განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2019
საქმის ნომერი
180100118002750185
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მც----ის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/294-18 17 იანვარი, 2019 წელი ქალაქი მც----ა

(გამოძიების №032300818002)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თამარ ოღაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ---- მი------–---–ი;

 

დაცვის მხარე - ი---- სო--–---–ი;

 

ბრალდებული - ე------ გ-------- ძე მუ-------------–ი (დაბადებული 1967 წლის 23 მარტს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო-სპეციალური განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები მც----ის რაიონის სოფელ წე-------ში, პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. მც----ის რაიონის სოფელ წე-------ში, თანაცხოვრების განმავლობაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ე------ მუ-------------–ი მეუღლეს ნ--- გა---–---ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა მის დამცირებას და ტანჯვას.

1.2. 2018 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, მც----ის რაიონის სოფელ წე-------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე------ მუ-------------–მა მის მეუღლეს ნ--- გა---–---ს, სახლის ეზოში, მათი არასრულწლოვანი შვილიშვილის - 5 წლის ლ---- კუ---–-–---–ის თანდასწრებით უმიზეზოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ--- გა---–--- გაერიდა და ბავშვი შეიყვანა საძინებელ ოთახში. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ე------ მუ-------------–ი შევიდა მასთან და კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ არასრულწლოვანი ლ---- კუ---–-–---–ის თანდასწრებით სახეში დაარტყა ხელი. ოთახში ხმაურზე შევიდა მათი შვილი ც------ მუ-------------–ი, რითაც ისარგებლა ნ--- გა---–---მ და ბავშვი გაიყვანა ოთახიდან და ისევ შევიდა. ე------ მუ-------------–ს, რომელიც იწევდა მეუღლისკენ დასარტყმელად, აკავებდა ც------ მუ-------------–ი, მაგრამ ე------ მუ-------------–მა შეძლო ფეხის მოქნევა და დაარტყა ნ--- გა---–---ს გულ-მკერდის არეში. ძალადობის შედეგად ნ--- გ----–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2018 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე, მც----ის რაიონის სოფელ წე-------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე------ მუ-------------–მა მის მეუღლეს ნ--- გა---–---ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ფეხი დაარტყა სარკიან კარადას და გატეხა სარკე, ხოლო შემდეგ ე------ მუ-------------–ი მეუღლეს ნ--- გა---–---ს დაემუქრა მოკვლით და ცდილობდა სარკის ნატეხის აღებას, რისი საშუალებაც არ მისცა მათმა შვილმა ც------ მუ-------------–მა. ვინაიდან, ე------ მუ-------------–ი გამოირჩეოდა აგრესიით მეუღლის მიმართ, ნ--- გა---–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ე------ მუ-------------–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულ ნ--- გა---–---ს გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადასტურებულია, რომ იგი ცხოვრობს მც----ის რაიონის სოფელ წე-------ში მეუღლესთან ე------ მუ-------------–თან, მათ მშობლებთან, შვილებთან ც------ და ს--–---- მუ-------------–ებთან და 5 წლის შვილიშვილთან ლ---- კუ---–-–---–თან ერთად. წლების განმავლობაში ე------ მუ-------------–ი მას ალკოჰოლური თრობის შედეგად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო 2018 წლის 30 აგვისტოს, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში, ე------ მუ-------------–მა მის მეუღლეს ნ--- გა---–---ს უმიზეზოდ დაუწყო უცენზურო სიტყვებით მოხსენიება მისი მშობლების თანდასწრებით, ნ--- გა---–---მ 5 წლის შვილიშვილი ლ---- კუ---–-–---–ი შეიყვანა საძინებელ ოთახში, რათა არ გაეგო ჩხუბის ხმა, რამდენიმე წუთში ბრალდებული შეყვა ოთახში ნ--- გა---–---ს, მიუახლოვდა და ჰკითხა, თუ ვის ელაპარაკებოდა და მთელი ძალით ხელი გაარტყა სახის მარცხენა არეში, რაც ძალიან ეტკინა და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელმაც დაიწყო ტირილი. ხმაურზე ოთახში შევიდა მათი შვილი ც------ მუ-------------–ი, რომელიც იჭერდა ე------ მუ-------------–ს, ხოლო იგი ფეხებს მაინც იქნევდა. დაზარალებულის კითხვაზე, თუ რატომ დაარტყა ასე გამატებით, ე------ მუ-------------–მა კვლავ მოუქნია ფეხი და მოხვდა გულ-მკერდის არეში ნ--- გა---–---ს, რის გამოც ისევ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის შემდეგ ე------ მუ-------------–მა ფეხების დარტყმით დაამტვრია ოთახში მდგარი სარკიანი კარადა, დაიმტვრა სარკე, იგი ცდილობდა სარკის ნატეხის აღებას და თან ნ--- გა---–---ს ემუქრებოდა, რომ არ აცოცხლებდა და გამოჭრიდა ყელს, რის საშუალებასაც არ აძლევდა ც------ მუ-------------–ი. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის საფუძვლიანი შიში, რადგან ბრალდებული სიმთვრალეში არის არაადეკვატური. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ნ--- გა---–--- გამოვიდა ოთახიდან და დარეკა პოლიციაში.

2.3. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ნ--- გა---–--- მისი მეუღლის ე------ მუ-------------–ის ქმედებების შედეგად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2.4. დაბადების მოწმობის ასლით დადგენილია, რომ ლ---- კუ---–-–---–ის დაბადების თარიღია 2013 წლის 9 აგვისტო. მშობლის გრაფაში დედად მითითებულია ს--–---- მუ-------------–ი.

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

2.6. საქმის მასალებითა და გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ნ--- გა---–--- არის ე------ მუ-------------–ის მეუღლე, ხოლო დაბადების მოწმობის ასლის თანახმად კი ლ---- კუ---–-–---–ი არის არასრულწლოვანი და ე------ მუ-------------–ის ოჯახის წევრი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (დაზარალებულ ნ--- გა---–---ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: ც------ მუ-------------–ის, ჟ----- მუ-------------–ის, ე-–---- მუ-------------–ის, ს--–---- მუ-------------–ის გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული სარკის ნამტვრევები; ალკოტესტით შემოწმების ოქმი და ალკოტესტის ქვითარი; ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; სასამართლო-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმის სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალ----ს საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ე------ მუ-------------–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ე------ მუ-------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინ---ებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს გაუარესებული, სასამართლოს სთხოვს, რომ მიეცეს საშუალება, რათა დაამტკიცოს მეუღლის მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულება და შეინარჩუნოს ოჯახი. მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.

5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, რომ ბრალდებული ე------ მუ-------------–ი ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელს, გამოირჩევა აგრესიით, იგი სარკის ნატეხით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით მის მეუღლეს ნ--- გა---–---ს და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ნანობს ჩადენილს და ითხოვს პატიებას, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს გაუარესებული, სასამართლოს სთხოვს, რომ მიეცეს საშუალება, რათა დაამტკიცოს მეუღლის მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულება და შეინარჩუნოს ოჯახი. მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლიდანაც სასჯელის ნახევარი უნდა მოიხადოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო ნახევარი ჩაეთვალოს პირობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე------ მუ-------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, რომლიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 8 (რვა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 521 მუხლის თანახმად 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.

2. ე------ მუ-------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ე------ მუ-------------–ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, რომლიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 8 (რვა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და დამატებით სასჯელად 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით შეეზღუდოს და აეკრძალოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები.

4. ე------ მუ-------------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

5. ე------ მუ-------------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 30 აგვისტოდან.

6. ე------ მუ-------------–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: სარკის ნატეხი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მც----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი