე

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულება;

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაევალოს ქალაქ ფოთის ნოტარიუსს მ----- ჯ----ს გასცეს სამკვიდრო მოწმობა ლ------ ს-------ს (პ/ნ 4----------) სახელზე გარდაცვლილი დ------ ს-------ს (პ/ნ 4----------) სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილზე, მდებარე ქ.ფ------ წ---------------------- (ყოფილი კ--------------), რომელიც განთავსებულია 1270 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ლ------ ს-------ს მეუღლე დ------ ს------- გარდაიცვალა 2015 წლის 10 ნოემბერს. მას სიცოცხლეში 17.10.14 წელს დაწერა ანდერძი, რომლითაც ქ.ფ----–-- წ-----------------------ში მდებარე უძრავი ქონება თანაბარ წილად უანდერძა შვილიშვილს გ------- დ--------–--ეს და დისშვილს კ--- ქ----–--ეს. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371 მუხლით მოსარჩელეს ეკუთვნოდა, როგორც მეუღლეს სავალდებულო წილი, 06.08.2018 წელს განცხადებით მიმართა ქ--------- ნოტარიუსს მ----- ჯ----ს სამკვიდრო ქონებაში მის კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე 06.08.2018 წლის დადგენილებით N180934345 ეთქვა უარი. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მამკვიდრებელს არ გაუტარებია და შესაბამისად ყადაღა ან აკრძალვა რეგისტრირებული არ არის. ამასთან, ქალაქ ფოთში ტექნიკური აღრიცხვის ბიურო ხანძრის შედეგად განადგურდა და უძრავი ქონების შესახებ 2004 წლამდე დოკუმენტები არ მოიპოვება. ამ მიზეზით ნოტარიუსი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეცა სამკვიდრო მოწმობა. სანოტარო ბიუროში წარადგინა დ------ ს-------ს გარდაცვალების მოწმობა, ქორწინების მოწმობა გაცემული 1965 წლის 22 ივლისს. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით უძრავი ქონება დ------ ს-------მ მიიღო 1990 წლის 18 ოქტომბერს ძმისგან - 1990 წლის 31 იანვარს გარდაცვლილი ს------- ა------- ი--------ს ძისაგან, რომლის სამკვიდრო ქონების წილი მოიცავდა ქ.ფ----–-- წ---------------ს ქუჩა N---ში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილს, ხოლო 1/3 წილი კი მიიღო 1977 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი მამისაგან ი-------- პ---–-- ძე ს-------საგან. 22.06.18 წელს საჯარო რეესტრს მიმართა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და 10.07.2018 წლის გადაწყვეტილებით N892018553796-07 ეცნობა, რომ საარქივო ცნობით კ-------- ქუჩა, ამჟამად წ--------------- ქუჩა N---ში მდებარე შენობისა და მიწის რენტის გადასახადი დარიცხული იყო ს------- ა------- ი--------ს ძის სახელზე. მოთხოვნისამებრ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებებით N892018553796-07, N892018553769-09 მოსარჩელემ უნდა წარადგინოს ანდერძისმიერი მემკვიდრის კ--- ქ----–--ის და მისი სამკვიდრო მოწმობა და დაზუსტებული აზომვითი ნახაზი. ამ მიზეზით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. საჯარო რეესტრის ცნობით უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული, ამასთან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ფოთის მუნიციპალიტეტში ქონების ფლობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვებოდა 2004 წლამდე ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივში, რომელიც ხანძრის შედეგად 2004 წელს განადგურდა. სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს ინფორმაცია უძრავ ნივთზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნოტარიუს მ----- ჯ----ს წარმომადგენელმა ლ---- ა-----ემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 06 აგვისტოს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებით, არ დაკმაყოფილდა ლ------ ს-------ს განცხადება ლ------ ს-------ს სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ;

 

3.1.2. N51157001530 გარდაცვალების მოწმობის შესაბამისად, დ------ ს------- გარდაიცვალა 2015 წლის 10 ნოემბერს.

 

3.1.3. N487243 ქორწინების მოწმობის მიხედვით, დ------ ს------- და ლ------ ფ-–------ დაქორწინდნენ 1965 წლის 22 ივლისს.

 

3.1.4. 2014 წლის 17 ოქტომბრის N141141329 სანოტარო აქტის შესაბამისად, დ------ ს------- მის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ფ------ წ---------------------- უანდერძა თანაბარწილად მის შვილიშვილს გ------- დ--------–--ეს და მის დისშვილს კ--- ქ----–--ეს.

 

3.1.5. 1950 წლის 11 ოქტომბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიხედვით, 1990 წლის 31 იანვარს გარდაცვლილი ა------- ს-------ს ქონებაზე თანასწორ წილში მემკვიდრედ ცნობილია ძმა დ------ ს-------.

 

3.1.6. 1990 წლის 11 ოქტომბრის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, 1977 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ი-------- ს-------ს ქონებაზე თანასწორ წილში მემკვიდრედ ცნობილია შვილი დ------ ს-------.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 ივლისის N892018553769-07 გადაწყვეტილების შესაბამისად, განმცხადებელს განემარტა, რომ უნდა წარმოედგინა სამკვიდრო მოწმობა, სადაც მემკვიდრედ დაფიქსირებული იქნებოდა კ--- ქ----–--ე, ასევე, შემცირებული აზომვითი ნახაზი 427 კვ.მ. ფართზე.

 

3.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 24 ივლისის N892018553796-09 გადაწყვეტილების თანახმად, განმცხადებელს განემარტა, რომ უნდა წარმოედგინა სამკვიდრო მოწმობა, სადაც მემკვიდრედ დაფიქსირებული იქნება ლ------ ს-------, ასევე, უნდა წარედგინა უფლების დამდგენი დოკუმენტი განაცხადზე წარმოდგენილი 1344 კვ.მ. ფართზე, მიწის ნაკვეთზე.

 

3.2.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიხედვით, დაკმაყოფილდა გ------- მ----–---–-ს სარჩელი ქ--------- ნოტარიუსის მ----- ბ-------ს მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ. დაევალა ქ--------- ნოტარიუსს მ----- ბ-------ს გასცეს გ------- მ----–---–-ს სახელზე, 2001 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებლის გ------- მ----–---–-ს სამკვიდროზე, სამკვიდრო მოწმობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ლ------ ს-------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

უნდა დაევალოს ქალაქ ფოთის ნოტარიუსს მ----- ჯ----ს გასცეს სამკვიდრო მოწმობა ლ------ ს-------ს (პ/ნ 4----------) სახელზე გარდაცვლილი დ------ ს-------ს (პ/ნ 4----------) სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილზე, მდებარე: ქ.ფ------ წ---------------------- (ყოფილი კ--------------), რომელიც განთავსებულია 1270 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან დაკმაყოფილებაზე უარი უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

სასამართლოებში საქმეების განხილვის კონსტიტუციურმა პრინციპმა კანონმდებლის მიერ ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რისი ნათელი გამოვლინებაა 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება იქნას სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზიანოდ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს ის პრინციპი, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დადგენილია, რომ გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-? ?????? ??????? ??????? „?“ ?????????? ????????, ნოტარიუსი და ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული პირები უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესასრულებლად წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან შეიცავს პირთა პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობებს, ან ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

N487243 ქორწინების მოწმობის მიხედვით, დ------ ს------- და ლ------ ფ-–------ დაქორწინდნენ 1965 წლის 22 ივლისს.

N51157001530 გარდაცვალების მოწმობის შესაბამისად, დ------ ს------- გარდაიცვალა 2015 წლის 10 ნოემბერს.

2014 წლის 17 ოქტომბრის N141141329 სანოტარო აქტის შესაბამისად, დ------ ს------- მის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.ფ------ წ---------------------- უანდერძა თანაბარწილად მის შვილიშვილს გ------- დ--------–--ეს და მის დისშვილს კ--- ქ----–--ეს.

2018 წლის 06 აგვისტოს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებით, არ დაკმაყოფილდა ლ------ ს-------ს განცხადება ლ------ ს-------ს სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371 მუხლის შესაბამისად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.

 

ამავე, მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამკვიდრო მოწმობის მიღება სავალდებულოა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ------ ს-------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა დაევალოს ქალაქ ფოთის ნოტარიუსს მ----- ჯ----ს გასცეს სამკვიდრო მოწმობა ლ------ ს-------ს (პ/ნ 4----------) სახელზე გარდაცვლილი დ------ ს-------ს (პ/ნ 4----------) სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილზე, მდებარე ქ.ფ------ წ---------------------- (ყოფილი კ--------------), რომელიც განთავსებულია 1270 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ------ ს-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დაევალოს ქალაქ ფოთის ნოტარიუსს მ----- ჯ----ს გასცეს სამკვიდრო მოწმობა ლ------ ს-------ს (პ/ნ 4----------) სახელზე გარდაცვლილი დ------ ს-------ს (პ/ნ 4----------) სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილზე, მდებარე: ქ.ფ------ წ---------------------- (ყოფილი კ--------------), რომელიც განთავსებულია 1270 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.

 

3. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე