გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2018
საქმის ნომერი
010210017001953592
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001953592

საქმე №2-1968/17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე სს „თ----------ი“

წარმომადგენელი ი-------–-----

მოპასუხე დ-------------–--ა

მოპასუხე მ-----–------------ე

მოპასუხე მ------------------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს დ-------------–--ას და მ-----–------------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ #000485357 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8978,67 ლარის გადახდა, საიდანაც 7885,69 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 547,96 ლარი - დარიცხულ სარგებელს, 545,02 ლარი პირგასამტეხლოს.

1.2. დ-------------–--ას სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 796,88 ლარის გადახდა, საიდანაც 699,75 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 87,71 ლარი - ვადიან პროცენტს, ხოლო 9,42 ლარი დაშვებულ ლიმიტს ზემოთ ათვისებულ თანხაზე დარიცხულ პროცენტს.

1.3. დ-------------–--ას სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 777,82 ლარის გადახდა, საიდანაც 499,55 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 28,44 ლარი - დარიცხულ სარგებელს, 249,83 ლარი პირგასამტეხლოს.

1.4. დ-------------–--ას და მ------------------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ #320534 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1585,41 ლარის გადახდა, საიდანაც 882 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 703,41 ლარი პირგასამტეხლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდაო გარემოებები არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 29 ივლისს სს „ბ-------------–--ას“ და დ-------------–--ას შორის გაფორდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 10100 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14%-ით, კრედიტის ვადა - 24 თვით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარი, რომელსაც ემატებოდა 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.

- კრედიტის გაცემისა და დაფარვის გრაფიკი.

 

3.2.2. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ივლისს ბანკსა და მ-----–------------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მ-----–------------ემ სოლიდარულად და სრულად იკისრა პასუხისმგებლობა დ-------------–--ას მიერ 2015 წლის 29 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 14 000 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-თავდებობის ხელშეკრულება.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელ დ-------------–--ას მიერ დაირღვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოპასუხეების დ-------------–--ას და მ-----–------------ეს მიერ არ მომხდარა 2015 წლის 29 ივლისის სესხის დაფარვა გრაფიკით გათვალისწინებული წესით.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელთან ერთად წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მოპასუხეებს დ-------------–--ას და მ-----–------------ეს #000485357 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებოდათ ძირი დავალიანება - 7885,69 ლარის ოდენობით, პროცენტი - 547,96 ლარის ოდენობით, ჯარიმა 545,02 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ ზ/აღნიშნული სესხის ვადაგადაცილების თარიღია 01/10/2016წ. სესხზე პროცენტის და ჯარიმის დარიცხვა კი შეწყდა 31/03/2017წელს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- საკრედიტო ხელშეკრულება.

- სესხის დაფარვის გრაფიკი.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

- მემორიალური ორდერი.

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.4. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 29 ივლისს სს „ბ-------------–--ას“ მიერ დ-------------–--ას საბარათე ანგარიშზე ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა ოვერდრაფტი მაქსიმალური თანხით 700 ლარის ოდენობით, წლიური 24 პროცენტი დარიცხვით 2016 წლის 29 მაისამდე. კლიენტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ვადის გასვლიდან 1 თვის გასვლის შემდეგ დავალიანების თანხას ჯარიმის სახით დაერიცხებოდა სარგებელი ვადაგადაცილებულ დღეზე წლიური 48%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ იქნა გადახდილი თანხები დადგენილ ვადაში. შესაბამისად ოვერდრაფტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე ირიცხება დავალიანება 796,88 ლარის ოდენობით, საიდანაც 699,75 ლარი შეადგენს ძირითად თანხას, 87,71 ლარი ვადიან პროცენტს, ხოლო 9,42 ლარი დაშვებულ ლიმიტს ზემოთ ათვისებულ თანხაზე დარიცხულ პროცენტს.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- პლასტიკურ ბარათზე ოვერდრაფტის დაშვების ხელშეკრულება.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

- ამონაწერი.

 

3.2.5. 2015 წლის 29 ივლისს სს „ბ-------------–--ას“ და დ-------------–--ას შორის გაფორმებული N598279/10560819835 საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა დ-------------–--აზე ასევე გასცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0% კრედიტის 55 დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში, ხოლო 20% ბარათის მომსახურების საკომისიოსთვის. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იქნა მსესხებლის მიერ ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 1 წლით.

 

დადგენილია, რომ დ-------------–--ას მიერ დარღვეული იქნა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებიც და მას N598279/10560819835 საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საფუძველზე ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება 777,82 ლარის ოდენობით, საიდანაც 499,55 ლარი შეადგენს ძირითად თანხას, 28,44 ლარი დარიცხულ სარგებელს, 249,83 ლარი - პირგასამტეხლოს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- N598279/10560819835 საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2.6. 2015 წლის 20 დეკემბერს სს „ბ-------------–--ას“, დ-------------–--ას და თანამსესხებელ მ------------------ეს შორის N320534 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ბაკმა გასცა კრედიტი 2106 ლარის ოდენობით, წლიური 10,7 %-ის დარიცხვით, 12 თვის ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რაც მსესხებლების მიერ არაერთხელ დაირღვა. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა საურავის დარიცხვის წესი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ერთეულის ოდენობით და ვადაგადაცილებული კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო ბანკის მიერ დამატებით მიცემულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩერდებოდა საურავის დარიცხვა ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის და ერიცხებოდა ერთჯერადი საურავი კრდიტის ძირი თანხის 12%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ ბანკს 12%-იანი საურავის დარიცხვის უფლებით არ უსარგებლია.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დ-------------–--ას და მ------------------ეს ბანკის წინაშე ერიცხებათ დავალიანება 1585,41 ლარის ოდენობით, საიდანაც 882 ლარი შეადგენს სესხის ძირ თანხას, ხოლო 7033,41 ლარი პირგასამტეხლოს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- N320534 საკრედიტო ხელშეკრულება.

- მემორიალური ორდერი.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

- ამონაწერი სესხზე.

 

3.2.7. დადგენილია, რომ მოხდა სს „თ----------ის“ და სს „ბანკი რესპუბლიკას“ შერწყმა, რის შედეგადაც სს „თ----------ი“ გახდა სრული უფლებამონაცვლე იმ უფლება-მოვალეობებისა, რაც გააჩნდა სს „ბანკი რესპუბლიკას“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სს „თიბისი ბაბკის“ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს დ-------------–--ას და მ-----–------------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ #000485357 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8533,65 ლარის გადახდა, საიდანაც 7885,69 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 547,96 ლარი - დარიცხულ სარგებელს, 100 ლარი პირგასამტეხლოს; დ-------------–--ას სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 796,88 ლარის გადახდა, საიდანაც 699,75 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 87,71 ლარი - ვადიან პროცენტს, ხოლო 9,42 ლარი დაშვებულ ლიმიტს ზემოთ ათვისებულ თანხაზე დარიცხულ პროცენტს; დ-------------–--ას სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 577,99 ლარის გადახდა, საიდანაც 499,55 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 28,44 ლარი - დარიცხულ სარგებელს, 50 ლარი პირგასამტეხლოს; დ-------------–--ას და მ------------------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ #320534 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 982 ლარის გადახდა, საიდანაც 882 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 100 ლარი პირგასამტეხლოს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე, 463-ე, 465-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საბანკო მომსახურების, საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებითი ურთიერთობა.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს თანხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია მათი შემცირება.

 

6.5. დადგენილია, რომ მოპასუხე მ-----–------------ე წარმოადგენს თავდებ პირს, რომელმაც სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა მოსარჩელის წინაშე დ-------------–--ასთან გაფორმებული #485357 სესხის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე. ხოლო მ------------------ე წარმოადენს თანამსესხებელს ბანკთან გაფორმებულ #320534 ხელშეკრულებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 364,16 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ მოპასუხე დ-------------–--ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 326,71 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ----------ის“ სარჩელი.

 

1.1. მოპასუხეებს დ-------------–--ას და მ-----–------------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ #000485357 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8533,65 ლარის გადახდა, საიდანაც 7885,69 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 547,96 ლარი - დარიცხულ სარგებელს, 100 ლარი პირგასამტეხლოს;

1.2. დ-------------–--ას სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 796,88 ლარის გადახდა, საიდანაც 699,75 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 87,71 ლარი - ვადიან პროცენტს, ხოლო 9,42 ლარი დაშვებულ ლიმიტს ზემოთ ათვისებულ თანხაზე დარიცხულ პროცენტს;

1.3. დ-------------–--ას სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 577,99 ლარის გადახდა, საიდანაც 499,55 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 28,44 ლარი - დარიცხულ სარგებელს, 50 ლარი პირგასამტეხლოს;

1.4. დ-------------–--ას და მ------------------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ #320534 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 982 ლარის გადახდა, საიდანაც 882 ლარი შეადგენს სესხის ძირითად თანხას, 100 ლარი პირგასამტეხლოს.

2. მოპასუხე დ-------------–--ას დაეკისროს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 326,71 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე